IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
"სასწაული" - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
ლეონი
პოსტი Jun 21 2011, 22:34
პოსტი #61


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ვაა, ბასილაძისტი და პატრიარქის მოწინააღმდეგე?.. რაღაც უცხოა... სხვანაირად ხო არ ვგებულობთ მის ნაწერს?.. ანუ სხვანაირად ხო არ დაწერა, უბრალოდ ვერ გადმოსცა?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jun 21 2011, 22:36
პოსტი #62


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ძალიან დიდი ცოდვაა, ადამიანის გატოლება ღმერთთან და საერთოდ არ მესმის სიტყვა ,,ცოცხალი წმინდანი".
თუ წმინდაა ადამიანი და ამაზე თვითონ მიუთითებს და ლაპარაკობს, ხიბლისა და ამპარტავნების ცოდვაშია და ვერაფერი წმინდანი ის ვერ იქნება. (სახარება ცოტა ყურადღებით იკითხეთ, როგორ ცდილობს იესო ქრისტე ხიბლს ებრძოლოს და თავისი საქმიანობა დაფაროს).
და თუ ჩვენ ვასმენინებთ ასეთ ადამიანს, რომ იგი ცოცხალი წმინდანია და მის თაყვანისცემასა და გაკერპებას ვახდენთ, ჩვენვე ვუბიძგებთ ამ ადამიანს ხიბლის ცოდვაში ჩავარდეს. ხიბლში მყოფ ადამიანს კი გონების თვალი აქვს დაბნელებული და იგი სამწუხაროდ ვეღარ საზღვრავს რეალობას. ნებისმიერ ბერს, რომ შეეკითხოთ რომელი ცოდვის გეშინია ყველაზე მეტადო იმ წუთში იტყვის, ხიბლისაო.
და საერთოდ, რომ წავიკითხოთ ნებისმიერი წმინდა მამის ცხოვრება ვნახავთ, როგორ ცდილობდნენ ისინი დაეფარათ თავისი სასწაულმოქმედებითი საქმიანობა, იმიტომ რომ მათ ეშინოდათ ხიბლისა და ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნისა, ისინი სწორედ თავმდაბლობით და ღვთის ნებაზე მინდობით ცდილობდნენ სათნონი ყოფილიყვნენ უფლისათვის.

ამიტომ სიტყვა ,,ცოცხალი წმინდანი" თავის თავშივე შეიცავს იმ საფრთხეებს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 21 2011, 22:42
პოსტი #63


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



მამა დავითი
მამაო, თქვენ არ ხართ ,,ნამდვილი" მოძღვარი და ამიტომ საუბრობთ ასე! biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jun 21 2011, 22:44
პოსტი #64


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(ლეონი @ Jun 21 2011, 22:42) *

მამა დავითი
მამაო, თქვენ არ ხართ ,,ნამდვილი" მოძღვარი და ამიტომ საუბრობთ ასე! biggrin.gif

smile.gif შესაძლოა ასეთი შეფასებებიც იყოს...


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 21 2011, 23:15
პოსტი #65


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ucnobi ; კოლხი ;
თქვენ თუ საქართველოს მართლმადდებელი ეკლესიის წევრი ხართ, მის საჭეთმპყრობელს, ან სხვა სასულიერო პირებს რატომ ებრძვით და შეურაცხყოფთ? თუ არ ხართ მაინც არ უნდა შეურაცხყოთ ისინი, ქრისტიანად ხომ მაინც თვლით თავს და როდის გვითხრა მაცხოვარმა სასულიერო პირებს შეურაცხყოფა მიაყენეთ ან განიკითხეთო? სად წერია ეგ ხომ ვერ მაჩვენებთ?
თუ ქრისტიანები არ ხართ, მაშინ მისამართი შეგშლიათ. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ფორუმი არსებობს, სადაც შეიძლება მსგავსი პოსტები იწერებოდეს, ეს ფორუმი კი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება!!!


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2011, 23:31
პოსტი #66


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(მამა დავითი @ Jun 21 2011, 23:36) *

ძალიან დიდი ცოდვაა, ადამიანის გატოლება ღმერთთან და საერთოდ არ მესმის სიტყვა ,,ცოცხალი წმინდანი".


მამაო დავით, სრულიად გეთანხმებით. ვისაც საღად აზროვნება შეუძლია ყველა მიხვდება რა დიდ საფრთხეს შეიცავს ასეთი აზროვნება. " ცოცხალი წმიდანების" ძებნამ ამ ხალხს ეტყობა საღი აზროვნების უნარი წაართვა. მხოლოდ უკეთური და მემრუშე მოდგმა ეძებს სასწაულებს, ალბათ ასეთ სასწაულებს ელიან
”ცოცხალი წმინდანების” მხრიდან.
გამგონი გაიგებს, მიხვდება და გამოფხიზლდება.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 22 2011, 15:40
პოსტი #67





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(la-ma-ra @ Jun 21 2011, 23:15) *

ucnobi ; კოლხი ;
თქვენ თუ საქართველოს მართლმადდებელი ეკლესიის წევრი ხართ, მის საჭეთმპყრობელს, ან სხვა სასულიერო პირებს რატომ ებრძვით და შეურაცხყოფთ? თუ არ ხართ მაინც არ უნდა შეურაცხყოთ ისინი, ქრისტიანად ხომ მაინც თვლით თავს და როდის გვითხრა მაცხოვარმა სასულიერო პირებს შეურაცხყოფა მიაყენეთ ან განიკითხეთო? სად წერია ეგ ხომ ვერ მაჩვენებთ?
თუ ქრისტიანები არ ხართ, მაშინ მისამართი შეგშლიათ. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ფორუმი არსებობს, სადაც შეიძლება მსგავსი პოსტები იწერებოდეს, ეს ფორუმი კი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება!!!

არავის წინაშე არ ვაპირებ იმის მტკიცებას რომ მართლმადიდებელი ვარ...ისე რატომ შეგეპარათ ეჭვი საინტერესოა?მამა გაბრიელთან(ურგებაძე) დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი
User is offlinePM
Go to the top of the page
პოსტი Jun 22 2011, 17:32
პოსტი #68





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა
ძალიან დიდი ცოდვაა, ადამიანის გატოლება ღმერთთან და საერთოდ არ მესმის სიტყვა ,,ცოცხალი წმინდანი".
თუ წმინდაა ადამიანი და ამაზე თვითონ მიუთითებს და ლაპარაკობს, ხიბლისა და ამპარტავნების ცოდვაშია და ვერაფერი წმინდანი ის ვერ იქნება. (სახარება ცოტა ყურადღებით იკითხეთ, როგორ ცდილობს იესო ქრისტე ხიბლს ებრძოლოს და თავისი საქმიანობა დაფაროს).
და თუ ჩვენ ვასმენინებთ ასეთ ადამიანს, რომ იგი ცოცხალი წმინდანია და მის თაყვანისცემასა და გაკერპებას ვახდენთ, ჩვენვე ვუბიძგებთ ამ ადამიანს ხიბლის ცოდვაში ჩავარდეს. ხიბლში მყოფ ადამიანს კი გონების თვალი აქვს დაბნელებული და იგი სამწუხაროდ ვეღარ საზღვრავს რეალობას. ნებისმიერ ბერს, რომ შეეკითხოთ რომელი ცოდვის გეშინია ყველაზე მეტადო იმ წუთში იტყვის, ხიბლისაო.
და საერთოდ, რომ წავიკითხოთ ნებისმიერი წმინდა მამის ცხოვრება ვნახავთ, როგორ ცდილობდნენ ისინი დაეფარათ თავისი სასწაულმოქმედებითი საქმიანობა, იმიტომ რომ მათ ეშინოდათ ხიბლისა და ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნისა, ისინი სწორედ თავმდაბლობით და ღვთის ნებაზე მინდობით ცდილობდნენ სათნონი ყოფილიყვნენ უფლისათვის.

ამიტომ სიტყვა ,,ცოცხალი წმინდანი" თავის თავშივე შეიცავს იმ საფრთხეებს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.


მე ძალიან მაკვირვებს,ნუთუ თქვენ ფიქრობთ,რომ ღმერთი სასწაულების აღსრულების უნარს,სულსა და გულზე სულიწმინდის ძალით ზემოქმედების დიდ შესაძლებლობას ღმერთი ვნებადაუთრგუნავ ადამიანებს აძლევს? თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე,ის წმინდანები სულაც არ ყოფილან წმინდანები,რადგანაც წმინდანობა უვნებლობას გულისხმობს და აღნიშნავს ადამიანს რომელსაც გაღწეული აქვს ღმერთამდე,მას ამქვეყნიური ცოდვებით დაცემის საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. წმინდანებს
ამპარტავნებასა და ხიბლში ჩავარდნის კი არ ეშინოდათ,იცოდნენ,რომ დიდება ეკუთვნოდა მხოლოდ ღმერთს,ამიტომ იფარავდნენ თავს.თავის ცოდვებზე ლაპარაკისას გულისხმობდნენ წარსულ ცოდვებს,რომელთაგან უკვე განთავისუფლებული იყვნენ,თავს ცოდვილებად კი იმიტომ აჩვენებდნენ ადამიანებს რომ ცოდვილი ცოდვილისთვის უფრო ახლობელია,ვიდრე წმინდანი და ამგვარად უადვილებდნენ თავისთან ურთიერთობას და კურნავდნენ ადამიანთა სულებს.

კიდევ ერთი ფაქტია გაუგებარი ,შეუძლია თუ არა თქვენი აზრით ვნებადაუთრგუნავ მღვდელს სულიერი შვილის განწმენდა და ღმერთამდე გაყვანა,მაშინ,როცა თავად არა აქვს გავლილი ეს გზა? რაღაც არა მგონია და თუ წმინდა მამათა მოსწავლეები თავად ხდებოდნენ ღმერთისგან ძალის პატრონი,ეს იმიტომ,რომ მათ მოძღვრად ჰყავდათ იმ დროის ცოცხალი წმინდანები და არა ვნებადსაუთრგუნავი მასწავლებლები.

კიდევ ერთი მომენტი_არც ერთ თანამედროვე ცოცხალ წმინდანს არ უთქვამს თავის თავზე მე წმინდანი ვარო,ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილი( და ცილისწამება ეს უფრო მგონია,როცა რაც არ იცი და იმას ამბობ ვიდრე რაც საკუთარი თვალით გინახავს და განგიცდია იმას.არ გეგონოთ აქ რაღაცეებს ვუგონებდე ვინმეს,კიდევ ერთხელ ვამბობ,ძალიან კარგი ფაქტები მოვიყვანე,რაც სამწუხაროდ წამიშალეს.) მითუფრო ნუ მიაწერთ მათ მაგ დემაგოგიურ და ბოროტის მიერ შთაგონებულ სტატუსს.ეგ წმინდდანების მიჩქმალვისა და უარყოფის საუკუნოვანი გაცვეთილი სტრატეგიაა_ვინც არ გაწყობს ხიბლში მყოფად და ამპარტავნად მონათლო.

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი:როგორ ფიქრობთ,ქრისტე ღმერთის ამ ქვეყნად ხორციელად ყოფნის ჟამს რომ გეცხოვრათ,იცნობდით მას ღმერთად,თუ მწიგნობართა და ფარისეველთა მსგავსად ეშმაკის სამსახურს მიაწერდით მის სასწაულებს როგორც სულთან,ისე ხორცთან მიმართებაში.რაღაც დიდი ეჭვი მაქვს გეცნოთ იგი,ვინაიდან თქვენ როგორც ჩანს განღმრთობილ მამებს ვერ ცნობთ და თავად ღმერთს როგორღა იცნობდით.საერთოდაც ერთია ქადაგებდე და ასწავლიდე ღმერთზე წიგნებიდან მიღებული ცოდნით და მეორეა თავად იცნობდე მას და ამ ცოდნითა და მისგან დიდი ტანჯვის და შრომის ფასად მიღებული ძალით უშუალიო ზემოქმედების უნარი გქონდეს ადამიანთა სულებზე ისე ,რომ მათ არცკი გაესაუბრო.ქრისტე ღმერთს სამღვდელოება,მწიგნობრები წიგნებით დაუპირისპირდნენ და რახან გრძნობდნენ რომ ის არ იყო მათი სულის ,არამედ მათზე აღმატებული იყო, შურითა და ბოღმით აღვსილებმა ჯვარს აცვეს იგი.მაცხოვარმს კი თავის რჩეულებს დაუბარა:თომე მდევნეს,თქვენც გდევნიანო და ამითომ დღესაც არაა გასაკვირი ღმერთის მიერ დადგენილ ჭეშმარით
წმინდა მამათა არაღიარება და ზოგზოგიერთებისგან მიზანმიმართული დევნა.
ცოცხალი წმინდანები ღმერთს ჰყავდა,ჰყავს და ეყოლება ყველა დროში_ეს ერთ-ერთი ბოლო ჟამის წმინდანის სიტყვებია და არა ჩემ მიერ შეთხზული ფანტაზიის ნაყოფი.და თუ მიგაჩნიათ,რომ თანამედროვე ცოცხალი წმინდანები მხოლოდ რუსეთში,ამერიკში,ათონის მთაზე შეიძლება იყვნენ და არა დედა ღვთისმშობლის წილხვედრ სწაქართველოში,ძალიან შემცდარხართ.
მამა გიორგი,ბერი ნიკოლოზი და დღეს მოღვაწე წმინდანები არც არაფერს ურევენ და არც ხიბლსა და ამპართავნებაში არიან როგორც ამას თქვენ ამბობთ.მათგან იფრქვევა უდიდესი სიყვარული,სიწმინდე და ნუგრეში,რომელიც შენ ღმერთისთვის თავგავწირვის,მისი სიყვარულისა და ამქვეყნად სულიწმინდის მადლის მოხვეჭის უდიდეს სურვილს გიღვიძებს.ეს უკვე შენ სულს უნდა.შენი გულიდანაა წამოსული და არა მხოლოდ გონების მიერ მიღებული და აღქმული აუცილებლობა.



ციტატა
მამაო დავით, სრულიად გეთანხმებით. ვისაც საღად აზროვნება შეუძლია ყველა მიხვდება რა დიდ საფრთხეს შეიცავს ასეთი აზროვნება. " ცოცხალი წმიდანების" ძებნამ ამ ხალხს ეტყობა საღი აზროვნების უნარი წაართვა. მხოლოდ უკეთური და მემრუშე მოდგმა ეძებს სასწაულებს, ალბათ ასეთ სასწაულებს ელიან
”ცოცხალი წმინდანების” მხრიდან.
გამგონი გაიგებს, მიხვდება და გამოფხიზლდება.


ბოროტი და მემრუშე მოდგმა მართლაც ეძებს ფოკუსებს,მაგრამ არა სულის განწმენდისა დაღმერთთან მოიახლოების სასწაულს.ამიტომ ვფიქრობ ამ ბოროტ მოდგმასა და ჩემს შორის ეს ძირეული განსხვავებაა.
User is offlinePM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 22 2011, 18:47
პოსტი #69


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(კოლხი @ Jun 22 2011, 17:50) *

მე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავართ და არა საეჭვო რელიგიური განშტოების წარმომადგენელი და როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს მაქვს დიდი პროტესტის გრძნობა უსამართლობასა და იმაზე რაც დღეს წესით წმინდა ადგილზე ხდება და რაც არ უნდა ხდებოდეს,კიდევ ერთხელ ვიმეორებ,მე მოვიყვანე ფაქტები,რაც მაძლევს უფლებას ასე ვილაპარაკო.არავის ტყუილუბრალო ლანძღვა და განკითხვა არააა ჩემი მიზანი. განკითხვა რომ არაა ქრისტიანის საქმე ძალიან კარად ვიცი,მაგრამ რატომ არ გინდათ გაიგოთ,რომ ეს არაა განკითხვა,ესაა კეთილის და ბოროტის გარჩევა,რისკენაც მოგვიწოდებს მაცხოვარი.განკითხვა ისაა,როცა მრუშს,ქურდს,ავაზაკს,ვნებებით შეპყრობილ ადამიანს განიკითხავ,რადგანაც მიდრეკილება ყველა ამ ცოდვის მიმართ ყველა ადამიანს აქვს,არც ესაა ჩემთვის უცხო,მაგრამ,როცა საქმე ეკლესიის სიწმინდეს,ერის სწორ გზაზე დგომას ეხება და ამ დროს ხმას აიმაღლებ უსამართლობის წინააღმდეგ,ეს მხილებაა და არა განკითხვა.
ახლა მეტყვით,ვინ მოგცა ამის უფლებაო,ამის უფლება ყველა მორწმუნეს,ყველა ჩვენგანს აქვს,ვინაიდან როცა იცი და რა ამბობ თანამზრახველი ხდები.მაშინ გავჩუმდეთ ყველამ თავი მოვდრიკოდ უხმოდ,არ ვიაზროვნოთ,ბოროტებას უხმოდ გამოვუცხადოთ მორჩილება და ხომ წაგვლეკეს და ეგაა.

დამშვიდდით ბატონო კოლხო, დამერწმუნეთ ჩვენს ეკლესიებში უამრავი უანგარო, მართლაც სუფთა და ღვთისსათნო სასულიერო პირი მოღვაწეობს, და თქვენ ნამდვილად არა გაქვთ იმის საფუძველი , რომ ყველას ერთიანად ლაფი ესროლოთ. დამეთანხმებით ალბათ, უცდომელი არავინ არის ამ ქვეყანაზე, მაგრამ ადამიანს დაცემასთან ერთად წამოდგომაც უნდა შეეძლოს. მაგრამ ამას ვერავინ გააკეთებს ჩვენს გარდა და თუ თვითონ ჩვენი ნება არ იქნება 10 ათასი წმინდანიც კი ვერ დაგვეხმარება.
ყველა ჩვენგანი თავისუფალია სულიერი მოძღვრის შერჩევის თვალსაზრისით, და რატომ გგონიათ რომ სხვა მოძღვრებს არ შუძლიათ ჩვენი სულის მკურნალობა და ღმერთამდე ჩვენი მიყვანა. თქვენი ნებაა ვის აირჩევთ თქვენი სულის წინამძღვრად, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ უამრავ სხვა ადამიანს დაუმსახურებელი იარლიყი მიაკრათ. თუ თქვენ მართლაც გული შეგტკივათ, სახალხო ტრიბუნაზე კი არ უნდა განიკითხოთ მავანი და სხვაც დააბრკოლოთ, არამედ დაფარულად ამხილოთ, იქ სადაც შესაძლებელია ასეთი უმსგავსობის ალაგმვა. მაგრამ ვშიშობ, თქვენი განზრახვა მიმართულია ხალხის თვალში სასულიერო დასის ავტორიტეტის შესაბღალად და არ ემსახურება მოყვასის სიყვარულს.
ჩვენ თვითონ ყველაზე ცოდვილებმა, ვინ უნდა განვსაჯოთ და რატომ გვაგდებთ შეგნებულად განკითხვის უმძიმეს ცოდვაში. მაინც რაში ხართ დარწმუნებული, თქვენ თვალწინ ხდება ასეთი ფაქტები და პირადად დაინახეთ?
სჯობს ყველაამ ჩვენ–ჩვენ თავს მივხედოთ. კი ბატონო თუ თქვენ მამა გიორგი მიგაჩნიათ თქვენი სულის მკურნალად, არავინ გიშლით მასთან ურთიერთობას, მაგრამ თავი დაანებეთ სხვა მოძღვრების დაკნინებას. გარწმუნებთ მე პირადად ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი მოძღვარი და ვიცი სხვაზე არანაკლებ სუფთა და წმიდა ცხოვრებით ცხოვრობს.
ნუ გაიხდით კერპებად ადამიანებს, მოძღვრები მხოლოდ იმისთვის გვჭირდება ღმერთამდე მიმავალი სწორი გზა დაგვანახოს. ნუ დაამცირებთ სხვა ადამიანებს დაუმსახურებლად, ნუ შეურაცხყოფთ, დამერწმუნეთ ეს არაა ღვთისსათნო საქციელი და საინტერესოა ასეთ რამეს როგორ ღებულობენ თქვენგან თქვენი სულიერი მოძღვრები?
და კიდევ არ დაივიწყოთ ეკლესია ყოველთვის წმიდაა და ის ქრისტეს სხეულია, და მას ვერავის და ვერასოდეს ვერ შებღალავს. მოეშვით "ცოცხალი წმინდანების" ძებნის ფილოსოფიას და იცხოვრეთ ისე, რომ ცხონდეთ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jun 22 2011, 20:09
პოსტი #70


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ucnobi დღეს, 15:40 IP: 80.241.242.113


კოლხი დღეს, 17:32 IP: 80.241.242.113


აი აქედან ჩანს თქვენი გულწრფელობა.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 22 2011, 20:28
პოსტი #71





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(მამა დავითი @ Jun 22 2011, 20:09) *

ucnobi დღეს, 15:40 IP: 80.241.242.113
კოლხი დღეს, 17:32 IP: 80.241.242.113
აი აქედან ჩანს თქვენი გულწრფელობა.

უკაცრავად მაგრამ ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავს...თუ ამიხსნით ძალიან კარგი იქნება
User is offlinePM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jun 22 2011, 20:43
პოსტი #72


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



მემგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოსსს... როდესაც მე მომინდება უცებ მეორედ სხვა სახელით დავრეგისტრირდე მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ აზრს დავეთანხმო და საკუთარი თავი შევაქო აუცილებლად უცნობს ავირჩევ სახელად ... უცნობო დამეთანხმები? თუ კოლხი დაგიძახო..


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 22 2011, 21:06
პოსტი #73





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(ANA @ Jun 22 2011, 20:43) *

მემგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოსსს... როდესაც მე მომინდება უცებ მეორედ სხვა სახელით დავრეგისტრირდე მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ აზრს დავეთანხმო და საკუთარი თავი შევაქო აუცილებლად უცნობს ავირჩევ სახელად ... უცნობო დამეთანხმები? თუ კოლხი დაგიძახო..

ძალიან სასაცილოა,იმიტომ რომ არამგონია კოლხს ვინმეს დასახმარებელი რამე ჭირდეს,კოლხი ნამდვილად არ უნდა დამიდზახოთ რადგან მე კოლხი არ ვარ...თუ მივხვდი როგორ გავაქარწყლო თქვენი ეჭვი აუცილებლად გავაკეთებ ამას

ან კიდევ მე2 სახელით როგორ უნდა დარეგისტრირდე..რა ერთდროულად რამდენიმე სახელითაა შესაძლებელი წერა?

ის ციფრები რაა მაინც ვერ გავიგე

ისე თქვენი ლოგიკა გასაოცარია....."საკუთარი თავი შევაქო აუცილებლად უცნობს ავირჩევ სახელად"....უცნობი რომ არ დამერქვა ერთი მაინტერესებს რას მიაწერდით ამ კოლხს..აგარ იცით რა ქნათ.
User is offlinePM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 23 2011, 16:07
პოსტი #74


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ციტატა
ის ციფრები რაა მაინც ვერ გავიგე


ის ციფრები იმას ნიშნავს, რომ ფორუმელები "კოლხი" და "უცნობი" ერთი და იგივე კომპიუტერით სარგებლობენ, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ეს 2 სხვადასხვა ადამიანია ძალიან ცოტაა და თუ არის კიდეც ახლო მეგობრები მაინც არიან, ერთი კომპიუტერით სარგებლობენ.
ციტატა
ან კიდევ მე2 სახელით როგორ უნდა დარეგისტრირდე..რა ერთდროულად რამდენიმე სახელითაა შესაძლებელი წერა?

როგორც ხედავთ ერთსა და იმავე დროს არაა დაწერილი ის 2 პოსტი არამედ რამდენიმე საათის შუალედში, რაც ერთ ადამიანს თავისუფლად შეეძლო გაეკეთებინა.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 23 2011, 18:34
პოსტი #75





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(la-ma-ra @ Jun 23 2011, 16:07) *

ის ციფრები იმას ნიშნავს, რომ ფორუმელები "კოლხი" და "უცნობი" ერთი და იგივე კომპიუტერით სარგებლობენ, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ეს 2 სხვადასხვა ადამიანია ძალიან ცოტაა და თუ არის კიდეც ახლო მეგობრები მაინც არიან, ერთი კომპიუტერით სარგებლობენ.

როგორც ხედავთ ერთსა და იმავე დროს არაა დაწერილი ის 2 პოსტი არამედ რამდენიმე საათის შუალედში, რაც ერთ ადამიანს თავისუფლად შეეძლო გაეკეთებინა.

საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს იმას რასაც თქვენ ამტკიცებთ..სიმართლე დაგეტაკათ გულზე და აღარ იცით თავი რით იმართლოთ,ან რა გამოიგონოთ ყურადღების გადასატანად.ჩვენ აქ იმის გასარკვევად არ ვართ კოლხი და უცნობი ერთიდაიგივეა თუ სხვადასხვა...მე ერთხელ ვთქვი რომ ერთიდაიგივე არაა და აღარ ვაპირებ ამის მტკიცებას...
User is offlinePM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 24 2011, 12:21
პოსტი #76


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



უკაცრავად smile.gif ერთი კითვა მაქ, აქ ლაპარაკია ცოცხალ წმინდანებზე? თუ მე ვერ გავიგე რამე..


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 24 2011, 13:20
პოსტი #77





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(beso @ Jun 24 2011, 12:21) *

უკაცრავად smile.gif ერთი კითვა მაქ, აქ ლაპარაკია ცოცხალ წმინდანებზე? თუ მე ვერ გავიგე რამე..

სწორად გაიგეთ...
User is offlinePM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 24 2011, 14:47
პოსტი #78


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



და ვინმეს სადმე გაგიგიათ ადამიანი სიცოცხლეშივე რომ შეერაცხათ წმინდანათ.. სულ რომ წმინდა და უბიწო იყოს არ უნდა აქო, თორემ დიდი შანსია ხიბლში ჩააგდო.. წმინდაა და ღმერთმა გაუმარჯოს. რა სალაპარაკოა..
გავიხსენოთ სახარებიდან. პეტრე მოციქული უფლის ერთგული მოსწავლე და მეგობარი იყო. მისი დაცვა მახვილითაც კი სცადა. მაგრამ ქათმის ხმობამდე სამ გზის უარყო მაცხოვარი.
სანამ ხორციელია ადამიანი ცოდვით დაცემის საშვალება ყოველთვის აქვს. და როცა ვინმე აქებს და ადიდებს, ეს საშვალება უფრო იზრდება.
მოვერიდოთ ქებას. ცუდი სამსახურია.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 24 2011, 15:42
პოსტი #79


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
მოვერიდოთ ქებას. ცუდი სამსახურია.

სწორია. როგორც მახსოვს ამას შეგვაგონებს წმ. იოანე ოქროპირი. საკუთარ თავზე გექნება გამოცდილი, რომ გაქებენ რგორი ძნელია შენ თავი ოდნავაც არ ჩათვალო ამის ღირსად.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

4 გვერდი V « < 2 3 4
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 19.09.2019 - 08:26