IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პოეზიის კუთხე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> პოეზიის კუთხე გაზიარება
animani
პოსტი May 7 2011, 21:13
პოსტი #61


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(beso @ May 5 2011, 00:58) *

ერთი მეგობრისგან ვისესხე. ავტორი არ ვიცი მართლა smile.gif
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მოხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.

მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს
და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...

ძალიან მომეწონა , ძალიან. მეც იმ დღეებზე ვდარდობ. laugh.gif

ისე ნახეთ მომღერალი ჩიტი რა კარგად გალობს smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 7 2011, 21:23
პოსტი #62


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



animani
რომელი ჩიტი?


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი May 7 2011, 22:45
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



beso
ხოოო, მთავარი ლექსია, ავტორი ისედაც არ დაიკარგება ასეთი ლექსი რომ შექმნა smile.gif)


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი May 8 2011, 13:11
პოსტი #64


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ციტატა(iako.a @ Apr 27 2011, 23:43) *

პ.ს. კიდევ ერთი არა პოეზია... მაპატიეთ, ცოტას ვაოფებ ... smile.gif

გოდერძი ჩოხელი “9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ”

1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.



შენ გაიხარედა.. ძალიან ბევრი ვიცინე და ვიხალისეეე. სულ ვეძებ და ვითხულობ ჩოხელს და ეს არ შემხვედრიაა


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი May 8 2011, 13:28
პოსტი #65


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97





ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს -- უცნაური რამეა
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა.
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ მიგიღეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად
მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსნოვნას მართმევს-ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა -- ქრისტე აღსდგა ჩემი სული ცას უხმობს,
ჭეშმარიტად! -- კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს!
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა!
შერცხვენილი, წარწყმედილი, ეგდოს ქვეყნად ეთრიოს,
ხოლო შენზედ მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად
!


ზვიად გამსახურდია, 1992 წლის 7 იანვარი

შობას ეს ლექსი ჩემმა შვილმა რომ მითხრა, გავიგუდე ლამის ტირილით...


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი May 9 2011, 01:24
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



mati
მეც შემთხვევით წავაწყდი, საოცარია smile.gif)


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 11 2011, 21:13
პოსტი #67


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დავით გურამიშვილი


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 12 2011, 00:24
პოსტი #68


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



animani
მე პირადათ ძალიან ძალიან მომწონს ეს ლექსი.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი May 13 2011, 21:18
პოსტი #69


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



ნაწყვეტი პოემა "აჩრდილიდან"

“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.
წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,
ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,
შენცა გფენია ქვეყნის მადლი — თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი.
და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.
ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის-წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა,
და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის,
ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი May 19 2011, 23:54
პოსტი #70


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



"ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
ოქტომბერი, 1861 წ.,ყვარელი


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი May 20 2011, 21:55
პოსტი #71


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



გ.აბ ხ...

ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,
ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,
აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,
ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.

ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,
შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,
რათა შეიქმნეს თავის ერისა
მოძმე ერთგული და მოყვარული.

ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,
რომ დღენი ისე არ დაელიოს,
მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა
ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.

1863 წ.
ილია ჭავჭავაძე

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 27 2011, 20:27
პოსტი #72


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



მოკლედ რამდენი, უცნობი პოეტის ლექსი ვნახე smile.gif თან, მგონი ერთი და იგივესი უნდა იყოს smile.gif ნელ ნელა გადმოვიტან.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 27 2011, 21:36
პოსტი #73


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი May 28 2011, 11:18
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



* * *
ძალიან მალე იცლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ _
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვარ ციხე _ მტრებით გარემოცული...
თუმცა, თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

smile.gif


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 31 2011, 22:21
პოსტი #75


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 1 2011, 00:32
პოსტი #76





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ნათლის ანგელოსს ჰგავდი,
როს წარმართთ დაგვიზავდი,
და სცხე მირონი მცხეთას,
კაცთა, საცხოვართ, ხეთა,
დედავ და ემბაზო ჩვენო,
ნინო, ქართლს ბნელისა მთენო,
უკვდავო სიკვდილსა შინა,
მარად გვიძღოდე წინა.
User is offlinePM
Go to the top of the page
tia
პოსტი Sep 9 2011, 00:18
პოსტი #77


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29.07.2017
წევრი № 870



მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა

და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,

მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად

და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.

მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი

აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,

ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,

რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.

მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი

სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,

გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,

ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.

და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,

მე გავხდები გაზაფხულის დილა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tia
პოსტი Sep 22 2011, 17:18
პოსტი #78


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29.07.2017
წევრი № 870



გოდერძი ჩოხელი "სიცოცხლის სიმღერა''

გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Oct 1 2011, 01:02
პოსტი #79


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



იტირე სულო

ახლა ღამეა და ყველას სძინავს, მე კი ისე ვწერ მოულოდნელად, მომაწვა სევდა და მარტოობა მკარნახობს სიტყვებს, სიტყვებს გულისთქმის სიტყვებს სინდისის, დაუნდობელად მე რომ მამხელენ: “იტირე სულო” მოუწოდებენ დაბეჩავებულს ბევრჯერ დავარადნილს. ის ჩუმადაა ხმასაც არა სცემს ნუთუ არ ესმის მათი ძახილი?! ნუთუ მხსნელს ელის ან შეწყალებას?! ან გამართლებას ისევ...
იტირე სულო, რაღას მოელი, რაღატო დუმხარ ნეტავ? რად არ მოგბეზრდა ჩუმად ძახილი: “როდის მოვკდვები ნეტა”. აჰა ჩვენ აქ დღეს მარტონი, არავინ გვისმენს ხედავ, ახლა მითხარი შენი წადილი რა დაგრჩენია ჩემთან?
- როცა დრო იყო მსუბუქად ვიყავ, ახლა დავმძივდი მხედავ, გოდებას ითხოვ ეგეც არ მოდის, იცი რა ხდება ჩვენთავს? შეურაწყოფილთ ღმერთი არ გვწყალობს რისხვა გარდმოხდა ჩვენდა, ჩვენი სიტყვები, ჩვენი ფიქრები ზეცას განისმა ღმერთთან. ახლა? რას ელი? ისევ სინანულს? როგოღა ითხოვ ნეტა ? ღმერთი გვწყალობდა არა გვიჭირდა ახლა რა ხდება ჩვენს თავს ? შენ მგლოვობ გულით მაგრამ გულიც სად არის? მიეცა ამ ქვეყნის ნებას, დატოვა ღმერთმა ნავსაყუდელი დარჩა სიბნელე , ცოდვათა დენა , ეშმას დაუდგი ტახტები მეფის და განუმზადე სინდისი შენი . სინდისი შენი მუდამ მღვიძარე, სულ მიაძინე როგორც ყაჩაღმა ,ეგ დიდი ღმერთის სულთა გუშაგი, ახლა ტირი და ახლა მგლოვობ, მგლოვობ როცა შენს თავზე წიგნი დასრულდა ,წიგნი ცხოვრების , წიგნი სიცოცხლის, უფალს რომ უდევს, ცად გადაშლილად...
- იტირე სულო ! იტირე ! იქნებ დრო მოგვცეს უფალმა. გამოგისყიდოს უფსკრულით ამ ჩემთა ცრემლთა დენამა, მე ხორცი ვარ და ჩემგანა არარა დარჩეს ქვეყნადა, შენ სამარდჟამოდ სიცოცხლის წყარო გაქვს წარსადენადა, ამქვეყნიურმა ვნებებმა როგორ დამათრო ნეტავა?! სულ მიმავიწყდი შენ სულო ჩემი ცოდვითა დენამა, ჯალათად მე მოგევლინე, მახვილად ჩემი ვნებები, მასჯულად ეშმაც მოგგვარე მასზევე დამონებული.............


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Aug 4 2012, 20:55
პოსტი #80


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69





--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

4 გვერდი V « < 2 3 4
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 22.10.2017 - 19:33