IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
”ფსალმუნნი” - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ”ფსალმუნნი”, სიბრძნე და სულიერი საზრდო გაზიარება
animani
პოსტი May 4 2010, 11:07
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ფსალმუნნი და მისი ავტორი. ფსალმუნის კითხვის მნიშვნელობა.



წიგნი დავით მეფისა---ფსალმუნნი, რომელსაც საქართველოში ძველთაგანვე "დავითნი" ეწოდება, წმიდა სულის შთაგონებითა და მაღალი პოეტური გზნებით დაწერილი ნაწარმოებია. იგი ძველი აღთქმის ბიბლიურ ქმნილებათა რიცხვს ეკუთვნის და ავტორის სიცოცხლეშივე იყო გამოყენებული საღმრთო მსახურებაში.
ამ წიგნს, სულის დამატკბობელს საგალობლებს, თავისი არსებობის პირველი საუკუნეებიდანვე სასოებით ისმენს ქრისტიანული სამყაროც.
იგი უაღრესად სრულქმნილი და მაღალპოეტური ნაწარმოებია. ღვთისმსახურთა გარდა "დავითნს" უდიდესი აღტაცებით კითხულობენ ყველა ქვეყნის პოეზიის მოყვარული ადამიანები.
მასში თავისი საუკეთესო გამოვლინება ჰპოვა ებრაელთა ეროვნულმა გენიამ. ესაა ღვთისადმი უღრმესი რწმენითა და სასოებით შთაგონებული საგალობლები.
საქართველოში "დავითნი" მისი პირველად თარგმნის დღიდანვე უსაყვარლეს წიგნად იქცა. ქართველი კაცი მას აღარასოდეს განშორებია, უშორესი საუკუნეებიდან დღემდე, ამ წიგნის სასოებითა და სიტკბოებით შთაგონებული მიდიოდა სამშობლოს მტერთა წინააღმდეგ საბრძოლველად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დავითნი" იყო ქართველი კაცის გულიდან განუშორებელი წიგნი. მისი ლირიული საგალობლები მოისმოდა ეკლესიათა საკურთხევლებიდან და ამბიონებიდან, ღარიბი მოსახლეობის ქოხებიდან და შეძლებულთა სასახლეებიდან.
ჩვენს დიდ, კეთილმორწუნე მეფეს დავით აღმაშენებელს სხვა წიგნებთან ერთად "დავითნი" განუშორებლად თან დაჰქონდა ბრძოლების დროს და მისი საგალობლებით ადიდებდა ღმერთსა და მტერზე გამარჯვებას.
ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება მოკლედ შევეხოთ ფსალმუნის ავტორის-დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ვინაობას:
დავითი იყო მეორე მეფე ისრაელისა, მეფობდა 1055 წლიდან 1015 წლამდე ქრისტეს შობადე. ის იყო
ბეთლემში მცხოვრები იესეს უმცროსი ვაჟი. ყმაწვილობისას მწყემსავდა მამის ცხვრებს. ბუნების აუწერელ მშვენიერებასთან უშუალო კავშირში, ბუნებისავე სილაღის გარემოცვაში ვითარდებოდა მისი ფიზიკური ძალა, ის შურდულით ჰხოცდა ლომებსა და დათვებს. მაღალი ზეშთაგონებული პოეტური სულის მფლობელი, უდიდეს ფიზიკურ ძალ-ღონესაც ფლობდა და დიდი შემართებისა და გამბედაობის პატრონი იყო. ღვთისგან შთაგონებული თავის პოეტურ განწყობილებასა და აზრებს ამღერებდა ფსალმუნზე. ფსალმუნი მუსიკალური საკრავი იყო, რომელზეც სასულიერო საგალობლები იმღერებოდა. იგი დღემდე არ შემორჩეილა. ფიქრობენ, რომ ის იყო ქნარის, ან ჩანგის მსგავსი ათ-თორმეტ სიმიანი საკრავი. იოსებ ფლავიუსის თქმით, ის იყო თორმეტსიმიანი ქნარი და მასზე უკრავდნენ თითების საშუალებით. ნეტარი ერმონი მას დაბლა შებრუნებულ ბერძნულ ასო "A"-ს ადარებს. ფსალმუნი და ჩანგი საერთოდ, საყვარელი მუსიკალური საკრავი იყო და უდიდესი ხელოვანი ფსაალმუნზე დაკვრისა იყო დავითი.






დავითი შორეულ დროში მეფობდა. სააინტერესოა, უბრალო ოჯახიდან გამოსულმა მწყემსმა ჭაბუკმა, თუნდაც ბრწყინვალე მეფსალმუნემ, როგორ დაიდგა თავზე მეფის გვირგვინი.
საგულისხმოა, რომ ძველი აღთქმის მონაცემებით დავითის მეფედ ცხებაში გამოვლენილი ყოფილა ღმერთის ნება, რომ დავითმა გაამართლა ეს ნება თავისი მეუფისა. არ იქნება ინტერესმოკლებული მოკლედ გადმოგცეთ ამბავი დავითის მეფედ ცხებისა:
დავითის ჭაბუკობის პეროდში ისრაელში ცხოვრობდა წინასწარმეტყველი სამოელი. და აი, სამოელს ერთ დღს მოესმა ხმა უხილავი უფლისა: " ვიდრემდის იმწუხარებ შენ საულისათვის! მე უარვყავ ისრაელშ მისი მეფობა, აავსე რქა შნი ზეთსა და გაგგზავნი იესესთან ბეთლემშ, რადგანაც იმის ძთა შორის მე დავინახე ჩემთვის მეფედ."
" და უთხრა უფალს სამოელმა: " რომ გაიგოს საულმა ჩემი წასვლა და მომკლას მე? "
უფალმა მიუგო: " წაიყვანე თან დეკეული შესაწირავად და თქვი: მოვედი, რომ მოვუწოდო იესესა და მის ძეთ მსხვერპლის შეწირვაზე დასასწრებად. მოვლენ ისინი და მე გიჩვენებ შენ, რომელსაც უნდა სცხო."
და გააკეთა სამოელმა ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა და როდესაც წინასწარმეტყველის წინაშე სათითაოდ წარადგინა თავისი შვიდი ძე, სამოელმა ისინი შვიდივე სათითაოდ უარჰყო უხილავი ღმერთის კარნახით. და უთხრა იესეს სამოელმა: " გყავს კიდევ შვილი?" და უპასუხა იესემ: " არის ერთი უმცროსი , ცხვარს მწყემსავს საძოვარზე". და როდესაც სამოელის მოთხოვნით ის უმცროსიც ე. ი. დავითი მოიყვანეს, მშვენიერი სახითა და შესახედაობით, სამოელს მოესმა უფლის ხმა: " ადექი და სცხე მეფედ დავითს, ვინაიდან ადამიანებისას თქვენ ხედავთ სახეს და გარეგნობას, ღმერთი კი ხედავს გულს, ის დავითი კარგი არის." და სამოელმა სცხო დავითს ( იხ. ბიბლია 1884წ, გვ. 586,587).
ამ ცხებას კარგახანს ინახავდნენ საიდუმლოდ და მაინც, ბედს მიჰყავდა დავითი ცხოვრების შუაგულში. სულიწმიდა განეშორა საულისგან და გადმოვიდა დავითზე.


ბოროტმა სულმა დაამწუხრა საული. უბადლო მეფსალმუნე––დავითი, მიიწვიეს სასახლეში, რომ მუსიკით განექარვებინა საულის მწუხარება. სწორედ ამ პერიოდში დავითმა მოკლა ისრაელთა მოსისხლე, ფილისტიმელი გმირი გოლიათი. მოკლა მისგანვე წარტაცებული მახვილით. იგი ამისთვის აღიარეს სახალხო გმირად.


ეჭვიანი მეფის საულის გულში ამ ფაქტმა აღძრა შური და მტრულად განეწყო დავითსადმი. საულმა განიზრახა დავითის მოკვლა, მაგრამ ვერ მოახერხა. დავითი იძულებული შეიქნა, განშორებოდა თავის ახლობლებს, განრიდებოდა მეფის რისხვას. იგი წლების განმავლობაში გაჭირვებით ცხოვრობდა. ბოლოს საული და მისი შვილები ფილისტიმელებთან ბრძლაში დაეცნენ. სამეფო კი გადავიდა მისი მეტოქის, დავითის ხელში. დავითი გახდა ისრაელის მეფე. თავისი მეფობის პირველ შვიდ წელიწადს ის ცხოვრობდა ქებრონში. შინაგანად ძალზედ დასუსტებული და მოშლილი სახელმწიფო ხვდა წილად დავითს.
საგარეო მდგომარეობის განსამტკიცებლად და სამეფოს გასამაგრებლად მან განიზრახა სატახტო ქალაქად ისეთი ქალაქი აერჩია, რომელიც არცერთი რომელიმე ცალკეული ტომის საკუთრება არ იქნებოდა. ამ მიზნით დავითმა დაიპყრო იუდასა და ბენიამენის ტომებს შორის მდებარე ციხე–ქალაქი––––იერუსალიმი და თავისი სატახტო ქალაქი იქ გადაიტანა.
იერუსალიმმა მალე მიიზიდა თავისკენ იუდეველნი. დავითმა იერუსალიმშ გადმოიტანა აღთქმის კიდობანი და დაამყარა ღვთსი წესიერი მსახურება. სამოქალაქო მართვის საქმეში მან განსაკუთღებული ყურადღბა მიაქცია უფლებრივი სამართლის აღგენას. მისი პირადი თავჯდომარეობით იკრიბებოდა საბჭო, რომელშიც
შედიოდნენ: მისი უფრო მეტად ერთგული ჯარის უფროსი იოავა, მღვდელმთავრები: სადოკი და აბიმელექი, სუსა, პისცა და სხვები....
მალე დავითმა გადაიხადა მთელი რიგი ძლევამოსილი ომები. საბოლოდ გასტეხა და დაამარცხა უბოროტესი მტრები–––ფილისტიმელები. გამარჯვებებმა სამეფოს თითქმის ეგვიპტემდე გაუფართოვა საზღვრები. დამარცხებული იქნენ აგრეთვე: მოაბელები, სირიელები და იდუმელები. მათი მიწები და ქალაქები დავითმა შეუერთა თავის სამეფოს ( მათ შორის დამასკოც.) . ისრაელთა სამეფო გაფართოვდა მდინარე ევფრატამდე აღმოსავლეთით და მეწამულ ზღვამდე––სამხრეთით.
იერუსალიმი გალამაზდა და ქვეყანა გამდიდრდა. დავითმა განიზრახა აეშენებინა უმშვენიერესი ტაძარი
ღვთისა.


რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყოველი მეფისა, დავითის ცხოვრებაც მუდამ მშვიდი და სწორხაზოვანი არ ყოფილა. მის წინააღმდეგ , მამის ტახტის მისატაცებლად აჯანყება წამოიწყო მისმა საკუთარმა შვილმა აბესალომმა, მაგრამ ამ აჯანყებას წარმატება არ მოჰყოლია და ის ტრაგიკული სიკვდილით დაიღუპა. საინტერესოა, ღვთიური სიყვარულის მადლი, რომელიც დავითმა, შვილის დაღუპვის დროს, როგორც მამამ და ადამიანმა გამოავლინა.
როდესაც ის ჯარს აგზავნიდა მეამბოხე შვილის წინააღმდეგ, გულმხურვალედ სთხოვა თავის ჯარის უფროსს, გაფრთხილებოდნენ და არ მოეკლათ აბესალომი: მაგრამ ღმერთმა მამის ღალატი არ აპატია შვილს და ის მიუზღო, რაც თავისი მოქმედებით დაიმსახურა. როდესაც ჯორზე მჯდომმა ლტოლვილმა აბესალომმა ხშირ მუხნარში გაიარა, მოულოდნელად თავისი გრძელი, ოქროსფერი თმით მუხების ხშირ ტოტებზე ჩამოეკიდა. ჯორი ლაჯებიდან გაუძვრა და ხეზე სერჩენილს სამი ისარი განუწონა გულში უკან მოდევნებულმა მოწინააღმდეგემ.
დავითმა მწარედ განიცადა მეამბოხე შვილის ასეთი ტრაგიკული დასასრული. ის მწარედ გოდებდა: "ჩემო შვილო აბესალომ, ნეტავი ვინმეს ჩემი თავი მიეცა სიკვდილისათვის შენს ნაცვლად!"...იმ წუთში უხილავი ღვთის წინაშე იდგა არა მეფე და წინასწარმეტყველი, არა პოეტი, არამედ მამისა და ადამიანის შვილის სიკვდილით ათრთოლებული გული... მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მაინც ყოვლად შეუმცდარი სამართალი იდგა, რომელმაც დასცა მამის წინააღმდეგ ამბოხებული, ძალაუფლებას დახარბებული შვილი. აქაა ჭეშმარიტება....აქაა უმაღლესი განკითხვის ძალი....აქაა სიმართლე ბიბლიისა..

დავითმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ტაძრის მშენებლობისათვის სათანადო მასალების შეგროვებას შესწირა. მან შეაგროვა დიდი სიმდიდრე, ასი ათასი ტალანტი ოქრო და მილიონი ტალანტი ვერცხლი. მთელს იუდეაში შეკრიბეს დახელოვნებული მუშები და ქვის მთლელები, დაამზადეს უანგარიშო რკინა და სპილენძი, ურიცხვი ფიჭვის მორები, თვით ტაძრის შენება კი ღვთის ბრძანებით მიანდო თავის მემკვიდრეს, სოლომონს. ცნობილია, რომ დავითმა თავისი კეთილდღეობის მწვერვალზე, ერთი თავისი სახელგანთქმული მეომრის ცოლი, ულამაზესი ბერსაბე შეირთო, ხოლო ქმარი ისეთ ადგილას გაგზავნა, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა. შემდეგ დავითმა შეიგნო თავისი შეცოდება ასეთი მოქმედებისა, მწვავედ განიცადა ეს და სინანულმა დააწერინა ორმოცდამეათე ფსალმუნი " მიწყალე მე ღმერთო". აი, ამ მშვენიერ ბერსაბესთან შეეძინა დავითს ძე, ტახტის მემკვიდრე, რომელიც ძველი აღთქმის წიგნებში შესულია სოლომონ ბრძენის სახელწოდებით.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დავითის ღრმად მოხუცებულობის დროს, როდესაც ის უკვე დაუძლურებული იყო, მეფობა მოინდომა მისმა შვილმა ადონამ, რომელიც მას აგითასილიდან ჰყავდა, მაგრამ საქმეში ჩაერია სოლომონის დედა ბერსაბე. მან შეახსენა დავითს თავისი ფიცი და დაპირება, რომ მის შემდეგ იმეფებდა სოლომონი. ამ სოლომონს მიანდო დავითმა მის მიერ ჩაფიქრებული უდიდესი და უმშვენიერესი ტაძრტის აშენება.

მაღალი პოეტური გრძნობები, ღვთიური მადლი სულიერი სიწმიდისა, სიბრძნე და ოლიმპიური სიმშვიდე არ ტოვებენ დავითს სიცოცხლის მიწურულშიც კი. სიკვდილის წინ მან მოუხმო თავის ძეს, უკვე მეფედ ცხებულ სოლომონს, და ერთად შერწყმული დალოცვისა და ანდერძის სახით დაუბარა: " მე მივდივარ ამ ქვეყნიდან, შენ კი გაძლიერდი და იყავი სრული, დაიცავი მცნებანი შენი უფალი ღვთისა, ყველა მის გზაზე სავალად, დაიცავი მისი სამართალი, აღთქმა და განკითხვა მოსეს რჯულში; რათა გაიგო გაკეთება მისი, რაც გამცნე შენ, რათა განამტკიცოს უფალმა ჩემზე ნათქვამი სიტყვა, რომ უკეთუ დაიცავენ შენი ძენი თავიანთ გზებს, თუ ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით, არ აღმოიფხვრებაო შენი მოდგმიდან კაცი ისრაელის ტახტზე".––––აი ასეთი დარიგება და სიბრძნე გადმოდიოდა დავითის ბაგიდან და ასე მიიძინა მაღალი ღმერთის უბადლო მომღერალმა, მისი ძლიერების შეუდარებელმა მადიდებელმა , დაიძინა ღვთიური ნებით მეფედ ცხებულმა და წინასწარმეტყველად ამაღლებულმა მგზნებარე გულმა, სხეული მისი დაასაფლავეს მის საყვარელ იერუსალიმში. სული კი, ღვთის მადლით მარად მეტყველი სული განუწყვეტლივ უგალობს მსოფლიოს ყველა ადამიანს მწუხარებისა და აღტაცების ჟამს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 4 2010, 11:31
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"დავითნის" წარმოშობის მიმოხილვა



რელიგიური მრწამსის თანახმად, დავითი ამ წიგნს წერდა სულიწმიდის შთაგონებით, უფრო სწორად, მისი უჩინარი გონებისმიერი კარნახით. ეს ნათელია თუნდაც მთლი რიგი წინასწარმეტყველური ფსალმუნებიდან, რომელნიც შეეხებიან ათასწლეულის შემდგომ პერიოდს, სახელდობრ: ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს განკაცებას და მოვლინებას, მის მოღვაწეობასა და ჯვარცმას ( ფსალმუნები:2, 15, 21, 39, 44, 67, 88, 96, 109, 117).

როგორც, დასაწყისში აღვნიშნეთ, ფსალმუნები საეკლესიო მსახურებაში გამოყენებული იყო ავტორისავე სიცოცხლეში––ჯერ კარავში და შემდეგ იერუსალიმის ტაძარში. ქრისტიანულ ეკლესიაში ფსალმუნებმა თავიდანვე ფართო აღიარება ჰპოვეს. მიჰყვებოდნენ რა თავის მასწავლებელს იესო ქრისტეს, წმიდა მოციქულები მათ მიერ ჩამოყალიბებულ ეკლესიებში ფსალმუნების გალობითა და ღვთის სადიდებელი სიტყვებით მოუწოდებდნენ მორწმუნეებს. სამლოცველო საკრებულოებში მათ უკვე მოციქულთა დროიდან იყენებდნენ.

ფსალმუნები უმეტესწილად დილისა და საღამოს ლოცვების წყაროდ იქცნენ და ლოცვების ყველა ფორმაზე მოახდინეს გავლენა. ისინი შედიან ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში.

ფსალმუნი კითხება ტაძარში ყოველწლიურად, დილისა და საღამოს ღვთისმსახურებისას; მთლიანად წაიკითხება ყოველი კვირის განმავლობაში, ხოლო დიდმარხვების დროს კვირაში ორჯერ.

გარდა ღვთისმსახურებისა, ფსალმუნის კითხვას მიმართავდნენ სხვა შემთხვევაშიც: უკითხავდნენ ავადმყოფებს, განსაკუთრებით მათ, რომელნიც მიაჩნდათ არაწმიდა სულების გავლენის ქვეშ. წესი მიცვალებულებზე ფსალმუნების კითხვისა მომდინარეობს ძველი აღთქმის ეკლესიიდან. ჭირისუფალმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხოს განუწყვეტლივ, ვიდრე ის სახლში ასვენია, ხოლო დასაფლავების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში ყოველდღიურად მთელი ფსალმუნი უნდა წაიკითხონ.


არის გადმოცემა, რომ ფსალმუნების წერის დროს მეფის სასახლის ახლოს ჭაობში ბაბაყი ყიყინებდა. გაიცა ბრძანება განედევნათ იგი. მაგრამ ამის შემდეგ მეფემ სამგზის ნახა თავის ნაწერებზე დიდი ბაყაყი, რომელმაც უთხრა მას: " არ დაგანებებ შენ, რომ ადიდო ღმერთი, როგორც შენ არ დამანებე მე ვადიდო ის." მაშინ დავითმა შესწყვიტა ბაყაყის დევნა და სთქვა: " ყოველი სული აქებდით უფალსა".


"დავითნი" ძველი აღთქმის ბიბლიური წიგნია. ფსალმუნების ავტორად ითვლება მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, თუმცა ზოგიერთი ფსალმუნს გვიანდელი წარმოშობის კვალიც ამჩნევია.
არსებობს მოსაზრება, რომ ფსალმუნთა რიცხვი გაიზარდა თანდათან, როგორც რამდენიმე ავტორის შრომის ნაყოფი, მაგრამ ერთი რამ ცხადია მათ უმეტესობა ნაყოფია დავითის ზეშთაგონებული გონებისა.

"დავითნი" მთლიანად 150 ფსალმუნისაგან შედგება.
ეს ფსალმუნები გადმოგვცემენ აღტაცებული გულის ღვთის სადიდებელ სიტყვებს ყოველ დროს, ცხოვრებისეული გამოცდის ყოველ პირობებში. ისინი შეთხზულია ლექსის ფორმით, ებრაული პოეზიის წესით.





--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 4 2010, 11:59
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



” დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთაჲ, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თჳსისაჲ. და ძალი საქმეთა თჳსთაჲ უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთაი. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვაჲ; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი. განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით”.
(ფს.110)




” მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი. ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა?”.
(ფს.112)






” კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ. ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაჲ მოსცა ძეთა კაცთასა. არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი. არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.”
(ფს.113)


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 6 2010, 12:25
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველივე სიმშვიდე მისი."
(ფს.131)


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი May 6 2010, 19:18
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(animani @ May 6 2010, 12:25) *

"მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველივე სიმშვიდე მისი."


smile.gif ძალიან მიყვარს ეს ადგილი...


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი May 6 2010, 22:23
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ციტატა(მამა დავითი @ May 6 2010, 20:18) *

smile.gif ძალიან მიყვარს ეს ადგილი...


მამაო ამ ადგილის გამოყენება თუ შეიძლება და თუ არის მიზანშეწონილი რომ ადამიანმა თავისი სახელი გამოიყენოს ოღონდ არა კერძოდ ფსალმუნის კითხვის დროს არამედ თავისთის გულში რომ იმეოროს როგორც იესოს ლოცვა smile.gif?


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 6 2010, 22:46
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(nikolozi800 @ May 6 2010, 22:23) *

მამაო ამ ადგილის გამოყენება თუ შეიძლება და თუ არის მიზანშეწონილი რომ ადამიანმა თავისი სახელი გამოიყენოს ოღონდ არა კერძოდ ფსალმუნის კითხვის დროს არამედ თავისთის გულში რომ იმეოროს როგორც იესოს ლოცვა smile.gif?


ამ კვირას ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ხშირად გავიმეოროთ ეს ლოცვა. იქნებ მონახო ვიდეოჩანაწერი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი May 6 2010, 22:50
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ციტატა(animani @ May 6 2010, 23:46) *

ამ კვირას ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ხშირად გავიმეოროთ ეს ლოცვა. იქნებ მონახო ვიდეოჩანაწერი.



მადლობთ ვეცდები ვნახოო smile.gif


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი May 6 2010, 23:45
პოსტი #9


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



”რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი”.
(ფს.96,10).


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 8 2010, 11:39
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"განამტკიცის უფალმა ყოველნი დაცემადნი და აღჰმართნის ყოველნი დაცემულნი".
(ფს.144.


" ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისა. რომელმან ქმნნა ცანი და ქეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთაჲ და სცის საზრდელი მშიერთა.უფალმან განჰხსნნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ყრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლო და ქურივი შეიწყნაროს და გზაჲ ცოდვილთაჲ წარწყმიდოს. სუფევს უფალი უკუნისამდე.".
(ფს.144)



"შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწამდე".
(ფს.146)


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი May 12 2010, 21:54
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ციტატა(nikolozi800 @ May 6 2010, 22:23) *

მამაო ამ ადგილის გამოყენება თუ შეიძლება და თუ არის მიზანშეწონილი რომ ადამიანმა თავისი სახელი გამოიყენოს ოღონდ არა კერძოდ ფსალმუნის კითხვის დროს არამედ თავისთის გულში რომ იმეოროს როგორც იესოს ლოცვა smile.gif?

მეც ძალიან მიყვარს და ნეტავ მართლა თუ შეიძლება ჩემი სახელით მოხსენიება


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი May 12 2010, 23:05
პოსტი #12


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(nikolozi800 @ May 6 2010, 22:23) *

მამაო ამ ადგილის გამოყენება თუ შეიძლება და თუ არის მიზანშეწონილი რომ ადამიანმა თავისი სახელი გამოიყენოს ოღონდ არა კერძოდ ფსალმუნის კითხვის დროს არამედ თავისთის გულში რომ იმეოროს როგორც იესოს ლოცვა smile.gif?


არა შვილო სახელის ჩასმა არ არის საჭირო, რადგან თვით დავთ მეფსალმუნის მოხსენიება და ლოცვაა მთავარი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
როცა ვატყობთ, რომ ვღიზიანდებით ან წონასწორობას ვკარგავთ, მშვიდად და რწმენით ვიმეოროთ ეს ლოცვა, ვიდრე შვებას არ მივიღებთ.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 14 2010, 21:26
პოსტი #13


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



" ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა მიეტევნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაჲ."
(ფს.31)


"დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა: მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაჲ და მისდევდი მას. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა."
(ფს.33)


"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს უფალმან. დაიცვნენ უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს."
(ფს.33)


"ნუ გშურნ უკეთურთაჲ, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაჲ ადრე დამოცჳენ. ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა. იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისაჲ. განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს; და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაჲ შენი- ვითარცა დღე შუაჲ. დაემორჩილე უფალსა დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა. დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის წყრომაჲ და ნუ ეშურები, რაჲთამცა უკეთურებდი. რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳიდრონ ქუეყანაჲ.
(ფს.36)


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maraimi
პოსტი May 14 2010, 23:27
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10.07.2009
წევრი № 299



"მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა"



პ.ს. ფსალმუნნი არის ძალიან ღრმა და ძალიან ფილოსოფირი საკრალური ტექსტი... უბრალოდ არ შეიძლება არ შეგძრას თითოეულმა სიტყვამ, რომელსაც იქ კითხულობ... ძალიან ცუდია, რომ ბევრმა არ იცის ძველი ქართული იმ დონეზე, რომ გაიგოს რასაც კითხულობს... მე მაქვს ამის ბედნიერება და ამ სიახლოვეს უფალთან ვერ გამოვხატავ სიტყვებით...


--------------------
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 18 2010, 21:14
პოსტი #15


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაჲ მისი, და აღგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსვრაჲ ცოდვილთაჲ იხილო."
(ფს.36)


"ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა"
(ფს.36)


"მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე. რამეთუ უფალსა უყვარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთაჲ მოისრას. ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და დაემკჳდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა."
(ფს.36)


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი May 18 2010, 22:30
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm აქ შეგიძლიათ იხილოთ უამრავი საინტერესო რამ, მათ შორის ფსალმუნთა განმარტებანი smile.gif


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
სამსონი
პოსტი May 20 2010, 19:03
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 17.05.2010
წევრი № 580



მშვიდობა ყველას smile.gif ერთი კითხვა შეიძლება თუ არა ბიბლია წავიკითხო ახალ ქართულად??? მადლობა წინასწარsmile.gif


--------------------
4:24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 20 2010, 19:46
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(სამსონი @ May 20 2010, 20:03) *

მშვიდობა ყველას smile.gif ერთი კითხვა შეიძლება თუ არა ბიბლია წავიკითხო ახალ ქართულად??? მადლობა წინასწარsmile.gif


მშვიდობა შენდა!
შეგიძლია წაიკითხო "ძველი აღთქმა" თანამედროვე ქართულ ენაზე.
http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 20 2010, 19:58
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე. პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარჴდა და ვითარცა საჴუმილავი ერთი ღამესა შინა”.
(ფს.89)


”ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაჲ მისი შენგან არს;”

”უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.”

(ფს.83)




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
სამსონი
პოსტი May 20 2010, 20:03
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 17.05.2010
წევრი № 580



animani
მადლობა იხარე უფალშიsmile.gif


--------------------
4:24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 1.06.2020 - 00:27