IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ილია ჭავჭავაძე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )

Reply to this topicStart new topic
> ილია ჭავჭავაძე გაზიარება
ლანა
პოსტი Jul 19 2009, 23:06
პოსტი #1

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13

ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს, 27 ოქტომბერს, კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი წინაპრები კახეთის მკვიდრნი ყოფილან.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად” - წინანდლისა და ყვარლისა.
ილია ყვარელის ჭავჭავაძეების შთამომავალია. პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის - გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა.

1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს - ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, - პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ - კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.

პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა - გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.

ილიას გამდელის სალომე ლოლიძის მოგონებით, ილიას დედა სახით ლამაზი დედაკაცი იყო. გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.
ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის ასაკში გარდაცვლილა. ილიას მამა გრიგოლმა ობლების აღზრდა მიანდო თავის დას მაკრინეს, რომელიც გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე, რომელიც ამ დროს დაქვრივებული იყო.
1845 წელს, 8 წლის ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან, რომელიც ილიას თქმით იყო პატრიარქალური ხალხური სკოლა.
1848 წელს ილია მამამ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წაიყვანა და მიაბარა იმ დროს განთქმულ რაევსკისა და ჰაკეს პანსიონში, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა, შემდეგ თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში მიიღეს. თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ 1857 წელს, ილია ჭავჭავაძე რუსეთში მიემგზავრება, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ - ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას. ილია გატაცებით დაეწაფა ახალს და გაბედულად შეუდგა ძველის, დრომოჭმულის კრიტიკას. 1861 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში არეულობა დაიწყო. ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა, მიეტოვებინა სწავლა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1863 წლის 21 აპრილს ილია დაქორწინდა, ცოლად შეირთო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი.
1864 წელს ილია სამსახურს იწყებს დასავლეთ საქართველოში (იმერეთში), ქუთაისის გენერალ გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ, ილიას დავალებული ჰქონდა, გაერკვია მემამულეთა და გლეხთა შორის ურთიერთობა. საგლეხო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში დაარსებული იყო თავად აზნაურთა კომიტეტი, ილიამ მოითხოვა გლეხთა განთავისუფლება მიწიანად, რამაც თავად-აზნაურთა გულისწყრომა გამოიწვია.
70-იანი წლების დასაწყისში ილიას რჩევით გადაწყდა საადგილმამულო ბანკის დაარსება, პეტერბურგში კი მისი დამტკიცება კი ილიას მიანდეს. 1874 წელს შეძლო მან წესდების დამტკიცება და საქართველოში დაბრუნება. 1874 წელს 5 სექტემბერს ილია თავმჯდომარედ აირჩიეს და თანამდებობაზე - ილია 1905 წლის ივნისამდე - 30 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა.
1877 წლის მარტში ილიამ დაარსა ყოველკვირეული ჟურნალი ,,ივერია”, რომელიც 2 წელს გამოდიოდა, შემდეგ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, ხოლო 1886 წლიდან ,,ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო” გაზეთად.
1877 წელს ილია აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად, 1881 წლამდე მუშაობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის არჩევით თანამდებობაზე, 1879 წლიდან უცვლელად მუშაობდა ,,ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო დიმიტრი ყიფიანის წასვლის შემდეგ - 1885 წლიდან თავმჯდომარედ.

1884 წლიდან ილიაზე დაწესებული იყო მკაცრი ფარული საპოლიციო მეთვალყურეობა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეწყვეტილა.
1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად - აზნაურთა საგანგებო კრებამ ილია აირჩია სახელწიფო საბჭოს ამომრჩევლად. მარტის ბოლოს ილია მიემგზავრება რუსეთში. 7 აპრილს მოწვეულ იქნა თავად - აზნაურთა კრება, რომელიც ილიას სახელმწიფო საბჭოს წევრად ირჩევს.

არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს... შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია - დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.

30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 - 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

1907 წლის 30 აგვისტო - წიწამურის ტრაგედიის დღე - უდიდესი სამგლოვიარო თარიღია ქართველი ერისა, ამ დღეს წმინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში, არაგვთან, იმ არაგვთან რომელსაც ახალგაზრდობაში ეფერებოდა.

9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი მთელი საქართველოსი, მიაბარა მშობლიურ მიწას მთაწმინდაში.

"იქნებარც ერთ მსოფლიო გენოისს არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისთვის,რამოდენადაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის"
იაკობ გოგებაშვილი

"ილიამ ეროვნული საკითხი მკვიდრ ნიადაგზე დააყენა,იგია წარმომადგენელი მთელი საქართველოს ერისა,მისი იდეოლოგი."
ვაჟა-ფშავეელა

--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jul 19 2009, 23:09
პოსტი #2

Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219

უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან

ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ათწლეულების განმავლობაში წმიდა ილია მართლის მკვლელობის დეტალები და გარემოებანი საზოგადოებისთვის დამალული და ტაბუირებული იყო. ქართველი ერის ამ დიდ ტკივილზე საუბარი მხოლოდ უახლოეს წრეში და ისიც ჩურჩულითა და მინიშნებებით თუ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ქალბატონი მანანა ჭირაქაძის ეს მოგონება სააშკარაოზე პირველად გამოდის და ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეიგრძნობს იმ ავბედითი ჟამის მრუმე დღეების დინამიკას.

წმიდა ილია მართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და უფრო მეტი ზეპირი გადმოცემებით მოსულა ჩვენს დრომდე. რა აღარ თქმულა მის სადიდებლად და სალანძღავად - სხვადასხვა თაობისა და მსოფლმხედველობის ქართველებს მისთვის „საქართველოს უგვირგვინო მეფეც“ უწოდებიათ და „გლეხთა სისხლისმსმელი წურბელაც“, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და ტყვიითაც შეულეწავთ, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსადაც უღიარებიათ და მავნებლადაც მოუნათლავთ, მისი ლექსები მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ საზრდოდაც გაუყოლებიათ და „მდარე პოეტურ ნაცოდვილარადაც“ გამოუცხადებიათ, მაგრამ ამ ბერმუხისათვის გვერდი ვერავის აუვლია და მის გიგანტურ ღვაწლზე თვალი ვერ აურიდებია. არ არსებობს მეტ- ნაკლებად წიგნიერი თაობა ქართველებისა, ვისაც ილიას შემოქმედება არ აღელვებდა, მისი ღვაწლი არ აღაფრთოვანებდა, პიროვნება არ ხიბლავდა და მისი ვერაგულად მოკვლა არ სტკიოდა.
ყაჩაღის აღსარება

ერთ- ერთი ზეპირი გადმოცემა ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ ჩემს ოჯახშიც არის შემონახული:

1921 წელს მაისში ზესტაფონის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოაწყეს გასაბჭოების საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რასაც მოჰყვა რეპრესიები. ამ მანიფესტაციის ყველა მეთაურს, მათ შორის ბიძაჩემს - მეშვიდეკლასელ ვასილ ჩანტლაძესაც, დაპატიმრება ელოდა. შეშინებულმა მშობლებმა შვილი დეიდასთან, ხარაგაულში, სოფელ ლაშეში „გადამალეს“. ბებიაჩემის უმცროსი და - ელენე თურმანიძე - ცოლად ჰყავდა ლაშელ გიორგი მაჭავარიანს. გიორგი მაჭავარიანის ბიძა - ედიშერ მაჭავარიანი ცნობილი ყაჩაღი იყო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აწრიალებული ჰყავდა ქვეყანა და, თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვათ, „საიმპერიო მასშტაბის ძებნილი“ ბრძანდებოდა. საკუთარი იღბლისა თუ სხვა გარემოებათა წყალობით, იგი გადაურჩა ჟანდარმერიას, რევოლუციას. დამოუკიდებელი საქართველოს დამხობისა და გასაბჭოების შემდეგ კი საკუთარ სოფელში მშვიდი ცხოვრება დაიწყო.

ეროვნული იდეალებით გულანთებული და წითელი ხელისუფლებისაგან შერისხული გიმნაზიელისათვის „მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი“ ყაჩაღი რაინდული შარავანდედით იყო შემოსილი და მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მას ძალიან აინტერესებდა. ერთ- ერთი ასეთი საუბრის დროს სიტყვა ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელობაზე ჩამოვარდა:

- ვიცი, ვინც მოკლა ილია, - თქვა ედიშერმა - მარა, ბიძიკო, ნუ გინდა ამ საქმის ძიება. ზოგი აღარ არის ამქვეყნად, ზოგიც საქართველოდანაა გასული... ილიას ძალიან ერჩოდნენ სოციალისტები, განსაკუთრებით 905- ის რევოლუციის მზადების წლებში. ტერორისტებმა რამდენჯერმე მუქარის წერილი გაუგზავნეს და ერთი- ორჯერ კიდევაც დაუხვდნენ. იმ წლებში მთელ საქართველოში ატერორებდნენ თავად- აზნაურობას - ძარცვავდნენ და ხშირად ხოცავდნენ. ერთხელ ჩვენთან ერთი სოციალისტი მოვიდა და პარტიის სახელით საგურამოში წაყოლა გვთხოვა: ილია ბანკირია, მემამულე- თავადია და ფული ბევრი აქვს, წავართვათ, თქვენც იხეირებთ და ჩვენცო. შუაღამისას სამნი მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა უკლება და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. - შენს ბატონთან გვაქვს საქმე! - ვუთხარით მოურავს. მოურავმა გვიცნო, ვინც ვიყავით, მაგრამ არ შეგვიშინდა და ხმამაღლა მოგვაძახა - ბატონს სძინავს, ვერ გავაღვიძებ, დილით მოდითო. - რა ამბავია მანდა? - გაისმა უეცრად მაღლა სართულიდან. - ბატონო, შენი ნახვა უნდათ. დილით მოდით- მეთქი და არა შვრებიან! ასძახა მოურავმა. - შემოიყვანე, ვინც არიან! უბრძანა იმან ზევიდან და მოურავიც შეგვიძღვა ეზოში. ავიარეთ კიბე და ავედით მეორე სართულზე. - დაიცადეთ! გვითხრა მოურავმა და ერთ ოთახში შევიდა. მალე გამოვიდა და კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა დანახული ქალაქში და ახლა, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: - საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს გადავეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდებოდა. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის გავეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: ჯერ ერთი, რომ აღარა ვარ ბანკის თავმჯდომარე, მერე კიდევ, მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, „ივერიას“, ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და ფული შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ, რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ! ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გააღო და ასორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.

საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო...
* * *

დიდმა ილიამ მის გასაძარცვავად (უფრო კი დასაშინებლად!) მოსული ყაჩაღები ღირსეულად მიიღო, თანაგრძნობით ესაუბრა და ღირსეულადვე გამოისტუმრა, რითაც მათი გულები სამუდამოდ მოინადირა. (შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი“- ს პერსონაჟი აბატი, რომელმაც „ერთი დაკვრით“ შეისყიდა კატორღელი ჟან ვალჟანის სული და იგი სხვა პიროვნებად აქცია). ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ილია მართლის სულიერი და ზნეობრივი პორტრეტი: ჭეშმარიტი ქრისტიანი, სამშობლოს მხურვალე მოტრფიალე, ვისიც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მშობელი ქვეყნის მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არ მოიქცეოდა, რადგან იგი კაცში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს, უფლის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა, მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა.
* * *

ეს ამბავი ბავშვობიდან ვიცი და, ვფიქრობ, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში - წმიდა ილია მართალმა იმ ყაჩაღებთან ერთად ჩემი სულიც სამუდამოდ მოისათხევლა!

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭირაქაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Jul 19 2009, 23:39
პოსტი #3

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13

la-ma-ra
ძალიან კარგი რამ დადე,ძალიან ვისიამოვნე smile.gif

ეს პიროვნება ძალიან,ძალიან მიყვარს smile.gif

--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Jul 20 2009, 01:42
პოსტი #4

Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97

ეს წერილიც დასტურია იმისა, რომ ილია სიცოცხლეშივე წმინდანი იყო

--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Jul 22 2009, 12:36
პოსტი #5

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13

მიხეილ ჯავახიშვილის მოგონება

" . . . 1906 წლის გაზაფხულზე ავადმყოფ ილია წინამძღვრიშვილის სანახავად მივედი. მალე ილია ჭავჭავაძეც შემოვიდა. ავადმყოფი მოიკითხა და საუბარი გააბა, შავბნელი აზრებით იყო სეპყრობილი. ჯერ ”ივერიის” ბედი გაიხსენა. ეს გაზეთი მისი ნაშვილევი იყო. იგი რამოდენიმე ათეულ წელიწადს ზიდა, მერმე თავის ერთგულ ა. სარაჯიშვილს გადასცა, მან ილიას გზით მავალ ყიფშიძეს ჩააბარა. ამან კი ახალგაზრდას გადაულოცაო, -სთქვა ილიამ ჩემზე,-და შემდეგ გოგიჩაიშვილსაო.
ილია ჭავჭავაძის საჯარაო ლაპარაკი რამოდენიმეჯერ მოვისმინე. საოცარი ორატორი იყო. არ აღელდებოდა, კილოს არ აუწევდა. თავი რკინის ძეგლსავით ეჭირა. მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყვეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა, მისი რეპლიკა მუდამ მომაკვდინებელი იყო. ხმა ძლიერი ჰქონდა, ლოგიკის ზალა-უნაკლო, დაუნდობარი, რკინისებური. ლაპარაკის მანერა- ბოლომდის დინჯი, მაგრამ შეუბრალებელი, მკვეთრი განგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული, მაგრამ მუდამ ზრდილობიანი, დარბაისლური. მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხივით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა, ათრევდა და მანამდის სთელავდა, სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა. ეს მანერა პოლემიკისა ილიას წერილებსაც აშკარად ეტყობა. მტრებსაცვ ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ, შებმას იშვიათად უბედავდნენ. არა თუ ილიას ტოლი, მისი ტიპის ორატორიც არარ მომისმენია."

--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Jul 22 2009, 12:46
პოსტი #6

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13

გიმნაზიელი ილია

IPB-ს სურათი

--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
...
პოსტი Aug 19 2009, 19:22
პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 27.02.2009
წევრი № 195

ციტატა(ლანა @ Jul 22 2009, 13:46) *

გიმნაზიელი ილია

IPB-ს სურათი

როგორი სხვანაირია..

”ცა ჯერ კიდევ საიდუმლოთა საიდმულოა”

”ერთობ მოუსვენარი ცხოვრება ადამიანისა,რომლის ეჭვით გალესილი ჭკვა დღადეღამ ტაძარს აშენებს რწმენისას და ისევ თავის ხელითვე აქცევს”

”დღესაც მოუსვენარი გონება ადამიანისა ხან რას ეჭიდება ,ხან რას ,რომ სადგური რამ მყუდროებასა სადმე და რაშიმე უპოვოს უბინაო სულსა,რომელიც დღეს ნაცარტუტასავით ჰდუღს”

"ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის"

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jan 14 2010, 15:40
პოსტი #8

Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Jan 15 2010, 23:23
პოსტი #9

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268

"ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად"

" "ვით მამა ზეცის იყავნ შენც სრული" _ აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია,ცალკე ადამიანია, თუ მთელი ერი, _ ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, _ აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა"

" ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო,
დროზედ ნახმარი ფარიცა,
იგივე ხმალი არიო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი May 11 2010, 13:28
პოსტი #10

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 13 2011, 22:55
პოსტი #11

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

"ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს."

ილია ჭავჭავაძე

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mariami Belashvili
პოსტი Jan 17 2011, 19:18
პოსტი #12

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 15.03.2013
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 818

ციტატა(la-ma-ra @ Jul 19 2009, 23:09) *

უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან

ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ათწლეულების განმავლობაში წმიდა ილია მართლის მკვლელობის დეტალები და გარემოებანი საზოგადოებისთვის დამალული და ტაბუირებული იყო. ქართველი ერის ამ დიდ ტკივილზე საუბარი მხოლოდ უახლოეს წრეში და ისიც ჩურჩულითა და მინიშნებებით თუ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ქალბატონი მანანა ჭირაქაძის ეს მოგონება სააშკარაოზე პირველად გამოდის და ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეიგრძნობს იმ ავბედითი ჟამის მრუმე დღეების დინამიკას.

წმიდა ილია მართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და უფრო მეტი ზეპირი გადმოცემებით მოსულა ჩვენს დრომდე. რა აღარ თქმულა მის სადიდებლად და სალანძღავად - სხვადასხვა თაობისა და მსოფლმხედველობის ქართველებს მისთვის „საქართველოს უგვირგვინო მეფეც“ უწოდებიათ და „გლეხთა სისხლისმსმელი წურბელაც“, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და ტყვიითაც შეულეწავთ, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსადაც უღიარებიათ და მავნებლადაც მოუნათლავთ, მისი ლექსები მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ საზრდოდაც გაუყოლებიათ და „მდარე პოეტურ ნაცოდვილარადაც“ გამოუცხადებიათ, მაგრამ ამ ბერმუხისათვის გვერდი ვერავის აუვლია და მის გიგანტურ ღვაწლზე თვალი ვერ აურიდებია. არ არსებობს მეტ- ნაკლებად წიგნიერი თაობა ქართველებისა, ვისაც ილიას შემოქმედება არ აღელვებდა, მისი ღვაწლი არ აღაფრთოვანებდა, პიროვნება არ ხიბლავდა და მისი ვერაგულად მოკვლა არ სტკიოდა.
ყაჩაღის აღსარება

ერთ- ერთი ზეპირი გადმოცემა ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ ჩემს ოჯახშიც არის შემონახული:

1921 წელს მაისში ზესტაფონის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოაწყეს გასაბჭოების საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რასაც მოჰყვა რეპრესიები. ამ მანიფესტაციის ყველა მეთაურს, მათ შორის ბიძაჩემს - მეშვიდეკლასელ ვასილ ჩანტლაძესაც, დაპატიმრება ელოდა. შეშინებულმა მშობლებმა შვილი დეიდასთან, ხარაგაულში, სოფელ ლაშეში „გადამალეს“. ბებიაჩემის უმცროსი და - ელენე თურმანიძე - ცოლად ჰყავდა ლაშელ გიორგი მაჭავარიანს. გიორგი მაჭავარიანის ბიძა - ედიშერ მაჭავარიანი ცნობილი ყაჩაღი იყო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აწრიალებული ჰყავდა ქვეყანა და, თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვათ, „საიმპერიო მასშტაბის ძებნილი“ ბრძანდებოდა. საკუთარი იღბლისა თუ სხვა გარემოებათა წყალობით, იგი გადაურჩა ჟანდარმერიას, რევოლუციას. დამოუკიდებელი საქართველოს დამხობისა და გასაბჭოების შემდეგ კი საკუთარ სოფელში მშვიდი ცხოვრება დაიწყო.

ეროვნული იდეალებით გულანთებული და წითელი ხელისუფლებისაგან შერისხული გიმნაზიელისათვის „მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი“ ყაჩაღი რაინდული შარავანდედით იყო შემოსილი და მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მას ძალიან აინტერესებდა. ერთ- ერთი ასეთი საუბრის დროს სიტყვა ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელობაზე ჩამოვარდა:

- ვიცი, ვინც მოკლა ილია, - თქვა ედიშერმა - მარა, ბიძიკო, ნუ გინდა ამ საქმის ძიება. ზოგი აღარ არის ამქვეყნად, ზოგიც საქართველოდანაა გასული... ილიას ძალიან ერჩოდნენ სოციალისტები, განსაკუთრებით 905- ის რევოლუციის მზადების წლებში. ტერორისტებმა რამდენჯერმე მუქარის წერილი გაუგზავნეს და ერთი- ორჯერ კიდევაც დაუხვდნენ. იმ წლებში მთელ საქართველოში ატერორებდნენ თავად- აზნაურობას - ძარცვავდნენ და ხშირად ხოცავდნენ. ერთხელ ჩვენთან ერთი სოციალისტი მოვიდა და პარტიის სახელით საგურამოში წაყოლა გვთხოვა: ილია ბანკირია, მემამულე- თავადია და ფული ბევრი აქვს, წავართვათ, თქვენც იხეირებთ და ჩვენცო. შუაღამისას სამნი მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა უკლება და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. - შენს ბატონთან გვაქვს საქმე! - ვუთხარით მოურავს. მოურავმა გვიცნო, ვინც ვიყავით, მაგრამ არ შეგვიშინდა და ხმამაღლა მოგვაძახა - ბატონს სძინავს, ვერ გავაღვიძებ, დილით მოდითო. - რა ამბავია მანდა? - გაისმა უეცრად მაღლა სართულიდან. - ბატონო, შენი ნახვა უნდათ. დილით მოდით- მეთქი და არა შვრებიან! ასძახა მოურავმა. - შემოიყვანე, ვინც არიან! უბრძანა იმან ზევიდან და მოურავიც შეგვიძღვა ეზოში. ავიარეთ კიბე და ავედით მეორე სართულზე. - დაიცადეთ! გვითხრა მოურავმა და ერთ ოთახში შევიდა. მალე გამოვიდა და კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა დანახული ქალაქში და ახლა, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: - საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს გადავეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდებოდა. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის გავეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: ჯერ ერთი, რომ აღარა ვარ ბანკის თავმჯდომარე, მერე კიდევ, მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, „ივერიას“, ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და ფული შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ, რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ! ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გააღო და ასორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.

საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო...
* * *

დიდმა ილიამ მის გასაძარცვავად (უფრო კი დასაშინებლად!) მოსული ყაჩაღები ღირსეულად მიიღო, თანაგრძნობით ესაუბრა და ღირსეულადვე გამოისტუმრა, რითაც მათი გულები სამუდამოდ მოინადირა. (შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი“- ს პერსონაჟი აბატი, რომელმაც „ერთი დაკვრით“ შეისყიდა კატორღელი ჟან ვალჟანის სული და იგი სხვა პიროვნებად აქცია). ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ილია მართლის სულიერი და ზნეობრივი პორტრეტი: ჭეშმარიტი ქრისტიანი, სამშობლოს მხურვალე მოტრფიალე, ვისიც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მშობელი ქვეყნის მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არ მოიქცეოდა, რადგან იგი კაცში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს, უფლის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა, მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა.
* * *

ეს ამბავი ბავშვობიდან ვიცი და, ვფიქრობ, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში - წმიდა ილია მართალმა იმ ყაჩაღებთან ერთად ჩემი სულიც სამუდამოდ მოისათხევლა!

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭირაქაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

იმდენად ვარ ილიას პიროვნებით მოხიბლული და აღფრთოვანებული რომ არ ვიცი რა სიტყვებით შეიძლება მისი შემკობა, ილიას უყვარდა ასეთი სიტყვის ხმარება-მაღალბუნებოვანი-სწორედ თავად არის ასეთი ადამიანი.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Apr 30 2011, 01:41
პოსტი #13

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159

სიცოცხლეშივე წმინდანი იყო. ღმერთთან ერთობა რომ არ ქონოდა საიდან იქნებოდა ამხელა სიყვარულის მატარებელი.?! ეს სიყვარული პირველ რიგში მის მოთხრობებში ჩანს... მაგის გარდა კიდე რამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა გადაიტანა, თავისი ხალხის, ენის და ქვეყნის გულისთვის ვინ გაუძლებდა ამას.

ეხლაც ჭირდება საქართველოს ასეთი ერის კაცი მარა ჯერჯერობით არ ჩანს არავინ და ძალიან ვწუხვარ ამაზე. მაგრამ ერთი კია, ვართ გირსი ასეთი ადამიანისა? ასეთი კაცი ხელში უნდა ატარო და თავს ევლებოდე მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რა იკადრა ქართველმა ხალხმა წიწამურში. ეს მარტო კომუნისტები არ ყოფილან ეს მთელი საქართველო იყო რომლებიც ხედავდნენ ასეთ საოცარ ადამიანს და იმის მაგივრად მხარი აებათ მტრობნენ მას ან შორიდან უყურებდნენ სეირს. ტყუილად კი არ აქვს ჩამოთვლილი ამ დალოცვილს რანი ვართ ჩვენ?! გაუნათლებელი," ყველა უნჯი,ყველა მუნჯი, ყველა ყრუი, ყველა ცრუი,მცირე, დიდი -ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი "ამას ყოველივეს ამ ბოლო დროში გარყვნილებაც დაემატა და მთელი "ღირსების თაიგულიც" შეიკრაა. ხოდა აბა ასეთი ხალხი ღირსია ასეთი ადამიანისა?! ასეთი ხალხი ზუსტად იმის ღირსია ვინც გვყავს ჩვენი ქვეყნის თავში. რა ერიც ვართ ის თავიც გვადგა.. კიდევ კაი რომ ღმერთმა სულ არ გაგვწირა და პატრიარქი მოგვივლინა თორე უმისოდ რა იქნებოდა დღეს ვინიცის.
ეხლა რომ მოგვივლინოს ღმერთმა ასეთი ადამიანი - არადა გვჭირდება ასეთი ადამიანი - რა დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ ასევე არ მოვიქცევით როგორ ილიას?! მე მგონია რომ უფრო უარესად მოვექცეოდით და ეს უფრო მამწუხრებს...

--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

Untitled Document

free counters

ახლა არის: 19.09.2019 - 08:42