IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
დათა თუთაშხია - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> დათა თუთაშხია, დათა თუთაშხია გაზიარება
ioanezosime
პოსტი Nov 16 2010, 12:02
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



გადავხედე ამ განყოფილებაში თემებს და ვერ ვნახე თემა გახსნილი ,,დათა თუთაშხია-ზე". ჩემი აზრით ეს უსამართლობაა, რადგანაც ისევ ჩემი აზრით ეს რომანი არის ქართული პროზის მწვერვალი. ეს ჩემი აზრია და არ არის საჭირო ამაზე დავა შეიძლება სხვას სხვა რომანი მოსწონს.
ამ თემას ამაზე სადავოდ არ ვხსნი საუკეთესოა თუ არა. უბრალოდ გავუზიაროთ აზრები ერთმანეთს ,,დათა თუთაშხიაზე".
ქვემოთ მოგიყვანთ ცემს შეხედულებებს მასზე:


სანამ დათა თუთაშხიას სწორად გაიგებ ჯერ კარგად უნდა იცოდე სახარება. მერე გარკვეული წარმოდგენა უნდა გქონდეს წინაქრისტიანულ პერიოდის ქართულ ღვთაებებზე.

უპირველს ყოვლისა მიაქციეთ ყურადღება იმას რომ წიგნი დათა თუთაშხია შედგება 4 თავისაგან, ანუ არის ოთხთავი, როგორც ახალი აღთქმა. უფრო სწორად 4 კარისაგან. ყოველი კარი არის ცოხვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. თუთაშხია თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ გზას და თითოეულ კარში აღწერილია თუ როგორ იცვლის იგი შეხედულებებს დროთა განმავლობაში.

თუთაშხიას წაკითხვა არ შეიძლება თუკი არ წაიკითხავ ყურადღებით ყოველი კარის მცირე პროლოგს. ეს პროლოგი დაწერილია ძველ ქართულად და ეს შემთხვევითი არ არის. ეს გაკეთებულია იმისათვის, რომ ამით მიგახვედროს და პარალელი გაავლოს იმასთან, რომ ეს წიგნი არის იგივე ახალი აღთქმა, მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილი.
თუთაშხა მეგრულად ნიშნავს მთვარეს. არც ეს არის შემთხვევითი. მთვარე უძველეს დროში ქართველების მიერ ყველაზე უფრო პატივსაცემი ღვთაება იყო. იგი მამრობით სქესის იყო და ამასთანავე მამაცი და უშიშარი იყო. მასზე უფრო დიდ იყო მზე. მზე ქალი იყო. ეს არის გამოხმაურება იმისა, რომ ქართველები უძველეს დროში მატრიარქატის პირობებში ცხოვრობდნენ, ამიტომაც მზე მთავარი ღვთაება იყო ქალი.
მთვარე კი იყო მამაკაცი, მეომარი, ძლიერი ღვთაება.
მომავალში მთვარის ადგილი ქართველთა ზეციურ წარმოდგენებში დაიჭირა წმინდა გიორგიმ.
სწორედ ამიტომ დაარქვა ავტორმა მთავარ გმირს თუთაშხა(თუთაშხია). იგი მისი წარმოდგენით არის სული კრებსითი. ანუ თუთაშხია ერთი ადამიანი კი არ არის, არამედ იგი არის ქართველებშI არსებული წმნიდა გიორგის სულის ნაწილების კრებსითი სახე. ერთი სიტყვით თუ ყურადღებით წაიკითხავთ ყოველი კარის პროლოგს და გეცოდინებათ, რომ მთვარე არის წმინდა გიორგის წინაქრისტიანული სახე მიხვდებით, რომ დათა თუთაშხია ავტორის აზრით არის წმინდა გიორგი მატერიალიზებული.
იგი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ საქმეს. ვერ იტანს ბოროტს და ცდილობს მის დამრცხებას, როგორც წმინდა გიორგი.
მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ისე წარიმართება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ბოროტება მრავლდება.
ბოლო თავის პროლოგში წერია, რომ ბოლოს თუთაშხა თავის ხორცს მისცემს ურჩხულს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიხევს უკან ურჩხული და ამბობს, რომ აღარ უნდა მისი ხორცი. ანუ თუთაშხია ბოლოს მიაგნებს ჭეშმარიტებას და მიხვდება, რომ ბოროტების ძალადობით დამარცხება არ შეიძლება, ერთი მოჭრილი თავის მაგივრად ათი ამოსდის. მხოლოდ მას შემდეგ დაიხევს ურჩხული უკან როცა დათა ერთ გარტყმულ ლოყის სანაცვლოდ მეორეს მიუშვერს. ეს არის ქრისტიანობის მთავრი აზრი, ისევე როგორც დათა თუთაშხიას დედა აზრი.
ეს ნაწარმოებში იქ ჩანს, როცა ძიგუა (გაუპატირუბული კიკუს ძმა) უპირებს დათას მოკვლას, დათა იარაღს იღლიაში ამოიჩრის და მკერდს მიუშვერს. ძიგუა განცვიფრდება და იარაღს ჰაერში ისვირის.
მას შემდეგ რაც დათა მიაგნებს ჭეშმარიტებას, მან ამოწურა თავის ამქვეყნიური მისია. იგი ახლ უნდა ცაში ამაღლდეს.
თავის მოკვლა ქრისტიანულად გამორიცხულია, მას სჭირდება იუდა ვინც ამას გააკეთებს. ამ როლს კი თავის თვაზე იღებს მუშნი ზარანიდა. იგი ამბობს კიდეც გრაფ სეგედისთან საუბარში, რომ დათა თუთაშხია გმირად უნდა ვაქციოო. ვერც ქრისტე გახდებოდა ,,ვერაფერი" იუდას რომ იგი არ გაეცაო. ასევე აქვს მას გადაწყვეტილი დათას მოკვლა.
ახლა უკვე საჭიროა დათას ხორციელი ცხოვრებიდან ზეციურში გადასვლა. ისე როგორც ქრისტე ეუბნება თავის მოსწავლეებს, მე უნდა მოვკდე რომ ჩემმა სიტყვამ ნაყოფი გამოიღოსო. თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ გაიხრწნა ისე მისგან ახალი თავთავი, უფრო მეტი მარცვალი არ გაჩნდებაო.
ასე რომ ნათელი ხდება, რომ თუკი დათას საქმე უნდა გადაჩეს იგი უნდა მოკვდეს ხორციელად(ზოგჯერ გაიგებ რა ცუდია ბოლოს დათა რომ კვდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველს არ ესმის ნაწარმოები.)
ბოლოს დათა ისე კვდება რომ მის გვამს ვერავინ პოულობს, ხოლო ხალხი კი არაფრით არ იჯერებს, რომ თუთაშხია მოკვდა. ამტკიცებენ, რომ იგი სხვაგან წავიდა და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საქმე და ღირებულები ისევ დარჩა ხალხში ცოცხლად.
ეს არის მთავარი აზრი დათა თუთაშხიასი.
ქრისიტაინობის მთავრი აზრი და ,,დათა თუთაშხიას დედა აზრი ის არის, რომ ბოროტების ბოროტებით დამარცხება არ შეიძლება, იგი მხოლოდ სიყვარულით, თავგანწირვით და მოთმინებით მარცხდება, ყველა სხვა გზა კი ბოროტების გამრავლებას იწვევს.

ამ ნაწარმოებშI კიდევ უამრავი პარალელური დიდი დედა აზრებია.

ეს ნაწარმოები მსოფლიო მნიშვნლოების შედევრია. იგი არის სახარება, გადმოტანილი რეალურ ცხოვრებაში. ანუ როგორ მოიქცეოდა წმინდა გიორგი, რომ გაცოხცლებულიყო, მატერიალიზებულიყო.

ნაწარმოებში ბევრი დედააზია-თქო იმიტომ ვწერ, რომ იგი თითქოს არის დაკითხვის ოქმების კრებული დათა თუთაშხიას შესახებ. ამ ოქმებში სხვადასხვა ადამიანი იგონებს დათას ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდს. ეს მოგონებები თვითონ არიან დამოუკიდებელი მოთხრობები, რომელსაც საკუთარი დედაზრი აქვს.
ამ მოთხრობებში დათა ჩაყენებულია სხვადასხვა სიტუაციაში და თითქოს ავტორი აკვირდბა ჩვენთან ერთად თუ როგორ მოიქცევა იგი.
ავტორი ამ შემთხვევაში არის გრაფი სეგედი. იგი რევოლუციის შემდეგ სარდაფში ცხოვრობს, სადაც ადამიანთა ფიგურების ძერწვით ირთობს თავს. სინამდვილეში იგი ადამიანთა ხასიათს სწავლობს და ძერწავს.
გრაფი სეგედი ღირსეული პიროვნებაა. მან იმისათვის აირჩია კავკასია, რომ საკუთარი თავის გამოცდა უნდა. მისი სიტყვებით კავკასიაში ისეთი პირობებია, რომ ძნელია ამ სამსახურში სუფთა დარჩეო. მიუხედავად ამისა იგი ღირსეულ ადამიანად რჩება და ბოლოს დათას მოკავშირეც კი ხდება. როცა ზარანდიას შეატყობს, რომ დათას მახეს უგებს ცდილობს დათას შეატყობინოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თავის მოსწავლის, ზარანდიას, ნაცვლად ზნეობრივად ამაღლებული დათას მხარეს დგება.
ამ ნაწარმოებში ყურაღება უნდა მიაქციოთ გვარებს: კარიძე, კარიჭაშვილი, იალქანიძე და სხვა. ეს გვარები ამ ადამინთა ხასიათზე რაღაცას გვეუბნება. კარი ახალ ცხოვრებისელ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, კარიჭაშვილი ტრადიცუილ ქართულ ცხოვრებაში შესასვლელს, კარიძე ბუნატავშიკია, ახალი ცხოვრება უნდა. იალქანიძეს ბედი დაათრევს სხვადასხვამხარეს და ა.შ.
ასევე შემთხვევითი არ არის მთვარის გამოჩენაც ნაწამოებში. როცა მთვარე კარგად ანათებს მაშინ დათას საფრთხე არ ემუქრება ბოლოს დათას სიკვდილის წინ მთვარე ღრუბლებშია მიმალული. საერთოდ მთვარე ამ ნაწამოების გასაღებია.

ამ ნაწარმოებში პირველად არის გამოთქმული გეოპლიტიკური მოსაზრებები. ავტორს შეიძლება ვუწოდოთ პირველი ქართველი გეოპოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს საქართველოს ისტორიის გააზრებას გეოპოლიტიკური კუთხით(თუმცა მე არ ვეთანხმები ამ მოსაზხრებას, რადგანაც უფუნქციო ქვეყნები ადრეც არსებობდნენ და ახლაც არიან, მიუხედავად ამისა მაინც საინტერესოა და დასაფასებელია).

თითოეულ ეპიზოდში არა მარტო დათა არის სხვადასხვა კუთხით წარმოჩინებული და გაბრწყინებული, არამედ მასთან ერთად ჩანს სხვა ადამიანების დადებითი და უარყოფითი თვისებები და ზოგჯერ დათა მოგვაგონებს ,,თევზს ცოდვების ოკეანეში'', როგორც ამას ქრისტეზე ამბობენ ხოლმე.

ამ ნაწარმოების სწორად გასაგებად მთავარი გასაღებები რაც არის გითხარით და თუ კიდევ წაიკითხავთ უფრო მეტად მოგეწონებათ ეს შედევრი.

გრაფი სეგედი არა მარტო დათას ცხოვრებას აკვირდება და სწავლობს, არამედ მისი უახლოესი ნათესავის მუშნი ზარანდიასაც.
ეს ორი პიროვნება თანაბრად არის დაჯილდოებული ნიჭით, მაგრამ ზნეობამ ისინი სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა. ერთი იმპერიის სამსახურში ჩადგა. იმპერიის რომელიც თვითონ არის ბიროტების სათავე. დათას სიტყვებით: ,,იმპერია კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს'".
რაც არ უნდა ცადოს ორივე მხარემ სულ ერთია დათასნაირი წესიერი კაცი ყოველთვის უქმნის პრობლემას იმპერიას და ამიტომ მათი შერიგება ვერ ხერხდება. წესიერი კაცი იძულებულია კონფლიქტში იყოს ხელისუფლებასთან.
ნაწარმოებში მუშნი და დათა იმიტომ არიან ნათესავები, რომ ამით ავტორი ხაზს უსვავს ფილოსფიურ კანონს: ,,დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის" შესახებ. თუ დაკვირვებულხართ ძაღლი და მგელი ერთი ჯიშისაა, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ.
მას შემდეგ რაც დათა მოკვდება ცოტა ხანში კვდება მუშნიც, რადგანაც მას არ დარჩა ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელსაც პრობლემებს შეუქმნიდა და გამოცდას ჩაუტარებდა, რითაც მის მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება თავისი ბუნება წარმოაჩინოს. მუშნის არსებობას აზრი ეკარგება და იგი ნოსტალგიის მსგავსი რაღაცით იღუპება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 16 2010, 13:22
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და ამიერიდან მისი სახელი დავითია.

ბერად აღკვეცის ლოცვა ჭაბუა ამირეჯიბს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა .

როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. რადგან ჭაბუა ამირეჯიბს გადაადგილება უჭირს, ბერად აღკვეცის საიდუმლო სახლში შესრულდა. ბერ დავითს, კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება.

წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე და სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.



http://yvelaferi.wordpress.com/2010/10/19/...


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Nov 16 2010, 13:53
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



პატარა შესწორება: თუთაშხა კი არ ნიშნავს მთვარეს, არამედ თუთა ნიშნავს მთვარეს. თუთაშხა ნიშნავს ორშაბათს. ორშაბათი კი მთვარიდან მოდის მეგრულში, ისე როგორც ინგლისურში მუნდეი არის მთვარის დღე, იგივე ორშაბათი.
თუთაშხა ძველ მეგრული ღვთაებაც იყო. ეს თვითონ ნაწარმოებშია, როცა დათას და ელე ლოცულობს თუთაშხასთან. თუთაშხას ღვთაება მთვარესთან არის დაკავშირებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Nov 16 2010, 16:42
პოსტი #4


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
გადავხედე ამ განყოფილებაში თემებს და ვერ ვნახე თემა გახსნილი ,,დათა თუთაშხია-ზე". ჩემი აზრით ეს უსამართლობაა, რადგანაც ისევ ჩემი აზრით ეს რომანი არის ქართული პროზის მწვერვალი. ეს ჩემი აზრია და არ არის საჭირო ამაზე დავა შეიძლება სხვას სხვა რომანი მოსწონს.
მიკვირს რატომ თვლი უსამართლობად? შენ დაინტერესდი და გახსენი თემა და არავის შეუშლია ხელი ძმაო. ხომ მართალია? smile.gif
ციტატა
თუთაშხა ძველ მეგრული ღვთაებაც იყო. ეს თვითონ ნაწარმოებშია, როცა დათას და ელე ლოცულობს თუთაშხასთან. თუთაშხას ღვთაება მთვარესთან არის დაკავშირებული.
წინაქრისტიანული ქართულიც და უცხოურიც, ყველა "ღვთაება" (ციური სხეულების თაყვანისცემა, კერპების) ბოროტისგანაა.

გენიალური ნაწარმოებია, მაგრამ მისტიური კუთხით განხილვა და სახარებასთან მჭიდროდ დაკავშირეა, ვფიქრობ უკიდურესობაა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Nov 16 2010, 20:41
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



lingvo
,,გენიალური ნაწარმოებია, მაგრამ მისტიური კუთხით განხილვა და სახარებასთან მჭიდროდ დაკავშირეა, ვფიქრობ უკიდურესობაა."

მე არ დამიკავშირებია. ეს ავტორმა დააკავშირა. მე მგონი ეს მხატვრული ხერხია, რომ ალეგორულად და უფრო ლამაზად გვითხრას თავისი სათქმელი.
მე არ მომიგონია ეს, მე მხოლოდ ის გითხარით რაც ავტორმა დაგიწერათ, მე უბრალოდ მკითხველისათვის ეს უფრო გასაგები გავხადე.
პროლოგებს დააკვირდი როგორი ენით უწერია და რამდენი კარია.

ავტორი არ მოუწოდებს ვინმეს კერპების თაყვანისცემისაკენ. ამას უბრალოდ იყენებს რომ მიხვდეთ, თუ რას გულისხმობს თუთაშხიაში. ეს მხოლოდ მინიშნებაა, რომ მისი აზრიტ თუთაშხია არის ქართველებში არსებული წმნიდა გიორგის კრებსითი სული და არა ერთი პიროვნება.
რა არის ამაში არაქრისტიანული?
ვიმეორებ ეს მხოლოდ მხატვრული ხერხია, რომ ჩვენ ალეგორიულად გვითხრას, რომ იგი წმინდა გიორგიზე წერს და არა მთვარის კულტზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Nov 17 2010, 15:16
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



აუუუუუ ამან დიაწყო ისევ თავისი ამბები... rolleyes.gif rolleyes.gif

ჯერ სახარების გაშიფრაო მერე ქართული ანბანისო ეხლა კიდე ესა. მეტი საქმე არ გაქვს smile.gif

თუ რამეს გაშიფრის საჭირობა იქნება გვყვანან ჩვენ წმინდანები და გვეტყვიან რაც საჭიროა. რას იტანჯავ თავსა.

წმინდა გიორგის სახე როგორ არის თუთაშხია როცა იგი უარყოფს სულიერ ცხოვრებას და მონასტერში დარჩენაზე უარს ამბობს.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Nov 17 2010, 20:59
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



cangala
,,წმინდა გიორგის სახე როგორ არის თუთაშხია როცა იგი უარყოფს სულიერ ცხოვრებას და მონასტერში დარჩენაზე უარს ამბობს."

ეს მხატვრული სახეა. იგი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ბოროტებას, როგორც წმინდა გიორგი ურჩხულს. არის მხედარი, როგორც წმინდა გიორგი. იგი აქტიური საერო პირია, მებრძოლია (წმინდა გიორგიც არ იყო საეკლესიო პირი), ამიტომ ვერ მოახერხებს ეკლესიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომაც ცხოვრების დასაწყისში ბევრ შეცდომას უშვებს. იგი სიმპათიებს იმსახურებს იმიტომ, რომ ბოროტს ებრძვის, მაგრამ არ იცის, როგორ ებრძოლოს. ბოროტების წინააღმდეგ თუ ძალას გამოიყენებს ბოროტება უფრო მრავლდება. პირველი სამი კარი, სწორედ ამ გზის ძებნაა. იგი ჯერ არ არის ზეციური სული. პირიქით მისი საქმეები თავიდან ბოროტებასაც ამრავლებს, ისე რომ თავისი საქმეები რაღაც მომენტში თვითონვე ზარავს. მერე საერთოდ ხელს ჩაიქნევს და არავის საქმეში არ ერევა. არც ეს არის გამოსავალი.
გამოსავალს მაშინ მიაგნებს, როცა ბოროტებას ძალას კი არ დაუპირისპირებს, არამედ მკერდს მიუშვერს. ამ შემთხვევაში შეჩერდება ურჩხული. სწორედ ამის შემდეგ იწყებს იგი ცაში ამაღლებას და როგორც ბოლო თავში წერია, თუთაშხა დაჯდა მთოვარედ ზეცაშიო(ახლა ზუსტად არ მახსოვს ეს ციტატა, შეგიძლიათ ბოლო კარის პროლოგში ნახოთ, ბოლო თავის პროლოგი უმთავრესია ამ წიგნში, აქ იხსნება დედაზრი). მიეცა მას ნიჭი და ცოდნა ბოროტების სიკეთედ ქცევის. ამის შემდეგ ხდება იგი ზეციური სამყაროს ნაწილი. გასაგებად ვთქვი?

cangala
,,ჯერ სახარების გაშიფრაო მერე ქართული ანბანისო ეხლა კიდე ესა. მეტი საქმე არ გაქვს"

სამწუხაროდ არ მაქვს. უმუშევარი ვარ და თავს ვიქცევ, სხვა უკეთესი რითი შევიქციო? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Nov 17 2010, 21:41
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



cangala
ის, რომ დათა სამონასტრო ცხოვრებაზე უარს ამბობს, ეს ჩემი აზრით მის ღირსებას მაინც არ ამცირებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანი წმინდანი შეიძლება საერო ცხოვრებითაც გახდეს. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებლი და ილია ჭავჭავაძე. დათა ვერ დაიწყებს სამონასტრო ცხოვრებას, რადგანაც მას სხვანაირი ტემპერამენტი და ხასიათი აქვს. იგი ვერ განმარტოვდება ეკლესიაში. დათა ძალიან აქტიური ადამიანია.

ჰო და კიდევ ამ რაღაცეებს იმის გამოც ვწერ, რომ სხვა საქმე არ მაქვს და კიდევ იმიტომ, რომ მინდა თქვენც განგაცდევინოთ და გაგიზიაროთ ის სიამოვნება რაც მე განვიცადე ამ წიგნის კითხვისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Nov 18 2010, 20:07
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(ioanezosime @ Nov 17 2010, 18:41) *

cangala
ის, რომ დათა სამონასტრო ცხოვრებაზე უარს ამბობს, ეს ჩემი აზრით მის ღირსებას მაინც არ ამცირებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანი წმინდანი შეიძლება საერო ცხოვრებითაც გახდეს. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებლი და ილია ჭავჭავაძე. დათა ვერ დაიწყებს სამონასტრო ცხოვრებას, რადგანაც მას სხვანაირი ტემპერამენტი და ხასიათი აქვს. იგი ვერ განმარტოვდება ეკლესიაში. დათა ძალიან აქტიური ადამიანია.

ჰო და კიდევ ამ რაღაცეებს იმის გამოც ვწერ, რომ სხვა საქმე არ მაქვს და კიდევ იმიტომ, რომ მინდა თქვენც განგაცდევინოთ და გაგიზიაროთ ის სიამოვნება რაც მე განვიცადე ამ წიგნის კითხვისას.



smile.gif თუ ასეა ძალიან მიხარია, ანუ მიხარია რომ ეს რელიგიური ფანატიზმი არარის, არამედ საქმე მაქვს კაცთან რომელსაც ლიტერატურა უყვარს. შენს იდეას მივესალმები და ვიზიარებ...


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Nov 19 2010, 09:34
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



ბოლო კარის პროლოგის ბოლო წინადადება ასეთია:
,,დაუტევა სულმან თუთაშხასამან ხორცნი მიწისა ზედა, აღევლინა ცად, დაჯდა მთოვარედ და იქმნა ძე იგი ხორციელი ღმერთად. "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 23.09.2019 - 15:09