IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
სხვა საქართველო სად არის... - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სხვა საქართველო სად არის... გაზიარება
ფოტინე
პოსტი Aug 1 2009, 22:02
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



ამ თემაში დავდოთ ის ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოს სიყვარულით შეუქმნიათ და რომლებიც კიდევ უფრო გვაყვარებენ საქართველოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 2 2009, 14:15
პოსტი #2


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
იოანე ზოსიმე

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.

_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 2 2009, 14:36
პოსტი #3


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



ავადმყოფი
აკაკი წერეთელი

არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს

და ისევე გაიღვიძებს!..

ვინც შენატრის იმის სიკვდილს,

უმალ მასვე დაამიწებს.


ბევრის ბრძოლით დაღალულსა

ეჭირვება მოსვენება!

შემცდარია, ვინც გულს იტეხს:

წესი არის და ბუნება!


ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:

გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,

რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა

მომავალი ბედისწერა!


მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,

არ გვიმართებს ორგულობა!

ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,

ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!


დეე, მისთვის გავღარიბდეთ,

ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:

პატიოსანს ღარიბს რით სჯობს

გამდიდრებული იუდა?


არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს

და როდესაც გაიღვიძებს,

მოიგონებს იმათ სახელს,

ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..

განთიადი
აკაკი წერეთელი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;

მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

თავდადებულის საფლავსა.


დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:

მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასა…


მთაწმინდა გულში იხუტებს

საშვილიშვილო სამარეს,

მამადავითსა ავედრებს,

აბარებს ქვეყნის მოყვარეს...


მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არემარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:


“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!...


“ვერ ავიტანე ობლობა,

სისხლის ცრემლები ვღვარეო;

წამძლია სულმა და გულმა,

შენს ნახვას დავეჩქარეო.


“წინ მომეგებენ ღიმილით

შენი მზე, შენი მთვარეო,

გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,

მოკაშკაშ-მოელვარეო.


“გულში იფეთქა სიამემ,

სევდები უკუვყარეო, -

ია და ვარდი დამჭკნარი

ხელახლად გამიხარეო!...


“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო!...


“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,

ზე კალთა დამაფარეო...

და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,

ანდერძი დავიბარეო:


“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო!...

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო!”

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
ილია ჭავჭავაძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,

თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,

მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...

ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,

ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Aug 3 2009, 12:09
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



აკაკი წერეთელის "განთიადის" ელეტრონული ვერსია, რომელსაც თვითონ კითხულობს


მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  akaki_1.mp3 ( 3მეგაბიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 920


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamta555
პოსტი Aug 3 2009, 14:37
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 202
რეგისტრ.: 7.02.2009
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 177



უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის –
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!


სალაღობო

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!


--------------------
უფალო....დიდება შენდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 10 2009, 23:01
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



სამშობლო ხევსურისა
რაფიელ ერისთავი

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

გ.აბ ხ...
ილია ჭავჭავაძე

ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,

ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,

აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,

ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.


ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,

შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,

რათა შეიქმნეს თავის ერისა

მოძმე ერთგული და მოყვარული.


ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,

რომ დღენი ისე არ დაელიოს,

მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა

ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.

ხატის წინ
აკაკი წერეთელი

მიყვარს, როდესაც ხატის წინ

ანთია წმინდა სანთელი

და საიდუმლო პარპალით

ბნელს ფანტავს მისი ნათელი.


მყუდროდ, უხმოდ და უძრავად

დნება, ვით მსხვერპლი დიადი,

რომ მადლით გაასპეტაკოს,

თვალუწვდომელი წყვდიადი!


მივჩერებივარ ამ დიდ ძალს

მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;

მეცა უსიტყვოდ, უძრავად,

ცის სვეტად გაქვავებული.


რაღაც უცნაურ ერთობას

ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!

მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება

ჩემი გონება და ჭკუა.


სანთელი ჩემი ხორცია,

სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,

ნათელი - ჭკუა-გონება,

იმათგან გამონაშუქი.


ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე - მთელი ქვეყანა,

და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,

არ შემიძლია მეც განა?


კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,

ჩემთან მომტანი ცეცხლისა,

ის მოციქული მომავლის,

მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 10 2009, 23:14
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ლადო ასათიანი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.


ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.


მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —

საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.


ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,

მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,

ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.


სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,

ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —

საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.


სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,

ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —

სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,

საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.


სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით

მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.


შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,

აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:

თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,

ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!


ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.


მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.


მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,

საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო
ლადო ასათიანი

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

შენ გეკითხები, ცაო ნათელო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართველოს?!

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე, ―

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!


1940
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Aug 10 2009, 23:50
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ქართულო ცაო
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ,
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა...
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა.
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა. ბებერი ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი
ქ ა რ თ უ ლ ო ც ა ო!
ა ნ ა


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Aug 11 2009, 15:37
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



http://lib.ge/body_text.php?2565

ბასიანის ბრძოლა
ლადო ასათიანი


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 11 2009, 19:07
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



სადღეგრძელო იყო მისი
გალაკტიონ ტაბიძე

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც ოცნებით იწოდა,

ვინც პოეტის მარადისი

აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,

გზა გვშვენოდა დიდების,

ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი

ბედთან არ დარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც შიშმა ვერ დაჰხარა,

ავდგეთ ფეხზე! ჩვენ თბილისი

ვადღეგრძელოთ ჭაღარა.

აქ სიცოცხლე და ხალისი

ვის სხვად არ ესვენება,

სადღეგრძელო იყოს მისი

და დიდებით ხსენება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 11 2009, 19:20
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



http://lib.ge/body_text.php?2206

მშობლიურო ჩემო მიწავ! გალაკტიონ ტაბიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Aug 11 2009, 19:33
პოსტი #12


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



http://www.link.ge/file/276504/memgereba-d...havela.wma.html

მემღერება და ვიმღერი ვაჟა-ფშაველა.
კითხულობს გოგი ხარაბაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Sep 28 2009, 14:20
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



აჩრდილი(ნაწყვეტი)

ილია ჭავჭავაძე


XXVI


”დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;

საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,

ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!

რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,

მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,

სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,

მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.

ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,

დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა,

იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,

თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.

მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული

და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..

ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..”


XXVII


მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა

შვიდფეროვანი სარტყელი ცისა

და გადეფინა ჩემს ქვეყანასა

მახარობელად ტკბილ იმედისა.

ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,

ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,

და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ

ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Sep 28 2009, 16:30
პოსტი #14


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



archrdilis es tavi miyvars gansakutrebulad


“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.


შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.

მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა,

შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,

მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,

შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.

წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,

ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,

შენცა გფენია ქვეყნის მადლი — თავისუფლება,

ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი.

და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა

და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.

ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას

და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული

ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,

იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,

უქმისა დრტვინვით, გულის-წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,

მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა,

და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის,

ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Apr 20 2010, 20:16
პოსტი #15


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



უფალი მოვა,
განიკითხავს სოფელს ქართულად

(არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე))



ნეკნისგან შექმნა ღმერთმა ევა -
ცხოვრება კაცის,
კაცის ნეკნიდან დაიბადა
დედა ყოველთა,
ქართულ ენაზე მეტყველებდა
თურმე ადამი,
ქართულ ენაზე საუბრობდა
თავად უფალთან...

ქართულ ენაზე საუბრობდა
ცოლთან და შვილთან...
ქართულ ენაზე აშენებდნენ
გოდოლს ბაბილონს...
ქართულ ენაზე საუბრობდა
წმიდა გიორგი...
ქართულ ენაზე გაუნათლავს
ფრანგნი ზაბულონს...

ქართულ ენაზე საუბრობდნენ,
რადგანაც პირველ,
პირველი დედა შვილებს ზრდიდა
რადგან ქართულად,
თვითონ უფალი, იოანე ზოსიმეს პირით
გვამცნობს, რომ მოვა
განიკითხავს, სოფელს ქართულად...

ქართული ენა უნდა გახდეს
მსოფლიო ენა,
ქართველის ხელით კვლავ მსოფლიო
უნდა განათლდეს,
ქართველები ვართ
მსოფლიოში უმრავლესობა,
მილიარდობით მკვდარი დადის
დადამიწაზე...

წინასწარ ამბობს
სათქმელს ჩვენსას ლავრიოტისი -
ბერი ბერძენი, კაცი ბრძენი,
გულით აქიმი,
რომ წინაპართა ზნეობაზე
ამაღლებულნი,
ათას წელიწადს იმეფებსო
კვლავაც ქართველი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Apr 20 2010, 20:42
პოსტი #16


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



"ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?

ახლა კი, გერასიმე, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს... - და დარცხვენილმა დაამატა, - საშობლოსათვის. - მთლად აირია, - რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა... მაგრამ, მაიძულე.."

გურამ დოჩანაშვილი. ნაწყვეტი "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"- დან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
@@@@@
პოსტი Apr 20 2010, 21:17
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



ვაჟა-ფშაველა


ჩვენება

კვალად დამიდგნენ თვალწინა
წარსულთა დროთა გმირები.
ტანზე აესხათ აბჯარი
და უღიმოდათ პირები.
„ნუ სტირი, ნუო!“ - მეძახდნენ,
რა მნახეს ანატირები:
„სრულდება, მალე იქნება
ღვთისაგან დანაპირები!“

შუაზე თამარი ედგათ,
ბრწყინვალე, როგორც ცისკარი.
გარს ერტყნენ ღვაწლით მოსილნი...
ბევრი მათგანი ვიცანი.
ყველასა ჰქონდა გულზედა
მოწამეობის ნიშანი.
„აღსდგება საქართველოვო!“
გმირთა სათქმელი ის არი.
ამ წარწერითვე ყველასა
ხელთ ეპყრა ოქროს ფიცარი.

ენა დამება, დავმუნჯდი,
ცხარე ცრემლი მდის, მჩქეფარე;
გულზე შიშ-კრძალვის მედება
ცეცხლი, მით ცქერით მგზნებარე...
„აღსდგება საქართველოვო!“
სთქვეს დინჯად, მწყობრად მიდიან;
მინდა ვეუბნო, ჩქარობენ,
თუ ღირსად არა მხდიდიან.
რად მემდურვიან, ნეტავი,
ჩემი რა ავი იციან?

თავს ვინუგეშებ ამ ფიქრით:
ნება არა აქვთ ღვთისგანა,
ალბათ იმიტომ აჩქარდნენ,
არ მესაუბრნენ დიდხანა.
„ღმერთს შეგვავედრეთ! - მივძახდი, -
დაჩაგრულნი ვართ მტრისგანა!
უმწეო-უპატრონონი
შველას მოველით მისგანა!..“
როს ქვეყნად წყდება წამალი,
არაფერია ცისთანა!

„გვიშველოს თავის შვილებსა!“ -
გახელებული ვყვიროდი.
გაჰქრა საამო ჩვენება
გამომეღვიძა... ვტიროდი.


1911

კითხულობს მურმან ჯინორია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ნანა
პოსტი Sep 18 2010, 00:59
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 17.09.2010
წევრი № 700



ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა…
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.

სიმონ ჩიქოვანი

სიკვდილი ალექსანდრე საჯაია

როცა ქედმოხრილი , შავბედზე გამწყრალი ,
მტრის უღელს მიათრევს ვაჟკაცი მკვნესარი ,
მაშინღა ამბობენ : მკვდარია საწყალი ,
და , ვაი , ნამდვილი სიკვდილი ეს არის .

მაგრამ ჩვენ უქრობი ცეცხლი გვწვავს მამულთა ,
ბრძოლაში მოგვესმის წინაპართ ძახილი ;
დაჭრილმა ქართველმა მკლავი თუ გამართა ,
ფოლადსაც გაკვეთავს იმისი მახვილი .

მხრებში არ იხრება , ცეცხლშიაც არ იწვის ,
წელში არ გატყდება მუხაზე მაგარი ,
ქართველმა უბრძოლოდ სიკვდილი არ იცის
და აღარც სიცოცხლე სწადია სხვაგვარი .

მაგრამ თუ შეშინდა , ომი და ჭიდილი
დაჰგმო და დახარა მახვილი თავისი ,
ეს არის ქართველის ნამდვილი სიკვდილი ,
ასე საშინელი და შესაზარისი .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Sep 19 2010, 17:59
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ვაჟა-ფშაველა
ჩვენება

კვალად დამიდგნენ თვალწინა
წარსულთა დროთა გმირები.
ტანზე აესხათ აბჯარი
და უღიმოდათ პირები.
„ნუ სტირი, ნუო!“ - მეძახდნენ,
რა მნახეს ანატირები:
„სრულდება, მალე იქნება
ღვთისაგან დანაპირები!“

შუაზე თამარი ედგათ,
ბრწყინვალე, როგორც ცისკარი.
გარს ერტყნენ ღვაწლით მოსილნი...
ბევრი მათგანი ვიცანი.
ყველასა ჰქონდა გულზედა
მოწამეობის ნიშანი.
„აღსდგება საქართველოვო!“
გმირთა სათქმელი ის არი.
ამ წარწერითვე ყველასა
ხელთ ეპყრა ოქროს ფიცარი.

ენა დამება, დავმუნჯდი,
ცხარე ცრემლი მდის, მჩქეფარე;
გულზე შიშ-კრძალვის მედება
ცეცხლი, მით ცქერით მგზნებარე...
„აღსდგება საქართველოვო!“
სთქვეს დინჯად, მწყობრად მიდიან;
მინდა ვეუბნო, ჩქარობენ,
თუ ღირსად არა მხდიდიან.
რად მემდურვიან, ნეტავი,
ჩემი რა ავი იციან?

თავს ვინუგეშებ ამ ფიქრით:
ნება არა აქვთ ღვთისგანა,
ალბათ იმიტომ აჩქარდნენ,
არ მესაუბრნენ დიდხანა.
„ღმერთს შეგვავედრეთ! - მივძახდი, -
დაჩაგრულნი ვართ მტრისგანა!
უმწეო-უპატრონონი
შველას მოველით მისგანა!..“
როს ქვეყნად წყდება წამალი,
არაფერია ცისთანა!

„გვიშველოს თავის შვილებსა!“ -
გახელებული ვყვიროდი.
გაჰქრა საამო ჩვენება
გამომეღვიძა... ვტიროდი.

სიმღერა
ვაჟა–ფშაველა


(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმად მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

განთიადი

აკაკი წერეთელი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;

მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

თავდადებულის საფლავსა.


დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:

მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასა…


მთაწმინდა გულში იხუტებს

საშვილიშვილო სამარეს,

მამადავითსა ავედრებს,

აბარებს ქვეყნის მოყვარეს...


მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არემარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:


“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!...

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
ილია ჭავჭავაძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,

თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,

მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...

ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,

ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?


15 სექტემბერი,

1872 წ.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Oct 14 2010, 20:19
პოსტი #20


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



არა მყოლია მეციხოვნენი,
არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი,
მე შევქმენ მხოლოდ სვეტიცხოველი!
მარადისობას შეჭიდებული
არვის ვეგონო ძე დიდებულის,
გვარიც არ მქონდა ძველი, ქებული.
მე თვით უარვყავ ცხოვრება მშვიდიი
და მყუდროების სავანე ფლიდი,
ვიდექ: ვძერწავდი, ვჭრიდი და... ვშლიდი.
სიტკბოებისთვის კარი დავხურე,
ხან ვიშიმშილე, ხან ვიმარხულე
და ღვთის სახელით ხალხს ვემსახურე.
ქმნა კეთილისა ყოფილა ჯვარცმა...
რამდენი ლოდი დავლეწე კაცმა!
რამდენჯერ ვიგრძენ მიმწუხრის განცდა!
ქვაში ავანთე ფერი ყოველი.
მე დაგიტოვეთ სვეტიცხოველი.


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.12.2019 - 17:12