IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
იდეები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



> იდეები, ჩვენი ძმების დასახმარებლად გაზიარება
აბესალომ
პოსტი Jul 20 2010, 16:11
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ბოლო დროინდელი ამბები, ევანგელისტ დევიდ ჰეთევეისთან დაკავშირებით, საგანგაშოა ჩვენთვის რადგანაც იგი აბრკოლებს მრავალ მართლმადიდებელს და იბირებს თავისი რელიგიისკენ.

მართალია საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს მსგავსი შეხვედრების ჩატარების უფლება. საპატრიარქოს განცხადებაში არ იყო აღნიშნული, რომ დევიდ ჰეთევეის არა აქვს ამგვარი შეხვედრის ჩატარების უფლება, არამედ განცხადებაში საპატრიარქომ განუმარტა თავის მრევლს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ევანგელისტური რელიგიისა და კონკრეტულად ამ შეხვედრების (სპორტის სასახლეში) მიმართ. არჩევანი თავად მრევლს უნდა გაეკეთებინა.

როგორი არჩევანი გააკეთა მრევლმა? დარბაზი გადატენილი ყოფილა, როგორც გავიგე და ზოგს შესვლაც ვერ მოუხერხებია ადგილების შევსების გამო.

ჩვენ გავიგეთ, რომ ჰეთევეის სპორტის სასახლეში ცრუ სასწაულები მოუხდენია (განუკურნია ადამიანები), რის გამოც ვფიქრობ მრავალი ადამიანი შეიძლება დაბრკოლებულიყო. ცრუში იგულისხმება არა ის, რომ არ მოუხდენია არაფერი და მხოლოდ ილუზია იყო, არამედ იგულისხმება ის, რომ ღვთისგან არ იყო, ეშმაკის ძალით მოახდინა. იგი ეშმაკის მსახურია. მისნაირებზე სახარებაში წერია მაცხოვრის სიტყვები:
ციტატა
22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? 23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.

მათეს სახარება, თავი 7, მ. 22-23.
თუმცა ხალხმა კარგად არ იცის წმიდა წერილი, ბევრს არც კი გაუგია ეს სიტყვები, რომლებიც მე დავაციტირე ზემოთ, ვერ ხვდებიან რატომ შეიძლება იყოს ეშმაკისგან ისეთი დადებითი მოვლენა, როგორიცაა ადამიანების განკურნება და ბრკოლდებიან მართლმადიდებლობაში.




ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და სერიოზულს ხდის ის, რომ ჰეთევეის მისიონერობა ამით არ დასრულებულა. forum.ge-ზე უკვე დევს "qristiani.ge-ს" ბანერი:
IPB-ს სურათი

ამ საიტზე დევს მათი აუდიო ქადაგებები. დღემდე არ ჰქონია ასეთი რეკლამა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგებებს და ჩვენი სხვა მეუფეებისა და მღვდლების ქადაგებებს.

ვითარება ნამდვილად საგანგაშოა!


რა თქმა უნდა არჩევანი ადამიანებმა თავად უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენი სიტყვა ვუთხრათ მათ დემოკრატიიდან გამომდინარე და ვალდებულება გვაქვს - მართლმადიდებლობიდან გამომდინარე. საბოლოო არჩევანი მათზეა.

ჩვენ ქრისტიანობა გვავალდებულებს ჩვენს მოყვათ, ჩვენს ქრისტეს მიერ ძმებსა და დებს ავუხსნათ რაიმე ფორმით, თუ რატომ არის ჰეთევეის სასწაულები ეშმაკისგან, რატომ არის ევანგელიზმი მცდარი რელიგია და ა.შ. ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ერთად ამ თემაში, გამოვნახოთ ფორმები და საშუალებები. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი ქრისტეს მიერი ძმებისა და ერთმანეთის დასახმარებლად!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ANA
პოსტი Dec 7 2010, 18:09
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



უკვე შექმნილია smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

პოსტი ამ თემაში


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 29.03.2020 - 12:09