IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
აკაკი წერეთელი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> აკაკი წერეთელი გაზიარება
ლანა
პოსტი Jul 20 2009, 23:54
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.
აკაკის მამა, როსტომ წერეთელი დაბადებულია 1802 წელს. აკაკის მამა კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი, გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა. 1847 წელს როსტომი დაუნიშნავთ ქუთაისში მთავრობის მიერ დაარსებული „იმერეთისა და გურიის თავადაზნაურობის უფლებათა გამრჩევი კომისიის“ დეპუტატად. ამ კომისიის მრავალ საქმეთა შორის როსტომ წერეთლის ხელმოწერა გვხვდება 1853 წლის 26 ივლისს შედგენილ მოწმობაზე.
აკაკის დედა, ეკატერინე, იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის – დარეჯანის შვილი იყო. ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში.
აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).
ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში. პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში იზრდებოდა.
ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მშობლები შეუდგნენ ბავშვის ბატონკაცურად აღზრდას. ოჯახში მოყვანისთანავე მამამ შვილს მიაძახა: „ეი, სოფლის ბიჭო! შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო!“ იმავე დღეს სადილზე აკაკიმ, ყმა ბიჭებს შორის, თავის ძიძიშვილს ფარულად ხორცი რომ გადაუგდო, დედამ შენიშნა და, ვითომ სხვათა შორის, მაგრამ ნართაულად უთხრა: მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არის! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო.
აკაკი ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. ყოველ დილას, საუზმის შემდეგ, მიუჯდებოდა ხოლმე წიგნებს და კარგა ხანს კითხულობდა. 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, პროფესორ დავით ჩუბინიშვილის მიერ პეტერბურგში გადმოცემული ქართული ლიტერატურის ქრესტომათია და სხვ. „ვეფხისტყაოსანმა“ იმდენად გაიტაცა პატარა აკაკი, რომ მან თამაშობა დაივიწყა და მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებდა.
პატარა აკაკი გიმნაზიაში მიუბარებიათ 1850 წლის დამლევს. პატარა აკაკიმ მშობლებს „თავისუფალ მოსიარულედ“ მიუბრუნებიათ გიმნაზიის პირველ კლასში. აქედან იწყება სწორედ ის ახალი ხანა მის ცხოვრებაში, რომელსაც იგი „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებს. საკმარისია ახლოს გავეცნოთ სახაზინო გიმნაზიაში გამეფებულ სასტიკ რეჟიმსა და სწავლა-აღზრდის მეთოდებს, რომ სავსებით გასაგები შეიქნეს ჩვენთვის, რატომ გაჰყვა აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე ასე მწარე და უსიამოვნო მოგონებად სასწავლებელში გატარებული ბავშობის დღეები.
გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორი თვე, მარტი და აპრილი, აკაკიმ სოფელში გაატარა. აპრილის დამლევს იგი გამოეთხოვა დედ-მამას, თავის მშობლიურ სახლ-კარს და გაუდგა შორეულსა და უცნობ გზას - რუსეთისაკენ! ამ დროს ჭაბუკი აკაკიმ, - როგორც თვითონ წერს, „ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებებით გაბერილი“ იყო.
აკაკი რომ ჩავიდა პეტერბურგში, იმ დროს უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები. აკაკისა და კირილე ლორთქიფანიძეს ჩასვლის მერე, ორი წლის შემდეგ, ქართველ სტუდენტთა დასს მიემატნენ კიდევ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი.
1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას ,-„რუსეთუმეს“, რომლიდანაც ორი თავი, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები ცენზურისათვის, შემდეგ გამოქვეყნდა „ ცისკარში“.
1861 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ცნობილი მანიფესტი საგლეხო „რეფორმის“ შესახებ და ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აკაკი ეხმაურება ლექსით „მუშური“, სადაც უდიდესი სიძლიერით არის გამოხატული ყმა გლეხობის დაჩაგრული მდგომარეობა. ეს ლექსი დაიბეჭდა ორი წლით გვიან „ცისკარში“, ჯერ კიდევ მანამდის, სანამ საქართველოში გატარებული იქნებოდა გლეხთა „განთავისუფლების“
1862 წელს აკაკი წერეთელი ჩამოვიდა სამშობლოში
1863 წლის დასაწყისში აკაკი ისევ ემშვიდობება დროებით თავის ქვეყანას და მიემგზავრება რუსეთისაკენ.
ცოლის შერთვის შემდეგ აკაკი წერეთელი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი არჩია.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ერთხმად შეაძლია ბანკის დირექტორის თანამდებობა. პოეტმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ დროისათვის ამ ერთგვარად საპატიო თანამდებობის დაკავებაზე, კრებას მადლობა გადაუხადა და თავისი უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის სიცოცხლის მთელ მანძილზე დაუნიშნა პენსია წლიურად ათას ხუთასი მანეთის რაოდენობით. ამ მოვლენას მხურვალედ გამოეხმაურა მაშინდელი პროგრესული პრესა და მოწინავე საზოგადოებრიობა.
1904 წლის ოქტომბერში, დაძაბული შრომისა და მუდამ შევიწროვებული ცხოვრების შედეგად, აკაკის დამბლა დაეცა. 1905 წლის გაზაფხულზე პოეტი უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, იმავე წლის სექტემბრის დამდეგს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში.
1909 წლის ივლისში აკაკი წერეთელი სამკურნალოდ ხელმეორედ გაემგზავრა პარიზში. პარიზშივე დაწერა აკაკიმ სცენები „რეაქცია“, რომელშიც გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება 1905 წლის რევოლუციისადმი და მრისხანე გულისწყრომა მეფის ხელისუფლების ბარბაროსული სისასტიკის წინააღმდეგ.
21 დეკემბერს, შრომით დაღლილი და ფიზიკურად დასუსტებული აკაკი სახლის მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა, ქუთაისიდან სხვიტორში ჩაიყვანა. 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს ფრიად სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საყვარელი პოეტის ჯარმთელობის მდგომარეობას. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ სხვიტორში აკაკის სანახავად. პეტერბურგიდან ჩამოვიდა პოეტის შვილი ალექსი. 1915 წლის 25 იანვარს ავადმყოფს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა.



--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jan 14 2010, 15:35
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



IPB-ს სურათი


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Oct 14 2010, 19:54
პოსტი #3


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



,,განთიადი" კითხულობს აკაკი წერეთელი
http://forum.archangels.ge/index.php?act=A...=post&id=87

აკაკი წერეთლის ლექსებს კითხულბს გოგი ხარაბაძე
http://www.link.ge/file/338492/akaki-weret...irfita.rar.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი May 20 2011, 00:09
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?
კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 13.12.2019 - 16:32