IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ცნობილი მეცნიერები და მნიშვნელოვანი შრომები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ცნობილი მეცნიერები და მნიშვნელოვანი შრომები, საინტერესო ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან გაზიარება
@@@@@
პოსტი Mar 6 2010, 19:52
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



მეზობელ თემაში დასმულმა საკითხმა და რამოდენიმე ფორუმზე მსგავსი თემის არსებობის პრაქტიკამ(ერთ–ერთ ფორუმზე ასეთი თემის ავტორიც კი გახლავართ) დაბადა ამ თემის გახსნის იდეა.

დავიწყოთ "თავიდან":


თალესი(624-547 წწ. ძვ.წ.)


თალესი დაიბადა მილეთში ძვ. წ. 624 წელს და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 546 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას არ ახსოვს კონკრეტული პიროვნება რომელიც თალესამდე მოღვაწეობდა და რომელსაც შეიძლება მეცნიერი ეწოდოს. ფაქტიურად იგი "პირველი" ფილოსოფოსი და მეცნიერია. მისი შრომების სახელწოდება უნდა ყოფილიყო "საწყისების შესახებ".

ცხოვრობდა მილეთის მეფის კრეზის დროს და გადმოცემით ცნობილია, რომ თალესი იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე იმდროინდელ მილეთში. არის ცნობა იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში, თალესმა მდინარე ჰალისი სხვა მიმართულებით გაუშვა, მას კალაპოტი შეუცვალა. ეს იმას ამტკიცებს, რომ იგი ინჟინერიც იყო.

თალესმა იმოგზაურა ფინიკიასა და ეგვიპტეში, სადაც მნიშვნელოვანი მეცნიერული ცოდნა მიუღია, როგორც ამბობენ მან იწინასწამეტყველა 585 წ. 28 მაისს მზის დაბნელება. თალესს უცდია წელიწადის თვეებად და თვეების დღეებად დაყოფა. მან იცოდა, რომ მთვარეს "ნასესხები" სხივები აქვს და სხვ. ეგვიპტეში მიღებული გეომეტრიული ცოდნა რომელიც პირამიდების შენებისას გამოიყენებოდა მან სრულად დაისწავლა და განავრცო კიდეც. მან იცოდა ბევრი თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან, თუმცა მისი სახელი მხოლოდ ერთს შემორჩა.

გარდა მეცნიერებისა თალესი ასევე შეიძლება მივიჩნიოთ პირველ "ფილოსოფოსად". არაერთი ძირითადი საკითხი იქნა მის მიერ დასმული ამ დარგშიც. ერთ-რეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი საგანთა მატერიალური საწყისის ძიებაა. არისტოტელე აღნიშნავდა, რომ თალესის და სხვა პირველი ფილოსოფოსების აზრით, ყველა საგნის საწყისი მატერიალურია, ყველაფრის საწყისი არის ის, რისგანაც ყველაფერი წარმოიშობა, თალესისთვის ასეთი მატერიალური საწყისი არის წყალი. თალესს მიაწერენ გამონათქვამებს:

1. სივრცე ყველაზე ძლიერია, აცუილებლობაა.
2. დრო ბრძენია - აღმოაჩენს ყველაფერს.
3. უძნელესი თავისი თავის შეცნობაა.
4. ღამე დღესთან შედარებით ერთი დღითაა ადრე.
5. სიცოცხლე სიკვდილს უდრის და ამიტომ არ კვდება იგი და სხვ.



პ.ს უნდა აღინიშონს, რომ რეალურად მისი არა თუ შრომა არამედ მისი შრომებიდან ერთი ფრაგმენტიც კი არ არის შემონახული. ამიტომ ყოველივე ზემოთქმული და საერთოდ ნებისმიერი ცნობ მის შესახებ არის მხოლოდ გადმოცემა


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
@@@@@
პოსტი Mar 8 2010, 16:06
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



პითაგორა (ძვ.წ. 580-500)

პითაგორეიზმის მამამთავრის პითაგორა სამოსელის ზუსტი დაბადების და გარდაცვალების თარიღი უცნობია, (მიახლოებითი თარიღები მითითებულია სათაურში) მის შესახებ უმეტესი ცნობები მოპოვებულია შემდგომში პითაგორეიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი ფილოლაოსის თხზულებიდან "ბუნების შესახებ",

პითაგორა სავარაუდოდ ანაქსიმანდრეს მოწაფე უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდობაში მან იმოგზაურა ეგვიპტეში, აქ იგი მიღებულ იქნა ქურუმთა კასტაში-ორდენში. ამ პერიოდმა მასზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა რომ გადაწყვიტა სამშობლოში საკუთარი ორდენი შეექმნა, ასევე ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა მას შემდეგი აზრი:"ადამიანმა თავის თავს უნდა მიაქციოს ყურადღება და ეცადოს გახდეს ზნეობრივად სრული".
ის

პითაგორას ტირანი პოლიკარტი, რამაც იგი აიძულა სამხრეთთ იტალიის ქ.კროტონში გადასახლებულიყო. სწორედ აქ დაარსა მან სარწმუნოებრივ-ზნეობრივი საზოგადოება. სადაც მსურველები მიიღებოდნენ გამოცდებით. პითაგორას სწავლების განსაკუთრებული მეთოდები ქონდა, მას ბერძნების პირველ მასწავლებლადაც თვლიან. სწავლების გარდა იგი ეწეოდა მსმენელების აღზრდასაც. საბერძნეთში ცნობილია ე.წ."პითაგორული ცხოვრება", რომლის მთავარ ელემნტსაც ავტორიტეტის როლი წარმოადგენდა. დებულების საბოლოო "დასაბუთება" ავტორიტეტის დასახელებით, მაგ: "თვით მასწავლებელმა თქვა" და ა.შ

პითაგორას "კავშირი" მხოლოდ მამაკაცებისგან შედგებოდა რომლებიც გარკვეული წესების მკაცრი დაცვით ცხოვრობდნენ, დილას განვლი დღეს იგონებდნენ, საღამოს საკუთარ თავს უღრმავდებოდნენ, სწავლობდნენ ჰომეროსს, ჰესიოდეს, მუსიკასა და გიმნასტიკას, ჭამდნენ მხოლოდ უხორცოს ისიც საკმაოდ ვიწრო რაციონს. ამ საზოგადოების წევრებში გავრცელებული იყო მეტამფსიქოზის თეორია (სულის გადასახლების) სული უკვდავია, იგი გადასახლებას აწარმოებს სხვადასხვა სხეულებში, სხეული საპყრობილეა, სხეული საპყრობილეა, თავისუფლდება მხოლოდ მარათალი სხული და სხვ... მათი აზრით ადამიანები იყოფოდნენ სამ ჯგუფად: გრძნობით მცხოვრებნი, მოქმედნი და თეორიულად მცხოვრებნი(მჭვრეტელნი) იგივე ფილოსოფოსნი, ვარაუდობენ, რომ სწორედ პითაგორამ იხმარა პირველად სიტყვა ფილოსოფია. პითაგორას კავშირი კარჩაკეტილი საზოგადოება იყო, ამ სკოლაში განხილული რაიმე საკითხის გამცემს სჯიდნენ.


ახლა იმის შესახებ თუ რა პრობლემები იდგა პითაგორას და პითაგორელების წინაშე. ისევე როგორც თალესი და მისი მიმდევრები პითაგორელებიც ეძებდნენ საგანთა საწყისს. მათი აზრით ყველაფრის საწყისი იყო რიცხვი და რიცხვები. მიიჩნევენ, რომ ეს წინწაწეული ნაბიჯი იყო რადგან საგანთა არსი განიხილებოდა როგორც რაღაც აბსტრაქტული... პითაგორა და პითაგორელები ასევე თვლიდნენ რომ ყველა სხეული იყოფა გეომეტრიულ ფიგურებად ხოლო გეომეტრიული ფიგურები რიცხვებად, აქედანაც გამოდიოდა ის რომ რიცხვი ყველაფრის დასაწყისია. ამ იდეებიდან შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პითაგორა მოღვაწეობდა საყწისის ძებნაში, "მეტაფიზიკა"-ში. რიცხვების შესახებ მოძღვრება "არითმეტიკა"-ში, გეომეტრიულ ფიგურებზე მოძღვრება "გეომეტრია"-ში და სხეულებზე და მათ თვისებებებზე მოძღვრება "ფიზიკა"-სა და "ქიმია"-ში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ყველაფრის საწყისი რიცხვია ბევრისთვის ალბათ სამართლიანად აბსურდულია, თუმცა პითაგორა ამ იდეებიდან მივიდა ბევრ საკმაოდ საინტერესო და სწორ დასკვნებამდე. (სამწუხაროდ დაკონკრეტება უფრო მეტი მასალების მოძიებას და უფრო მეტის წერას ითხოვს) : )


გარდა ყველასათვის ცნობილი თეორემისა ელემენტალური მათემატიკიდან პითაგორას ამავე დარგში არაერთი საინტერესო თეორემა ეკუთვნის კიდევ უფრო საინტერესო დამტკიცები მეთოდებით(სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა მოძიება შეიძლება) გარდა შედეგებისა არითმეტიკასა და გეომეტრიაში პითაგორას შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მისი "ოქროს სიტყვები" ქცევის წესები: პატივი ეც უკვდავ ღმერთებს, გმირებს, მშობლებს, ილოცე და სხვ,


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
@@@@@
პოსტი Mar 23 2010, 17:34
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



არისტოტელე (ძვ. წ. 384-322)


არისტოტელე დაიბადა მაკედონიის ქ.სტიგარში, ბერძნულ კოლონიაში. მამამისი - ნიკომახე იყო ექიმი და მეგობარი მაკედონიის მეფის - ფილიპეს მამის - ამნისტისა. მან შეასწავლე ბუნებისმეტყველება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არისტოტელეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მამა დრე მოუკვდა და 17 წლამდე იგი ვინმე პროკსენმა აღზარდა. შემდეგ არისტოტელე 18 წლის ასაკში ჩადის ათენში სადაც 20 წლის განმავლობაში სწავლობს პლატონის სკოლაში. არისტოტელეს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, თუმცა მისი საწინააღმდეგო თვალსაზრისიც კი შეიმუშავა, იგი ამბობდა: მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტებაო.

პლატონის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე წავიდა მცირე აზიაშის ადაც 3 წელი დაჰყო. შემდეგ იყო ქ. მიტილენაში სადაც მოიყვანა ცოლი და საცხოვრებლად ათენში გადავიდა სადაც რიტორიკული სკოლა გახსნა. თუმცა 343-342 წელს იგი ფილიპემ მიიწვია 13 წლის ალექსანდრე მაკედონელის აღმწრდელად. არისტოტელე მას ასწავლიდა 3 წელიწადს გამეფებამდე. შემდეგ დაბრუნდა ათენში და დაარსა სკოლა-ლიცეუმი (ლიკეიონი) სადაც 15 წელიწადს ასწავლიდა. გადმოცემით ამ პერიოდში მან დაწერა 1000 თხზულება. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას დაუწყეს დევნა იგი იძულებული იქნა გაქცეულიყო ევბეზეწ ქ.ქალკიდაში, სადაც ძველი წერლთაღრიცხვით 322 წელს კუჭის ავადმყოფობით გარაიცვალა.

არისტოტელეს თხზულებებს სამ ჯგუფად ყოფენ:
1) "გამოქვეყნებული შრომები", დიალოგები, რომლებიც, თურმე, შეიცავდა შესანიშნავ აზრებს და დაწერილი იყო ბრწყინვალე ენით. ამ თხზულებებიდან არც ერთი არ არის შემონახული.
2) კრებულები (ყველა დაკარგულია)
3) სასწავლო თხზულებები, რომლის მხოლოდ მეექვსედი ნაწილია შემონახული.
არისტოტელეს თხზულებები დარჩა მის მოწაფეს, თეოფრასტეს, რომელმაც გადასცა ისინი ნელეას. ამან კი პერგამენტები გადაიტანა ტროაში, ქ. სკეფსისში. ნელეას შთამომავლებმა ისინი შეინახეს სარდაფში, სადაც სინესტემ და თაგვებმა დააზიანეს ხელნაწერები. შემდგომ არისტოტელეს თხზულებები გაყიდულ იქნა ათენში, საიდანაც სულამ რომში წაიღო. აქ ანდრონიკე როდოსელის დახმარებით გრამატიკოსმა ტირანიონმა 60-50 წწ. (ძვ.წ.) გამოსცა ეს თხზულებანი. შემდგომში არისტოტელეს ნაშრომთა კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით.

არისტოტელეს თხზულებები ეხებოდა ცოდნის თითქმის ყველა დარგს. მან შემოიტანა ხმარებაში და დააფუძნა სიტყვა "ფიზიკა". ბევრ ფუნდამენტურ საკითხს ჩაუყარა საფუძველი მეცნიერების ამ დარგში, ასევე მნიშვნელოვანი შედეგბი აქვს მათემატიკაში, ფილოსოფიაში, ეთიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში, ორგანული ბუნების შესწავლის დარგში და სხვ.


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Mar 23 2010, 22:45
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



დიდი მადლობა, საინტერესოა !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი May 9 2010, 20:42
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



@@@@@
ძალიან კარგი თემაა.. დიდი მადლობა... იმედია კიდევ მოგვაწვდი საინტერესო ინფორმაციას.... smile.gif smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
@@@@@
პოსტი May 18 2010, 21:42
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



ფოტინე
მადლობ გამხნევებისათვის... ბევრ ფორუმზე წამოვიწყე ასეთი თემა და სამწუხაროდ ბოლომდე ვერსად მივიყვანე.... : (

სანამ კვლავ ბიოგრაფიებზე გადავიდოდე მოდი შემოგთავაზებთ თანამედროვეობის(ჯერ კიდევ ცოცხალი) უდიდესი ფიზიკოსის, სტივენ ჰოუკინგის ერთ საინტერესო ლექციას, სათაურიც და შეიძლება თვითონ სტატიის ფრაგმენტებიც ამ ფორუმის მომხარებლებს(ჩემის ჩათვლით) მკრეხელობად ეჩვენოს, თუმცა დამიჯერეთ ბევრი საინტერესო რამ წერია და ჩემი აზრით წაკითხვად და შემდგომში სადისკუსიოდ ნამდვილად ღირს, მაშ ასე დავიწყოთ:

თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია. ნებისმიერი სახის უბედურება, კატასტროფა, მაგალითად, წარღვნა ან რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა ყოველგვარი „გაფრთხილების“, რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე. შესაბამისად, იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ღმერთებს და ზებუნებრივ ძალებს. არავინ იცოდა და ვერავინ გამოიცნობდა, თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი. ერთადერთი, რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს იყო სხვადასხვა შესაწირები, ძღვენები და რიტუალები ღმერთებისთვის…

თანდათანობით, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე უფრო ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა.
ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, რომ განვსაზღვროთ ციური სხეულების მოძრაობა.
ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ბუნების სხვა მოვლენებიც ასევე აღიწერებიან გარკვეული კანონებით. ამ ყველაფერმა მეცნიერები მიიყვანა ე.წ. „სამეცნიერო დეტერმინიზმის“ იდეამდე, რომელიც პირველად სახალხოდ გააჟღერა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა. ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა:

თუ, დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში.

არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ნიუტონმა ჰკითხა მას, თუ როგორ ჯდებოდა ამ სისტემაში ღმერთი, მან უპასუხა: „სერ, მე არ მჭირდება მსგავსი ჰიპოთეზები“. მე არ ვფიქრობ, რომ ლაპლასი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია. ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი, თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ…

იდეა, რომ სამყაროს მდგომარეობა დროის მოცემულ მომენტში გვაძლევს საშუალებას, ვიწინასწარმეტყველოთ მისი მდგომარეობები ნებისმიერ სხვა დროს, გახდა მეცნიერების ცენტრალური პრინციპი ლაპლასის შემდეგ. ის გულისხმობს, რომ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება. პრაქტიკულად ეს არც ისე ადვილია (რბილად რომ ვთქვათ ) შესაბამისი განტოლებების სირთულის და რაოდენობის გამო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს იდეა დომინირებდა მეცნიერებაში მთელი XIX საუკუნის მანძილზე. თუმცა, XX საუკუნეში ფიზიკის განვითარებამ გამოკვეთა ორი საკითხი, რომლებმაც აჩვენეს, რომ ლაპლასის ხედვა, მომავლის სრულიად წინასწარმეტყველების შესახებ, ვერ იქნებოდა რეალიზებული.

პირველი, ეს არის კვანტური მექანიკა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა. მან გამოთქვა იდეა, რომ ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება, ასხივებდეს მხოლოდ გარკვეული პორციებით, კვანტებით. მას არ ჩაუდია ამაში რაიმე ფიზიკური აზრი, მხოლოდ როგორც მათემატიკური ხერხი ისე გამოიყენა. შემდეგში სხვა მეცნიერები შეეცადნენ, რომ ეპოვნათ სხვა მოვლენები, რომლებიც იხსნებოდნენ კვანტური თეორიით. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ელემენტარული ნაწილაკები იქცევიან, როგორც ბზრიალა სათამაშოები. ისინი ბრუნავენ რაღაც ღერძის გარშემო, მაგრამ სპინის რაოდენობა ვერ იქნება ნებისმიერი სიდიდის. მას აქვს გარკვეული დაკვანტული მნიშვნელობები რომლებიც რაღაც სიდიდის ჯერადია. ყველაფერი კარგად იყო 1926 წლამდე, ვიდრე ასევე გერმანელმა ფიზიკოსმა ჰაიზენბერგმა არ აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ზუსტად გავზომოთ ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე (ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი). ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მიკროსამყაროში გაზომვისას შეტანილი შეშფოთება პრინციპული ხასიათისაა. რაც უფრო ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის სიჩქარეს, მით უფრო ნაკლებად ზუსტად შევძლებთ მისი მდებარეობის განსაზღვრას და პირიქით. ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფორმულირდება შემდეგნაირად:

კოორდინატის გაზომვის ცდომილება გამრავლებული სიჩქარის გაზომვის ცდომილებაზე, ყოველთვის მეტია ვიდრე (h) პლანკის მუდივა გაყოფილი მასაზე.

ცხადია, რომ თუ ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის მდებარეობას, მაშინ არაფერი ვიცით მისი სიჩქარის შესახებ და პირიქით. შესაბამისად, ლაპლასის იდეას, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენ ერთდროულად, დროის ერთი და იგივე მომენტში უნდა გვცოდნოდა ნაწილაკების სიჩქარეები და მდებარეობა, ჰაიზენბერგის პრინციპი ძირს უთხრის, რადგან რეალურად შეუძლებელია ამ ორი სიდიდის ერთდროულად ზუსტად გაზომვა. ასე, რომ როგორი სწრაფი კომპიუტერებიც არ უნდა გვქონდეს ზემოთნახსენები განტოლებების დასათვლელად, აზრი აღარ აქვს, რადგან თუ არასწორი მონაცემები გადავეცით, შედეგადაც არასწორ გამოთვლებს მივიღებთ.

ეინშტეინს ძალიან აწუხებდა შემთხვევითობის პრობლემა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: „მე არ მჯერა, რომ ღმერთი კამათელს აგორებს“. იგი თვლიდა, რომ განუზღვრელობის პრინციპი დროებითია, რომ ნაწილაკებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სიჩქარე და მდებარეობა და რომ ისინი აღიწერებიან დეტერმინიზირებული კანონებით ლაპლასის პრინციპის მიხედვით. იგი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ღმერთისთვის ნათელია და ჩვენ სინათლის კვანტური ბუნების გამო ვერ ვხედავთ ამას.

სხვა მეცნიერები უფრო მზად აღმოჩნდნენ XIX საუკუნის დეტერმინიზმის ხედვის მოდიფიცირებისთვის. კვანტური თეორია განავითარეს ჰაიზენბერგმა, ავსტიელმა მეცნიერმა შრედინგერმა და ინგლისელმა ფიზიკოსმა დირაკმა. კვანტური მექანიკა დაახლოებით 70 წელია რაც არსებობს და დღემდე ბოლომდე არ არის გაგებული და აღიარებული იმ ხალხისგანაც კი, ვინც იყენებს ამ მოდელს გამოთვლებში. კვანტური თეორია ეს მთლიანად სხვა სურათია ფიზიკური სამყაროსი და რეალობის. კვანტურ მექანიკაში ნაწილაკებს არ გააჩნიათ ცალსახად განსაზღვრული პოზიცია და სიჩქარე. ისინი წარმოდგენილი არიან ე.წ. ტალღური ფუნქციით (რაც გულისხმობს სივრცის სხვადასხვა წერტილებში რაღაც მნიშვნელობების მოცემას). ტალღის სიგრძე გვაძლევს ალბათობას, რომ ნაწილაკი აღმოჩნდება სივრცის კონკრეტულ წერტილში. სიდიდე, რომლითაც იგი იცვლება წერტილიდან წერტილამდე გვაძლევს ნაწილაკის სიჩქარეს. ვთქვათ ტალღურ ფუნქციას აქვს მკვეთრი პიკი სივრცის რაიმე პატარა არეში. ეს ნიშნავს, რომ მდებარეობის განუზღვრელობა მცირეა. თუმცა ფუნქცია ძალიან სწრაფად შეიცვლება პიკის მახლობლად რაც ნიშნავს, რომ სიჩქარის განუზღვრელობა დიდი იქნება. შესაბამისად, შეიძლება გვქონდეს ტალღური ფუნქცია, რომელშიც მდებარეობის განუზღვრელობა იქნება დიდი, ხოლო სიჩქარის — მცირე.

ტალღური ფუნქცია შეიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება ვიცოდეთ ნაწილაკის შესახებ — მათ სიჩქარეებსაც და მდეობარეობასაც. თუ ჩვენ ვიცით ტალღური ფუნქცია დროის ერთ მომენტში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შრედინგერის განტოლებით ვიპოვოთ იგი დროის სხვა მომენტშიც. ეს წააგავს დეტერმინიზმს, მაგრამ არა ლაპლასის ხედვით. იმის მაგივრად, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის სიჩქარე და მდებარეობა, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტალღურ ფუნქციას, რომელიც გვაძლევს ალბათობებს ნაწილაკის სივრცის მოცემულ წერტილში აღმოჩენისას და მისი სიჩქარისას. რაც მხოლოდ ნახევარია იმისა რასაც ლაპლასი გულისხმობდა…

ასევე პრობლემას ქმნის გრავიტაცია, რომელიც ისე ამრუდებს სივრცე-დროს, რომ არსებობს ისეთი არეები, რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკვირდებით.

საინტერესოა, რომ 1799 წელს ლაპლასმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იგი ამბობდა, რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც აქვთ იმდენად მძლავრი გრავიტაციული ველი, რომ თვით სინათლის სხივიც ვერ გამოდის მათგან. იგივე იდეა გამოთქვა 16 წლის წინ მიტჩელმა. ისინი, ორივე ფიქრობდნენ რომ სინათლის სხივი ეს არის ნაწილაკების ნაკადი და ხსნიდნენ გრავიტაციული ველის ასეთ ზემოქმედებას მასზე. 1887 წელს მაიკელსონმა და მორლიმ ჩაატარეს შესანიშნავი ექსპერიმენტი, რომელშიც აჩვენეს, რომ სინათლეს აქვს ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარე მიუხედავად იმისა, საიდან მოდის იგი. შეუძლებელი იყო, რომ სივრცეზე და დროზე მაშინდელი მოსაზრებებით აეხსნათ ეს მოვლენა. მაგრამ 1915 წელს გამოქვეყნებული აინშტაინის რევოლუციური ფარდობითობის ზოგადი თეორია მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სივრცეზე და დროზე. იგი განიხილავს ერთ ობიექტს სივრცე-დროს, რომელშიც ორივე (სივრცეც და დროც) არ არიან დამოუკიდებლები და განცალკევებულები, ისინი ერთი ობიექტია. მათ უბრალოდ აქვთ სხვადასხვა მიმართულება ერთ ობიექტში — „სივრცე-დრო“. აინშტაინი ამბობდა, რომ სივრცე-დრო არ არის ბრტყელი, მას ამრუდებენ მასში არსებული მატერია და ენერგია.

წარმოვიდგინოთ გაჭიმული ნაჭერი და მასში მოთავსებული მასიური სხეული (ნახსენები ვარსკვლავის ანალოგად). ცხადია, რომ ეს სხეული თავისი წონის გამო მის მახლობლად გაამრუდებს ნაჭერს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ნაჭერზე ვიღაცამ გააგორა ბურთულა. გასაგებია, რომ ამ ბურთის მოძრაობის ტრაექტორია გამრუდდება მასიური სხეული მახლობლად, იმის მაგივრად, რომ იყოს სწორხაზოვანი. დაახლოებით ეს არის სივრცე-დროის გამრუდების ადვილად წარმოსადგენი მაგალითი. 1919 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ ჩაატარა ექსპერიმენტი დასავლეთ აფრიკაში საიდანაც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებიდან მოსულ სინათლის სხივებს, რომლებიც გაივლიდნენ მზის მახლობლად. მათ ნახეს, რომ ვარსკვლავების გამოსახულება იყო წანაცვლებული, რაც გამოწვეული იყო სინათლის სხივის ტრაექტორიის შეცვლით. ფარდობითობის ზოგადი თეორია იქნა მიღებული



წარმოვიდგინოთ ახლა უფრო მეტად და მეტად ძმიმე და მკვრივი სხეული ჩვენს ნაჭერზე. იგი უფრო მეტად ჩაზნიქავს მას და რომელიღაც კრიტიკულ მომენტში გაჩნდება ხვრელი ჩვენს ნაჭერზე (ბუნებრივია ნაჭერი გაიხევა). ამის შემდეგ ყველა ბურთულა ჩავარდება ამ ხვრელში და არაფერი ამოვა იქიდან.

რა ხდება სივრცე-დროში ამის ანალოგად? ვარსკვლავი ამრუდებს სივრცე-დროს მის მახლობლად და რაც უფრო მასიური და კონცენტრირებულია მით უფრო მეტად და მეტად.. მასიური ვარსკვლავები ჩაქრობის შემდეგ იწყებენ გაციებას და შეკუმშვას და საბოლოოდ ისინი ისე ამრუდებენ მათ მახლობლად სივრცე-დროს, რომ ქმნიან ზუსტად ისეთივე ხვრელს, როგორიც განვიხილეთ ნაჭრის მაგალითზე. სინათლესაც კი არ შეუძლია იქიდან გამოსვლა. ასეთ ობიექტებს ეწოდათ შავი ხვრელები.

დღეს ჩვენ შეგვიძლია, რომ დავაკვირდეთ შავ ხვრელებს და ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. რა მნიშვნელობა აქვთ მათ დეტერმინიზმის საკითხთან?? პასუხი წერია სტიკერზე, რომელიც მე მაქვს გაკრული კარებზე:

შავი ხვრელები არიან ჩვენი მეთვალყურეობის მიღმა

არამარტო ნაწილაკები, არამედ უბედური ასტორავტებიც, რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში ვეღარასოდეს ამოვლენ იქიდან; და რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაცია რომელსაც ის ობიექტები ატარებენ, რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში სამუდამოდ დაკარგული იქნება ჩვენთვის. მინიმუმ, სამყაროს იმ არიდან, რომლიდანაც ჩვენ ვაკვირდებით (ვუყურებთ) შავ ხვრელებს.



შავი ხვრელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო განსხვავებულია ვიდრე განუზღვრელობის და კვანტურობის პრობლემაში. რაც არ უნდა მოხვდეს შავ ხვრელში, შედეგად ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, მხოლოდ საერთო მასა. ანუ, აღარ გვაქვს ერთი-ერთზე შესაბამისობა საწყის და საბოლოო მდგომარეობებს შორის, რასაც გულისხმობდა ლაპლასი დეტერმინიზმის იდეაში. შედეგი ერთია, რომ ნებისმიერი ინფორმაციას ჩვენ ვკარგავთ შავ ხვრელში (სამყარის იმ არიდან მაინც საიდანაც ვაკვირდებით შავ ხვრელს). შესაბამისად არ შეგვიძლია, არსებული მდგომარეობიდან ვიწინასწარმეტყველოთ შემდეგი მდგომარეობა. კვანტურ თეორიაში ჩვენ შეგვეძლო რაღაც დოზით მაინც ამის კეთება ტალღური ფუნქციის დათვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას. ასე, რომ აინშტაინი ორმაგად ცდებოდა, როდესაც ის ამბობდა, რომ ღმერთი კამათლით არ თამაშობს, რომ მოვლენები წინასწარგანსაზღვრულია. ღმერთი აგორებს კამათელს და თან ხანდახან შავ ხვრელშიც აგდებს, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ

შევაჯამოთ, რისი თქმა მინდოდა ამ ლექციაში. მთავარი შეკითხვა: სამყარო რენდომულად, თვითნებურად ვითარდება თუ ის დეტერმინიზირებულია? კლასიკური შეხედულებებით ნაწილაკების მოძრაობა მთლიანად განსაზღვრადი იყო თუ ჩვენ გვეცოდინებოდა მათი სიჩქარეები და მდებარეობები. მაგრამ კვანტურმა თეორიამ და ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპმა დაგვანახა, რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ნაწილაკის სიჩქარეს და მდებარეობას ერთრდოულად ორივეს ზუსტად, ხოლო შავი ხვრელების ეფექტმა გვიჩვენა, რომ ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას იმ ნაწილაკებზე, რომლებიც მოხვდებიან მასში. ასე, რომ სამყაროს მომავალი არ არის მთლიანად განსაზღვრადი ფიზიკის დღეისთვის ცნობილი კანონებით. ყოველ შემთხვევაში, ლაპლასის ხედვით მაინც.

ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად : )

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი May 20 2010, 02:59
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(@@@@@ @ May 18 2010, 21:42) *

ფოტინე
მადლობ გამხნევებისათვის... ბევრ ფორუმზე წამოვიწყე ასეთი თემა და სამწუხაროდ ბოლომდე ვერსად მივიყვანე.... : (

სანამ კვლავ ბიოგრაფიებზე გადავიდოდე მოდი შემოგთავაზებთ თანამედროვეობის(ჯერ კიდევ ცოცხალი) უდიდესი ფიზიკოსის, სტივენ ჰოუკინგის ერთ საინტერესო ლექციას, სათაურიც და შეიძლება თვითონ სტატიის ფრაგმენტებიც ამ ფორუმის მომხარებლებს(ჩემის ჩათვლით) მკრეხელობად ეჩვენოს, თუმცა დამიჯერეთ ბევრი საინტერესო რამ წერია და ჩემი აზრით წაკითხვად და შემდგომში სადისკუსიოდ ნამდვილად ღირს, მაშ ასე დავიწყოთ:

თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია.

..................................................................................

ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად : )



ლექცია ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ თუ ნებას მომცემთ მინდა გამოვთქვა ჩემი რამდენიმე მოკრძალებული მოსაზრება:

1. ყოველი კანონზომიერება, აღმოჩენილი ან აღმოსაჩენი თავისთავად გულისხმობს მის უკან გონს (მე ვიტყოდი უზენაეს გონს) რადგან კანონი ან კანონზომიერება აპრიორი მოითხოვს მის ქმნას, ანუ ქაოსი, მოუწესრიგებლობა გონის ჩაურევლობაა და მოწესრიგება ანუ კანონით ან კანონზომიერებით დალაგება, როგორი მარტივი ან ურთულესიც არ უნდა იყვეს ითხოვს გონისმიერ ჩარევას.

მაგალითისთვის: მდინარის ნაპირებზე ყველას გვინახავს, რიყის ქვა, რომელიც ალბათ რამოდენიმე ათეული წელი, თუ ასეული წელი არა, ქაოსურად ყრია, ან მდინარის ზემოქმედებით (ადიდებისას) გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე. ანუ ამ შემთხვევაში რიყის ქვები მოუწესრიგებლად მყოფობენ.
ნახა ადამიანმა ეს ქვების გროვა და ერთ დღეს იფიქრა, მოდი მოვაგროვებ ჩემს ნაკვეთში წავიღებ და სახლს ავაშენებო. მოიფიქრა, როგორი კანონზომიერებით დაელაგებინა ეს ქვები, ერთმანეთზე, როგორი წესით შეერთებინა ისინი ერთმანეთთან და მიიღო საცხოვრებელი სახლი. ანუ ამ შემთხვევაში რიყის ქვის სახლად მოწესრიგების ანუ გარკვეული კანონზომიერბით დალაგების უკან, ადამიანის გონი დგას.
ეხლა მე მაქვს ასეთი კითხვა, გვინახია კი ოდესმე რიყის ქვა თავისით ალაგებული და სახლად დალაგებული?
რა თქმა უნდა არა.

ე. ი. დასკვნა, თუ არსებობს ბუნებაში ან სამყაროში რაიმე კანონი ან კანონზომიერება, იგი ქმნილია გონის მიერ ანუ კანონი იმიტომ არის კანონი, რომ იგი მოწესრიგებულია გონის მიერ (ანუ უზენაესი გონის, ღმერთის მიერ). ანუ თუნდაც როგორც პატივცემული პროფესორი ბრძანებს დეტერმინიზებულია.


2. ვინმეს შესაძლებელია მოუნდეს შეკამათება და თქვას, რომ მაშინ შავი ხვრელების არსებობა ან განუსაზღვრელობის თეორია, ხომ იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო თავისით ანუ რენდომულად ვითარდება! რომ სამყაროში თვით ასეთი მოვლენის არსებობა გამორიცხავს კანონზომიერების გონისმიერობას!

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: პოეტმა ფურცელზე დაწერა ლექსი და ყავის დასალევად გავიდა აივანზე. ამ დროს ფურცელზე ჭიანჭველამ გამოირბინა, თავისი საცეცებით დაიწყო ფურცელზე საკვების ძებნა და აღმოაჩინა მელნის ლაქები და ფურცლის ხაოიანი ზედაპირი. შეუძლია კი ჭიანჭველას წაიკითხოს და აღიქვას ის რაც პოეტმა დაწერა?
რა თქმა უნდა არა!
რატომ?
იმიტომ, რომ ჭიანჭველას არ გააჩნია ამის აღსაქმელად შესაბამისი ჭკუა და ინტელექტი.

ადამიანი იმყოფება განვითარების გარკვეულ ეტაპზე და მისი გონისმიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობანი, შეესაბამება (ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ) ამ შეფარდებას:

ადამიანი----ჭიანჭველა
ღმერთი----ადამიანი


და ამიტომ გასაკვირი არ არის თუ ჩვენ სამყაროს უსასრულო სისრულეს, ჭიანჭველის მსგავსად მხოლოდ ცხვირწინ ვხედავთ, აღვიქვავთ და აღმოვაჩენთ.

ისე ადამს სამოთხიდან გამოგდებამდე, როგორც ღვთის ხატად ქმნილს, ჰქონდა უნარი ბუნების და სამყაროს სიღრმისეული წვდომისა. რადგან მას შეეძლო ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს ნაწილის (სამოთხის) მართვისა, იმიტომ რომ იგი სამყაროს ამ ნაწილში სწვდებოდა ღვთის კანონისა და კანონზომიერების არსს და შინაარსს. ანუ მისი ინტელექტი და გონი ღვთისმიერი ცოდნით იყო გაბრწყინებული, ანუ მისი ცოდნა ემპირიული არ იყო, რაც ჩვენ შემთხვევაში მეცნიერების განვითარების მთავარი პოსტულატია.
ანუ ჩვენ (კიდევ ვითხოვ შენდობას) როგორც ჭიანჭველა, გარკვეულ დონეზე, გარკვეული ცოდნით ვერკვევით ჩვენს ირგვლივ მყოფ სამყაროში.

3. როგორც თანამედროვეობის(ჯერ კიდევ ცოცხალი) უდიდესი ფიზიკოსის, სტივენ ჰოუკინგი ამბობს:
,,ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად".
პერიფრაზი მე მგონი ასე უნდა ჟღერდეს:
,, ღმერთი არ გვაძლევს საშუალებას, სამყაროს კანონზომიერება უცბად ამოვიცნოთ, რადგან ჩვენი გონება ვერ გაუმკლავდება ამ ცოდნის დატევას."


შენდობას ვითხოვ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 20 2010, 10:05
პოსტი #8


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(Mesiis_maxvili @ May 20 2010, 03:59) *


,, ღმერთი არ გვაძლევს საშუალებას, სამყაროს კანონზომიერება უცბად ამოვიცნოთ, რადგან ჩვენი გონება ვერ გაუმკლავდება ამ ცოდნის დატევას."
შენდობას ვითხოვ.


ეს კი უდაო ჭეშმარიტებაა. ადამიანმა რაღაც, რომ შეიმეცნო გონებრივად უნდა იყო მზად ამისთვის.

შავი ხვრელების შესახებ დაწერე რამე, როგორ უყურებს ამ მოვლენას მეცნიერება. სიმოვნებით მოგისმენთ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
@@@@@
პოსტი May 21 2010, 21:57
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



Mesiis_maxvili
თითქმის ყველაფერში გეთანხმები უბრალოდ რატომ ფიქრობ ამას? : )

ციტატა
2. ვინმეს შესაძლებელია მოუნდეს შეკამათება და თქვას, რომ მაშინ შავი ხვრელების არსებობა ან განუსაზღვრელობის თეორია, ხომ იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო თავისით ანუ რენდომულად ვითარდება! რომ სამყაროში თვით ასეთი მოვლენის არსებობა გამორიცხავს კანონზომიერების გონისმიერობას!


შავი ხვრელი სხვა არა არის რა გარდა უხეშად, რომ ვთქვათ ძალიან დიდი მასა სივრცის ძალიან მცირე ნაწილში(თუ როგორ წარმოიშვება თუ დაგაინტერესებს ამაზეც ვიმსჯელოთ). როგორც ვიცით სინათლის სიჩაქრე სამყაროში დაახლოებით 300000 კმ/წმ-ა. საერთოდ როდესაც შენ საგანს უყურებ სინამდვილეში აღიქვამ მისგან სინათლის სიჩქარით გამოსულ ელემენტალურ ნაწილაკებს, მაგალითისთვის უცბად მზე, რომ გაშავდეს მისი სიშორის გამო ჩვენ ამას დაახლოებით რვა წუთის განმავლობაში ვერ გავიგებთ სანამ მისგან გამოსული სინათლის ელემენტალური ნაწილაკები დედამიწაზე არ ჩამოვა... შავი ხვრელის შემთხვევაში კი ხდება შემდეგი, ის ნაწილაკები რომლებიც სინათლის სიჩაქარით მოძრაობენ და გვეხმარებიან აღვიქვათ ესა თუ ის საგანი მართალია უმცირესი მაგრამ მაინც დადებით მასის მქონეები არიან, ჰოდა ეს "შავი ხრელი" იმდენად მკრივი რამ არის, რომ მიზიდულობის კანონის გამო მიუხედავად ასეთი მცირე მასისა და დიდი სიჩქარისა "სინათლის ნაწილაკები" მაინც ვერ ახერხებენ შავი ხვრელების მიზიდულობის ძალის დაძლევას (როგორც შენ ვერ "გადახტები" დედამიწიდან ისე ის ნაწილაკები ვერ "ხტებიან" შავი ხვრელიდან) და შესაბამისად ჩვენ ვერ ვხედავთ მათ. სწორედ აქედანაც წარმოსდგება სახელი "შავი ხვრელი".

რაც შეეხება განუზღვრელობის პრინციპს, ბევრი როგორც შავ ხვრელებზე აქაც არაფერი ვიცი : ) მაგრამ დაახლოებით გეტყვი, რომ როგორც სტატიაში წერია მეცნიერები არც თუ უსაფუძვლოდ მივიდნენ შემდეგ იდეამდე:

"თუ, დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში."

თუმცა შემდეგ ასევე დამტკიცდა, რომ შეუძლებელია იცოდე ამა თუ იმ ნაწილაკის როგორც სიჩქარე ისე მდებარეობა ან უფრო ზუსტად რამდენადაც კარგად იცი სიჩქარე იმდენად ცუდად მდებარეობა და პირიქით... ანუ გამოვიდა, რომ არსებული მეცნიერების ჩარჩოებით ადამიანი ყველაფერს ვერ გაიგებს : )

მე აქედან ლოგიკურადაც კი მხოლოდ იქამდე მივდივარ, რომ ზუსტადაც რაღაც გონი მართავს სამყაროს რომლის შესაძლებლობები აღემატება ადამიანურს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი May 23 2010, 15:45
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“... როგორც ილია მართალი ამბობს _ "ღვთის განგებას ვინ მიჰხვდება?"


ციტატა(@@@@@ @ May 18 2010, 22:42) *

თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

თანდათანობით, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე უფრო ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა.
ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, რომ განვსაზღვროთ ციური სხეულების მოძრაობა.
ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ბუნების სხვა მოვლენებიც ასევე აღიწერებიან გარკვეული კანონებით. ამ ყველაფერმა მეცნიერები მიიყვანა ე.წ. „სამეცნიერო დეტერმინიზმის“ იდეამდე, რომელიც პირველად სახალხოდ გააჟღერა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა. ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა:

თუ, დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში.


ეინშტეინს ძალიან აწუხებდა შემთხვევითობის პრობლემა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: „მე არ მჯერა, რომ ღმერთი კამათელს აგორებს“. იგი თვლიდა, რომ განუზღვრელობის პრინციპი დროებითია, რომ ნაწილაკებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სიჩქარე და მდებარეობა და რომ ისინი აღიწერებიან დეტერმინიზირებული კანონებით ლაპლასის პრინციპის მიხედვით. იგი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ღმერთისთვის ნათელია და ჩვენ სინათლის კვანტური ბუნების გამო ვერ ვხედავთ ამას.




საინტერესო ლექციააა...

ჩემი აზრით, შავი ხვრელების დაკვირვებაც რომ მოვახერხოთ და აბსოლიტურად ყველა ფიზიკური კანონი აღმოვაჩინოთ ფიზიკური სხეულების ადგილსამყოფელისა და სიჩქარის ზუტად გასაგებად, მაინც ვერ შევძლებთ "ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში", რადგან ლაპლასმა თავის იდეის ჩამოყალიბებისას "ყველა ნაწილაკის" ხსენებისას ადამიანიც იგულისხმა.. ადამიანის მდებარეობის განსაზღვრა კი მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც თავისმხრივ კეთილისა და ბოროტის ჭიდილია და მხოლოდ უფალმა იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი..

რატომღაც მგონია, რომ ეინშტეინის მოსაზრება სიმართლესთან ახლოსაა, რომელიც მე ასე მესმის: ყველაფერი თავიდანვე ღვთის მიერ იქნა კანონზომიერებული (ამ კანონზომიერებაში გათვალისწინებულია ადამიანის თავისუფალი ნება) . სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული წმინდა მამათა მოსაზრებები ამ საკითხზე.თუ ვინმემ იცით მამათა მოსაზრებები ამ საკითხზე, გთხოვთ დადოთ..

თუ რამე შეცდომით ვთქვი მომიტევოს უფალმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
@@@@@
პოსტი Jul 8 2010, 22:32
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 23.07.2009
წევრი № 303



ფოტინე
"ყველა ნწილაკთან" დაკავშირებით ვერ დაგეთანხმები : ) ამ თემაზე თვით უდიდესი ფიზიკოსებიც კი აღიარებდნენ თავიანთ სისუსტესა და უციდინარობას და ჩვენ რაღა გვეთქმის თუმცა თუმცა ყველა ნაწილაკში აქ იგულისხმება ელემენტალური ნაწილაკები რომლისგანაც შედგება ადამიანი.

მე ინტუიციურად ვეთანმხბეი იმ აზრს, რომ ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებაც დაკავშირებულია მის ტვინში ელემენტალური ნაწილაკების გარკვეულ ფიზიკურ ქმედებებთან და შესაბამისად აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება განჭვრეტილ იქნას მაშინ როცა აბსოლუტურად ყველა ინფორმასციას ფლობ ელემენტალურ ნაწილაკებზე. შეიძლება ვცდები მაგრამ ჩვენთვის ფაქტია, რომ ღვთის მიერ ყველაფერი წინასწარ განჭვრეტილია. შესაბამისად არსებობს რაღაც გზა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა... მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს "გზა" ელემენტალურ ნაწილაკებზე გადის : )

დანარჩენში გეთანხმები : )


პ.ს ამ თემაზე "ვიდისკუსიოთ" და მერე გავაგრძლებ ბიოგრაფიებს და ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 21.10.2019 - 03:38