IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



> პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან, როგორ გვესმის გაზიარება
lingvo
პოსტი Oct 10 2008, 10:27
პოსტი #1


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი

ბერი და ანგელოზი


ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ, მაგრამ ბერმა მოსულს ეს არ გაუმხილა.

- შენ თუ იცნობ ასეთ ადამიანს როგორ არის? - შეეკითხა მოსაგრე, მხედველობაში ჰყავდა რა თავისი მამა.

- ვიცი, - უპასუხა მოსულმა, - იგი გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩა მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ.

ამ ამბავმა შაოსანი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაუბრუნების სურვილი გაუჩნდა.

- წავალ, - უთხრა მან ერთხელ თავის ხუცესს, - წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.

მაგრამ ხუცესმა არ აკურთხა და ცრემლებით თხოვდა, დარჩენილიყო, ის კი შეუდრეკელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ხუცესმა იგი თავის ნებაზე მიუშვა. და მან წმიდა მთა დატოვა.

გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი შაოსანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

- ვხედავ, რომ დამწუხრებული ხარ, ძმაო, რა დაგემართა? - ჰკითხა ამ უკანასკნელმა.

- მამაო, უბედურება შემემთხვა, - უპასუხა ხუცესის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.

მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:

- მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ხუცესთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მითუმეტეს, რომ ის ბრმაა.

მაგრამ მან ყურადღება როდი მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.

- ასე რომ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? - უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.

- არა.

- მაშინ იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა, მაგრამ რადგან თვითონ გსურს მასზე იზრუნო, მაშინ მე ვტოვებ მათ და მივდივარ.

ანგელოზი მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ხუცესთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა...“

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 12, 2003 წ.

* * *
ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.

- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით.

* * *
ერთხელ იღუმენიამ ტელეფონით აცნობა მამა ეპიფანეს, რომ ერთ ღვთისმოშიშ გოგონას მონაზვნობა სურდა მის მონასტერში, მაგრამ ამ გოგონას სულიერი მამა მონაზვნობას მაინცდამაინც არ სწყალობდა და კურთხევას არ აძლევდა.

- გერონდა, როგორ მოვიქცე? მოვუწოდო მას, დაემროჩილოს სულიერ მამას და დათრგუნოს მონაზვნად გახდომის სურვილი, თუ ვურჩიო, ყურადღება არ მიაქციოს მის აზრს და კურთხევის გარეშე მოვიდეს მონასტერში?

- მომისმინეთ, დედაო. მისი ეს განზრახვა მუდამ წმიდა და პატივისცემის ღირსი იქნება. მაგრამ თუ იგი მონასტერში მოვა კურთხევის გარეშე და ამა თუ იმ მიზეზთა გამო იქ სირთულეებს წააწყდება, მაშინ მათ თავის ურჩობას დააბრალებს. მეორე მხრივ, თუ იგი მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს, შინაგანად ყოველთვის ექნება დანაშაულის გრძნობა, რომ ყოველივე ამას კურთხევის გარეშე აკეთებს. ამიტომ გირჩევთ: შესთავაზეთ მას, დაემორჩილოს სულიერ მამას და ილოცოს, რათა ღმერთმა, თუკი იგი ინებებს მისი სურვილის აღსრულებას, შეაცვლევინოს სულიერ მამას მონაზვნობისადმი დამოკიდებულება.

ასეც მოხდა. ნახევარი წლის შემდეგ იღუმენიამ სიხარულით აცნობა ბერს, რომ გოგონამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიიღო კურთხევა თავისი სულიერი მამისაგან, რომელმაც ასე მიმართა მას: „შვილო ჩემო, რადგან, მიუხედვად ჩემი ხანგრძლივი უთანხმოებისა, მაინც ისწრაფი, გახდე მონაზონი, აშკარაა, შენი სურვილი ღმერთისგან მოდის. ასე რომ, ჩემი კურთხევით წადი მონასტერში“.

- დედაო იღუმენია, ეს ღმერთმა დააჯილდოვა იგი მორჩილებისათვის! - იყო მამა ეპიფანეს პასუხი.



მონაზვნები და ერისკაცნი

გერონდა, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ „ნათელ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტნი მონაზონნი არიან“ (26,31). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველაზე სათნოებაშემოსილ ერისკაცსაც კი აღემატება უკანასკნელი მონაზონი?

- არა! აქ ღირსი მამა საუბრობს არა ნებისმიერ მონაზონზე, არამედ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ანუ საერთოდ მონაზვნობაზე. მას მხედველობაში აქვს, რომ მონაზვნობა, როგორც ცხოვრების წესი, საერო ცხოვრების წესზე მაღლა დგას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მონაზონზე უფრო მართალი ერისკაცი.

„არიქმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი“



მონაზვნის ღირსება

კავსოკალივის სავანის ერთ მონაზონს ებრძოდა ბოროტი მარჯვენა მხრიდან იმ გულისთქმებით, რომ იგი არაფერს აკეთებს, ერში კი მოყვასს სიკეთეს მოუტანდა და ა.შ. ბოროტი მას იმ გულისთქმასაც უნერგავდა, რომ სამონაზვნო მოქალაქეობა არის რაღაც მეორეხარისხოვანი და სხვა.

სახიერი ღმერთი ხედავდა რა სიკეთის მოძულის ვერაგობას და იმ დიდ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა ძმას, მოიღო წყალობა, რათა ცხადში ეჩვენებინა მისთვის ერთი სასწაულებრივი ხილვა.

აი, იგი ხედავს თავის თავს მიცვალებულს და ეშმაკებს, რომლებიც უახლოვდებიან და კიცხავენ, მოშორებით კი - ხალხმრავალ დასახლებას. უეცრად მას ევლინება ანგელოზი და ეუბნება:

- ერთი ღირსეული მონაზონი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი ეს დასახლება.

ხილვისგან გონს მოვიდა თუ არა მონაზონი, თავის თავს უთხრა:

- ხედავ, რა ღირსებას სძენს უფალი ადამიანის, როდესაც იგი მონაზონი ხდება!

ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა სულიერი მოღვაწეობა. ანგელოზის სიტყვებიც თავის სენაკში კედელზე მიაწერა, რომ ხშირად დაენახა და უფრო მეტად და გულმოდგინედ ეღვაწა.

ბერი პაისი „ათონი და ათონელი მამები“

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

* * *
ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახელობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:

- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:

- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.



* * *
ერთი ბერი არ გამოირჩეოდა არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირდნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ადიდებდა ღმერთს.

- რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის საშინელ სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი. - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარება.

მაშინ მომაკვდავმა თავი წამოსწია სარეცელიდან და უთხრა მათ:

- ძმანო და მამანო, მართალია, მე უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, მე გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და ველოდი საშინელ სასჯელს, მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს: „მიუხედავად შენი უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!“ ამ სიტყვების შემდეგ მათ დახიეს ჩემი ცოდვების ხელწერილი. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.

დაასრულა ამის თქმა და მშვიდობით მიცვალა უფლის მიმართ.


* * *
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან მივიდა ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი და განიკითხა მღვდელი. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. ამის შემდეგ, როცა ჩვეულებისამებრ მიაკითხა მას მღვდელმა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი აღარ გაუღო და მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა სახლში.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა, დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, ბერი შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ამოსაღები ჭურჭელი. წყალი გამორჩეულად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღებელი არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოსი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღებელი. ან რას მოაკლებს ყოვლადწმიდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი. ასეთი მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს არ ავნებს.განმკითხველი კი უფალს ეწინააღმდეგება.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა ითხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა ხოლმე, რომ არავის არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ღმერთია ყოველთა განმკითხველი და მან დაგვიწერა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“, ნუ დასჯით და არ დაისჯებით. მით უფრო არ უნდა განვიკითხავდეთ მღვდლებს, რომლებიც ანგელოსებთან ერთად დგანან, წმ. ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.



* * *
სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.



* * *
ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.

სხვა მონასტრის ერთმა ხუცესმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: „ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განსვენება?“

მაგრამ როგორც კი ასეთ რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო იგი და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.


* * *
ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.



* * *
ღირსი იოანე სებაიტელი მოგვითხრობს: „ერთხელ ჩემთან მეზობელი მონასტრიდან მორჩილი მოვიდა და შევეკითხე, როგორ ცხოვრობდნენ იქაური მამები. მან მიპასუხა: „კარგად, თქვენი ლოცვის შემწეობით“. შემდეგ კი ის მორჩილი მოვიკითხე, რომელიც კარგი სახელით ვერ სარგებლობდა. სტუმარმა მითხრა: „სრულიად არ გამოცვლილა, მამაო“. გაგონებისთანავე წამოვიძახე: „ცუდია!“ და წარმოვთქვი თუ არა ეს სიტყვა, იმწამსვე რაღაც გაურკვეველი აღტაცება შევიგრძენი და ვიხილე იესო ქრისტე ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული. ის-ის იყო განვემზადე თაყვანი მეცა მაცხოვრისთვის, რომ უეცრად უფალმა წინამდგომარე ანგელოზებს მიმართა: „განსდევნეთ იგი - ეს ანტიქტისტე, რამეთუ ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა ძმაი თვისი“. და როდესაც უფლის განგების თანახმად ვიდევნებოდი, კარში დარჩა ჩემი მოსასხამი და უცებ გამეღვიძა. „უბედურება დამატყდა თავს, - მივუგე სტუმრად მოსულ მორჩილს. - ბოროტ არს დღეი ესე ჩემთვის“. „რატომ?“ - მკითხა მან. მაშინ გავუმხილე ხილვა და განვუმარტე, რომ დარჩენილი მოსასხამი ღვთის მფარველობისა და შეწევნის დაკარგვას მოასწავებდა. იმ დღიდან მოყოლებული შვიდი წელი უდაბნოში გავატარე, არც პური მიმიღია, არც თავშესაფარი მიძებნია, არც ადამიანთან გამიბამს საუბარი, სანამ არ ვიხილე უფალი ჩემი, რომელმაც მოსასხამი დამიბრუნა.“



* * *
ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: „უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო“. გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერს მიერ მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო: „ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში“. ბერი შეშინდა. „შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა განმსჯელი ხარ, - განაგრძობდა ანგელოზი, - მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ“. მიხვდა ბერი - ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა-გოდებით შესთოხვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში უფალი უპასუხოდ ტოვებდა; საბოლოოდ შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. „ღმერთმა გაპატია - მიუგო ანგელოზმა - აწ გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა“.



* * *
წმიდა ეპისკოპოს ამონზე მოგვითხრობენ, რომ მას განსასჯელად ქალი მიუყვანეს, რომელიც მრუშობის ცოდვაში ამხილეს (იმ დროს მსაჯულის ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა ეპისკოპოსს). წმინდა ეპისკოპოსმა შეხედა უბედურ ქალს და თქვა: „შენ შვილი ჩაგესახა, შენი ფეხმძიმობა რთული იქნება - შემდეგ კი ბერებს მიუბრუნდა და უთხრა: მიეცით მას ათი არშინი ტილო, თუკი მშობიარობის დროს აღესრულა, მისთვის იგი სავანე იქნება, თუკი ბავშვი დაიბადა, მისთვის გამოადგება“. და ქალი გაუშვა, არც დაუსჯია და არც ეპიტიმია დაუდია მისთვის. ერთმა ქალმა, რომელიც განსჯის პროცესს ესწრებოდა და ცოდვილის დასჯის წყურვილით იყო აღვსილი, წამოიძახა: „ეს ეპისკოპოსი ნამდვილად უგუნურია“. ეპისკოპოსმა მიუგო: „უდაბნოში ათი წელი მდუმარე ლოცვაში გავატარე, რათა ამ უგუნურებისთვის მიმეღწია, ეხლა კი არ მსურს მასთან განშორება და არ გავცვლი მას არანაირ ამქვეყნიურ სიბრძნეზე“. ე.ი. მღვდელმთავარმა ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ვერ ხედავდა ბოროტებას სხვა ადამიანში. ამ შემთხვევაში ეპისოკპოსმა თავისი ბრძნული საქციელით ცოდვილი ქალი ღრმა სინანულში ჩააგდო და სიკვდილზეც დააფიქრა.


* * *
მონასტერში მიმავალ აბბა დანიელს გზად დააღამდა და ღამე სოფელში გაათია. მან გაიგონა თუ როგორ ლანძღავდნენ ბინძური სიტყვებით მოჩხუბარი თანასოფლელები ერთმანეთს. აბბა მაშინვე წამოდგა, მუხლებზე დავარდა და ლოცვა დაიწყო. მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი უზარმაზარი ხმლით ხელში და უთხრა: „ამ ხმლით იქნება ძლეული ყველა, ვინც მოძმეს განიკითხავს. ნეტარ ხარ შენ, რადგანაც შენდა საცდუნებლად ჩხუბის ხმა მოგესმა და არავინ განიკითხე, არამედ ილოცე! ამიტომაც ღვთის კურთხევა იქნება შენზედ“.


* * *
ღირსი მამა ვიტალი, წმიდა სპირიდონის კელიაში გატარებული სამოცწლიანი ღვაწლის შემდეგ, ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, როგორც წერია მის ცხოვრებაში - „ადამიანთა საცდურად“. რათა განრიდებოდა ადამიანურ დიდებას, გადაწყვიტა დღისით, როგორც დაქირავებულ მუშას ემუშავა. შრომის საფასურად დღეში თითო ვერცხლს იღებდა. გამომუშავებული თანხიდან უმნიშვნელო ნაწილს გამოკვებას ახმარდა (ლობიოს ყიდულობდა), ხოლო საღამოობით კი საროსკიპოებში სტუმრობდა. იქ, მთელ ფულს იმ ქალებს უტოვებდა, ემუდარებოდა განრიდებოდნენ სიძვას და მთელ ღამეს მათთან ფსალმუნთა გალობასა და ლოცვაში ატარებდა. შინ დაბრუნებისას პირობას ართმევდა არ გაემხილათ წმიდა მამის სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი. ქალაქის მკვიდრნი კი კიცხავდნენ წმიდანს და გაიძახოდნენ: „წადი, წყეულო. შენ მეძავებთან გელოდებიან“-ო. ან კიდევ: „უმჯობესი იყო ცოლი მოგეყვანა, ბერის სახელს რყვნი“-ო. ღირსი ვიტალი არ იმართლებდა თავს, მალავდა უფლის მიერ ბოძებულ მადლს, სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ბევრი დაცემული ქალი გამოიხსნა ცოდვისაგან. ღირსი მამის ღვაწლი მხოლოდ გარდაცალების შემდეგ გამომჟღავნდა, როდესაც მის წმიდა ნაწილებთან შეხებისას ეშმაკეული განიკურნა და ბევრი მკელობელი და ბრმა გამოჯანმრთელდა.



* * *
მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.



ძმა, რომელიც უშრომელად ცხონდა, რადგან არ განიკითხავდა
ოდესღაც კავსოკალივის სავანეში მოვიდა ერთი ერთისკაცი, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ სავანის მამები მას არ იწყნარებდნენ, რადგან იმის გარდა, რომ უდარდელი და უდები იყო, გამომწვევი ხასიათითაც გამოირჩეოდა და მუდმივად შფოთს იწვევდა. მაგრამ, რაკი მას სავანე მოეწონა, ნებართვა სთხოვა მამებს, დაეტოვებინათ, როგორც ერისკაცი, ზოგჯერ რომ დახმარებოდა.

ასე გაატარა მას ცხოვრება უდებებითა და უდარდელობით, ვიდრე არ დადგა აღსასრულის ჟამი, ჩავარდა ლოგინად და სულს ღაფავდა. მამები მუდამ გვერდით ედგნენ და ანუგეშებდნენ.

ერთ დღესაც, სიკვდილის პირას მდგარს წარეტაცა გონება და ხელით რაღაცეების მინიშნება დაიწყო. მამები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა! გონს რომ მოვიდა, ეს საშინელება უამბო:

- მე ვიხილე მთავარანგელოზი მიქაელი გრაგნილით ხელში, სადაც აღრაცხული იყო ყველა ჩემი ცოდვა და მან მითხრა:

„ხედავ, შენ ჩაიდინე ეს ყველაფერი და ამიტომაც მოემზადე ჯოჯოხეთში წასასვლელად“.

მაშინ მე მივმართე:

„ნახე ერთი, არის ჩემს ცოდვათა შორის განკითხვის ცოდვა?“

მთავარანგელოზმა მოიძია და მითხრა:

„არა, არ არის“.

„მაშ, - ვეუბნები მე, - არც უნდა წავიდე ჯოჯოხეთში თანახმად უფლის ნათქვამისა: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხეთ“ (ლუკა 6,37).

და მაშინ მიქაელ მთავარანგელოზმა დახია ჩემი ცოდვების ხელწერილი. ამრიგად, მამებო, მე წავალ სამოთხეში. როდესაც თქვენ მეუბნებოდით, რომ სავანის მონაზვნად არ ვვარგივარ და ვმუშაობდი, როგორც ერისკაცი, დავდიოდი სავანის მთავარ ტაძარში დღესასწაულებზე და მოვისმინე სახარების სიტყვები: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“ (მათე 7,1) - ვთქვი, შე საცოდავო, ეს მაინც შეასრულე-მეთქი და ამან უშრომელად მაცხოვნა მე.

დაასრულა თუ არა თავისი სიტყვები, მთავარანგელოზ მიქაელს მიაბარა სული.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

პოსტი ამ თემაში
lingvo   პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან   Oct 10 2008, 10:27
lingvo   არცა მეძავთა, არცა ...   Oct 17 2008, 17:30
lingvo   † † † იყო ერთი წმინდ...   Feb 3 2009, 18:42
animani   ერთხელ ღირსმა ეფრე...   Jun 9 2010, 21:05
la-ma-ra   ხშირად მსმენია ფრა...   Dec 15 2009, 02:02
lingvo   თუ ადამიანი განსაც...   Dec 15 2009, 14:09
anastasia21   icit rashia saqme albat yvelam unda gaacnobieros e...   Mar 7 2010, 21:19
makiki   ღმერთი კი არ აკეთე...   Mar 8 2010, 13:46
la-ma-ra   makiki ძალიან კარგი მა...   Mar 8 2010, 18:32
la-ma-ra   კარგი. რადგან პირა...   Apr 18 2010, 16:25
la-maria   ლამარა თუ არც მან ც...   Apr 19 2010, 12:04
la-ma-ra   ლამარა თუ არც მან ც...   Apr 19 2010, 15:29
la-maria   არამედ გაცხადდეს ღ...   Apr 20 2010, 11:00
la-ma-ra   მე კი ვფიქრობ, რომ ი...   Apr 20 2010, 11:22
madonna-mariami   მეც ვეთანხმები ლამ...   Apr 20 2010, 15:26
la-maria   ვთქვათ თვლი რომ გა...   Apr 21 2010, 07:41
la-ma-ra   la-maria შენ ხომ არ იცი ს...   Apr 21 2010, 12:36
la-maria   me maqvs eg problema ro verc ertma samsaxurma ver...   Apr 21 2010, 12:49
animani   me maqvs eg problema ro verc ertma samsaxurma ve...   Apr 21 2010, 17:13
la-ma-ra   la-maria მე უმუშევარი ვ...   Apr 21 2010, 13:05
ANA   la-maria მოვა დრო და შენ...   Apr 25 2010, 22:02
la-maria   la-maria მოვა დრო და შენ...   Apr 29 2010, 20:45
la-ma-ra   ერთი ქოზიბელი მონა...   Apr 28 2010, 15:37
la-maria   ერთი ქოზიბელი მონ...   Apr 29 2010, 20:58
la-ma-ra   ღმერთი დაუმსახურე...   May 3 2010, 14:54
la-ma-ra   შემდეგი, რიგით მეს...   May 3 2010, 18:42
animani   შემდეგი, რიგით მეს...   May 4 2010, 12:54
la-ma-ra   აქ ხომ წერი, სასოწა...   May 4 2010, 14:14
la-maria   მე მგონია რომ ღვთი...   May 5 2010, 10:12
la-ma-ra   მე კი ვფიქრობ ასე: ღ...   May 6 2010, 01:30
levani0104   ყველას გეთანხმები...   May 6 2010, 15:08
la-ma-ra   levani0104 რაში გვეთანხმ...   May 6 2010, 19:02
la-maria   ლამარ რა კარგი ტემ...   May 10 2010, 09:54
la-ma-ra   http://www.orthodoxy.ge/pateriki.htm პროს...   May 10 2010, 11:35
la-maria   რა კარგი მაგალითია...   May 10 2010, 12:57
la-ma-ra   la-maria შენ როგორ გეხე...   May 10 2010, 15:11
la-maria   მე არ მეხება ლამარ.   May 11 2010, 07:41
la-maria   დასაფიქრებელიატქ...   May 11 2010, 10:18
animani   დასაფიქრებელიატქ...   May 11 2010, 10:55
la-ma-ra   animani ეს მაგალითი მაგ...   May 11 2010, 12:13
la-ma-ra   ახლა ისეთ მაგალითს...   May 11 2010, 12:25
ANA   ხო აბა რა აცდუნებს ...   May 12 2010, 21:52
la-ma-ra   მოთხოვნილება იქნე...   May 17 2010, 16:52
animani   მოთხოვნილება იქნე...   May 17 2010, 20:51
la-ma-ra   ანტონი დიდი ერთხელ...   May 19 2010, 22:54
animani   ანტონი დიდი ერთხე...   May 20 2010, 10:18
la-ma-ra   ერთი ღმერთშემოსილ...   May 21 2010, 14:01
natia oyreshidze   ყველაფერი გვტის ნე...   May 24 2010, 13:41
la-ma-ra   natia oyreshidze მე მაგაში ა...   May 24 2010, 13:57
la-ma-ra   ერთი მონაზონი, მეო...   May 30 2010, 15:20
la-ma-ra   სადაც ორი და სამი შ...   Jun 4 2010, 12:33
la-ma-ra   რაღაც მიგავიწყდათ ...   Jun 4 2010, 12:33
animani   რაღაც მიგავიწყდათ...   Jun 4 2010, 12:50
la-ma-ra   კომენტარები გააკე...   Jun 4 2010, 14:43
la-maria   კიდევ დადევი გთხოვ...   Jun 4 2010, 14:53
la-ma-ra   ამ პატერიკში, თუ მა...   Jun 6 2010, 19:24
beso   la-ma-ra და ქვევრში რომ ...   Jun 6 2010, 21:42
Mesiis_maxvili   :D დათვრა.... :lol: მომიტ...   Jun 6 2010, 23:28
la-ma-ra   მხილებასა და განკი...   Jun 10 2010, 00:16
la-ma-ra   ღვთის დიდებისათვი...   Jun 10 2010, 00:35
beso   სულხან-საბასაც აქვ...   Jun 10 2010, 01:00
la-ma-ra   ერთ მეგვიპტელ მეუდ...   Jun 13 2010, 20:32
animani   ერთ მეგვიპტელ მეუ...   Jun 15 2010, 12:19
lingvo   [b]სიყუარულმან დაფა...   Jun 13 2010, 20:47
ლევანი   :)   Jun 14 2010, 10:34
lingvo   ლევანი მეც განასაკ...   Jun 14 2010, 11:10
animani   ლევანი მეც განასა...   Jun 15 2010, 11:57
la-ma-ra   http://faith.ge/index.php?newsid=336 დიდი...   Jun 15 2010, 11:16
la-ma-ra   animani არც მე მაქვს ამ...   Jun 15 2010, 12:42
la-ma-ra   ერთი ბერი არ გამოი...   Jun 16 2010, 23:44
animani   „მიუხედავად შენი ...   Jun 17 2010, 09:18
la-ma-ra   პირველ პატერიკში ნ...   Jun 18 2010, 19:43
la-ma-ra   ისააკ ბერმა საკუთა...   Jun 18 2010, 19:55
animani   ყოველი ღვარძლიან...   Jun 19 2010, 12:52
la-ma-ra   კეთილგონიერი ცოლი ...   Jun 21 2010, 15:28
animani   კეთილგონიერი ცოლი...   Jun 21 2010, 20:07
Mesiis_maxvili   უკაცრავად და ეს მი...   Jun 21 2010, 23:26
la-ma-ra   Mesiis_maxvili არ ვიცი. იოან...   Jun 22 2010, 18:39
konstitucia   ყველაფერი ჩვენზეა ...   Jun 22 2010, 19:53
beso   ხო მარა ტყუილს გამ...   Jun 22 2010, 22:06
la-ma-ra   რთხელ მაკარი დიდმა...   Jun 24 2010, 12:05
animani   la-ma-ra მოსაგრეობა არი...   Jun 26 2010, 10:18
la-ma-ra   animani ასეთი ღვაწლი ხ...   Jun 26 2010, 21:35
animani   la-ma-ra ლამარა აქ რაღ...   Jun 26 2010, 22:04
la-ma-ra   animani არა მგონია. ის ს...   Jun 26 2010, 22:44
la-ma-ra   ესეც მორიგი პატერი...   Jun 28 2010, 12:16
animani   ესეც მორიგი პატერ...   Jul 2 2010, 11:14
beso   ხოო, ცოლის მოყვანა ...   Jun 28 2010, 12:22
ლეონი   აქ თუ ცოლის მოყვან...   Jun 28 2010, 12:59
beso   აქ მე ჩემი აზრით სა...   Jun 28 2010, 13:18
la-ma-ra   beso საერო ცხოვრება კ...   Jun 28 2010, 14:18
beso   აუუ აი ეს მიდგომა მ...   Jun 29 2010, 11:06
la-ma-ra   beso როგორ გგონია, მაგ...   Jun 29 2010, 12:15
animani   la-ma-ra ეს პატერიკი უკ...   Jun 30 2010, 01:06
ლეონი   ხოოო... სიანტერესოა...   Jun 30 2010, 13:55
la-ma-ra   ლეონი შენი აზრები ...   Jun 30 2010, 14:54
ლეონი   და მხოლოდ ერთი გზი...   Jun 30 2010, 14:57
la-ma-ra   თუ ადამიანმა გაცნო...   Jun 30 2010, 15:10
ლეონი   თუ ადამიანმა გაცნ...   Jun 30 2010, 15:11
la-ma-ra   ლეონი მერე მე ვთქვ...   Jul 1 2010, 12:14
2 გვერდი V  1 2 >


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.09.2019 - 14:25