IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან, როგორ გვესმის გაზიარება
ANA
პოსტი May 12 2010, 21:52
პოსტი #41


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ხო აბა რა აცდუნებს ლამარ ადამიანს მარხვას რომ არღვევს, ?


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 17 2010, 16:52
პოსტი #42


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მოთხოვნილება იქნებ კი აღუძრა ეშმაკმა, დაკმაყოფილების ხერხი კი თავად ადამიანმა გამოიგონა

ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ჯერ კიდევ მორჩილი იყო და სატრაპეზოში მსახურობდა. ერთხელ კარაქის ჭამის რაღაც უცნაური და ძლიერი სურვილი იგრძნო. რაკი მოძღვრისათვის ნებართვის თხოვნა ერიდებოდა, კურთხევის გარეშე იღებდა ხოლმე კარაქის ნაჭერს და ჭამდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სულიერი მამისათვის ეთქვა. მოძღვარი არ გაჯავრებულა, პირიქით, ნება დართო, რამდენიც სურდა, იმდენი კარაქი ეჭამა. გახარებული გაბრიელი სატრაპეზოსკენ გაიქცა. „აი, ახლა კი მოვიჯერებ გულსო“, - ფიქრობდა, მაგრამ რომელი ჭურჭლიდანაც არ გასინჯა კარაქი, ყველა ეუგემურა. მორჩილი მოძღვართან გაბრუნდა და სთხოვა, ამის მიზეზი აეხსნა. „ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო, - უთხრა სულიერმა მამამ. მცირედის პარვით შეიძლებოდა ბოლოს რაიმე უბედურება მოგწეოდა. რაკი კურთხევა აიღე, ეშმაკი განგეშორა და მასთან ერთად მოგშორდა კარაქის ჭამის ვნებაც. ამიერიდან მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუღარაფერს გააკეთებო“.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 17 2010, 20:51
პოსტი #43


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ May 17 2010, 17:52) *

მოთხოვნილება იქნებ კი აღუძრა ეშმაკმა, დაკმაყოფილების ხერხი კი თავად ადამიანმა გამოიგონა

ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ჯერ კიდევ მორჩილი იყო და სატრაპეზოში მსახურობდა. ერთხელ კარაქის ჭამის რაღაც უცნაური და ძლიერი სურვილი იგრძნო. რაკი მოძღვრისათვის ნებართვის თხოვნა ერიდებოდა, კურთხევის გარეშე იღებდა ხოლმე კარაქის ნაჭერს და ჭამდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სულიერი მამისათვის ეთქვა. მოძღვარი არ გაჯავრებულა, პირიქით, ნება დართო, რამდენიც სურდა, იმდენი კარაქი ეჭამა. გახარებული გაბრიელი სატრაპეზოსკენ გაიქცა. „აი, ახლა კი მოვიჯერებ გულსო“, - ფიქრობდა, მაგრამ რომელი ჭურჭლიდანაც არ გასინჯა კარაქი, ყველა ეუგემურა. მორჩილი მოძღვართან გაბრუნდა და სთხოვა, ამის მიზეზი აეხსნა. „ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო, - უთხრა სულიერმა მამამ. მცირედის პარვით შეიძლებოდა ბოლოს რაიმე უბედურება მოგწეოდა. რაკი კურთხევა აიღე, ეშმაკი განგეშორა და მასთან ერთად მოგშორდა კარაქის ჭამის ვნებაც. ამიერიდან მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუღარაფერს გააკეთებო“.

ლა-მა- რა ძალიან მომწონს შენი თემა. პატერიკებიდან ნელ-ნელა ბევრ რამეს ისწავლი ადამიანი.
გეთანხმები ნებისმიერი ცდუნება ეშმაკისგანაა, მაგრამ აბა რას გახდება , თუ თვითონ არ გავუღეთ კარი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 19 2010, 22:54
პოსტი #44


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ანტონი დიდი ერთხელ მოწყენილობამ და ცუდმა ფიქრებმა მოიცვა, მაგრამ მალე შეშინებულმა შეჰღაღადა ღმერთს: „ღმერთო! მინდა, რომ გადავრჩე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა მიტაცებს. მაჩვენე გზა, რითაც დავძლევ ამ საშინელ ფიქრებს. მასწავლე, როგორ გადავრჩე“. რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ანტონი გამოვიდა თავისი კელიიდან და დაინახა უცნობი, რომელიც ჯერ ხელსაქმეს უჯდა, შემდეგ ადგა და ილოცა. ასევ დაჯდა და ქსოვდა, მერე ისევ დადგა ლოცვაზე... ეს იყო ანგელოზი, რომელიც მონაზონის სახით გამოეცხადა ანტონს, რათა გამოესწორებინა და გაეფრთხილებინა იგი. ამ დროს, როდესაც წმინდა მეუდაბნოე უყურებდა მას, უხორცო მფარველმა უთხრა: შენც ასე მოიქეცი და გადარჩები. ეს რომ გაიგო, წმინდა ანტონი სიხარულით და იმედით აივსო და ამის შემდეგ აღარასოდეს დაურღვევია ანგელოზური წესი.



--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 20 2010, 10:18
პოსტი #45


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ May 19 2010, 23:54) *

ანტონი დიდი ერთხელ მოწყენილობამ და ცუდმა ფიქრებმა მოიცვა, მაგრამ მალე შეშინებულმა შეჰღაღადა ღმერთს: „ღმერთო! მინდა, რომ გადავრჩე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა მიტაცებს. მაჩვენე გზა, რითაც დავძლევ ამ საშინელ ფიქრებს. მასწავლე, როგორ გადავრჩე“. რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ანტონი გამოვიდა თავისი კელიიდან და დაინახა უცნობი, რომელიც ჯერ ხელსაქმეს უჯდა, შემდეგ ადგა და ილოცა. ასევ დაჯდა და ქსოვდა, მერე ისევ დადგა ლოცვაზე... ეს იყო ანგელოზი, რომელიც მონაზონის სახით გამოეცხადა ანტონს, რათა გამოესწორებინა და გაეფრთხილებინა იგი. ამ დროს, როდესაც წმინდა მეუდაბნოე უყურებდა მას, უხორცო მფარველმა უთხრა: შენც ასე მოიქეცი და გადარჩები. ეს რომ გაიგო, წმინდა ანტონი სიხარულით და იმედით აივსო და ამის შემდეგ აღარასოდეს დაურღვევია ანგელოზური წესი.



შრომა და ლოცვა..... ლოცვა და შრომა....
ალბათ , ეს ის ღვაწლია, რომელიც ადამიანს აცხოვნებს smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 21 2010, 14:01
პოსტი #46


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ერთი ღმერთშემოსილი და დაფარულთ-მცოდნეობის მადლს მიწევნილი ღირსი მამა ძმებთან ერთად ტაბლას უჯდა და ტრაპეზობდა, თან მდუმარედ ლოცულობდა. უეცრად ღვთის ხედვით ამაღლდა და იხილა, რომ ზოგი ძმათაგანი თაფლს იღებდა ტაბლიდან, ზოგი - პურს, ზოგი კი - უშვერს რასმე. განცვიფრდა ბერი. თავს ეკითხებოდა, ნეტავ რას ნიშნავს ეს ხილვა, წინ ხომ ყველას ერთიდაიგივე უწყვიაო. უეცრად თვალწინ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და აუწყა: „ღირსო მამაო, აი, რას ნიშნავს შენი ხილვა: ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით იხმევს პურს და გონებით ილოცავს, მათი ლოცვა, ვითარცა საკმეველი აღვალს უფლის წინაშე; ეს ის ძმები არიან, თაფლს რომ ჭამენ. პურის მჭამელნი ისინი არიან, ვინც მადლობას სწირავს ღმერთს იმ წყალობისთვის, საზრდელის სახით რომ მიენიჭათ, ხოლო ვინც დრტვინავს საზრდელის გამო, თვალბოროტია და ნაყროვანი, უშვერს რასმე ჭამსო“.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia oyreshidze
პოსტი May 24 2010, 13:41
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 24.05.2010
წევრი № 590



ყველაფერი გვტის ნებაა.ყფლის ნების გარესჰე არაფერი ხდება.პირადად გამომიცდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 24 2010, 13:57
პოსტი #48


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



natia oyreshidze
ციტატა
ყველაფერი გვტის ნებაა.ყფლის ნების გარესჰე არაფერი ხდება


მე მაგაში არ გეთანხმებით და აი რატომ: ცნობილია, რომ ღმერთს უნდა, ყველა ადამიანის ცხონება, მაგრამ ყველა არ ირჩევს ცხონებისკენ მიმავალ გზას. ღმერთი ადამიანის არჩევანში არ ერევა და მისი სურვილის წინააღმდეგ არ აცხონებს ადამიანს.
ციტატა
პირადად გამომიცდია.

ხომ არ გაგვიზიარებდით თქვენს გამოცდილებას?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 30 2010, 15:20
პოსტი #49


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ერთი მონაზონი, მეორისგან შეურაცხყოფილი, მივიდა აბბა სისოი თებაიდელთან და გაუმხილა, რომ სურვილი ჰქონდა შური ეძია მასზე, ვინც აწყენინა. აბბა სისოი შეეცადა უარი ეთქმევინებინა მისთვის ამ ბოროტ განზრახვაზე, მაგრამ ვერას გახდა და უთხრა მონაზონს:

- მოდი, ძმაო, უფლის მიმართ ერთად ვილოცოთ, - დადგა და ასეთი სიტყვებით დაიწყო ლოცვა: უფალო! ახლა უკვე შენს იმედზე აღარ ვართ, რადგან ჩვენ თვითონ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და შურსაც ვიძიებთ ჩვენს შეურაცხმყოფელზე.

მოისმინა დამცირებულმა მონაზონმა ეს სიტყვები და თვალცრემლიანი დაემხო ღირსი სისოის ფერხთით.

- მე ვაპატიებ ჩემს ძმას ყველაფერს, რაც კი ჩემს მიმართ ჩაუდენია.

მაშინ ბერმა უპასუხა:

- გჯეროდეს, ძმაო, რომ ვინც უსიტყვოდ დაითმენს ყოველგვარ დამცირებას, ოქროს გვირგვინსაც ადვილად მიიღებს ჩვენი უფლისაგან, ხოლო მრისხანე ადამიანი ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სიკეთეს და თავს ეშმაკის მონად აქცევს.



--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 4 2010, 12:33
პოსტი #50


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით...

„მკაცრი რეჟიმის ბანაკში“, სადაც უსამართლოდ დაპატიმრებული მამა არსენი იხდიდა კომუნისტების მიერ დაკისრებულ სასჯელს, ერთი ახალგაზრდა მოიყვანეს, სახელად ალექსი, რომელსაც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა მაშინვე მოუძებნეს მიზეზი და ჩხუბში გამოიწვიეს. მამა არსენი, რომელიც ყველას წინაშე თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი იყო, ალექსის გამოესარჩლა და ჩხუბში ჩაერია. დამნაშავეს დანა ხელიდან გააგდებინა და ახალგაზრდა სიკვდილს გადაარჩინა. ალექსი და მამა არსენი მაშინვე დაასმინეს ბანაკის ზედამხედველთან, რომელმაც ისინი №1 საკანში ჩაყარა - „ორი დღით საჭმლისა და სასმელის გარეშე“.

საკანი №1 წარმოადგენდა რამდენიმე პატარა კამერას ერთი ვიწრო საწოლით, უფრო სწორედ, ორმოცსანტიმეტრიანი დაფით, იატაკი, კედლები, საწოლი - ყველაფერი რკინის ფირფიტებით იყო დაფარული. ქუჩაში ყინვა 30 გრადუსს აღწევდა. ტუსაღები მიხვდნენ, რომ განაჩენი სიკვდილის ტოლფასი იყო.

მამა არსენმა ალექსის მიმართა: „აი, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ერთად ვიცხოვროთ. ცივა, ცივა, ალექსი, ირგვლივ გაყინული რკინაა“. „გავიყინებით, მამაო, - ამოიკვნესა ალექსიმ, - ჩემს გამო ორივე გავიყინებით, მოვკვდებით. უნდა ვიმოძრაოთ, ვიხტუნოთ და თანაც ორი დღე-ღამე. ძალა არ მაქვს. ფეხები გამიშეშდა. ისეთი სივიწროვეა, მოძრაობაც შეუძლებელია. მოვკვდებით, მამა არსენ, მოვკვდებით. ესენი ხომ ადამიანები არ არიან! ხომ მართალია? ადამიანებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. უკეთესი იყო, დავეხვრიტეთ!“ მოძღვარი დუმდა. „რას გაჩუმდით, მამაო?“ - თითქმის ყვიროდა ალექსი. ამ დროს პასუხიც მოესმა: „ვლოცულობ, ალექსი! ჩვენ აქ მარტონი ვართ, ორი დღე და ღამე არავინ მოვა. ვილოცოთ. პირველად დაუშვა უფალმა რომ ბანაკში ხმამაღლა ვილოცო. ვილოცოთ და ყველაფერი ღმერთს მივანდოთ“. ალექსიმ დაინახა, რომ მღვდელი პირჯვარს იწერდა და რაღაცას წარმოთქვამდა. ალექსი იყინებოდა. მისთვის ყველაფერი სულერთი გახდა. და უეცრად გარკვევით გაიგონა მამა არსენის მიერ წარმოთქმული სიტყვები. მიხვდა - ეს ლოცვა იყო. ეკლესიაში ალექსი ერთხელ იყო ნამყოფი, ისიც ცნობისმოყვარეობის გამო. ბებიამ ოდესღაც მონათლა კიდეც. ოჯახი ურწმუნო იყო, ანუ უფრო სწორედ, აბსოლუტურად გულგრილი რელიგიური საკითხებისადმი. ალექსი - კომკავშირელი, სტუდენტი. რა რწმენა უნდა ჰქონოდა? რამდენიმე წამის შემდეგ ალექსის ყურს მკაფიოდ მისწვდა სიტყვები: „უფალო, ღმერთო! შეგვიწყალე, ჩვენ, ცოდვილნი. ყოვლადმოწყალეო ღმერთო ჩვენო, უფალო იესო ქრისტე, ჩვენი სიყვარულის გამო გარდამოხედ ზეცით და ხორცი შეისხი, რათა გეცხოვნებინე ჩვენ. შენი უსაზღვრო მოწყალების გამო გვიხსენ და შეგვიწყალე და განგვაშორე საშინელი სიკვდილი, რამეთუ გვწამს შენი, რომელი ხარ ღმერთი ჩვენი და შემოქმედი ჩვენი“... იღვრებოდა ლოცვა და ყოველ სიტყვაში, რომელსაც მამა არსენი წარმოთქვამდა, ღვთის მოწყალებისადმი უსაზღვრო სიყვარული, იმედი, სასოება და ურყევი რწმენა ჩანდა. ალექსიმ ყური დაუგდო ლოცვის სიტყვებს. თავიდან სიტყვების აზრი ბუნდოვნად აღწევდა მის გონებამდე, მაგრამ რაც მეტად იპყრობდა ყინვა, მით უფრო მკვეთრად იგებდა ლოცვის სიტყვების მნიშვნელობას. ლოცვა მის სულს სიმშვიდით იპყრობდა, გაყინული გულიდან შიშს აძევებდა და მის გვერდით მდგარ მოხუცთან - მამა არსენთან აკავშირებდა.

„უფალო ღმერთო ჩვენო, იესო ქრისტე! შენ წარმოთქვი შენი უწმიდესი ბაგეებით, როცა ორი და სამი ერთად ითხოვს რაიმეს, მიეცემათ მათ ჩემი ზეციერი მამის მიერ, ვინაიდან სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის“... ალექსიც იმეორებდა ლოცვის სიტყვებს, სიცივემ მთლიანად დაიპყრო. უეცრად დადგა ისეთი წუთები, როცა საკანი, ყინვა, სხეულის გაშეშება, ტკივილი, შიში გაქრა. მამა არსენის ხმა მთელ საკანს ავსებდა. „ვინ შეიძლება იყოს აქ? ჩვენს შორის, ვინ?“ გარშემო ყველაფერი შეცვლილიყო. ირგვლივ ნათელი გამეფებულიყო და მამა არსენი ბრწყინვალე თეთრ სამოსში შემოსილი, ხელაღპყრობილი, ხმამაღლა ლოცულობდა. მისი სამოსელი სწორედ ისეთი იყო, რომელიც ალექსიმ ეკლესიაში მღვლდემსახურზე ნახა.

აღარ იყო საკანი, იყო ეკლესია. მაგრამ როგორ მოხვდნენ ისინი აქ, და კიდევ ვინ იყო იქ, მათ გვერდით? გაოცებულმა ალექსიმ დაინახა, რომ მოძღვარს კიდევ ორი ბრწყნვალე სამოსში შემოსილი ადამიანი ეხმარებოდა.

ალექსი მამა არსენის გვერდით დადგა და ლოცვა დაიწყო. მამა არსენი თითქოს შეერწყა ლოცვას, მაგრამ ბიჭი მიხვდა, რომ მას ალექსიც არ ავიწყდებოდა, სულ მის გვერდით იყო და ლოცვაში ეხმარებოდა. ალექსის დაეუფლა შეგრძნება, რომ ღმერთი არსებობს, რომ ის ახლა მათ გვერდითაა, გრძნობდა, ხედავდა თავისი სულით ღმერთს, ეს ორნი კი მისი მსახურები იყვნენ, რომლებიც მამა არსენის დასახმარებლად გამოგზავნა.

მამა არსენმა ბოლოს უთხრა: „მოდი, ალექსი! დაწექი, შენ უკვე დაიღალე, მე ვილოცებ - შენ კი გაიგონებ“. ალექსი რკინის იატაკზე დაწვა, თვალები დახუჭა და ლოცვა განაგრძო. უეცრად საიდანღაც მივიდა დედა. მას უნდოდა ეთქვა: „დედა, შენ გესმის, როგორ ლოცულობს მამა არსენი? მე გავიგე, რომ ღმერთი არსებობს. მე მწამს მისი“. დედამ უპასუხა: „შვილო, როცა შენ დაგაპატიმრეს, მეც ვპოვე უფალი და სწორედ ამან მომცა ძალა სიცოცხლისა“. მამა არსენის ფეხებთან მწოლიარე ალექსი თავდავიწყებით უსმენდა ლოცვის მშვენიერ სიტყვებს. ახლა მამა არსენი უკვე აღარაფერს სთხოვდა უფალს, არამედ ადიდებდა მას და მადლობდა. რამდენი ხანი გაგრძელდა მამა არსენის ლოცვა არავინ იცის.

კარის ურდული გაჭრიალდა, გაისმა ხმები. ალექსიმ თვალი გაახილა. დამაბრმავებელი ნათელი თანდათანობით ქრებოდა და ბოლოს საკანი ისევ ბნელი, ცივი და მოღუშული გახდა. შემოვიდა ბანაკის ხელმძღვანელობა და ექიმი. საკანში იდგნენ მოხუცი და ახალგაზრდა. ორივეს მშვიდი სახის გამომეტყველება ჰქონდა, ტანსაცმელი სქელი თრთვილით იყო დაფარული. „ცოცხლები ხართ?“ - იკითხა გაოცებით ბანაკის უფროსმა, - როგორ გაძელით ორი დღე-ღამე?“ „ცოცხლები ვართ“, - უპასუხა მამა არსენმა. ისინი გაჩხრიკეს. გაოცებულმა ექიმმა დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა: „გასაოცარია! როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ! მართლაც, თბილები არიან!“ და ჰკითხა: „რითი თბებოდით?“ მამა არსენმა უპასუხა: „ღვთის რწმენითა და ლოცვით“.

თარგმნა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19, 2005 წ


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 4 2010, 12:33
პოსტი #51


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



რაღაც მიგავიწყდათ ეს თემა. შემოიხედეთ რაააააააააა


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 4 2010, 12:50
პოსტი #52


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Jun 4 2010, 13:33) *

რაღაც მიგავიწყდათ ეს თემა. შემოიხედეთ რაააააააააა


არა, არ დაგვივიწყებია, მაგრამ შენ აღარ გვანებივრებ პატერიკებით. smile.gif
რა დავაკომენტარო, ისედაც ყველაფერი გასაგებია , თუ რა დიდი ძალა აქვს გულწრფელად აღვლენილ ლოცვას. ”ითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ”
და რა დიდი ძალა აქვს დედის მიერ აღვლენილ ლოცვას.
და რა დიდი ძალა აქვს, რომ უფალი შემოუშვა შენს გულში და შენი თავი მას მიანდო.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 4 2010, 14:43
პოსტი #53


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



კომენტარები გააკეთეთ ხოლმე რა დასკვნები გამოიტანეთ, თორემ ვფიქრობ, რომ აღარ გაინტერესებთ.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Jun 4 2010, 14:53
პოსტი #54


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



კიდევ დადევი გთხოვ?


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 6 2010, 19:24
პოსტი #55


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ამ პატერიკში, თუ მას ყურადღებით წაიკითხავთ, ნახავთ განკითხვასაც და მხილებასაც. ბევრს ერთმანეთში ერევა ეს ორი ცნება. განგებ დავდე ეს პატერიკი, რომ ვიმსჯელოთ და გავარკვიოთ სად არის მხილება და სად განკითხვა. აბა თქვენ იცით. იაქიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.



ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:

- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:

- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 6 2010, 21:42
პოსტი #56


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



la-ma-ra
და ქვევრში რომ ქალი იყო რა მოუვიდა?


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 6 2010, 23:28
პოსტი #57


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



biggrin.gif დათვრა.... laugh.gif

მომიტევეთ ცოტა ხუმრობისათვის.


la-ma-ra

მართლაც კარგი პატერიკია, ასეა ხანდახან ჩვენ რომ მხილება გვგონია, სინამდვილეში განკითხვაა. და კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ სიმშვიდესა და გაწონასწორებულებას. რისი კარგი მაგალითიც აბბა ამონმა აჩვენა.

.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 9 2010, 21:05
პოსტი #58


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესაში წასვლა გადაწყვიტა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა: „უფალო იესო ქრისტე! ღირს-მყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის სასარგებლოდ წმიდა წერილის შესახებ გამესაუბრება“.

როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, ჭიშკართან დედაკაცს შეხვდა. მისმა დანახვამ დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა: „უფალო, რად არ შეისმინე ჩემი ვედრება მონისა შენისა. როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?“

ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმიდა ეფრემმა ჰკითხა: „მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?“

მან უპასუხა: „მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ მე კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი“.

ეს რომ გაიგონა, ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 10 2010, 00:16
პოსტი #59


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მხილებასა და განკითხვას შორის დიდი განსხვავებაა. მხილებას საფუძვლად უდევს სიყვარული, განკითხვვას კი - სიძულვილი. მხილება როგორც წესი ხდება პირისპირ და არა საჯაროდ. თუ პირისპირ ამხილე და არ გისმინა, მაშინ რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, მოძღვრის თანდასწრებით... და არა საჯაროდ და თანაც ამ პიროვნების (თუნდაც ნამდვილად დამნაშავის) დაუსწრებლად.
ციტატა
ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

როგორც ხედავთ აბბა ამონმა ჯერ ამხილა ის ხალხი, ვინც განიკითხავდა და მათგან დაფარა იმ ძმის დანაშაული, რომ კიდევ არ გაეგძელებინათ განკითხვა (შეიძლება მათ შორის ვინმე ფიქრობდა კიდეც "ვამხელო" ძმას ),
ციტატა
მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

როგორც ხედავთ პირისპირ მოხდა ძმის მხილება და არა საჯაროდ. smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 10 2010, 00:35
პოსტი #60


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ღვთის დიდებისათვის შეუფერებელი ლოცვა

ერთი ბერი, რომელიც ღვთის წინაშე ლოცულობდა და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს, სოფელში თავის ნამუშევრის გასაყიდად მივიდა. ღვთივსათნო მოსაგრე უკვე თავის სენაკში აპირებდა დაბრუნებას, როცა ღატაკებითა და მომლოცველებით გარშემორტყმული უცნობი შემოხვდა და იგი თავისთან მიიპატიჟა.

ბერს საკადრისი პატივი მიაგეს და გაისტუმრეს. იგი გამოეთხოვა მასპინძელს და მისი მასპინძლობით აღფრთოვანებული ცდილობდა, მისი ვინაობა შეეტყო. მან გაიგო, რომ ეს ადამიანი ქვისმთლელი იყო, სახელად ევლოგი. იგი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როდესაც მოსაღამოვდებოდა და მთელი დღის საზღაურს მიიღებდა, სახლში მიჰყავდა ყველა ღატაკი, რომელიც გზაში შეხვდებოდა და მათ გამასპინძლებაში ხარჯავდა ყველაფერს, რასაც დღის განმავლობაში გამოიმუშავებდა. მაგიდიდან ჩამოცვენილ ნამცეცებსაც კი ძაღლებს უყრიდა. ამრიგად ცდილობდა ევლოგი ზეციური სასუფევლის დამკვიდრებას, კვებავდა რა ყველას, ადამიანიდან მწერებამდე.

გულკეთილი ბერი მისმა სათნოებებმა გააოცა; იგი დღედაღამ ევედრებოდა ღმერთს, რომ სხვების ბედნიერებისათვის ევლოგი გაემდიდრებინა. ლოცვასთან ერთად იგი ისე მარხულობდა, რომ ძლივსღა ედგა სული.

ბოლოს ღმერთმა შეისმინა მოსაგრის ლოცვა და მას ასეთი ხილვა მისცა: ბერს ჩაეძინა; უეცრად იგი ამაღლების ტაძარში აღმოჩნდა. მან დაინახა ერთი ღვთაებრივი ყრმა, რომელიც ქვაზე იჯდა. მის გვერდით ევლოგი იდგა. შემდეგ ყრმამ თქვა: „თუ შენ თავდებად დაუდგები, ვუბოძებთ ევლოგის სიმდიდრეს“. ბერი დაეთანხმა და მან დაინახა, რომ იქ მყოფთაგან ორმა ევლოგის უბეში ოქროს ჩაყრა დაუწყო. ამ დროს ბერს სიზმრიდან გამოეღვიძა და ჰმადლობდა ღმერთს, რომელმაც მისი ლოცვა შეისმინა.

ამასობაში ევლოგი თავისთვის ცხოვრობდა. ერთ დილას, როდესაც იგი სამუშაოზე გამოვიდა, ქვას სატეხი დაარტყა და იგრძნო, რომ იგი ცარიელი იყო. მეორედაც დაარტყა და სიცარიელე დაინახა. მესამედ დარტყმის შემდეგ ქვიდან ოქრო გადმოცვივდა. ევლოგი შეძრწუნდა, არ იცოდა, რა ექნა ამდენი ოქროსათვის, იმ დღეს მასთან ერთად არცერთ ღატაკს და, მათ შორის, არც თვითონ არაფერი უჭამია. მეორე დღეს მან ცხენი იყიდა და სახლში ისე გადმოზიდა ოქრო, თითქოს ქვას ეზიდებოდა. იმ საღამოს მან მარტომ ივახშმა.

დიდხანს აწვალებდა ევლოგის მშფოთვარე აზრები... ბოლოს გემი იქირავა და კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, სადაც დიდებულის ტიტული იყიდა; შეიძინა უზარმაზარი, ბრწყინვალე სახლი და დაიწყო უზრუნველად ცხოვრება, ყოველგვარი მომჭირნეობის გარეშე, ე. ი. ყოველდღიურად ეპატიჟებოდა თავისთან ცნობილ და მდიდარ ადამიანებს.

ბერმა, რომელმაც ღვთისაგან ევლოგისთვის ეს სიმდიდრე გამოითხოვა, ამის შესახებ არაფერი უწყოდა. ორი წლის შემდეგ მან ძილში კვლავ იხილა ბრწყინვალე ყრმა და გაიფიქრა: სად არის ევლოგი? სად დაიკარგა იგი? ვიღაც ავსახიანი ევლოგის ყრმის გამოსახულებიდან განდევნიდა... ბერს გამოეღვიძა, ამოიოხრა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „სული დავიღუპე!“ და იმ ადგილისაკენ გაეშურა, სადაც ადრე ევლოგი ცხოვრობდა. იგი დიდხანს ელოდა, როდის მოვიდოდა ღატაკთა გამომკვებავი და მათ თავის სახლში მიიწვედა, მაგრამ ამაოდ! ბოლოს მოთმინებადაკარგულმა ერთ მოხუც ქალს ჰკითხა: „არის აქ ვინმე, ვინც უცხოებს შეიფარებს?“ „არა, - უპასუხა მან ამოოხვრით, - აქ ცხოვრობდა ერთი ქვისმთლელი, რომელსაც ძალიან უყვარდა უცხოთა გამასპინძლება. იხილა რა მისი საქმეები, ღმერთმა მადლი გადმოავლინა მასზე და ახლა იგი დიდებულია კონსტანტინეპოლში...“ ამის გამგონე ბერმა თავისთვის ჩაილაპარაკა: „მე მკვლელობა ჩავიდინე!“ და დედაქალაქში წავიდა.

იქ მან შეიტყო, სად ცხოვრობდა ევლოგი, დაჯდა მისი სახლის კარებთან და მის გამოსვლას დაელოდა... ბოლოს გამოჩნდა ევლოგი ამაყი სახით, მედიდური სიარულით, უამრავი მონისა და ლაქიის თანხლებით. „შემიწყალე, - წამოიძახა ბერმა, - რაღაც მინდა გითხრა...“ მაგრამ ევლოგიმ ზედაც არ შეხედა მას, მონებმა კი ხელი ჰკრეს. საბრალო შუამდგომელმა გადაასწრო ევლოგის სხვა ქუჩაზე, კვლავ წინ დახვდა და დაუძახა, მაგრამ მას რამდენჯერმე უბიძგეს და იძულებული გახდა, გარიდებოდა. ასე იჯდა ბერი ოთხი კვირის განმავლობაში ევლოგის სახლის წინ წვიმასა და თოვლში, მაგრამ მასთან დალაპარაკება ვერ შეძლო.

ბოლოს ბერმა ევლოგის ცხონების იმედი გადაიწურა, მიწაზე დაემხო და უფალს შეევერდა, მისი შუამდგომლობა გაეუქმებინა. მაგრამ არაჩვეულებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ უგუნური ლოცვა და შუამდგომლობა შენდობის ღირსი არ არის. საბრალო ბერმა არ იცოდა, რა ექნა. იგი გემზე დაჯდა ალექსანდრიაში გასამგზავრებლად. სწორედ ამ დროს იგი ისეთ მცირედმორწმუნეობასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ მკვდარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს ჩაეძინა და მრავალი მტანჯველი სიზმრისეული ჩვენების შემდეგ მოესმა ხმა: „წადი შენს სენაკში! მე დავუბრუნებ ევლოგის ძველ მდგომარეობას; მაგრამ შენ, უძლურო ადამიანო, ნუ იტვირთებ ღვთის წინაშე მისი დიდებისათვის შეუფერებელ ლოცვას“.

სამი თვის შემდეგ ბერმა შეიტყო, რომ მეფე იუსტინე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ მამასთან წარმატებაში მყოფი დიდებულების დევნა დაიწყო; ორი მათგანი მოაკვდინა, ევლოგი კი გაიქცა. საბოლოოდ მეფემ უდიდესი ჯილდო აღუთქვა იმას, ვინც მის თავს მიუტანდა.

ბერი კვლავ გაემართა იმ ადგილისაკენ, სადაც ადრე ევლოგი ცხოვრობდა. მაგრამ როგორ გაიხარა მან, როდესაც მზის ჩასვლისას დაინახა იგი სამუშაოდან მომავალი და ღატაკებით გარშემორტყმული! ბერს სურდა, მის შესახვედრად გაქცეულიყო, მაგრამ ევლოგიმ დაასწრო, ხელზე ემთხვია და ვახშამზე მიიწვია.

ბერმა და ევლოგიმ ისაუბრეს და ქვისმთლელმა უამბო მას, როგორ დაბრუნდა თავის სამშობლოში. როგორ გამოიქცა ყველა მცხოვრები მის სანახავად და დიდებულის ტიტულის მისალოცად. მაგრამ ევლოგის ეშინოდა, რომ მისი ადგილსამყოფელი გამჟღავნდებოდა და თქვა, რომ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იყო. „მე ხელმეორედ ავიღე ჩემი იარაღები, - განაგრძო თხრობა ევლოგიმ, - და სწორედ იმ ქვისაკენ გავეშურე, სადაც ოქრო ვიპოვნე; ვფიქრობდი, რომ კვლავ მივაგნებდი სიმდიდრეს, მაგრამ რამდენიც არ ვაკაკუნე ქვაზე, ვერაფერი ვიპოვნე. ბოლოს თავი დავაღწიე ამ ცდუნებას და მადლობა ღმერთს, დიდებულის ხარისხი დავივიწყე“.

უფალს ევედრე იმისათვის, რომ შენი შეცოდებები მოგიტევოს, იმისათვის, რომ დაგიფაროს დანაშაულის ჩადენისაგან; მაგრამ ლოცვაში ნუ ითხოვ სიმდიდრეს, ძალაუფლებასა და მის მსგავსს. უფალმა უკეთ იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო და რა - საზიანო. იგი გვიბოძებს ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება. ევლოგი საუკეთესო მაგალითია იმისა, რაოდენ დამღუპველია ზოგჯერ ღატაკის გამდიდრება.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 19.09.2019 - 08:52