IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ოტია იოსელიანი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ოტია იოსელიანი, ბიოგრაფია და შემოქმედება გაზიარება
ლეონი
პოსტი Jul 14 2008, 01:00
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ოტია იოსელიანი


IPB-ს სურათი


ოტია შალვას ძე იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონ სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ.
ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.
IPB-ს სურათი
შალვა და ოტია

მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.
მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა.
დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”.
ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ.ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი.
სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე.
IPB-ს სურათი

ოტია (მარცხნივ) კლასელებთან ერთად

მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს.
IPB-ს სურათი

ქეთევანი და ოტია.

მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო.
IPB-ს სურათი

ოტიას ვაჟები: დაჩი და ბაჩო

ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებია, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო.
,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია.
შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.
ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.
IPB-ს სურათი

ოტიას ბებია

ოტია იოსელიანმა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაიარა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა ათეიზმს ქადაგებდა. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირელები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა, იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წირვა-ლოცვები. ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინიც აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა კი სულ ურწმუნო ხდებოდა. ასეთ დროზე აქვს დაწერილი ოტიას ნოველა ,,ჩემი წმინდა გიორგის ხატი”. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი ,,ღმერთის გამოცხადება”-ში.







გავაგრძელებ ამ თემას მერე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
saba
პოსტი Oct 20 2008, 14:53
პოსტი #2


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 235
რეგისტრ.: 18.07.2008
წევრი № 30



zaan magari kacia otia smile.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
chibatel_1
პოსტი Oct 28 2008, 23:26
პოსტი #3


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 115
რეგისტრ.: 30.09.2008
წევრი № 66



ოტიას მაგრად ვაფასებ...
ნიჭიერი ადამიანია.


--------------------
სიმონ_პეტრე შენ ხარ კლდე,და ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Dec 7 2008, 20:48
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



მეც ძალიან მიყვარს და ვაფასებ.. კარგი პიროვნებაა


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Dec 9 2008, 00:41
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(ლეონი @ Jul 14 2008, 01:00) *

ოტია იოსელიანი


.........................................................
გავაგრძელებ ამ თემას მერე



რაცხა ნამეტანი მერე გამევიდა ჩემო ლეონი...( smile.gif როგორც ალბათ ბატონი ოტია იტყოდა biggrin.gif ).


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
saba
პოსტი May 5 2010, 00:39
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 235
რეგისტრ.: 18.07.2008
წევრი № 30



ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ძალიან ლამაზი შემოქმედება აქვს... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia...
პოსტი May 6 2010, 12:30
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 21.08.2009
წევრი № 319



მიყვარს ამ ადამიანის შემოქმედებაც...
მისი პირდაპირი და ქუთ-ე-ისური კილოთი საუბარიც...
ჩიბუხის ვითომ წევაც ძალიან უხდება biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი May 6 2010, 16:49
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
ჩიბუხის ვითომ წევაც ძალიან უხდება

ბატონოო? biggrin.gif
ჩიბუხს აღარ ეწევა კაი ხანია, რადგან საჭესთან როცა ზის მოუხერხებელია ჩიბუხი...
მუშტუკით ეწევა ქემელის სიგარეტს biggrin.gif
ნუ დღეში 3 პაჩკა თუ ვითომაა არ ვიცი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Jul 29 2010, 16:41
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



ეხლახანს წავიკითხე მისი ,,ქალი გამოვიდა საღალატოდ" და საკმაოდ ნორმალური საკითხავია, თავიდან უფრო სხვა შინაარსის მეგონა, მაგრამ იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე ვვარაუდობდი smile.gif შინაგან განცდებს, ემოციებს გადმოსცემს საკმაოდ ზუსტად... მოკლედ, +1 ოტიას, ბევრ დღევანდელ ,,მწერალს" მირჩევნია smile.gif


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 10 2011, 17:45
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



+1


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი May 13 2011, 21:24
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



ძალიან მიყვარს ოტია smile.gif მართალი კაცია smile.gif


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jul 14 2011, 18:38
პოსტი #12


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ოტია იოსელიანი დღეს 5 საათზე გარდაიცვალა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 14 2011, 19:35
პოსტი #13


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Jul 14 2011, 18:38) *

ოტია იოსელიანი დღეს 5 საათზე გარდაიცვალა...

რა დასანანია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 14 2011, 23:12
პოსტი #14


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



უფალმა აცხოვნოს ოტიას სული.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jul 15 2011, 23:57
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ღმერთმა აცხონოს. გული დამწყდა მართლაც, თუმცა ღმერთმა უკეთ იცის ვისთვის რა სჯობია.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jul 20 2011, 14:11
პოსტი #16


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კარგი ქართველი იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
saba
პოსტი Jul 21 2011, 23:03
პოსტი #17


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 235
რეგისტრ.: 18.07.2008
წევრი № 30



ღმერთმა აცხონოს მისი სული... ნამდვილად სამაგალითო პიროვნება და ქართველი იყო და იქნება ჩვენს გულებში...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jul 22 2011, 18:08
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



რადგანაც არც საპატრიარქომ და არც სახელმწიფომ ოტია იოსელიანის ოჯახს არ შეთავაზა დასაკრძალავად ადგილი გარდა დიდუბის პანთეონისა, რომელიც თავად ბატონ ოტიას საშინლად არ უყვარდა (ეს საპატრიარქომაც და მთავრობამაც კარგად იცოდა), იგი დაკრძალულ იქნა საკუთარი სახლის ეზოში...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jul 23 2011, 14:52
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



აბა მთაწმინდის პანთეონი დაკეტილია, და სხვაგან სად უნდა შეეთავაზებინათ..


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jul 23 2011, 15:28
პოსტი #20


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
აბა მთაწმინდის პანთეონი დაკეტილია, და სხვაგან სად უნდა შეეთავაზებინათ..

მთაწმინდის პანთეონში, მას შემდეგ რაც იგი დაიკეტა, დაკრძალეს მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ დუმბაძე და კიდევ რამოდენიმე ცნობილი თუ არც ისე ცნობილი ადამიანი... ასე რომ ოტიასთვისაც გაიხსნებოდა მთაწმინდა უწმიდესს და მთავრობას რომ არ აეჩემებინათ დიდუბე... ან სულაც ფრიდონ ხალვაშივით დაკრძალავდნენ რომელიმე გამორჩეული ტაძრის ეზოში... (არც ფრიდონი იყო გამორჩეული სულიერებით...)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 12.12.2019 - 16:00