IPB WARNING [2] fsockopen(): unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 51 of /retail/alocate.php)
ზოგადი ცნობები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ზოგადი ცნობები, სამკურნალო მცენარეების შესახებ გაზიარება
animani
პოსტი Jun 20 2010, 18:12
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



შეგროვება, შრობა და შენახვა




სამკურნალო მცენარეებს მშრალ და მზიან ამინდში აგროვებენ; ბალახს ( მთელი მცენარე ღეროებით და ფოთლებით ) და ყვავილს- ყვავილობისას აგროვებენ; ფესვს- შემოდგომაზე ან გაზაფხულზე; ნაყოფს- კარგად დამწიფებულს.

მცენარეების უმეტესობას ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში აშრობენ. ფესვს გაშრობის წინ, როგორც წესი, გამდინარე წყლით რეცხავენ და სიგრძეზე ჭრიან.


ხმელ ნედლეულს ქაღალდის შეფუთვაში მშრალ ადგილას ინახავენ.
განსაკუთრებული ყურადღEბა უნდა მიექცეს შხამიანი მცენარეების დამზადებას, შრობას და შენახვას.
შხამიან მცენარესთან მუშაობისას დაცული უნდა იყოს ტოქსიკურ ნივთიერებასთან მუშაობის ყველა წესი და უსაფრთხოების ზომები.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2010, 12:48
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ფიტოპრეპარატების ფორმები და სამკურნალო პროცედურები






ინჰალაცია----ჰაერის ნაკადთან ერთად, სამკურნალო საშუალლებების ან ბოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ორგანიზმში შეყვანის ხერხი; გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებებეის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.




კომპრესი---სამკურნალო, მრავალშრიანი დოლბანდის ან სხვა ქსოვილის სახვევი ბამბით, ქაღალდით ან წყალგაუმტარი აპკით; კომპრესისთვის საჭიროა ერთნაირი ზომის რამდენიმე ფენა. დოლბანდს ცხელი ნაყენით ან ნახარშით ასველებენ, ოდნავ წურავენ და მტკივან ადგილზე იდებენ, ზემოდან ადებენ წყალგაუმტარ ქაღალდს, შემდეგ - ბამბას და მშრალი დოლბანდით იხვევენ; გაშრობის შემდეგ კომპრესს ცვიან.





მალამო----რბილი სამკურნალო ფორმა გარეგანი გამოყენებისთვის, შედგება სამკურნალო ნივთიერების ფხვნილისგან და ე. წ. ფუძისგან ( ქონი და სხვა...).
მათ რეცეპტში მითითებული თანაფარდობით იღებენ და ამზადებენ.





ნიღაბი---სამკურნალო ან კოსმეკტიკური მიზნით, სახეზე წასმული კრემის ან სამკურნალო ნაზავის ფენა.





ნაყენი----თხევადი სამკურნალო ფორმა; ანსხვავებენ ცივ და ცხელ ნაყენს.


ცხელი ნაყენის მოსამზადებლად ნედლეულს ასხამენ რეცეპტში მითითებული ცხელი წყლის დოზას, ადუღებენ 15 წთ-ის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, ცხელი წყლის აბაზანაზე. ამის შემდეგ აყენებენ ( აცივებენ) 45 წთ. და წურავენ ორმაგ დოლბანდში.



ცივი ნაყენის მომზადებისას დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს ( დოზა მითითებულია რეცეპტში) და აყენებენ რვა საათის ( ან რეცეპტში მითითებული დროის ) განმავლობაში, ამის შემდეგ წურავენ.
ნაყენს ცივი სახით იყენებენ; ინახავენ მაცივარში არაუმეტეს 3-4 დღე-ღამისა. გამოყენების წინ ნაყენი უნდა შეინჯღრეს.




სპირტზე ნაყენი---თხევადი სამკურნალო ფორმა. მის მოსამზადებლად დაქუცმაცებულ ნედლეულს, რეცეპტში მითითებული თანაფარდობით ასხამენ სპირტს, ჭურჭელს კარგად ახურავენ და ათავსებენ ბნელ ადგილას 7-10 დღის განმავლობაში, დროდადრო ანჯღრევენ. დაყენებულ ნაყენს წურავენ და ათავსებენ მაცივარში 2-3 კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრავენ. სპირტზე ნაყენს ინახავენ კარგად თავდახურულ ჭურჭელში, სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას.





ნახარში---თხევადი სამკურნალო ფორმა; ნახარშის მომზადებისას დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ რეცეპტში მითითებულ წყლის დოზას, აყენებენ ცხელი წყლის აბაზანაზე 20-30 წთ-ის განმავობაში, აცივებენ 10 წთ.-ის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე და წურავენ ორ ფენა დოლბანდში.
ნახარშს ინახავენ მაცივრში არაუმეტეს 3-4 დღე-ღამისა. გამოყენების წინ ნახარში უნდა შეინჯღრეს.






ფხვნილი---მყარი სამკურნალო ფორმა შინაგანი და გარეგანი გამოყენებისთვის, შედგება ერთი ან რამდენიმე სამკურნალო მცენარისგან, რომელიც ფხვნილის მდგომარეობამდეა დაქუცმაცებული.





სველი საფენი-სამკურნალო პროცედურა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: რამდენიმე ფენა დოლბანდს სამკურნალო ხსნარში ასველებენ, ოდნავ წურავენ და მტკივან ადგილზე იდებენ;
2-3 წთ.-ის შემდეგ საფენს ცვლიან.




ცხელი საფენი---სამკურნალო პროცედურა, რომელიც გულისხმობს სხეულის მტკივანი ადგილის ხანგრძლივ გათბობას, ფხვიერი ან ფაფისებრი ცხელი ნივთიერებით; ცხელი საფენებისთვის მცენარის ფოთლის, ყვავილის ან ბალახის გამოყენებისას ნედლეულს კარგად აქუცმაცებენ, ახვევენ დოლბანდში , 1-3 წთ.-ით ათავსებენ ცხელ სამკურნალო ხსნარში და იდებენ მტკივან ადგილზე გაცივებამდე. ამის შემდეგ ცხელ საფენს იღებენ, მტკივან ადგილზე ი ბამბას იდებენ და დოლბანდით იხვევენ. ამ პროცედურას დEში რამდენჯერმე იმეორებენ.




ახლადგაწურული წვენი-- იღებენ ნედლი დაქუცმაცებული მცენარეული ნედლეულისგან
წვენის გამოწურვით; მისი გამოყენების დოზა სპირტიანი ნაყენის გამოყენების დოზის თანაბარია. წვენის შენახვა შეიძლება, თუ მას 20%-იან სპირტს დავუმატებთ.





ექსტრაქტი----სამკურნალო ფორმა, რომელიც წარმოადგენს კონცეტრირებულ გამონაწვლილს მცენარიდან. სახლის პირობებში ექსტრაქტი მიიღება თავდახურულ ჭურჭლიდან ნაყენის, ან ნახარშის აორთქლებით საწყისი მოცულობის ნახევრამდე; ექსტრაქტი მზადდება ასევე სპირტზე ნაყენიდან, ამ შემთხვევაში აორთქლებენ სპირტს; ექსტრაქტის შენახვის ვადა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნაყენის და ნახარშის; ექსტრაქტს წვეთობით უნიშნავენ.




ელექსირი---სამკურნალო ფორმა, რომელიც წარმოადგენს ექსტრაქტის ან სპირტზე ნაყენის ნარევს სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Jun 21 2010, 13:06
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ძალიან კარგი თემაა ანიმანი


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 26 2010, 15:52
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ფიტოპრეპარატების სწორად მოსამზადებლად



ა) თუ რეცეპტში ნახმარია სიტყვა "ნედლეული", იგულისხმება მცენარის ხმელი და დაქუცმაცებული ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი ან ბალახი. თუ გამოყენებულია მცენარის ნედლი ნაწილები, ეს სპეციალურადაა მითითებული.


ბ) რეცეპტების მაგალითები, მათი სწორი გაგება და პრეპარატის მომზაადება.

---" აბზინდას ბალახის ნახარში ( 10 გრ. ნედლეული, 200 მლ. მდუღარე)..." ეს წინადადება ასე უნდა გავიგოთ: " აბზინდას ხმელი და დაქუცმაცებული ბალახის ნახარში." ნახარში კი ასე მზადდება: 10 გრ. ხმელ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში წყლის აბაზანაზე 20-30 წთ., ამის შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში და გაწურეთ ორფენა დოლბანდში; მიიღებული ნახარში მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე ( 200 მლ.-მდე) თბილი ადუღებული წყლით; მიიღეთ რეცეპტში მითითებული დოზით.



----" ქაცვის ფოთლის ნაყენი ( 1 ს. კ. ნედლეული, 1 ჩ. ჭ. მდუღარე)...". ეს წინადადება ასე უნდა გავიგოთ:
" ქაცვის ხმელი და დაქუცმაცებული ფოთლის ნაყენი...".
ნაყენი კი შემდეგნაირად მზადდება: 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე, დაახურეთ, ადუღეთ 15 წთ. ( უმჯობესია, წყლის აბაზანაზე), გადადგით და დააყენეთ ( გააციეთ ) თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ.-ის განმავლობაში, ამის შემდეგ გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეავსეთ საწყის მოცულობამდე ( 20 მლ. ) თბილი ადუღებული წყლით. მიიღეთ რეცეპტში მითითებული დოზით.




---" ვერხვის კვირტის 40 %-იან სპირტზე ნაყენი თანაფარდობით 1:10...". ეს წინადადება ასე უნდა გავიგოთ: " 100 გრ. ვერხვის ხმელ და დაქუცმაცებულ კვირტს დაასხით 1 ლ. 40 %-იანი სპირტი ან არაყი..". ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 100 გრ. დაქუცმაცებულ კვირტს დაასხით 1ლ. სპირტი ან არაყი, ჭურჭელს დაახურეთ და მოათავსეთ ბნელ ადგილას, 7-10 დღით. დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიყვანეთ სპირტით ( ან არყით) საწყის (1ლ.) მოცულობამდე. ნაყენი მოათავსეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და დაგით მაცივარში 2-3 კვირით, ამის შემდეგ გაფილტრეთ, მოათავსეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.




---ნახარში (ნაყენი) 10,0-200,0 ნიშნავს შემდეგს: აიღეთ 10 გრ. ნედლეული 200 მლ. მდუღარეზე.


----სპირტზე 15,0 ნაყენი ნიშნავს, რომ 15 გრ. ნედლეულზე უნდა აიღოთ 100 გრ. სპირტი.


---თუ მცენარე შხამიანი არ არის, მისგან დამზადებული ნედლეულის დოზირება საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება ასე:

20 გრ. ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული უდრის თავიან 1 ს. კ.-ს;

15 გრ. - უთავო 1 ს. კ.-ს ;

10 გრ. - 1 დესერტის კოვზს, ან 2 ჩ. კ. -ს;

5 გრ.- 1 ჩ. კ.-ს.



შხამიანი მცენარისგან მომზადებული ნედლეულის დოზირება აუცილებლად სააფთიაქო სასწორით უნდა მოხდეს!

ქრონიკული დაავადებების დროს ფიტოპრეპარატები უნდა მიიღოთ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ 5-10 დღიანი შსვენებით, ან 2-3 თვის განმავლობაში- ორკვირიანი ან ერთთვიანი შესვენებით.


თუ დადებითი ეფექტი 2-3 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება, ფიტოპრეპარატი უნდა შევცვალოთ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 26 2010, 18:00
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



რამდენი რამ ახალი და სასარგებლო გავიგე ანი, დიდი მადლობა შენ ამისათვის, გაიხარე! smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 27 2010, 21:16
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



აბზინდა - Artemisia absinthium - Полынь горькая
ადონისი სამკურნალო - Adonis vernalis - Горицвет весенний
აკაკი კავკასიური - Celtis Caucasica Willd - железное дерево
ალოე - Aloe arborescens - Алоэ
ანისული - Anisum vulgare Gaertn - Анис обыкновенный
ასისთავა - Centaurium umbellatum Gilib - Золототысячник
ასკილი - Rosa canina - Шиповник
ასფურცელა - Tanacetum vulgare - Пижма обыкновенная
აღმოსავლური ნაძვი - Picea Orientalis Link - восточная ель


ბაბუაწვერა - Taraxacum officinale Wigg - Одуванчик лекарственный
ბალბა - Malva sylvestris - Мальва лесная
ბარამბო - Melissa officinallis - Мелисса
ბეგქონდარა - Thymus serpyllum - Чабрец
ბელადონა - Atropa belladonna - белладонна
ბროწეული - Punica Granatum L - Гранат обыкновенный
ბუსუსიანი არყი, მეჭეჭებიანი არყი - Betula Litwinowii A. Doluch - Береза Литвинова


გაზაფხულის ფურისულა - Primula Veris L - Примула весенняя
გველის სურო - Vinca herbacea Waldst - Барвинок малый
გვერდელა - Pimpinella Saxifraga L - бедренець ломикаменевий
გვირილა - Matricaria chamomilla - Ромашка аптечная
გლედიჩია - Gleditschia Triacanthos L - гледичия
გლერძა - Astragalus Pycnophyllus Stev. - астрагал густолистый
გრძელწიწვიანი ღვია - Juniperus Oblonga M. B. - можжевельник длиннолистный
გულყვითელა - Calendula officinalis - Календула


დათვის კენკრა - Arctostaphylos uva-ursi - толокнянка
დედოფლისთითა - Veronica Officinalis L - вероника лекарственная
დიდგულა - Sambucus nigra - Бузина черная

ევკალიპტი - Eucalyptus globulus Labill - Эвкалипт шаровидный
ენდრო - Rubia tinctorum - Марена красильная Грузинская
ეწრის გვიმრა - Pteridium Tauricum (Presl) - орляк крымский

ვარდკანაფა - Eupatorium cannabinum L - Посконник конопляный
ვარდკაჭაჭა - Cichorium intybus - Цикорий
ვირისტერფა - Tussilago farfara - Мать и мачеха

ზეთისხილი - Olea Europaea L - олива европейская

თავსისხლა - Sanguisorba officinalis - Кровохлебка
თავშავა - Origanum vulgare - Душица
თეთრყვავილა კავკასიური - Galanthus caucasicus - подснежник кавказский
თირკმლის ჩაი - Orthosiphon stamineus Benth - Почечный Чай
თრიმლი - Cotinus Coggygria Scop - Скумпия кожевенная
თუთუბო - Rhus Coriaria L - Сумах дубильный
თურანულა - Populus transcaucasica A. Jarm (INED) - Тополь закавказский
თხაწართხალა - Chamaenerium Angustifolium (L) Scop - Хаменерион узколистный
თხილი - Corylus Avellana L - Лещина обыкновенная, орешник, лесной орех
თავკომბალა – Echinops sphaerocephalus L.-мордовник шароголовый

იაპონური სოფორა - Sophora Japonica L - Софора японская
ინულა, ჩვეულებრივი მზიურა - Inula Vulgaris (Lam) Trevis.; Inula Conyza DC - Девясил обыкновенный, Девясил растопыренный
იფანი ჩვეულებრივი - Fraxinus Excelsior L - Ясень обыкновенный

კავკასიური პანტა - Pyrus Caucasica A. Grossh. - Груша кавказская
კავკასიური სოჭი - Abies Nordmanniana (Stev). Spash. - пихта кавказская
კავკასიური სურო - Hedera Caucasigena Pojark. (H. Helix Auct. Cauc. Non L.) - Плющ кавказский
კაკალი - Juglans Regia L - Грецкий орех



კაპარი - Capparis Spinosa L - Каперсы колючие
კატაბალახა - Valeriana officinalis - Валериана
კატაბარდა - Clematis Vitalba L - Ломонос виноградолистный
კევის ხე. საღსაღაჯი - Pistacia Mutica Fischet. Mey - кевовое дерево
კეთილშობილი დაფნა - Laurus Nobilis L - Лавр благородный
კვრინჩხი - Prunus Spinosa L - Терн колючий
კლდის დუმა - Sedum Caucasicum [Grossh.] Boris - Очиток кавказский
კოწახური - Berberis Vulgaris L - Барбарис обыкновенный
კრაზანა - Hypericum perforatum - Зверобой
კულმუხო - Inula helenium - Девясил лекарственный
კუნელი - Crataegus oxyacantha - Боярышник
კავკასიური სოჭი - Abies nordmanniana (stev.) Spash.-Пихта кавказская(Нордманна)

ლენცოფა - Hyoscyamus niger - Белена черная
ლეშურა - Bryonia Alba L - Переступень белый
ლიკოპოდიუმი - Lycopodium Clavatum L - Плаун булавовидный

მაგნოლია - Magnolia grandiflora - Магнолия
მაჟალო - Malus Orientalis Uglitz - Дикая яблоня
მარიამსაკმელა - Peganum Harmala L - Гармала обыкновенная (могильник)
მარწყვაბალახა - Potentilla tormentilla Neck - Лапчатка прямостоячая
მატიტელა ჩვეულებრივი - Polygonum aviculare - Горец птичий
მაყვალი - Rubus caesius - Ежевика сизая
მაჯაღვერი ჩვეულებრივი - Daphne Mezereum L - Волчеягодник обыкновенный
მდგნალი - Salix Caprea L - Ива козья, бредина
მეჭეჭიანი ჭანჭყატი - Evonymus Verrucosa Scop - Бересклет бородавчатый
მთის ღანძილი - Allium Victorialis L - Лук победный, черемша
მთრთოლავი ვერხვი - Populus Tremula L - Тополь дрожащий, осина
მინდვრისნემსა - Galium Verum L - Подмаренник настоящий
მოცვი - Vaccinium Myrtillus - Черника Обыкновенная
მჟაველა - Oxalis Acetosella L - Кислица обыкновенная
მრავალძარღვა - Plantago major - Подорожник большой
მსხალიჭა მრგვალფოთოლა - Pyrola Rotundifolia L - Грушанка круглолистная
მუხა - Quercus iberica - Дуб

ნაღველა ჯვრისებრი - Gentiana Cruciata L - Горечавка крестообразная
ნაცარა მურყანი - შავი მურყანი - Alnus Incana (L.) Moench - Alnus Glutinosa Gaertn - Ольха серая, Ольха клейкая
ნეგო - Helichrysum arenarium - Бессмертник песчанный

ომბალო - Mentha Pulegium L - Мята болотная
ონტოკოფა - Physalis Alkekengi L - физалис обыкновенный
ორკბილა - Bidens tripartita - Череда трехраздельная
ოფი - Populus Nigra L - Тополь чёрный, осокорь
ოქროწკეპლა - Solidago Virgaurea L - Золотарник

პიტნა (ბაღის) - Mentha Piperita L - мята перечная
პიტნა (მთის) - Calamintha Grandiflora (L) Moench - Душевик крупноцветковый

ჟანგოვანა ფუტკარა - Digitalis Ferruginea L - Наперстянка
ჟოლო - Rubus Idaeus L - Малина обыкновенная

რეჰანი - Ocimun basilicum L - базилик

სალბი - Salvia officinalis - Шалфей лекарственный
სამფერა ია - Viola tricolor - Фиалка трехцветная (Анютины глазки)
სელიჭა - Linaria Vulgaris Mill - Льнянка обыкновенная
სვია - Humulus lupulus - Хмель обыкновенная

ტილჭირი - Aconnitum Nasutum Fisch - аконит носатый
ტუხტი სამკურნალო - Althaea officinalis - Алтей



ტყის კამა - Peucedanum Caucasicum (M. B.) c Koch - Горичник
ტყის მარწყვი - Fragaria vesca - Земляника лесная
ტყის ჩიტისთვალა - Asperula Odorata L - Ясменник душистый

უნაბი - Ziziphus Jujuba Mill - Зизифус настоящий, или унаби
ურთხელი, უთხოვარი - Taxus Baccata L - Тис ягодный
უცუნა ლამაზი - Colchicum Speciosum Stev - Безвременник великолепный

ფარსმანდუკი - Achillea millefolium - Тысячелистник
ფითრი - Viscum album - Омеля белая
ფიჭვი - Pinus sylvestris - Сосна обыкновенная
ფუნთუშა მწვავე - Sedum Acre L - Очиток едкий, или седум
ფშატი - Elaeagnus Angustifolia L - Лох узколистный

ქართული ყოჩივარდა - Cyclamen Vernum Sweet - Дряква весенняя
ქაცვი - Hippophae rhamnoides - Облепиха
ქერიფქლა - Verbascum Thapsiforme Schrad - Коровяк скипетровидный
ქრისტესბეჭედა - Sanicula Europea L - подлесник европейский
ქრისტესისხლა - Chelidonium majus - Чистотел большой

ღვედკეცი - Periploca Graeca L - Обвойник греческий
ღიღილო - Centaurea Cyanus - Василек
ღოლო ჩვეულებრივი - Rumex confertus - Щавель конский

ყვავტყემალი - Amelanchier Rotundifolia (Lam) Dum-Cours - Ирга овальная
ყვანჩალა - Stachys Sylvatica L - Чистец лесной, змеиная трава
ყვითელი ნიგვზისძირა - Geum Urbanum L - Гравилат городской
ყვითელი ძიძო - Melilotus officinalis - Донник лекарственный

შავბალახა - Leonurus cardiaca - Пустырник
შავი მოცხარი - Ribes Nigrum L - Смородина черная
შავწამალა - Scrophularia Nodosa L - Норичник шишковатый
შალამანდილი - Salvia Glutinosa L - Шалфей железистый
შვიტა - Equisetum arvense - Хвощ полевой
შინდი - Cornus Mas L - Кизил мужской или обыкновеный
შმაგა - atropa caucasica kreyer - Белладона кавказская
შოთხვი - Padus Racemosa (Lam.) Gilib - Черемуха обыкновенная
შროშანა - Convallaria transcaucasica - Ландыш закавказский
შქერი - Rhododendron Ponticum L - Рододендрон понтийский
შხამა - Veratrum Lobelianum Bernh - Чемерица обыкновенная

ჩადუნა მთის - Dryopteris Filix-mas (L.) Schott - Щитовник мужской
ჩაის ბუჩქი- Tea siensis(შავი ჩაი), thea viridis (მწვანე ჩაი) – Чайный куст китайский

ცაცხვი - Tilia cordata - Липа сердцевидная
ცერცვეკალა - Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv - Верблюжья колючка обыкновенная
ცხენისწაბლა - Aesculus hippocastanum - Каштан конский

ძაღლის სატაცური - Tamus Communis L - Тамус обыкновенный
ძახველი - Viburnum opulus - Калина
ძეძვი - Paliurus Spina - Christi Mill - Держи-дерево колючее
ძირმწარა - Aristolochia Clematis L - Кирказон ломоносовидный
ძირტკბილა - Glycyrrhiza glabra - Солодка
ძმერხლი - Ruscus Hypophyllum L - Иглица подлистная

წაბლი - Castanea Sativa Mill - Каштан посевной
წალიკა - polygonum hydropiper - Горец перечный
წითელი მოცვი - Vaccinium vitis - idaea - Брусника
წითელი ნემსიწვერა - Geranium sanguineum L - Герань кровяно-красная
წიფელი აღმოსავლეთის - Fagus orientalis L - Бук восточный
წიწმატურა - Capsella bursa-pastoris - Пастушья сумка

წნორი - Salix alba L - Ива белая
წყავი - Laurocerasus officinalis Roem - Лавровишня лекарственная

ჭინჭარი - Urtica urens - Крапива
ჭინჭრის დედა - Lamium album - Глухая крапива
ჭნავი (ცირცელი) ჩვეულებრივი - Sorbus Aucuparia L - Рябина обыкновенная

ხარისშუბლა - Senecio platyphylloides Somm. et Lev - Крестовник плосколистный
ხარისჩლიქა - Asarum ibericum Stev - Копытень грузинский
ხარისძირა - Helleborus caucasicus A.Br - Морозник кавказский (зимовник кавказский)
ხახვთესლა - Lysimachia Verticillata Pall - Вербейник
ხბოშუბლა სამკურნალო - Galega officinalis L - Галега лекарственная
ხებალახა - Solanum pseudocapsicum - Соланум или Паслен
ხეშავი - Rhamnus cathartica - крушина слабительная
ხეჭრელი - Frangula alnus Mill - Крушина ольховидная
ხურმა ჩვეულებრივი - Diospyros lotus L - Хурма обыкновенная, или кавказская
ხურტკმელი - Grossularia reclinata (L.) Mill - Крыжовник

ჯადვარი, გუგულის კაბა - Orchis maculata L - Ятрышник пятнистый, кукушкины слезки
ჯინჭარა - Phlomis tuberosa L - Зопник клубненосный
ჯონჯოლი - კოლხური ჯონჯოლი ჩვეულებრივი - Staphylea Pinnata L - S. Colchica Stev - Клекачка колхидская
ჯორისძუა - Ephedra equisetina Bunge-Эфедра хвощева
я


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 13.04.2021 - 12:37

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience