IPB WARNING [2] fsockopen(): unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 51 of /retail/alocate.php)
აპოკალიფსისი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიფსისი, ყველაფერი ბოლო ჟამის შესახებ გაზიარება
oldbeliever
პოსტი Aug 2 2010, 01:27
პოსტი #21


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 18.07.2010
წევრი № 654



აკაკი

უნდა აღინიშნოს, რომ შენი განმარტება არ არის მოკლებული საღ მარცვალს, თუმცა, ჩემის აზრით, აქ შვიდ ეკლესიაზე (კონფესიაზე) შეუძლებელია იყოს ლაპარაკი, რადგან მწვალებლური ეკლესიები: პროტესტანტული, კათოლიკური და ა. შ. შვიდზე მეტია და მათი შედარება აპოკალიფსისის პირველ თავებში მოხსენიებულ შვიდ ეკლესიასთან შეუსაბამოა. იქ (იოანეს გამოცხადებაში) პირდაპირი მნიშვნელობით თუ ვილაპარაკებთ, იგულისხმებიან მართლმადიდებლური ეკლესიები, რომელთაც უფალი ჩამოუთვლის დადებით და უარყოფით თვისებებს და რომელთა დატოვებისკენაც მოუწოდებს, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით შვიდი ეკლესიის ანგელოზი ის შვიდი უძირითადესი ისტორიული პერიოდია, რომლის გავლაც უწევს ქრისტეს ეკლესიას უფლის მეორედ მოსვლამდე და აღსასრულამდე სოფლისა.

შენმა განმარტებამ შთამაგონა აზრი, რომ ბიბლიური სიმბოლიკის მიხედვით, ეს "შვიდი დედაკაცი" (შვიდი - სისრულის, ან ამქვეყნიური ჟამთასვლის სიმბოლოა, რომელიც კვირის შვიდეულებით აღირიცხება, ხოლო "დედაკაცი" - ეკლესიისა) ამქვეყნიური ეკლესიების (კონფესიების) სისრულე ხომ არ არის, რომელიც აღსასრულის წინ, ანტიქრისტეს დროს, როდესაც ქვეყნიერებას ილია და ენოქი მოევლინებიან და უდავოდ მიანიშნებენ თუ რომელია წმიდა ეკლესია, იხილავენ, რომ არიან "ქვრივნი" ანუ არ ჰყავთ ქრისტე და არ განბანილან "მწვირისაგან" (ცოდვებისგან).

ამიტომაც, შეევედრებიან ქრისტეს: "ჩაებღაუჭებიან" მას და ეტყვიან: "ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით (ანუ არაფერი გვინდა შენგან), ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი".

მაშინ "ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით".

ეს სიტყვები შესაძლოა მიანიშნებს ნათლისღებას, რადგან ყველგან, თითქმის ყველა ეკლესიაში გაბატონებულია წყალდასხმითი "ნათლობის" პრაქტიკა, რომელსაც, ჩვენი რწმენით, არ არც ცოდვათა განტევება ძალუძს და არც ნათლის მინიჭება.

მაშინ, მეორედ მოსვლის წინ, როდესაც საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ილიასთან და ენოქთან ერთად გამოჩნდება წმ. იოანე მახარობელიც, რადგან სწორედ მას უთხრა უფალმა: "კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:9), დაიწყება განბანვა შემწიკვლულთა.

აპოკალიფსისში ნათქვამია: "შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:1-3).

"ბეჭედი", წმიდა ნათლისღების ერთ ერთი ეპითეტია, სახელია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა და სხვა წმიდა მამათა თანახმად, ხოლო წმიდათა "შუბლთა აღბეჭდვა" ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება და მონათლულთა მირონცხებაა, რადგან ასე ვამბობთ მირონცხებისას: "აღიბეჭდების ნიჭითა სულისა წმიდისათა მონა (ან მხევალი) ღვთისა..." და შემდგ.

ასეთია ჩემი აზრი, თუმცა გადაჭრით არაფრის მტკიცება არ შემიძლია, რადგან აპოკალიფსური ჟამი უსაიდუმლოესია თავისი სირთულით და ის, თვით ჟამის მსვლელობისდა მიხედვით გაიხსნება.

წმიდა მამების აზრი კი ასეთია:

ბუკვალური გაგებით ამ სიტყვებით "წინასწარმეტყველს სურს აჩვენოს ომით გამოწვეული გაპარტახება, როგორ შემცირდა ერი იუდეველთა. ჩვენ, ამბობდნენ დედაკაცები, არ გვინდა მფარველობა, როგორსაც იმსახურებენ ცოლები ქმრებისგან, არამედ მამაკაცნი დე დარჩნენ სრულიად თავისუფალნი ამგვარი მოვალეობისგან; მოვალეობისგან გვეფერონ და ვუყვარეთ, ოღონდ როგორმე გაგვათავისუფლე ქვრივობის სირცხვილისგან. ამას ნიშნავს სიტყვები: "აგვხადე სირცხვილი", რადგან ძველად, იუდეაში, ქვრივობა სირცხვილად ითვლებოდა" (წმ. იოანე ოქროპირი. Творения. Толкование на пророка Исаию, том шестой, книга первая).

იგივეს ბრძანებს ღირ. ეფრემ ასურელიც, რომლის მიხედვითაც: "წინასწარმეტყველი გამოხატავს უდიდეს და საყოველთაო გაპარტახებას იერუსალემისა, რათა მით უფრო მეტად წარმოგვიჩინოს ის წყალობა, რომელსაც მიეწიფება ყველა ერი და ტომი მესიის მოსვლისას" და განმარტავს, რომ ამ მუხლებში გადმოცემული შინაარსი აღსრულდა მესიის პირველი მოსვლისას.

ბუკვალურ განმარტებაში, ზემოთმოტანილ შეხედულებას იზიარებს წმ. ბასილი დიდიც, რომლის მიხედვითაც: "ეს სიტყვები ბუკვალური მნიშვნელობით ნიშნავს, მამაკაცთა მცირერიცხოვნობას, გამატიალებელი ომისა და მომსვრელი დაავადებების შედეგად, რომელიც ღმრთის რისხვად დაატყდა თავს რჩეულ ერს. ამიტომაც, უშვილოდ და უნაყოფოდ რომ არ გადაგებულიყვნენ, რაც ძველ ისრაელში წყევლის ტოლფასად მიაჩნდათ, დედაკაცები არც კი ურცხვობენ ერთი მამაკაცის ცოლობას და იმ ერთ მამაკაცს, ნუგეშად იმ სირთულისა მრავალი ცოლის პატრონობას რომ მოსდევს, ეუბნებიან: "პური ვენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენიი შევიმოსნეთ. ამიტომაც, შენ ნუ იდარდებ ჩვენზე, ოღონდ დაგვერქვას შენი სახელი, რათა თავი ავარიდოთ სირცხვილსა და მარტოობას".

მაგრამ ის, ამავე დროს, გვთავაზობს სიმბოლურ განმარტებასაც, რომლის მიხედვითაც, ერთი ვარაუდით "შვიდ დედაკაცში" იგულისხმება ძველი აღთქმა, რომელიც ებღაუჭება ერთ მამაკაცს, ანუ უფალს, რომელიც ერთი კი არ არის მრავალთაგან, არამედ ერთადერთი და განუმეორებელია.
ხოლო მეორე ვარაუდით, შვიდი დედაკაცი ის შვიდი სულია, რომელზეც თვით ისაია წინასწარმეტყველი ლაპარაკობს შემდგომ თავებში და რომლებიც განისვენებენ მასზე, ვინც იესეს ფესვიდან აღმოცენდა.

ესენი არიან: სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა (შეად. ისაია 11:1-3). სწორედ ეს სულნი, რადგანაც "ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ" (ფსალმ. 13:3), არა ჰყავთ ვინმე, ვისზეც დაისვენებდნენ სიყვარულით, შეიწყნარებენ განკაცებულ უფალს და აღასრულებენ წინასწარმეტყველთან ნათქვამს. რადგან სული შეგნებისა და უფლის შიშისა უმოქმედოა იმ დროს, როდესაც არავინ არს "გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა" (ფსალმ. 13:2) და სათნოებებს მიმართავს საყვედურით, რომ არ არიან ადამიანები, რომლებიც მათ მიეკრობოდნენ, რის გამოც ერთგვარად ქვრივობენ მათგან მიტოვებულ კაცთაგან. რადგან ვერავის არტყვევებენ თავიანთი სიმშვენიერით და არიან მარტოობაში, რაც გულს ტკენს სათნოებათ. მაგრამ ის, ვისაც სათნოებათა ყველა სახე გააჩნია (ანუ ქრისტეს), ჩამოჰხდის მათ სირცხვილს ამ ქვრივობისა. და რაკიღა ხედავენ, რომ უფლის არმცოდნენი ზრუნავენ ცოდნაზე, გონიერებაზე, სინდისზე, სიმტკიცეზე, სიბრძნესა და ღვთისმოშიშებაზე, უფალს ევედრებიან რომ ამ სათნოებებს ეწოდოს ქრისტესი სახელი.

ხოლო სიტყვები: "ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით" (მ. 4). ნათლად გვამცნობენ იმას, რასაც, გვამცნებდა იოანე, რომელიც უფალზე ამბობდა: "მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით" (მათე 3:11). რადგანაც უფალმა შეაერთა ორივე ნათლობა: წყლითა და სინანულით, და სულით აღაორძინა, წინასწარმეტყველის ქადაგებაც გულისხმობს ორივე ნათლობას. და შესაძლოა სამგვარიც იყოს ნათლობის გაგება, როგორც მწიკვლისაგან განწმენდისა, სულით აღორძინებისა და ცეცხლის სულით განკითხვისა, ასე რომ სიტყვა "ჩამორეცხავს" აქ გამოყენებულია ცოდვის ჩამობანვის აზრით, ხოლო სიტყვები "სულითა განკითხვისათა" და "სულითა დაწუვისათა" - გულისხმობს ცეცხლით გამოცდას იმ საშინელ დღეს უფლისა.

უმეცრების ცოდვა, რომელიც ერთგვარ მწვირეს წააგავს, ამახინჯებს სულს და მის ბუნებრივ სილამაზეს, საჭიროებს განბანვას. ამიტომაც, ცოდვათა ამღიარებელი უფალს განბანვასა და განწმენდას ევედრება, რადგან შეგნებული აქვს, რომ უსჯულოება საჭიროებს განბანვას, ხოლო ცოდვა - განწმენდას, როგორც დავითი ამბობს: "უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე" (ფსალმ. 50:4) (Святитель Василий Великий. толкование на книгу пророка исаии. Толкование на четвертую главу).


--------------------
"დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8).

"უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალატ. 1:10).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Aug 6 2010, 21:49
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



საინტერესოა ახლა რომელ პერიოდშია ეკლესია, იოანეს გამოცხადებასთან შედარებით, ანუ რომელი ეკლესიის წერილი ეკუთვნის დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას....


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 10 2012, 17:50
პოსტი #23


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



რა ხდება დღეს თანამედროვე მსოფლიოში. არის ძალიან ბევრი ტაბუდადებული თემა, რომლებმაც ჩემი აზრით, საღი აზროვნების ფარგლებში უნდა წამოიწიოს წინ. რადგან ისე არ დაგვემართოს, ანდაზა, რომ ამბობს: ”კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო”.

ყველამ მოისმინეთ ალბათ მეუფე იობის ქადაგება, მზეზე დიდი აფეთქებების შესახებ..
http://megaportal.ge/video/85165/

ახლა ისრაელის წყაროებში გამოჩნდა ცნობა, რომ მზეზე რამდენიმე დღის წინ, НАСА–ს სპეციალისტებმა დააფიქსირეს ძალიან დიდი ზომის ლაქა, რომელიც დედამიწის ზომას 8–ჯერ აღემატება.

Огромное пятно на Солнце станет настоящим испытанием для Земли
http://www.isra.com/news/149908.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Tatoo
პოსტი Jul 18 2012, 22:48
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 7.07.2012
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 783



ხშირად ისმის ფრაზები: "ბოლო ჟამი მოახლოვდა", "ანტიქრისტე მალე მოვა" და მრავალი სხვა. ბევრი ვეძებე ამ ფორუმზე თემა ანტიქრისტეს შესახებ, მაგრამ ვერ ვიპოვე. ყველა დამეთანხმებით რომ ამ ყველაფრის ცოდნა მართმადიდებლისთვის და ზოგადად ადამიანისთვის სავალდებულოა, რათა უცოდინრობის გამო ბოლო ჟამს ანტიქრისტეს კლანჭებ ქვეშ არ აღმოჩნდეს. კი, ვნახე რამოდენიმე თემა აპოკალიფსზე, ბოლო ჟამზე მაგრამ უშუალოდ ანტიქრისტეზე ვერაფერს მივაგენი, ამიტომ გადავწყვიტე ეს თემა შემექმნა...
ახლა კი დავწერ იმ ცნობებს რასაც მე მივაგენი ინტერნეტ სივრცეში, სიმართლე გითხრათ ბოლომდე მეც არ მაქვს წაკითხული და ახლა წავიკითხავ.... თუ თქვენ დამატებით რამე იცით ამ მოვლენის შესახებ დაპოსტეთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ქრისტესგან განდგომა და ანტიქრისტეს მონობა... (ახალი ვარ ამ ფორუმზე და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განმსჯით ჩემი უცოდინრობის გამო)



მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ


„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“, სისხლიანი ეთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად, ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“

„თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!“ (წმ. კირილე იერუსალიმელი)

უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18). რას ნიშნავს ეს გამოთქმა - „ბჭენი ჯოჯოხეთისანი?“

წინათ იუდეველებს ჩვეულებად ჰქონდათ უხუცესთა წინამძღოლობით ქალაქის კარიბჭესთან შეკრებილიყვნენ და თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები იქ განეხილათ. აქ მსჯელობდნენ სარწმუნოებრივ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და სხვა საზოგადო საქმეებზე. ასეთი თავყრილობა იყო ერთგვარი უზენაესი სამსჯავრო თუ საბჭო ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტისას: ერის რჩეულთა პირით აქვე ეუწყებოდა ხოლმე ხალხს ღვთის ნებაც, უწყებული მათდა საღვთო გამოცხადებისა და ნათელხილვის გზით. ყოველივე ამის გამო კარიბჭესთან გამართულ თავყრილობას ხალხში უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა. იუდეველთა ამ ჩვეულებაზე ცნობები საღვთო წერილშიც მოიპოვება: იგი რუთის წიგნშია ნახსენები (თავი 4. 1 და 11 მუხლები). ხოლო სოლომონის იგავნი, როცა ღირსეულ ცოლს - „მხნე დედაკაცს“ გვიხასიათებს, შემდეგს გვაუწყებს: „სახედაც არნ ბჭეთა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულთა შორის მოხუცებულთა და მკვიდრთა ქვეყანისათა“ (იგ. 31,23), ანუ საზოგადოების ნდობით სარგებლობს და მნიშვნელოვან თავყრილობებში ქმედით მონაწილეობას იღებსო.

ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლის ეს სიტყვები - „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ უბრალოდ ჯოჯოხეთის ძალებს კი არ აღნიშნავენ მხოლოდ, არამედ ჯოჯოხეთის თვით უმთავრეს ძალთა, წყვდიადის უბოროტეს შესაკრებელს, მის ყველაზე მნიშვნელოვან და ქმედით ნაწილს, რომლის მიზანიც ქრისტეს წმიდა ეკლესიასთან ბრძოლაა. ასე რომ, ეკლესია და ჯოჯოხეთი ერთმანეთთან მებრძოლ ორ საპირისპირო ძალად წარმოსდგებიან და, როგორც ვიცით, ამ ბრძოლაში ეკლესია უძლეველია, რადგან „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

ქრისტეს ეკლესიასთან ბრძოლის ეს გეგმა, ანუ ჯოჯოხეთის ძალთა უმთავრესი მიზანი - მზადება მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის - საღმრთო წერილშია მოცემული გამოთქმით - „საიდუმლო უსჯულოებისა“ (II თესალონიკ. 2,7). უსჯულოების ეს საიდუმლო საუკუნეთა მანძილზე მოქმედებდა ეკლესიისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ და ამქვეყნად კაცობრიობის უბოროტესი მტრის - ანტიქრისტეს გამოჩენით უნდა დასრულდეს (II თესალონიკ. 2,8).

ანტიქრისტეს ამქვეყნად მოსვლა და გამეფება შესაძლებელი გახდება საყოველთაო აპოსტასიის, ანუ ჭეშმარიტი რწმენისაგან ადამიანთა დიდი განდგომილების ჟამს, როცა ღვთაებრივი ძალა მოაკლდება და აღარ შეეწევა კაცობრიობის უდიდეს ნაწილს.

ამასთან დაკავშირებით წმიდა დანიელ წინასწარმეტყელი შემდეგს გვიწინასწარმეტყველებს: „და უკანასკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხვინოი პირითა და გულისხმის-მყოფელი წინადადებათაი (ანუ მზაკვარებისა), და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკვირველნი განხრწნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნეს ძლიერნი და ერი წმიდაი“ (დან. 8,23-24). პავლე მოციქულიც გვასწავლის ანტიქრისტესათვის, „რომლისა-იგი მოსვლაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა ყოვლისავე ძალითა და ნიშნებითა ტყუილისათა“ (II თესალონიკ. 2,9).

ანტიქრისტეს პიროვნებაში თავს მოიყრის ბოროტება მთელი თავისი სისრულით და ძალით, რაც კი შეიძლება ზიდოს ადამიანთა ბუნებამ. როგორც კაცობრივ ხეზე ყველაზე წმიდა და სრულყოფილი ნაყოფის - ღვთისმშობლის გამოსაღებად აუცილებელი იყო ათასწლოვანი სრულყოფა-განვითარება კეთილი ადამიანური თესლისა, ასევე ყველაზე ბილწი ნაყოფის გასაღებადაც, მთელს სატანურ ბოროტებას რომ დაიტევს თავში, აუცილებელი გახდება მრავალი თაობის ბოროტი ძალისხმევა კაცობრივი ბუნების უკიდურეს გახრწნილებასა და წაბილწვაში, რასაც თან ახალვს ქრისტესადმი უგონო სიძულვილი და მისი წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ უგვანო ბრძოლა. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ბოროტება, ანტიქრისტეს უწმიდურ წინაპართა გრძელ რიგში დაგროვილი და ყოველი ახალი თაობის მიერ მზარდი ძალით გადაცემული, თვით ანტიქრისტეს პიროვნებაში არნახულ ძალას მიაღწევს, ისეთს, როგორიც კი შეუძლია ბუნებას ადამიანისა ზიდოს და გამოავლინოს. საერთოდაც, მთელ კაცთა მოდგმაში ოდით არსებული ბოროტება მასში განვითარების ზღვარს მიაღწევს. ამასთანავე, ცხადია, რომ საზოგადოდ, ადამიანის ბოროტი ნების გაძლიერების კვლავ ეშმაკის თანადგომაც იზრდება მისადმი და მზაკვრისათვის ამ უკანასკნელის სული სულ უფრო მისაწვდომი ხდება. ამიტომაც, რადგან ანტიქრისტეში საკუთარი ბოროტი ნება და უმსგავსოება განვითარების ზღვარს მიაღწევს, ამის კვალად ეშმაკის დამოკიდებულებაც მისდამი უაღრესად პირდაპირი, უშუალო გახდება. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ანტიქრისტეს პიროვნებაში ანუ მისი სახით განუწყვეტლივ იმოქმედებს თვით ეშმაკი. ეკლესიის დიდი მამა იოანე დამასკელი ამასთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს: „წინდაწინვე უწყის რა მომავალი გარდაქცეულება - დამახინჯება ანტიქრისტეს ნებისა, ღმერთი დაუშვებს იმას, რომ ამ ადამიანში ეშმაკი შესახლდეს“ („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26 - ანტიქრისტესათვის). იგივეს გვასწავლის წმიდა კირილე იერუსალიმელიც („კათაკმეველთა დასამოძღვრავად“ V,14). წმიდა ანდრია კესარიელი კი თავის „თარგმანებაში გამოცხადებისა“ ამბობს, რომ ანტიქრისტე, იგივე ანტეი, როგორც იგი უწოდებს „...აღმოვიდეს ბნელთა მათგან ადგილთა, სადა-იგი ეშმაკი დაშჯილ არს“ (11,7-8). ნეტარი თეოდორიტეც ამბობს, რომ „ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ქვეყანაზე გამოჩნდება ადამიანური ბუნებით შემოსილი მტერი კაცთა მოდგმისა და მოწინააღმდეგე ღმერთისა, დემონი, რომელიც მიიტაცებს და მიითვისებს ღვთის სახელს“ („საღმრთო დოგმატთა მოკლე გადმოცემა“). ლაქცანტიუსი, გეზიქე და ნეტარი იერონიმე ანტიქრისტეს სატანის ძეს უწოდებენ.

თანახმად ეკლესიის წმიდა მამათა ასეთი სწავლებისა, ანტიქრისტეს ცხოვრებაში შეუძლებელია ვივარაუდოთ თუნდაც ერთი ისეთი ჟამი, როცა იგი თავისუფალი იქნებოდა ეშმაკის ზემოქმედებისაგან. ეშმაკის ეს ზემოქმედება, პირველ ყოვლისა, უნდა გამომჟღავნდეს თვით ანტიქრისტეს დაბადებაში, ანუ იმაშიც, რომ მისი ჩასახვაც კი თავისი სიბილწით (საიდუმლო მრუშობით) განსაკუთრებული და არგაგონილი იქნება. „შებილწული ქალწულისაგან ნამდვილად იშვება მისი (ანუ ეშმაკის) იარაღი“-ო, ამბობს წმიდა ეფრემ ასური. იგივეს გვიდასტურებს იოანე დამასკელიც... „თვით ეშმაკი კი არ შეიქნება ადამიანად, არამედ იშვება კაცი სიძვისაგან და აღივსება სრული მოქმედებით სატანისა“ („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26).

წმიდა მამები: ირინეოსი („მწვალებლობათა წინააღმდეგ“, წგ.V, თ.39), იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე“). აგრეთვე ილარიონი, ამბროსი მედიოლანელი, იერონიმე და ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავდნენ, რომ ანტიქრისტე წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგანო. ხორციელის კვირის სვინაქსარში ვკითხულობთ, რომ მოვა ანტიქრისტე და იშვება, სიტყვისაებრ წმიდა იპოლიტე რომაელისა, ბილწი დედაკაცისაგან, ცრუ-ქალწულისაგან, ნათესავისაგან დანისაო.

მსგავსი მტკიცებისათვის საფუძველი თვით საღმრთო წერილშიც მოგვეპოვება; ვნახოთ რას გვასწავლის იგი.

ა) მამამთავარ იაკობის წინასწარმეტყველებაში თავისი თორმეტი ძის გამო, რომელთაც ისრაელის ტომებს დაუდვეს სათავე, დანის შთამომავლობის მომავალი ბედი ისეთი სიტყვებითა მინიშნებული, რაც მხოლოდ ანტიქრისტეს შეიძლება განეკუთვნებოდეს. წმიდა იაკობი ასე ამბობს: „და იყოს დან გველ გზასა ზედა, მზირად მჯდომარე ალავსა, და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მხედარი მართლუკუნ“ (დაბადება 49,17).

ბ) წმიდა იერემიას წინასწარმეტყველების წიგნში ნათქვამია: „დანით გვესმა ხმაი სიმახვილისა ცხენთა მისთასა, ხმისაგან ხვივილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისათასა შეიძრა ყოველი ქვეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქვეყანა და სავსებაი მისი, ქალაქი და შინა დამკვიდრებულნი მის შორით მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქვენდამი გველთა მაკვდინებელთა, რომელთა არა არს სახვრაი, და გკბენდნენ თქვენ, - იტყვის უფალი, - უკურნებელად სალმობიერებისა გულისა თქვენისა უღონოქმნულისათა (იერემ. 8,16-18).

გ) იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) წინასწარმეტყველებაში, როცა საუბარია ებრაელთა ტომების შესახებ (ღმერთის მონათა და ანგელოზის მიერ „შუბლთა ზედა მათთა დაბეჭდილთა“), ჩამოთვლილია თორმეტი ტომი ისრაელისა იაკობის ძეთა მიხედვით, და მათ შორის არ არის დასახელებული დანი, რომლის ნაცვლად მოხსენიებულია „თესლი ლევისა, ვითარცა სამღველოი“ (ანდრია კესარიელი „თარგმანებაი გამოცხადებისაი“, 7, 4-8).

წმიდა მამათა სწავლებით, ანტიქრისტეს დამკვიდრებისას, ეშმაკი შეეცდება მისი ამქვეყნად გამოჩენა ყველა იმ ნიშან-თვისებით შემოსოს, რაც საღვთო წერილიდან ღმერთის ჭეშმარიტი ძის, უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინების შესახებ ვიცით. ამაზე მიუთითებენ წმიდა კირილე იერუსალიმელი (იხ. მისი სიტყვა „კათაკმეველთა დასამოძღვრად“), წმიდა ეფრემ ასური (39-ე სიტყვა), ნეტარი თეოდორიტე („საღმრთო დოგმატთა მოკლე გადმოცემა“, 23), წმიდა იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე“) და სხვა მოძღვარნი ეკლესიისა. ეჭვი არ არის, რომ თუკი იქნება რაიმე მსგავსება ანტიქრისტესი ჭეშმარიტ ღმერთის ძესთან, ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნული, და თავისი არსით, ცრუ უნდა იყოს, რადგან, როგორც ეს საღმრთო წერილიდან ვიცით, მთელი მისი ცხოვრება, ყოველი მისი საქმე მძვინვარე და მკრეხელური აღდგომა იქნება ქრისტესა და მისი ეკლესიის მიმართ. ანტიქრისტეს ეს გარეგნული, ცრუ მსგავსება უფალთან, პირველყოვლისა, ალბათ, თვით მის დაბადებაში უნდა გამომჟღავნდეს: რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა ხორციელად, ამიტომ, ეშმაკი თავის იარაღს ქალწულისაგან დაბადებს, ოღონდ არა წმიდა ქალწულისაგან, არამედ აღსავსეს ყოველგვარი მანკიერებითა და სატანური სიბილწით. ასევე, როგორც ჩვენი უფალი ოცდაათ წლამდე უცნობი იყო, ალბათ, ანტიქრისტეც ასეთივე ასაკის შესრულებამდე, საიდუმლოებით მოცული ცხოვრებით იცხოვრებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება სამოქმედო ასპარეზზე. კვალად, როგორც მაცხოვარმა დაიწყო თავისი მხსნელი მსახურება ღვთაებრივი ქადაგებებითა და სასწაულმოქმედებით, ასევე ანტიქრისტეც, თავის ბოროტ და დამღუპველ მსახურებას ცრუ-მოძღვრების ქადაგებით და ცრუსასწაულებით დაწყებს; ამ გზით იგი ადამიანთა ცდუნებას შეეცდება და სამწუხაროდ, მართლაც აცდუნებს. და კიდევ: როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინება საყოველთაოდ, სახალხოდ გამოეცხადებინა თავი, როცა იერუსალიმსა და მის წმიდა ტაძარში საზეიმოდ შევიდა ხალხისაგან განდიდებული ძედ ღმრთისად და მესიად, ასევე ანტიქრისტეც თავს იუდეველთა მესიად გამოაცხადებს და მსოფლიოს თვითმპყრობელ მონარქად გამოცხადდება, ამასთან, ყოველივე ეს აღსრულდება მისი საზეიმო შესვლით იერუსალიმში და ზე-დაჯდომით იერუსალიმის ტაძრის საყდარზე, იმ ტაძრისა, რომელიც თითქმის ორი ათასი წელია დანგრეულია და რომელიც იმ დროისათვის აღდგენილი იქნება (ან თვით ანტიქრისტეს, ანდა მისი მომლოდინე იუდეველების ძალისხმევით).

უფლის საზეიმო შესვლა იერუსალიმში ყველა იმ იუდეველისათვის, ვინც მორწმუნე იყო ამისა, საჯაროდ განაცხადებდა იმას, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი მესია, რომლის მოსვლაც ამქვეყნად წინასწარ ამცნეს თავის ხალხს ძველი აღთქმის წმიდა წინასწარმეტყველებმა. ამის უეჭველი დადასტურებაა თვით მაცხოვრის სიტყვები, წარმოთქმული მის მიერ იერუსალიმის კარიბჭესთან, როცა იგი „ტიროდა მას ზედა“ ურწმუნოებისათვის: „უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა“-ო (ლუკა 19,42), ანუ: ნეტავ, დღეს მაინც მიმხვდარიყავი, თუ რა ემსახურება შენს მშვიდობასო და იმ ღირსსახსოვარ დღეს, როცა იუდეველბმა უარყვეს ჭეშმარიტი მესია, საუკუნოდ გადაწყდა ისრაელი ერის ბედი. ასევე იქნება მომავალ დღესაც, ანტიქრისტეს, ანუ ცრუ-მესიის საზეიმო შესვლისას იერუსალიმში: საუკუნოდ და შეუქცევად გადაწყდება მისი თანადროული კაცობრიობის ბედი, უფრო სწორად კი კაცობრიობის დიდი ნაწილისა, რომელიც ხორციელი ცხოვრების გამო სულიერი გულისხმისყოფის უნარს მოკლებული იქნება და ამის გამო ანტიქრისტეს ჭეშმარიტ მესიად და მხსნელად მიიღებს. ნეტარ არს იგი, ვინც ამ უკანასკნელ დღეს, რომელსაც ღმერთი საბოლოო თვითგამორკვევისთვის ადამიანებს მიმადლებს, შესძლებს ანტიქრისტეში დაინახოს სატანის მსახური და არა ღმრთისა და ამის ძალით იხსნას თავი დაღუპვისაგან, რაც კაცობრიობის უდიდეს ნაწილს, ანტიქრისტეს მიმღებსა და ჭეშმარიტ ღმერთად მაღიარებელს, უცილობლად მოელის.

დაბოლოს, როგორც უფალმა გამოუცხადა თავი ამ ქვეყანას, როცა თავისი მსახურება საკვირველად აღასრულა, იყო რა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, ჭეშმარიტი მეუფე და ჭეშმარიტი პირველმღვდელმთავარი, ასევე ანტიქრისტეც შეეცდება თავის პიროვნებაში სრულიად გააერთიანოს ეს სამმაგი ძალაუფლება და ასე აღასრულოს დამღუპველი მსახურება; ანუ იგი კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის გახდება ყველაზე დიდი, ავტორიტეტული მოძღვარი და მასწავლებელი, თავს გამოაცხადებს მთელი მსოფლიოს მეუფე-მონარქად და მსოფლიოში არსებული ყველა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის პირველ მღვდელმთავრად; ამასთანავე, შემაძრწუნებელი ზემოქმედებით, ანტიქრისტე ყველა ადამიანისაგან ღვთის საფერ პატივსა და თაყვანისცემას მოითხოვს და ნეტარ იყვნენ ის მცირედნი, რომელნიც სიკვდილის შიშის წინაშეც არ სცემენ მას თაყვანს! საღმრთო წერილის, საეკლესიო გადმოცემისა და წმიდა მამათა გამონათქვამების გათვალისწინებით, ანტიქრისტეს მთელი მომავალი ცხოვრება და მოქმედება შეიძლება სამი უმთავრესი პერიოდის სახით განვიხილოთ.

პირველი პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს ცხოვრებისა და მისი ბილწი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენის მომენტამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიდუმლოდ გაივლის ფარულ უცნობელობაში. როგორც იოანე დამასკელი ამბობს: „იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება“ („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26).

მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს სამოქმედო ასპარეზზე მსოფლიო მოძღვრისა თუ წინასწარმეტყველის ხმაურიანი გამოსვლით დაიწყება. სავსებით შესაძლებელია, რომ მან თავისი მოქმედება ახალი მსოფლიო ომის დროს დაიწყოს, როცა ადამიანები საყოველთაო უბედურებითა და არნახული არეულობებით დიდად ევნებიან და უკვე აღარავითარი იმედი აღარ ექნებათ უბედურებათა ჩიხიდან თავის დაღწევისა, რადგან მსოფლიო ომის დასრულების ფარული ბერკეტი იმ საიდუმლო ორგანიზაციების ხელში იქნება, რომლებიც თავიანთი მეუფის, ანტიქრისტეს გამოჩენას, გაძლიერებასა და მთელს მსოფლიოზე გაბატონებას ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ. თუკი ამას დავუშვებთ, მაშინ სავარაუდოა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ალბათ, სწორედ ანტიქრისტე წამოაყენებს პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მსოფლიო კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მისაღებ პროექტს, და ამ გეგმის ძალით შეეცდება მსოფლიოში ერთიანი პოლიტიკური და სოციალური წესწყობილება დაამყაროს. ამ მსოფლიო ომითა, თუ სხვა საშინელი არეულობებით და უბედურებით დაღლილ-დაქანცული, სულიერად დაბრმავებული კაცობრიობა, უფრო სწორად კი - მისი უდიდესი ნაწილი, ანტიქრისტეს ამ წინადადებას სიბრძნის, განსწავლულობისა და გენიალურობის გამოვლინებად მიიღებს. მსოფლიო სახელი ანტიქრისტესი, როგორც გენიალური მოაზროვნისა, ახალი დიდი ბელადისა და ხალხთა მხსნელისა, მთელს ქვეყნიერებას უმოკლეს დროში მოედება. ამასთან დაკავშირებით წმიდა ეფრემ ასური ამბობს, რომ „მზაკვარი სულები, ყოველგნით წარგზავნილნი, მთელს ქვეყანაზე ადამიანთა შორის ანტიქრისტეზე ამაღლებულ შეხედულებებს დანერგავენ, მისი პიროვნებით საყოველთაო აღტაცებას დაჰბადებენ და ამით ყველაში ანტიქრისტესადმი დიდ მისწრაფებას აღანთებენ“ (იხ. მისი XVI სიტყვა).

თავისი მოქმედების ამ პერიოდში ანტიქრისტე არავითარ ძალადობას არ მიმართავს და ეცდება თავისი პირფერული, მოჩვენებით სათნოების გამოვლინებით ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. როგორც იოანე დამასკელი ამბობს, თავისი მეფობის, ანდა უფრო სწორედ, ტირანიის დასაწყისში იგი (ანტიქრისტე) წმიდანობის ნიღბით შეიმოსება, ხოლო, როცა მომძლავრდება და გაიმარჯვებს, დაიწყებს ღვთის ეკლესიის დევნას და მთელს თავის ბოროტებას გამოამჟღავნებს („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26). წმიდა ეფრემ ასური გვასწავლის: ანტიქრისტე „მოვა იმგვარი სახით, რომ ამქვეყნად ყველა აცდუნოს - მოვა მდაბალი, მშვიდი, მოძულე - როგორც ამას თვით იტყვის - სიცრუისა, უარმყოფელი კერპებისა და ვითომცდა კეთილმსახურებას შედგომილი, გარეგნულად კეთილი, გლახაკთმოყვარე, უაღრესად კეთილსახიერი, ყოველ საქმეში მტკიცე და თანმიმდევრული, ყველასადმი მოწყალე, ალერსიანი, ხოლო განსაკუთრებით მოყვარე და პატივისმცემელი იუდეველებისა, რადგან მის ამქვეყნად გამოჩენას ყველაზე მეტად ისინი მოელიან... ასე აღასრულებს იგი თავის მზაკვრულ საქმეს იმ მიზნით, რომ ყველას სათნო ეყოს და თავი შეაყვაროს. იგი არავისგან არ მიიღებს ხოლმე ძღვენს, ილაპარაკებს მშვიდად, რისხვის გარეშე, არავის აჩვენებს პირქუშ სახეს, და გარეგნულად კეთილმსახური შეუდგება მთელი ქვეყნის ცდუნებას მანამდე, სანამ მასზე სრულიად არ გაბატონდება“ (XVI სიტყვა).

ქრისტეს ეკლესიის დიდი სულიერი მოღვაწეების, წმიდა მოსაგრე მამების უმდიდრესი ასკეტური გამოცდილებით ცნობილია, რომ, როცა ეშმაკს ძალა არ შესწევს თავისი ბოროტი მანქანებით მოსაგრეს პირდაპირ სძლიოს, რადგან მის მედგარ წინააღმდეგობას აწყდება, მაშინ იგი სახეს იცვლის და უწინდელი ბოროტი სულის სანაცვლოდ მოდის სხვა, უძლიერესი მანქანებით, ანუ მოდის ისეთი ეშმაკი, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვით „იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა; (II კორ. 11,14) და ამ სახით ცდილობს წმიდა მოსაგრის ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვოს, ხოლო, თუ ამას მოახერხებს, მაშინ თავის მსხვერპლს საბოლოო დაღუპვისკენ იოლად გაიტაცებს. ამიტომაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ბოლშევიზმის სახით მოვლენილი ყოვლადსაძაგელი შავბნელი ეშმაკის შემდგომ რა იოლად და რა სწრაფად მოიპოვებს ანტიქრისტეს „ნათლის ანგელოზად“ შეცვლილი სახე სულიერად დაბრმავებული კაცობრიობის საყოველთაო კეთილგანწყობასა და ნდობას! ასეთი მუხანათური მოტყუების შედეგად თვით კაცობრიობის სულიერი განწყობილებაში „აღმოცენდება მოთხოვნილება ანტიქრისტეს მოწვევისა; საზოგადოებაში გაისმება მოწოდების ხმა, მიმართული გენიოსთა შორის გენიოსის აღსაზევებლად, რომელიც შეძლებდა მატერიალური განვითარება და ამქვეყნიური კეთილდღეობა უმაღლეს საფეხურზე აეყვანა და მთელს ქვეყნიერებაზე ბედნიერი ცხოვრება დაემკვიდრებინა“ (ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ. 313). ამ პერიოდში ანტიქრისტეს პირმოთნეობას საზღვარი არ ექნება. იგი თავისი ბოროტი მიზნების განხორციელების გზაზე იმასაც კი იზამს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მორწმუნეებს - მართლმადიდებლებს დაუტკბება და არათუ მათ მოწინააღმდეგედ და ბოროტისმყოფელად გამოავლენს თავს, არამედ პირიქითაც - გამოთქვამს მზადყოფნას იყოს მათი მფარველი! თავისი გარეგანი, ყველასათვის საჩინო ცხოვრებით, იგი შეეცდება ყოველივეში თვით უფალ იესო ქრისტეს მიბაძოს. უმრავლოსობა ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებისა (ძირითადად არამართლმადიდებლები), რომელნიც ამ უდიდესი განსაცდელებით აღსავსე ჟამს ეკლესიის წმიდა სულიერი გონიერებით კი არ იხელმძღვანელებენ, არამედ ამქვეყნიური, ხორციელი სიბრძნით, ვერ დაინახავენ ყოველივე ამაში საცდურს, უმზაკვრეს ტყუილს და თავისდა საუბედუროდ, ანტიქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსულ ქრისტედ აღიარებენ.

სოლოვკების მონასტრის მონაზვნები ღირსი მამა ზოსიმეს მოწაფეებისადმი პასუხს გადმოგვცემენ. მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს - როგორ უნდა შევიცნოთ ანტიქრისტე, როცა ის ამ ქვეყნად გამოჩნდება? ზოსიმეს მათთვის ასეთი პასუხი გაუცია: „როგორც კი გაიგონებთ ამბავს, რომ ამა ქვეყანას ქრისტე მეორედ მოევლინა, უწყოდეთ, რომ ეს - ანტიქრისტე იქნება!“ მართლაც, ამაზე ზუსტად და კარგად შეუძლებელია ითქვას. „მსოფლიო, ანუ კაცობრიობა ვერ იცნობს ანტიქრისტეს და მას ჭეშმარიტ მესიად - ქრისტედ აღიარებს...და ეს მაშინ, როცა ჭეშმარიტი მეორედ მოსვლის ჟამს ამქვეყნად არ იქნება საჭირო, ადამიანებმა ერთმანეთს გადასცენ ამბავი ღმერთის ძის ძლევამოსილად შემოსვლისა, უფრო მეტიც - ასეთი რამ მაშინ შეუძლებელი იქნება, რადგან მაცხოვარი მოვა ანაზდეულად, უეცრად, ჭეშმარიტი ძე ღვთისა მთელი თავისი ყოვლადძლიერებით და დიდებით მოევლინება ყოველ ადამიანს (ცოცხალსაც და შესვენებულსაც) და მთელს ქვეყნიერებას ერთდროულად, ერთ ჟამს (ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ. 275). და აკი უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს სახარებაში: „მაშინ უკეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცდუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა, ესერა წინაისწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა, ესერა საუნჯეთა შინა არს ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდის მზისა - აღმოსავალით და ჩანან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი“ (მათე 24, 23-27, ლუკა 17,23-24).

ადამიანთა საცდუნებლად ანტიქრისტე მრავალ სასწაულსაც მოახდენს, რომელნიც თავისი არსით, ცრუ იქნება. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, მაშინ (ანუ ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლის ჟამს) გამოჩნდეს უსჯულოი იგი, რომელი იგი უფალმა აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა, რომლისა - იგი მოსლვაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოველსავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისათა (II თესალონიკ. 2,8-9). ამასთან დაკავშირებით, წმიდა კირილე იერუსალიმელი წერს: „რაკიღა მამაა სიცრუისა, იგი (ანტიქრისტე) ცრუ ქმედებათა გზით აცდუნებს ადამიანთა წარმოსახვას ისე, რომ ისინი იფიქრებენ - ნამდვილად კაცის მკვდრეთით აღდგინების მომსწრენი ვართო. იმ დროს, როცა იგი სულაც არ იქნება მკვდრეთით აღმდგარი. მოეჩვენებათ, რომ ნამდვილად ვხედავთ: „მკელობელთ - გამართულად მავალთ. ბრმებს - თვალახელილთ. მაშინ, როცა არავითარი სასწაულებრივი კურნება იქ მის მიერ აღსრულებული არ იქნება“ („კათაკმეველთა დასამოძღვრად“ XV, 14. გვ.321).

ანტიქრისტეს ყველა ამ ქმედებას - მის ქადაგება-მოძღვრებას, მის ცრუსასწაულებს და, საერთოდაც, მთელს მის პირმოთნე, მოჩვენებით - სათნო ცხოვრებას, ერთი მიზანი ექნება - მსოფლიო ძალაუფლების მიტაცება და ყველა ხალხსა და ქვეყანაზე გაბატონება. პირველ ეტაპს ამ ბოროტ გზაზე იუდეველთაგან აღიარების მიღწევა და მათი მხარდაჭერის მოპოვება შეადგენს. ანტიქრისტე ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ იუდეველებმა იგი თავიანთ აღთქმულ მესიად აღიარონ, პირველ ყოვლისა, ანტიქრისტე შესძლებს დაასრულოს იუდეველური სახელმწიფოს მიერ აგებული წმიდა ტაძრის ხელახლად აღმართვა. ხორციელის კვირის სვინაქსარში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მაშინ (ანუ ამა ქვეყნის უკანასკნელ დღეებში) იიძულება იგი (ანუ ანტიქრისტე) კაცთაგან, და ყოველგნით მეფედ გამოცხადდება და დიდად შეიყვარებს მას ებრაელთა ტომი და მიაღწევს იგი იერუსალიმს და აღმართავს მათს ტაძარს.

მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ანტიქრისტეს ყველა ეს მცდელობა - ჭეშმარიტ მესიად წარმოადგინოს თავი, მოულოდნელ და სასწაულებრივ წინააღმდეგობას წააწყდება ძველი აღთქმის ორი წინასწარმეტყველის - მისი მამხილებლების მხრიდან, რომელთაც, ღვთის საკვირველი განგებულებით, ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს სიკვდილი არ უგემნიათ, არამედ ცოცხლად და სხეულებრივად იყვნენ ატაცებულნი ზეცად და ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას თავისი უმთავრესი მისიის აღსასრულებლად და ხორციელი სიკვდილის მისაღებად. ამ წმიდა წინასწარმეტყველთა სახელებია ილია და ენუქი. ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში უფალი მათ იერუსალიმში მიავლენს, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე. ასეთი წინააღმდეგობა ამ უკანასკნელს (ანტიქრისტეს) მისი მოქმედების მეორე პერიოდში შეხვდება, როცა ის და მისი ხელისშემწყობნი მსოფლიო ძალაუფლების მისატაცებლად ყოველმხრივ შეემზადებიან, მაგრამ მიუხედავად მთელი თავისი სიძლიერისა, ანტიქრისტე ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს ელიასა და ენუქს მათ მამხილებელ ქადაგებაში. ამიტომ ამ პერიოდში იგი კვლავაც გარეგნულად მდაბალი და მოწინააღმდეგეთა მიმართაც კი, ვითომდა კეთილგანწყობილი და კარგის მოსურნე იქნება. ბოლოს კი, ამ სამწელნახევრის გასვლის შემდეგ, ანტიქრისტე წმიდა წინასწარმეტყველთა მიმართ აშკარა ძალადობას მიმართავს და ამის გამო, იძულებული გახდება უწინდელი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი ჩამოიცილოს.

ჩვენი აზრით, ამაოდ ცდილობენ ზოგიერთნი წმიდა წინასწარმეტყველების - ელიასა და ენუქის ამქვეყნად სასწაულებრივი მოვლინება ქვეყნის დასასრულის სიმბოლური, არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ და იგავურად განმარტონ. საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამ ქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს ს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 19 2012, 09:25
პოსტი #25


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ერთხელ მამა პაისი ათონელთან მისულებმა თხოვეს: „მამაო, გვითხარი რამე ანტიქრისტეზე“. „მოდით, ჯერ ქრისტეზე ვისაუბროთ“, – იყო პასუხი.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Tatoo
პოსტი Jul 19 2012, 11:49
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 7.07.2012
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 783



ციტატა
ერთხელ მამა პაისი ათონელთან მისულებმა თხოვეს: „მამაო, გვითხარი რამე ანტიქრისტეზე“. „მოდით, ჯერ ქრისტეზე ვისაუბროთ“, – იყო პასუხი.
არვიცი სწორად გავიგე თუ არა ამ ფრაზის შინაარსი, მაგრამ როგორც მივხვდი ამ ფრაზით შენ გინდა მიმანიშნო იმაზე, რომ ანტიქრისტეს თემა მეორეხარისხოვანია. (თუ რამე არასწორად გავიგე ბოდიშს გიხდი). რათქმაუნდა გეთანხმები რომ ქრისტესთან შედარებით ყველაფერი მეორადი და მეორეხარისხოვანია, მაგრამ არცთუ უმნიშვნელოა შეცნობა ანტიქრისტესი, ყველა მხედართმთავარი, როდესაც ბრძოლას იწყებდა, პირველ რიგში მტერის ხრიკების და მისი ბრძოლის წესების გაცნობას იწყებდა და ამის შემდეგ აწყობდა მასთან ბრძოლის გეგმას... მე თუ მკითხავთ ასევეა ამ შემთხვევაშიც, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ქრისტესთან მიახლება და ქრისტესთვის მსახურება, ხოლო სატანა კი ყველაზე დიდი მტერია და ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ის გვიწევს ქრისტესთვის მსახურების დროს. მე ვფიქრობ, რომ ანტიქრისტეც იმიტომ უნდა შევიცნოთ რომ შემდეგ ადვილად დავამარცხოთ, რათქმაუნდა უფლის შეწევნით. წინაპრებიც ხომ სულ გვასწავლიდნენ "შეიცანით მტერი თქვენიო", აი ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის შექმნა. გეთანხმები იმაში რომ ქრისტესთან მისვლა და მასთან მყოფობა უპირველესი და უაღმატებულესი "დავალებაა". თუ რამე არასწორად გავიგე კიდევ ერთხელ გიხდი დიდ ბოდიშს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 19 2012, 13:33
პოსტი #27


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



Tatoo
მშვიდობა ტატო. სასიხარულოა შენი შემომატებოა ფორუმზე. კარგი იქნება თუ გავვეცნობი smile.gif

გეთანხმები, რომ საჭიროა ცოდნა ბოლო ჟამის მოვლენების შესახებ. წმიდა წერილის, მამათა ნაშრომებისა და განმარტებების შესწავლა მხოლოდ ინტელექტუალურად შეუძლებელია. ვერც ანტიქრისტეს ვიცნობთ თუ ეკლესიის წიაღში არ ვიქნებით და წაკითხული კი გვექნება ყველაფერი. აი რას წერს წმიდა იოანე დამასკელი:

წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეცხრამეტე

ანტიქრისტეს შესახებ


გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. თუმცა ყველა ის, ვინც არ აღიარებს ღვთის ძის და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ არის იგი სრული ღმერთი და რომ ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, - ანტიქრისტეა, მაგრამ თვითგვარად და გამორჩევითად ანტიქრისტედ ითქმის ის, ვინც საუკუნის1 აღსასრულს მოვა. ამიტომ საჭიროა, რომ პირველ რიგში სახარება იქნეს ქადაგებული ყველა ხალხში, როგორც თქვა უფალმა, და მაშინ მოვა იგი სამხილებლად ღვთისმოწინააღმდეგე იუდეველებისა, რადგან უფალმა უთხრა მათ: „მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიმიღეთ მე. მოვა სხვა თავისი სახელით და მას მიიღებთ“ (იოანე 5,43). და მოციქული ამბობს: ,,...იმისათვის, რომ არ შეიწყნარეს მათ ჭეშმარიტების სიყვარული თავისდა სახსნელად და ამის გამო მოუვლენს მათ ღმერთი ცთომილების მოქმედებას, რათა ერწმუნონ ისინი სიცრუეს, რომ განისაჯოს ყველა ის, ვინც არ ერწმუნა ჭეშმარიტებას, არამედ სათნო იჩინა უსამართლობა“ (2თეს. 2,10-12).

ამიტომ, იუდეველები, რომლებმაც არ მიიღეს უფალი იესო ქრისტე ღვთის ძედ და ღმერთად, მიიღებენ იმას, ვინც მაცდურია და ვინც იტყვის თავის თავს ღმერდად, რადგან ის, რომ ანტიქრისტე ღმერთად უწოდებს თავის თავს, ამაზე უთხრა დანიელს მისმა დამმოძღვრელმა ანგელოზმა: „მისი მამების ღმერთთა მიმართ არ ექნება გულისყური“ (დან. 11,37), და მოციქული ამბობს: „ნურავინ გაცთუნებთ თქვენ ნურანაირი სახით, რადგან - თუ2 არ მოვა პირველად განდგომილება და არ გამოცხადდება ადამიანი ურჯულოებისა, ძე წარწყმედისა, წინააღმდგომი და ზეაღზევებული ყოველივე იმაზე, რაც ღმერთად ან სათაყვანოდ ითქმის, რადგან დაჯდება იგი ღვთის ტაძარში როგორც ღმერთი, წარმოაჩენს რა თავის თავს, რომ არის ღმერთი“ (2თეს. 2,3-4), ხოლო ეს „ტაძარი ღვთისა“ არის არა ჩვენი, არამედ ძველი, იუდაური, რადგან ჩვენთან კი არ მოვა იგი, არამედ იუდეველებთან, არა ქრისტეს გამო, არამედ ქრისტეს და ქრისტესეულთა წინააღმდეგ. ამიტომაც ითქმის იგი ანტიქრისტედ.

ამრიგად, საჭიროა, რომ პირველ რიგში სახარება იქნეს ქადაგებული ყველა ხალხში, „და მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომლის მოსვლაც არის სატანის მოქმედების მიხედვით სიცრუის ყველა ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცთურით წარწყმედილთა შორის, ვისაც მოსპობს უფალი თავისი პირის სიტყვით3 და დაამხობს მას თავისი გამოჩინების მოსვლით4“ (2თეს. 2,9-10).

ამრიგად, არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუ მოხდება ეს!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი.

ამრიგად, როგორც ვთქვით, სიძვისგან იშვება იგი, აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უფრო კი ტირანობის დასაწყისში სამართლიანობას იპირფერებს იგი, ხოლო როცა მპყრობელი გახდება, განდევნის ღვთის ეკლესიას და გამოაჩენს მთელ თავის უკეთურებას. ხოლო იგი მოვა „სიცრუის ნიშნებითა და სასწაულებით“, რაც ზმანებითია და არა ჭეშმარიტი, აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს იმათ, რომლებსაც წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი აქვთ, ისე რომ, თუ შესაძლებელი იქნება, ცთუნდებიან რჩეულნიც (შდრ. მათე 24,24).

ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან5. და მოვა უფალი ციდან იმ სახით, რა სახითაც იხილეს იგი წმინდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ, ღმერთი სრული და ადამიანი სრული, დიდებითა და ძალით. და მოსპობს იგი ურჯულოების ადამიანს და წარწყმედის ძეს თავისი პირის სულით. ამიტომ, ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ - ციდან, როგორც თვით გაგვაურყევა6 ჩვენ.



1. ე.ი. მიწიერი ჟამის, ამქვეყნიური ყოფის.

2. აქ სიტყვებში „რადგან თუ“ იგულისხმება „რადგან არ დადგება განკითხვა, თუ...“.

3. „სიტყვით“ - ბერძნ. ρήματι (შდრ. არსენი: „სიტყჳთა“, 101v1). „პავლეთა“ ბერძნულ ტექსტში (2თეს. 2,9) გვაქვს πνεύματι (შდრ. ძვ. ქართ. თარგმ.: „სულითა“). იხ. ამ თავის ბოლო მონაკვეთი.

4. ბერძნ. τ~η παρουσία τ~ης έπιφανείας (შდრ. არსენი: „მოსლვითა გამოჩინებისა მისისაჲთა“, 101v1). „პავლეთა“ ბერძნულ ტექსტში ზემორე სიტყვათა რიგი შებრუნებულია (შდრ. ძვ. ქართ. თარგ.: „გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“, 2 თეს. 2,9).

5. ანტიქრისტესაგან.

6. ე.ი. ურყევი დარწმუნოებულობა მოგვცა (ბერძ. ήσφαλίσατο).

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/99.htm


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 20 2012, 18:13
პოსტი #28


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ძალიან საინტერესო თემა, ID ბარათებთან დაკავშირებით და მეორედ მოსვლის შესახებ.






p.s. კარგია თუ არაფერს ნიშნავს ეს IDბარათები. მაგრამ რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას ალტერნატიული ბარათებიც შემოიღონ. მანამდე არ დამშვიდდება ხალხი........რადგან არავინ ი ცის რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი, არ ჯობია თავი დავიზღვიოთ ......
გეთანხმებით, არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ!


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Jul 20 2012, 21:49
პოსტი #29


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



მეუფე იობი კატეგორიულად კრძალავს აღებას, პირადად მე დაბნეული ვარ


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 2 2012, 20:16
პოსტი #30


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



იოანეს გამოცხადება - ioanes gamocxadeba
იოანეს გამოცხადების აუდიო ვერსია



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 17 2012, 15:49
პოსტი #31


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



უკანასკნელი ბაბილონი (ნაწ. 1/2)



უკანასკნელი ბაბილონი (ნაწ. 2/2)



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 30 2012, 21:40
პოსტი #32


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(აკაკი @ Jul 28 2010, 21:35) *

animani
შესაძლოა, მართალი იყო... რომ ეკლესიის გახლეჩაზეა "სიყვარულის მიტოვება"

სმირნის ეკლესიაზე იმიტომ მაქვს კიდევ ეჭვი, რომ მანდ წერია "ჭირი და სიგლახაკე" რაც დევნის და გაჭირვებას ნიშნავს?! მერე კი ამბობს "არამედ მდიდარ ხარ"

არ ვიცი ვერ ვიტყვი დაზუსტებით


დღეს, წავიკითხე ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე და მივხვდი, სწორი მიმათულებით მიგვყავდა ჩვენი მსჯელობა. დასანანია, რომ ეს თემა შევწყვიტეთ.
ოღონდ სმირნა–იერუსალიმია;
ეფესო–რომი;
პერგამოსი–კონსტანტინოპოლი;
თიატირია–ანტიოქია;
სარდიკია–ალექსანდრია;
ლაოდიკია–რუსეთი;
ფილადელფია–კი იბერია.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 18 2012, 22:34
პოსტი #33


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მაიას ტომის წინასწარმეტყველება 2012 წლის დეკემბერი
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - მაიას ტომის წინასწარმეტყველების შესახებ




ნაწილი I - დეკანოზი ბიძინა გუნია - მაიას ტომის წინასწარმეტყველების შესახებ; 2012 წლის დეკემბრის შესახებ;


ნაწილი II - დეკანოზი ბიძინა გუნია - მაიას ტომის წინასწარმეტყველების შესახებ; 2012 წლის დეკემბრის შესახებ;



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 1 2013, 14:55
პოსტი #34


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მამა არჩილ მინდიაშვილი-ბოლო ჟამი



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 10 2013, 22:22
პოსტი #35


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



mama teodore - ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
123456
პოსტი Feb 20 2020, 19:42
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9.10.2017
წევრი № 872



ხსბა სიკეთეშია გულწრლეფ სიკეთეში როცა სანაცვლოდ არაფერს ელი, ამით დაამარცხებთ ბოროტს თქვენში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V < 1 2
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 28.09.2020 - 00:03

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience