![]() |
![]() |
![]() |
მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ლეონი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
სასულიერო პირები ხარისხების მიხედვით:
თეთრი სამღვდელოება-შავი სამღვდელოება დიაკვანი---ბერდიაკვანი პროტოდიაკვანი-არქიდიაკვანი მღვდელი---მღვდელმონაზონი დეკანოზი ოქროს ჯვრით---იღუმენი ოქროს ჯვრით დეკანოზი გამშვენებული ჯვრით---იღუმენი გამშვენებული ჯვრით დეკანოზი მიტრით---არქიმანდრიტი დეკანოზი ორი გამშვენებული ჯვრით---არქიმანდრიტი ორი ჯვრით პროტოპრესვიტერი მეუფენი: ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტი p.s ისე მგონი იპოდიაკონიც სასულიერო პირი უნდა იყოს არა? ![]() იპოდიაკონი (საქართველოში ეს ხარისხი არსად არ მინახავს) ![]() 1) იპოდიაკონის გინგილა. 2) იპოდიკონის სტიქარი იპოდიაკონი როგორც ვიცი საიდუმლოებაში ვერ მონაწილეობს, ის მხოლოდ ღვთისმსახურებისას ეხმარება მეუფეს და მგონი წირვის ბოლოს მხოლოდ ერთ კვერექს იძახის. დიაკვანი (ბერდიაკვანის სამოსიც ასეთია). ![]() 1. დიაკონის გინგილა. 2. აქ არ უჩანს მარა საბუხრე უკეთია ხელზე, მერე გაჩვენებთ. 3. დიაკვნის სტიქარი. |
ლეონი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
არქიდიაკონი (მეუფის მთავარი დიაკვანი)
![]() 1) არქიდიაკონის გინგილა. იგი გრძელია ჩვეულებრივი დიაკონის გინგილასთან შედარებით და სხვანაირად უკეთია. 2) არქიდიაკონის საბუხრე 3) არქიდიაკონის სტიქარი. p.s. უკეთესი სურათი თუ გაქვთ დადეთ, მე მხოლოდ ეს ვნახე. ![]() მღვდელი ![]() 1) ფილონი 2) საბუხრე 3) კვართი 4) სარტყელი 5) ოლარი 6) მღვდლის ვერცხლის ჯვარი. მღვდელმონაზონი ![]() 1. მღვდლის (მღვდელმონაზვნის) ჯვარი. 2. მღვდელმონაზვნის კუნკულ-ბარტყული. (აფარიათ მხოლოდ შავი სამღვდელოების პირებს) სამოსი მღვდელმონაზონს მღვდლისნაირი აქვს. ოქროსჯვრიანი იღუმენი. ![]() 1. იღუმენის კუნკულ-ბარტყული. 2. ოქროს ჯვარი ოქროსჯვრიან იღუმენს და დეკანოზს აქვთ მღვდლისნაირი სამოსი. იღუმენი იფარებს კუნკულ-ბარტყულს, დეკანოზი კი არა. ესაა მათ სამოსებს შორის განსხვავება. |
ლეონი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
დეკანოზი გამშვენებული ჯვრით---იღუმენი გამშვენებული ჯვრით
დეკანოზი მიტრით---არქიმანდრიტი დეკანოზი ორი გამშვენებული ჯვრით---არქიმანდრიტი ორი ჯვრით პროტოპრესვიტერი ![]() ამ ყველა ხარისხს აქვთ ერთნაირი 1) ფილონი 2) საბუხრე 3) სარტყელი 4) კვართი 5) ოლარი 6) ენქერი ხოლო 7) მიტრა მისი ტარების უფლება აქვთ მიტროსან დეკანოზს, არქიმანდრიტს, ორჯვრიან დეკანოზს, ორჯვრიან არქიმანდრიტს და პროტოპრესვიტერს. ![]() ეს არის გამშვენებული ჯვარი. როგორც ხედავთ მას თავზე ადგას გვირგვინი, დაბლა კი ცრემლით ბოლოვდება |
ლეონი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
ეპისკოპოსი
![]() 1) პანაღია (გულზე ჩამოსაკიდი ხატი, რომელსაც მხოლოდ მეუფე ატარებს). 2) გამშვენებული ჯვარი. 3) ომოფორი 4) მიტრა. ეპისკოპოსის მიტრა განსხვავებულია მთვარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის მიტრისაგან იმით რომ მას თავზე ჯვარი არ აქვს. აი მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის მიტრა ასეთია დააკვირდით თავზე ჯვარი აქვს. ![]() ასეთივე განსხვავებაა ეპისკოპოსისა და მთავარეპისკოპოსის კუნკულებს შორის. ეპისკოპოსის კუნკულა ![]() მთავარეპისკოპოსის კუნკულა ![]() როგორც ხედავთ აქაც ჯვარია განსხვავება. |
ლანა |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 275 რეგისტრ.: 8.07.2008 წევრი № 13 ![]() |
ყოჩაღ ლეონ ბევრი რამ გავიგე და ამისთვის მადლობა შენ
![]() -------------------- ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ, ღმერთს ვებრალებოდეთ. |
animani |
![]()
პოსტი
#6
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
ეს თემა ყოველთვის მაინტერესებდა . მადლობთ ამომწურავი პასუხისთვის.
რა განსხვავებაა თეთრ და შავ სამღვდელოებას შორის? -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
animani
შავი სამღვდელოება ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით, ანუ აქვს სამი ძირითადი აღთქმა: უქორწინობის (ეს არ ნიშნავს რომ მონაზონი არ შეიძლება მანამდე დაქორწინებული ყოფილიყო) მორჩილების (მონაზონი ვალდებულია მორჩილი იყოს ღვთის მიმართ) და უპოვარობის (მონაზონს არ გააჩნია საკუთარი ნივთები, ის უკვე ღვთისთვის მკვდარი და ქვეყნის ანგელოზია, ანგელოზს კი არანაირი საკუთრება არ ჭირდება), ხოლო თეთრი სამღვდელოების მღვდელმსახურები მსახურობენ ეკლესიებში და ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად. p.s. როგორც მე ვიცი ყველა მონაზონი ბერი ვერ იქნება, ანუ დღეს როგორც ეძახიან ყველა შავი სამღვდელოების პირს ბერს ასე არ არის, ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა. სამწუხაროდ ამომწურავად ვერ დავწერე, კაი იქნება ამაზე მამაოს აზრი. |
keso |
![]()
პოსტი
#8
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 12.02.2009 წევრი № 185 ![]() |
ლეონი
ციტატა p.s ისე მგონი იპოდიაკონიც სასულიერო პირი უნდა იყოს არა? არა, იპოდიაკონი საეკლესიო მსახურია, ისევე როგორც მგალობელი და წიგნისმკითხველი ციტატა (საქართველოში ეს ხარისხი არსად არ მინახავს) ჩვენთან (ბათუმში) წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში არის მსგავსად შემოსილი იპოდიაკონი ![]() ჩემი ინფორმაციით კიდევ არიან იპოდიაკვნები აქ (ალბათ სხვა ეპარქიებშიც), მაგრამ მსახურებისას ჩვეულებრივი სტიქრით იმოსებიან მხოლოდ ![]() -------------------- უფალს ებარებოდეთ!!!
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
ხო იპოდიაკონზე შემდეგ შევიტყვე. ისევე როგორც წიგნისმკითხველზე, მნათეზე, მგალობელზე მასზეც აღსრულება ხელდება და არა ხელდასხმა.
საქართველოშიც ვნახე იპოდიაკონი, რომელიც მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში (იგი საიდუმლოებაში ვერ იღებს მონაწილეობას). წირვისას სამადლობელი კვერექსის შემდეგ იძახის ერთ კვერექს, რომელსაც ჩვეულებრივ ეპისკოპოსი/მღვდელი/დიაკონი არ კითხულობს. |
keso |
![]()
პოსტი
#10
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 12.02.2009 წევრი № 185 ![]() |
ციტატა ისევე როგორც წიგნისმკითხველზე, მნათეზე, მგალობელზე მასზეც აღსრულება ხელდება და არა ხელდასხმა. ხოო და ამას ეწოდება ქიროტესია (თუ არ ვცდები), ხელდასხმას კიდე ქიროტონია. მარა რა არი იცით? მე მგონი ეს (ხელდადება) მარტო იპოდიაკვნებზე აღესრულება ამჟამად. ყოველ შემთხვევაში მე წიგნისმკითხველი ვარ და არანაირი ხელდადება არ აღუსრულებიათ :s ლეონი შენ მნათე ხარ? შეასრულეს რაიმე საიდუმლო ლოცვა? ციტატა იძახის ერთ კვერექს იძახის კაი იყოო ![]() და მე არ გამიგია მსგავს რამეს აკეთებდეს იპოდიაკონი (ტაძარში სადაც მე დავდივარ არ არი), საკათედროშიც არ მინახავს მსგავსი ქმედება, აი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში არ ვყოფილვარ კაი ხანია მსახურებაზე და არ მახსოვს ![]() რამდენად ზუსტი ინFოა? -------------------- უფალს ებარებოდეთ!!!
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
ხელდება საიდუმლოება ნამდვილად არ არის. იგი არც მედავითნეზე და არც სტიქაროსანზე არ სრულდება დღეს–დღეობით, თუმცა უნდა სრულდებოდეს.
კვერქსს რაც შეეხება საქართველოში არც ეს იკითხება. მე რუსეთში ვიცი ნამდვბილად რომ კითხულობს. იძახის რატო გაგიკვირდა? აბა წარმოსთქვამს? ![]() |
animani |
![]()
პოსტი
#12
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
animani შავი სამღვდელოება ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით, ანუ აქვს სამი ძირითადი აღთქმა: უქორწინობის (ეს არ ნიშნავს რომ მონაზონი არ შეიძლება მანამდე დაქორწინებული ყოფილიყო) მორჩილების (მონაზონი ვალდებულია მორჩილი იყოს ღვთის მიმართ) და უპოვარობის (მონაზონს არ გააჩნია საკუთარი ნივთები, ის უკვე ღვთისთვის მკვდარი და ქვეყნის ანგელოზია, ანგელოზს კი არანაირი საკუთრება არ ჭირდება), ხოლო თეთრი სამღვდელოების მღვდელმსახურები მსახურობენ ეკლესიებში და ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად. p.s. როგორც მე ვიცი ყველა მონაზონი ბერი ვერ იქნება, ანუ დღეს როგორც ეძახიან ყველა შავი სამღვდელოების პირს ბერს ასე არ არის, ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა. სამწუხაროდ ამომწურავად ვერ დავწერე, კაი იქნება ამაზე მამაოს აზრი. ლეონ, ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის. თუ შეგიძლია განმიმარტო რას ნიშნავს "შავი ბერი". ეს ტერმინი? ის რაზეც ზემოთ წერ? -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#13
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
ლეონ, ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის. თუ შეგიძლია განმიმარტო რას ნიშნავს "შავი ბერი". ეს ტერმინი? ის რაზეც ზემოთ წერ? მასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს. შავი სამღვდელოება არის სამღვდელო დასი, რომელიც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობს. ![]() ისე წმიდა ნიკოლოზის რომელ ტაძარზე იძახი? |
animani |
![]()
პოსტი
#14
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
მასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს. შავი სამღვდელოება არის სამღვდელო დასი, რომელიც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობს. ![]() ისე წმიდა ნიკოლოზის რომელ ტაძარზე იძახი? სანზონაში, მეტრო ღრმაღელესთან -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 697 რეგისტრ.: 15.05.2008 წევრი № 5 ![]() |
|
animani |
![]()
პოსტი
#16
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
აა, ეგ ეკლესიაა ხო? მგონი მონასტერი არ უნდა იყოს. საერთოდ ეკლესიაში არიან თეთრი სამაღვდელო დასის წევრები, მონასტერში კი შავი. მაგრამ დღევანდელი პრაქტიკით ეკლესიაში შესაძლებელია მონაზონი იყოს წინამძღვარი. მადლობთ ![]() -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
T*a*m*a*r*i |
![]()
პოსტი
#17
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 31.08.2009 წევრი № 324 ![]() |
animani შავი სამღვდელოება ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით, ანუ აქვს სამი ძირითადი აღთქმა: უქორწინობის (ეს არ ნიშნავს რომ მონაზონი არ შეიძლება მანამდე დაქორწინებული ყოფილიყო) მორჩილების (მონაზონი ვალდებულია მორჩილი იყოს ღვთის მიმართ) და უპოვარობის (მონაზონს არ გააჩნია საკუთარი ნივთები, ის უკვე ღვთისთვის მკვდარი და ქვეყნის ანგელოზია, ანგელოზს კი არანაირი საკუთრება არ ჭირდება), ხოლო თეთრი სამღვდელოების მღვდელმსახურები მსახურობენ ეკლესიებში და ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად. p.s. როგორც მე ვიცი ყველა მონაზონი ბერი ვერ იქნება, ანუ დღეს როგორც ეძახიან ყველა შავი სამღვდელოების პირს ბერს ასე არ არის, ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა. სამწუხაროდ ამომწურავად ვერ დავწერე, კაი იქნება ამაზე მამაოს აზრი. ყველას მოგესალმებით, როფორც ფორუმის ახალი წევრი და გისურვებთ წარმატებებს სულიერი აღორძინების საქმეში. იქნებ უფრო დაწვრილებით განმიმარტოთ რა განსხვავებაა ბერსა და მონაზონს შორის. |
mati |
![]()
პოსტი
#18
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 416 რეგისტრ.: 17.10.2008 მდებარ.: Zveli Tbilisi წევრი № 97 ![]() |
ციტატა ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა ეს არ ვიცოდი. საინტერესო იქნება ბერ-დიაკონის და მღვდელ-მონაზონის განმარტებაც! -------------------- "დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
|
animani |
![]()
პოსტი
#19
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
ეს არ ვიცოდი. საინტერესო იქნება ბერ-დიაკონის და მღვდელ-მონაზონის განმარტებაც! იერარქია საეკლესიო (ბერძ. - სასულიერო ძალაუფლება) - ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“ ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ - საბერო დასი. ორივეს საწყისი საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“), შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი). იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა. -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
ფოტინე |
![]()
პოსტი
#20
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 171 რეგისტრ.: 31.05.2009 მდებარ.: საქართველო წევრი № 268 ![]() |
დიდი მადლობა ყველას საინტერესო, სასარგებლო და მართლაც სავალდებულო ინფორმაციისათვის...
![]() ![]() ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ახლა არის: 25.06.2022 - 14:22 |
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience