IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პატრიარქის ლოცვა-კურთხევა - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გაზიარება
animani
პოსტი Jul 8 2012, 21:46
პოსტი #21


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ილია მეორე: გვარის დალოცვისთვის ერთი თეთრის გაღებაც კი არაა საჭირო
08/07/2012 20:46


"არის შემთხვევები, როცა გვარის დალოცვაში მრევლს ფულს ახდევინებენ, რაც სინამდვილეში სრულიად უფასოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით პატრიარქი "ტრიბუნას" იმ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც დეტალურად იყო საუბარი იმ პროცედურებზე, რომელის გვარის დალოცვის მოსამზადებლაა დაჭირო.

აღნიშნული სტატიის მიხედვით, გვარის დალოცვა თითოეულ ოჯახს 1200-1500 ლარი უჯდებოდა.

"თითქმის ყოველ კვირაში ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ჩემამდე მოვიდა ასეთი ამბავი, რომ ვიღაცები, საერო პირები ამ დალოცვაში ფულს ითხოვენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. არავითარი ფული, არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს გაღებული და ეს სრულიად უფასოდ უნდა ხდებოდეს. ასე რომ, ვინც გეტყვის, რომ ამისთვის ფულია საჭირო, ეს არ არის სწორი. ასევე, თქვენ ახატვინებთ ხატებს და საკურთხეველში შემოგაქვთ. ხატის დახატვა არაა იაფი, თუ გაქვთ ამის საშუალება, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ თუ არ გაქვთ საშუალება, არავითარი ხატი არაა საჭირო. ჩვენ ისედაც ყველას დაგლოცავთ", - აღნიშნა ილია მეორემ.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...71&Itemid=1


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 23 2012, 14:33
პოსტი #22


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



უწმინდესმა მომავალი კვირის ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი მკაცრი მარხვის დღეებად გამოაცხადა. პატრიარქმა კურთხევა მისცა მრევლს, რომ სამი დღის განმავლობაში იმარხულონ თევზის გარეშე, მიიღონ უზეთო საკვები, რათა სულიერად გათავისუფლებულები შეხვდნენ ჯვართამაღლების დღესასწაულს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Sep 24 2012, 14:19
პოსტი #23


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



უზეთო საკვები იმათ მიიღონო ვისაც შეუძლია.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 20 2012, 00:47
პოსტი #24


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



შევთხოვოთ წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება

სამების საკათედრო ტაძარში, წმინდ ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და შეკრებილ მორწმუნეებს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე მიულოცა.

,,წმიდა ნიკოლოზი უამრავ სასწაულს აღასრულებდა, გაჭირვებულები ებრალებოდა და მათ შეეწეოდა“, -აღნიშნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთურმა და მრევლს მიმართა, რომ შესთხოვონ წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენივე ცოდვების გამო დავკარგეთ.

,,წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მას დახმარებისთვის არაქრისტიანებიც მიმართავენ. წმინდა ნიკოლოზი უამრავ სასწაულს აღასრულებდა და გაჭირვებულებს შეეწეოდა,,-ბრძანა მისმა უწმინდესობამ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 19 2013, 14:23
პოსტი #25


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



დიდება შენდა ღმერთო, წყალობითა შენითა გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო.


„მე მინდა გთხოვოთ, ჩვენ მივემგზავრებით ხვალ მოსკოვში და ძალიან საყურადღებო საკითხებზე გვექნება ჩვენ იქ საუბარი. თქვენ ილოცეთ და შეავედრეთ საქართველო უფალს.მოგმართავთ მთელს საქართველოს, რომ ილოცოთ რადგან მეტად რთული და ჩვენთვის საჭირო საკითხები იქნება განხილული იქ.“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 19 2013, 16:22
პოსტი #26


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



პატრიარქმა ნათლისღების დღესასწაულზე ქადაგებისას ერს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვის თქმის კურთხევა მისცა 19.01.2013 მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 10 2013, 16:41
პოსტი #27


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოველდღიურად, დიდ სამებაში, საღამოს 7 საათზე ჩატარდება პარაკლისი:

კვირა-წმიდა სამების პარაკლისი-მსოფლიოსათვის;

ორშაბათი-წმიდა სამების პარაკლისი-საქართველოს კეთილდღეობისათვის;

სამშაბათი-წმიდა სამების პარაკლისი-ბავშვებისათვის;

ოთხშაბათი-ჯვრის პარაკლისი-ავადმყოფთათვის;

ხუთშაბათი-წმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი-ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისათვის;

პარასკევი-ყოველთა წმიდათა პარაკლისი-ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის;

შაბათი-დიდი პანავიდი-მიცვალებულთათვის.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 10 2013, 22:23
პოსტი #28


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხვალიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება, საღამოს 19.00 საათზე -- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ყოველ კვირა დღეს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის და ამ დღეს ქართველი სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ.

ყოველ ორშაბათს კი აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის.
პატრიარქის თქმით, ეცდება ამ პარაკლისზე აუცილებლად თავად იყოს ხოლმე.

სამშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ.

ყოველ ოთხშაბათს კი იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ.

ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის,

ხოლო ყოველ პარასკევს ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 8 2013, 00:00
პოსტი #29


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89




მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს მთელი ჩვენი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს. იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელი ჩაიწერება. სახალხო აქციაში უკვე 204 ათასი ადამიანია გაწევრიანებული! ჩვენ ერთად ავაგებთ ტაძარს, რომელიც გაგვაერთიანებს! ისტორიული მშენებლობა 17 აპრილს დაიწყო!




ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სწორედ ჩვენი ერთიანობითა და თანასწორობით იქნება განსაკუთრებული. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ანალოგი, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი, თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატის სადიდებლად აგებულ სულიერ სავანეში შესულ ყველა დედას შეეძლება თავისი შვილისათვის სიამაყით თქმა: ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!

პაატა ბურჭულაძე



ვებ-კამერა


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V < 1 2
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 21.10.2019 - 04:42