IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან, როგორ გვესმის გაზიარება
la-ma-ra
პოსტი Apr 28 2010, 15:37
პოსტი #21


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ერთი ქოზიბელი მონაზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვისა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ, რომ ხუცესი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის რვა საათზე მოკვდესო. ბერი გულმოწყალე იყო. ეს რომ გაიგონა, მაშინვე გაემართა იმ სოფლისაკენ, სადაც ხუცესი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიის ხანს შევიდა სოფელში. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არა ხარ ამ სოფლის ხუცესიო. მე ვარო, მიუგო მღვდელმა. ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრაო, სთხოვა ბერმა. ხუცესმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. ხუცესმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა: ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეციო. როგორც კი ეს თქვა, დავარდა მიწაზე და სული განუტევა.

წმინდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ. ცხადია,
ხუცესს რომ არ დაემსახურებინა, ღმერთი მას ამ განსაცდელს არ მოუვლენდა.

აბა ეს მაგალითი განვიხილოთ.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Apr 29 2010, 20:45
პოსტი #22


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(ANA @ Apr 25 2010, 22:02) *

la-maria მოვა დრო და შენც ნახავ ჩემო კარგო კარგ სამსახურს. გულით თხოვე უფალს. მე დიდ წარმატებებს გისურვებ

gaixare ana shenc aseve warmatebul dasaqmebas gisurveb


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Apr 29 2010, 20:58
პოსტი #23


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(la-ma-ra @ Apr 28 2010, 15:37) *

ერთი ქოზიბელი მონაზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვისა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ, რომ ხუცესი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის რვა საათზე მოკვდესო. ბერი გულმოწყალე იყო. ეს რომ გაიგონა, მაშინვე გაემართა იმ სოფლისაკენ, სადაც ხუცესი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიის ხანს შევიდა სოფელში. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არა ხარ ამ სოფლის ხუცესიო. მე ვარო, მიუგო მღვდელმა. ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრაო, სთხოვა ბერმა. ხუცესმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. ხუცესმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა: ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეციო. როგორც კი ეს თქვა, დავარდა მიწაზე და სული განუტევა.

წმინდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ. ცხადია,
ხუცესს რომ არ დაემსახურებინა, ღმერთი მას ამ განსაცდელს არ მოუვლენდა.

აბა ეს მაგალითი განვიხილოთ.


საინტერესო შემთხვევაა. ხუცესმა ეს დაიმსახურა და განსაცდელი უფალმა მოუვლინა. ღვთის ნებას ვფიქრობ წინ ვერავინ ვერ აღუდგება, მაგრამ თუ მხურვალეედ შვევედრებით რომ აგვაცდინოს უღირსებს განსაცდელი, კაცთმოყვარე უფალი აუცილებლად შეისმენს ამას. აქ მგონია რომ 2 შმთხვევაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ბერმა ეს დაიმსახურა და იმიტომ დაუშვა უფალმა მასზე განსაცდელი და თან რადგან ბერმა ეს გაიგონა ესეც უფლის დაშვება მგონია ამ ბერის გადასარჩენად. რადგან ბერი ხუცესთან მისვლით ვერ დაეხმარა, მაშინ ვფიქრობ, რომ უფალს უნდოდა ბერს ამ ხუცესისთვის მხურვალედ ელოცა და უფალიც შეწეოდა. შნდობას ვითხოვ თუ ვცდები.
ვფიქრობ, რომ ეს განსაცდელია ბერისთვისაც და ხუცესისთვის.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 3 2010, 14:54
პოსტი #24


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ღმერთი დაუმსახურებელ სასჯელს არავის მისცემს, რადგან ის სამართლიანია.
ჩემი აზრით, ვიდრე ბერი ხუცესთან მივიდოდა, გზაშიც უნდა ელოცა მისთვის, ღმერთი სამართლიანია, მაგრამ მოწყალეა, როგორ ფიქრობთ, ბერის მხურვალე ლოცვას არ შეისმენდა და ხუცესს არ შეეწეოდა იმ განსაცდელის დროს? ჩემი აზრით ბერს მარტო საკუთარი ძალის იმედი არ უნდა ჰქონოდა და შეწევნა უფლისათვის უნდა ეთხოვა, მაშინ ან განსაცდელი ასცდებოდა ხუცესს იმ შემთხვევაშიც თუ ბერი მას ვერ იპოვიდა, ან ბერი გააფრთხილებდა ხუცესს დროულად.
ციტატა
ღვთის ნებას ვფიქრობ წინ ვერავინ ვერ აღუდგება, მაგრამ თუ მხურვალეედ შვევედრებით რომ აგვაცდინოს უღირსებს განსაცდელი,
როგორც ნინევიელებმა აიცდინეს სასჯელი.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 3 2010, 18:42
პოსტი #25


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



შემდეგი, რიგით მესამე პატერიკი. შეგიძლიათ გამოთქვათ აზრი, როგორც ამ პატერიკის შესახებ, ისე სხვებზეც, ოღონდ მიუთითეთ რომელს განიხილავთ.

მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის დროს ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა, რომ ვალებს ვერსგზით ვერ ისტუმრებდა.

სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, თავი მოეკლა და ერთ ებრაელ მოგვს სთხოვა ძლიერმოქმედი შხამი.

ებრაელმა მისცა მას საწამლავი. შინ მობრუნებულმა ქრისტიანმა საწამლავიან ფიალად ჯვარი გადასახა და შესვა იგი, მაგრამ უვნებელი დარჩა, რადგან ჯვრის ნიშმა საწამლავს ძალა დაუკარგა.

მეორე დღეს კვლავ მივიდა ებრაელთან, უთხრა, შხამმა ვერაფერი დამაკლოო და სთხოვა უფრო ძლიერი რამ შხამი მიეცა. გაოცებულმა ებრაელმა არ დააყოვნა და ქრისტიანს უფრო ძლიერი შხამი მისცა.

ქრისტიანი კვლავ ცოცხალი გადარჩა და ახლა უკვე დაცინვით უთხრა მოგვს, რომ იგი უძლური იყო თავის ჯადოქრობაში. მაშინ გაოცებულმა ებრაელმა სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო, თუ როგორ იღებდა იგი ამ შხამს.

- ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდიო, - უპასუხა.

ებრაელმა არ იცოდა, რომ ჯვრის ძალა სიკვდილისაგან იხსნის და ჭეშმარიტების დასადგენად ეს წამალი ძაღლს მისცა, რომელიც მაშინვე მოკვდა. ებრაელი ქრისტიანთან ერთად მივიდა მოციქულ იოანესთან და უამბო ამ სასწაულის შესახებ. იოანემ უქადაგა მას, რის შემდეგაც ებრაელმა გამოთქვა სურვილი, მონათლულიყო.



აი შემდეგი, რიგით მესამე პატერიკი. ვისაც აზრის გამოთქმა გსურთ წინა მაგალითებზეც შეგიძლიათ,ოღონდ მიუთითეთ, რომელ პატერიკს განიხილავთ.

p.s. პატერიკები გადმოწერილია საიტიდან: orthodoxy.ge


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 4 2010, 12:54
პოსტი #26


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ May 3 2010, 19:42) *

შემდეგი, რიგით მესამე პატერიკი. შეგიძლიათ გამოთქვათ აზრი, როგორც ამ პატერიკის შესახებ, ისე სხვებზეც, ოღონდ მიუთითეთ რომელს განიხილავთ.

მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის დროს ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა,

ერთმა რაღაცამ დამაფიქრა. თუ ჯვარს ყველაფერს სახავდა და ქრიასტიანი იყო, უფალს რატომ არ თხოვა შემწეობა?
და კიდევ ჭეშმარიტი ქრიასტიანი თავს არ იკლავს? ცოტა დავიბენი, მაგრამ ეტყობა სასოწარკვეთაში ჩავარდა და ეშმაკის ხელში აღმოჩნდა. მაგრამ რადგანაც სიკვდილის პირას მყოფიც კი უფალს და ჯვარს არ ივიწყებდა , უფალმაც დაინდო და სასწაულის ნახვის ღირსი გახადა სამჯერ .
რაც შეეხება ებრაელ მოგვს, რომელიც საწამლავს ძაღლისთვის და ადამიანისთვის ერთნაირად იმეტებდა, უფალმა ალბათ რაღაც დამსახურების გამო( თუნდაც ის, რომ ჯვრის ძალა იწამა) ცოდვების მოტევების საშუალება მისცა. მას თავისი რწმენისამებრ მიეზღო.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 4 2010, 14:14
პოსტი #27


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



აქ ხომ წერი, სასოწარკვეთაში ჩავარდაო smile.gif
ციტატა
თუ ჯვარს ყველაფერს სახავდა და ქრიასტიანი იყო, უფალს რატომ არ თხოვა შემწეობა?

იქნებ თხოვა კიდეც, მაგრამ მაშინვე არ სეეწია უფალი, უფრო რომ განმტკიცებუიყო რწმენაში?
ციტატა
ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდიო

ე.ი. რწმენით არ აკეთებდა, უბრალოდ ჩვევად ჰქონდა. არ იყო მისი რწმენა მტკიცე


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი May 5 2010, 10:12
პოსტი #28


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



მე მგონია რომ ღვთის ნებით გამოსახავდა იგი ჯვარს და ამ სასწაულმა მარტო ქრისტიანი კი არა ის ებრაელიც და ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანი გადარჩინა თვითმკვლელობის ცოდვას (ებრაელის საწამლავით შეიძლებოდა ბევრი ადამიანი დაღუპულყო). ლამარას დავეთანხმები, რომ უფალი რწმენაში გასამტკიცებლად არ შეეწია თავიდან, მაგრამ ჯვარს რომ გამოსახავდა და არ კვდებოდა, ამით დაანახა ქრისტიანს რომ უფალი მის გვერდით იყო და არაფრის არ უნდა შეშინებოდა.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 6 2010, 01:30
პოსტი #29


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მე კი ვფიქრობ ასე: ღვთის ნება ორივეს ცხონება იყო. ღვთის განგებით დაშვებულ იქნა განსაცდელი ქრისტიანზე ორი მიზეზით: პირველი, თავად მისთვის იყო საჭირო რწმენის განმტკიცება, რადგან ის მხოლოდ ჩვეულების გამო სახავდა ჯვარს ფიალას და მეორე, მოგვს რომ დაენახა სად არის ჭეშმარიტება.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
levani0104
პოსტი May 6 2010, 15:08
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20.04.2010
წევრი № 546



ყველას გეთანხმებით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 6 2010, 19:02
პოსტი #31


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



levani0104
ციტატა
ყველას გეთანხმებით

რაში გვეთანხმებით, ჩვენ ყველა ერთსა და იმავეს არ ვამბობთ. მგონი აჯობებს საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოთ


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი May 10 2010, 09:54
პოსტი #32


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ლამარ რა კარგი ტემაა და გთხოვ კიდებ დაწერე რამე. ან მე მითხარი საიდან გადმოვწერო პატერიკები


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 10 2010, 11:35
პოსტი #33


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



http://www.orthodoxy.ge/pateriki.htm

პროსკომიდიისას (კვეთისას) მოხსენიების შესახებ
(წმ. ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნიდან)

წმ. ბასილი დიდის ეპოქაში ცხოვრობდა ერთი მადლმოსილი მღვდელი და, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ვალებში ჩავარდა. ვალი დღითი-დღე იზრდებოდა, ხოლო მევალეები მღვდელს ყოველდღე კარზე ადგნენ. შეწუხებული მღვდელი იძულებული გახდა მიემართა ახლობელი ვაჭრისთვის, რომელმაც, შეისმინა რა მისი თხოვნა, ხუთასი ოქროს მონეტა გადასცა მას. ამ ფულის საშუალებით მღვდელმა გადაიხადა ყველა ვალი და სანაცვლოდ ვაჭარს შეჰპირდა, რომ მოიხსენიებდა მას და ყველა მის ახლობელს პროსკომიდიაზე მთელი ცხოვრება. ვაჭარმა გათვალა, რომ მღვდელი ახალგაზრდა იყო, დიდხანს იცოცხლებდა, ხოლო ლიტურგიაზე დიდი ხნის განმავლობაში მოხსენიება მას ხელს აძლევდა და სავსებით აკმაყოფილებდა.

გაისტუმრა რა ვალები, მღვდელმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთი საღვთო ლიტურგიის მსახურება შეძლო, რომელზედაც მოიხსენია კიდეც თავისი კეთილისმყოფელი, და მოკლე ხანში ავად გახდა, ავადმყოფობის შემდეგ კი გარდაიცვალა.

შეიტყო რა მისი სიკვდილი, ვაჭარი დამწუხრდა. დაენანა დაკარგული ფული, რადგან მხოლოდ ერთი ლიტურგია იყო აღსრულებული მღვდლის მიერ. ამას ვაჭარი აღარ მოელოდა, რომელსაც სულ სხვაგვარად ჰქონდა დაანგარიშებული, რისთვისაც აჩუქა კიდეც ხუთასი ოქროს მონეტა აწ გარდაცვლილს. ვაჭარმა მიცვალებულის დედის შეწუხება დაიწყო. იგი უკანვე მოითხოვდა თავის ფულს, რადგან თვლიდა, რომ მღვდელთან დადებული პირობა დაირღვა.

დედა პასუხობდა, რომ მას არა აქვს ფული, რაც ჰქონდა, დაკრძალვას მოხმარდა. მაგრამ ვაჭარი დაჟინებით მოითხოვდა ფულს და აშინებდა ქალს სასამართლოთი. შეწუხებულმა ქალმა წმ. ბასილი დიდს მიმართა და მოუყვა მომხდარი ამბავის შესახებ. მოისმინა რა ყველაფერი, წმიდანმა უთხრა: „ხვალ მე აღვასრულებ საღვთო ლიტურგიას, მოდი ჩემთან ტაძარში ვაჭართან ერთად, თან სასწორი იქონიეთ. ერთ პინაზე დავდებთ სეფისკვერიდან ამოღებულ ერთ ნაწილს, რომლითაც მოხსენიებულ იქნება ვაჭარი და მისი ახლობლები. და რამდენსაც აიწონის ეს ერთი ნაწილი სეფისკვერისა, იმდენი ოქრო დადოს ვაჭარმა მეორე პინაზე და ამით გადაიხადოს მან იმ ერთი ლიტურგიისათვის, რომელიც აღასრულა განსვენებულმა მღვდელმა“.

ქალი მივიდა ვაჭართან და გადასცა მას წმ. ბასილი დიდის დანაბარები. ვაჭარს გაუხარადა და მეორე დილით ტაძარში წავიდა ოქროთი და სასწორით.

წმ. ბასილი დიდმა კვეთაზე, ამოიღო რა სეფისკვერიდან ერთი ნაწილი უფლის მონათა ჯანმრთელობისათვის და ხსნისათვის, დადო სასწორის ერთ თეფშზე და უბრძანა ვაჭარს, დაედო მეორე თეფშზე ოქრო და, რაც უფრო მეტ მონეტას ალაგებდა ვაჭარი პინაზე, მით მეტად მძიმე იყო სეფისკვერის ერთი პატარა ნაწილი.

იხილა რა ეს უდიდესი და საღვთო სასწაული, ვაჭარი შეშინდა, შეინანა თავისი საქციელი და შენდობა თხოვა წმ. ბასილი დიდს და მღვდლის დედასაც და მის შემდეგ აღარ მოუთხოვია თავისი ფული.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი May 10 2010, 12:57
პოსტი #34


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



რა კარგი მაგალითია, ზუსტად მე რომ მჭირდება ისეთი. გაიხარე


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 10 2010, 15:11
პოსტი #35


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



la-maria
ციტატა
რა კარგი მაგალითია, ზუსტად მე რომ მჭირდება ისეთი. გაიხარე

შენ როგორ გეხება ეს?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი May 11 2010, 07:41
პოსტი #36


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



მე არ მეხება ლამარ.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი May 11 2010, 10:18
პოსტი #37


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



დასაფიქრებელიატქო ეს უნდა დამეწერა rolleyes.gif


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 11 2010, 10:55
პოსტი #38


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-maria @ May 11 2010, 11:18) *

დასაფიქრებელიატქო ეს უნდა დამეწერა rolleyes.gif

რა საყვარლები ხართ, ყველას გვეხება, რომ ამ მაგალითებზე რამე მაინც ვისწავლოთ. აბა რისთვისაა პატერიკები.
თუნდაც იმიტომ, რომ სიძუნწემ არ გვძლიოს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 11 2010, 12:13
პოსტი #39


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



animani
ციტატა
სიძუნწემ არ გვძლიოს.

ეს მაგალითი მაგისთვის არის მოყვანილი. კიდევ ერთი. მატერიალისტებს დაანახვებს, რომ ფასეულობებში პირველი ადგილი სულიერს დაუთმონ და მხოლოდ შემდეგ იფიქრონ მატერიალურზე. ის ვაჭარი ცხადია მატერიალისტი იყო. სულიერი ფასეულობები მისთვის უკანა პლანზე იყო გადაწეული, თითქმის სულ არ არსებობდა უფლის მოწყალებას კი არა აქვს საზღვარი და ამიტომ მოახდინა მან ეს სასწაული, რომ ამ კაცს ეგრძნო რა ფასი ჰქონდა თინდ ერთ ლიტურგიაზე მის მოხსენიებას. ისე ლიტურგიაზე მოხსენიებას რა ძალა აქვს ბევრ ჩვენგანსაც არ ესმის ალბათ და ჩვენთვისაც იყო საჭირო ამის გაგება. იმიტომაც დაიწერა ეს პატერიკი. smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 11 2010, 12:25
პოსტი #40


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ახლა ისეთ მაგალითს მოგიყვანთ, დარწმუნდებით, რომ ადამიანი ზოგჯერ ეშმაკზე დიდი გამომგონებელია. ეს პატერიკი მამა ბასილმა (ჟორჟიკაშვილი) გვიამბო მარხვის მიწურულს, როცა ზოგიერთს ერთი სული აქვს სახსნილო საკვები მიიღოს და ძლივს იკავებს თავს, ამ დროს შეიძლება ისიც კი მოუვიდეს მავანს თავში რა მნიშვნელობა აქვს 2-3 დღესო smile.gif

ერთ ბერს მარხვის დროს ძალიან მოუნდა კვერცხის ჭამა. სანთლის ალზე როგორღაც მოხარშა და შეჭამა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ერთხელაც ძმებმა დაინახეს და ამხილეს. მაშინ მან დაიწყო ერთგვარად თავის მართლება: რა ვქნა, მაცდუნა ეშმაკმაო. მაშინ ეშმაკი ხილულად წარსდგა მათ წინაშე და ამ ბერს უთხრა: რეებს მაბრალებ, ეგეთი რამ თავში აზრადაც არ მომსვლიაო.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.09.2019 - 14:13