IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ციტატები; გამონათქვამები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ციტატები; გამონათქვამები გაზიარება
ლევანი
პოსტი Apr 13 2009, 18:59
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ციტატები და გამონათქვამები smile.gif


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beni
პოსტი Apr 14 2009, 20:45
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 13.04.2009
წევრი № 233



ციტატა(ლევანი @ Apr 13 2009, 19:59) *

აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ციტატები და გამონათქვამები smile.gif


მაინც როგორი ბიბლიური მუხლები თუ ისე ''ჭკვიანი'' ადამიანების გამონათქვამები? huh.gif


--------------------
რამეთუ ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება

რომ. 10:13
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamta555
პოსტი Apr 23 2009, 16:11
პოსტი #3


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 202
რეგისტრ.: 7.02.2009
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 177



ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)


ძალიან მიყვარს ეს სიტყვები, აბსოლიტური ჭეშმარიტებაა და იმიტო!


--------------------
უფალო....დიდება შენდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 23 2009, 16:34
პოსტი #4


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ მაგრამ, ამასთან ერთად, თუ საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო.



ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.



არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთვლობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას.
არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს.



ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.


ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება;
თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება;
ნუ ჩაიწერ მოყვასის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს.


რწმენა სიყვარულის საფუძველია. განუწყვყტლივ შეინარჩუნე იგი, შეინარჩუნე სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში რწმენას ატარებს, რათა იგი გაიზარდოს და სიხარულის მოტანა შეძლოს; რამეთუ რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე გაყინულია და უსიხარულო.
მაგრამ თუ შენში სიყვარული გაცივდება, სიხარულის ნაყოფს ვერ მოიტანს, გადაარჩინე რწმენა და ელოდე.
ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა; და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ; რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ.
თუ შიმშილობის წელი დადგება და ყანა მოსავალს არ მოიტანს, მოთმინების მქონე პატრონი მას ორმაგი გულმოდგინებით დაამუშავებს. მეზობლები ეუბნებიან, გაყიდეო იგი. ის კი დუმს და მუშაობს. თუ შემდეგ წელს ყანა მოსავალს კვლავ არ მოიტანს, იგი გულმოდგინებას ზრდის. მეზობლები კვლავ ურჩევენ მის გაყიდვას. ის დუმს და მუშაობს. და როდესაც მესამე წელს ყანას მოსავალი მოაქვს, ის სამმაგად ხარობს. მაშინ მეზობლები დუმილს ამჯობინებენ, ის კი ხარობს. ყანა რომ გაეყიდა, რა უნდა გახარებოდა?



ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს თანასწორობას როდი ნიშნავს; თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.
არის თუ არა ცოლქმრული სიყვარული თანასწორი?
არის თუ არა დედაშვილური სიყვარული თანასწორი?
განა მეგობრების სიყვარული თანასწორია?
ღვთისა და ადამიანის სიყვარულის თანასწორობის არარსებობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის გამაღვივებელი.
სანამ სიყვარული არსებობს, თანასწორობაზე არავინ ფიქრობს.
სანამ სამართლიანობა მეფობს, თანასწორობა არავის ახსოვს.
როდესაც სიყვარული ქრება, ადამიანები საუბრობენ სამართლიანობაზე და თანასწორობას გულისხმობენ.
როდესაც სიყვარულთან ერთად თანასწორობაც ქრება, იწყებენ თანასწორობაზე საუბარს და უზნეობას გულისხმობენ, ანუ განდევნილ ზნეობას ბიწიერებას უნაცვლებენ.
სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა ამოიზრდება, სამართლიანობის საფლავზე კი - თანასწორობა.


წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)








--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamta555
პოსტი Apr 24 2009, 16:57
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 202
რეგისტრ.: 7.02.2009
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 177



რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი


--------------------
უფალო....დიდება შენდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი May 5 2009, 09:37
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(tamta555 @ Apr 23 2009, 17:11) *

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)


ძალიან მიყვარს ეს სიტყვები, აბსოლიტური ჭეშმარიტებაა და იმიტო!


gaixare, gaixare, gaixare,, am siryvebis aq dafiqsirebistvis.''


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
...
პოსტი May 18 2009, 23:25
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 27.02.2009
წევრი № 195



”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 23 2009, 23:54
პოსტი #8


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



[წმ. ეფრემ ასური

სიყვარულისათვის

"ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 24 2009, 22:25
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



იოანეს სახარება. 10 თავი

1. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის. 6. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. 13. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamta555
პოსტი Jun 3 2009, 12:14
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 202
რეგისტრ.: 7.02.2009
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 177




გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.
წმ. ისააკ ასური


--------------------
უფალო....დიდება შენდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamta555
პოსტი Jun 30 2009, 17:10
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 202
რეგისტრ.: 7.02.2009
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 177



ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი



სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი


--------------------
უფალო....დიდება შენდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
D@RK
პოსტი Jul 1 2009, 22:39
პოსტი #12


დაურეგისტრირებელი









იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ! (მეფე)
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Jul 7 2009, 13:22
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



შენ დაიბადე არც შენთვის, არც ჩემთვის, არამედ სამშობლოსთვის...(ციცერონი)


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
...
პოსტი Aug 20 2009, 14:14
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 27.02.2009
წევრი № 195



ციტატა(D@RK @ Jul 1 2009, 23:39) *

იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ! (მეფე)

wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Aug 20 2009, 15:43
პოსტი #15


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.
წმ. იოანე ოქროპირი


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamta555
პოსტი Aug 27 2009, 11:38
პოსტი #16


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 202
რეგისტრ.: 7.02.2009
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 177



საკუთარის თავის სიყვარულიდან და თავდაჯერებულობიდან იბადება ჩვენში კიდევ რაღაც სხვა ბოროტება, რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს, სწორედ მოყვასის მკაცრი განსჯა და განკითხვა, რომელსაც ჩვენ არაფრად მივიჩნევთ, გვძულს და შესაძლებლობის შემთხვევაში დავცინით კიდეც. საკუთარი თავი დიდ რამედ მიგვაჩნია და დიდი წარმოდგენისა ვართ მასზე, აქედან გამომდინარე, სხვებს ზემოდან ვუყურებთ და განვიკითხავთ, არ გვიყვარს და გვეჩვენება, რომ ჩვენ შორს ვართ იმ ნაკლოვანებებისაგან, რომლებიც, ჩვენის აზრით, სხვებისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ შენ ამის უფლება არა გაქვს და მისი მითვისებით იმსახურებ სამსჯავროსა და განკითხვას არა სუსტი ადამიანების, არამედ ყოვლისშემძლე მსაჯულის, უფლის წინაშე.
ღირსი ნიკოდიმოს ათონელი


--------------------
უფალო....დიდება შენდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mariam_Dadiani
პოსტი Sep 29 2009, 21:54
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 26.08.2008
წევრი № 51



"შემოქმედება საკუთარი თავის გამომზეურებაა"
ჩემი ქარჩხაძე. IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Oct 28 2009, 22:14
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



მოექეცი ადამიანებს ისე როგორც შენ გინდა მოგეგცნენ.

.


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Nov 24 2009, 13:13
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



არსებობს ადამიანთა ოთხი ტიპი: ადამიანი, რომელმაც იცის და იცის რომ იცის; ეს არის ბრძენი,მიჰყევი მას. ადამიანი, რომელმაც იცის მაგრამ არ იცის რომ იცის; მიეხმარე მას რომ შეაფასოს თავისი ცოდნა. ადამიანი, რომელმაც არ იცის და იცის, რომ არ იცის; ასწავლე მას. ადამიანი, რომელმაც არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია რომ იცის; ეს ტუტუცია, განეშორე მისგან.
იბნ გაბიროლ სოლომონ ბენ იუდა. ”გაბნეული მარგალიტები”


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 3 2009, 14:17
პოსტი #20


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო და თქვა: მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ, რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, მარადიული სიცოცხლე მისცეს. მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს. - იოანეს სახარება 17:1-3.


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 13.12.2019 - 17:46