IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
"ვიფიქროთ ერთად" - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> "ვიფიქროთ ერთად" გაზიარება
beni
პოსტი Apr 17 2009, 01:25
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 13.04.2009
წევრი № 233



ციტატა(მამა დავითი @ Apr 17 2009, 00:02) *

ღმერთმა დაგლოცოთ!

თავმდაბლად მინდა საკითხის სიცხადისათვის, ორი მცირე შენიშვნა გავაკეთო,.

ბენია შვილო, როდესაც წმინდა წერილის ციტირებას ახდენ, გთხოვ გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მიხედვით დადგენილი ტექსტით იხელმძღვანელო და არა თანამედროვე ენაზე (ე.წ. სტოკგოლმის გამოცემა) გამოცემულით.

და მეორე, VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787 წ.) ხატმბრძოლობის ერსი დაგმო და ხატთაყვანისცემის დოგმატი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ხატისადმი მიგებული პატივი არა ნივთს -ხესა და საღებავს, არამედ იმ პიროვნებას ეკუთვნის, რომელიც მასზეა გამოსახული და მაშასადამე, ამ ქმედებას კერპთაყვანისმცემლობის შინაარსი არ შეიძლება ჰქონდეს.
შვილო ბენი, მომიტევე ჩემი შენიშვნებისა გამო.


კარგით სტოგჰოლმის გამოცემას აღარ გამოვიყენებ, მაგრამ ხო იყო დრო როცა მის გამოცემულ წიგნებს ვიყენებდით, ეხლა რატომღა გახდა მისი უარყოფა, რა არასწორად თარგმნიან? 1989 _ ში დაბეჭდილი ბიბლია რომელიც საპატრიარქომ გამოუშვა, ეგ შეიძლება? ისე კი ლიტურგია თანამედროვე ენაზე უნდა სრულდებოდეს და არა ძველ ქართულზე, ძალაინ ბევრი ვერ გებულობს .....

ხოლო 787 წლამდე იყო 325 წლის მსოფლიო კრება, რომელშიც დაადგინეს ''კერპთმსახურება'' , სინამდვილეში კი ამ წელს იყო ორი კრება რომელზეც დღეს ბევრს არ სურს საუბარი, ერთი მხარე ''კერპთმსახურების'' მომხრე იყო ხოლო მეორე კი ამას მკაცრად უარყოფდა, მე ვიცი ეს ისტორია... ეს ყოველივე ჩაისახა 325 წელს და თანდათან ფორმას იღებდა 843 წლამდე! ასე რომ ისტორიის ცოდნაც გამომადგა smile.gif

პირიქით, ძალიან კარგია შენიშვნების მიცემა, აბა სხვაგვარად როგორ მიხვდება რომ ცდება smile.gif


--------------------
რამეთუ ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება

რომ. 10:13
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 17 2009, 21:55
პოსტი #42


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



beni
ზაზა, მაპატიე თუ რამე ისე ვერ ვთქვი ან გაწყენიე. ის კითხვები რაც შენ დასვი ჩემთვის ნათელი გახდა და პასუხებიც მივიღე ეკლესიაში. შენც თავმდაბლურად გირჩევ, მიხვიდე ტაძარში და ყველა ის კითხვა, რაზეც ან პასუხი არ გაქვს და გულრწფელად გსურს მიიღო პასუხი, მოძღვარს დაუსვა. დარწმუნებული ვარ, ბევრ კითხვაზე მიიღებ პასუხს. "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ". თუ გულრწფელად ეძიებ ჭეშმარიტებას ჰპოვებ მას. უამრავი ისტორიული წყაროებია, უამრავი სიცრუე. ამიტომ, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ყოფნით და სულიერი ცხოვრებით, შეძლებს ადამიანი სიმართლის გარჩევას სიყალბისა და ცრუ სწავლება-მოძღვრებისგან.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beni
პოსტი Apr 17 2009, 22:04
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 13.04.2009
წევრი № 233



ციტატა(lingvo @ Apr 17 2009, 22:55) *

beni
ზაზა, მაპატიე თუ რამე ისე ვერ ვთქვი ან გაწყენიე. ის კითხვები რაც შენ დასვი ჩემთვის ნათელი გახდა და პასუხებიც მივიღე ეკლესიაში. შენც თავმდაბლურად გირჩევ, მიხვიდე ტაძარში და ყველა ის კითხვა, რაზეც ან პასუხი არ გაქვს და გულრწფელად გსურს მიიღო პასუხი, მოძღვარს დაუსვა. დარწმუნებული ვარ, ბევრ კითხვაზე მიიღებ პასუხს. "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ". თუ გულრწფელად ეძიებ ჭეშმარიტებას ჰპოვებ მას. უამრავი ისტორიული წყაროებია, უამრავი სიცრუე. ამიტომ, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ყოფნით და სულიერი ცხოვრებით, შეძლებს ადამიანი სიმართლის გარჩევას სიყალბისა და ცრუ სწავლება-მოძღვრებისგან.


შენ რომელ კითხვებზე მიიღე პასუხი? იქნებ აქაც დაწერო


--------------------
რამეთუ ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება

რომ. 10:13
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 17 2009, 22:17
პოსტი #44


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა(beni @ Apr 17 2009, 23:04) *

შენ რომელ კითხვებზე მიიღე პასუხი? იქნებ აქაც დაწერო


1. ეკლესიაში დადგენილი კალენდარული მარხვა - ამაზე. რომ გარდა ამისა თვითნებურად მარხვის შენახვა არამართებულია. (გამონაკლის შემხვევებში მაგ. ახლობლის გარდაცვალება, ვიღებთ კურთხევას მოძღვრისგან).

2. მოციქულთა წერილებიც ისევე სარწმუნოა, როგორც სახარება. ამაზე ლევანმაც დაწერა ზემოთ.

ეს ის კითხვებია, რაც შენც გაქვს ეხლა ზაზა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beni
პოსტი Apr 17 2009, 23:31
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 13.04.2009
წევრი № 233



ციტატა(lingvo @ Apr 17 2009, 23:17) *

1. ეკლესიაში დადგენილი კალენდარული მარხვა - ამაზე. რომ გარდა ამისა თვითნებურად მარხვის შენახვა არამართებულია. (გამონაკლის შემხვევებში მაგ. ახლობლის გარდაცვალება, ვიღებთ კურთხევას მოძღვრისგან).

2. მოციქულთა წერილებიც ისევე სარწმუნოა, როგორც სახარება. ამაზე ლევანმაც დაწერა ზემოთ.

ეს ის კითხვებია, რაც შენც გაქვს ეხლა ზაზა.



1. ხოდა მაგის გარკვევას არ ვცდილობ, საიდანაა ეგ დაწესებული მარხვები? ახალ აღთქმაში მაგას ჩვენ ვერ ვხედავთ და როდიდან აქვს ეკლესიას ეგრე გაწერილი მარხვები? რომელ საუკუნეში გვხვდება ეგეთი მარხვები პირველად? რაც შეეხება კალენდარული მარხვის გარეშე მარხვას ჩემი აზრით ეს არასწორია (ჩემი აზრით)

2. მემგონი ზუსტად ისეტივე სარწმუნო არაა როგორც სახარება! ბიბლია ღმერთის ცოცხალი სიტყვააა!!!!!!! ნუთუ ძნელია ამის გაგება?

გმადლობთ პასუხის გაცემისთვის smile.gif


--------------------
რამეთუ ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება

რომ. 10:13
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 17 2009, 23:51
პოსტი #46


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



beni
ზაზა, მეტს ვერაფერს ვიტყვი. შენს მსჯელობას კი ვერ დავეთანხმები.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beni
პოსტი Apr 18 2009, 02:52
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 13.04.2009
წევრი № 233



ციტატა(lingvo @ Apr 18 2009, 00:51) *

beni
ზაზა, მეტს ვერაფერს ვიტყვი. შენს მსჯელობას კი ვერ დავეთანხმები.



გასაგებია

რავი შენ ვერ დაეთანხმები მარა ბიბლიაში როგორც წერია მემგონი ისე უნდა იყოს....

დიდი მადლობა რომ კითხვაზე შეეცადე რომ პასუხი გაგეცათ,
გაიხარე


--------------------
რამეთუ ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება

რომ. 10:13
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Apr 18 2009, 15:39
პოსტი #48


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ჩემს წვლილს შევიტან თქვენს პოლემიკაში smile.gif ჩვენი წინაპრების უმრავლესობა სულ არ კითხულობდა ბიბლიას(ან კი სად ჰქონდათ დრო : ხან ომი, ხან თავის დაცვა) მაგრამ ქრიტიანულდ ცხოვრობდნენ: იცავდნენ მარხვას, ზრდიდნენ შვილებს---გმირებად და ამით ცხონდებოდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე იქნებ ვერ განვმარტავ ბიბლიას, მაგრამ ვენდობი გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელებს, პეტრე იბერს. მინდა მივბაძო შუშანიკს, ქეთევანს, თამარს... მე მჯერა და ვენდობი ჩემს წინაპრებს. ყველამ რომ სათითაოდ განვმარტოთ ბიბლია, მე მგონი ქაოსს შევიტანთ sad.gif


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Apr 18 2009, 20:34
პოსტი #49


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



II tesalonikelta 2:15 '15. ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა.'

მოციქულები რომლებიც ცდილობდნენ რომ ბევრგან ექადაგათ კეთილი უწყება, ისინი დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ ახალ დაარსებულ ეკლესიებში, და საერთოდ პავლე მოციქულის წერილებს თუ დავაკვირდებით ის პასუხებს სცემს წერილის შესახებ, აი მაგ. 1 კორ. 7:1 ვხედავთ რომ კორინთელებს კითხვა გაუჩნდათ და პავლეც ასუხს წერს, და ასე შემდეგ... ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ეკლესია რომლის ''დამაარსებელიც'' მათთან არ იყო ფიზიკურად წერს რომ დაიცავით ჩემი სწავლებები,--es swavlebebi iyo ara pavlesgan, aramed gvtisgan, pavle qadagebda gvtis sityvas da mimodasdebda xvtisgan mocemul mcnebebs!!!!

II tesalonikelta 3:6 '6. გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.'

აქაც პავლე წერს ''ჩემგან'' რომ მიიღეთო - aqac pavlesgan ki ara, pavles mier naqadageb gvtis mcnebebzea saubari



"7. გასაგებია რომ დაწესებული მარხვის უგულებელყოფა არ შეიძლება....."

"3. მე კიდევ ერთხელ დავწერ რომ არანაირი წესები არ არის დადგენილი ახალ აღთქმაში მარხვის შესახებ"
beni, shens tavs ewinaagmdegebi რავი მე ესეთი შეხედულება მაქვს---ertmanetis gamomricxavi?? smile.gif

ციტატა(beni @ Apr 17 2009, 02:25) *


ხოლო 787 წლამდე იყო 325 წლის მსოფლიო კრება, რომელშიც დაადგინეს ''კერპთმსახურება'' , სინამდვილეში კი ამ წელს იყო ორი კრება რომელზეც დღეს ბევრს არ სურს საუბარი, ერთი მხარე ''კერპთმსახურების'' მომხრე იყო ხოლო მეორე კი ამას მკაცრად უარყოფდა, მე ვიცი ეს ისტორია... ეს ყოველივე ჩაისახა 325 წელს და თანდათან ფორმას იღებდა 843 წლამდე! ასე რომ ისტორიის ცოდნაც გამომადგა smile.gif




iqneb daakonkreto? cool.gif

ციტატა(beni @ Apr 18 2009, 00:31) *

1. ხოდა მაგის გარკვევას არ ვცდილობ, საიდანაა ეგ დაწესებული მარხვები? ახალ აღთქმაში მაგას ჩვენ ვერ ვხედავთ და როდიდან აქვს ეკლესიას ეგრე გაწერილი მარხვები? რომელ საუკუნეში გვხვდება ეგეთი მარხვები პირველად? რაც შეეხება კალენდარული მარხვის გარეშე მარხვას ჩემი აზრით ეს არასწორია (ჩემი აზრით)

2. მემგონი ზუსტად ისეტივე სარწმუნო არაა როგორც სახარება! ბიბლია ღმერთის ცოცხალი სიტყვააა!!!!!!! ნუთუ ძნელია ამის გაგება?

გმადლობთ პასუხის გაცემისთვის smile.gif


1. marxvis dawesebis shesaxeb macxovari saubrobs saxarebashi(citatebi ramdenjerme movitanet ukve...)
rac sheexeba konkretul tarigEBS da wesebs, esec agvnishnet, rom aris zepiri gadmocema, romelic isetive avtoritetulia, rogorc tavad wm. werili(amazec zemot moviyvanet citatebi wm. werilidan....)

xan ambob, ki gasagebia, unda arsebobdeso, mere arsad weriao(miuxedavad imisa rom sheni tvalit waikitxe zemoxsenebuli citatebi...)... shen tavshi ver garkveulxar...

2. ra araa sarwmuno, axali agtqma? ohmy.gif maladeec...
jer erti, dzveli da axali agtqma ertoblivad iwodeba bibliad....


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LeVaNcHiK
პოსტი Dec 3 2009, 21:52
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 2.12.2009
მდებარ.: საქართველო, თბილისი
წევრი № 413



რატომ განიკითხავ ან ამცირებ შენს ძმას


რწმენაში უმტკიცები მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება , უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს , ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს,ნუ განიკითხავს იმას,ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ,სხვისი მონების განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცმა,მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალულს მისი წამოყენება.ზოგი დღეს დღისგან განარჩევს , ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.ვინც იცავს დღეს,უფლისათვის იცავს,და ვინც ჭამს უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს.ხოლო ვინც არ ჭამს , უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისთავისათვის.ვინაიდან თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა,რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას ? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან წერია: „ მე ცოცხალი ვარ. – ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. “
ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.

რომაელთა 14


ისეთ რაიმეს ნუ გააკეთებ, რაც შენს ძმას აცდუნებს

ამიტომ ნუღარ განიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და მწამს უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას , ვისთვისაც მოკდა ქრისტე. დასაგმობი ნუ გახდება შენი სიკეთე. ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ–სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისთვის და მოსაწონი – ადამიანისთვის. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესია არა ჭამო ხორცი. არა დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება. გაქვს რწმენა ? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ხოლო მას, ვისაც ძალულს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნითიდან მიდუმებული იყო , ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველური წერილებით, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნისამდე. ამინ!


--------------------
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
duda
პოსტი Oct 22 2010, 22:54
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 22.10.2010
წევრი № 727



არის თუ არა მიზანშეწონილი დამჯდარი პირჯვრის დაწერა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
marusi.3
პოსტი Oct 24 2010, 19:14
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 14.04.2010
წევრი № 537



ციტატა(ლანა @ Aug 29 2008, 21:07) *

იმტომ რო მარიამ მარტო საკვებით მარხვა არ არის მარხვა

გეთანხმები...გავიხსენოთ მამა გაბრიელიც ცხოვრების წესი...უდიდესი ადამიანი რომელიც ასევე უდიდეს მაგალითს გვაძლევს ცხოვრებაში სულიერი საზრდოსთვის(ეს ჯვარი თქვენამდე სისხლით ვატარე! გირჩევთ წაიკითხოთ) ის უმძიმესი მარხვის დროსაც კი ხორცს ჭამდა მორცჩილების თვალწინ,მათ უკვირდათ თუ რატომ აკეთებდა ამას...ის კი პასუხობდა რომ მხოლოდ ჭამა არაფერია მარხვის დროს....სულიერებაა უმთავრესი და უპირველესიი...უფალმა ძალა მოგვცეს ყველას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 31 2011, 00:10
პოსტი #53


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
გეთანხმები...გავიხსენოთ მამა გაბრიელიც ცხოვრების წესი...

გმადლობთ, მე გრიგოლ ხანძთელი მირჩევნია... biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Feb 6 2011, 20:51
პოსტი #54


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(duda @ Oct 22 2010, 22:54) *

არის თუ არა მიზანშეწონილი დამჯდარი პირჯვრის დაწერა?



თუ ადამიანი უძლურებაშია, რა თქმა უნდა შეიძლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 19 2011, 23:20
პოსტი #55


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(Mesiis_maxvili @ Feb 6 2011, 21:51) *

თუ ადამიანი უძლურებაშია, რა თქმა უნდა შეიძლება.

როდესაც სამარშრუტო ტაქსით ეკლესიასთან გავივლი, ყოველთვის ვიწერ პირჯვარს დამჯდარი.
სიტუაციასაც გააჩნია.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი May 19 2011, 23:38
პოსტი #56


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



მე პირადად ძალიან ხშირად ვიწერ დამჯდარი პირჯვარს.ანიმანი გვეთანხმები სიტუციას გააჩნია.და როცა მინდა და ვერ ვიწერ პირჯვარს რაღაცნაირად მაწუხებს ხოლმე სინდისი


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 20 2011, 12:41
პოსტი #57


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ლოცვა ხომ შეიძლება ყველგან, სადაც ხარ და რა მდგომარეობაშიც უნდა იყო, დგახარ, ზიხარ, თუ წევხარ, (იესოს ლოცვა დაწოლილმაც რომ ვთქვა და ისე დავიძინო დანაშაულია?) ჰოდა პირჯვრის გამოსახვა განა ლოცვის დროს არ ხდება? რატომ უნდა იყოს აკრძალული?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 28 2011, 01:01
პოსტი #58


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



მე ვფიქრობ მთავარია სწორად გადაისახო და პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა, ერთია როცა პოზიციის შეცვლა არ შეგიძლია და გადაიწერ, მეორე კი როცა გეზარება. რათქმა უნდა როცა ფეხზე ადგომა დაგეზარება იმიტო რო ორი წამით პირჯვარი გადაისახო ცოდვაა


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Dec 29 2011, 00:32
პოსტი #59


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან
გამოკრებილნი სწავლანი

პირჯვარი – ერთად შერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმიდა სამებას ნიშნავს; ორი მოხრილი – იესო ქრისტეს ორ ბუნებას – ღმრთეებრივსა და კაცობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს. შემდეგ გულზე – გულის გასაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს. შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწრდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს. თითქოს გულზე სრული ჯვარის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. – ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი არიან? ზოგიერთნი კი შიშითა და კრძალვით შეამტკიცებენ სამ თითს, ხელს მაღლა აღმართავენ და ჯვარის სახეს შუბლზე, გულსა და მხრებზე მტკიცედ დაბეჭდავენ. შესაბამისად, მათი საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალეა.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Feb 6 2012, 00:22
პოსტი #60





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, როცა ზოგიერთები 12 საათს ელოდებიან და მერე მიდი და მიდი, სულო და გულო..
User is offlinePM
Go to the top of the page

3 გვერდი V < 1 2 3
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 6.12.2019 - 02:47