IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ღია იარა - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
beso
პოსტი May 4 2010, 14:20
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9




ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები
შენზედვე მგლოვიარეო...


ქართველი ერის საერთო განცდა ამოთქვა დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა. არის თუ არა თანამედროვე ქართველის განცდა სამშობლოს მიმართ ისეთი, ან მსგავსი მაინც, როგორიც ამ ლექსშია აღწერილი?


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 6 2010, 20:37
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(beso @ May 4 2010, 14:20) *

ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები
შენზედვე მგლოვიარეო...
ქართველი ერის საერთო განცდა ამოთქვა დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა. არის თუ არა თანამედროვე ქართველის განცდა სამშობლოს მიმართ ისეთი, ან მსგავსი მაინც, როგორიც ამ ლექსშია აღწერილი?

ამონარიდები საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებებიდან:

"დღეს ჩვენ განსაკუთრებით აღვავლინეთ ლოცვები აფხაზეთის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, აფხაზეთის დაბრუნებისათვის. ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ამბობს, აფხაზეთი დავკარგეთო. ეს სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, ჩვენ არ დაგვიკარგავს იგი, აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველოს შემადგენლობაში. უბრალოდ, დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას, მაგრამ ღვთის მადლითა და წყალობით ალბათ მალე დადგება ის დრო, როცა ვიზეიმებთ აფხაზეთის დაბრუნებას. ასევე ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, არ დაგვიკარგავს, ჩვენ ვიყავით იქ, ვართ და ვიქნებით მუდამ. საქართველო გამთლიანდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ჩვენი ძალითა და შრომით კი არ მოხდება ეს, არამედ ღვთის წყალობით და მფარველობით.

მე მახსენდება ის 11 წელი, რომელიც აფხაზეთში გავატარე, ეს იყო საოცარი წლები ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა. მაგრამ გარეშე მტერი ამზადებდა დაპირისპირებას, ზრდიდა მოღალატეებს და გაზარდა კიდეც. თუმცა იმათი დღეები დათვლილია.

მე გულისტკივილით მინდა გავიხსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები იყვნენ, ტაძარში ძირითადად რუსები მოდიოდნენ; როცა ქართველებს ვეკითხებოდი, თქვენ რას ფიქრობთ-მეთქი, ისინი პასუხობდნენ - ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მანდარინის პლანტაცია გვაქვს, ამას უნდა მოვუაროთ, ვერ დავკარგავთ; მერე უნდა მოვკრიფოთ, უნდა გავყიდოთ, ფული უნდა ვიშოვოთო და ასე გადიოდა წლები. სპეციალურად შეიქმნა მგალობელთა ქართული გუნდი, ამანაც ვერ მოიზიდა ქართველები.

და აი, უფალმა სასჯელი მოიღო, მაგრამ ეს სიყვარულის სასჯელია."


"დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა."



"უფალი განსაცდელს იმიტომ გვიგზავნის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ მასთან. აფხაზეთის დაცემაც, - ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც. თქვენ იცით, ეშმაკი ანაწევრებს, განჰყოფს, - ღმერთი კი აერთიანებს და ამთლიანებს. ჩვენ ვართ ღვთის ერი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. დედა ღვთისმშობელმა ჩვენს ქვეყანას გადააფარა თავისი მოწყალე კალთა და ვერავინ შესძლებს საქართველოს დანაწევრებას. ვინც ამას ეცდება, - პასუხს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გასცემს! საქართველო და ქართველი ერი იმედით უყურებს თავის მომავალს, რადგან ვიცით, რომ ჯვარცმას, მოსდევს აღდგომა და ამაღლება! ეს ელოდება ქართველ ერს, თუ ჩვენ კვლავ გავხდებით ღვთის ერი, თუ ჩვენ შევიგნებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

"მე კარგად ვიცნობ აფხაზებს იმიტომ, რომ 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი ნათლული მყავს აფხაზი.

ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში და სამაჩაბლოში დატრიალდა, - არ არის არც ქართველების და არც აფხაზების და ოსების ბრალი - ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.

მაგრამ იმედი მაქვს იმისაც, რომ ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენის მხრივ ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შერიგება, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები აფხაზებთან ერთად ერთ ძეგლს ააგებენ, ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.

ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი აფხაზეთში დაცემულთა მონათა და მხევალთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დრო, როცა გამთლიანებულ საქართველოში ერთად გაიხარებენ ქართველნი, აფხაზნი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერის შვილები!


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 6 2010, 21:03
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მართალია ყველა ქართველი კაცის სანუკვარი ოცნება ასრულდა და დღეს საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელია, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის აუცილებელია საქართველო გამთლიანდეს. დღეს ჩვენი სამშობლო, როგორც პატრიარქი ამბობს:" დაჭრილია და სისხლისგან იცლება". ადამიანს, რომელსაც ამპუტირებული აქვს სხეულის რომელიმე ნაწილი ვერასდროს იქნება სრულყოფილად ბედნიერი. ასევეა საქართელო, სანამ დაკარგულ ნაწილებს ვერ დაიბრუნებს ჭრილობა ყოველთვის შეაწუხებს, ყოველთვის ეტკინება ღია იარა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ" ის რაც ჭეშმარიტად - შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმრთისათვის. შენ მხოლოდ გწამდეს და შესთხოვე!"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი May 6 2010, 22:17
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ციტატა(beso @ May 4 2010, 15:20) *

ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები
შენზედვე მგლოვიარეო...
ქართველი ერის საერთო განცდა ამოთქვა დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა. არის თუ არა თანამედროვე ქართველის განცდა სამშობლოს მიმართ ისეთი, ან მსგავსი მაინც, როგორიც ამ ლექსშია აღწერილი?



ვფიქრობ ისეთივე განწყობა რაც ამ ლექსშია გამოხატული ნაკლებად თუ არის ჩვენში, ისევ იმ მძინარებას ვართ მიცემული რისგანაც გამოღვიძებას ილია ჭავჭავაძე "გვაძალებდა"


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 6 2010, 23:07
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



საქართველოს დიდი პრობლემაა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი პრობლემა თითონ ჩვენშია. ჩვენს ერთობაში. ჩემი აზრით ტერიტორიების რღვევა სწორედ ხალხის ერთობის რღვევით დაიწყო. და ესე ვიქნებით მანამ, სანამ ერთსულოვნები არ გავხდებით. და უნდა გავერთიანდეთ არა რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური პარტიის გარშემო, არამედ ერთი დიადი იდეის გარშემო. ამ იდეის გარშემო ერთიანდებოდა ყველა დროის საქართველოს მამულიშვილი. მართლმადიდებელიც და სხვა მრწამსის წარმომადგენელიც.
როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა...
ეს არაა ლოზუნგი!
ეს უნდა შევისისხლხორცოთ ყველამ. და არ უნდა მთავრდებოდეს სამშობლო სახლის ზღურბლთან!!! სამშობლოს უნდა განვიცდიდეთ მთლიანად. და არა მხოლოდ ჩვენს კუთხე და კუნჭულში. სწორედ კუტხურმა სეპარატიზმმა მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგამდე. საიდანღაც გაჩნდა ჩვენს ცნობიერებაში აზრი, რომ ამა თუ იმ კუთხის შვილი სხვა კუთხისას ჯობია...
ეს ერთი შეხედვით სახუმარო თვისება თითოეულ ჩვენთაგანშია ჩაბუდებული, და ხშირ შემთხვევაში ხუმრობის მასშტაბებს სცდება. იქამდეც კი მივედით რომ მეგრულ დიალექტში სხვადასხვა მნიშვნელობა მიიღო ქართველმა და მეგრელმა...


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jun 10 2010, 14:16
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ნეტავ მართლა დავიბრუნოთ. დედაჩემი დადიოდა ხოლმე ხშირად ოჩამჩირეში და სურათებს რომ უყურებ ძალიან ლამაზი ადგილია განსაკუთრებით ზღვა smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 10 2010, 23:49
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ჯერ ხალხი უნდა დავიბრუნოთ და მერე ყველაფერი მოგვარდება ნელ ნელა.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jun 27 2010, 17:49
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



სამშობლოს ტკივილი,მოუშუშებელი იარაა ყველა ქართველისთვის.
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა დიდად მტკივა,გული მტკივა და მიწუხს გონება.რა გზაა ისეთი რომელიც ვერ ვიპოვეთ,რათა აღარ გვეტკინოს სამშობლო?არ ვიცი,ალბათ დადგება დრო და სამშობლოს ტკივილი დიდ სიხარულად გადაგვექცევა,ამისთვის ვილოცებ და შევთხოვ ღვთისმშობელს,რომ ააღორძინოს და გაამთლიანოს საქართველო.


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Jun 28 2010, 00:18
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(beso @ Jun 10 2010, 21:49) *

ჯერ ხალხი უნდა დავიბრუნოთ და მერე ყველაფერი მოგვარდება ნელ ნელა.



ეჰ მაგისთვის კარგა ხანი დაგვჭირდება...


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamusa
პოსტი Jun 28 2010, 00:25
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 28.06.2010
წევრი № 630



ციტატა(cangala @ Jun 28 2010, 00:18) *

ეჰ მაგისთვის კარგა ხანი დაგვჭირდება...

მე მჯერა პატრიარქის სიტყვების.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 28 2010, 12:16
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



და რატომ ველოდებით ხანის გასცვალ ვერ ვხვდები, არ შეიძლება რომ სახალხო დიალოგი ვაწარმოოთ იმ ხალხთან.
სახალხო დიალოგი კი არა, დაგვიჩემებია ჩვენი მიწაა და დროზე წაეთრნენ იქიდანო...
ეს მიდგომა უნდა შევიცვალოთ. და შურისძიების თვალით. არ უნდა უყუროთ ყველას.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Jun 28 2010, 23:06
პოსტი #12


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(beso @ Jun 28 2010, 10:16) *

და რატომ ველოდებით ხანის გასცვალ ვერ ვხვდები, არ შეიძლება რომ სახალხო დიალოგი ვაწარმოოთ იმ ხალხთან.
სახალხო დიალოგი კი არა, დაგვიჩემებია ჩვენი მიწაა და დროზე წაეთრნენ იქიდანო...
ეს მიდგომა უნდა შევიცვალოთ. და შურისძიების თვალით. არ უნდა უყუროთ ყველას.



რა სახალხო დიალოგზეა ლაპარაკი ჩვენი ბუნებისა არ იცი?! ორი კაციც რო შეიკრიბოს ეგრევე იწყება უფროსობაზე ჩხუბი.. ამის ძალიან მატივი მაგალითი ვითომ "ოპოზიციაა".

როგორ უნდა შეიცვალო აშკარად მტერია შენი და შენთვის ცუდი უნდა, სულ ფეხზე კიდიხათ ხალხიდან დაწყებული ქვეყნით დამთავრებული.

მეტყვი რომ ქრისტიანობა სულ სხვას გვასწავლის მტრობსტან დაკავშირებით?! კიბატონო მაშინ როგორ მიუდგეთ ქრსტიანები ის თქვი.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 29 2010, 11:02
პოსტი #13


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ციტატა
როგორ უნდა შეიცვალო აშკარად მტერია შენი და შენთვის ცუდი უნდა, სულ ფეხზე კიდიხათ ხალხიდან დაწყებული ქვეყნით დამთავრებული.

გქონია საუბარი რიგით "აფხაზთან" ?


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Jun 29 2010, 15:14
პოსტი #14


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(beso @ Jun 29 2010, 09:02) *

გქონია საუბარი რიგით "აფხაზთან" ?

smile.gif ვერ გამიგე, მე აფხაზებს არ ვგულისხმობ. იმისთვის რომ აფხაზეთთან შევძლოთ ურთიერთობა ჯერ შიდა საქმე უნდა მოგვარდეს. თუ შიგნით საქმეს მოვაგვარებთ მაშინ აფხაზეთი თავისით დაგვიბრუნდება. თუნდაც გერმანიის მაგალითი აიღე. დდრ იდან ბრდ ში სიკვდილის რისკის ფასადაც გამორბოდნენ. რუსეთს არაფერი გამოუვიდა.

მე შიდა მტრებზე გელაპარაკები.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jul 3 2010, 13:38
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ხო მარა გერმანიაში ერთი ერი იყო, აქ გაცილებით რთული სიტუაციაა. იმათ ჩვენ მტრები სა ხვა ერი ვგონივართ. ნაწილობრივ ეგრეც არის. და ჩვენ თუ იმას ვუყურეთ ეხლა ჩრდილოვანი ეკონომიკდა დავამარცხოთ, კურუფცია აღმოვფხვრათ და ასე შემდეგ... უპირველესი პრობლემაა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. რაც უფრო მეტი დრო გავა უფრო გაჭირდება იმ ხალხის დაბრუნება. იმიტომ რომ იქ სხვა პროპაგანდა და აგიტაციაა. ხალხს სხვა რამეებს ასწავლიან და თან მიგრაციის ტალღასაც უწყობენ ხელს. სულ მალე იქაური მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდება, და უმრავლესობაში სხვა ერი. რომელიც არაა ადგილობრივი. ცნობილი სტრატეგია: გათიშე და იბატონე! კარგათ მუშაობს აფხაზეთში. და დღეს მოტყუებით, ხვალ იძულებით , იმ ხალხს საერთოდ დავკარგავთ, და ხელში შეგვრჩება სხვა ეთნოსით დასახლებული ოდესღაც ქართული კუთხე, რომლის დაბრუნების აღარავითარი უფლებაც აღარ გვექნება...
მე მქონია საუბარი რიგით მოსახლეობასთან, და იცი რა უთქვავთ...
უიმე მტერი გვეგონე და სულაც არ ყოფილხარ ცუდიო...
გესმის, რა საშინელებაა, გაგვთიშეს, იმათ ჩააგონეს რომ ჩვენ მტრები ვათ, და საქმითაც დაუმტკიცეს.
ჩვენც ჩაგვაგონეს რომ ისინი ჩვენი მტრები არიან, და ჩვენც საქმით დაგვიმტკიცეს...

არადა ომის დროს , ორივე მხრიდას საშინელებებს დაქირავებული მეომრები აკეთებდნენ, და არა პატრიოტი მებრძოლები...


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamusa
პოსტი Jul 3 2010, 13:43
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 28.06.2010
წევრი № 630



ციტატა(beso @ Jul 3 2010, 13:38) *

არადა ომის დროს , ორივე მხრიდას საშინელებებს დაქირავებული მეომრები აკეთებდნენ, და არა პატრიოტი მებრძოლები...

გამოსავალს რაში ხედავ? აფხაზებამდე რუსები აწინ მიგვიშვებენ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jul 3 2010, 13:46
პოსტი #17


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



თუ მოვინდომებთ მიგვიშვებენ. მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არ გვინდა აფხაზებთან ლაპარაკი. ჩვენშია პრობლემა...


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamusa
პოსტი Jul 3 2010, 13:48
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 28.06.2010
წევრი № 630



ციტატა(beso @ Jul 3 2010, 13:46) *

თუ მოვინდომებთ მიგვიშვებენ. მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არ გვინდა აფხაზებთან ლაპარაკი. ჩვენშია პრობლემა...

არ გეწყინოს და რუსეთს მსოფლიომ ვერაფერი დააკლო და შენ როგორ აპირებ გვერდი აუარო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jul 3 2010, 14:02
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



რისი უნდა მეწყინოს? smile.gif ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენზე პატარები არიან მაგრამ რუსბს თავს არ აჩაგვრინებენ. ჩვენ ერთმანეთი ვერ აგვიტანია და რუსულ პროპაგანდას ვერაფერს დაუპირისპირებთ. ჯერ ერთმანეთის გატანა და სამშობლოს სიყვარული უნდა ვისწავლოთ დ ამერე...

დავით აღმაშენებლის დროს, იმდროინდელ მსოფლიოში, თურქების იმპერია გაცილებით დიდი და ძლიერი იყო, მაგრამ წმინდა მეფემ შეძლო მისი დამარცხება საკუთარი ძალებით


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jul 3 2010, 17:01
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



საუბარი მაშინ როცა,რუსეთი ანტიქართულ კამპანიას აწარმოებს აფხაზეთში.აგვისტოს მოვლენების მერე ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი,რომელიც თუ არ ვცდები ფრანგმა ჟურნალისტმა მოამზადა.და რაც ის ვნახე ძალიან შემეშინდა რომ სამუდამოდ არ დავკარგოთ ოკუპირებული ტერიტორიები.
დიალოგი ერთ ან ორ ადამიან თან ვერ გვიშველის,დიალოგი მათაც უნდა უნდოდეთ და ასე არ უნდა უჯერებდნენ რუსებს.
მწამს და იმედს არ ვკარგავ რომ მალე ერთიან საქართველოში ვიცხოვრებ.


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.01.2020 - 07:39