IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
სამაჩაბლოს სოფლებში ღამღამობით ღვთისმშობელი მოთქვამს . - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> სამაჩაბლოს სოფლებში ღამღამობით ღვთისმშობელი მოთქვამს ., სტატია პირადი – გაზეთიდან "პრაიმტაიმი" ვინმეს გსმენია გაზიარება
la-ma-ra
პოსტი Nov 8 2010, 13:44
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



http://www.ptpress.ge/index.php?option=com...id=3&ref=nf
თამარაშენზე, აჩაბეთზე, ქურთასა და კეხვზე როკის გვირაბამდე და რაჭამდე უმოკლესი გზა გადის, მაგრამ თურმე რამდენიმე კვირაა, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში ღამღამობით ოსები და რუსები შესვლას ვეღარ ბედავენ და შემოვლითი გზით დადიან. არავინ იფიქროს, ქართველთა გადამწვარი სახლების დანახვისას სინდისი აწუხებდეთ, ამის მიზეზი, უბრალოდ, შიშია. ყოველ ღამით ქართული სოფლების სალოცავთა თავზე ჩნდება ნათება, რომელსაც ხან ღვთისმშობელს ამსგავსებენ და ხან წმინდა გიორგის. ცარიელ სოფლებში კი ბავშვების ტირილი და ხმამაღალი გოდება ისმის. ამის გამო რუსებმა წვერიახოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტიც კი მიატოვეს. ამ საგუშაგოდან ღამღამობით ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ამოდის ცეცხლის ენები კეხვის ეკლესიიდან და მერე როგორ ქრება უცებ. ამ ფაქტის უამრავი თვითმხილველი არსებობს. იმასაც ამბობენ, ოს მოხუცებს ეშინიათ, ამ ამბის გამო, მათ შვილებს რაიმე უბედურება არ დაატყდეთ თავს. ომის დაწყებამდე სასწაული მოხდა დავით აღმაშენებლის საფლავზეც, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ერედვის გამგებლის მოადგილესთან, ალექსანდრე მაისურაძესთან, რომლის თქმითაც, მსგავსი სასწაული თითქმის ყველა მიტოვებულ ქართულ სოფელში ხდება:
- პირადად მე არ მინახავს, მაგრამ გამგეობაში უამრავი ადამიანი მოდის, რომელმაც ეს სასწაული საკუთარი თვალით იხილა. საღამოხანს თითოეული სალოცავის თავზე ბურუსივით ჩამოდგება ხოლმე ნათება. ასეთივე ნათება ჩნდება სოფელი თრისის სალოცავის თავზე, აქ ადრე ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა იქ ერთ ქართველს ვეღარ ნახავთ. ასეთივე ნათება დგება ერედვისა და ქედიჯვრის სალოცავების თავზეც. - ამბობენ, რომ ეს ნათება ხან ღვთისმშობლის, ხანაც წმინდა გიორგის სახეს იღებს და ბავშვებისა და ქალების ტირილი ისმისო...
- მე ვიცი, რომ ნათება ნელ-ნელა თეთრებში ჩაცმული ქალის გამოსახულებას ემსგავსება. ეს, ალბათ, ღვთისმშობელია. ღვთისმშობელი ღამით მოთქმით და ძალიან ხმამაღლა ტირის. და ეს ყოველდღე მეორდება.
- როგორც ვიცი, ასეთი სასწაული კეხვის ციხეზე, ძელიცხოვლის ეკლესიაზე, ქურთის წმინდა გიორგის ეკლესიის თავზე და სასაფლაოზეც ხდება.
- მართალია. ყველგან ერთდროულად ტირის ღვთისმშობელი. ოსები და რუსები ღამით ამ სოფლებში შესვლას ვეღარ ბედავენ, ალბათ, მალე დღისითაც ვეღარ გაივლიან. ვინც გაბედა და ღამით იმ სოფლებში შევიდა, ყველას რაღაც უბედურება დაემართა. ზოგი ავარიაში მოყვა, ზოგიც გზიდან გადაიჩეხა.
- წვერიახოს პოსტი მართლა მიატოვეს რუსებმა?
- მიატოვეს, რა თქმა უნდა, ყველას ეშინია იქ გაჩერების, მაგრამ მარტო ეს არ გვიშველის, ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი.
ამ თემასთან დაკავშირებით, `პრაიმტაიმი~ ეკლესიის პოზიციითაც დაინტერესდა. ვესაუბრეთ, ნიქოზის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ისაიას, რომელმაც გვითხრა, რომ მსგავსი ამბავი მასაც უამბეს, მაგრამ, რადგან პირადად არ უნახავს, კომენტარისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ქვას, ის ომამდე ორი კვირით ადრე ატირებულა, ეს მრავალჯერ შენიშნა ექსკურსიამძღოლმა და ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ამცნო. `პრაიმტაიმი~ მეუფე კალისტრატეს ესაუბრა:
- მე ვნახე, როგორ ტიროდა დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა. ვიფიქრე, ვინმემ წყლით ხომ არ დაასველა-მეთქი, მაგრამ ექსკურსიამძღოლმა გოგონამ ტირილი დაიწყო: არა, მეუფეო, თავისით სველდებაო. მე მაქვს წაკითხული, რომ, როცა წმინდა განსასვენებელი ტირილს დაიწყებს და ცრემლს გამოყოფს, ქვეყანას განსაცდელი ემუქრება. და მართლაც დაიწყო ომი ორ კვირაში.
- ადრე თუ მომხდარა დავით აღმაშენებლის საფლავზე მსგავსი რამ?
- არ ვიცი. მე პირადად არ მახსოვს, ასე საფლავის ქვას ეტიროს...
- როგორც თქვეს, ეს სისველე რაღაც ზეთოვანი იყო.
- არა, არა, ზეთოვანი ნამდვილად არ იყო, უფრო ცრემლს ჰგავდა. დაცვარული იყო ძალიან, მარტო განსასვენებელი კი არა, მთელი ის მიდამო. გარშემო სიმშრალე იყო და მხოლოდ იქ შეიმჩნეოდა სისველე, იქამდე კი წყალი არ აღწევდა. იმ დროს მთავარანგელოზი გამომეცხადა. ღვთისმშობელიც გამომეცხადა და ქუთაისისკენ და ხონისკენ მომავალი ტანკები სწორედ ამ გამოცხადებამ შეაჩერა. სამაჩაბლოს ამბავზე კი მე პირადად ვერაფერს გეტყვით, არ მინახავს.

P.S. საქართველოში სასწაულები იშვიათობა არასოდეს ყოფილა. მით უმეტეს, ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. მას კი მხოლოდ სასწაულების იმედზე ყოფნა კი არა, დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Nov 8 2010, 19:47
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



უფალმა დალოცოს საქართველო


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Nov 8 2010, 20:56
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



საინტერესოა..


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 8 2010, 22:20
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



la-ma-ra
ციტატა
- მე ვიცი, რომ ნათება ნელ-ნელა თეთრებში ჩაცმული ქალის გამოსახულებას ემსგავსება. ეს, ალბათ, ღვთისმშობელია. ღვთისმშობელი ღამით მოთქმით და ძალიან ხმამაღლა ტირის. და ეს ყოველდღე მეორდება.

ჩემს მეზობლად სულ ახლახანს სამაჩაბლოდან ლტოლვილი ოჯახი დასახლდა. ოჯახის უფროსი მამაკაცი პირადად მომსწრეა ამ სასწაულის და თვითონ მოგვიყვა, თუ როგორ ისმის ტირილისა და გოდების ხმა ღამ-ღამობით.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Nov 9 2010, 01:19
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



და ყოველივე ამის შემდეგ კიდე როგორ ვტკენთ ჩვენს დედას გულს ჩვენი ცოდვებით, აბორტებით, დედის გინებებით და სხვა სიბინძურით. რამხლა უმადურობაა ჩვენი მხრიდან...
სიტყვით გამოითქმელია ის წყალობა რომელიც ჩვენ ქვეყანაზე გადმოდის.

მარტო ერთის თქმა შეიძლება დიდება უფალს და მის წმინდებს.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Nov 10 2010, 12:04
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მერე ნუთუ ამან არ უნდა დააფიქროს და გამოაფხიზლოს თითოეული ჩვენგანი? ან ის რუსები, თუ ოსები? ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? რაღაც უნდა ვიღონოთ ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ოღონდ რა ვიღონოთ? unsure.gif wacko.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 10 2010, 13:14
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Nov 10 2010, 12:04) *

მერე ნუთუ ამან არ უნდა დააფიქროს და გამოაფხიზლოს თითოეული ჩვენგანი? ან ის რუსები, თუ ოსები? ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? რაღაც უნდა ვიღონოთ ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ოღონდ რა ვიღონოთ? unsure.gif wacko.gif

აი რა უნდა ვიღონოთ, მივბაძოთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენც ვილოცოთ საქართველოს გამთლიანებისთვის. რადგან დარწმუნებული ვარ " ის რაც ჭეშმარიტად - შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმრთისათვის."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Nov 10 2010, 15:34
პოსტი #8


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
აი რა უნდა ვიღონოთ, მივბაძოთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენც ვილოცოთ საქართველოს გამთლიანებისთვის. რადგან დარწმუნებული ვარ " ის რაც ჭეშმარიტად - შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმრთისათვის."

შვიდ გზის ლოცვების ბოლოს ალბათ ყველა ევეედრება ღმერთ სამშობლოს გამთლიანებას და გადარჩენას. ერთია, რომ გულით ლოცვა ძალიან ძნელია და ბევრი ვარჯიში ჭირდება. გულიან ლოცვას შეისმენს უფალი.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Nov 22 2010, 20:24
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ლამარა ძალიან საინტერესო მასალაა.. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Dec 21 2010, 01:55
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



იმდენად საინტერესოა,ამატირა კიდეც ხომ ვიცით ეს ივერიის გაბრწყინების წინა პირობაა.ახლაა საჭირო ერთად დავდგეთ და ლოცვა გავაზლიეროთ.უფალი გფარავდეთ თქვენ და მთლიანად ქართველ ერს.


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
GEO
პოსტი Dec 21 2010, 17:34
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 27.11.2010
წევრი № 763



http://samachablo.wordpress.com/2010/12/19...83%90%E1%83%9B/ ამ სასწაულის შესახებ გადაცემა პროფილშიც აჩვენეს. შეგიძლიათ ნახოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 21:47