IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი [უზრუნველყოფა Invision Power Board]

თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი _ თემები რელიგიური საკითხების გარშემო _ თამბაქოზე დამოკიდებულება

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 13 2008, 00:38

ძალიან აქტუალური პრობლემაა საქართველოში. თამბაქოზე დამოკიდებულება არსობრივად ნარკომანიაა, ვინაიდან ადამიანი დამოკიდებული ხდება თამბაქოში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებზე (ნიკოტინი და სხვ.). თამბაქოს მომხმარებელი ხომ გაცილებით მეტია ვიდრე ნარკოტიკის მომხმარებელი. თამბაქო ხომ ნელ-ნელა ადამიანის სულსაც ღუპავს მიაჯაჭვებს რა ამ ცოდვასთან. ღვთის ნაწყალობელ ჯანმრთელობას კი, რომელიც მოღვაწეობას და უფლისთვის სათნო საქმეებს უნდა მოახმაროს თანდათანობით ასუსტებს და ბოლოს სიცოცხლესაც კი აგდებს საფრთხეში. ფაქტიურად შეგნებულად იღუპავს სულსაც და ხორცსაც. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა მოზარდებში. დიდი მონდობებით უნდა ვეცადოთ ბავშვებმა და მოზარდებმა არ გაიგონ თამბაქოს გემო. სწორედ ამას ცდილობს ბოროტი ძალა, რომ ერთხელ გასინჯოს მოზარდმა თამბაქო და დაემონოს მას. იმედია ღვთის შეწევნითა და ეკლესიის ძალისხმევით დავძლევთ ამ პრობლემას. აქ დავდებ საინტერესო ლექციას სლაიდების სახით თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ. იმედია დაგაინტერესებთ. საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც რა გზით ვებრძოლოთ ამ სენს?

http://allshares.ge/download.php?id=8017675638

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 13 2008, 11:43

ციტატა(lingvo @ Oct 13 2008, 00:38) *

ძალიან აქტუალური პრობლემაა საქართველოში. თამბაქოზე დამოკიდებულება არსობრივად ნარკომანიაა, ვინაიდან ადამიანი დამოკიდებული ხდება თამბაქოში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებზე (ნიკოტინი და სხვ.). თამბაქოს მომხმარებელი ხომ გაცილებით მეტია ვიდრე ნარკოტიკის მომხმარებელი. თამბაქო ხომ ნელ-ნელა ადამიანის სულსაც ღუპავს მიაჯაჭვებს რა ამ ცოდვასთან. ღვთის ნაწყალობელ ჯანმრთელობას კი, რომელიც მოღვაწეობას და უფლისთვის სათნო საქმეებს უნდა მოახმაროს თანდათანობით ასუსტებს და ბოლოს სიცოცხლესაც კი აგდებს საფრთხეში. ფაქტიურად შეგნებულად იღუპავს სულსაც და ხორცსაც. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა მოზარდებში. დიდი მონდობებით უნდა ვეცადოთ ბავშვებმა და მოზარდებმა არ გაიგონ თამბაქოს გემო. სწორედ ამას ცდილობს ბოროტი ძალა, რომ ერთხელ გასინჯოს მოზარდმა თამბაქო და დაემონოს მას. იმედია ღვთის შეწევნითა და ეკლესიის ძალისხმევით დავძლევთ ამ პრობლემას. აქ დავდებ საინტერესო ლექციას სლაიდების სახით თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ. იმედია დაგაინტერესებთ. საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც რა გზით ვებრძოლოთ ამ სენს?

ჩემი აზრით ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ პიროვნებაზე, მთავარია თვითონ მოინდომოს და ღვთის შეწევნით მიაღწევს მსგავსი სენების დაძლევას

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 13 2008, 13:32

გიორგი
გეთანხმები, რომ ყველაფერი პიროვნების თავისუფალ ნებამდე დადის საბოლოოდ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანს დაანახო რომ ეს სასიკვდილო სენია და მას გაუჩნდეს თავის დანებების ნება. დაეხმარო მას... smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონი თარიღი: Oct 13 2008, 13:43

ციტატა(lingvo @ Oct 13 2008, 09:32) *

გიორგი
გეთანხმები, რომ ყველაფერი პიროვნების თავისუფალ ნებამდე დადის საბოლოოდ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანს დაანახო რომ ეს სასიკვდილო სენია და მას გაუჩნდეს თავის დანებების ნება. დაეხმარო მას... smile.gif

რა თქმა უნდა, ადამიანი თუ ვერ ხვდება რომ სიგარეტი მის სულსა და ხორცს ერთნაირად ვნებს არც მის დანებებას შეეცდება.
საჭირო თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: ირინე თარიღი: Oct 13 2008, 16:40

თამბაქო......ეშმაკისთვის ანთებულ სანთელს ნიშნავს........

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Oct 14 2008, 19:36

ციტატა(ირინე @ Oct 13 2008, 17:40) *

თამბაქო......ეშმაკისთვის ანთებულ სანთელს ნიშნავს........


მე როგორც ვიცი ეშმაკის საკმეველია sad.gif

ლოცვების თემა კი არის ცალკე გახსნილი ,მაგრამ გადავწყვიტე აქ დავწერო ლოცვა თამბაქოს წევის საწინააღმდეგოდ:

ლოცვა მოწევისაგან თავის დასაღწევად (მოყვასისათვის)


ღირსნო მამანო - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაჲთა მსწრაფლ მისცეს შეწევნაჲ მონასა ღმრთისასა (სახელი) ბრძოლასა მას შინა, რომელი აქუს მას ვნებისა მიმართ უწმინდურისა.

უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთათა - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი მონისა შენისა (სახელი), უბიწო-ყავ გული მისი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისათა, რაჲთა შორს ივლტოდეს მისგან ბოროტი ვნებაჲ გლარჯის ხუმევისაჲ (თამბაქოს წევისა), მუნ, სადაჲთ მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისასა.


თუ გსურთ თავად გადაეჩვიოთ თამბაქოს წევას, წმინდანებს ასე უნდა მიმართოთ:


ღირსნო მამანო - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაჲთა მსწრაფლ მომცეს შეწევნაჲ ბრძოლასა მას შინა, რომელი მაქუს მას ვნებისა მიმართ უწმინდურისა.

უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთათა - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი ჩემნი, უბიწო-ყავ გული ჩემი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისათა, რაჲთა შორს ივლტოდეს ჩემგან ბოროტი ვნებაჲ გლარჯის ხუმევისაჲ (თამბაქოს წევისა), მუნ, სადაჲთ მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისასა.

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Nov 10 2008, 14:08

ჩემთვის ადამიანი წამალზე იქნება დამოკიდებული თუ თამბაქოზე ორივე ნარკომანია.

ის ლინკი თავიდან რო დადო შეგიძლია?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 10 2008, 20:05

ციტატა(ლანა @ Nov 10 2008, 14:08) *

ჩემთვის ადამიანი წამალზე იქნება დამოკიდებული თუ თამბაქოზე ორივე ნარკომანია.

ის ლინკი თავიდან რო დადო შეგიძლია?

აი განახლებული ბმული ლანა smile.gif
http://allshares.ge/download.php?id=8017675638

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Nov 10 2008, 20:11

მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ... თარიღი: Feb 28 2009, 20:37

მართლაც ცუდია
და სმაწუხაროდ ახალგაზრდებშიც ძალიან აქტუალურია ეს საკითხი..
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა გოგოებშიც..
მაგრამ თითოეულ მათგანს რომ კითხო რატომ დაიწყო მოწევა ვერ გიპასხუებენ..
ერთმანეთს ყვებიან და..

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Mar 1 2009, 00:17

ფაქტია მამაკაცების უმრავლესობა და ქალების ნახევარი მაინც აქტიური მწეველია. ამასთანავე ყოველი მეორე პასიურ მწეველად ვითვლებით. ამ პრობლემას მე მგონი არასდროს მოევლება, თუ თითოეულმა მათგანმა არ გაითვალისწინა რა ზიანი მოაქვთ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობისთვის. ზოგჯერ ეს სხვა, მათი საკუთარი შვილებია.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 1 2009, 15:15

ციტატა(animani @ Mar 1 2009, 00:17) *

ფაქტია მამაკაცების უმრავლესობა და ქალების ნახევარი მაინც აქტიური მწეველია.

axalgazrdebshi mgoni gogoebi vjobnit ukve,arada mitumetes fexzimobis dros bavshvze zalian moqmedebs,didi sashishroebaa rame mzime daavadebis gamowvevis. ufalma yvelas sheazlebinos da misces zala am senisgan gantavisuflebisa

პოსტის ავტორი: ANA თარიღი: Jan 15 2010, 21:08



იმაზე, თუ როგორი ზიანი მოაქვს მოწევას ადამიანის სულისა და ხორცისათვის, აჯობებს ალბათ ღირსი ამბროსი ოპტინელის სიტყვები მოვიყვანო: _ ""მოწევა ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით.""


ეს ცოდვა შეიძლე ჩაითვალოს მკვლელობადაც და თვითმკვლელობადაც ორი მიზეზით: იკლავ თავს და კლავ სხვასაც _აბინძურებ ჰაერს.
მწეველები საერთო ჯამში მუშაობენ უფრო ცუდად და ნაკლებს. მოწევით გამოწვეული პაუზების გამო, უფრო ხშირად, მძიმედ და დიდხანს ავადმყოფობენ.
ზოგიერთი ათონელი ბერი იმდენად რადიკალურია, მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს - თვლის რა, რომ თუკი ადამიანს არ შეუძლია მოწევის მიტოვება, მაშინ როგორღა შეძლებს იგი სხვა ცოდვების გამკლავებას და დათმენას.
მყარად მოიკიდა ფეხი თამბაქოს მეტსახელმა - "სატანის საკმეველი". ის დაკავშირებულია გადმოცემასთან, რომლის მიხედვითაც , როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიაში, მოსეს წინასწარმეტყველის დროს ( მე-19 ს. ქრისტეს შობამდე) დაწესებული იქნა ღვთისმსახურება საკმეველის გამოყენებით, სატანამ, მიბაძა და აიძულა თავისი მიმდევარ ეშმაკებს საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის.

მოვიყვან ერთ მაგალითს და დარწმუნდებით თუ რამდენად დიდი ცოდვაა სიგარეტის მოწევა

ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილა თუ არა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა სიწმინდის შეურაწყოფა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაასუფთავა და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ ის კაცი მწეველი იყო და ხშირად ეწეოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაწყოფას სიგარეტის კვამლით, ერჩივნა უკან დაებრუნებინა თურქისათვის და კვლავ ხორცი დაეჭრა მასზე. კაცი მიხვდა თავის შეცდომას და აღარც მოუწევია.


როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)


ლოცვა მოწევისაგან თავის დასაღწევად

""ღირსნო მამაო - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაი წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა""

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 5 2010, 10:23

იქნებ ვინმე კომპეტენტურმა პირმა, ვინც კარგად არის გათვითცნობიერებული მსგავს საკითხებში ზუსტად ახსნას რატომ არის თამბაქოს მოხმარება ცოდვა და რატომ ნიშნავს ეს ეშმაკისთვის სანთლის ანთებას?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 5 2010, 14:06

ციტატა(Paul @ Feb 5 2010, 10:23) *

იქნებ ვინმე კომპეტენტურმა პირმა, ვინც კარგად არის გათვითცნობიერებული მსგავს საკითხებში ზუსტად ახსნას რატომ არის თამბაქოს მოხმარება ცოდვა და რატომ ნიშნავს ეს ეშმაკისთვის სანთლის ანთებას?

თამბაქო ვნებს ჯანმრთელობას ეს კი ცოდვაა როდესაც ღვთის ბოძებულ ჯანმრთელობას არ უფრთხილდები.
თამბაქო იწვევს დამოკიდებულებას ეს კი ვნებაა. ვნებას დამორჩილებული ადამიანი კი თავისუფლებას კარგავს.
როგორც ვიცი ამერიკაში მცხოვრები აბორიგენები თამბაქოს იყენებდნენ წარმართული რიტუალების ჩასატარებლად.

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 5 2010, 17:09

ციტატა(lingvo @ Feb 5 2010, 14:06) *

თამბაქო ვნებს ჯანმრთელობას ეს კი ცოდვაა როდესაც ღვთის ბოძებულ ჯანმრთელობას არ უფრთხილდები.
თამბაქო იწვევს დამოკიდებულებას ეს კი ვნებაა. ვნებას დამორჩილებული ადამიანი კი თავისუფლებას კარგავს.
როგორც ვიცი ამერიკაში მცხოვრები აბორიგენები თამბაქოს იყენებდნენ წარმართული რიტუალების ჩასატარებლად.



ჯანმრთელობას ვნებს შემწვარი ხორცი, შემწვარი კარტოფილი, ნიგვზიანი, მწარე და ცხარე საჭმელები.
დამოკიდებულებას ყავაც იწვევს (კოფეინი)
ბევრ წარმართულ კულტურაში გვხვდება ჯვარი, ვერავინ დამარწმუნებს რომ ეს სიმბოლო ქრისტიანობამდე არ არსებობდა.

უფრო ‎ძლიერი არგუმენტებია საჭირო...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 6 2010, 14:07

Paul
ზომიერეი მიღება საზრდელის არ ვნებს ჯანმრთელობას. ხოლო თამბაქო არაბუნებრივი ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისთვის და ნებისმიერი დოზით ვნებს.

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 6 2010, 17:23

ციტატა(lingvo @ Feb 6 2010, 14:07) *

Paul
ზომიერეი მიღება საზრდელის არ ვნებს ჯანმრთელობას. ხოლო თამბაქო არაბუნებრივი ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისთვის და ნებისმიერი დოზით ვნებს.


zemot chamotvlili sakvebi kvela vnebs. da tambako arabunebrivi ratomaa? mcenarea chveulebrivi

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 6 2010, 17:32

Paul
კითხე მოძღვარს და აგიხსნის უფრო დაწვრილებით. ეს პრეზენტაციაც გადმოწერე, თამბაქოს მავნეობის შესახებაა. აქ ყველაფერი მეცნიერულადაა დასაბუთებული:

http://allshares.ge/download.php?id=8017675638

პოსტის ავტორი: mati თარიღი: Feb 7 2010, 15:30

ციტატა
mcenarea chveulebrivi

მცენარე იყოო. ახლა მინიმუმ ნაგვის ნარჩენებისაგან ამზადებენ. ადრე ისედაც ვერ ვიტანდი მის მყრალ სუნს. ახლა სტუმრად წასვლა აღარ მინდა(განსაკუთრებით რესტორანში), საკუთარი თავი მეზიზღება ხოლმე, ისეთი სუნი ასდის ჩემს ტანსაცმელს. მე არ მეგონა, ქალების 80 % ეწევე თურმე. თუ მეტი არა. huh.gif

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 7 2010, 18:14

არ ვამბობ მე რომ კარგია სიგარეტი. გასაგებია და კარგად ვიცი რო ცუდია ჯანმრთელობისთვის და არცთუ კარგი სუნი აქვს.

მაგრამ ცოდვა და ეშმაკის სანთელი რატომაა ამას ვერ ვხვდები!

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Feb 7 2010, 19:27

ციტატა(Paul @ Feb 7 2010, 18:14) *

არ ვამბობ მე რომ კარგია სიგარეტი. გასაგებია და კარგად ვიცი რო ცუდია ჯანმრთელობისთვის და არცთუ კარგი სუნი აქვს.

მაგრამ ცოდვა და ეშმაკის სანთელი რატომაა ამას ვერ ვხვდები



ძალიან საინტერესო მსჯელობა აღმოვაჩინე ერთ–ერთ ფორუმზე, შეგიძლია ამის შესახებ ბევრი რამ წაიკითხო, შენი კითხვის პასუხიც იქ არის. smile.gif

http://www.tbiliso.ge/lofiversion/index.php?t1445.html

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 8 2010, 12:04

ციტატა(animani @ Feb 7 2010, 19:27) *

ძალიან საინტერესო მსჯელობა აღმოვაჩინე ერთ–ერთ ფორუმზე, შეგიძლია ამის შესახებ ბევრი რამ წაიკითხო, შენი კითხვის პასუხიც იქ არის. smile.gif

http://www.tbiliso.ge/lofiversion/index.php?t1445.html


აქ მე ვერ ვიპოვე მსჯელობა იმის შესახებ თუ რატომაა სიგარეტის მოწევა ცოდვა. იქნებ უფრო კონკრეტულად მიგვითითოთ.


პოსტის ავტორი: ლევანი თარიღი: Feb 8 2010, 12:28

ციტატა(Paul @ Feb 7 2010, 18:14) *

არ ვამბობ მე რომ კარგია სიგარეტი. გასაგებია და კარგად ვიცი რო ცუდია ჯანმრთელობისთვის და არცთუ კარგი სუნი აქვს.

მაგრამ ცოდვა და ეშმაკის სანთელი რატომაა ამას ვერ ვხვდები!

იწვევს დამოკიდებულებას. ეს არის პირველი და მეორე მცნების დარღვევა. - 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

მწეველი შეგნებულად აყენებს ზიანს თავის ჯანმრთელობას და აგრეთვე მის გარშემო მყოფებისაც. ამის მტკიცება მგონი ზედმეტია, რომ რა თქმა უნდა ცოდვაა საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფთათვის შეგნებულად ზიანის მიყენება.

აგრეთვე:

I კორინთელთა 3:16 არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?
3:17 რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.


პოსტის ავტორი: animani თარიღი: Feb 8 2010, 13:07

ციტატა(Paul @ Feb 8 2010, 12:04) *

აქ მე ვერ ვიპოვე მსჯელობა იმის შესახებ თუ რატომაა სიგარეტის მოწევა ცოდვა. იქნებ უფრო კონკრეტულად მიგვითითოთ.

თუ არ მიწყენს, ამ სტატიის ავტორი დავაკოპირებ. ლინკი მითითბულია წინა პოსტში. ამაზე მეტი არგუმენტი, ალბათ არც ჩვენ მოგვეპოვება.

Sp@rk
Aug 22 2008, 02:19 PM
s.o.p.o.
როგორ შევებრძოლოთ მას, ვინც თამბაქოს კვამლის მიღმა იმალება

~ისეთი წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, _ წერდა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი), _ ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ საზოგადოება მას ყოველგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის პოვნა! ყვალგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგან არსებობს მოწევისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები ~მწეველთათვის~. გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს ~მწეველთათვის~ ვარსკვალავთაშორის სივრცეში. ეწევიან, _ მშვიდად სჩადიან წვრილმან ცოდვას ყველანი: მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ავადმყოფებიც და ჯანმრთელნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც, დამნაშავეს დასჯის წინ ნებას რთავენ მოწიოს სიგარეტი. თითქოსდა ჰაერი ცოტაა ატმოსფეროში, ანდა ზედმეტად უფერულია იგი. თითქოს უნდა შევქმნათ ჩვენთვის რაღაცნაირი გაკვამლული, მოწამლული ჰაერი და ვისუნთქოთ და ვისუნთქოთ ეს საწამლავი, დავტკბეთ ამ კვამლით და აი, ყველანი ტკბებიან იმდენად, რომ ~არამწეველი~ _ ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც ~ადამიანი რომელიც არასოდეს სტყუის~, ან ადამიანი, რრომელიც თავს არ განიდიდებს~. თამბაქოს ბაზარი ერთ_ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიო ვაჭრობაში და ყოველწლიურად მილიონობით ხალხი შრომობს იმისათვის, რომ სხვა მილიონობით და მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება ჩაისუნთქოს ეს მომწამვლელი ჰაერი, მისი ნარკოზით გაიბრუოს თავი და მთელი ორგანიზმი~.
მთავარეპისკოპოსის ეს სიტყვები, ცხადია, უწინარეს ყოვლისა, იმ დასავლურ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელშიც მთელმა მისმა შეგნებულმა ცხოვრებამ განვლო. მბოლავი პაპიროსი ან სიგარა წარმატებული ბიზნესმენის ოქროს ბეჭდებით დახუნძლულ ნაპატიებ ხელში, მართებულად აღიქმება ჩვენს მიერ, როგორც დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო, მისი განმხრწნელი და გამომფიტავი ზემოქმედებით ადამიანზე. სიგარეტით ვაჭრობის რეკლამა_ ერთ_ერთი მთავარი^ნიშანია გარდაქმნის შემდგომი პერიოდის სამწუხარო მოვლენისა _ დასავლეთის ენერგიული ექსპანსიისა. ამ რეკლამათა შორის, რომლებიც გვპირდებიან გადააქციონ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი წუთების უწყვეტ ჯაჭვად, გვხვდება მრავალი პლაკატი, ხოტბას რომ ასხამენ ამა თუ იმ სიგარეტის ღირსებას. ~პაემანი ამერიკასთან~, ~ნამდვილი ამერიკა~, _ ღაღადებენ წარწერები უზარმაზარ პანოებზე, სადაც აღბეჭდილია მანჰეტენის ცათამბრჯენთა პერსპექტივა, კოვბოები და მოტოციკლისტები ამერიკული შორეული დასავლეთის მთაგორიანი პეიზაჟების ფონზე. Aამერიკა _ ეს სიტყვა გადაიქცა მაგიურ ფორმულად, შელოცვად, რომელსაც ადამიანის გული და გონება შეუპყრია. ამერიკა, _ წარმატების ქვეყანა, ადგილი სადაც ყოველივე საუკეთესოა თავმოყრილი, რაც კი დედამიწაზე არსებობს. სადაც ნამდვილი ადამიანები ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც ამერიკული დოლარებით ამერიკულ სიგარეტებს ყიდულობენ.
თუკი სიგარეტი თავისთავად იზიდავს და არ განიცდის მომხმარებელთა ნაკლებობას, მისი შეერთება ~ნამდვილი ამერიკული კეთილდღეობის მითთან~, კიდევ უფრო ამძაფრებს საქმეს და ამრავლებს მისი ~ლამაზი~ და ~ნაღდი~ ჩასუნთქვის მსურველთა რიცხვს.
საგულისხმოა სიგარეტის წევის ისტორია. მისი წარმოშობა ადასტურებს, რომ ამ ვნებას მხოლოდ დემონთა დახმარებით შეეძლო ფეხის მოკიდება საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ არანაირ წამებას და სიკვდილით დასჯას არ შეეძლო ადამიანთა გადაჩვევა ამ მავნე ჩვევისაგან.
როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა სან_სალვადორის კუნძულს, ის და მისი თანამგზავრები შესძრა უჩვეულო სანახაობამ _ აბორიგენები პირიდან და ცხვირიდან უშვებდნენ ბოლს. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელები აღნიშნავდნენ ~წმიდა~ დღესასწაულს, რომელზეც ისინი ეწეოდნენ განსაკუთრებულ ბალახს, _ სრულ გაბრუებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ დიადი სული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელმა მეზღვაურებმა გააცნეს ევროპულ საზოგადოებას ზემოაღნიშნული ~სიამოვნება~. ამგვარად, თამბაქოს წევის ჩვეულება კერპების მსახურებიდან იღებს სათავეს.
და აი, ეშმაკთა მონაწილეობითა და მათი ფარული ხელშეწყობით, მთელს ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის ციებ_ცხელება. რას აღარ აკეთებდნენ მთავრობა და სასულიერო პირები, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება, _ დაწესებული იყო ეკლესიიდან განკვეთა, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა და მათი პირში ჩიბუხგაჩრილი თავების გამოფენა. ტუჩებისა და ცხვირის მოკვეთა, თამბაქოთი მოვაჭრეთა ცაცხლად დაწვა, ნესტოებისა და ცხვირის დაჭრა და დამნაშავეთა გადასახლება.
სხვადასხვა ქვეყნის მმართველთა დაწესებულ მკაცრ ზომებს მაინც არ შეეძლო ამ ვნების სწრაფი ზრდის შეჩერება, მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნებოდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ასე თუ ისე შეეზღუდათ საყოველთაო ბოროტება, ააშკარავებდნენ რა მთელ დამღუპველ ზემოქმედებას ამ მავნე ჩვევისა. როგორც ჩანს ამ ნიადაგზე რუსეთში აღმოცენდა ლეგენდები თამბაქოს წარმოშობაზე. ერტთი გადმოცემის მიხედვით თამბაქო აღმოცენდა სისხლის აღმრევთა (დისა და ძმის) საფლავიდან, მეორესი _ კი მეძავის თავიდან.
არც თუ უსაფუძვლოდ და მყარად მოიკიდა ფეხი თამბაქოს მეტსახელმა _ ~სატანის საკმეველი~. ის დაკავშირებულია გადმოცემასთან, რომლის მიხედვითაც , როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიაში, მოსეს წინასწარმეტყველის დროს ( მე_19 ს. ქრისტეს შობამდე) დაწესებული იქნა კანონიერი ღვთისმსახურება საკმეველის გამოყენებით, სატანამ, რომელიც თავისი სიძულვილითLL ღმერთისადმი ვერასოდეს აღემატება ღვთის საქმეთა კარიკატურულ მიბაძვას, აიძულა თავისი მიმდევარი ეშმაკები საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ მოწევის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, უწინარეს ყოვლისა, სასულიერო პირთაგან მოდიოდა. თუთუნის წევისა და ყნოსვის ჩვევა, ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს განისჯებოდა სასულიერო პირთა მიერ, როგორც უღვთო და ეშმაკის საქმე.
და აი, როდესაც ერთმა რუსმა ვაჭარმა, პეტრეს საზღვარგარეთ წასვლის წინ 1697 წელს იყიდა მთავრობისაგან თამბაქოს გაყიდვის მონოპოლია, პატრიარქმა ადრიანემ განკვეთა იგი ეკლესიიდან მთელი თავისი ოჯახით და შთამომავლობითაც კი, დასწყევლა რა მთელი მისი გვარი საუკუნოდ. თამბაქომე_17 საუკუნის ბოლომდე აკრძალული იყო რუსეთში პატრიარქის მიერ, როგორც არაწმინდა და ანტირელიგიური რამ, ხოლო ერთი მოგზაურის შენიშვნით ~დღემდე არც ერთი მღვდელი არ შევა თამბაქოთი გაბოლილ ოთახში~. ამას შეიძლება დაემატოს ისიც, რომ საუკეთესო რუსი მღვდელთმთავრები მე_17 _ მე19 საუკუნეებისა თუმც ლმობიერად ეკიდებოდნენ მოწევის მეცნიერებას ერისკაცთა შორის. (როგორც ჩანს ამ ბოროტების საყოველთაო გავრცელების გამო). ძალიან მკაცრნი იყვნენ, როდესაც საქმე სასულიერო პირებს ეხებოდა, განსაკუთრებით კი მღვდელთმსახურებს.
ს. ნილუსს თავის წიგნში ~საღმრთო მდინარის ნაპირზე~, მოყავს ოპტინელი ბერის, ნექტარიოსის მონათხრობი კალუგის მთავარეპისკოპოს გრიგოლზე, რომელიც თავის სემინარისტებსაც კი ლმობიერად ეპყრობოდა, სანამ ისინი სასულიერო პირთა დასში არ შევიდოდნენ, მაგრამ მათგან ვინც ხელდასხმისთვის ემზადებოდაბა კატეგორიულად მოითხოვდა ამ ბილწი ჩვევის დატოვებას და მწეველებს ხელს არ დაასხამდა ხოლმე. მთავარეპისკოპოს გრიგორის დროს, რომელიც მეტად სულიერი და ბერთმოყვარე ადამიანი იყო, _ ყვება მამა ნექტარიოსი, _ ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთი კალუგელი სემინარისტი, რომელიც კურსს ამთავრებდა, როგორც პირველი სტუდენტი და თავისი ბრწყინვალე ნიჭის გამო პირადად იყო ცნობილი მეუფესათვის, ემზადებოდა ხელდასხმისათვის ეპარქიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე. ეახლა ის მთავარეპისკოპოსს კურთხევის ასაღებად და ხელდასხმის ვადის გასაგებად. მან იგი გამორჩეულად თბილად მიიღო, მოწყალედ ესაუბრებოდა და მამობრივი ალერსის შემდეგ დაუშვა, მიუთითა რა მღვდელად კურთხევის თარიღზე, თუმცაღა არ დაუყოვნებია ეკითხა: _ აბა, რას იტყვი ძმაო, ეწევი თუ არა?
_არა თქვენო მაღალუსამღვდელოესო მეუფეო, მე ამ საქმეს არ მივდევ.
_ჰოდა, ძალიან კარგი, _ გახარებულმა წამოიძახა მეუფემ, _ აი, ყოჩაღი მყავხარ! მიდი, მიდი მოემზადე და უფალი გაკურთხებს!
ხელდასასხმელი, ჩვეულებისამებრ, მეუფეს ფეხებში ჩაუვარდა, სურთუკი გაიხსნა და უბიდან იატაკზე ერთი მეორის მიყოლებით გადმოცვივდა სიგარეტები. მეუფე სიბრაზისაგან წამოენთო.
_ ვინ გეწეოდა ენიდან, რომ მატყუებდი? _დაიყვირა მან გაბრაზებულმა, _ ვინ მოატყუე? თან როდის მოატყუე? მაშინ როცა ემზადები ემსახურო უფალს სიწმინდითა და სიმართლით? წადი აქედან! არა გაქვს შენ ადგილი და არც გექნება. ამ პასუხით გამოაგდო მატყუარა, სამუდამოდ მოაკლდა რა მისი წყალობა~.
რას წარმოადგენს მოწევა სულიერი თვალსაზრისით და რა ზიანი მოაქვს ადამიანის სულისა და ხორცისათვის? ეს ცოდვაა, რომლის სათავეც თვითტკბობისაკენ მიდრეკილებაშია. რის გამოც არ უნდა ეწეოდეს ადამიანი, _ ნერვული თუ გონებრივი დაძაბულობის მოსახსნელად, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად, ალკოჰოლის მიერ მოგვრილი თრობის დროს დამატებითი სიამოვნების მისაღებად (მრავალნი მხოლოდ დალევის დროს ეწევიან) და ბოლოს, მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისათვის (რაც მოზარდთა მწეველად ჩამოყალიბების მიზეზი ხდება), ან როგორც წარმართული რიტუალის ნაწილი _ ადამიანის გრძნობისა და გონების დაბინდვა. გვეჩვენება რა სასიამოვნოდ, იგი იწვევს განმეორების სურვილს და ასე თანდათანობით ყალიბდება ჩვევა _ დამღუპველი ვნება საცოდავ მწეველს თავის ბადეში ახვევს.
მოწევა _ სულიერი ვნებაა: ბუნებით მოწევის სურვილი ადამიანისათვის არ არის დამახასიათებელი, როგორც მაგალითად ჭამის, სმის, ოჯახის ყოლის. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მოწევა _ ლოცვის ერთგვარი ანტიპოდია. ლოცვა, წმინდა მამებთან, სულის სუნთქვად იწოდება. ახდენს რა ადმიანის ყურადღების კონცენტრაციას თავის თავში და ღმერთში, იგი ჰგვრის მას ჭეშმარიტ სიმშვიდეს, იწვევს გონებისა და გულის განწმენდას, სულიერი სიძლიერისა და სიმხნევის შეგრძნებას.
მოწევა დაკავშირებულია სხეულის სუნთქვასთან, იწვევს ამ გრძნობათა სუროგატს. თვით სიმბოლო ლოცვისა _ კმევა კეთილსურნელოვან გუნდრუკისა _ ერთობ თვალსაჩინოდ გამოხატავს საკმევლის კმევის კეთილსურნელებისა და ეშმაკის მყრალი ბალახის გამოყენების ურთიერთსაპირისპირო ხასიათს. შემთხვევითი არ არის, რომ სრულიად რუსეთის^ უდიდესი მლოცველი, წმიდა და მართალი იოანე კრონშტანდტელი, ასეთი ძალით ამხელს თამბაქოს წევის ვნებას. ~ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გემოსათვის, ნაწილობრივ კი თვით სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა, კი თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, _ და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს~.
მოვიყვანოთ მაგალითი ათონელი ბერის, სილუანის ცხოვრებიდან, რომელშიც ისაა საინტერესო, რომ მოძღვრის თანამოსაუბრე, დარწმუნებული მწეველი, აღიარებს ლოცვისა და მოწევის შეუთავსებლობას.
1905 წელს მამა სილუანემ რამდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ_ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაუწყო საუბარი: `იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვათ თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...~ და შემდეგშიც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძნობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: ~ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდეთ, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით~. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: ~ილოცო მოწევის წინ რაღაც არ გამოდის~. მამა სილუანმა პასუხად შენიშნა: ~მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინაც არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ~.
იმაზე, თუ როგორი ზიანი მოაქვს მოწევას ადამიანის სულისა და ხორცისათვის, აჯობებს ალბათ ღირსი ამბროსი ოპტინელის სიტყვებით ვთქვათ: ~ თამბაქო, _ წერს იგი _ ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა _ ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა~.
მოწევა შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობადაც და თვითმკვლელობადაც ორი მიზეზით: ჯერ ერთი, აბინძურებს რა გარშემო მყოფ ჰაერს თამბაქოს ბოლით, მწეველი ავტომანქანის გამონაბოლქვთან და უზარმაზარი ქარხნის მილებთან ერთად, ამცირებს მის ვარგისიანობას ნორმალური სუნთქვისათვის, ამასთან არა განქარვებადი, აბსტრაქტული კაცობრიობისა, არამედ მის უშუალო სიახლოვეში მყოფ ადამიანებისა და თუკი საწარმოო და სატრანსპორტო ნარჩენების არსებობა ჰაერში ნაწილობრივ კიდევ შეიძლება გავამართლოთ ადამიანთათვის სასარგებლო საქმიანობით, ჩვენი ბინების, ოფისებისა და სხვა ადგილების გაბოლვას ჩვენ იმ უცოდველ სიამოვნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომელზე უარის თქმაც, რაღაც მიზეზების გამო არ ძალუძს ზოგიერთს ჩვენს ახლობელთაგანს. განა ეს ნელი, თუნდაც ირიბი, მაგრამ ზიანის მოტანა არაა სხვისი ჯანმრთელობისათვის? ჩვენ არ შევჩერდებით სამედიცინო მოწმობაზე თამბაქოს ბოლის ზიანის შესახებ ყველა მისი ჩამსუნთქავისათვის. ასეთი მოწმობები უამრავია.
რა არის თამბაქო _ ეს 750 სხვადასხვა ნივთიერებაა და ყველა საზიანო. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შედის ვაგონში და აშხეფებს დიხლოფოსის ბალონიდან ჰაერში. როგორ იმოქმედებთ? თქვენ დაიწყებთ ყვირილს, რომ მოგწამლეს და მოითხოვთ ამის აკრძალვას. როდესაც შენთან ეწევიან, ხოლო შენ ცუდად ხდები და ეუბნები: ~მაპატიეთ, მაგრამ ადრე იყო ასეთი ჩვეულება _ ეკითხათ, შეიძლება თუ არა მოწევა~. შენ გპასუხობენ: რა ნაზბარუქა ყოფილხართ (უკეთეს შემთხვევაში). ანუ ადამიანები აქტიურად ანგრევენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
მწეველები საერთო ჯამში მუშაობენ უფრო ცუდად და ნაკლებს. მოწევით გამოწვეული პაუზების გამო, უფრო ხშირად, მძიმედ და დიდხანს ავადმყოფობენ. ისინაი უფრო ადრე კვდებიან. გარდა ამისა, ხანძრების ერთი მესამედი, ეს უკვე ზუსტადაა დადგენილი, მათი მიზეზით ხდება.
მეორე მიზეზი, რომელიც ნებას გვაძლევს მოწევა მცნების ~არა კაც ჰკლას~ დარღვევად ჩავთვალოთ, სულიერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევა ვნებაა. რა არის ვნება საერთოდ და რაში მდგომარეობს ამ სიტყვის მნიშვნელობა? ვნება, მამათა ნაწერებში, ეწოდება ცოდვის მატარებელ, ბილწ მიდრეკილებას, რომელიც მისდამი ხანგრძლივი მიყოლის გამო როგორღაც შეესისხლხორცა სულს, გადაექცა ჩვევად, ~მეორე ბუნებად~ და იმდენად ძლიერია სულში ამ ჩვევის მოქმედება, რომ არანაირ ყველაზე დამაჯერებელ ლოგიკურ მსჯელობასაც კი არ შეუძლია ადამიანის შეჩერება ჩვეული ცოდვილი სურვილის ასრულებისაგან. არც ყველაზე ავტორიტეტულ პირთა მიერ დარწმუნებას, არც დამაბრკოლებელ გარემოებებს, ცოდვის საქმის ჩადენის ფიზიკურ შეუძლებლობასაც კი არ შეუძლია წინ გადაეღობოს ვნების ასრულებას, თუნდაც ოცნების დონეზე, რაღაც მიზეზების გამო მიუწვდომელი ცოდვილი ტკბობისა. გამოდის, რომ ადამიანი მთელ თავის ძალისხმევას, მთელ ძალასა და სურვილებს მიმართავს სიამოვნების მისაღებად, რომელზეც ჩვევის ძალითაა მიბმული მისი სული და ყველაზე ძლიერი არგუმენტი _ სინდისის მოწმობა _ უმოქმედო ხდება, აწყდება რა მრავალრიცხოვან, ყველაზე ეშმაკურ თავის მართლებათა კედელს, რომელთაც ჩვენ ვიგონებთ, რომ როგორმე არ ვაღიაროთ ჩვენი ჩვევა, ჩვენი მიჩვევა ცოდვის შემცველად, როგორადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიფიქროთ. ამიტომაც არის, რომ ყველანაირი არგუმენტი მოწევის წინააღმდეგ, უძლურია, ძლიერ ცოტას თუ დახმარებია მოწევის ვნებისგან განსაკურნლებლად თვით ყველაზე დამამცირებელი ფაქტებიც კი, მაგალითად ის, რომ ადოლფ ჰიტლერი მოწევას, (ლოთობასა, პორნოგრაფიის დანერგვასა და აბორტების ნებადართულობასთან ერთად) მიიჩნევდა უმძლავრეს იარაღად ხალხის დამონებისა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ~მხოლოდ არაყი და თამბაქო~ მოუწოდებდა ის თავის 1942 წლის დეკლარაციაში.
განსაკუთრებით დამღუპველია მოწევის ვნება, თუკი იგი ყმაწვილობიდანვე გაგიჯდება. მოვიყვანოთ საუბარი ოპტინელი ბერის ნექტარიოსისა ს. ნილუსთან მისი ბავშვობის ერთ ეპიზოდზე; სადაც იგი ყვება, თუ როგორ შეეჩვია თამბაქოს წევას დედისაგან დაფარულად:
~და აი, დედამ შეამჩნია, რომ თამბაქოს სუნი ამდის...
_ შენ რა, კოლია (ერში მე ნიკოლოზი მერქვა), მოწევა ხომ არ დაიწყე? _ ერთიც ვნახოთ და მეკითხებოდა ხოლმე დედა.
_ რას ამბობ დედიკო, _ ვეუბნებოდი მე, _ არც მიფიქრია, თავად კი განზე გავძვრებოდი, ვითომდა საქმეზე... ერთი ორჯერ გამივიდა, შემდეგ კი ჩავვარდი: ერთხელ, როგორღაც ის იყო ნასესხები თამბაქოს მოწევა დავიწყე, რომ დედიკო დამადგა თავზე დაბარებულივით.
_ შენ ახლა ეწეოდი? _ მეკითხება. მე ისევ:
_ არა, დედიკო. რა არა, როდესაც ერთ კილომეტრზე ვყარდი თამბაქოს სუნით. დედას სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ ისეთი დამწუხრებული მზერა მესროლა, რომ მთელი გულ_მუცელი ამემღვრა. ის გამშორდა და სადღაც საქმეებზე წავიდა, მე კი ერთ მოფარებულ კუთხეში დავჯექი და უნუგეშოდ დავიწყე ტირილი იმის გამო, რომ დედიკო გავაბრაზე, უფრო მეტიც, არათუ გავაბრაზე, _ მოვატყუე და ვიცრუე დამატებით. ვერც კი გამოვთქვამ რა მტკივნეული იყო ეს ჩემთვის! გავიდა დღე და დადგა ღამე, მაგრამ ძილი არც მიფიქრია: ვწევარ ჩემს საწოლში და სულ ვქვითინებ, დედიკომ გაიგონა. _ შენ რა კოლია ტირიხარ? _ არა დედიკო; _ მაშ რატომ არ გძინავს?
ამ სიტყვებით დედა ადგა, აანთო სინათლე და მომიახლოვდა. მე კი მთელი სახე სველი მაქვს ცრემლებისაგან და ბალიშიც სველი მაქვს... და რომ გენახათ რა ხდებოდა ჩვენს შორის! ორივემ გული ვიჯერეთ ტირილით და შევრიგდით! ამით დამთავრდა ჩემი გართობა~ მოწევით.
ზემოთ მოყვანილ მონათხრობში გვინდა ხაზი გავუსვათ შეძრწუნებამდე მისულ განგაშს კეთიკრძალული დედისა, რომელსაც მშვენივრად ესმოდა, თუ რა დამღუპველ მახეს უმზადებს მის შვილს ვითომდა უწყინარი ~გართობა~.
ამ წიგნის მიზანი ვინმეს გაკიცხვა ან შეშინება კი არაა, არამედ სურვილი იმისა, რომ დაეხმაროს ადამიანებს ამ ვნებისაგან საკუთარი თავისა და სხვების განთავისუფლებაში, წარმოადგენს რა სულიერ ვნებას, მოწევა შესაბამისი საშუალებებით იკურნება. მოვიყვანთ უდიდესი ოპტინელი მამის, ღირსი ამბროსის რჩევას. პეტერბურგის ერთ მცხოვრებს, ალექსეი სტეფანეს ძე მაიოროვს, რომელმაც მას რჩევისათვის მიმართა, თუ როგორ მიეტოვებინა მოწევა, მოძღვარი სწერდა: ~თქვით დაწვრილებით აღსარება მოყოლებული 7 წლის ასაკიდან დღემდე და ეზიარეთ წმიდა საიდუმლოებებს და ყოველ დღე ფეხზე მდგომარემ იკითხეთ სახარება თითო თავი ან მეტი, ხოლო როდესაც სევდა გეწვევათ, ისევ იკითხეთ ანდა ამის ნაცვლად განმარტოებით გააკეთეთ 33 სრული მეტანია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სამახსოვროდ და წმიდა სამების საპატივცემულოდ~.
მიიღო რა წერილი, ალექსეი სტეფანის ძემ წაიკითხა და მოწია პაპიროსი, როგორც ხსნიდა ის შემდეგ თავისივე ხელით დაწერილ წერილში, მაგრამ უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო თავში და ამასთანავე, ზიზღი თამბაქოს ბოლისადმი და ღამით აღარ მოუწევია. მეორე დღეს ოთხჯერ დააპირა მოწევა ჩვევისამებრ, მაგრამ უკვე მექანიკურად, ბოლის გადაყლაპვა კი უკვე აღარ შეეძლო თავის ძლიერი ტკივილის გამო და მოწევას ადვილად გადაეჩვია, მაშინ როდესაც წინა 2 წლის მანძილზე როგორ არ აიძულებდა თავს, მაგრამ მოწევას ვერ გადაეჩვია. დაავადმყოფდა, მაგრამ მაინც ეწეოდა. ~აი, მაშინ კი იგრძნო თავისი ავადმყოფობა და გააცნობიერა საკუთარი უძლურება ამ ვნების აღმოფხვრის საქმეში. კეთილი ადამიანების რჩევით, _ წერს მაიოროვი, მამა ამბროსის მივმართე გულწრფელი სინანულითა და თხოვნით ელოცა ჩემთვის. შემდეგ, როდესაც ჩავედი მასთან, რათა პირადად გადამეხადა მადლობა, იგი ჯოხით შეეხო ჩემს მტკივან თავს და მას შემდეგ არავითარი თავის ტკივილი აღარ მიგრძვნია~.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ სასწაულებრივი განკურნება მოწევისაგან წარსულის ხვედრია. ყოვლადმოწყალე უფალი ყოველ ეპოქაში მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს განკურნების მსურველთ. საოცარ ამბავს მოგვიყვა 1994 წელს 27 ნოემბერს პოკროვის მონასტრის იღუმენია დედა ოლიმპიადა. ერთმა კაცმა, რომელიც 20 წელი ეწეოდა, მიიღო სასწაულებრივი განკურნება თამბაქოს წევის დაავადებისაგან წმინდა და ნეტარ დედის ქსენია პეტერბურგელის წმინდა ნაწილებთან.
მსხვილი ფირმის დირექტორი, ლამაზი, ინტელიგენტური გარეგნობის მიხეილ მიხეილის ძე (ასე ერქვა ამ ადამიანს), მზრუნველი კეთილისმყოფელი და თაყვანისმცემელია მონასტრისა. ის არაა მოხუცი (განკურნებისას ის 35 წლისა იყო). იგი ცალი ფეხით დაიბადა. ღირსი სერაფიმე საროველის ახლად მოპოვებული წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად, რომლებიც მაშინ პეტერბურგის ალეწსანდრე ნეველის ლავრაში განისვენებდნენ. დედებს ნასტენკას თან წაყვანა სურდათ, მაგრამ ის ხომ ვინმეს უნდა ეტარებინა, ისინი კი მას ვერ მოერეოდნენ. და აი, თავისი კეთილისმყოფელს სთხოვეს, რომელიც ასევე ზრუნავდა ნასტენკაზე, დახმარებოდა მას წმინდა ნაწილებამდე მისვლაში, ეტარებინა იგი ხელით და მხრებით.
მატარებელში მიხეილ მიხეილის ძე, ძალიან ხსირად გადიოდა ტამბურში მოსაწევად. დედა ოლიმპიადა, რომელსაც ყველაფერი საუკეთესო სურდა ამ პატივცემული ადამიანისთვის, წუხდა რა, ეუბნებოდა: `რა არის ეს მიხეილ მიხეილის ძევ, ასე ბევრს რომ ეწევით? თქვენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ხართ, ეწევით კი ტამბურში და უნებურად უჯერო საუბრებს ისმენთ~.
~შემინდეთ დედაო, _ პასუხობდა ის, _ მაგრამ მე ხომ უკვე 20 წელია ვეწევი! დღეში დაახლოებით 2 კოლოფს ვეწევი, გააჩნია როგორი სამუშაო მაქვს. როდესაც განვიცდი რამეს ან ბევრს ვმუშაობ, უფრო მეტად ვეწევი~. უნდა ითქვას, რომ მიხეილ მიხეილის ძე, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადიოდა დღესასწაულებზე ტაძარში ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას, რომ მიეტოვებინა მოწევა.
ჩამოვიდნენ პიტერში. თაყვანი სცეს რა ღირსი სერაფიმ საროველის წმიდა ნაწილებს, დედებმა მოინდომეს წასულიყვნენ სმოლენსკის სასაფლაოზე, წმიდა ნეტარ დედა ქსენიას საფლავთან. როგორც კი ლავრის ზღუდეს გასცდნენ, მიხეილ მიხეილის ძემ დაიწყო მოწევა სიტყვებით: ~მეტი აღარ შემიძლია~.
როდესაც მივიდნენ სასაფლაოზე და შევიდნენ სამრეკლოში, იქ ლოცვა მიმდინარეობდა, ლოცვის სითბო ტრიალებდა, ენთო სანთლები, კანდელები და რაც ყველაზე მთავარია, მოსულთა სულები სიყვარულისა და ჩუმი სიხარულის რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებას შეეპყრო, როგორც ეს ჩვეულებრივ, ნეტარი ქსენიას წმიდა ნაწილებიდან ხდება ხოლმე. დედა ოლიმპიადამ მიხეილ მიხეილის ძეს მიმართა: ~აი, თქვენ მიხეილ მიხეილის ძევ, სთხოვეთ წმიდა ნეტარ ქსენია შემწეობა მოწევის მიტოვებაში! ის დაოჯახებულებს ძალიან ეხმარება~.
და აი, ეს უზარმაზარი ~ვერზილა~ ეცემა მუხლებზე მარმარილოს საფლავზე, დებს თავს ფილაზე და 15 წუთი გაუნძრევლადაა, თითქოს დავიწყებას მისცემია. რა გრძნობა ავსებდა ამ მაღალი წრის ადამიანს ასე მოულოდნელად ბავშვურად დამხობილს ნეტარი ქსენიას წმიდა ნაწილებთან? მიხეილ მიხეილის ძემ ვერც კი შენიშნა, როგორ დასრულდა ლოცვა.
დედა ოლიმპიადას მთელი დღე არ უნახავს მიხეილ მიხეილის ძე. მხოლოდ საღამოს მატარებელში გაოცებულმა შენიშნა, რომ ის არ გადის ტამბურში მოსაწევად. დედაო დაინტერესდა: ~ რა მოგივიდათ?~, მიხეილ მიხეილის ძემ, _ თითქოს რაღაცის შეეშინდაო, _ ტუჩებზე თითი მიიდო და ჩუმად წარმოსთქვა: ~ჩუ_უ_უ! დედა, დღეს მე ჯერ არ მომიწევია~. ჩამოვიდნენ რიგაში და დამშვიდობებისას დედა ოლიმპიადა დაინტერესდა: ~რა განწყობაზე ხართ?~. მან მალული ღიმილით წარმოსთქვა: ~მადლობა ღმერთს, ჯერ არ მომიწევია~. სამი დღის შემდეგ მიხეილ მიხეილის ძემ მთელი ხმით იყვირა ტელეფონში: ~მე არ ვეწევი~. თავის კაბინეტში მან დაკიდა ფირფიტა წარწერით ~გთხოვთ ნუ მოსწევთ~.
თანამშრომლები, რომლებიც ზსევე ძველი მწეველები იყვნენ, მომხდარით გაოცებულნი მხრებს იჩეჩავდნენ, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ სახლში მას თამბაქოს ბოლის მთელი ბოლქვები ელოდა, მისი ცოლის მიერ გამოშვებული, რომელმაც შეიტყო რა, თუ რა გადახდა მას პიტერში, წამოიყვირა: ~მე რატომ არ წამიყვანე ნეტარ ქსენიასთან? მეც მინდა მოწევის მიტოვება და არ შემიძლია!~ ერთი წლის შემდეგ დედა ოლიმპიადამ დაურეკა მიხეილ მიხეილის ძეს და დაინტერესდა მისი მდგომარეობით. მან გაახარა დედაო, აუწყა რა, რომ მას შემდეგ უკვე წელიწადია არ ეწევა.
მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ადამიანმა, რომელიც 20 წლის მანძილზე ორ_ორ კოლოფს ეწევა დღეში, ერთ წამში მიატოვოს მოწევა? ეს აშკარა სასწაულია ღვთისა წმიდა ნეტარი დედა ქსენია პეტერბურგელის შუამდგომლობითა და შემწეობით აღსრულებული!
ზოგიერთი ათონელი ბერი იმდენად რადიკალურია, მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს _ თვლის რა, რომ თუკი ადამიანს არ შეუძლია მოწევის მიტოვება, მაშინ როგორღა შეძლებს იგი სხვა ცოდვილ მიდრეკილებათაგან განწმენდას. მათთვის კი ვისაც მოწევა მცირე ცოდვა ჰგონია, მოვიყვანთ ორ შემთხვევას, რომელიც ცხადყოფს თუ რაოდენ საძაგელია ღვთის წინაშე იგი.
მე_20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგი შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილასსსსს რა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშკარა შეურაცყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღმრთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილწი ~სატანის საკმეველი~ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.
სულ ახლახანს კი კიევო_პეჩორის ლავრის ბერებმა შემდეგი გამოცხადება იხილეს: მწეველებს ეშმაკები სასტიკად აწამებდნენ იმით, რომ პირში სჩრიდნენ ჩამქრალ სიგარეტებს. ცნობილია, რომ სულს, თუკი იგი არ განიწმინდა ვნებისაგან, ეს ვნება რჩება სიკვდილის შემდეგაც, მისი დამაყოფილების საშუალება კი ესპობა.
ყოველივე ამის შემდეგ თქვენთვის მოგვინდვია იმის განსჯა, თუ რაოდენ ~~პატარა~ ცოდვაა მოწევა.
მას კი ვინც გადაწყვეტს მოიშოროს ეს საშინელი ვნება, ანდა შეეწიოს თავისი ლოცვით ახლობლებს, რომლებიც უეჭველად დაეხმარება მათ ამ კეთილ საქმეში. ლოცვა ხომ ყველაზე უფრო ქმედითი და საიმედო იარაღია ბოროტი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამეთუ ~შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისა მიერ".
[/color]

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 8 2010, 15:24

არ მჯერა ეგეთი არგუმენტების რომ მოწევა რადგან მიჩვევას იწვევს მაგიტომ არის ცოდვა.
მიჩვევას იწვევს ყავაც (კოფეინი), კოკაკოლა და ა.შ. რა ვქნათ ავკრძალოთ ესენიც?
ჯანმრთელობისთვის საზიანოა თითქმის ყველა სახის საჭმელი რომელიც ასე პოპულარულია ჩვენში: შემწვარი ხორცი, ნიგვზიანი და ცხარე საჭმელები.
ჯვრის სიმბოლო გამოიყენებოდა წარმართულ კულტურებშიც. ასე რომ არგუმენტი, რომ წარმართები და ინდიელები ეწეოდნენ გაბათილებულია.

რამდენჯერ უნდა დავწერო ეს ერთი და იგივე? smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 8 2010, 15:39

Paul
თუ ჩვენი არ გჯერა და გაინტერესებს რატომ არის ცოდვა, მიდი ტაძარში, კითხე მოძღვარს და გაიგებ smile.gif

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 8 2010, 17:33

ციტატა(lingvo @ Feb 8 2010, 15:39) *

Paul
თუ ჩვენი არ გჯერა და გაინტერესებს რატომ არის ცოდვა, მიდი ტაძარში, კითხე მოძღვარს და გაიგებ smile.gif



ეგ რა პასუხია? არ არის აქ ვინმე ისეთი მცოდნე რო ამიხსნას?

პოსტის ავტორი: mati თარიღი: Feb 8 2010, 18:46

ციტატა
მწეველი შეგნებულად აყენებს ზიანს თავის ჯანმრთელობას და აგრეთვე მის გარშემო მყოფებისაც. ამის მტკიცება მგონი ზედმეტია, რომ რა თქმა უნდა ცოდვაა საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფთათვის შეგნებულად ზიანის მიყენება.

ეს ციტატაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დაიჯერო,თუ რატომაა ცოდვა. ვისაც გვჯერა, გაგვატარეე wink.gif
მართლა გულწრფელად გაგეცით პასუხი, ჩემო კარგო, რაც შეგვეძლო.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 8 2010, 23:23

ციტატა(Paul @ Feb 8 2010, 17:33) *

ეგ რა პასუხია? არ არის აქ ვინმე ისეთი მცოდნე რო ამიხსნას?


თუ გულისყურით ადევნებდი თვალყურს ყველა შეტყობინებას, შენს კითხვებზე დაწვრილებით იქნა პასუხი გაცემული.

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 9 2010, 10:25

მოკლედ მამაომ თქვა და ასეა ძალიან სუსტი არგუმენტია. ყველა შეტყობინება გულისყურით წავიკითხე და რის გამოც ცოდვად ითვლება მოწევა თითქმის ყველას ვუპასუხე:
1. იწვევს მიჩვევას (ისევე როგორც მაგალითად ყავა და კოკაკოლა)
2. საზიანოა ჯანმრთელობისთვის (ისევე როგორც თუნდაც მანქანით სიარული, და უამრავი ქართული საჭმელი)
3. იყენებდნენ წარმართები (ისევე როგორც ჯვარს)

მერე?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 9 2010, 11:21

Paul
ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ საზიანოა (ჩვენი მოკრძალებული ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში დაგიწერეთ თუ რატომ). დანარჩენი შენ არჩევანზეა. აქვე მოგიყვან მსგავს კითხვაზე მოძღვრის პასუხს:


თამბაქოს წევას საფუძვლად არ უდევს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორც ეს არის, ვთქვათ, ნაყროვანების ან მრუშობის ცოდვის შემთხვევაში. ის მთლიანად არის ცოდვისმიერი წარმომავლობის. როგორც ყველა ცოდვა, თამბაქოს წევა აზიანებს სულსაც და ხორცსაც, ვნებს ღმრთის მიერ მონიჭებულ ჯანის სიმრთელეს, გვიმოკლებს სინანულისათვის, განწმედისათვის მოცემულ დღეებს და ამით უკვე არის საკმაოდ დიდი ცოდვა. მაგრამ ყველაზე მძიმე არის ვნებულობა, რომლის გამოვლინებაც არის თამბაქოს წევა.

წმიდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებაში არის აღწერილი ასეთი შემთხვევა: ამ წმიდა მამასთან მოვიდა ერთი დედაკაცი, რომელმაც აღიარა, რომ ეწეოდა. "არაუშავს, არ არის დიდი ცოდვა", - უპასუხა ბერმა. "მაგრამ, ვერ ვანებებ თავს, მამაო", - მიუგო დედაკაცმა. "აი, სწორედ ეს არის უბედურება, რომ ვერ ანებებებ, ეს არის ვნებისადმი მონობა", - ბრძანა წმიდა მამამ. მათლაც უბედრება არის არა მხოლოდ წევა, არამედ უმეტესად ამ ვნებისადმი მონური დამოკიდებულება, რომელშიც ჩანს მისი ბოროტი წარმომავლობა, თამბაქოს წევით ბოროტისადმი მონობა.

ერთხელ წმიდა სილუანე ათონელს მოუწია რუსეთში ჩასვლა. მატარებელში მას დაემგზავრა ერთი ვაჭარი, რომელიც ეწეოდა თავად და ბერსაც შესთავაზა სიგარეტი. ბერმა უარყო შემოთავაზება. ვაჭარმა დაიწყო ჩაძიება, რატომ იყო ცოდვა თამბაქოს წევა. მაშინ მამა სილუანემ შესთავაზა მოწევის წინ ეთქვა "მამაო ჩვენო". "არა, რაღაც ვერ მიდის ლოცვა მოწევის წინ", - უპასუხა ვაჭარმა. "მაშ, არც უნდა ვაკეთოთ საქმე, რომლის წინ ვერ იქნება ლოცვა", - მიუგო ღირსმა მამამ.

დეკანოზი ანდრია კემულარია

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 10 2010, 17:01

ციტატა(lingvo @ Feb 9 2010, 11:21) *

Paul
ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ საზიანოა (ჩვენი მოკრძალებული ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში დაგიწერეთ თუ რატომ). დანარჩენი შენ არჩევანზეა. აქვე მოგიყვან მსგავს კითხვაზე მოძღვრის პასუხს:
თამბაქოს წევას საფუძვლად არ უდევს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორც ეს არის, ვთქვათ, ნაყროვანების ან მრუშობის ცოდვის შემთხვევაში. ის მთლიანად არის ცოდვისმიერი წარმომავლობის. როგორც ყველა ცოდვა, თამბაქოს წევა აზიანებს სულსაც და ხორცსაც, ვნებს ღმრთის მიერ მონიჭებულ ჯანის სიმრთელეს, გვიმოკლებს სინანულისათვის, განწმედისათვის მოცემულ დღეებს და ამით უკვე არის საკმაოდ დიდი ცოდვა. მაგრამ ყველაზე მძიმე არის ვნებულობა, რომლის გამოვლინებაც არის თამბაქოს წევა.

წმიდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებაში არის აღწერილი ასეთი შემთხვევა: ამ წმიდა მამასთან მოვიდა ერთი დედაკაცი, რომელმაც აღიარა, რომ ეწეოდა. "არაუშავს, არ არის დიდი ცოდვა", - უპასუხა ბერმა. "მაგრამ, ვერ ვანებებ თავს, მამაო", - მიუგო დედაკაცმა. "აი, სწორედ ეს არის უბედურება, რომ ვერ ანებებებ, ეს არის ვნებისადმი მონობა", - ბრძანა წმიდა მამამ. მათლაც უბედრება არის არა მხოლოდ წევა, არამედ უმეტესად ამ ვნებისადმი მონური დამოკიდებულება, რომელშიც ჩანს მისი ბოროტი წარმომავლობა, თამბაქოს წევით ბოროტისადმი მონობა.

ერთხელ წმიდა სილუანე ათონელს მოუწია რუსეთში ჩასვლა. მატარებელში მას დაემგზავრა ერთი ვაჭარი, რომელიც ეწეოდა თავად და ბერსაც შესთავაზა სიგარეტი. ბერმა უარყო შემოთავაზება. ვაჭარმა დაიწყო ჩაძიება, რატომ იყო ცოდვა თამბაქოს წევა. მაშინ მამა სილუანემ შესთავაზა მოწევის წინ ეთქვა "მამაო ჩვენო". "არა, რაღაც ვერ მიდის ლოცვა მოწევის წინ", - უპასუხა ვაჭარმა. "მაშ, არც უნდა ვაკეთოთ საქმე, რომლის წინ ვერ იქნება ლოცვა", - მიუგო ღირსმა მამამ.

დეკანოზი ანდრია კემულარია




მიჩვევას რო სხვა რამეებიც იწვეევს? sad.gif

პოსტის ავტორი: ANA თარიღი: Feb 11 2010, 14:16

გეთანხმები მიჩვევას ბევრი რამე იწვევს მაგრამ სიგარეტი ეშმაკის სარკმეველია. არავინ არავის არაფერს უკრძალავს ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს უბრალოს ეს რეალური რჩევაა ...

მოვიყვან ერთ მაგალითს და დარწმუნდებით თუ რამდენად დიდი ცოდვაა სიგარეტის მოწევა

ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილა თუ არა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა სიწმინდის შეურაწყოფა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაასუფთავა და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ ის კაცი მწეველი იყო და ხშირად ეწეოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაწყოფას სიგარეტის კვამლით, ერჩივნა უკან დაებრუნებინა თურქისათვის და კვლავ ხორცი დაეჭრა მასზე. კაცი მიხვდა თავის შეცდომას და აღარც მოუწევია.


პოსტის ავტორი: animani თარიღი: Feb 11 2010, 17:51

ციტატა(Paul @ Feb 10 2010, 17:01) *

მიჩვევას რო სხვა რამეებიც იწვეევს? sad.gif

მიჩვევა და დამოკიდებულება, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ყავის, სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, სხვადასხვა მოსაწევების, ნარკოტიკების მიმართ . თითოეული მათგანი დიდი რაოდენობით ვნებს ჯანმრთელობას. აქ ლაპარაკია არა ერთ ფინჯან ყავაზე, ან ერთ ჭიქა სასმელზე, არამედ დამოკიდებულებაზე , როდესაც ვნებას ისე ჰყავხარ დამორჩილებული, რომ არ შეგიძლია ყავის გარეშე, შედეგი დროთა განმავლობაში გამოვლინდება, ნაღვლის ბუშტის მხრივ. ზომიერად საჭმლის მიღება, არანაირ მიჩვევას და დამოკიდებულებას არ იწვევს. მაგალითად, ცხარე და ნიგვზიანი საჭმელები. მითუმეტეს თუ რამე გაწუხებს, ასეთი საკვების მიღება ყოვლად დაუშვებელია. მაგრამ თუ საჭმლის მოყვარეობის ვნებას ისე ჰყავს ადამიანი დამორჩილებული, რომ გაუმაძღრობაში გადადის, ეს უკვე ცოდვაა.
გაუმაძღრობა,გემოთმოყვარეობა და მუცელღორობაც, ცოდვაა .
რაც შეეხება სიგარეტს, ნარკოტიკებს. მათ მიმართ, ადამიანს უჩნდება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ორი უკიდურესობით შემოიფარგლება. ან ხარ მომხმარებელი, ან არა, და აქ საშუალო არ არსებობს.
პრაქტიკაში კი ძალიან იშვიათი შემთხვევებია, რომ ადამიანი თამბაქოს და ნარკოტიკებს თავს ანებებდეს. მათზე დამოკიდებულება კი ძალიან აზიანებს ჯანმრთლობას და ამიტომ არის ცოდვა. და არ მარტო ეს ყველაფერი რაც აზიანებს ადამიანის ჯანმრთლობას, ნერვიულობა, სასოწარკვეთა, უზომო სმა–ჭამა, ნარკოტიკები, მოსაწევები.......
დროთა განმავლობაში კი შედეგი სახეზეა.

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 11 2010, 18:56

ციტატა(ANA @ Feb 11 2010, 14:16) *

გეთანხმები მიჩვევას ბევრი რამე იწვევს მაგრამ სიგარეტი ეშმაკის სარკმეველია. არავინ არავის არაფერს უკრძალავს ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს უბრალოს ეს რეალური რჩევაა ...

მოვიყვან ერთ მაგალითს და დარწმუნდებით თუ რამდენად დიდი ცოდვაა სიგარეტის მოწევა



რატომ არის ეშმაკის საკმეველი?

ციტატა(ANA @ Feb 11 2010, 14:16) *

ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილა თუ არა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა სიწმინდის შეურაწყოფა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაასუფთავა და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ ის კაცი მწეველი იყო და ხშირად ეწეოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაწყოფას სიგარეტის კვამლით, ერჩივნა უკან დაებრუნებინა თურქისათვის და კვლავ ხორცი დაეჭრა მასზე. კაცი მიხვდა თავის შეცდომას და აღარც მოუწევია.


ასეთი არგუმენტები არ მიიღება smile.gif მაგას ვერ დაამტკიცებთ.

ციტატა(animani @ Feb 11 2010, 17:51) *

მიჩვევა და დამოკიდებულება, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ყავის, სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, სხვადასხვა მოსაწევების, ნარკოტიკების მიმართ . თითოეული მათგანი დიდი რაოდენობით ვნებს ჯანმრთელობას. აქ ლაპარაკია არა ერთ ფინჯან ყავაზე, ან ერთ ჭიქა სასმელზე, არამედ დამოკიდებულებაზე , როდესაც ვნებას ისე ჰყავხარ დამორჩილებული, რომ არ შეგიძლია ყავის გარეშე, შედეგი დროთა განმავლობაში გამოვლინდება, ნაღვლის ბუშტის მხრივ. ზომიერად საჭმლის მიღება, არანაირ მიჩვევას და დამოკიდებულებას არ იწვევს. მაგალითად, ცხარე და ნიგვზიანი საჭმელები. მითუმეტეს თუ რამე გაწუხებს, ასეთი საკვების მიღება ყოვლად დაუშვებელია. მაგრამ თუ საჭმლის მოყვარეობის ვნებას ისე ჰყავს ადამიანი დამორჩილებული, რომ გაუმაძღრობაში გადადის, ეს უკვე ვნებაა.
გაუმაძღრობა,გემოთმოყვარეობა და მუცელღორობაც, ცოდვაა .
რაც შეეხება სიგარეტს, ნარკოტიკებს. მათ მიმართ, ადამიანს უჩნდება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ორი უკიდურესობით შემოიფარგლება. ან ხარ მომხმარებელი, ან არა, და აქ საშუალო არ არსებობს.
პრაქტიკაში კი ძალიან იშვიათი შემთხვევებია, რომ ადამიანი თამბაქოს და ნარკოტიკებს თავს ანებებდეს. მათზე დამოკიდებულება კი ძალიან აზიანებს ჯანმრთლობას და ამიტომ არის ცოდვა. და არ მარტო ეს ყველაფერი რაც აზიანებს ადამიანის ჯანმრთლობას, ნერვიულობა, სასოწარკვეთა, უზომო სმა–ჭამა, ნარკოტიკები, მოსაწევები.......
დროთა განმავლობაში კი შედეგი სახეზეა.


ანუ თუ ყავის სმას (მაგალითად) მიეჩვიე ეგეც ცოდვაა ხო?

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Feb 11 2010, 20:48

ციტატა(Paul @ Feb 11 2010, 18:56) *


ანუ თუ ყავის სმას (მაგალითად) მიეჩვიე ეგეც ცოდვაა ხო?

ნამდვილი ყავა , მაგარი ჩაი, შოკოლადი იწვევს აღგზნებადობას, ანუ ნერვიული სისტემის აღზნებას. დიდი რაოდენობით ნამდვილად საზიანოა ჯანმრთლობისთვის. შეიძლება დიდი რაოდენობით შოკოლადის მიღებისას საავადმყოფოში ამოჰყოთ თავი, ამიტომ ზომიერებაა საჭირო ყველაფერში. მუცელღორობა, გაუმაძღრობა კი ნამდვილად ცოდვაა. მე მხოლოდ ეს დავწერე. ჩვენი ნებაა მოვწევთ თუ არა, ავყვებით გემოთმოყვარეობას თუ ზომიერები ვიქნებით თუნდაც ყავის მირთმევაში.
მიჩვევა კი არ არის ცოდვა, არამედ ის დამოკიდებულება რასაც მიჩვევა იწვევს, ზომიერების დაკარგვა და ჯანმრთელობის შერყევა.

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 12 2010, 10:33

ციტატა(animani @ Feb 11 2010, 20:48) *


მიჩვევა კი არ არის ცოდვა, არამედ ის დამოკიდებულება რასაც მიჩვევა იწვევს, ზომიერების დაკარგვა და ჯანმრთელობის შერყევა.



ანუ მოწევა კი არ არის ცოდვა, ცოდვა ისაა რომ დამოკიდებული ხდები და თავს ვერ ანებებ?

პოსტის ავტორი: Mesiis_maxvili თარიღი: Feb 12 2010, 21:11

PAUL erti shekitxva maqvs da tu sheidzleba gulwrfelad mipasuxe- shen ewevi?

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Feb 12 2010, 22:12

ციტატა(Paul @ Feb 12 2010, 10:33) *

ანუ მოწევა კი არ არის ცოდვა, ცოდვა ისაა რომ დამოკიდებული ხდები და თავს ვერ ანებებ?

რაც შეეხება მოსაწევებს, ამ საკითხზე ლინგვომ ამომწურავი პასუხი გაგცა.

ციტატა(lingvo @ Feb 9 2010, 11:21) *

Paul

თამბაქოს წევას საფუძვლად არ უდევს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორც ეს არის, ვთქვათ, ნაყროვანების ან მრუშობის ცოდვის შემთხვევაში. ის მთლიანად არის ცოდვისმიერი წარმომავლობის. როგორც ყველა ცოდვა, თამბაქოს წევა აზიანებს სულსაც და ხორცსაც, ვნებს ღმრთის მიერ მონიჭებულ ჯანის სიმრთელეს, გვიმოკლებს სინანულისათვის, განწმედისათვის მოცემულ დღეებს და ამით უკვე არის საკმაოდ დიდი ცოდვა. მაგრამ ყველაზე მძიმე არის ვნებულობა, რომლის გამოვლინებაც არის თამბაქოს წევა.



დეკანოზი ანდრია კემულარია



პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 15 2010, 13:45

ციტატა(Mesiis_maxvili @ Feb 12 2010, 21:11) *

PAUL erti shekitxva maqvs da tu sheidzleba gulwrfelad mipasuxe- shen ewevi?


კი ცოტას smile.gif
ვცდილობ მივატოვო, თუმცა არა იმიტომ რომ ეშმაკის სანთელია smile.gif

პოსტის ავტორი: Mesiis_maxvili თარიღი: Feb 15 2010, 23:12

ციტატა(Paul @ Feb 15 2010, 13:45) *

კი ცოტას smile.gif
ვცდილობ მივატოვო, თუმცა არა იმიტომ რომ ეშმაკის სანთელია smile.gif



მოდი თავი დავანებოთ ეშმაკებს და კიდევ ერთს გკითხავ, რატომ გადაწყვიტე წევის მიტოვება?

პოსტის ავტორი: Tyler Bernstein თარიღი: Feb 16 2010, 03:23

სიგარეტზე თავის დანებების მხოლოდ ერთ ხერხს მივაგენი 16 წლიანი "მწეველობის"სტაჟის შემდეგ smile.gif თუ ადამინი თავის თავს დააჯერებს,რომ თამბაქოს მისთვის ცუდი გარდა არაფერი მოაქვს (როგორც ჯანმრთელობის მრივ,ასევე სულიერებისათვის)ადამიანს შეუძლია შეწყივტოს მოწევა smile.gif
როდესაც ეს ჩემ თავს დავაჯერე smile.gif ბედინერად ჩავთვალე თავი და მე-9 წელი სრულდება რაც თამბაქოს არ გავარებივარ smile.gif ყველა მწეველს იგივეს გირჩევთ

"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს "

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 16 2010, 11:17

ციტატა(Mesiis_maxvili @ Feb 15 2010, 23:12) *

მოდი თავი დავანებოთ ეშმაკებს და კიდევ ერთს გკითხავ, რატომ გადაწყვიტე წევის მიტოვება?


ჯანმრთელობისთვის ცუდია + პირადი ბიუჯეტისთვისაა ცუდი smile.gif

პოსტის ავტორი: Mesiis_maxvili თარიღი: Feb 18 2010, 01:03

ციტატა(Paul @ Feb 16 2010, 11:17) *

ჯანმრთელობისთვის ცუდია + პირადი ბიუჯეტისთვისაა ცუდი smile.gif



გეთანხმები და ალბათ შენც დამეთანხმები, რომ გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვისაც ცუდია, არა?

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 18 2010, 11:25

ციტატა(Mesiis_maxvili @ Feb 18 2010, 01:03) *

გეთანხმები და ალბათ შენც დამეთანხმები, რომ გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვისაც ცუდია, არა?


როცა ვეწევო თითქმის ყოველთვის ან მარტო ვარ, ან ისეთ ხალხთან ერთად ვინც ასევე ეწევა smile.gif ასე რომ ეგ პრობლემა არ მაწუხებს smile.gif

პოსტის ავტორი: Mesiis_maxvili თარიღი: Feb 19 2010, 21:01

ციტატა(Paul @ Feb 18 2010, 11:25) *

როცა ვეწევო თითქმის ყოველთვის ან მარტო ვარ, ან ისეთ ხალხთან ერთად ვინც ასევე ეწევა smile.gif ასე რომ ეგ პრობლემა არ მაწუხებს smile.gif


smile.gif ცოტათი შენს საქციელს ხომ არ უძებნი გამართლებას?

პოსტის ავტორი: mati თარიღი: Feb 20 2010, 21:26

Tyler Bernstein

ციტატა
ბედინერად ჩავთვალე თავი და მე-9 წელი სრულდება რაც თამბაქოს არ გავარებივარ ყველა მწეველს იგივეს გირჩევთ

გაიხარე შენა,რომ ყოველგვარი პროვოკაციული შეკითხვების გარეშე მიატოვე ეგ მავნე ჩვევა. smile.gif

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 22 2010, 12:51

ციტატა(Mesiis_maxvili @ Feb 19 2010, 21:01) *

smile.gif ცოტათი შენს საქციელს ხომ არ უძებნი გამართლებას?


არა, ეგ რა შუაშია smile.gif ვიცი რომ ცუდია, მაგრამ აი ეშმაკის სანთელი არ არის laugh.gif

ციტატა(mati @ Feb 20 2010, 21:26) *

Tyler Bernstein

გაიხარე შენა,რომ ყოველგვარი პროვოკაციული შეკითხვების გარეშე მიატოვე ეგ მავნე ჩვევა. smile.gif


პროვოკაციულ შეკითხვებში ჩემს ინტერესს გულისხმობთ ამ საკითხის მიმართ?

პოსტის ავტორი: mati თარიღი: Feb 23 2010, 13:16

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 23 2010, 18:09

ციტატა(mati @ Feb 23 2010, 13:16) *

rolleyes.gif


ეს რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Feb 23 2010, 19:26

ციტატა(Paul @ Feb 23 2010, 18:09) *

ეს რას ნიშნავს?

mati –ის პოსტი Tyler Bernstein–ს ეკუთვნოდა, ცოტა ყურადღებით. smile.gif

პოსტის ავტორი: mati თარიღი: Feb 23 2010, 20:50




huh.gif

ციტატა
ეს რას ნიშნავს?

rolleyes.gif ანუ huh.gif + happy.gif

პოსტის ავტორი: Paul თარიღი: Feb 24 2010, 12:55

ციტატა(animani @ Feb 23 2010, 19:26) *

mati –ის პოსტი Tyler Bernstein–ს ეკუთვნოდა, ცოტა ყურადღებით. smile.gif


ჩემი შეკითხვები იყო პროვოკაციულად მოხსენიებული მაგ პოსტში.

ციტატა(mati @ Feb 23 2010, 20:50) *

huh.gif
rolleyes.gif ანუ huh.gif + happy.gif


უკომენტაროდ smile.gif

პოსტის ავტორი: Mesiis_maxvili თარიღი: Mar 1 2010, 12:11

ციტატა(Paul @ Feb 22 2010, 12:51) *

არა, ეგ რა შუაშია smile.gif ვიცი რომ ცუდია, მაგრამ აი ეშმაკის სანთელი არ არის laugh.gif




ესე იგი შენც აღიარებ რომ ცუდია!

ჰოდა თუ შენც იცი, რომ ცუდია შეეშვი და გადაეჩვიე!

ისე ცნობისათვის, რასაც ადამიანი ცუდს აკეთებს ის ამავე დროს ცოდვაცაა. wink.gif

პოსტის ავტორი: ოტარიდი თარიღი: Jan 21 2012, 20:34

ციტატა
საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც რა გზით ვებრძოლოთ ამ სენს?

ძალზე მძიმე პრობლემაა, ერთობ მძიმე. იმაზე მძიმე ვიდრე წარმოუდგენია მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემით შეზღუდულ გონებას.
ეს არის მიდრეკილება და დამოკიდებულება.
აქ საქმე გვაქვს მშვინვიერ და ნებელობითს პრობლემასთან.
დამოკიდებულებაში მყოფი ადამიანი იმყოფება იმგვარ ვითარებაში, რომ ის ვერ ფლობს და ვერ განაგებს საკუთარ მშვინვიერ პროცესებს. და პატარა ბალღივით უმწეოა ნების განხორციელების მხრივ.
როცა ასეთი რამ ზრდასრულ ადამიანს ემართება, ეს არის ნიშანი მისი სულიერ-მშვინვიერ-ფიზიკური კონსტიტუციის რღვევისა, ანუ მთლიანი ადამიანის სტრუქტურაში წარმოქმნილი ბზარებისა და ამდენად ადამიანის ავადობისა. ეს ავადობა ადრე თუ გვიან უკვე გარე ფიზიკურ პლანზე იჩენს თავს, რაღაც ორგანული დაავადების სახით, მაგრამ იმას კი არავინ ჩაუფიქრდება, რომ ავადობა გაცილებით ადრე იყო დაწყებული.
აქედან გამომდინარე, მკურნალობა არასწორად წარიმართება მხოლოდ გარკვეული ორგანოს მისამართით და არა მთლიანი ადამიანის გაჯანმრთელებისაკენ. ასეთი მკურნალობა ცხადია შედეგს ვერ გამოიღებს.

ტრაგიკული მდგომარეობაა ახალგაზრდა ქალბატონების მიერ ამ მავნე ჩვევაზე დამოკიდებულების მხრივ.
მეტადრე, ფეხმძიმე დედები და აწ ახალდედები კვლავ დამოკიდებულნი არიან და ჩვილი და პატარა ბავშვების თანადასწრებით წამლავენ საკუთარი შვილების სისხლის საკვებ ჰაერს...
გამოსავალი... ერთადერთია -
სწორი აღზრდა და განათლება.
განათლება გონებისა, განსპეტაკება გულისა და წრთობა ნებისა.
ამას უნდა მიემართებოდეს ჩვენი საერო და სასულიერო სწავლება. თითოეული ადამიანის ბედი უნდა იყოს წმიდათაწმიდა- სულიერი მოძღვარისა და მასწავლებლისათვის.
მასწავლებელი, მოძღვარი, ამავე დროს არის სულიერი თერაპევტიცა და ზნეობის მაგალითიც, რაც უაღრესად გადამდებია, რამეთუ ლიტურგიისა თუ სწავლის პროცესში თანაბარზიარნი არიან პროცესისა მისი მონაწილენი.
მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ მავნეს არიდებას და ზიანის აცილებას.

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Jan 21 2012, 20:46

როგორ ფიქრობთ პლასმასის სიგარეტი, (ახალი შემოსულები არის) გადაჭრის ადამიანში ამ პრობლემას?

პოსტის ავტორი: ოტარიდი თარიღი: Jan 21 2012, 21:23

ციტატა
როგორ ფიქრობთ პლასმასის სიგარეტი, (ახალი შემოსულები არის) გადაჭრის ადამიანში ამ პრობლემას?

ჩემს პოსტში სწორედ იმას ვამბობ რომ დამოკიდებულება არის ადამიანის მეობის სისუსტის ნიშანი. ადამიანის მეობას ჭირდება გაძლიერება.ამისთვის სულ სხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს.რაც შეეხება პლასტმასის სიგარეტს, ეს კიდევ ერთი სატყუარაა, კიდევ ერთი ცდუნებაა, რომ ადამიანმა ისევ გარეთ წარმართოს თავისი ყურადღება და არა თავის შიგნით. ეს პლასტმასის სიგარეტი იმისთვის მოიგონეს რომ ახლა ამაზე გადართონ ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ მან თავის თავში აღმოაჩინოს პრობლემა და იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.
საერთოდ, ყოველგვარ გარეგნულ და ზედაპირულ დამოკიდებულებას უნდა მოვერიდოთ. ღრმად უნდა გავიზაროთ რას და რისთვის გვთავაზობენ.

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Jan 21 2012, 21:27

გეთანხმები, შიდა პრობლემა უნდა აღმოფხრას ადამიანმა. დამოკიდებულება და ცოდვაზე შეჩვევა ყველაზე ცუდი რამ არის მაგრამ გამოსავალი არსბებოს, ეს არის მუდმივი წინააღმდეგობა და ნელ-ნელა ეტაპოვბრიავდ ადამიანი იგრძნობს ამ წინააღმდეგობით ის როგორ ძლიერდება საკუთარ თავში

პოსტის ავტორი: ოტარიდი თარიღი: Jan 21 2012, 21:35

ციტატა
ეს არის მუდმივი წინააღმდეგობა და ნელ-ნელა ეტაპოვბრიავდ ადამიანი იგრძნობს ამ წინააღმდეგობით ის როგორ ძლიერდება საკუთარ თავში

ამავე დროს საჭიროა სწორი ორიენტაცია. სწორად, ცოდნით და ცნობიერად წარმართვა ამ პროცესებისა, რამეთუ, შესაძლოა მოჩვენებითი, მოკლე დროული გამოდგეს ვითომ წარმატებული შედეგი.
კარგად თუ დავაკვირდებით, შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რომ ეს ერთი ჩვევა აღმოიფხვრას, მაგრამ სხვა განვითარდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დამოკიდეულებისგან თავის დაღევა ვერ მოხდა.
ადამიანის მიზანია არა მხოლოდ თამბაქოს, არამედ ნებისმიერი რამეზე ამოკიდებულებისაგან გათავისუფლება.smile.gif

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Jan 21 2012, 21:41

რა თქმაუნდა ყველა მავნე ჩვევა უნდა აღმოიფხვრას ადამიანში ისე სული ვერ მიდის უფალთან, განა იმიტომ რომ უფალი არ იღებს მას, არამედ იმიტომ რომ სულს არ ძალუძს მასთან უოფნა. ადამიანი სიყვარულზე და რწმენაზე უნდა იყოს დამოკიდებული და შეჩვეული

პოსტის ავტორი: ოტარიდი თარიღი: Jan 21 2012, 21:43

კი, ასეა. ამიტომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.smile.gif

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Jan 21 2012, 21:47

ხო ამიტომაცაა ეს ფორუმი, სამწუხაროდ სხვა ფორუმზე გონიათ რომ ამბიციები გვაწუხებს ან რამე ინტერესები, მაგრამ რა ამბიციები უნდა იდოს აქ, შენც აღნიშნე ეს ამ ფორუმზე გულწრფელობა და ურთიერთსიყვარული სუფევს, ბევრი ეცადა ამის არევას მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლეს smile.gif ამ ფორუმის ამბიცია სწორედ ისაა რომ დავემხაროთ ერთმანეთს და ხელი ხელ ჩაჭიდებულები წმინდად დავხდეთ უფალს

პოსტის ავტორი: ოტარიდი თარიღი: Jan 24 2012, 23:53

ციტატა
დავემხაროთ ერთმანეთს და ხელი ხელ ჩაჭიდებულები წმინდად დავხდეთ უფალს

ამინ, ამინ. გაგაძლიეროს უფლისმიერმა ძალებმა. გფარავდეს შენი ანგელოსიsmile.gif

პოსტის ავტორი: sofiaa თარიღი: Feb 6 2012, 00:18

ძალიან მინდა დანებება, მაგრამ არ შემიძლია sad.gif
ცოდვად არ მიმაჩნია, უფრო იმის გამო, რომ ჯამრთელობას ვვნებ..


პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Feb 6 2012, 00:25

სწორედ იმიტომ, რომ ჯამრთელობას ვნებ იმიტომაა ცოდვა, ღმერთმა ჯანსაღი გაგაჩინა, და არ გაქ უფლება თავს რამე დაუშავო, იქნებ ჩვენი ფორუმი დაგეხმაროს გამოასწორო რა იცი smile.gif

პოსტის ავტორი: sofiaa თარიღი: Feb 6 2012, 00:28

nikolozi800

ჯამრთელობას ვნებს ასევე მობილურის ტარება ჯიბეში smile.gif
და კიდევ უამრავი ბაქტერია, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვსრუტავთ

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Feb 6 2012, 00:34

მობილურს და სიგარეტს რატო ადარებ? მე ვფიქრობ სულ სხვადასხვაა, აქ შეგნებულ ზიანზე ლაპარაკი.

პოსტის ავტორი: sofiaa თარიღი: Feb 6 2012, 00:38

nikolozi800

შეგნებულად არ აყენებ ზიანს საკუთარ თავს, როცა იცი, რომ ჯიბეში მობილურის ტარებით პრობლემებს უქმნი შენს ჯამრთელობას? smile.gif

თუ არ იცოდი, ახლა უკვე გაიგე ჩემგან (შეგიძლია გადაამოწმო)



პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Feb 6 2012, 00:41

მობილური თელეფონი კარგად იცი რა საჭიროებასაც წარმოადგენს ჩვენ დროში უმოკლეს დროში კომუნკიაციის დასამყარებლად, ახლა მითXარი სიგარეტი რას აკეთებს, ოღონდ ნუ მეტყვი ნერვებს ამშვიდებსო

პოსტის ავტორი: sofiaa თარიღი: Feb 6 2012, 00:49

nikolozi800

ციტატა
მობილური თელეფონი კარგად იცი რა საჭიროებასაც წარმოადგენს ჩვენ დროში უმოკლეს დროში კომუნკიაციის დასამყარებლად


შენ ის მითხარი, რომ ახლა იცი უკვე თუ რა ზიანს აყენებს მობილური ჯამრთელობას და ამას შეგნებულად აკეთებ? smile.gif

ციტატა
ახლა მითXარი სიგარეტი რას აკეთებს


არაფერს, გარდა იმისა, რომ ჯამრთელობას ვნებს, თორემ რაც ჩვენ მწეველებს გვგონია და ხშირად ვიმიზეზებთ ბევრ რაღაცას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, წამიერი ილუზია..


ანუ შენი ლოგიკიდან გამომდინარე, "ნივთი" რომელიც საზიანოა და ამავდროულად საჭიროა არ არის ცოდვა მისი გამოყენება.. და თუ მხოლოდ საზიანოა მაშინ არის ცოდვა? smile.gif
თუმცა ამბობ, რომ როცა შეგნებულად აზიანებ ჯამრთელობას ცოდვა არისო..

ანუ მე და შენ ერთმანეთისგან ამ შემთხვევაში არაფრით განვსხვავდებით smile.gif)

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Feb 6 2012, 00:54

ნივთს გააჩნია სოფია, დანამ შეილება თითი გაგიჭრას, მაგრამ დანით შეილება ვენები გადაიჭრა,
ტელეფონმა შეიძლება დაგასხივოს მაგრამ ტელეფონი შეგიძლია თავში ჩაირტყა და გაიტეხო

ვერ მიმიხვდი ნათქვამს ეგეთი ლოგიკით არ მითქვამს. იმის გამოყენბაზე კი არ მაქ ლაპარაკი რაც ჯამრთელობას ვნებს, ეგრე ექოსკოპიაც ასხივებს მაგრამ გადაღება ცოდვა არაა. მე ვამბობ იმაზე რაც ადამიანს არაფერში არ ეხმარება გარდა განადგურებისა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 6 2012, 11:58

თამბაქოს მომხმარებელს უჩნდება მასზე ვნებული დამოკიდებულება. უფალმა გაგვათავისუფლა ცოდვის მონობისაგან (სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ. ინ. 8,32). თავისუფლება სწორი გაგებთ არის ვნებების მონობისაგან თავისუფლება და უფალთან ერთობით მიიღწევა. ამიტომ თამბაქოზე დამოკიდებულება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რამზე არის ამ თუ სხვა ვნების მონობის ქვეშ ყოფნა. ვნების და ცოდვის მონობის ქვეშ მყოფი ადამიანი ვერ იმკვიდრებს სასუფეველს, რაზეც პავლე მოციქული გვაფრთხილებს:

"ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ."
1 კორინთელთა 6, 9-10

ამიტომაა დამღუპველი ვნების მონობა. ამ შემთხვევაში კი თამბაქოსი.

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Feb 6 2012, 20:30

ხოდა მე მგონი მობილური ტელეფონი არ შედის ვნებებში

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services