IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები გაზიარება
animani
პოსტი Jun 25 2012, 09:32
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საპატრიარქო მრევლს სექტანტების გეგმების შესახებ აფრთხილებს

საპატრიარქო სასტუმრო "ამბასადორში" მიმდინარე კონფერენციასთან - "ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!" კავშირს უარყოფს და მოსახლეობას აფრთხილებს , რომ მის უკან კონკრეტული სექტა დგას.

"უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე - "ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!", რომელიც სასტუმრო "ამბასადორში" 23-24 ივნისს ტარდება. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. ამ მოსაწვევს ე.წ. "ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა" სექტა ავრცელებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისის ქუჩებში ვრცელდებოდა პლაკატები, რომლის თანახმადაც, 23 ივნისს, მაჩაბლის ქუჩაზე "მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი" და "დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი" აწყობდნენ ღია კარის დღეს.
"აღნიშნული ცენტრი და ფონდი ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას წარმოადგენს. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/55861-sap...l#ixzz1ymR4nZS3


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 5 2012, 22:46
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



წმინდა სინოდისთვის მიუღებელია სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში
05/07/2012 21:37


წმინდა სინოდისთვის სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში მიუღებელია,- ამის შესახებ წმინდა სინოდის დღეს მიღებულ განჩინებაშია ნათქვამი.


შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა რამდენიმე სასულიერო პირს, რომელთაც ღიად დაუჭირეს მხარი პოლიტიკურ მოძრაობებს.
"წმიდა სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდმა დღეს ბაგრატის ტაძრის სააკითხზეც იმსჯელა.
"ეკლესია მომხრეა, ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/55861-sap...l#ixzz1ymR4nZS3



სინოდი: ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის
05/07/2012 21:20


სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია. სინოდი თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ბარათების აღება ნებაყოფლობითი იყოს.

"ID ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ რადგან საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მთავრობას ვთხოვთ, რომ ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს თუ კი ეს შესაძლებელია,"- განაცხადა წმინდა სინოდის წარმომადგენელმა.




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 19 2012, 23:16
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
Автор საპატრიარქო ტელევიზია "ერთსულოვნება", написано 19 сентябрь 2012 г. в 18:35 ·



ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ქონდეს რაიმე გამართლება.
შექმნილი სიტუაციის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიდო ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 18 2012, 20:08
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
18:22 18.12.2012
საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის განცხადებით, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ნებისმიერი მოქალაქე ცილისწამებისგან დაცული იყოს. ამით საპატრირქო ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.


,,14 დეკემბერს ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა ,,კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი". გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს. შევნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული", - აღნიშნულია განცხადებში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 3 2013, 15:27
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საპატრიარქოს განცხადება 02.01.2013

ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება გაიმართება.

ყველა მსურველს შეეძლება, პატრიარქს ეს საიუბილეო თარიღები სამების ახალგაზრდულ ცენტრში თავად მიულოცოს. მიღება 3 იანვარს, 18:30 დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა.




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 15 2013, 18:44
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს.
განცხადებას, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ხელს აწერს კიდევ რვა რელიგიური გაერთიანება. კერძოდ, ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო; სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია; ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია; ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; "მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში" და "ხსნის არმია საქართველოში". გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად.
"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელი პირობა. ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა.
ამასთან საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის - რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება.
თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტის დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. როგორც წესი ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასარგებლოდ წყდება.
ამიტომ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი.
სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი.
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი", _ ნათქვამია განცხადებაში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 19.09.2019 - 08:33