IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პოლემიკა საინტერესო საკითხებზე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> პოლემიკა საინტერესო საკითხებზე გაზიარება
nikolozi800
პოსტი Oct 1 2011, 00:16
პოსტი #121


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ციტატა(ეჰჰჰ... @ Sep 30 2011, 01:28) *

არ მხვდები აბა და დალოცვით იქნებ მედიტაციური კავშირი დავამყაროთთქო ვიფიქრე...
რა ეჰჰ აბა რა ეჰჰჰ?...



ნამდვილად არ გემალები უბრალოდ შენ არ გახარებენ ამ ფორუმზე და ვეღარ გავიგე რომელი ნიკით შემოდიხარ


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 2 2011, 22:31
პოსტი #122


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ამ ბოლო დროს ძალიან სკანდალურმა ინფორმაციამ გაიჟღერა უცხოპლანეტელების დედამიწაზე შემოჭრის შესახებ.
აი ლინკი, რომელიც გვამცნობს თითქოს მათი ამა წლის ნოემბრის თვეში დედამიწაზე მოახლოების შესახებ.
http://itv.ge/?m=16&CID=18257
რას ფიქრობთ, ვის რაში ჭირდება დააშანტაჟოს მოსახლეობა. რატომ ამტკიცებს ამას სკანდალური ინტერნეტსაიტი ვიკილიქსიც.
Wikileaks: "დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან."

ხომ არ არის ეს ტოტალური კონტროლის ერთ-ერთი მზაკვრული გეგემა. მოკლედ საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 2 2011, 23:08
პოსტი #123


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მამა დავითი
ციტატა
ძაღლის თავიც სწორედ მანდაა დამარხული.
ამიტომ ID ელექტრონული ბარათები, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების წინაპირობაა.


ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”.

http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=1zpET3Zfv9I


მეუფე იობი - ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

... "დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ - რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც - ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც".





--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 9 2011, 16:40
პოსტი #124


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საინტერესო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ:

ანტიქრისტიანული ძალებისა და ნიშნებისგან დასაცავად, თბილისში შემოლოცვა მოეწყობა

09/10/2011 12:38

shemolocvaa.jpgიოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ანტიქრისტიანული ძალებისა და ნიშნებისგან დასაცავად, თბილისში შემოლოცვა მოეწყობა. ამის შესახებ ტრიბუნა.ge-ს „მართლმადიდებელთა კრებულიდან“ აცნობეს.



დედაქალაქის შემოლოცვა 13:00 საათზე, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატით და ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატით დაიწყება.



შემდეგ სვლა გაგრძელდება მეტეხის ხიდზე და ძველ უბნებში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Oct 9 2011, 22:04
პოსტი #125


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



animani
გლდანმა რა დააშავა.. შემოულოცონ ერთი იმასაც მამაპაპურად biggrin.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 11 2011, 17:06
პოსტი #126


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(animani @ Oct 2 2011, 23:31) *

ამ ბოლო დროს ძალიან სკანდალურმა ინფორმაციამ გაიჟღერა უცხოპლანეტელების დედამიწაზე შემოჭრის შესახებ.
აი ლინკი, რომელიც გვამცნობს თითქოს მათი ამა წლის ნოემბრის თვეში დედამიწაზე მოახლოების შესახებ.
http://itv.ge/?m=16&CID=18257
რას ფიქრობთ, ვის რაში ჭირდება დააშანტაჟოს მოსახლეობა. რატომ ამტკიცებს ამას სკანდალური ინტერნეტსაიტი ვიკილიქსიც.
Wikileaks: "დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან."

ხომ არ არის ეს ტოტალური კონტროლის ერთ-ერთი მზაკვრული გეგემა. მოკლედ საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში.



უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ქადაგება აქვს, მამა დავით ისაკაძეს.
http://forum.archangels.ge/index.php?showtopic=491&st=20

დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, როგორ გვიტევს ბოროტი და იმის მაგივრად რომ ყველა ჩვენგანი უფლის მეორედ მოსვლისთვის ემზადებოდეს, ჩვენ ბოროტის მანქანების დასახვედრად გვამზადებენ, ტელევიზიით, პრესით და მასიური ინფორმაციის საშუალებებით. მაგრამ ბოროტს შუძლია გარდასახვა და თუნდაც უცხოპლანეტელების სახით მოსვლა, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ისინი ვინ არიან და უფალს ვთხოვოთ აგვარიდოს ყოველგვარი განსაცდელი და რწმენაში გაგვამტკიცოს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 30 2011, 14:27
პოსტი #127


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89




http://halloween.ge/
ამ საიტზე შეგიძლიათ გაიგოთ
ჰელოუინის წარმოშობის შესახებ



მართლმადიდებელ მოძღვართა საუბრები და დარიგებები ჰელოუინთან დაკავშირებით



ჰელოუინის წარმოშობის შესახებ
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

ჰელოუინის შესახებ
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჰელოუინის შესახებ
მღვდელი დავით ქვლივიძე

ჰელოუინის შესახებ. რატომ დადიან ჰელოუინზე
სემინარია-აკადემიის პროფესორი ბატონი ედიშერ ჭელიძე

ჰელოუინის და გართობის შესახებ
სემინარია-აკადემიის პროფესორი ბატონი ედიშერ ჭელი



პ.ს. მოუსმინეთ აუცილებლად და გაფრთხილდით! ჰელოუნების რიტუალი ეშმაკის მსახურებაა!

Halloween მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის !!!



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 12 2012, 15:04
პოსტი #128


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ტელეკომუნიკაციების კომისიამ მობილური ტელეფონის გამოსხივების ადამიანზე ზეგავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა



დღეს, როდესაც მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულად განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გთავაზობთ, ვიცხოვროთ მობი-ლურ ტელეფონთან ერთად ისე, რომ მან არ დაა-ზიანოს და საფრთხე არ შეუქმნას თქვენს ჯანმრ-თელობას. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ: რას წარ-მოადგენს SAR (SPECIFIC ABSORPTION RATE–ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტი (ESFK)? როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი – SAR-ის ნორმა? 2005 წელს საერთაშორისო ელექტროტე-ქნიკურმა კომისიამ (INTERNATIONALELECTROTECHNICALCOMMASSION, IEC) შეიმუშავა მობილური ტელე-ფონის ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფი-ციენტის (SAR–ის) გაზომვის სტანდარტი – IEC 62209-1. მისი გაზომვის ერთეულია ვტ/კგ – ანუ სხეულის გარკვეულ მასაზე მოსული სიმძლავრე. ამ სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ: ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევრო-პული კომიტეტი (EUROPEANCOMMITTEE FOR ELEC-TROTECHNICAL MANDARDIZATION, CENELEC) და აშშ-ს ელექტროტექნიკოსებისა და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტი (INSTITUTE OF ELECTRICAL AND ELECTRONICS ENGINEERS, IEEE). ახალი სტანდარტი განეკუთვნება მობილური ტელეფონების გამოსხივების ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტის დონის გაზომვას 300 მგჰც – 3 გჰც დიაპაზონში. ის ეხება მხოლოდ გაზომვის მეთოდიკას და არა თვით გამოსხივების დასაშვებ შთანთქმულ სიმძლავრეს. მობილური ტელეფონების გამოსხივების დასაშვები დონეები ევროპისთვის დადგენილია არამაიონიზებელი გამოსხივების საერთაშორისო კომისიის (INTERNATIONALCOMMASSION ონ NONIONIZING RADIATIONPROTECTION, ICNIRP) მიერ, ხოლო აშშ-ში ელექტროტექნიკოსთა და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტის მიერ. ეს ნორმები მოიწონა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ. SAR-ის დასაშვები ნორმებია: ევროპაში – 0,08 ვტ/კგ (მთელი სხეულისათვის) და 2 ვტ/კგ–ზე (გამოსხივების დოზიდან გამომდი-ნარე, რომელსაც შთანთქავს სხეულის 10 გრამი ქსოვილი). აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (Fედერალ ჩომმუნიცატიონს COMMASSION – Fჩჩ) მიერ SAR–ის ნორმები გამკაცრებულია, შე-საბამისად, 0,08 ვტ/კგ და 1,6 ვტ/კგ (გამოსხივების დოზიდან გამომდინარე, რომელსაც შთანთქავს სხეულის 1 გრამი ქსოვილი).
ევროპის მიერ არსე-ბობს დაშვება SAR-ის მნიშვნელობის გაზრდაზე 4 ვტ/კგ – მდე სხეულის ზოგიერთი ნაწილისთვის, მაგალითად, ხელებისთვის. ევროპული ნორმატივი გამოიყენება ევროპაში, იაპონიაში, კორეაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ს ნორმები – აშშ–ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნებში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზემოხსენებული კვლევების შესაბამისად, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ელექტრო-მაგნიტური დასხივება მივიღოთ, მობილური ტელეფონის მოხმარებისა და შერჩევის გარკვეულ სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებს გთავაზობთ: პირველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავი მოუყარა 2700-მდე მობილური ტელეფონის SAR-ის მონაცემებს და შექმნა ონლაინ მობილური ინფორმერი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და კომისიის Fაცებოოკის ფან გვერდზე იქნება განთავსებული. მობილური ტელეფონების პოტენციურ მყიდველებს შესაძლებლობა ექნებათ მობილური ტელეფონის აპარატის შერჩევისას მიიღონ ინფორმაცია SAR–ის მონაცემების შესახებ. (შენიშვნა: ტესტები SAR–ის გაზომვაზე ტარდება მობილური ტელეფონის სტანდარტულ, მუშა მდგომარეობაში, ამასთან, ტელეფონი უნდა მუშაობდეს გამოსხივების მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ყველა სერტიფიცირებულ დიაპაზონში). ასევე, გთავაზობთ, მობილური ტელეფონის მოხმარების გარკვეულ წესებს ისე, რომ მან არ დააზიანოს და საფრთხე არ შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას:

1. რაზეა დამოკიდებული მობილური ტელეფონის SAR–ის სიდიდე? SAR–ის მნიშვნელობა განისაზღვრება მობილური ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლებით (გამოსხივებული სიმძლავრე, ეკრანირება და სხვა). ამავე დროს, SAR–ის სიდიდე დამოკიდებულია ადამიანის თავთან მობილური აპარატის ძირითადი გამომსხივებელი ანტენის სიახლოვეზე. ანტენის კონსტრუქციაზე, ანუ ტელეფონით საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ანტენის განთავსების ადგილი მობილური ტელეფონის კორპუსში.
2. როგორ შევარჩიოთ ნაკლები გამოსხივების დონის მობილური ტელეფონი? იმათთვის, ვისაც სურს აირჩიოს ტელეფონი გამოსხივების ნაკლები დონით, რეკომენდაცია ეძლევათ იხელმძღვანელონ შემდეგი მარტივი წესებით: დაინტერესდით, რამდენია ამ ტელეფონის SAR; ეს შესაძლებელია გააკეთოთ წინასწარ, ინტერნეტის საშუალებით; აირჩიეთ მოდელი SAR–ის მცირე მნიშვნელობით; გაარკვიეთ მობილური ტელეფონის კორპუსში ანტენის განთავსების ზუსტი ადგილი (ძირითადად, ის განთავსებულია ტელეფონის კორპუსის ზედა ნაწილში), მათ, ვისაც სურთ მთლიანად აიცილონ ზემაღალი სიხშირის ზემოქმედება, რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის ინფორმაციის უსადენო გაცვლის ტექნოლოგია (უსადენო ყურსასმენები) – ბლუთუზი (BLUETOOTH).
3. შეუძლია თუ არა ჩართულ ტელეფონს ლოდინის რეჟიმში (იდლე/სტანდბყ) ზიანი მიაყენოს ადამიანს და რომელ რეჟიმშია მობილური ტელეფონის გამოსხივება ყველაზე საშიში? თუ ტელეფონი იმყოფება ლოდინის რეჟიმში, მაშინ გამოსხივება უმნიშვნელოა, ვინაიდან საბაზო სადგურთან მონაცემების გაცვლა წამის მეათედებში მიმდინარეობს. ამდენად, ამ შემთხვევაში, ტელეფონი შეიძლება გქონდეთ იქ, სადაც მოხერხებულია თქვენთვის. ლაპარაკის დროს კი შეეცადეთ ტელეფონი გეჭიროთ გარკვეულ მანძილზე თავიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარგებლობთ გარნიტურით. აქვე, აუცილებელია განვმარტოთ, რომ თავად ტელეფონით საუბარი იყოფა ორ ნაწილად: სხვა აბონენტის გამოძახება და საუბარი. გამოძახების დროს თქვენი ტელეფონი საბაზო სადგურის მეშვეობით უკავშირდება სხვა აბონენტს. ამასთან, რაც უფრო ახლოს არის საბაზო სადგური, მით უფრო ნაკლები სიმძლავრით ერთვება თქვენი ტელეფონი, ვინაიდან ხდება საბაზო სადგურთან მობილური ტელეფონის სიმძლავრის ადაპტაცია. შემდეგ ხდება ჩართვა. სწორედ ჩართვის პროცესში ვითარდება ელექტრომაგნიტური სიმძლავრის ნაკადის მაქსიმალური სიმკვრივე. კერძოდ, GშM სისტემებისათვის დაახლოებით 18 მვტ/სმ2, მაშინ, როდესაც საუბრისას სიმძლავრის ნაკადის მაქსიმალური სიმკვრივე შეადგენს მხოლოდ 2 მვტ/სმ2, ე.ი. 9–ჯერ ნაკლებს. ამდენად, მობილურ ტელეფონს ყველაზე მეტი გამოსხივება აქვს კავშირის დამყარების მომენტში და არა მაშინ, როდესაც თქვენ საუბარს ახორციელებთ.
4. რკინაბეტონის კონსტრუქციის შენობებში (გარდა მსხვილი სავაჭრო ცენტრების, სადგურების და სხვა ასეთი ტიპის შენობებისა, სადაც მობილური ტელეფონების ოპერატორებს შეიძლება განთავსებული ჰქონდეთ ლოკალური საბაზო სადგურები) შესაძლებლობისდაგვარად უნდა მიხვიდეთ ფანჯარასთან, ან კიბეებს შორის. ცუდი მიღების შემთხვევაში მობილური ტელეფონით ზარის განხორციელების დროს ელექტრომაგნიტური გამოსხივება მკვეთრად იზრდება. თუ იმყოფებით ცუდი მიღების ზონაში (ტელეფონის დისპლეიზე ჩანს მიღების დონის შკალის ნახევარი), საუბრის ხანგრძლივობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, ან, შეძლებისდაგვარად, ხმოვანი შეტყობინებიდან გადახვიდეთ SMS შეტყობინებაზე.
5. როგორ უნდა გვეჭიროს მობილური ტელეფონი? საუბრისას ტელეფონი უნდა გვეჭიროს ისე, რომ ანტენა ხელით არ დავფაროთ. ხელით არ უნდა დავფაროთ კორპუსის (განსაკუთრებით ზედა, იშვიათად, ქვედა) მესამედზე მეტი.
6. შეერთების დამყარების მომენტში GშM ტელეფონები ჩვეულებრივ მუშაობენ დიდ სიმძლავრეზე (როგორც ზემოთ ვნახეთ, 9–ჯერ მეტ სიმძლავრეზე, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში საუბრის დროს), ამიტომ თქვენი ტელეფონიდან გამომავალი ზარის შემთხვევაში, ყურმილი ყურთან უნდა მიიტანოთ ნომრის აკრეფიდან რამოდენიმე წამის შემდეგ (კავშირის დამყარების მომენტი ტელეფონების უმეტესობაზე შეიძლება დაადგინოთ დისპლეის ინდიკაციის მიხედვით).
7. ხანგრძლივი საუბრისას რეკომენდებულია მოიხსნათ მეტალის ჩარჩოიანი სათვალე, ვინაიდან ასეთმა ჩარჩომ შეიძლება შეასრულოს მეორადი გამოსხივების როლი და გამოიწვიოს გამოსხივების სიმძლავრის გავლენის გაზრდა. სასურველია, არ ვისაუბროთ მობილური ტელეფონით 4–5 წუთზე მეტი.
8. სიმძლავრის შესამცირებლად რეკომენდებულია გამოიყენოთ აქსესუარი: უსადენო გარნიტურა – ბლუთუზი (BLUETOOTH).
9. რომელი ადგილია ყველაზე უსაფრთხო ტელეფონის სატარებლად? ყველაზე უსაფრთხოა მობილური ტელეფონი ვატაროთ ბარძაყის გარე მხარეზე, მუხლსზემოთ.
10. როდის უფრო მეტია მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე – საუბრის დროს თუ მონაცემების გადაცემისას (SMS)? GშM ტექნოლოგიით სარგებლობისას მონაცემების გადაცემის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) რეჟიმში ზემაღალი სიხშირის გამოსხივების ინტენსივობა იზრდება. თუმცა, SMS–ის გაგზავნის შემთხვევაში, როგორც წესი, გადაცემის ხანგრძლივობის სიმცირიდან გამომდინარე, ზეგავლენაც მცირეა.
11. არ არის მიზანშეწონილი, ლაპარაკი მანქანის სალონიდან, ვინაიდან მანქანიდან საუბრისას მანქანის კორპუსი მნიშვნელოვნად ამცირებს საბაზო სადგურიდან მოსული ელექტრომაგნიტურ სიმძლავრეს, რაც ზრდის მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივების სიმძლავრეს.
12. მობილური ტელეფონი და ბავშვები განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს 8 წლამდე ბავშვების მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობას და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ საუბრის ხანგძლივობა. ამ შემთხვევაში, ლაპარაკის ხანგრძლივობა უნდა შევზღუდოთ 1-2 წუთით. ამასთან ერთად, დარეკონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. ასწავლეთ, როგორ უნდა ეჭიროთ მობილური ტელეფონი''.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 14 2012, 14:32
პოსტი #129


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მამა კირიონი: "გვართმევენ გარეჯს"(!)


http://www.kvirispalitra.ge/politic/12334-...en-garejsq.html


"რატომ ჭიანურდება გარეჯის პრობლემა დღემდე და რატომ არის სადავო წმინდა ალაგი, სადაც
შაჰ-აბასის ბრძანებით 6000 ბერი აწამეს"

"ყველაფერი შეიარაღებულ ინტერვენციას ჰგავდა"

არქიმანდრიტი ილარიონი: "საჭიროა მათი მკაცრად გაფრთხილება, რომ შეწყვიტონ თვითნებობა"

"დავითგარეჯის მონასტრის ტერიტორიებს თვითნებურად იკავებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მომლოცველებს გადაადგილებას უკრძალავენ",”- შეგვატყობინეს ბერ-მონაზვნებმა გარეჯის მონასტრიდან.

"კვირის პალიტრა" დავითგარეჯში ჩავიდა. ჩიჩხიტურის მონასტერთან მიახლოებისთანავე შევამჩნიეთ მთის ქედსა და კოშკთან მდგარი ათამდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე. ჩვენი მანქანის დანახვაზე აჩოჩქოლდნენ, ამიტომაც ბერებთან შეხვედრამდე ზემოთ ასვლა გადავიფიქრეთ - თავი დავიზღვიეთ, რადგან გაფრთხილებული ვიყავით, სასულიერო პირის გარეშე, შესაძლებელი იყო, აზერბაიჯანელებს მათ მიერ თვითნებურად კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხვირის შეყოფის უფლებაც კი არ მოეცათ.

სასულიერო პირებისა და მომლოცველების თქმით, გასული წლის ოქტომბერში, სწორედ ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველი და უცხოელი ტურისტები დააკავეს. დაკავებულებს არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ კოშკთან სურათები გადაიღეს. ქართველი მესაზღვრეების დროულად ჩარევამ უცხოელები კი იხსნა და აზერბაიჯანი უცხო ქვეყანასთან მოსალოდნელ დიპლომატიურ სკანდალს გადაარჩინა, მაგრამ ქართველი ტურისტების დაცვა ვერ მოხერხდა.

დაკავებულები აზერბაიჯანელებმა ბაზაში ჩაიყვანეს და მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მესაზღვრე ჯარისკაცებთან ურთიერთობა ძნელია, რადგან მშობლიური აზერბაიჯანულის გარდა არც ერთი ენა არ იციან. ამ ინციდენტის შემდეგ უფროსობამ, როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლა და უცხოელი ტურისტებისთვის ბორკილის დადებას არ ჩქარობენ, ვიდრე ბაზიდან თარჯიმანი არ ამოაკითხავთ...

იქ ჩასულს, მეც ბაზიდან სასწრაფოდ გამოძახებულ, აღმართზე სირბილით გულამოვარდნილ თარჯიმან მესაზღვრესთან საუბარმა მომიწია. თუმცა მანამდე ლავრის მონასტერს ვესტუმრეთ, სადაც წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ჭიღლაძე) მიგვიღო. მისი თქმით, აზერბაიჯანელებმა მიმდინარე წლის 6 მაისს, (გიორგობას), დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დაიკავეს უდაბნოს მონასტრის ორივე ჩასასვლელი აღდგომის და სამარტვილე ტაძრებთან. გიორგობის დღესასწაულის წირვა ცოტა ხნის დამთავრებული იყო, როდესაც უდაბნოს მონასტრიდან აზერბაიჯანელების "შემოჭრის" ამბავი გაიგეს.

არქიმანდრიტი ილარიონი: - ტაძრებთან 5-5-კაციანი ჯგუფები დადგნენ. როგორც ჩვენმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, შეიარაღებული იყვნენ ტყვიამფრქვევითაც კი. ეს არ იყო მხოლოდ საზღვრის შემოვლა ან საგანგებო შემოწმება, ყველაფერი შეიარაღებულ ინტერვენციას ჰგავდა. განაცხადეს, თქვენი უდაბნოს მონასტერი ჩვენი ტერიტორიაა და აქ აღარავის შემოვუშვებთო(?!).

- მანამდე ასეთი რამ მომხდარა?
- ეს პრობლემა გასული საუკუნიდან მოყოლებული დგას. რამდენიმე წლის წინაც გამწვავდა მდგომარეობა და მაშინ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ვიდრე საბოლოოდ არ დამტკიცდებოდა საზღვარი და არ მოხდებოდა დემარკაცია, არსებულ მდგომარეობას შევინარჩუნებდით, ანუ ბერებს, ტურისტებსა და მომლოცველებს შეეძლებოდათ, ენახათ და მოელოცათ მონასტრის მთელი ტერიტორია. საზღვრის საკითხი კვლავ გაურკვეველია და აზერბაიჯანელებს შეთანხმების დარღვევის მიზეზი არ ჰქონდათ.
მესაზღვრეები ორივე მხარეს რიგითები არიან, ასეთი საკითხები მათ დონეზე არ წყდება. ისინი, უბრალოდ, განკარგულებებს ასრულებენ, ამიტომ ვერავინ ვერაფერი აგვიხსნა. გაიძახოდნენ, ეს საზღვარია და ხალხის მოძრაობა არ შეიძლებაო. არადა, აღდგომის ეკლესიასთან არ არის საზღვარი და აზერბაიჯანელებს იქ დგომის უფლება არც ჰქონდათ. გვეგონა, რომ ასეთი გაუგებრობა აღარ მოხდებოდა, მაგრამ რატომღაც საზღვრის საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება.

ეს უნდა მოგვარდეს ხელისუფლებათა დონეზე. ამისთვის კომისიებიც არის შექმნილი, მაგრამ რატომღაც უკვე წლებია, საქმე ადგილიდან არ იძვრის. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა და თუკი ჯერჯერობით საზოგადოების აქტიურობა არ იგრძნობა, არა იმიტომ, რომ გარეჯის პრობლემა მორწმუნე მრევლს და საზოგადოებას დაავიწყდა, არამედ ჩვენს ხელისუფლებას ეს საკითხი საერთოდ არ აწუხებს. საქართველო წარმოუდგენელია ამ მონასტრის გარეშე და ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფალთ უნდა მოეხსენებოდეთ. თუ გვინდა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ისე, რომ ჩვენი სიწმინდეები დარჩეს ხელუხლებელი და ხელმისაწვდომი ყველა მორწმუნისა და დამთვალიერებლისთვის, ვისაც სურს, ჩამოვიდეს და ქართული ქრისტიანული კულტურის ეს უძველესი სამონასტრო კომპლექსი იხილოს. როგორც ვიცი, ამჯერად აზერბაი\ჯანელი მესაზღვრეები აღდგომის ტაძართან არ დგანან, მაგრამ დროდადრო გამოჩნდებიან და ხელს უშლიან ტურისტებს. საჭიროა მათი მკაცრად გაფრთხილება, რომ შეწყვიტონ თვითნებობა. რომელიმე ტურისტმა ან მომლოცველმა მათ წინააღმდეგობა რომ გაუწიოს, არავინ იცის, რა მოხდება, ამიტომაც ზომებია მისაღები, სანამ საზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- თუ არის ცნობილი, აზერბაიჯანელების საქციელზე რა რეაქცია ჰქონდა საქართველოს მთავრობას, ანუ მესაზღვრეებს რა უბრძანეს სასაზღვრო პოლიციიდან?
საუბარში მღვდელ-მონაზონი კირიონი (ონიანი) ერევა: "მესაზღვრეებს უბრძანეს, ტურისტები არ გაატაროთო. ანუ აზერბაიჯანელების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ჩვენს სახელმწიფოში საშუალო და დაბალი ხელმძღვანელობის დონეზე არ წყდება ასეთი საკითხები. დღეს ყველა სახელისუფლებო რგოლი დამოკიდებულია უმაღლეს ხელისუფლებაზე, რომელშიც ვგულისხმობ პრეზიდენტს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბოკერიას, თარგამაძეს. თუ მათ არ გასცეს ბრძანება, ვერავინ იმოქმედებს. ეს არის პოლიტიკური საკითხი.

მოვიდა ბრძანება ზევიდან - მხოლოდ სასულიერო პირებს მიეცეთ მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლებაო. ხვალ ჩვენც აღარ აგვიშვებენ. ვიცით, რომ აზერბაიჯანს ჩვენს ტერიტორიაზე პრეტენზია აქვს, მაგრამ ნუთუ ქართულ მხარეს კიდევ აქვს ეჭვი, რომ ეს ტერიტორია სადავოა და მტკიცებულებები გვჭირდება? განა ეს მონასტრები უკვე მტკიცებულება არ არის? მერე კიდევ, საზღვარზე აზერბაიჯანელები რომ დგანან, ჩვენ რატომ არ ვდგავართ? კანონის თანახმად, საზღვარზე დგომის უფლება ხომ არავის აქვს. არსებობს ბუფერული ზონა, სადაც არავინ უნდა იდგეს. რადგან ისინი ჩიჩხიტურის წვერზე ან უდაბნოს მონასტრის ქედზე დგანან, გამოდის, რომ საზღვარი იქ არის და ლავრა ბუფერულ ზონაშია მოქცეული. მალე ლავრაშიც ჩამოვლენ. მესმის, რომ აზერბაიჯანი თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით მოქმედებს, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს?

მომხდარის შემდეგ უკვე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ მოსულა და არ დაგვლაპარაკებია. არ უკითხავთ, რა მოხდაო? ჩვენ მივმართეთ პატრიარქს. მან დაავალა მამა გიორგი ზვიადაძეს, მიემართა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის, მიმართა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ პასუხი არ მიგვიღია. არც სასაზღვრო პოლიციიდან ან შსს-დან მოვუკითხავართ ვინმეს, ე.ი. არ აინტერესებთ გარეჯის საკითხი, თორემ ხომ მიიღებდნენ ქმედით ზომებს? ასეთი უყურადღებობის გამო იძულებული გავხდით, ყველაფერი ტელევიზიისა და პრესისთვის შეგვეტყობინებინა და საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ გარეჯის მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, მას ტერიტორიულადაც ვკარგავთ. გვართმევენ გარეჯს, რომელიც ჩვენთვის უწმინდესი ადგილია - აქედან დაიწყო ეროვნული სულის აღორძინება, ეროვნული მოძრაობა. გვართმევენ ადგილს, სადაც მეშვიდე საუკუნის მონასტერი და უძველესი გარეჯული მხატვრობაა. აქ იყო გარეჯული სამონასტრო სამხატვრო სკოლაც. ეს არის უწმინდესი ტერიტორია, რადგან ამ მონასტერშია მამა დავითის უძველესი სამლოცველო, განდეგილური სენაკი, აქ აწამეს 6000 გარეჯელი ბერი. ამის შემდეგ თუ კიდევ გვეეჭვება, ეს ტერიტორია ჩვენია თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერი ორიენტირდაკარგულია.

ჩვენ ვართ ბერები, მონაზვნები, არც სახელმწიფო მანქანა ვართ და არც პოლიციური ძალა, რომ რაიმე ამკრძალავ ზომებს მივმართოთ. მხოლოდ ის შეგვიძლია, ქართველ ერს გავაგებინოთ, რომ ეროვნულ სიწმინდეს - გარეჯის მონასტერს ვკარგავთ. როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობს, ერს, რომელსაც ისტორია არ აქვს, მიეცით გარეჯი და ისტორია ექნებაო. აქ ლაპარაკია უმნიშვნელოვანეს რელიგიურ და ისტორიულ სივრცეზე. აქ არ არის ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვრებისა და ყოფის ადგილი, ეს იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი და დღემდე ასეთად რჩება. თუ ერი ამას ვერ აცნობიერებს, ის ძალიან ავად არის.

ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, უდაბნოს მონასტერი მოენახულებინა. გვაინტერესებდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, შეხვედრის შემთხვევაში, უკან გამოგვაბრუნებდნენ თუ არა. მონასტრიდან მეგზური გაგვაყოლეს. აღდგომის ტაძართან მხოლოდ ქართული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დაგვხვდნენ. მეგზურმა მათ უთხრა, რომ მონასტრის სტუმრები ვიყავით და უდაბნოს მონასტერში ჩასვლა გვინდოდა. მესაზღვრეებმა სასულიერო პირს უარი ვერ ჰკადრეს და უთხრეს, ჩვენ გაგაცილებთო. გამახსენდა მამა კირიონის სიტყვები: "მესაზღვრეები ძალიან კარგი ბიჭები არიან, გულიანი ქართველები, მაგრამ ისინი ემორჩილებიან ბრძანებებს. შესაძლოა, მათ ჩვენთან გამოხატონ თავიანთი სატკივარი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომაც ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმათ, ვინც მესაზღვრეებს ბრძანებას აძლევს. ახვალთ ზევით და ნახავთ, რომ ჩვენი მხრიდან საზღვარზე ქართველი ვაჟკაცები დგანან, მაგრამ ისინი ბრძანებას ემორჩილებიან, მას ვერ დაარღვევენ, არადა, ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს."

მონასტრის მეგზური ამბობს, რომ ძნელია, ქართველმა მესაზღვრემ მომლოცველს ხელი შეუშალოს. მოვინახულეთ ცოტა ხნის წინ ჩამონგრეული უძველესი სატრაპეზო და კიდევ ერთხელ გული გვეტკინა მიწასთან გასწორებული წარსულის გამო.
უდაბნოს შემდეგ ჩიჩხიტურის მონასტერშიც დავაპირეთ ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ 6 მაისის აკრძალვა აქაურ ტურისტულ მარშრუტს არ შეხებია, მესაზღვრეები შეეცადნენ, დავერწმუნებინეთ, რომ იქ საინტერესოს ვერაფერს ვნახავდით. ვერც კადრებს გადაიღებთ, უკვე ბნელაო. პროფესიული ინტუიცია მოსვენებას არ მაძლევდა, ვეჭვობდი, რომ თუ ადგილზე არ დაგვხვდებოდნენ, ჩვენს დანახვაზე მაინც აუცილებლად გამოჩნდებოდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

ქართული სასაზღვრო პოლიცია უსაფრთხოების დაცვის მიზნით თვითონ გვაცილებს ჩიჩხიტურზე. იქ არავინ გვხვდება. ვცდილობთ, ფოტოები და ვიდეოკადრები გადავიღოთ. განათების გარეშე არაფერი გამოდის.

ვანათებთ და 10 წუთში მესაზღვრეების თანმხლები კავკასიური ნაგაზები გააფთრებულ ყეფას იწყებენ. "მოდიან", - ამბობს ერთ-ერთი ქართველი მესაზღვრე. მალე დროისგან უცნაურად დახვრეტილ კლდის თაღებში ორი გულამოვარდნილი ჯარისკაცი გამოჩნდა. არც ერთმა რუსული არ იცის. მეგზურები მათთან ლაპარაკს გვიკრძალავენ. ყველაფერს ჩვენ მივხედავთო. არ მსურს, სიტუაცია დავძაბო, ამიტომ ვემორჩილები მათ ბრძანებას. ცოტა ხანში თარჯიმანიც ამოდის, ისიც პატარა ბიჭია, ჯარისკაცი. ამბობს, რომ აქ ფოტოების გადაღება არ შეიძლება(?!). ამის შესახებ ჩვენმა უფროსებმა უთხრეს თქვენს უფროსებსო. მესაზღვრეების საუბარში ირკვევა, რომ აზერბაიჯანელებმა ქართველებთან შეხვედრის დროს მართლაც სცადეს, მომლოცველებისა და ტურისტების გადაადგილება შეეზღუდათ. ისიც ირკვევა, რომ აზერბაიჯანელებს ენობრივი პრობლემა აქვთ და ამიტომაც ტურისტებს ვერ აგებინებენ, რისი უფლება აქვთ და რისი - არა. დავიჯერო, ტურისტების გამო მიიღო აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა უდაბნოს მონასტერში უცნაური შემოჭრის და აკრძალვის განკარგულება? დავიჯერო, რომ ასე ცდილობენ საზღვარზე წესრიგის დამყარებას? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხის გამცემი არავინ არის. არც საქართველოს ხელისუფლებიდან "არიგებენ" სასურველ პასუხებს. ამასობაში კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სჯერათ, რომ ჩიჩხიტურიც მათია, უდაბნოც და ბერთუბანიც.

- ჩვენ, ქართველები და აზერბაიჯანელები ვინ ვართ - მტრები თუ მეგობრები? - ვეკითხები აზერბაიჯანელ მესაზღვრეს.
- რა თქმა უნდა, მეგობრები, - მპასუხობს ის.

- სად ჩანს აქ მეგობრობა, მოვედი, ჩემს მიწაზე ფოტოებს ვიღებ, გინდა, გაჩვენებ და თუ თქვენი სახელმწიფოსთვის სახიფათოს ნახავთ რაიმეს, ახლავე, თქვენ თვალწინ წავშლი!
- გმადლობთ, არ მაინტერესებს ფოტოები, ეს საზღვარია, მე კი ნაბრძანები მაქვს, რომ არ მოგიშვათ ახლოს, - მპასუხობს ის, ვისაც წარმოდგენაც არ აქვს, ვინ იყო დავით გარეჯელი და რითი დაამარცხა ურჩხული, რომელიც ამ მიდამოებს აწიოკებდა. თუ ასე გაგრძელდა, ჯერ ტურისტები შეწყვეტენ ამ მხარეში სიარულს, მერე - მღვდელმონაზვნები და სადამდე მივა ეს ყველაფერი, მხოლოდ ღმერთმა იცის! ერთი რამ ცხადია - გაუგებარია, რატომ ჭიანურდება გარეჯის პრობლემა დღემდე და რატომ არის სადავო წმინდა ალაგი, სადაც შაჰ-აბასის ბრძანებით 6000 ბერი აწამეს.

სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 15 2012, 00:09
პოსტი #130


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



Обращение владыки Антипы к Президенту Грузии г-ну Михаилу Саакашвили

http://realorthodoxy.ge/index.php?option=c...-28&lang=ru
მეთაურს ქვეყანისა ივერიისა (საქართველოსი) მიხეილ სააკაშვილს
პატივისცემით მოგმართავთ მონა ღვთისა და უფალისა იესო ქრისტესა, ეპისკოპოსი ძველმართლმადიდებლური იერარქიისა †ანტიპო† სხულუხია
\

ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისათვის ყოველი განსაცდელი ცოდვების მონანიების საშუალებაა, და ამგვარად სასიხარულოც უნდა იყოს, რაკი იცის, რომ რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის. მოთმინება არის არა უქმად დაკარგული დრო, არამედ სჯულის კანონიდან ამომავალი სრულყოფილი მოქმედება. სჯული უფლის სწავლებაზე დაფუძნებული წმინდა მამების მიერ გადმოცემული მართლმადიდებლური სიბრძნის წინამძღვარია. სჯულის კანონის დამრღვევს ნუ ჰგონია, რომ ღვთისგან მიიღებს რამეს.
თქვენ, როგორც ქვეყნის მეთაური ღვთის მადლით ნებით თუ უნებლიეთ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. წმინდა მოციქულ პავლეს თავის ეპისტოლეში მითითებული აქვს, რომ ღვთის გარეშე არავინ დადგება არცერთ ქვეყანაში წინამძღოლად; თუნდაც იყოს ურწმუნო, ის აკეთებს, ანუ ასრულებს ღვთის ნებას. თუ რომელიმე საკუთარი მოწოდებით აიმაღლებს თავს და მოიხმობს ხალხს ქვეყნის დაშლისაკენ, ან შეეგუება წართმეულ მიწა-წყალს, როგორი მშვენიერი ან მდიდარიც არ უნდა იყოს, ვითარცა ბალახი თაკარა მზის პაპნაქებით გამხმარი, ასე დაჭკნება ის კურთხევის გარეშე თავის გზებზე მავალი. სჯულის აღდგენისა და დაცვისკენ მისწრაფებული კაცი ღვთის მადლით მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, მოიპოვებს ძალას თავისი სამშობლოს გადასარჩენად.
2011 წლის 5 ივლისს თქვენი №5034-რს ბრძანებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზეც რელიგიურ ორგანიზაციებს ეძლევა საშუალება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის პირებად. ამა წლის 23 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კოლხური ძველმართლმადიდებლური საეკლესიო სათვისტომოს (დარეგისტრირებული 2007 წ. სარეგ. № 220410133) სახელით მიმართა ივერიის ძველმართლმადიდებელმა ეკლესიამ განცხადებით, რათა დაარეგისტრირონ რელიგიური ორგანიზაცია სახელით „ივერიის (საქართველოს) ძველმართლმადიდებელი ეკლესია“, ვინაიდან ჩვენი იერარქია აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც აღნიშნულია თქვენი ინიციატივით მიღებულ კანონში. ჩვენს ეკლესიას საფუძველი ჯერ კიდევ I საუკუნეში კოლხეთში ჩაუყარა ანდრია პირველწოდებულმა ორ მოციქულთან - სვიმონ კანანელსა და მათესთან ერთად. 1764-1740 წწ. კი ანტონ კათალიკოსმა, რუსეთის 1666 წლის პატრიარქ ნიკონის მიერ ჩატარებული საეკლესიო რეფორმის მსგავსად, შეიტანა ძირეული ცვლილებები. იმ პერიოდში მათ, ვინც არ მიიღო სიახლეები, გაემიჯნა აღნიშნულ რეფორმას და მოციქულთა სწავლებისამებრ გააგრძელა ყველა მსახურების შესრულება, დაერქვათ ძველმართლმადიდებლები, რადგან ოფიციალურ ეკლესიას ერქვა მართლმადიდებელი. სწორედ ამ ძველმართლმადიდებელთა მემკვიდრე არქიელი, ბელოკრინიცის იერარქიის რუმინეთში მყოფი კათედრის პირველიერარქ უწმინდეს ლეონტის დაქვემდებარებაში (ამოფორის ქვეშ) მყოფი ეპისკოპოსი ვარ მე. ქიროტონია მივიღე ევროპაში, კერძოდ რუმინეთში. ხელთდასხმაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს: მის უწმინდესობა პირველიერარქ მიტროპოლიტ ლეონტიმ, არქიეპისკოპოსებმა, ეპისკოპოსებმა და სამღვდელოებამ შემდეგი ქვეყნებისა: გერმანია, აშშ, კანადა, ავსტრალია, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ლატვია. ჩვენს მიერ საქართველოში წარმოდგენილი იერარქია აღიარებულია რელიგიურ ორგანიზაციად და რეგისტრირებულია არა მარტო ევროპასა და ამერიკაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ წავაწყდით კედელს, რომელიც საკუთარი პოზიციების დასაცავად ააგო საქართველოს საპატრიარქომ და ეს კედელი არის კონკორდატი - 2002 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილება “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საპატრიარქომ ეს კონსტიტუციური ცვლილება სწორედ იმ მიზნით განახორციელა, რომ გადაეკეტა ყველა გზა ჩვენთვის. მე, მრავალცოდვილი მონა ღვთისა, 2001 წლის ბოლოს, დეკემბერში ჩამოვედი რუმინეთიდან ჩემს სამშობლოში ხელთდასხმული საეკლესიო პირად. რა თქმა უნდა, მოვინდომეთ საჯარო რეგისტრაცია ისევე, როგორც ეს უკვე განხორციელებულია თითქმის მთელ დანარჩენ მსოფლიოში. საჯარო აღიარება გვჭირდებოდა და გვჭირდება როგორც ჭეშმარიტი ეკლესიური კანონების და ტრადიციების აღსადგენად ეკლესიაში, ასევე სჯულის გასაძლიერებლად სასულიერო პირთა და მათი მრევლის საქართველოში გამართულ მსოფლიო კრებაზე მოსახმობათ. მათი უმრავლესობა არიან რუსები, კაზაკები, რომლებმაც დატოვეს თავისი სამშობლო 300 წლის წინ და ცხოვრობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ამერიკასა და ავსტრალიაში. 2005 წელს წერილობით მივმართეთ ჩვენს გუბერნატორს, რათა ზუგდიდის ადმინისტრაციას გაეწია თანადგომა ამ შეხვედრის ორგანიზაციის საქმესა და ხალხის მოწვევაში სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ჩათვლით. ასეთი შეხვედრა 350 წელი არ ჩატარებულა და ძალზე მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ძველმართლმადიდებლებისათვის. ჩვენგან ყველაფერი მზად იყო. თითქმის 15 წელი, 1991 წლიდან ვმუშაობდით ამ პროექტზე, მაგრამ არც ბ-ნ კახა არდიამ თავის დროზე, შემდგომ არც ბ-ნ ზაზა გოროზიამ არ მოგვცა საშუალება, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო და ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა ზუგდიდში, საქართველოში განხორციელებულიყო. უკვე ორ საუკუნეზე მეტხანს ცდილობს რუსეთის ფედერაცია ეს შეხვედრა თავის ქვეყანაში მოაწყოს. მაშინაც საქართველოს საპატრიარქოს წევრებმა გაგვიწიეს წინააღმდეგობა და დღესაც ეგენი იღწვიან ჩვენი რეგისტრაციის წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება წმინდა პავლე მოციქულის ქადაგებას: „...რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშონის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს...“ (საქმე 10, 34-35). არცერთ ქვეყანაში არ აქვს საპატრიარქოს მიკერძოებული სიტყვები - „მართლამდიდებლური“, „ეკლესია“, „სამოციქულო“... - საქართველოს საპატრიარქოს გარდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი აღიარებით ხალხმა შეიძლება ამხილოს საპატრიარქოს წევრების აშკარა დარღვევები ეკლესიურ კანონში, რაც გამოიხატება შემდეგში: ნათლობა - წყალპკურებით და არა სამჯერადი წყალში ჩაფვლით, როგორც ეს პირდაპირ მითითებულია სჯულის კანონში; ზიარება უღირსთა მონანიების გარეშე; განურჩევლად ყველა გარდაცვლილის წესის აგება ეკლესიაში სათანადო გასამრჯელოს სანაცვლოდ; სახელმწიფოს საქმეებში მონაწილეობა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის აღება; სჯულის გარეშე მყოფი ადამიანებისგან შეწირვების მიღება ეკლესიების ასაშენებლად, - ეკლესია უნდა ააშენოს მრევლმა და ეკლესიამ უნდა იარსებოს მხოლოდ მრევლის შემოწირული თანხით; ლოცვების მოცულობის შემცირება და მრავალი სხვა. 2002 წელს საქართველოს საპატრიარქოს მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციაში ცვლილებების სასწრაფოდ შეტანა, რათა მათთვის, ვინც მოინდომებდა სჯულის აღდგენას შეექმნათ დაბრკოლებები და გამოეცხადებინათ სექტად. უფრო მეტიც, სდევნიდნენ მათ, ვინც საჯარო სამსახურში მოღვაწეობდა და აშინებდნენ სამსახურის დაკარგვით თუ არ შეწყვეტდნენ ქ. ზუგდიდში ჩვენი კარის ეკლესიაში სიარულს.
ბ-ნო პრეზიდენტო, თქვენ დღემუდამ ცდილობთ აჩვენოთ და ასწავლოთ ყველას, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია, გამონაკლისების გარეშე. თქვენ როგორც ქვეყნის მეთაური, უფლებამოსილი ხართ გაარკვიოთ სჯულის კანონის ყველა დარღვევა ეკლესიაში. ეს უფლებები გამოიყენა წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა ეპისკოპოსი გიორგი ჭყონდიდელის დახმარებით, რომლის შემდეგ დაეცა ყველა მტერი ივერიისა და აყვავდა ჩვენი სამშობლო. ჩვენ ვითხოვთ კანონის დაცვას, რათა მოგვეცეს საშუალება დავეხმაროთ ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას მტრების დამარცხებაში და სჯულის აღდგენაში. სჯულის კანონის გარეთ დარჩენილ ეკლესიას არ მოაქვს სარგებელი არც ქვეყნისათვის და არც ცალკეული ადამიანებისათვის, რადგან რწმენით სჯულის გარეშე შეუძლებელია ხსნა სულისა ჩვენისა და ქვეყნის გადარჩენა. წმ. მოციქული იაკობი გვამხელს: „შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია. კარგს შვრები, ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ... რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია...“ (იაკ. 2, 19-20). სჯულის გარეშე ერი მოკლებულია მადლს, როგორც მკვდარია უსულო სხეული. წმ. მოციქული პავლე მოგვიწოდებს ვიყოთ უმწიკვლო სჯულის სიმართლით. უკვე მესამედ გწერთ და ვიტოვებ იმედს, ღვთის წყალობით, რომ ეს წერილი მიაღწევს მიზანს. მოგმართავთ თხოვნით გვიშუამდგომლოთ, რათა მოგვეცეს საშუალება გავიაროთ საჯარო რეგისტრაცია ჩვენს სამშობლოში.
კურთხევა უფალისა ღვთისა და მრჩენალისა ჩვენისა იესო ქრისტესა თქვენ და ოჯახსა თქვენსა ვითარცა მეთაურსა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნისა ივერიისა საუკუნეთა საუკუნეთასა. ამინ
ღვთის მადლით, ეპისკოპოსი †ანტიპო†
12.05.2012

P.S. ყველა მიმართვა და წერილი თქვენს მიმართ, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორებისადმი, აგრეთვე ჩვენი რეგისტრაციის მსვლელობა, დოკუმენტაცია და სხვა მრავალი ინფორმაცია ჩვენსა და ჩვენს ეკლესიის შესახებ საჯაროდ მოწოდებულია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://realorthodoxy.ge/


პ.მ. ესღა გვაკლდა


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 17 2012, 17:56
პოსტი #131


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



არ გასცეთ პირადი ნომრები - ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ წინასწარ დათვლილი საარჩევნო ხმები?
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...vno-khmebi.html



პირადობის მოწმობა და ID ბარათი - 11 ციფრისგან შემდგარი, ადამიანის უნიკალური ნომერი, მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი. დოკუმენტს ვიყენებთ ყველგან - საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, ინტერნეტსივრცეში, ყველგან, სადაც ჩვენი ვინაობის იდენტიფიცირებაა საჭირო. თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი იმ ადამიანებსაც დასჭირდათ, რომლებიც ყველაზე კარგად გვიცნობენ: ნათესავებსა და მეზობლებს.

ფსიქოლოგიურად დაშინებული ადამიანები თუ წინასწარ დათვლილი საარჩევნო ხმები? გამოკითხვის შედეგად, რომელიც თბილისი ქუჩებში ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ პირადობის ნომრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას ბევრი მათგანი ფლობს.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. მანამდე კი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს ურჩევენ, ახლობლების თხოვნის მიუხედავად, არ გასცენ პირადი ნომრები, არ გახდნენ უკვე მრავალჯერ გამოყენებული ფსიქოლოგიური მეთოდის მსხვერპლნი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 10 2013, 21:28
პოსტი #132


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება კანონით სავალდებულო ხდება

აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება კანონით სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადმინისტრაციული წესით დასჯას გამოიწვევს.
"რეკლამის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ შესთავაზა.
"რეკლამის შესახებ" კანონში ტერმინის "აბრა" განმარტება შემოდის და მასში ისიც იწერება, რომ აბრა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე ვრცელდება. ამასთან, როგორც კანონმდებელი განმარტავს, აღნიშნული მოთხოვნისა და ვალდებულების დაწესება არ გამორიცხავს იმას, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს.
ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ulo-khdeba.html


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

7 გვერდი V « < 5 6 7
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 17.06.2019 - 10:40