IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ვნების შვიდეული - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ვნების შვიდეული გაზიარება
მამა დავითი
პოსტი Mar 31 2010, 17:56
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ეს კვირა არის მარხვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი.
ყველა დღეს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა.
როგორ აღიქვავთ ამ დღეებს და რა დატვირთვა აქვს მორწმუნისათვის, მოდი ვიმსჯელოთ.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Apr 1 2010, 15:07
პოსტი #2


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ვნების შვიდეულში მთელი ძალით ცდილობ უფლის ერთგულებას. გაძლიერებული მსახურებები შინაგანად ბადეს განცდას, რომ შენც თანამონაწილეობ ამ მძიმე დღეებში... დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებული განცდა გაქვს, რომ შენც მოციქულებთან ერთად საიდუმლო სერობაზე ხარ... თუ მსახურებებს ვერ დაესწრები, ალბათ გაგიჭირდება განიცადო ამ დღეების მნიშვნელობა. ჩემი აზრით.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Apr 1 2010, 18:49
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



მართლაც საოცარია ეს კვირა. განსაკუთრებით წითელი პარასკევი. ამ დღეს ქვითინის გარეშე ვერ გავდივარ. ეს ენით გამოუთქმელი გრძნობაა, როცა ცხარე ცრემლით დავტირი მაცხოვარს sad.gif . ამ დროს შინაგანი შიში მიპყრობს და ყოველთვის ერთსა და იგივეს ვფიქრობ:მე როგორ მოვიქცეოდი, იქ რომ ვმდგარიყავი, ჯვარცმასთან? არ ვიცი... მგონი ჩემ თავს უფრო დავტირი ამ დროს, ვაითუ, მეც თანამონაწილე გავმხდარიყავი? უფალო, შემიწყალე...


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maraimi
პოსტი Apr 1 2010, 20:37
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10.07.2009
წევრი № 299



წითელი პარასკევი მართლაც ყველაზე მძიმე დღეა მთელი წლის განმავლობაში.... საერთოდ, ვნების შიდეულში ვცდილობ ხოლმე ვიყო მაქსიმალურად მშვიდი... გამუდმებით მაცხოვრის ვნებებზე ვფიქრობ.. აი ბზობიდან მოყოლებული, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ უფალს, რომელსაც ასეთი დიდებით შეხვდნენ, რამდენიმე დღეში ჯვარზე გააკრავს იგივე ხალხი...sad.gif სულ თავში მიტრიალებს გურამიშვილის "დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო ისეო "... ასევე ძალიან მნიშნელოვანია მსახურებებზე დასწრება.. ყოველი დღე აღდგომის მოლოდინითაა სავსე... მაგრამ ჩემთვის მთელი წლის განმავლობაში სწორედ ეს დრო, ეს დღეები გადის ყველაზე ნელა... თითქოს დროს აღარ აქვსო მნიშვნელობა... უფალი ხომ უჟამო ჟამია... დრო უმნიშნელო ხდება.
ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველანი..


--------------------
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Apr 1 2010, 21:00
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ეს კვირა არის ყველაზე განსაკუთრებული და ამაღლებული.... ყოველ მსახურებაზე გრძნობ, როგორი ახლობელია შენთვის უფალი და ძალიან ძალიან განიცდი მის შეურაცყოფას, ვნებას, ჯვარცმას ... მერე კი უზარმაზარი და განუზომელი სიხარული მისი აღდგომისა.
ვისაც ეს არ განუცდია და უგრძვნია, ძნელია მიხვდეს ამ კვირის მნიშვნელობას. (სამწუხაროდ).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 2 2010, 19:03
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ეს კვირა მართლაც განსაკუთრებულია. მსახურებებზე თითქმის მთელი სახარება იკითხება (იოანეს სახარება არ იკითხება ბოლომდე), თუ ყურადღებით ისმენ, თვითონაც გადიხარ იმ გზას, რომელიც მოციქულებმა განვლეს, ყველაფერს, სიხარული იქნება ეს, მწუხარება, განსაცდელი, დაცემა, თუ ადგომა მათთან ერთად განიცდი, თითქოს ამ ყველაფრის მონაწილე ხდები. მე მაგალითად ასეთი კითხვა გამიჩნდა: იმ დროს რომ მეცხოვრა, ვირწმუნებდი ქრისტეს, ვაღიარებდი მას ძედ ღვთისად, მაცხოვრად? სამწუხაროდ ამ კითხვას ვერ გავცემ პასუხს ერთმნიშვნელოვნად. მაშინ როგორი ვიქნებოდი არ ვიცი, რაც პეტრეს შეემთხვა, ის ნებისმიერს შეიძლება შემთხვეოდა, მითუმეტეს ისეთ უღირს ადამიანს, როგორიც მე ვარ, აი იუდას სენისაგან: ვერცხლისმოყვარეობისაგან კი ნამდვილად თავისუფალი ვარ smile.gif
ვნების კვირას დავასრულებთ მალე და ნელ-ნელა შემოდის აღდგომის სიხარული, უდიდესი გამარჯვებისა სიკვდილზე, ამ სოფელზე, სიხარული ღმერთთან ადამიანის შერიგებისა. ამას ვერაფერი შეედრება.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maraimi
პოსტი Apr 2 2010, 21:08
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10.07.2009
წევრი № 299



ისე იუდაზე მიფიქრია ხშირად... როგორც პეტრეს, მასაც ხომ შეეძლო შეენანა... მაგრამ აი ამ დროს ვრწმუნდები ხოლმე რა დამღუპველი ცოდვაა სასოწარკვეთილება...


--------------------
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Apr 7 2010, 22:17
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



ციტატა(maraimi @ Apr 2 2010, 21:08) *

ისე იუდაზე მიფიქრია ხშირად... როგორც პეტრეს, მასაც ხომ შეეძლო შეენანა... მაგრამ აი ამ დროს ვრწმუნდები ხოლმე რა დამღუპველი ცოდვაა სასოწარკვეთილება...

da rom sheenana... yvelaze pirveli is iqneboda...


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Apr 8 2010, 10:33
პოსტი #9


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლევანი @ Apr 7 2010, 22:17) *

da rom sheenana... yvelaze pirveli is iqneboda...

რამდენადაც ვიცი, სასოწარკვეთლებაშიც იმიტომ ჩავარდა, რომ გააცნობიერა თავისი შეცდომა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 8 2010, 18:40
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ამას წინათ ჟურნალ ”კარიბჭეში” წავიკითხე, მამა ვიტალის (სიდორენკო) შესახებ. ის ურჩევდა თავის სულიერ შვილებს ამ დღეებში ყოველგვარი საქმიანობისაგან თავი შეეკავებინათ, გარდა საჭმლის მომზადებისა და ეუბნებოდა, რომ ამ დღეებით იკურთხება წელიწადის ყოველი დღე, კერძოდ- დიდი ორშაბათით - წლის ყოველი ორშაბათი, დიდი სამშაბათით- სამშაბათები და ა. შ. smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maraimi
პოსტი Apr 8 2010, 21:45
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10.07.2009
წევრი № 299



ციტატა(animani @ Apr 8 2010, 10:33) *

რამდენადაც ვიცი, სასოწარკვეთლებაშიც იმიტომ ჩავარდა, რომ გააცნობიერა თავისი შეცდომა.

კი, გააცნობიერა, მაგრამ დაკარგა იმის უნარი, რომ ღვთის მოიმედე ყოფილიყო და შეენანა... პეტრემაც უარყო სამჯერ მაგრამ მერე ისე ინანა, მის ნატირალზე ხე ამოიზარდა... იუდამ კი...


--------------------
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 7.12.2019 - 13:13