IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
წმინდა ასიათასი მოწამის ხსენების დღე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> წმინდა ასიათასი მოწამის ხსენების დღე, წმინდა ასიათასი მოწამის ხსენების დღე გაზიარება
m.g.giorgi
პოსტი Nov 12 2009, 21:08
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



IPB-ს სურათი


13 ოქტომბერს მართმადებელი ეკლესია წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს,რომლებმაც მეცამეტე საუკუნეში თავი მართმადიდებლობისთვის დადეს. არსებობს ამბები,რომელებიც თავიდანვე მოითხოვს დროისა და სივრცის მონიშვნას. ესეც ასეთი ამბავია. ისტორია 1926 წლის 9 მარტს იწყება საქართველოში უფრო კონკრეტულად-თბილისში,როდესაც ჯალალედინი დედაქალაქს თავს სრულიად მოულოდნელად დაატყდა. მანამდე ხვარაზმელთა სულთანს უკვე მოესწრო დვინისა და გარნისის აღება. თბილისი ამ დროს სამი ნაწილისგან კალას ისნისგან და თბილისისგან შედგებოდა და მისი აღება არც თუ ისე ადვილი იყო. მტერი ქალაქს ნარიყალის მხრიდან მოადგა. თბილისში მცხოვრებმა სპარსელებმა,რომლებიც ნარიყალას მიდამოებში კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი, მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა,ბოცო ჯაყელი მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ. პატარა ქვეყნის დიდი ტრაგედია აქ არ დამთავრებულა. ჯალალედინის შურისძიება ქრისტიანებზე სრული და დაუნდობელი იყო. სულთანმა სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა და ზედ ტახტრევანი დადგმევინა. ხვარაზმელმა დამბყრობელმა ეს არ იკმარა და ყველა ქრისტიანის გამაჰმადიანება გადაწყვიტა. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები მოატანიანა,ხიდზე დაადებინა და ხალხს “პატიოსან ხატთა დათრგუნვა და სჯულის დატევება” უბრძანა. ასი ათასი ადამიანი შეეწირა იმ დღეს სარწმუნოების დაცვას,ასი ათასი საქართველოში მცხოვრები შეუერთდა წმინდანთა დასს და ასი ათასი მფარველი შეემატა თბილისს. ხიდი,რომელიც ასი ათასი მოწამეს რწმენის უარყოფის გზით უნდა გაევლო, დღეს უკვე აღარ არსებობს. 1951 წელს აქ ახალი ხიდი ააგეს. მტკვარზე კაშხლის აშენებამ მეტეხის კლიდის რვა მეტრიც დაფარა,მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც წყლის დონე კლებულობს აქ ძველი ხიდის აგურით ნაშენი ბურჯები ჩანს. ძველი გადასასვლელი ქართველებს ზუსტად მტკვრის ყველაზე ვიწრო ადგილას აეგოთ. მტრის შემოსევებისას ხის ხიდს მდინარეში უშვებდნენ. კლდოვანი ნაპირი დამბყრობლებისთვის ასევე ძალიან მოუხერხებელი იყო. ამ გადასასვლელს სტრატეგიულთან ერთად დიდი სულიერი მნიშვნელობაც ჰქონდა. ძველი ხიდის თავში,სადაც ასი ათასი მოწამე აწამეს,ახლა ტაძარი შენდება. პატარა ეკლესია საბოლოო სახეს ერთ წელში მიიღებს. ყოველ 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მეტეხის ხიდზე უამრავი მორწმუნე იკრიბება. წელს ეს დღესასწაული განსაკუთრებით მაშტაბურ ხასითს მიიღებს. დღეს თბილისის მერიაში ასი ათასი მოწამის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. დღესასწაულის მოწყობაში სხვადასხვა საქალაქო სამსახურები ჩაებმებიან. შეხვედრას ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანეც ესწრებოდა. ჟამთააღმწერლები ამბობდნენ, რომ როდესაც ასი ათასი მოწამე აწამეს,მტკვარი რამდენიმე დღე სისხლისფერი მოდიოდა,ხვალ კი ეს მდინარე ყვავილებით აივსება.


13 ნოემბერი - 100 000 მოწამის ხსენების დღეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II -ის ლოცვა - კურთხევით, 13 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი" თბილისის მასშტაბით აწყობს ლოცვით მსვლელობას მეტეხის ხიდის მიმართულებით, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს.

შემოგვიერთდით!


მსვლელობის დასაწყისი თბილისის მასშტაბით:

12:00 სთ. - დიდუბის პანთეონი;

12:00 სთ. - ვაკის პარკი;

12:30 სთ. - სპორტის სასახლე;

13:00 სთ. - გადასასვლელი ხიდი;

13:00 სთ. - მეტრო ისანი;

14:00 სთ. - სასტუმრო ივერია;

16:00 სთ. - პარაკლისის გადახდა მეტეხის ხიდზე.


მსვლელობის მარშრუტი: გადმოწერა
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის !

ინფორმაციის წყარო:www.sstv.ge


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
makiki
პოსტი Nov 12 2009, 21:51
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 339
რეგისტრ.: 10.07.2008
წევრი № 20



http://archangels.wanex.net/forum/index.ph...ic=42&st=80



--------------------
სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო.
(მათე 12,37)

იმისთვის რომ სხვებს უყვარდე ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი


შენ ნუ განიკითხავ , მოსამართლე ღმერთია!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 13 2010, 20:08
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ერის გადაგვარება მაშინ იწყება, როდესაც ის თავის წარსულს ივიწყებს.


ყველას გილოცავთ 100 000 მოწამის ხსენების დღეს! დაე, არასდროს დავიწყებოდეს ქართველ ხალხს, რომ ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენამდე მოიტანეს და სათუთად ჩაგვაბარეს საქართველო .



http://www.youtube-nocookie.com/watch?v=eZ...feature=related


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Nov 13 2010, 20:10
პოსტი #4


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



მეც გი ლოცავთ, მრავალს დაესწარით. მათი მეოხება გვეწეოდეს.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Nov 13 2010, 23:03
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს და ყველა ფორუმელს დღევანდელ დღეს!!! ულამაზესი დღე იყო დღეს.უამრავმა ადამიანმა პატივი მიაგო ჩვენს გმირ, შეუდრეკელ წმინდანებს.ალბათ ზეიმი იყო ზეცაშიც, როცა მათი სულების პატივსაცემად ყვავილებით გაივსო მტკვარი. უფალო, 100 000 მოწამის მადლით, შეეწიე ქართველ ხალხს და აგვაშენებინე მათი სახელობის ტაძარი!!!


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Nov 13 2010, 23:04
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



გილოცავთ smile.gif


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 15 2010, 12:37
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მათი, ეს ისტორიული სურათები ამ განყოფილებასაც დაამშვენებს.

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.07.2019 - 17:48