IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
მოუნათლავი ჩვილების იმქვეყნიური ხვედრი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> მოუნათლავი ჩვილების იმქვეყნიური ხვედრი გაზიარება
animani
პოსტი Jan 10 2011, 20:11
პოსტი #41


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Jan 10 2011, 20:04) *

ხოდა ვინც არ იცის უნდა გაჩუმდეს და კარელინივით სისულელეების ლაპარაკს მოეშვას... ეგაა მთავარი...
არავინ იცის სად განაწესებს მათ უფალი, მაგრამ საინტერესოა პასუხი მარტივ კითხვაზე...
რა ცოდვა ჩაიდინეს მათ? - არაფერი!


და ადამისეული ცოდვა რატომ გავიწყდება?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 11 2011, 16:38
პოსტი #42


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
და ადამისეული ცოდვა რატომ გავიწყდება?

ქრისტემ ჯვარცმით რა დათრგუნა?
ერთ-ერთ ტროპარშიც კი წერია პირდაპირ ეს, თუკი ჟამნებს უსმენ ხოლმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
M____R
პოსტი Jan 13 2011, 19:19
პოსტი #43


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 8.10.2012
წევრი № 794



ციტატა(ლეონი @ Jan 11 2011, 16:38) *

ქრისტემ ჯვარცმით რა დათრგუნა?
ერთ-ერთ ტროპარშიც კი წერია პირდაპირ ეს, თუკი ჟამნებს უსმენ ხოლმე...


ჯოჯოხეთის ბნელი ძალები შემუსრა, სიკვდილი სიკვდილითა შემუსრა და სამოთხის კარები გააღო, მონათლულთათვის.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 13 2011, 19:27
პოსტი #44


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



,,რომელმან დათრგუნა ადამისმიერი ცოდვანი" - ეგ ბუდა იყო თუ მუჰამედი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 13 2011, 21:30
პოსტი #45


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



http://www.patriarchate.ge/?action=text/oqmi_14-12-00

V. წმიდა სინოდმა განიხილა მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხი.

წმიდა სინოდმა განაჩინა: პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა“ (იოანე 3.3).

მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ - კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად“. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელტაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.

სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ...“ (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 13 2011, 22:29
პოსტი #46


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
V. წმიდა სინოდმა განიხილა მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხი.

შენ გგონია ეს მე არ წამიკითხვას და ეხლა არგუმენტი მოგყავს? biggrin.gif
ეს არი სრული სიდებილე! (სხვათაშორის ამას სინოდის მრავალი წევრიც აღიარებს) მერე რა რო სინოდმა დაწერა? (ან დაწერა და ან არა)...
სინოდი უცდომელი არაა... wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 13 2011, 22:44
პოსტი #47


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Jan 13 2011, 22:29) *

შენ გგონია ეს მე არ წამიკითხვას და ეხლა არგუმენტი მოგყავს? biggrin.gif
ეს არი სრული სიდებილე! (სხვათაშორის ამას სინოდის მრავალი წევრიც აღიარებს) მერე რა რო სინოდმა დაწერა? (ან დაწერა და ან არა)...
სინოდი უცდომელი არაა... wink.gif

კარგი ვინც არ არის უცდომელი იმათი ოქმი მოიტანე.
და სინოდის რომელი წევრი ამბობს ეს დადგენილება ჩვენ არ გვეკუთვნის და სიდებილეაო?
წინააღმდეგ შემთხვევაში შენი არგუმენტები???????????


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 13 2011, 23:31
პოსტი #48


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
წინააღმდეგ შემთხვევაში შენი არგუმენტები???????????

ჩემი არგუმენტი არი მეცხე ჟამნის ტროპარი... ეხლა ვერ დავწერ სიტყვა-სიტყვით... რომელმან დათრგუნე ადამისმიერი ცოდვანიო ვეუბნებით იქ ჯვარცმულ ქრისტეს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 13 2011, 23:44
პოსტი #49


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



აი ლევანის ვთხოვე და დადებს ცოტახანში ალბათ, არ მაქ ჟამნი სამწუხაროდ თორე ვიპოვიდი...
მანდ სრულად არ წერია ჟამნი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Jan 14 2011, 01:49
პოსტი #50


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



რომელმან მეექუსესა დღესა და ჟამსა ჯვარსა შემსჭვალე სამოთხეს შინა ქმნული ადამის-მიერი ცთომაი, ჩემთაცა ცოდვათა ხელით წერილი განხეთქენ, ქრისტე ღმერთო, და გვაცხოვნენ ჩუენ.

აქვე დავამატებ, რომ საიდუმლოს აღასრულებს თავად უფალი, ხოლო მღვდელნი არიან ’მნენი საიდუმლოისა მისისანი’, როგორც აღნიშნავს მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში . და შეგახსენებთ კორნელიუსის მომენტს მოციქულთა საქმეებიდან... ასე რომ, ვის როდის ცემს ნათელს უფალი, ... დიდ არს უფალი და საკვირველ არიან გზანი მისნი.


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 14 2011, 08:56
პოსტი #51


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლევანი @ Jan 14 2011, 01:49) *

რომელმან მეექუსესა დღესა და ჟამსა ჯვარსა შემსჭვალე სამოთხეს შინა ქმნული ადამის-მიერი ცთომაი, ჩემთაცა ცოდვათა ხელით წერილი განხეთქენ, ქრისტე ღმერთო, და გვაცხოვნენ ჩუენ.

აქვე დავამატებ, რომ საიდუმლოს აღასრულებს თავად უფალი, ხოლო მღვდელნი არიან ’მნენი საიდუმლოისა მისისანი’, როგორც აღნიშნავს მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში . და შეგახსენებთ კორნელიუსის მომენტს მოციქულთა საქმეებიდან... ასე რომ, ვის როდის ცემს ნათელს უფალი, ... დიდ არს უფალი და საკვირველ არიან გზანი მისნი.




თქვენ გგონიათ რამეთი გამაკვირვეთ?

ადამიანი ნათლისღებით ადამისეული ცოდვისგან თავისუფლდება.
ადამისეული ცოდვის შედეგი კი რაში მდგომარეობს, რომ სიკვდილმა დაისადგურა და დაიხშო სამოთხის კარები.

"ჯვარსა შემსჭვალე სამოთხეს შინა ქმნული ადამის-მიერი ცთომაი"--სამოთხის კარები კი ვინ გააღო თავისი ჯვარცმით--უფალმა.


ლევანი
ციტატა
ასე რომ, ვის როდის ცემს ნათელს უფალი, .

ლევან ვინც უფლისთვის ჯვარს ეცვა ეს სხვა ამბავია, სისხლით მოინათლა.

მაგრამ უფალმა ჩვენ უბრალო მოკვდავებს ადამისეული ცოდვისგან განთავისუფლების ძალიან მარტივი გზა დაგვიტოვა, რა შუაშია "არავინ იცის როდის სცემს ნათელს უფალიო."
თუ ამაში მოუნათლავ ჩვილებს გულისხმობთ, არც თქვენ შეგიძლიათ დანამდვილებით ამტკიცოთ რამე, და არც იმის თქმა შეგიძლიათ, რომ წმიდა სინოდის დადგენილება "სიდებილეაო".


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia...
პოსტი Jan 14 2011, 13:08
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 21.08.2009
წევრი № 319



მამა თეოდორე გიგნაძეს დაუსვეს შეკითხვა ამასთან დაკავშირებით,თან არაერთხელ და თუკი შეძლებთ მოუსმინეთ...
მე ვეთანხმები...
შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი...
ვის და რატომ აცხოვნებს უფალი ეგ არ ვიცით ჩვენ და მკრეხელობაც კია მემგონი ამ საკითხის ჩხრეკვა...
თუკი ოდესმე გვეყოფა იმდენი რწმენა უბრალოდ ვილოცოთ მათთვის ჩვენს დილა საღამოს ლოცვებში და ვთხოვოთ უფალს რომ დაუმკვიდროს მათ ცათა სასუფეველი...

ისე სრულიად უდანაშაულო ყრმათა ჯოჯოხეთში გასტუმრება ძალიან სასტიკი განჩინებაა და რაღაც არ მახსოვს ჩვენი უფალი,ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე მასეთი იყოს...
არათუ უცოდველი ყრმა,უფალმა პირველი სამოთხეში ავაზაკი შეიყვანა...სხვათაშორის მოუნათლავი...
ის საკუთარმა რწმენამ იხსნა ბოლო წამს გამოვლენილმა...
არავინ იცის რით იხსნის უფალი ჩვილებს...
მე მჯერა და მწამს მისი გულმოწყალების...

animani ერთადერთი რაც აქ გამიკვირდა შენი პოსტები იყო,შეუვალი...
და...
თითქოს ისეთი,მარტო ერთიმხრიდან რომ ხედავს მოვლენებს...
თითქმის ყოველთვის ვეთანხმებოდი და მომწონდა შენი დამოკიდებულება და მიდგომები და ასეთ სათუთ და ძალიან ფრთხილად მისადგომ საკითხს რატომ აღიქვამ ასე ერთგავროვნად მიკვირს sad.gif

(არ მიწყინო რა,გულწრფელად პირადად შენთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 14 2011, 15:43
პოსტი #53


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(natia... @ Jan 14 2011, 14:08) *

მამა თეოდორე გიგნაძეს დაუსვეს შეკითხვა ამასთან დაკავშირებით,თან არაერთხელ და თუკი შეძლებთ მოუსმინეთ...


ეტყობა მამა თეოდორეს თავდაპირველი პასუხი არ წაგიკითხავთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვათაშორის სადღაც გამოვაქვეყნე, თუ მოვნახე აუცილებლად დავპოსტავ. სხვა ვერსიაც ვიცი და მოსმენილი მაქვს.


ციტატა
არავინ იცის რით იხსნის უფალი ჩვილებს...
მე მჯერა და მწამს მისი გულმოწყალების...

სხვათაშორის ჩემს ძველ პოსტებში კიდეც დავწერე, ამ საკითხს ნუ ჩხრეკთ, ღვთის მსჯავრის ჩხრეკა არ არის კარგი. რაც შეეხება შეუვალობას, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებასაც თუ კარგად წაიკითხავთ არც ისინი არიან კატეგორიული ასეთ საკითხთან მიმართებაში და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას დებილობა უწოდო, მკრეხელობაა ზოგიერთების მხრიდან. მართლაც, სინამდვილეში ამ კანონში მხოლოდ ის არის
აღნიშნული, რომ ჩვილებსაც გააჩნიათ ადამის ცოდვა და რომ ისინიც საჭიროებენ
ნათლისღებას (რის შესახებაც არავინ დავობს), აი, მათი საიქიო ადგილსამყოფელის
შესახებ კი ამ კანონში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი

მე არც არაფერს ვამტკიცებ და არც შეუვალი არ ვარ, ალბათ მოგეჩვენათ.

თქვენ კი, როდესაც ამბობთ: "ისე სრულიად უდანაშაულო ყრმათა ჯოჯოხეთში გასტუმრება ძალიან სასტიკი განჩინებაა და რაღაც არ მახსოვს ჩვენი უფალი,ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე მასეთი იყოს..."
როგორ გგონიათ ღვთის კომპენტეციაში არ იჭრებით? მხოლოდ უფალია მსაჯული, მისი ნებაა ვის სად განამწესებს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Jan 14 2011, 17:46
პოსტი #54


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



ეს ღვთის ’კომპეტენციაში’ შეჭრა კი არ არის, აზროვნებაა. სხვათაშორის, ღვთის ხატობით მოგვეცა...smile.gif (აზროვნება)

animani
რატომ გგონია რომ ვინმე შენს გაკვირვებას აპირებდეს?

’ჩემთაცა ცოდვათა ხელით წერილი განხეთქენ, ქრისტე ღმერთო, და გვაცხოვნენ...’ ლაპარაკია პირად ცოდვებზე, რომელიც, ყრმას არ აქვს , დამეთანხმებით ალბათ... ესე გვასწავლის ეკლესია და...smile.gif






--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jan 15 2011, 19:56
პოსტი #55


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ღვთის ნების ჩხრეკა, არანაკლები ცოდვაა! (ანუ ვინც ამ ყბადაღებულ თემაზე გააგრძელებს დავას და კამათს, მოსანანიებელი ექნებათ ეს ცოდვა).

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ რაც დანამდვილებით ვიცით, რომ აბორტია ცოდვა! (მკვლელობის ცოდვა) და ამ თემაზეა ყურადღება გასამახვილებელი და არა იმაზე, აბორტით მომწყდარი ჩვილები სად მოხვდებიან! (ნუ იჭრებით უფლის კომპეტენციაში).



--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 11 2012, 00:20
პოსტი #56


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



არავინ იცის სად განაწესებს მათ უფალი.

ეს არის ლოგიკური დასკვნა, რომელიც ყველა ჩვენგანის მსჯელობიდან გამომდინარეობს და რაკი შემდგომ განვითარებას ვეღარ ჰპოვებს იხურება.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 11 2014, 17:46
პოსტი #57


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



თბილისის სასულიერო აკადემიის ღმრთისმეტყველების კათედრის გამგე, ედიშერ ჭელიძე: ,,რჯულით, სახარებისეული სწავლებით, მაცხოვრის სიტყვების მიხედვით მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილი ვერ ცხონდება"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V < 1 2 3
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 21.07.2017 - 04:31