IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
აღსარება და ზიარება - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება, რამდენად ხშირად ვეზიარებით?ვისაუბროთ გულახდილად გაზიარება
animani
პოსტი Nov 16 2010, 16:54
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ზიარება არის ყველაზე მთავარი რამ, რისთვისაც ეკლესიაში დავდივართ. ზიარება არის ღმერთთან, იესუ ქრისტესთან შეხვედრა.
უპირველეს ყოვლისა მოისმინეთ მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
აი რას ამბობს მამა თეოდორე: " ადამიანები, რომლებიც ხშირად არ ეზიარებიან, სცოდავენ წინაშე ღვთისა".
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=161055


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 16 2010, 18:08
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



როგორ ლოცულობდნენ და ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ძველი ქრისტიანები, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):



– უძველესი ლიტურგიები და ძველქრისტიან აპოლოგეტთა თხზულებები მოწმობს, რომ ღვთისმსახურებისას ტაძარში, ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებდა ყველა იქ მყოფელი, ეპიტიმიით დასჯილთა გარდა, ხოლო ავადმყოფებს ღვთისმსახურნი სახლში მიართმევდნენ ხოლმე ზიარებას. მომდევნო საუკუნეებში, როცა მოწამეობა მოღვაწეობით შეიცვალა, ისინი, ვისაც სურდა, სრულად მიეძღვნა საკუთარი თავი ღვთისთვის, მონასტრებსა და უდაბნოებში განმარტოვდებოდნენ ხოლმე. ეკლესიამ კი განსაკუთრებული კანონით დართო ნება სკიტელებსა და განდეგილებს, სენაკებში ჰქონოდათ წმიდა ძღვენი და იქ მიეღოთ ის. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ლოცვები, რომლებსაც ასეთ შემთხვევაში კითხულობდა ბერი.

– მამაო, შეიძლება თუ არა, ადამიანი ხშირად ეზიარებოდეს, იღებდეს უფლის სისხლსა და ხორცს?

– ზიარება ღმერთის მოწყალების უდიდესი გამოვლინებაა. იობის წიგნში ვკითხულობთ, რომ უფლის წინაშე მისი ანგელოზებიც არასრულყოფილნი არიანო. ჩვენ, ადამიანები კი, ღმერთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ და ყველა ჩვენგანს შეწყალება სჭირდება. რას ნიშნავს, იყო წმიდა საიდუმლოთა ღირსი? – კითხულობს იოანე ოქროპირი და იქვე პასუხობს: – ეს იმას ნიშნავს, საკუთარ უღირსებას ხედავდეო. ანგელოზსაც რომ მოენდომებინა ზიარება არა უფლის მოწყალებით, არამედ საკუთარი ანგელოზებრივი ბუნების სიწმიდის ამარა და იმის იმედით, რომ საქმით არ უცოდავს, ისიც განიგდებოდა ღმერთის მიერ. ანუ, ზიარება განუზომლად აღმატებულია იმაზე, რაც ეკუთვნის არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ანგელოზთა ღირსებებსაც კი. ზიარებისას კი მთავარი სინანულია.

– ხშირად მღვდელი ადამიანს აღსარების შემდეგ ეპიტიმიას ადებს, რაც ზიარებაზე უარის თქმით გამოიხატება.

– საერთოდ, მღვდელი აღსარების მიღების დროს წყვეტს, დაუშვას თუ არა მორწმუნე ზიარებაზე. როცა ადამიანს ისეთი ცოდვები აქვს, რომ მოსანანიებლად დრო სჭირდება, მას ეპიტიმიას ადებენ. თუ მორწმუნეს ადევს ამგვარი ეპიტიმია, ან თუ ის სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის, მას არ აზიარებენ – არ არსებობს წმიდა ბარძიმისგან განყენების სხვა მიზეზი. ეკლესიის ყველა წევრს თავისი უფლებები და ვალდებულებები აქვს. წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობა ერისკაცის უფლებაა, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელს არ უშლის რაიმე მიზეზი, რომლის გამოც, ეკლესიის კანონების მიხედვით, დაუშვებელია ზიარება. ჯერ კიდევ გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავდა, რომ მღვდლობა არის თვითნებური მაგისტრატურა, რომელიც თავის ყოველ სიტყვას კანონად მიიჩნევს. ზიარებას „პური ცხოვრებისა“ ჰქვია და, განა შეუძლია მღვდელს, უარი უთხრას პურზე მშიერს?! ზიარება ჩვენი სულების ზეციური წამლობაა – განა შეუძლია მწყემსს, უარი უთხრას სნეულს: იმის გამო, რომ ავად ხარ, წამალს არ მოგცემთო?! საერთოდ, აღსარებისას ჩვევად იქცა იმის კითხვა, თუ როდის ეზიარა აღმსარებელი და, თუ აღმოჩნდა, რომ ეზიარა არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ყოველგვარი კანონიკური საფუძვლის გარეშე ართმევდნენ მას ზიარების უფლებას, მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ხშირი ზიარებით ადამიანი მოწიწებას კარგავს, ხოლო, რაც უფრო იშვიათად ეზიარება კაცი, უფრო მოკრძალებული ხდებაო. წმიდა იოანე ოქროპირსა და სხვა წმიდა მამათა მოწმობით, ზიარების მიღების საკითხში სამსახურებრივი პრივილეგია არ არსებობს და მღვდელმსახურიც ეზიარება არა როგორც განსაკუთრებული უფლებების მქონე, თავის ხარისხით სხვებზე აღმატებული პირი, არამედ, როგორც მონანიე ცოდვილი. ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ მაგალითს იმისას, რომ ადამიანი, რომელიც იშვიათად ეზიარება, მეტი კრძალვით ეკიდებოდეს სიწმიდეს, ვიდრე ის, ვინც ხშირად ეზიარება. პირიქით, მათი სული, ვინც იშვიათად ეზიარებიან, უხეშდება, ველურდება, უგრძნობელი ხდება.

უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა ცხოვრება გაცილებით უფრი მაღალსულიერი და დინამიკური იყო, მადლის მოქმედებებიც ბევრად საგრძნობი და აშკარა იყო, ვიდრე დღეს არის. მაგრამ, ამავე დროს, ღმერთის ნებით, ბნელეთის ძალები ისეთ ხანგრძლივ და სახიფათო გამოცდას უწყობდნენ კაცს, რომლის გაძლებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ, ასეთ ინტენსიურ სულიერ ბრძოლაში, ზიარებისგან განყენებული ადამიანი თითქოს ფიზიკურადაც შეიგრძნობს დემონთა სამყაროს შემოტევას. ჩვენი სისუსტის გამო დღეს უფალი არ მოუშვებს ასეთ განსაცდელს ჩვენზე, ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში – მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარულია, ზიარების გარეშე ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა კი შეუძლებელია. პატერიკონში ვკითხულობთ, რომ, როცა წმიდა ბერმა ლოცვის ძალით უბრძანა დემონს, ეთქვა, თუ რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, ბოროტმა სულმა უპასუხა: იმის, რითაც თქვენ განიბანებით (ნათლობის საიდუმლო), იმის, რაც თქვენ გკიდიათ (ჯვარი) და იმის, რასაც თქვენ ჭამთ (ზიარება), მაგრამ უკანასკნელი ყოველივეზე საშინელიაო. ასე რომ, დემონისთვის ყველაზე საშიში, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხოვნებელი არის ზიარება. ამიტომ ცდილობს კაცობრიობის მტერი, ყოველგვარი ძალა იხმაროს, რომ ადამიანი წმიდა ბარძიმთან არ მიუშვას.

ადამიანის წმიდა ძღვენისგან განყენება შეუნანებელი ცოდვის მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი უკიდურესი საშუალებაა, რომლითაც ეკლესია მის გულში სინანულის გაღვივებას ცდილობს. ღირსი მაკარი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი მღვდლის დასჯის შესახებ, რომელიც თავისი მრევლის წევრებს უსამართლოდ განაყენებდა ზიარებისგან, რაც ბევრის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. იოანე ოქროპირი ამბობს, თუ მღვდლის მიზეზით უზიარებელი ადამიანი გარდაიცვალა ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მღვდელმა თავი წარწყმიდაო, ესე იგი, ეს ერთი ცოდვა მთელს მის სათნოებებს აღემატება. წმიდა იოანე კრონშტადტელი წერს, რომ, იმის მიხედვით, თუ რა ხალისითა და მოშურნებით მიდის მღვდელი სნეულთა საზიარებლად, მის რწმენასა და სულიერებაზე შეგვიძლია მსჯელობა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ცოდვლის დროებით განყენება ზიარებისგან და მისი ეპიტიმიით დასჯა, მაგრამ კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რისთვის დასაჯეს, რას ითხოვს მისგან და რა უნდა გამოასწოროს. ზიარების შემწეობის გარეშე ადამიანი იოლად მიიდრიკება ცოდვისკენ, ცოდვა კი სულის სიკვდილია. საეკლესიო ლოცვის თანახმად, ადამიანი ეზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა, მის ცოდვებს ზიარების ცეცხლი წვავს, სხეული იკურნება მასში დაბუდებული მრავალი სენისგან და, თუ ღმრთის განგებით საჭიროა, რომ კაცმა სულიერი და ფიზიკური ტანჯვა დაითმინოს, ზიარება მას სნეულების გმირულად გადატანის ძალას ანიჭებს და ეხმარება, რისთვისაც ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს უფალს და განადიდებდეს.

ნათია უტიაშვილი


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 22 2010, 16:01
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ზიარება

თუ მოძღვარმა რამდენიმე ხნით განგაყენათ ზიარებისაგან, მორჩილად უნდა დაჰყვეთ მის ლოცვა-კურთხევას და არ უნდა ეძიოთ სხვა მოძღვარი, რომელიც, თქვენი აზრით, უფრო იოლად შეგიწყნარებთ.

ცოდვებს, რომლებიც ერთხელ მოინანიეთ და შემდგომში აღარ გაგიმეორებიათ (აბორტი, მკითხაობა, ტყუილზე ფიცი), აღსარებაში აღარ იმეორებთ. შეიძლება თავი შეიკავოთ ცოდვისაგან, მაგრამ მათკენ მიდრეკილება ყოველთვის გექნებათ, ამირომ ჩვენ მუდმივად უნდა ვინანიებდეთ მათ და ხშირად ვემზადებოდეთ წმიდა ზიარებისათვის. მხოლოდ ეკლესიაში, ღვთის სახლში შეიძლება აღესრულოს ჭეშმარიტი განკურნება.

საერთოდ, ქრისტიანის ზიარების სიხშირე მოძღვრის კურთხევაზე დამოკიდებული. ზოგი ძალზე იშვიათად ეზიარება იმ მოტივით, რომ თავს უღირსად თვლის. ეს არასწორი პოზიციაა, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, რომ განიწმინდოს ღმერთის წინაშე, იგი ზიარების ღირსი თავისთავად მაინც ვერ იქნება. უფალმა ჩვენ ქრისტეს წმინდა საიდუმლო იმიტომ კი არ მოგვმადლა, რომ ვიმსახურებდით მას, არამედ - თავისი დაცემული ქმნილებისადმი მოწყალებისა და სიყვარულის გამო.

ქრისტიანი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებას სულიერი ღვაწლისათვის დამსახურებულ საზღაურად კი არ უნდა იღებდეს, არამედ როგორც მოყვარული ზეციური მამის წინასწარ საჩუქარს, რომელიც მან უნდა გაამართლოს და მიიღოს როგორც სულისა და სხეულის განმწმენდი საშუალება.

„ეზიარება მონა ღმრთისა ... პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.

ამ ლოცვას ღმრთისმსახური წარმოთქვამს, როდესაც ქრისტიანს წმიდა საიდუმლოსთან აზიარებს და თუ მაზიარებელი გულმოდგინედ მოემზადა ამ უდიდეს მადლთან შესახვედრად, ის ადამიანის მთელ არსებას გარდატეხს და მარადიული ცხოვრების ღირსად ხდის მას.
იმისათვის, რომ ზიარებისათვის „მზად იყოს“, ქრისტიანმა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იმარხულოს და წაიკითხოს საგანგებო ლოცვები. მომზადება იმას გულისხმობს, რომ მან უნდა გადახედოს თავის წარსულ ცხოვრებას - გაიხსენოს ყველა ცოდვა, რომელიც ჯერ კიდევ არ მოუნანიებია, ყველას შეუნდოს და თვითონაც პატიება ითხოვოს ყველასგან, უშუალოდ ზიარების წინ აღსარება თქვას და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს. გახსოვდეთ, რომ თუ ადამიანი საზიარებლად არაწმინდა გულით მიდის, თუ შური, წყენა და სხვა სულიერი უწმინდურებანი არ განუშორებია, მას, როგორც წმიდა სისხლისა და ხორცის შეურაცხმყოფელს, ზიარება ხსნას კი არ მოუტანს, არამედ მარადიულ სატანჯველს მოუვლენს სასჯელად.

ზიარებისთვის მზადება პირობითად შეიძლება 4 ეტაპად დავყოთ:

1. აღსარების ჩაბარება სულიერ მოძღვართან;
2. ზიარების წინა დღეს საღამოს ლოცვაზე დასწრება;
3. საღამოს ლოცვის შემდეგ საღმრთო ლიტურგიამდე (წირვამდე) ზიარების წინა საგანგებო ლოცვის წაკითხვა;
4. ზიარების წინ დღის საღამოდან ვწყვეტთ საკვების, სითხისა და წამლების მიღებას.
5.ზიარების შემდეგ ვკითხულობთ სამადლობელ ლოცვას.

„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Nov 22 2010, 20:14
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



რა კარგი თემა გახსენი ანნ სამწუხაროდ მე ხშირად ვერ ვეზიარები ხან რა შემიშლის ხელს ხან რა .. მერე სამწუხაროდ სულ გადავდებ ხოლმე რაც ძალიან ცუდიააა


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 22 2010, 20:34
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ANA @ Nov 22 2010, 20:14) *

რა კარგი თემა გახსენი ანნ სამწუხაროდ მე ხშირად ვერ ვეზიარები ხან რა შემიშლის ხელს ხან რა .. მერე სამწუხაროდ სულ გადავდებ ხოლმე რაც ძალიან ცუდიააა


ეკლესიურად როდესაც ცხოვრობ და აღსარებას აბარებ , ბუნებრივია ყველა ცდილობს ეზიაროს. განსაკუთრებით კი ეს სურვილი დღესასწაულებზე მძაფრდება. ზოგიერთი ალბათ ფიქრობს, რომ ეს მორწმუნეების კაპრიზია და ხშირი ზიარება არ არის საჭირო. თვეში ერთხელ ზიარებაც საკმარისია. მაგრამ ალბათ ვისაც გამოუცდია მხოლოდ ის მიხვდება, როგორი მონატრება იცის ზიარებამ. ზიარებას სწორედ ამიტომ „პური ცხოვრებისა“ ჰქვია.

ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა: " ზიარებისგან განყენება ყველაზე დიდი სასჯელიაო". მაშინ 'სასჯელის" მნიშვნელობა ვერ გავიგე და გამეცინა. მაგრამ უფალმა დამანახა, რომ სასჯელია მხოლოდ იმათთვის ვისაც უკვე ზიარების გარეშე არსებობა არ შეუძლია. smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Nov 25 2010, 01:16
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



კარგია როცა ხშირად ეზიარები მაგრამ ადამიანის თვალში ეს პროცესი არ უნდა გაუფასურდეს და უბრალო ფორმალობად არ ჩამოყალიბდეს მის ცნობიერებაში ყოველ ზიარებაზე ისეთივე განწყობით უნდა მივიდეს როგორიც ალბათ პირველად. პირველად იმიტომ რომ ალბათ ყველას ჰქონია განცდა შიშის მორიდების თავმდაბლობის და ა.შ და სწორედ ეს გრძნობები არ უნდა გაუქრეს ყველა მორწმუნეს ვინც ხშირად ეზიარება


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 2 2010, 20:30
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყველას გილოცავთ შობის მარხვის დაწყებას. შობის მარხვა ყველაზე ამაღლებული და განსაკუთრებულია თავისი არსით. რამაც დასაბამი დაუდო წარმართულ სამყაროს ჭეშმარიტი რწმენისკენ შემობრუნების გზაზე. ჩვენ როგორ ვემზადებით შობის მარხვაში, ბოლომდე ვინახავთ მარხვას, თუ გვაბრკოლებს საახალწლო ზეიმი? ვასრულებთ კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევას მარხვაში აუცილებლად კვირაში ერთხელ ეზიარეთო, თუ რამეთი ვბრკოლდებით. საინტერესოა მოდით ვისაუბროთ გულახდილად.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 2 2010, 20:55
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



მე ზოგჯერ ჩემი შინაგანი მოუმზადებლობა მაბრკოლებს აღსარებამდე იმის განცდა რომ მე იმ ცოდვას აღარ დავუბრუნდები აამის გააზრება კარგად და ბოლომდე ამას ცოტა დრო სჭირდება და სწორედ ეს სამზადისია, რადგან ყოველთვის მზად არ ვარ ამისთვის


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
sazamtrooo
პოსტი Dec 8 2010, 15:41
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 4.06.2012
წევრი № 779



მე ერთი პერიოდი სისტემატურად დავდიოდი და ვეზიარებოდი . მაგრამ ეხლა ყველაფერი მივატოვე ლოცვებს აღარ ვკითხულობ არც ტაძარში დავდივარ და 1 წელია არც ვეზიარე. სული დამიმძიმდა. ვიცი, რომ უნდა ვეზიარო, მაგრამ რაღაც ძალა ჩემზე ძლიერია რადგან პრობლემები მაქვს და მაშინაც მქონდა როცა დავდიოდი. თითქოს მგონია რომ ღმერთს დავავიწყდი, ვიცი ეს ასე არაა მაგრამ რავი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 8 2010, 16:12
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(zizi @ Dec 8 2010, 15:41) *

მე ერთი პერიოდი სისტემატურად დავდიოდი და ვეზიარებოდი . მაგრამ ეხლა ყველაფერი მივატოვე ლოცვებს აღარ ვკითხულობ არც ტაძარში დავდივარ და 1 წელია არც ვეზიარე. სული დამიმძიმდა. ვიცი, რომ უნდა ვეზიარო, მაგრამ რაღაც ძალა ჩემზე ძლიერია რადგან პრობლემები მაქვს და მაშინაც მქონდა როცა დავდიოდი. თითქოს მგონია რომ ღმერთს დავავიწყდი, ვიცი ეს ასე არაა მაგრამ რავი

ზიზი, მე პირადად ჩემს თავზე გამოვცადე, ადამიანი რაც უფრო მეტად შედის რწმენაში, ბოროტი უფრო მეტი გააფთრებით ებრძვის მას, რომ ყოველივეს მოსწყვიტოს. ებრძვის ოჯახის წევრების და ახლობელი ადამიანების სახით, რომლებიც ხანდახან უმიზეზოდ გვტკენენ გულს, ნაკლებ სიყვარულს იჩენენ ჩვენს მიმართ და უფრო გვიმძიმებენ ისედაც დამძიმებულ ყოფას. მეც მქონდა განსაცდელი. პრობლემები არამარტო ერულ, არამედ საეკლესიო ცხოვრებაში. ერთ დღესაც ვეღარ გავუძელი და მერე მივხვდი ბოროტმა როგორ იზეიმა, როდესაც საწადელს მიაღწია. მაგრამ უფალთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, ერთი წუთითაც არ გამნელებია უფლის სიყვარული და ალბათ სწორედ ეს დამეხმარა. უფალმაც არ მიმატოვა, დასახმარებლად მომივლინა კეთილი ადაამიანები. ახლა თანდათან ყველაფერი გამოსწორდა. დამიჯერე, უცოდველი და შეუმცდარი არავინაა ამქვეყნად, მაგრამ თუ უფლის სიყვარულითა და მცნებებით ვიცხოვრებთ ყველაფერი მოწესრიგდება.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Apr 28 2011, 00:28
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



animani
გეთანხმები sad.gif ხანდახან ყველაფერი როგორ რთულდება... მერე თითქოს ერთიანად გამოიდარებს .... smile.gif ზიარება ბოლო დროს მეც ძალიან მიჭირს... სამსახური, ეს სამსახური...


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 13 2011, 18:58
პოსტი #12


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(iako.a @ Apr 28 2011, 01:28) *

animani
გეთანხმები sad.gif ხანდახან ყველაფერი როგორ რთულდება... მერე თითქოს ერთიანად გამოიდარებს .... smile.gif ზიარება ბოლო დროს მეც ძალიან მიჭირს... სამსახური, ეს სამსახური...


ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ ზიარების სიხშირესთან დაკავშირებით.
ის მოტივაცია, რომ ზოგიერთი აცხადებს სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის არასწორია, რადგანაც როგორაც უნდა მოვემზადოთ ზიარებისთვის ვერასდროს გავხდებით ზიარების ღირსი.
ზიარება ყოველი ჩვენგანისთვის არის მოწყალება ღვთისა და არა ჩვენი დამსახურების შედეგი.
და თუ მართლალთა ლიტურგიას ვესწრებით კიდევაც უნდა ვეზიაროთ, რადგანაც ყველა წირვაზე იესო ქრისტე ჩვენთვის დაიკვლის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ამიტომ უნდა დავძლიოთ ყოველგვარი დაბრკოლება, სიზარმაცე (ხშირად ეს არის ჩვენი უზიარებლობის მიზეზი) და ვეზიაროთ, თნდაც ეს კვირაში ორჯერ იყოს.
მე პირადად ვცდილობ ყოველ წირვაზე ვეზიარო, რათქმა უნდა მწუხრის ლოცვებსაც უნდა დაესწრო წინადღით.

გუშინ სულთმოფენობას, წმიდა სამების დღესასწაულზე და დღეს სულიწმიდის დღესასწაულზე ვეზიარე და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ალბათ. smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 13 2011, 22:45
პოსტი #13


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



animani
ციტატა
და თუ მართლალთა ლიტურგიას ვესწრებით კიდევაც უნდა ვეზიაროთ, რადგანაც ყველა წირვაზე იესო ქრისტე ჩვენთვის დაიკვლის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ამიტომ უნდა დავძლიოთ ყოველგვარი დაბრკოლება, სიზარმაცე (ხშირად ეს არის ჩვენი უზიარებლობის მიზეზი) და ვეზიაროთ, თნდაც ეს კვირაში ორჯერ იყოს.

ვერ დაგეთანხმები. თუ რაიმე ავადმყოფობა არა აქვს ადამიანს, ან განსაცდელი, კვირაში ორჯერ ზიარება არა მგონია საჭირო იყოს. არამც თუ ყოველ წირვაზე. იმიტომ რომ ხან დღეგამოშვებით გვიწევს წირვაზე ყოფნა, ხანაც ყოველდღე.
რაც შეეხება სათანადოდ მომზადებას, რა თქმა უნდა ღირსები ვერ გავხდებით, მაგრამ მაგ მოტივით, წინა დღეს რომ ვიქეიფოთ და მეორე დღეს ნაბახუსევები გამოვცხადდეთ საზიარებლად არც ეგ იქნება სწორი.
ამიტომ, როგორც ჩემი აწ განსვენებული ლექტორი იტყოდა, საქმე დოზაა დოზა. არც ძაან აგდებული ყოფნა შეიძლება, და არც ძაან დაკომპლექსება, რომ ღირსი არა ვარო. ამისთვის გვყავს მოძღვარი. როგორც გვაკურთხებს ისე ვეზიაროთ. თვითნებური გადაწყვეტილების გარეშე smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 13 2011, 23:11
პოსტი #14


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



beso
ციტატა
ვერ დაგეთანხმები. თუ რაიმე ავადმყოფობა არა აქვს ადამიანს, ან განსაცდელი, კვირაში ორჯერ ზიარება არა მგონია საჭირო იყოს.

ავადმყოფობა და განსაცდელი რა შუაშია. ამისთვის არსებობს საჯანმრთელო პარაკლისები, ან მოსახსენებელი. smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 13 2011, 23:31
პოსტი #15


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



beso
ციტატა
არამც თუ ყოველ წირვაზე. იმიტომ რომ ხან დღეგამოშვებით გვიწევს წირვაზე ყოფნა, ხანაც ყოველდღე.

მე ორჯერ ზედიზედ ვეზიარე, მაგრამ შემდეგი ორი კვირა ვეღარ მოვახერხებ ზიარებას ნამდვილად ვიცი. შემდეგი კვირა შაბათს ვმუშაობ, მომდევნო კვირა კი კვირა დღეს. მე რომ მასეთი ბედნიერება მქონდეს, რომ დღეგამოშვებით ვიყო ტაძარში დამერწმუნე უფრო ხშირადაც ვეზიარებოდი.

ციტატა
როგორც გვაკურთხებს ისე ვეზიაროთ. თვითნებური გადაწყვეტილების გარეშე smile.gif


თუ მოძღვარი ხშირად არ მაზიარებს, ეპიტიმიის გარეშე ამიკრძალავს ბარძიმთან მიკარებას, იქ არც კი გავჩერდები


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 14 2011, 00:27
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



საინტერესოა...
მე მარხვაში ვეზიარები ყველა წირვაზე, რომელსაც ვესწრები (იშვიათი გამონაკლისის გარდა), ხოლო ხსნილში ორ კვირაში ერთხელ...
რაც შეეხება აღსარებას, ორ–სამ თვეში ერთხელ ვაბარებ მოძღვარს...

ციტატა
ვერ დაგეთანხმები. თუ რაიმე ავადმყოფობა არა აქვს ადამიანს, ან განსაცდელი, კვირაში ორჯერ ზიარება არა მგონია საჭირო იყოს. არამც თუ ყოველ წირვაზე. იმიტომ რომ ხან დღეგამოშვებით გვიწევს წირვაზე ყოფნა, ხანაც ყოველდღე.

რას ამბობ ბესოო... საჭირო კი არა აუცილებელიცაა... ქრისტე იკვლება ჩვენთვის ჩვენ კიდე ზურგს ვაქცევთ და დაწუნებულ პურს (ე.წ. პატარა სეფისკვერებს) მივირთმევთ დილის საუზმესავით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 14 2011, 12:59
პოსტი #17


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ლეონი
გეთანხმები ლევან, ქრისტიანობა ქრისტესთან თანაზიარებაა. რაც უფრო იშვიათად ეზიარები, მით უფრო სუსტდები სულიერად. არსებობს ობიქტური პრობლემები, მაგალითად მოძღვარს შეიძლება ყოველ შაბათს ვერ აბარებდე აღსარებას იმიტომ რომ მოძღვრის მორიგეობა არ იყოს, მაგრამ შეიძლება კურთხევის აღება, რომ სხვა ტაძარში ჩააბარო აღსარება და ეზიარო.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 14 2011, 13:18
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ან სულაც არ ჩააბარო აღსარება და ისე ეზიარო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 14 2011, 13:22
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



animani
ციტატა
ის მოტივაცია, რომ ზოგიერთი აცხადებს სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის არასწორია, რადგანაც როგორაც არ უნდა მოვემზადოთ ზიარებისთვის ვერასდროს გავხდებით ზიარების ღირსი.

ასეთი მიდგომა საერთოდ არ არის სწორი. აბა დააკვირდით. ჩვენ ვეზიარებით "საკურნებლად სულისა და ხორცისა" და "სადიდებლად უფლისა" ე.ი. ჩვენ ზიარება სულის მკურნალობისთვის გვჭირდება. რაიმე მედიკამენტს როცა იღებთ, (მაგალითად თავის, კბილის ტკივილის საწინააღმდეგოდ)ფიქრობთ "მე ამის ღირსი არ ვარო"? ალბათ არა. ცხადია ზიარებისთვის გარკვეული მომზადება, ლოცვა, მარხვა საჭიროა და მოუმზადებლად არ უნდა ვეზიაროთ. რაც შეეხება ზიარების სიხშირეს ყველა თავისი მოძღვრის კურთხევის შესაბამისად უნდა ეზიაროს. მოძღვარმა იცის თითოეულ ჩვენგანს რა სიხშირით სჭირდება ზიარება. პირადად მე თვეში ერთხელ ვეზიარები, თუ რაიმე დღესასწაული არ არის მანამდე. მარხვაში კი 2 კვირაში ერთხელ.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 14 2011, 15:16
პოსტი #20


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ლეონი
ციტატა
ან სულაც არ ჩააბარო აღსარება და ისე ეზიარო smile.gif

ყველაზე კარგია ხშირი აღმსარებლობა და ხშირი მაზიარებლობა smile.gif

ციტატა
ხოლო ხსნილში ორ კვირაში ერთხელ...

ხსნილშიც ხომ შეიძლება ყოველ კვირას ზიარება თუ მზად ხარ?

la-ma-ra
ციტატა
რაც შეეხება ზიარების სიხშირეს ყველა თავისი მოძღვრის კურთხევის შესაბამისად უნდა ეზიაროს. მოძღვარმა იცის თითოეულ ჩვენგანს რა სიხშირით სჭირდება ზიარება. პირადად მე თვეში ერთხელ ვეზიარები, თუ რაიმე დღესასწაული არ არის მანამდე. მარხვაში კი 2 კვირაში ერთხელ.

ეს მიკვირს ლამარა, თუ არაფერი (ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი, ეპიტემია და სხვ.) მაბრკოლებს ზიარებისგან, რატომ ვერ უნდა ვეზიარო ყოველ წირვაზე თუ საშუალება მაქვს და მოვემზადები? რატომ თვეში ერთხელ ხსნილში და 2 კვირაში ერთხელ მარხვაში? შენც გაგიჩნდებოდა ეს კითხვები ალბათ და ხომ არ გიკითხავს მოძღვრისთვის?


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 25.05.2020 - 14:58