![]() |
![]() |
![]() |
მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
აბესალომ |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 280 რეგისტრ.: 7.11.2009 წევრი № 395 ![]() |
ციტატა დეკანოზი ოქროს ჯვრით---იღუმენი ოქროს ჯვრითდეკანოზი გამშვენებული ჯვრით---იღუმენი გამშვენებული ჯვრით იღუმენი როგორც ვიცი არის მონასტრის წინამძღვარი, მაგრამ დეკანოზი არ არის აუცილებელი, რომ ეკლესიის წინამძღვარი იყოს. მაგალითად ჩემს ეკლესიაში ორივე პრესვიტერი (მღვდელი) დეკანოზის ხარისხშია აყვანილი, რომელთაგან ერთი ტაძრის წინამძღვარია. ამაზე რამის თქმა ხომ არ შეგიძლიათ? ციტატა დეკანოზი მიტრით---არქიმანდრიტი აქაც მაქვს შეკითხვა. არქიმანდრიტი, როგორც ვიცი არის რამოდენიმე მონასტრის სულიერი ცხოვრების განმგებელი, ანუ რამოდენიმე მონასტრის წინამძღვრის (იღუმენის) "უფროსი". დეკანოზი მიტრით კი არ არის რამოდენიმე ეკლესიის წინამძღვარი. და მესამე შეკითხვა: ციტატა პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი რა იგულისხმება აქ ღვთისმსახურების მოწესრიგებაში? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი... (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ლეონი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
ციტატა იღუმენი როგორც ვიცი არის მონასტრის წინამძღვარი, მაგრამ დეკანოზი არ არის აუცილებელი, რომ ეკლესიის წინამძღვარი იყოს. მაგალითად ჩემს ეკლესიაში ორივე პრესვიტერი (მღვდელი) დეკანოზის ხარისხშია აყვანილი, რომელთაგან ერთი ტაძრის წინამძღვარია. იღუმენი იყო მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი კი გამორჩეული იყო სხვა პრესვიტერებისაგან... მას ევალა რაღაც განსაკუთრებული საქმე... თუმცა დღეს დღეობით ეს ტრადიცია აღარ არსებობს... არქიმანდრიტებიც კი არიან წინამძღვრობის გარეშე დარჩენილები, არამცთუ იღუმენები... ციტატა აქაც მაქვს შეკითხვა. არქიმანდრიტი, როგორც ვიცი არის რამოდენიმე მონასტრის სულიერი ცხოვრების განმგებელი, ანუ რამოდენიმე მონასტრის წინამძღვრის (იღუმენის) "უფროსი". დეკანოზი მიტრით კი არ არის რამოდენიმე ეკლესიის წინამძღვარი. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ... არქიმანდრიტი კი არა არის ტაძრის წინამძღვარი, არამედ ტაძრის წინამძღვარს ეძლევა არქიმანდრიტობა... ასევეა დეკანოზობაშიც... ანუ პრესვიტერი რომელიც არის რაიმეს მმართველი, მას შესაბამისად ეძლევა ჯილდო...მაგ: ტაძრის წინამძღვრობისთვის იღუმენობა ან დეკანოზობა ოქროს ჯვრით, რამოდენიმე ტაძრის წინამძღვრობისთვის არქიმანდრიტობა ან დეკანოზობა მიტრით... მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელ ქართულ ეკლესიაში ასეთი ტრადიცია აღარ არსებობს... |
animani |
![]()
პოსტი
#23
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
ღ ვ დ ე ლ მ ს ა ხ უ რ ნ ი წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: ე პ ი ს კ ო პ ო ს ი, მ ღ ვ დ ე ლ ი დ ი ა კ ო ნ ი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის ე პ ი ს კ ო პ ო ს ე ბ ი ეკლესიაში უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია. სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი. მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმიდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი. მ ღ ვ დ ე ლ ი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა. შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დ ე კ ა ნ ო ზ ი ს ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი პროტოპრესვიტერისა. პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს. თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ. დ ი ა კ ო ნ ი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია. დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: ი პ ო დ ი ა კ ო ნ ი , მ ე დ ა ვ ი თ ნ ე, მ ნ ა თ ე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ. მ ე დ ა ვ ი თ ნ ე ს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას. მ ნ ა თ ე მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ. ი პ ო დ ი ა კ ო ნ ი მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილებს. ისინი შემოსავენ ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო შესამოსელით, უკავიათ სასანთლეები (სამსანთელი და ორსანთელი) და აწვდიან მათ მღვდელმთავარს მორწმუნეთა კურთხევისათვის და სხვა. მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 19 2004 წ. ქრისტიანული სიმბოლოები უძველესი ქრისტიანული სიმბოლოებია: თევზი და ხომალდი ხომალდი სიმბოლურად აღნიშნავს ამა ცხოვრების მღელვარე ზღვაში, წყნარი ნავსაყუდელისაკენ მავალ ეკლესია. სამღვდელო შესამოსელი 1. ფილონი - მღვდლის შესამოსელი ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. 2. ოლარი ოლარი მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია. 3. სამღვდელო სტიქარი, კვართი კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა. 4. საგვერდული - სულიერი მახვილი 5. საბუხარნი 6. სარტყელი 7. საბუხარნი 8. ენქერი - სულიერი მახვილი -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ახლა არის: 24.05.2022 - 04:17 |
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience