IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი [უზრუნველყოფა Invision Power Board]

თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი _ არქივი _ იდეები

პოსტის ავტორი: აბესალომ თარიღი: Jul 20 2010, 16:11

ბოლო დროინდელი ამბები, ევანგელისტ დევიდ ჰეთევეისთან დაკავშირებით, საგანგაშოა ჩვენთვის რადგანაც იგი აბრკოლებს მრავალ მართლმადიდებელს და იბირებს თავისი რელიგიისკენ.

მართალია საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს მსგავსი შეხვედრების ჩატარების უფლება. საპატრიარქოს განცხადებაში არ იყო აღნიშნული, რომ დევიდ ჰეთევეის არა აქვს ამგვარი შეხვედრის ჩატარების უფლება, არამედ განცხადებაში საპატრიარქომ განუმარტა თავის მრევლს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ევანგელისტური რელიგიისა და კონკრეტულად ამ შეხვედრების (სპორტის სასახლეში) მიმართ. არჩევანი თავად მრევლს უნდა გაეკეთებინა.

როგორი არჩევანი გააკეთა მრევლმა? დარბაზი გადატენილი ყოფილა, როგორც გავიგე და ზოგს შესვლაც ვერ მოუხერხებია ადგილების შევსების გამო.

ჩვენ გავიგეთ, რომ ჰეთევეის სპორტის სასახლეში ცრუ სასწაულები მოუხდენია (განუკურნია ადამიანები), რის გამოც ვფიქრობ მრავალი ადამიანი შეიძლება დაბრკოლებულიყო. ცრუში იგულისხმება არა ის, რომ არ მოუხდენია არაფერი და მხოლოდ ილუზია იყო, არამედ იგულისხმება ის, რომ ღვთისგან არ იყო, ეშმაკის ძალით მოახდინა. იგი ეშმაკის მსახურია. მისნაირებზე სახარებაში წერია მაცხოვრის სიტყვები:

ციტატა
22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? 23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.

მათეს სახარება, თავი 7, მ. 22-23.
თუმცა ხალხმა კარგად არ იცის წმიდა წერილი, ბევრს არც კი გაუგია ეს სიტყვები, რომლებიც მე დავაციტირე ზემოთ, ვერ ხვდებიან რატომ შეიძლება იყოს ეშმაკისგან ისეთი დადებითი მოვლენა, როგორიცაა ადამიანების განკურნება და ბრკოლდებიან მართლმადიდებლობაში.




ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და სერიოზულს ხდის ის, რომ ჰეთევეის მისიონერობა ამით არ დასრულებულა. forum.ge-ზე უკვე დევს "qristiani.ge-ს" ბანერი:
IPB-ს სურათი

ამ საიტზე დევს მათი აუდიო ქადაგებები. დღემდე არ ჰქონია ასეთი რეკლამა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგებებს და ჩვენი სხვა მეუფეებისა და მღვდლების ქადაგებებს.

ვითარება ნამდვილად საგანგაშოა!


რა თქმა უნდა არჩევანი ადამიანებმა თავად უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენი სიტყვა ვუთხრათ მათ დემოკრატიიდან გამომდინარე და ვალდებულება გვაქვს - მართლმადიდებლობიდან გამომდინარე. საბოლოო არჩევანი მათზეა.

ჩვენ ქრისტიანობა გვავალდებულებს ჩვენს მოყვათ, ჩვენს ქრისტეს მიერ ძმებსა და დებს ავუხსნათ რაიმე ფორმით, თუ რატომ არის ჰეთევეის სასწაულები ეშმაკისგან, რატომ არის ევანგელიზმი მცდარი რელიგია და ა.შ. ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ერთად ამ თემაში, გამოვნახოთ ფორმები და საშუალებები. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი ქრისტეს მიერი ძმებისა და ერთმანეთის დასახმარებლად!

პოსტის ავტორი: აბესალომ თარიღი: Jul 21 2010, 14:15

ევანგელისტები აძლიერებენ თავიანთი ეკლესიის პროპაგანდას...

allshares.ge

IPB-ს სურათი




bin.ge

IPB-ს სურათი




link.ge

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: აბესალომ თარიღი: Jul 21 2010, 14:30

top.ge

IPB-ს სურათი



ამ მომენტისათვის ჯერ-ჯერობით ამ საიტებზე აღმოვაჩინე რეკლამები:
1. forum.ge
2. top.ge (ეს და forum.ge ერთი და იგივე კაცისაა)
3. link.ge
4. bin.ge
5. allshares.ge

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 21 2010, 16:14

ძალიან სამწუხაროა, იმედია საპატრიარქოს მხრიდან იქნება ოფიციალური განცხადება, რომ ეს საიტი ევენგელისტებისაა.

პოსტის ავტორი: აბესალომ თარიღი: Jul 21 2010, 17:04

ციტატა(lingvo @ Jul 21 2010, 16:14) *

ძალიან სამწუხაროა, იმედია საპატრიარქოს მხრიდან იქნება ოფიციალური განცხადება, რომ ეს საიტი ევენგელისტებისაა.

ჩემი აზრით კარგი იქნება ამ საიტებზე qristiani.ge-ს ბანერების სიახლოვეს დაიდოს ევანგელისტების შესახებ მართლმადიდებლობის პოზიციის გამომხატველი ბანერები, რომელზე დაწკაპუნებისას იხსნებოდეს საპატრიარქოს საიტის ის გვერდი, სადაც აღნიშნული განცხადებაა გამოქვეყნებული. ამას ფული დასჭირდება. მართლმადიდებელ მრევლში ალბათ აგროვდება ფული, როცა გაიგებენ რისთვისაა საჭირო.

პოსტის ავტორი: მაღულარია თარიღი: Dec 6 2010, 22:24

ხალხო რას იტყვით რომ ფეისბუქზე შევქმნათ ჯგუფი/გვერდი რომელიც ხალხს მიაწვდის სიმართლეს ?

პოსტის ავტორი: ANA თარიღი: Dec 7 2010, 18:09

უკვე შექმნილია smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services