IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
მართლმადიდებლური ხატები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური ხატები გაზიარება
lingvo
პოსტი Apr 17 2009, 23:14
პოსტი #1


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69




IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 17 2009, 23:55
პოსტი #2


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



IPB-ს სურათი


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 18 2009, 00:10
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



IPB-ს სურათი


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
თორნე
პოსტი Jun 22 2009, 00:09
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 21.06.2009
წევრი № 284



''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''

ბერი გაბრიელი


ყველამ დავუნთოთ სანთელი დატყვევებულ სიწმინდეებს


მუზეუმის წინ, დატყვევებული სიწმინდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან (ანჩისხატობიდან) მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა,ხოლო ყოველ საღამოს 7 სთ-ზე ერის კეთილდღეობისთვის პარაკლისი,გალობანი.აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა გაბრიელის საბერო სამოსი. (ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე ცეკავშირის წინ)

IPB-ს სურათი

მაცხოვრის ხელითუქმნელი
ანჩის პირი ღვთის ხატის ისტორია

ანჩიდგან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის.

იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა: - მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით გაცხოვრებო.

იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული ავგაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდგან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა უამბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდგან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასახულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთვინ წაასვენა, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან (შემდეგ VI საუკუნეში კეცის ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი ესვენა ერთბუნებიანთა მწვალებელთა (ნესტორიანნი) საყდარში. წმ. მამა ანტონ ათორმეტთაგანმა ნახა იგი ხატი და შეშურდა, რომ ამისთანა დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში იყო. როცა წმ. იოანე ზედაძნელი თავისი მოწაფეებით გამოემართა საქართველოსაკენ, წმ. ანტონმა იდუმალ წამოიღო კეცი და მოასვენა საქართველოში).

ედესიის ქალაქის მახლობლად, გზაზედ ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა, წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესიის ქალაქსა. დაიბარა ავგაროზმა და ჰკითხა, - ვინ მოგარჩინა დაკუტებულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ, მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირი ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდგან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლ-შვილით "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი.

ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში და ამოაშენეს ედესიის ეპისკოპოსის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმ. ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად.

539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა.

ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიოს ტაძარში.

VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ. ლეონ ისავროელმა და კოსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰხეჩავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვა-ვდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში.

სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ, ქ. ტრაპიზონის მახლობლად. აქ, ქრისტიანობის პირველ დროშივე, მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა, დააარსეს მრავალი ეკკლესიანი.

ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე. 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადა-სხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება; თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრულით წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: "ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთივ გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე, იოანე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე".

ამის შემდეგ, რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: "ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს." კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე, მესხიევთა წინაპარი.

თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველე ბული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტი III, მეფის ლევანის ძემ. რასაც ხატის კუბოს დაბლა პირზედ წარწერაც მოწმობს.

თემურლენგის შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს მთელი მცირე აზია, 1453 წ. კონსტანტინეპოლი აიღეს და მით დაიმორჩილეს დიდი საბერძნეთის სამეფო.

ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე - აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ; აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად, ანჩაში, ისევ ქართველი ეპისკოპოზი იჯდა ორმოც-და-ათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდა-ათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმ. ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები.

აი, ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯანა ივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.


--------------------
ანჩისხატო დაიცევ და დაიფარე საქართველო![
''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''
ბერი გაბრიელი


ყველამ დავუნთოთ სანთელი დატყვევებულ სიწმინდეებს



მუზეუმის წინ,დატყვევებული სიწმინდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან
(ანჩისხატობიდან)
მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა,ხოლო ყოველ საღამოს 7 სთ-ზე ერის
კეთილდღეობისთვის პარაკლისი,გალობანი.აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა
გაბრიელის საბერო სამოსი.(ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე
ცეკავშირის წინ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
shavlegi
პოსტი Jul 7 2009, 15:25
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 5.07.2009
წევრი № 295



IPB-ს სურათი

ყაზანის

IPB-ს სურათი

ათონის იღუმენია

IPB-ს სურათი

ყოველთა დედუფალი

IPB-ს სურათი მოზდოკის ივერიის რვთისმშობლის ხატი

IPB-ს სურათი სმოლენსკის ოდიგიტრია

IPB-ს სურათი სმოლენსკის ოდიგიტრია. ეს ხატი საქართველოში ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს

IPB-ს სურათი

უჭკნობი ყვავილი

IPB-ს სურათი

ყოველთა მწუხარეტა სიხარული

IPB-ს სურათი

რირსი სპირიდონ ტრიმიფუნტელი

IPB-ს სურათი ღირსი სპირიდონ ტრიმიფუნტელი


IPB-ს სურათი აბო თბილელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
shavlegi
პოსტი Jul 7 2009, 16:02
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 5.07.2009
წევრი № 295



IPB-ს სურათი

ტოლგის

IPB-ს სურათი

ვლადიმირის ღვთისმშობელი

IPB-ს სურათი

პოცაევოს

IPB-ს სურათი ძლევა შემოსილი

IPB-ს სურათი მსწრაფლსემმენელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
shavlegi
პოსტი Jul 12 2009, 00:47
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 5.07.2009
წევრი № 295



IPB-ს სურათი ღირს არსი

IPB-ს სურათი მადლმოსილი ზეცა

IPB-ს სურათი მადლმოსილი ზეცა

IPB-ს სურათი წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი

agios neqtarios

IPB-ს სურათი
ციტატა
წმ



neqtariosi

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
shavlegi
პოსტი Jul 12 2009, 16:31
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 5.07.2009
წევრი № 295



IPB-ს სურათი

სამება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jan 1 2010, 11:53
პოსტი #9


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



წმ.მთავარანგელოზი ეგუდიელი

IPB-ს სურათი


წმ.მთავარანგელოზი იერომიელი

IPB-ს სურათი


წმ.მთავარანგელოზი რაფაელი

IPB-ს სურათი


წმ.მთავარანგელოზი სელაფიელი

IPB-ს სურათი


წმ.მთავარანგელოზი ურიელი

IPB-ს სურათი


წმ.მთავარანგელოზი ვარახიელი

IPB-ს სურათი


ხატმწერი: დავით ქავთარაძე


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Mar 17 2010, 16:58
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



წმიდა მღვდელმთავარი ლეონ დიდი, რომის პაპი

IPB-ს სურათი

ხატმწერი: ვალერი ყაველაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Mar 18 2010, 16:56
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



lingvo
ციტატა
წმ.მთავარანგელოზი სერაფიელი

ხატს სელაფიელი აწერია smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Mar 18 2010, 17:18
პოსტი #12


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



la-ma-ra
ჩავასწორე smile.gif


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Apr 9 2010, 23:37
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(ლეონი @ Mar 17 2010, 17:58) *

წმიდა მღვდელმთავარი ლეონ დიდი, რომის პაპი

IPB-ს სურათი

ხატმწერი: ვალერი ყაველაშვილი


როგორ მოხდა, რომ რომის პაპი მართლმადიდებელი წმინდანია?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Apr 10 2010, 00:41
პოსტი #14


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(აბესალომ @ Apr 9 2010, 23:37) *

როგორ მოხდა, რომ რომის პაპი მართლმადიდებელი წმინდანია?


IV საუკუნემდე არსებობდა მხოლოდ ერთი ეკლესია, შემდეგ გაიყო დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიებად და ბოლოს XI საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Apr 10 2010, 15:14
პოსტი #15


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(Mesiis_maxvili @ Apr 10 2010, 01:41) *

IV საუკუნემდე არსებობდა მხოლოდ ერთი ეკლესია, შემდეგ გაიყო დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიებად და ბოლოს XI საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები.


მაშინაც პაპი ერქვათ თუ პატრიარქი?
და რომელ საუკუნეში მიიღეს რომის პაპის შეუცდომლობის სწავლება? იმედია წმ. ლეონ დიდის დროს არ იყო ასეთი სწავლება...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Apr 18 2010, 12:32
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



აბესალომ
1869 წლის 18 ივლისი. ვატიკანის კრების დეკრეტი:
"წმინდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადეულ დოგმატს: როდესაც რომის პაპი ქადაგებს ex cathedra (კათედრიდან) ანუ როგორც ყველა ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონიჭებული სამოციქულო ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მთელი ეკლესიისთვის, ამ დროს იგი ღვთაებრივი მხსნელის მიერ თავისი ეკლესიისთვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია, იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მას წმიდა პეტრეს სახით. აქედან გამომდინარე, რომის პაპის დადგენილება თავისთავად ეკლესიის თანხმობისგან დამოუკიდებლად, ისეთი ძალის მქონეა, რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე გაკადნიერდება და წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს დადგენილებას, წყეულიმც იყოს და განიკვეთოს ეკლესიიდან"

როგორც დღესაა ჩვენთან გავრცელებული მაღალიერარქის შეუცდომლობის სწავლება, ისევე იყო მაშინაც... არაოფიციალურად... biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
bakha
პოსტი Jul 2 2010, 11:53
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 2.07.2010
წევრი № 632



http://icons.ge ჩემი შექმნლი საიტია (თანამედროვე ხელოვანთა საეკლესიო ნამუშევრები) ნამუშევრები განთავსდება უფასოდ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 2 2010, 15:39
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(bakha @ Jul 2 2010, 12:53) *

http://icons.ge ჩემი შექმნლი საიტია (თანამედროვე ხელოვანთა საეკლესიო ნამუშევრები) ნამუშევრები განთავსდება უფასოდ


ძალიან კარგი საიტია, აუცილებლად დავათვალიერებთ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
haiku
პოსტი Jul 6 2010, 14:52
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 6.07.2010
წევრი № 638



წმინდა ლევანის ხატი დადეთ რა ვინმემ rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jul 7 2010, 00:16
პოსტი #20


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ზევით დევს... ლევანის იგივე ლეონის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 3.04.2020 - 05:19