![]() |
![]() |
![]() |
მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
ყველას გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი სამშობლოს შვილთა და მათი ოჯახების მფარველი, მადლი და წყალობა მისი იყოს სრულიად საქართველოს ზედა!!!
დღეიდან იწყება საქართველოს აღმასვლა, განთავისუფლება, წმიდა დედა ღვთისმშობლის წყალობით და მეოხებით განიდევნება მტერი მისი წილხვდომილი ქვეყნის საზღვრებიდან, და მიექცევა მისი ბოროტება მართლუკუნ, განქარვდება და დაიშრიტება მათი ჩანაფიქრი!!! საქართველო გაბრწყინდება!!! ყველამ წავიკითხოთ ეს ლოცვა: ,,ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისმშობელო მარიამ, მარადის მეოხ, მფარველ და შემწე გვეყავ ჩვენ ცოდვილთა, გლახაკთა, უხმართა, უღირსთა და უბადრუკთა მონათა ღვთისათა, რომელთა შორის ყველაზე ცოდვილი მე ვარ, დაგვიცევ და დაგვიფარე საფარველსა ქვეშე შენსა და შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, იესო ქრისტესა, ამინ!" -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
ყველას გილოცავთ მთავარანგელოზობას!!! ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ მეოხებითა და ზედამდგომელობითა წმიდათა მთავარანგელოზთათა! დღეს ანგელოზნი ხარობენ და უგალობენ ოსანასა განუზომელსა სიყვარულსა, სამყაროს შემოქმედსა ღმერთსა და ჩუენცა მათ თანა ვადიდებთ და ვეთაყვანებით ჩვენსა მაცხოვნებელსა წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ! დღეს ჩვენი ტაძრის დღესასწაულია და ეს სიხარული იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!!! -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
lingvo |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,203 რეგისტრ.: 9.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 69 ![]() |
მეც გილოცავთ მთავარანგელოზობას, მათი შეწევნა გვქონოდეს სრულიად საქართველოს და ჩვენ ყველას ამინ!
-------------------- რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
|
mati |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 416 რეგისტრ.: 17.10.2008 მდებარ.: Zveli Tbilisi წევრი № 97 ![]() |
![]() ყველას გილოცავთ მთავარანგელოზობას!!! ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ მეოხებითა და ზედამდგომელობითა წმიდათა მთავარანგელოზთათა!! დღეს ანგელოზნი ხარობენ და უგალობენ ოსანასა განუზომელსა სიყვარულსა, სამყაროს შემოქმედსა ღმერთსა და ჩუენცა მათ თანა ვადიდებთ და ვეთაყვანებით ჩვენსა მაცხოვნებელსა წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ! დღეს ჩვენი ტაძრის დღესასწაულია და ეს სიხარული იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!!! ამინ!ანგელოზთა დასი შეეწიოს ტაძრის მშენებლობას. -------------------- "დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
ყველას და განსაკუთრებით ფორუმელებს გილოცავთ წმიდა გიორგობას!!!
ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. წმიდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და მეოხი წინაშე ღვთისა! გაიხარეთ, იდღეგრძელეთ და მრავალ გიორგობას დაგასწროთ ღმერთმა! ------------------------------------------------------- ![]() -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
lingvo |
![]()
პოსტი
#6
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,203 რეგისტრ.: 9.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 69 ![]() |
მეც ვუერთდები მილოცვას, განსაკუთრებით ვულოცავ ფორუმელ გიორგის
![]() წმიდა გიორგის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს და ყველა ფორუმელს თქვენს ოჯახებთან ერთად! -------------------- რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
|
ლანა |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 275 რეგისტრ.: 8.07.2008 წევრი № 13 ![]() |
მეც ვუერთდები მილოცვებს
ყველას გილოცავთ გიორგობას დაესწარით მარავლს განსაკუტრებით კი ვულოცავ ფორუმელ გიორგის -------------------- ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ, ღმერთს ვებრალებოდეთ. |
makiki |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 339 რეგისტრ.: 10.07.2008 წევრი № 20 ![]() |
გილოცავთ
-------------------- სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო.
(მათე 12,37) იმისთვის რომ სხვებს უყვარდე ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი შენ ნუ განიკითხავ , მოსამართლე ღმერთია!! |
გიორგი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 282 რეგისტრ.: 14.05.2008 მდებარ.: საქართველო წევრი № 4 ![]() |
არ მოგკლებოდეთ წმიდა გიორგის წყალობა და მფარველობა
-------------------- "ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
|
mati |
![]()
პოსტი
#10
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 416 რეგისტრ.: 17.10.2008 მდებარ.: Zveli Tbilisi წევრი № 97 ![]() |
მეც ვუერთდები მილოცვას, განსაკუთრებით ვულოცავ ფორუმელ გიორგის ![]() წმიდა გიორგის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს და ყველა ფორუმელს თქვენს ოჯახებთან ერთად! გილოცავთ ყველას(დაგვიანებით) -------------------- "დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
ყველას გილოცავთ ბარბარობას! განსაკუთრებით ფორუმელებს! წმიდა ქალწულმოწამე ბარბარე იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი! ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. რჩეულო ღმრთისა მიერ კერპთმსახურისაგან ნათესავისა და მიწოდებული ენათა შორის წმიდათასა, კაცთა განახლებაო, სძალო ქრისტესო, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი პირად-პირადთა ბოროტთა და გარემოდგომილებათაგან, სამადლობელსა გალობასა და ქებასა შეგწირავთ შენდა მვედრებელნი შენნი, წმიდაო და ყოვლადქებულო დიდო მოწამეო, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ, ყოველთაგან განსაცდელთა განგვათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა სიხარულითა გიხმობდეთ შენ: გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო! -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#12
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას! მრავალს დაგასწროთ ღმერთმა მისი მეოხებით! კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველო, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის. -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#13
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
გილოცავთ დიდი მღვდელთმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს! ღმერთმა მრავალს დაგასწროთ მისი შემწეობით! ღმრთისა მიერ უფროსადგანდიდებულო მღვდელთმთავარო და საკვირველთმოქმედო სპირიდონ, მედღესასწაულენი ყოვლადპატიოსნისა ხსენებისა შენისანი ჟამსა ამას, ვითარცა განმადიდებელისა შენისა ქრისტესა, მომართ მეოხსა მრავლისაშემძლებელსა, ლმობიერად გიგალობთ შენ: ყოველთა ჭირთა და ბოროტებათაგან გვიხსენ ჩუენ, რაჲთა მადლობითა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო. კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღდელმთავარო სპირიდონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
mati |
![]()
პოსტი
#14
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 416 რეგისტრ.: 17.10.2008 მდებარ.: Zveli Tbilisi წევრი № 97 ![]() |
გილოცავთ დიდი მღვდელთმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს! ღმერთმა მრავალს დაგასწროთ მისი შემწეობით! ღმრთისა მიერ უფროსადგანდიდებულო მღვდელთმთავარო და საკვირველთმოქმედო სპირიდონ, მედღესასწაულენი ყოვლადპატიოსნისა ხსენებისა შენისანი ჟამსა ამას, ვითარცა განმადიდებელისა შენისა ქრისტესა, მომართ მეოხსა მრავლისაშემძლებელსა, ლმობიერად გიგალობთ შენ: ყოველთა ჭირთა და ბოროტებათაგან გვიხსენ ჩუენ, რაჲთა მადლობითა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო. კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღდელმთავარო სპირიდონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. გაიხარეთ მამაო დიდი მამლობა ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს. ყველა წმინდანის მადლი შეეწიოს მთელს საქართველოს. -------------------- "დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
შენდობას ვითხოვ ყველასგან (რადგან ინტერნეტი მქონდა დროებით გამორთული) ვერ მოგილოცეთ შობის დღესასწაული, რასაც ეხლა გამოვასწორებ. ________________________________________________________________________________ _________ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და განსაკუთრებით ჩვენი ფორუმის წევრებს და სტუმრებს, გილოცავთ ერთ-ერთ ყველაზე უთბილეს და უსათნოეს დღესასწაულს ქრისტეს შობისა!!! ღმერთმა დაგლოცოთ, სიყვარულითა და სიხარულით აგავსოთ თქვენ და თქვენი ოჯახები!!! მრავალჟამიერ!!! შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი. მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა! ყოველთა ტომთაგან გამორჩეულსა, წმიდათა ანგელოზთა უწმინდესსა ქალწულსა, და მისგან ხორცშესხმულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა; სამადლობელსა შემოგწირავთ მონანი შენნი, მეუფეო. შენ, რომელსაცა გაქუს მოწყალებაი აღურაცხელი, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, მხმობელნი შენდა: იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა. -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
mati |
![]()
პოსტი
#16
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 416 რეგისტრ.: 17.10.2008 მდებარ.: Zveli Tbilisi წევრი № 97 ![]() |
უღრმესი მადლობა მამა დავით. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.[color=#CC33CC] -------------------- "დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
|
მამა დავითი |
![]()
პოსტი
#17
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 477 რეგისტრ.: 17.05.2008 წევრი № 6 ![]() |
ყველას გილოცავთ ნათლისღების საუფლო დღესასწაულს! მრავალს დაესწარით! ნათლისღების მადლი არ მოაკლოს უფალმა ჩვენს სამშობლოს და ყველა მართლმადიდებელს! რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო. -------------------- უფალო შეგვიწყალენ!!!
|
lingvo |
![]()
პოსტი
#18
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,203 რეგისტრ.: 9.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 69 ![]() |
ამინ! თქვენთან ერთად მამაო. ღვთის მადლით განვწმედილიყავით და სულიერი სიხარული განგვეცადოს!
![]() -------------------- რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
|
mati |
![]()
პოსტი
#19
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 416 რეგისტრ.: 17.10.2008 მდებარ.: Zveli Tbilisi წევრი № 97 ![]() |
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა...მრავალს დაესწარით! -------------------- "დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
|
lingvo |
![]()
პოსტი
#20
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,203 რეგისტრ.: 9.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 69 ![]() |
გილოცავთ წმ. აბო თბილელის ხსენების დღეს. დაესწარით მრავალს! მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს სამშობლოს და ყველა ჩვენს თანამემამულეს! ![]() ტროპარი: გიხაროდენ გამორჩეულო, მაღლისა მიერ ღმრთისა მამისა, და ძისა, მხოლოშობილისა მიერ წოდებულო; სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უხორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო; მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო; ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი. კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესიაი, პატიოსანსა ხსენებასა შენსა და შემოჰკრებს შვილთა ემბაზისაითა, შენისა მის ღუაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თუალო მოწამეთაო აბო. p.s. სრულად იხილეთ ლინკი: http://www.orthodoxy.ge/index.htm -------------------- რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
|
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ახლა არის: 27.03.2023 - 21:20 |
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience