IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
რომელი ეკლესიაა ქრისტეს დაარსებული? - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> რომელი ეკლესიაა ქრისტეს დაარსებული?, მართლმადიდებლური, კათოლიკური თუ ორივე? გაზიარება
konstitucia
პოსტი Jun 15 2010, 16:08
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



დიდი ხანია რაც ამაზე ვფიქრობ და სწორი პასუხი არავის მოუწოდებია..
ყველა გაურბის ამ კითხვას ან იმდენს მელაპარაკება, რომ დამაჯეროს, მითუმეტეს ერთი კათოლიკე mad.gif
იქნებ თქვენ იცოდეთ პასუხი ამ კითხვაზე, მემგონი ამ თემაზე ინტერნეტით ლაპარაკი ბევრად კარგია, რადგან ყოველ სიტყვას აკვირდები, ამოწმებ და აღარ მოტყუვდები smile.gif



--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 15 2010, 19:56
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(konstitucia @ Jun 15 2010, 16:08) *

დიდი ხანია რაც ამაზე ვფიქრობ და სწორი პასუხი არავის მოუწოდებია..
რომელი ეკლესიაა ქრისტეს დაარსებული?

მართლმადიდებლური, კათოლიკური თუ ორივე?

მე მგონი კითხვა არ არის სწორად დასმული. სიტყვა ეკლესია ზედმიწევნით „კრებულს“ ნიშნავს (ბერძნ. εκκαλεω - ვიწვევ, ვკრებ). ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა იგი ძველ აღთქმაშიც. დიახ, მისი არსიც ეს არის _ მოუხმოს და შეკრიბოს ხალხი თავის წიაღში. მაგრამ, ვინ უხმობს მისი წიაღისკენ, ან რას დაახვედრებს ხალხს წმინდა ეკლესია? აი, ეს არის ჩვენთვის მთავარი, რადგან თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე უხმობს, თავად იგია შემხვედრი, მასპინძელი და თავად მის სახელთან არის დაკავშირებული ეკლესიის დაარსება.უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით, ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით კაცობრიობას ახალი, მადლმოსილი ძალები შესძინა და განახლებული, უხვად ნაყოფისმომცემელი ცხოვრება შეუქმნა. ეს ძალები არსებობს წმიდა ეკლესიაში - „ქრისტეს სხეულში“. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, ქრისტეს სხეულია მიწაზე, რომლის ნაწილებიც ჩვენ ვართ. მოციქულთა დროს არსებობდა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ცხონების მსურველთა ერთიანი საზოგადოება. ასე რომ მართალია, უფალი ზეცად ამაღლდა, მაგრამ იგი ჩვენს შორის რჩება: “აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე” (მათ.28:20). მაგრამ რა სახით რჩება იგი ჩვენთან ან როგორ მოვახერხებთ ჩვენ მასთან შეხვედრას?
მაცხოვარმა ამაზეც იზრუნა, თავისი საღმრთო განგებულებით, ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, ანუ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, დაპირებისამებრ, სულიწმინდა მოავლინა. “ხოლო ნუგეშინისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს” (ინ.14:26). აი, ამ მოვლენას ჩვენ დღესაც აღვნიშნავთ, დღესასწაულს კი სულთმოფენობა ეწოდება.
სწორედ ეს დღე იწოდება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ. სულიწმინდა ცეცხლის სახით გარდამოვიდა მოციქულებზე, რომლებიც ერთად იყვნენ შეკრებილი სახლში. ამის შედეგად მათ მიენიჭათ სხვადასხვაგვარი ნიჭი: წინასწარმეტყველებისა, სასწაულმოქმედებისა, უცხო ენებზე საუბრისა და ქადაგებისა. გარდა ამ უნარებისა, სულიწმინდამ მოციქულებს სიმტკიცისა და სითამამის ძალა შესძინა, რაც ასე აკლდათ იესო ქრისტესთან დაშორების შემდეგ. მადლითა და ნიჭით აღვსებული და განათლებული მოციქულები იერუსალიმის ტაძარში წავიდნენ, სადაც სასწაულმოქმედებებითა და ქადაგებით სამი ათასი კაცი მოაქციეს ქრისტეს სარწმუნოებაზე. იმ დღიდან მოყოლებული, არ შეწყვეტილა ქადაგება. რაც მთავარია, მემკვიდრეობით, უწყვეტად ხდება სულიწმინდის მადლის გადაცემა მოციქულებიდან ეპისკოპოსებზე. დღევანდელი ეპისკოპოსებიც იგივე ძალაუფლების ანუ მადლის მატარებლები არიან. სწორედ ამ უწყვეტი მემკვიდრეობის გამო, ჩვენი ეკლესიები აღვსებულია სულიწმინდის მადლით. სულიწმინდა კი მოგეხსენებათ წმინდა სამების ერთ-ერთი პირია. ხოლო იქ, სადაც სამების ერთ-ერთი პირთაგანია, იქვეა ორი პირიც. ამიტომ, როდესაც ადამიანი ეკლესიაში გრძნობს სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს და ნუგეშს, ეს ყველაფერი სულიწმინდის მადლისეული მოქმედებაა მამისა და ძის თანამონაწილეობით.
თავდაპირველად ამ მღვდელმოქმედებებს თავად მოციქულები აღასრულებდნენ. თუმცაღა, მალე დამხმარეთა საჭიროება გაჩნდა და მოციქულები ქრისტიანული თემებიდან ირჩევდნენ ღირსეულ კანდიდატებს, რომელთაც ეპისკოპოებად, მღვდლებად, დიაკვნებად ასხამდნენ ხელს.

მოციქულები ეპისკოპოსებს ავალდებულებდნენ დაეცვათ ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდე, ესწავლებინათ მორწმუნეთათვის კეთილმსახური ცხოვრების წესი და ხელი დაესხათ თავიანთ დამხმარეთათვის ახალი ეპისკოპოსების, მღვდლების და დიაკვნების სახით. ასე, ხის მსგავსად, იზრდებოდა ეკლესია პირველ საუკუნეებში და განუწყვეტლივ ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. იგი თანდათანობით მდიდრდებოდა სულიერი გამოცდილებით, რელიგიური ლიტერატურით, საღვთისმსახურო ლოცვებითა და საგალობლებით, მოგვიანებით - ტაძრული არქიტექტურითა და საეკლესიო ხელოვნებით, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა თავის არსს, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. ჭეშმარიტება და ხსნა მინიჭებული აქვს ერთი მხოლოდ ეკლესიას - ასეთია ეკლესიის შეგრძნება და აღიარება.
უფალმა აღუთქვა პეტრე მოციქულს: „და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ. 16,18).

მსგავსად ამისა, ჩვენც, უკეთუ გვწამს მაცხოვრის აღთქმისა, უნდა ვაღიაროთ მისი ეკლესიის არსებობა ჩვენს დროშიც და აღსასრულამდე ქვეყნისა.

სულ სხვა საკითხია, რომელმა ეკლესიამ შემოინახა ჭეშმარიტი სწავლება. პირველ რიგში, ჭეშმარიტი ეკლესია შეუბღალავი, სუფთა სახით უნდა შეიცავდეს მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ქრისტიანულ მოძღვრებას.
სწორედ ასეთია "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. "
1.ბერძნულ ენაში სიტყვა „ერთი“ გამოხატულია რიცხვითი სახელით (εν μιαν), მაშასადამე, სარწმუნოების სიმბოლო აღიარებს, რომ ეკლესია ერთია და შინაგანად განუყოფელი;
ეკლესიის ერთობა ზედაპირული გაერთიანება არ არის, იგი შინაგან თანხმობასა და ერთსულოვნებაში მდგომარეობს.
2. ეკლესია აგრეთვე სარწმუნოების სუფთა, უცდომელი სწავლებით არის წმიდა. „ეკლესია ღმრთისა ცხოველისა“.
ეკლესია წმიდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების არსებობით, რომელთაც საიდუმლოთა ასრულების დროს ან სხვა მღვდელმოქმედებებით ვეზიარებით: წმიდაა ზეციურ ეკლესიასთან თავისი კავშირით.
3.ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს სლავურ თარგმანში ეკლესიას ეწოდება „საყოველთაო“, ბერძნულად „კათოლიკე“ (καθολικός).
ეკლესია კრებითია და კათოლიკე. მოციქულის სიტყვებით: იგი არის „აღვსებაი... რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფ. 1,23). ეს ცნება მიუთითებს, რომ ცხონებისაკენ მოწოდებულია მთელი კაცთა მოდგმა და ამიტომ თითოეულს მართებს, გახდეს ქრისტეს ეკლესიის წევრი, თუმცა სინამდვილეში ყველა მას არ ეკუთვნის.
4.ეკლესიას ეწოდება სამოციქულო, რადგან ისტორიულად მას მოციქულებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათვე გაავრცელეს ქრისტიანობა ქვეყნის კიდემდე და თითქმის ყველამ თავისი ნაქადაგები მოწამებრივი სიკვდილით დაამოწმა.

კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას განაგებს მსოფლიო კრება.

მსოფლიო ეკლესიის უმთავრესი ნაწილები ემორჩილებიან საეკლესიო მთავრობას, რომელსაც წარმოადგენენ უწმინდესი პატრიარქები და უწმინდესი სინოდი.

http://www.orthodoxy.ge/apologetika/7nishani.htm


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 15 2010, 20:09
პოსტი #3


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



animani

დიდი მადლობა ამხელა პოსტისთვის, ეგეც რამეა, რომ ორთოდოქსი.ჯიზე შეხვედი და დამიკოპირე ნაწერი smile.gif

მე თქვენი აზრი მაინტერესებს ფორუმელებო smile.gif
არ მინდა ეს დაკოპირებული ციტატები, თქვენი სიტყვებით გადმოეცით ძალიან გთხოვთ..






--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 16 2010, 09:03
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(konstitucia @ Jun 15 2010, 20:09) *

animani

დიდი მადლობა ამხელა პოსტისთვის.
მე თქვენი აზრი მაინტერესებს ფორუმელებო smile.gif
არ მინდა ეს დაკოპირებული ციტატები, თქვენი სიტყვებით გადმოეცით ძალიან გთხოვთ..


არაფერს, მაგრამ კარგად, რომ წაგეკითხა იპოვიდი შენი კითხვის პასუხს ,რომ ეკლესია ერთია და შინაგანად განუყოფელი; მაგრამ ჭეშმარიტ სწავლებას ინარჩუნებს "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია."
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჭეშმარიტი და სამოციქულო მოძღვრების უცვლელად დამცველი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 16 2010, 09:42
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



animani
ციტატა
არაფერს, მაგრამ კარგად, რომ წაგეკითხა იპოვიდი შენი კითხვის პასუხს


მაგ საიტზე ბევრი სიცრუე წერია..

http://forum.ge/?showtopic=33737082&f=...p;#entry5596171



--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Jun 16 2010, 10:00
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(konstitucia @ Jun 15 2010, 21:09) *

animani

დიდი მადლობა ამხელა პოსტისთვის, ეგეც რამეა, რომ ორთოდოქსი.ჯიზე შეხვედი და დამიკოპირე ნაწერი smile.gif

მე თქვენი აზრი მაინტერესებს ფორუმელებო smile.gif
არ მინდა ეს დაკოპირებული ციტატები, თქვენი სიტყვებით გადმოეცით ძალიან გთხოვთ..


მაინც რა არის ანიმანის პოსტში რასაც არ ეთანხმები? დაწერე და პასუხი თუ გვექნება დავწერთ, თუ არადა მამა დავითი გიპასუხებს. smile.gif


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 29 2010, 10:42
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



კამათი უფრო მეტად საინტერესო იქნებოდა თუ აქ კათოლიკე შემოვიდოდა smile.gif



--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jun 29 2010, 23:25
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



konstitucia

სწორი რელიგია არის ის, რომელსაც ახლავს ღვთის მადლი და ასეთი რელიგია ერთი უნდა იყოს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ღვთის მადლი. მადლი არ არის რაღაც გამოგონილი იდეა, რომელიც თავის თავში პოზიტიურ ენერგიებს, ნიჭებს, შესაძლებლობებს, გრძნობებს და ემოციებს მოიცავს, არამედ მადლი არის ნამდვილად არსებული, ღვთის მიერ მოცემული ჩვენი ჭეშმარიტებისაკენ, ღვთისაკენ დაახლოების საშუალება. მადლს ჩვენ ვგრძნობთ რეალურად, ასე ვთქვათ "ხელშესახებად". ხოლო ფანატიკოსები მადლს ეძახიან ყოველივე პოზიტიურს არა აქვთ მისი განცდა, "ხელით ვერ ეხებიან, ვერ ხედავენ". ეკლესიური ადამიანების დიდ ნაწილში, ჩემზე უკეთ გეცოდინება, სწორედ ასეთი ფანატიკური დამოკიდებულებაა: მოხდება მათ ცხოვრებაში რაიმე კარგი და ამბობენ "ეს ღვთის მადლით არისო", სინამდვილეში კი მადლს ვერ გრძნობენ, ისინი მხოლოდ სიხარულს გრძნობენ. სიხარული და მადლი კი ერთი და იგივე არ არის, როგორც ზემოთ აღვნიშნე.

ახლა რატომ ვწერე ამდენი მადლზე. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შენ ამ მადლს ვერ გრძნობ და ვერ ხედავ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომ გიჩნდება ამგვარი შეკითხვები, ეძებ რელიგიას სადაც ჭეშმარიტად დაინახავ ღვთის მადლს. მერწმუნე, პრობლემა მართლმადიდებლობაში კი არა შენშია. აქ ინტელექტუალურად როგორი პასუხიც არ უნდა მიიღო (და სხვაგანაც), საკმარისი მაინც არ იქნება, რადგანაც ყველა თეორიულ მტკიცებულებას სჭირდება ემპირიული დადასტურება. ემპირიული დასტური რომ მიიღო მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შესახებ, შენ თავად უნდა იცხოვრო სწორი მართლმადიდებლური ცხოვრებით.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 30 2010, 09:55
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



აბესალომ

შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნება მივიღე , როდესაც შენი პოსტი გადავიკითხე biggrin.gif
ესე იგი, პოსტში ჩანს, თუ როგორ ფიქრობ ჩემს მაგივრად, გამოგაქვს დასკვნები ჩემს მაგივრად, აზროვნებ ჩემს მაგივრად, ნუ ცოტათი თითქოს და ზრუნავ ჩემზე, მაგრამ მაგაში ეჭვი მეპარება.. რადგან პრობლემა, როგორც შენ ამბობ, ჩემში არაა, არამედ ხალხშია..
ვისაც არასწორად ესმის ქრისტიანობის, ვინც ბნელია და ფანატიკოსი, მაგალითად მმკ-ს ნებისმიერი წევრი და ვინც მათ ეთანხმება..
ასეთ ქმედებებს, რო ხედავ, რასაც მმკ აკეთებს, თავისთავად გაგიჩნდება ეჭვები, მაგრამ მე მათი წინააღმდეგი იმ მხრივ არ ვარ, რომ მმკ-ს წყალობით ჩემში იფეთქა რაციონალურმა აზროვნებამ, რამაც დამანახა ყველაფერი უფრო ობიექტურად შემეფასებინა და არა როგორც შენ , მადლზე ტვინი გაბურღე sad.gif
სინამდვილეში შენ თვითონ არ გესმის მადლის მნიშვნელობა, იმიტომ რომ როგორც ასე ვთქვათ შენი მადლი, რასაც ეძახი, მხოლოდ მართლმადიდებლობაში არაა, არამედ აბსოლუტურად ყველა კაცთმოყვარე რელიგიაშია..

ჭეშმარიტება კამათში იბადება და სასურველია, რომ ხშირად მოხდეს ხოლმე, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის მეგობრული კამათი, რომელიც დიდ ჩხუბში არ გადაიზარდება, თუმცა ეს ქართველებს არ შეგვიძლია, ძალიან აგრესიულები ვართ და ხშირ შემთხვევაში პირდაღებულს ვტოვებთ ხოლმე ხალხს, ამიტომაც არის რომ ჩვენთან კამათი არავის უნდა.. : /


--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 30 2010, 10:34
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(konstitucia @ Jun 30 2010, 10:55) *

აბესალომ
რომ მმკ-ს წყალობით ჩემში იფეთქა რაციონალურმა აზროვნებამ, რამაც დამანახა ყველაფერი უფრო ობიექტურად შემეფასებინა .


ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორად გაიგე ყველაფერი.
რაც შეეხება იმ ცდომილებებს, რაც კათოლიციზმს გააჩნია, საღად მოაზროვნე პიროვნებამ შეუძლია თვითონაც კარგად შეაფასოს და ამაზე აღარ დავკონკრეტდები, რადგან არსებობს ამის მამხილებელი მასალები და არსებობს წმიდა წერილი . ყველა ადამიანს გააჩნია თავისუფალი აზროვნება და დასკვნები თვითონ უნდა გამოვიტანოთ.
რაც შეეხება მადლს, მას ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

” მადლი -----ნიჭი ანუ ძალი, ზეგარდმო მოცემული კაცისადმი აღსასრულებლად ნებისა ღუთისა (რომაელ. 1,5 და 1 კორ. 15,10), благодать. ს. შნორ. // მოწყალებით მიხედვა, სიყვარული (დაბად. 39,3; გამოს. 3,21; საქმ. 7,46). // შვენიერება, შნო (ფსალ. 44,2; იგავ. 4,9). // სათნოება, ქველისმოქმედება, კეთილი საქმე (ზირაქ. 7,36). // დამადლება, მაგიერის გარდახდა (ვეფხისტ. 626), благодарность. // მდაბიურად: ბარაქა, უხვება. კუალად ითქმის მადლია, ცოდვაა (ვეფხისტ. 271), богоугодно, или грешно.” (ნ. ჩუბინაშვილი)




მადლი არის სხვადასხვაგვარი: მადლი, როგორც ღვთის შეწევნა და მფარველობა. მაცხოვნებელი მადლი---ყოველგვარი სიკეთე და ძალა, რითაც ადამიანი ცხონდება.
ცოდნის მადლი--- ცოდნის ძალა. სიკეთის მადლი---სიკეთის ძალა.
ამიტომ მადლი შეიძლება სხვადასხვა სახით ნებისმიერ ადამიანთან იყოს.
ნუთუ ვინმეს შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, მადლმოსილი ეკლესიაა და ჩვენზე ყოველდღიურად მოქმედებს ეს მადლი, სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოებების სახით.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jun 30 2010, 11:46
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



konstitucia
ციტატა
მადლზე ტვინი გაბურღე
საუბრის ტონი შეცვალეთ.

ციტატა
სინამდვილეში შენ თვითონ არ გესმის მადლის მნიშვნელობა, იმიტომ რომ როგორც ასე ვთქვათ შენი მადლი, რასაც ეძახი, მხოლოდ მართლმადიდებლობაში არაა, არამედ აბსოლუტურად ყველა კაცთმოყვარე რელიგიაშია..
ღმერთი ერთია, ამიტომ ჭეშმარიტი რელიგიაც ერთი უნდა იყოს.
მხოლოდ ჭეშმარიტ რელიგიაშია ღვთის მადლი.

animani
ციტატა
რაც შეეხება მადლს, მას ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
როგორც არ უნდა განვმარტოთ მადლი, ყველა შემთხვევაში იგი გვეძლევა ღმერთთან უფრო დაახლოებისთვის. ცოდნის მადლი იქნება თუ სიკეთის მადლი, ყველა შემთხვევაში მადლი ღმერთთან გვაახლოებს, თუ მას სწორად გამოვიყენებთ.

მე ზემოთ აღვნიშნე, რომ ადამიანებს უბრალო სიხარული ჰგონიათ მადლი. შეიძლება ადამიანს უხარია, რომ ბაზრის დახურვამდე 5 წუთით ადრე შევიდა მასში და მოასწრო ბულგარული წიწაკის ყიდვა. მერე კი იტყვის, ღვთის მადლით მოვასწარი წიწაკის ყიდვაო. ეს მადლია?!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jun 30 2010, 13:49
პოსტი #12


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ციტატა(konstitucia @ Jun 15 2010, 20:09) *

animani

დიდი მადლობა ამხელა პოსტისთვის, ეგეც რამეა, რომ ორთოდოქსი.ჯიზე შეხვედი და დამიკოპირე ნაწერი smile.gif

მე თქვენი აზრი მაინტერესებს ფორუმელებო smile.gif
არ მინდა ეს დაკოპირებული ციტატები, თქვენი სიტყვებით გადმოეცით ძალიან გთხოვთ..


ციტატა(konstitucia @ Jun 16 2010, 09:42) *

animani
მაგ საიტზე ბევრი სიცრუე წერია..

http://forum.ge/?showtopic=33737082&f=...p;#entry5596171



ციტატა(konstitucia @ Jun 30 2010, 09:55) *

აბესალომ

შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნება მივიღე , როდესაც შენი პოსტი გადავიკითხე biggrin.gif
ესე იგი, პოსტში ჩანს, თუ როგორ ფიქრობ ჩემს მაგივრად, გამოგაქვს დასკვნები ჩემს მაგივრად, აზროვნებ ჩემს მაგივრად, ნუ ცოტათი თითქოს და ზრუნავ ჩემზე, მაგრამ მაგაში ეჭვი მეპარება.. . : / მადლზე ტვინი გაბურღე sad.gif



რატომ ლაპარაკობ ასე დამცინავად, ირონიულად და აგდებულად _ ( მაპატიე ამ სიტყვისთვის. ) რის მიღწევას ცდილობ უბრალოდ მაინტერესებს. საინტერესო იქნება შენთან შეხვედრა, თუმცა შენ ყოველთვის თავს არიდებ ჩვენთან ფორუმელებთან და მამაოსთან შეხვედრას. თუმცა მამიკო არ გიშვებს sad.gif . კარგია დამჯერი შვილი ხარ. თუმცა არა მგონია რომელიმე მამამ აუკრძალოს შვილს ტაძარში წასვლა (არაქრისტიანებს არ ვგულისხმობ) თუ იმიტომ არ გვხვდები რომ 14 წლის არ ხარ smile.gif მე და დარწმუნებული ვარ სხვა ფორუმელებსაც გაუხარდება შენთან შეხვედრა .



--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 30 2010, 14:17
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



ციტატა
რატომ ლაპარაკობ ასე დამცინავად, ირონიულად და აგდებულად


მთლად მასეც არ ვლაპარაკობ..
თქვენ მაიძულებთ, იმიტომ რომ ჩემდამი არა დარიგების ტონით არამედ აგრესიით ლაპარაკობთ.. : / განსხვავებული აზრის გამო არ შეიძლება ადამიანს ეგრე მოექცეთ..

რა ხანია უკვე ჩემს ეკლესიაშიც აღარ დავდივარ, რაღაც მიზეზების გამო, გასვლას გარეთ ვერ ვახერხებ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვტყუი და 14 წლის არ ვარ, უკვე ყელში მაქვს ამოსული, როდემდე გავიძახო რო წლოვანებას მნიშვნელობა არა აქვს , ალბათ ზუსტად წლოვანების გამო მექცევით მასე..
: /

ყველა ფორუმზე ეგრე ხდება , მაგრამ იქ გვიან იგებდნენ , მეთქი აქ ახლა ადრე ვეტყვი და არაფერი შეცვლილა , მაინც იგივე დამოკიდებულება არის..

კარგად იყავით!



--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 30 2010, 14:22
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



konstitucia
გული დამწყდება...
წლოვანებას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jul 1 2010, 17:56
პოსტი #15


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



konstitucia
ჩემგან სად დაინახე აგრესია?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jul 1 2010, 18:39
პოსტი #16


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



აბესალომ

შენგან მითუმეტეს


--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი Jul 1 2010, 18:45
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



მადლი არის ღმერთი.


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jul 1 2010, 20:07
პოსტი #18


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(konstitucia @ Jul 1 2010, 18:39) *

აბესალომ

შენგან მითუმეტეს

ფაქტები მოიყვანე.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
oldbeliever
პოსტი Jul 18 2010, 01:08
პოსტი #19


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 18.07.2010
წევრი № 654



konstitucia
ციტატა
დიდი ხანია რაც ამაზე ვფიქრობ და სწორი პასუხი არავის მოუწოდებია..


მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, მეგობარო!

თუ არ ვცდები შენ დასვი შეკითხვა: რომელი ეკლესია დააფუძნა ქრისტემ: მართლმადიდებლური თუ კათოლიკური, თუ ორივე? ასეთია ამ განყოფილების სათაურიც.

მინდა გითხრა, რომ კითხვა არასწორად არის დასმული, რადგან ტერმინები "კათოლიციზმი" და "მართლმადიდებლობა" კონფესიური განსხვავების აღსანიშნავად გამოიყენეს ქრისტეს ეკლესიის დაარსებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ (თუ არ ვცდები, ტერმინი "მართლმადიდებელი" პირველად ჩნდება V საუკუნიდან, თუმცა არა როგორც კონფესიური კუთვნილების გამოხატულება). სიტყვა "კათოლიკე" ბერძნულია და ქართულად საყოველთაოს ნიშნავს. ეს ტერმინი, XI საუკუნეში, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განხეთქილების შემდეგ მიისაკუთრა დასავლეთმა (ანუ დასავლეთის ეკლესიამ ჩათვალა რომ "კათოლიკე" ეკლესია სწორედ ის არის). სიმართლისა და ჭეშმარიტების ფლობის ნიშნად, აღმოსავლეთის ეკლესიას ეწოდა "მართლმადიდებლური" (ბერძნულად მას ეწოდება "ორთოდოქსი", რაც თავიდპირველად არჩეულ გზას ნიშნავს).

ამდენად სიტყვები: "კათოლიკე" და "ორთოდოქსი" გამოყენებულ იქნა კონფესიური განსხვავებულობის აღსანიშნავად. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები ვიყენებთ ორივე სიტყვას (მართლმადიდებლურ მრწამსში, მაგალითად, ვამბობთ, რომ გვწამს "ერთი, წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია").

ამდენად, კითხვა იმისა, თუ რომელი ეკლესია დააფუძნა ქრისტემ "კათოლიკური" თუ "მართლმადიდებლური" მეტად გულუბრყვილოდ მეჩვენება.


--------------------
"დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8).

"უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალატ. 1:10).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Jul 18 2010, 13:27
პოსტი #20


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



რათუნდა მაგას ბევრი კამათი?! თავიდან იყო ერთი ქრისტიანული რელიგია შემდეგ უსჯულო ევროპელებმა რაღაც რაღაცეები დაამატეს დოგმატებში ისარგებლეს იმითი რომ ლათინური უბრალო ხალხმა არ იცოდა (ლათინური კი არა უმეტესეობამ წერა კითხვა თავიანთ ენაზე არ იცოდა) და ისე განმარტეს ბიბლია როროგრც თვითონ უნდოდათ (მატერიალური ინტერესები გააჩდათ და ყვლიფავდნენ ხალხს როგრც კი შეიძლებოდა). ამას მოჰყვა განხეთქილება პირველ რელიგიასა და ამათ რელიგიას შორის. შეცვლილ ევროპელების რელიგიას დაერქვა კათოლიკური და თავდაპირველი რელიგია დარჩა ისე როგორც იესომ გადმოგვცა. ამ განხეთქილების გამო ანათემას გადაეცა ის პაპი რომელმაც ეს ცვლილებები შეიტანა ევროპელებთან შესაბამისად ის ჯაჭვი რომელიც მოციქულებისგან ხელდასმით მოდის იქ შეწყდა. ანუ იქიდან მომდიანრე აღარ არის კათოლიციზმი მართალი რელიგია და არც სასულიერო პირები აღარ არიან მათში მადლმოსილი.
ცისფერების და პედოფილების ბრბოდ იქცა


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 7.08.2020 - 22:23