IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
სოციალური პრობლემები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> სოციალური პრობლემები გაზიარება
ANA
პოსტი Dec 1 2010, 13:02
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი უცვლელია_ ''ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე''

მე ვერ დავეთანხმები ამ აზრსს . დღე არ გავა, რომ ვიღაცამ კარზე არ მომიკაკუნოს და პურის ფული არ მთხოვოს, დღე არ გავა რომ ნაგავსაყრელთან გაჭირვებული ადამიანი არ ვნახო.


ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართულ ბაზარზე პროდუქტის ფასმაც საკმაოდ მოიმატა, განსაკუთრებით გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი.
სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ დაახლოებით ფასებმა 20 თეთრიდან ერთ ლარამდე მოიმატა.


ჩემი მეზობელი 65 წლის პენსიონერია. ოთს სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ მისი პენსიაა.
პურის ფული რომ არ ქონდა ფქვილს ყიდულობდა და პურს სახლში აცხობდა, მაგრამ ეხლა ფქვილიც გააძვირეს.
რა ქნას ამ ადამიანმა? მისი პენსია რას უნდა ეყოს? მისი შვილები სამსახურს დღემდე ეძებენ.
ყველაფერთან ერთად მგზავრობის ფასებიც იზრდება 40 თეთრიდან 80 თეთრამდე.

რას ფიქრობთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით?


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 1 2010, 15:35
პოსტი #2


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



პატრიარქის ქადაგებებიდან გეხსომებათ, სადაც უწმიდესი ბრძანებს: სიღარიბემ შეჩვევა იცისო და არ შეიძლება მას შევეჩვიოთო. შემთხვევით არაფერი ხდება. რატომ არის ქართველი ადამიანი დღეს ღარიბი? რატომ გვაქვს სამშობლოს დიდი ნაწილი დროებით მოწყვეტილი? ძალიან რთული და ღრმა საკითხებია. სარწმუნოებრივი თვალთახედვიდან ნათელია: რაც დავთესეთ იმას ვიმკით. ტრაგედია იმაშია, რომ დღესაც არ დაგვიწყია სწორი თესვა და რას მოვიმკით მომავალში? 20 წელია მანკიერი წრიდან ვერ გამოვედით. ეს ჩემი აზრით იმიტომ ხდება რომ კარგად გაცნობიერებული არ გვაქვს - უფლის გარდა ვერავინ გვიშველის. სახელმწიფო კი დახმარებას ამერიკისგან და ევროპის ქვეყნებისგან ელის. ქართველობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია. უწმიდესი ყოველთვის მოუწოდებს მათ, რომ ჩამოვიდნენ. სოფლები დაცარიელებულია ახალგაზრდობისგან. უწმიდესის იდეა გახსოვთ, ეკლესია გადასცემს მიწებს ვინც იმუშავებს და შექმნის პატარა სოფლებს და მეურნეობებსო. იმედია დაუჯერებენ პატრიარქს და ეს თავის შედეგსაც მოიტანს. ვინ უნდა იზრუნოს მხცოვან თაობაზე და ერის მომავალზე? ახალგაზრდობამ, მაგრამ უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.
მოკლედ გამოსავალი თითოეული ქართველის უფლისადმი ერთგულებაში და შრომისმოყვარეობაშია. ილია მართლის შემდეგ უწმიდესმა დაგვისახა დღევანდელი საქართველოს 3 ძირითადი ფასეულობა:

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Dec 1 2010, 15:42
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



აბსოლიტურად გეთანხმები მართალი ხარ მეც მოსმინე პატრიარქის ქადაგებას სიღარიბესთან დაკავშირებით კარგია რომ დაწერე და შეგვახსენე


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 1 2010, 23:29
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



მგონი ჩვენი ცხოვრება იმ ხალხის ცხოვრებას ემსაგევსება დათა თუთაშხიაში რომ არის არქიფო სეთურის მონები, გვირაბს გვათხრევინებენ და არ ვიცით სად გადის smile.gif


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 2 2010, 11:30
პოსტი #5


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
მგონი ჩვენი ცხოვრება იმ ხალხის ცხოვრებას ემსაგევსება დათა თუთაშხიაში რომ არის არქიფო სეთურის მონები, გვირაბს გვათხრევინებენ და არ ვიცით სად გადის smile.gif
უფალმა რისთვის მოგვმადლა კეთილგონიერება? ხომ ვარჩევთ კეთილსა და ბოროტს, ვიცით ცხოვრების მიზანი და გზა.
როგორც წესი გარემოებებს ვაბრალებთ ყველაფერს. მიზეზი კი ყველა ჩვენგანშია. ვერავინ წაგვართმევს პიროვნულ არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. ადამიანს ვერავინ დაიმონებს სულიერად თუ თავად არ დაემონება. შეიძლება ფიზიკურად შეგაჭირვონ, მაგრამ სულიერად თავისუფალი იყო და პირიქით.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 2 2010, 12:29
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(lingvo @ Dec 2 2010, 12:30) *

უფალმა რისთვის მოგვმადლა კეთილგონიერება? ხომ ვარჩევთ კეთილსა და ბოროტს, ვიცით ცხოვრების მიზანი და გზა.
როგორც წესი გარემოებებს ვაბრალებთ ყველაფერს. მიზეზი კი ყველა ჩვენგანშია. ვერავინ წაგვართმევს პიროვნულ არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. ადამიანს ვერავინ დაიმონებს სულიერად თუ თავად არ დაემონება. შეიძლება ფიზიკურად შეგაჭირვონ, მაგრამ სულიერად თავისუფალი იყო და პირიქით.


ახლა სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ პრობლემებს და ყველაფერს მხოლოდ სხვას ნუ გადავაბრალებთ.
მორწმუნე ადამიანი, რომელსაც უფლის სასოება, კრძალვა და სიყვარული აქვს და უყვარს თავის მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი ყოველთვის ცდილობს ისეთი ნაბიჯი არ გადადგას რაც ღვთის მცნებებს ეწინააღმდეგება.
კარგი მთავრობა ცდება, მაგრამ ჩვენ ვინდობთ კი ჩვენს მოყვასს და უიმედობისა და უბედურებისთვის არ ვწირავთ? როდესაც არ ვითვალისწინებთ, რომ თითოეული მომუშავე ადამიანის უკან მთელი ოჯახი დგას. ისევ ჩვენ ქართველები , უცერემონიოდ ვათავისუფლებთ სამსახურიდან უამრავ ადამიანს და ქუჩაში ვუშვებთ. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, არ ვინდობთ, სხვაზე არ ვზრუნავთ, სხვის ნერვებსა და სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით. ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და სხვისი ჭირ-ვარამი არ გვანაღვლებს.
ამიტომ ყველამ უპირველეს ყოვლისა საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ. თუ ჩვენ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით, არ გავწირავთ ერთმანეთს, გასაჭირში წიხლს არ დავაჭერთ და ერთმანეთი გვეყვარება, ყოველგვარ გასაჭირს გავუძლებთ და გადავრჩებით, ერთად გადავრჩებით ღვთის შემწეობით და ივერიაც გაბრწყინდება.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 2 2010, 13:09
პოსტი #7


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ხომ ხედავთ რა ადვილია საუბარი, სწორი გზაც დასახულია. აღსრულება კი გვიჭირს. ღმერთმა შეგვაძლებინოს.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Dec 2 2010, 14:18
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



აი მაგალითი ავიღოთ კაცს აქვს 500 ლარამდე შემოსავალი. კომუნალური გადასახადები, მგზავრობა და მცირე საარსებო წყარო. და ვსო დაიხარჯა ერთი თვის შემოსავალი. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერზე მოიმატა ფასები. პროდუქტი, ექიმთან ვიზიტი და მერე მისი დანიშნული წამლები ხომ საერთოდ.
რა უნდა ქნას ამ დროს იმ ადამიანმა ვისაც საერთოდ არაფერი არ აქვს შემოსავალი. თუ გააძვირე ეს ყველაფერი რატომ არ უმატებ ხელფასს ?პენსიას?


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 2 2010, 14:28
პოსტი #9


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
აი მაგალითი ავიღოთ კაცს აქვს 500 ლარამდე შემოსავალი. კომუნალური გადასახადები, მგზავრობა და მცირე საარსებო წყარო. და ვსო დაიხარჯა ერთი თვის შემოსავალი. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერზე მოიმატა ფასები. პროდუქტი, ექიმთან ვიზიტი და მერე მისი დანიშნული წამლები ხომ საერთოდ.
რა უნდა ქნას ამ დროს იმ ადამიანმა ვისაც საერთოდ არაფერი არ აქვს შემოსავალი. თუ გააძვირე ეს ყველაფერი რატომ არ უმატებ ხელფასს ?პენსიას?
რამ გამოაიწვია ეს პრობლემები, შენ როგორ ფიქრობ ანა?


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Dec 2 2010, 17:14
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ამბობენ ეროვნული ვალუტის კურსის შეცვლამო.ვიცი რომ მსოფ.ეკონომიკ გაძვირდა და აქაც თავისთავად იმატა პასებმა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაზარალოს ერთ საინტერესო სტატიას მივაგენი..

http://www.ambebi.ge/ekonomika/16261-ratom...a-produqti.html


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nino nergadze
პოსტი Dec 2 2010, 17:23
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 15.12.2008
მდებარ.: q. tbilisi
წევრი № 152



კარგი თემაა, მართლაც რომ გაძვირდა ყველაფერი.. ხელფას არ გვიმატებენ,და ელემენტარული სამსახურში რომ უნდა წახვიდე ამდენი გიჯდება. ექიმთან ვერ მისულა კაცი , წამლებს ვერ ყიდულობ, ეხლა პროდუქტი 3 ლარით მოიმატა. რა მნიშვნელობა აქვს რამ გამოიწვია მთავარია რომ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ამაზე რომ ჩვენ არ დავზარალდეთ სტსტია წავიიხე ლინკი გავხსენი და აბსოლიტურად ვეთანხმები მეც .. ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდაო აბა სად?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 2 2010, 17:33
პოსტი #12


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



nino nergadze
უწმიდესს ქადაგებაში მოყავს ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტის მიმართვა ამერიკელებისადმი: იმას კი ნუ იტყვით სახელმწიფომ მე რა გამიკეთაო, არამედ მე რა გაუკეთე სახელმწიფოსო.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 2 2010, 18:09
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



lingvo ადამიანები სახელმწიფოს აძლევენ თავიანთი ქონების ნაწილს, რომ მშვიდად მოიხმარონ დარჩენილი ქონების ნაწილი. მაგრამ ეს ჩვენთან ნაკლებად თუ ხდება იმ დარჩენისლაც ართმევენ ხალხს


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Dec 2 2010, 20:14
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



მე მგონი სოფლისკენ უნდა დავბრუნდეთ ნელ ნელა smile.gif მიწას მივხედოთ. იქ ნაკლები ფუფუნებაა მაგრამ იქ "ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის"


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 2 2010, 20:20
პოსტი #15


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



სოფლებსაც ისეთ სიტუაციას უქმნიან რომ გლეხს ზამთარში გაჩერება უჭირს


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Dec 2 2010, 20:21
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ქალაქს მაინც ჯობია.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Dec 2 2010, 20:29
პოსტი #17


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ხო სოფელში ელემენტარული მწვანილს და კარტოფილს მაინც მოიყვან.smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 2 2010, 20:48
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ANA @ Dec 2 2010, 21:29) *

ხო სოფელში ელემენტარული მწვანილს და კარტოფილს მაინც მოიყვან.smile.gif


სოციალური პრობლემების გადაჭრა ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იკისროს. ეს პრობლემები მართალია გარკვეულად ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია, მაგრამ არის ბევრი ისეთი ფაქტორი, როდესაც უფრო მეტად ვუმძიმებთ ერთმანეთს ისედაც გაჭირვებულ ყოფას. მე ამის შესახებ დავწერე ზემოთ , რომ ერთმანეთს გვერდით ამოვუდგეთ და ერთად დავძლიოთ გაჭირვება. საბედნიეროდ ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ ვინც სხვებს უანგაროდ ეხმარება, მაგრამ ეს არ კმარა. ყველამ ჩვენ ჩვენი მისია უნდა ვიკისროთ და როგორც შეგვიძლია ისე დავეხმაროთ სხვებს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
chiello
პოსტი Dec 24 2010, 05:20
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 27.10.2010
მდებარ.: გორი
წევრი № 732



აღარც სოფელში შეუძლია ხალხს. იქაც იგივენაირი გაჭირვებაა, შეიძლება უარესიც... აღარაფრის საშუალება არ აქვთ, ვეღარც მიწას ამუშავებენ და ვერც მოსავალი მოყავთ..
მე სოფლიდან ვარ ჩამოსული სასწავლებლად. სახელმწიფო მაფინანსებს, მაგრამ სწავლის გადასახადის გარდა იმდენი რამაა საჭირო, რომ ოჯახის შემოსავლის უდიდესი ნაწილი მე მჭირდება. ამას ძალიან განვიცდი..არ ვიცი რა ვქნა. მართლა ძალიან ვნერვიულობ,მინდა ვიმუშაო, ყველაფერს გავაკეთებ რომ შევეშველო მამას, მაგრამ არც სამუშაოებია და რა ვქნა. საშინელებაა ასე ცხოვრება. აღარაფრის სურვილი აღარ მაქვს.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 24 2010, 13:04
პოსტი #20


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(chiello @ Dec 24 2010, 06:20) *

აღარც სოფელში შეუძლია ხალხს. იქაც იგივენაირი გაჭირვებაა, შეიძლება უარესიც... აღარაფრის საშუალება არ აქვთ, ვეღარც მიწას ამუშავებენ და ვერც მოსავალი მოყავთ..
მე სოფლიდან ვარ ჩამოსული სასწავლებლად. სახელმწიფო მაფინანსებს, მაგრამ სწავლის გადასახადის გარდა იმდენი რამაა საჭირო, რომ ოჯახის შემოსავლის უდიდესი ნაწილი მე მჭირდება. ამას ძალიან განვიცდი..არ ვიცი რა ვქნა. მართლა ძალიან ვნერვიულობ,მინდა ვიმუშაო, ყველაფერს გავაკეთებ რომ შევეშველო მამას, მაგრამ არც სამუშაოებია და რა ვქნა. საშინელებაა ასე ცხოვრება. აღარაფრის სურვილი აღარ მაქვს.


გეთანხმები, საქართველოში კლიმატი ისე შეიცვალა, რომ მოსავალი ადრიანად ნადგურდება, თითქოს მიწაც გამოიფიტა და აღარ იძლევა მოსავალს. ძალიან გაუჭირდათ სოფლად. წელს მგონი არც კარტოფილის და არც პომიდორის მოსავალი იყო და ლობიოც უმთავრეს რეგიონებში განადგურდა. სულ შემოტანილია ყველაფერი, თანაც ძვირი. ფასების კლების მაგივრად კი მატების ტენდენცია მიდის. ასეთ ყოფას კიდევ გაუძლევბდა ადამიანი, მაგრამ საუბედუროდ მოსახლეობის უმრავლესობა არ მუშაობს, ან ოჯახიდან მუშაობს მხოლოდ ერთი ადამიანი და ყველა მის კმაყოფაზეა. ხელფასები კი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით სამედიოცინო სფეროში, მაგრამ ასე თუ ისე არსებობს ხალხი უფლის წყალობით.
ასე, რომ პრობლემები ძალიან ბევრია, არც ბუნება გვანებივრებს, თითქოს გამწყრალია ჩვენზე.
ისეთი დრო დადგა, ოღონდ სამუშაო იყოს და არაფერი არ არის სათაკილო. ჩემი მეზობლის ბიჭი წელს მოეწყო და პარალელურად რესტოარანში მუშაობს მიმტანად.
უფალს სულ იმას ვევედრები, რომ ყველაფერი შეიცვალოს, ხალხმა ამოისუნთქოს და სოციალური პრობლემები მოგვარდეს საქართველოში. მაშინ ყველა ოჯახი ნორმალურად იცხოვრებს და დაგვიბრუნდება საქართველოდან უგზო-უკვლოდ გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 6.12.2019 - 02:22