IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
აპოკალიფსისი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიფსისი, ყველაფერი ბოლო ჟამის შესახებ გაზიარება
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 14:43
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



ძალიან რთული და დაძაბული ვითარებაა დღეს საერთოდ ეკლესიებში. მრავალი არეულობა, რელიგიურ მიმდინარეობათა გამრავლება, მათი ქადაგება და ა.შ

აი რას ამბობს ესაია 4 თავში:

ციტატა
1. და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაკაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი.

2. ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა.

3. და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა, წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა,

4. რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა.

5. და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი.

6. და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა.


ყველაზე მთავარი, და ამ თემის არსი:

ციტატა

1. და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაკაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი.

1. ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი.


sad.gif მემგონი მიხვდით რაზეც არის საუბარი.....

ციტატა
განმარტება


ძველ-ქართული:

(ბოლო ჟამს) შეიპყრან (დაიჭერა) შჳდთა დედათა(ეკლესია, სასძლო ქრისტესი) ერთი მამაკაცი (იესო ქრისტე) მეტყუელთა: პური ჩუენი (საკუთარი მანანა, საკუთარი სიტყვა, საკუთარი მოძღვრება) ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი (ხსნის სამოსელი, ან სამართლიანობის მანტია) შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა(ქრისტიანი), მომისპე ყუედრება ჩვენი (სირცხვილი, ზიზღი)


თანამედროვე ქართული:


(ბოლო ჟამს).... ჩაებღაუჭება(დაპყრობა) შვიდი დედაკაცი(ეკლესია, სასძლო ქრისტესი) ერთ მამაკაცს (იესო ქრისტე) იმ დღეს(ბოლო ჟამს) და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ(საკუთარი მანანა, საკუთარი სიტყვა, საკუთარი მოძღვრება) და ჩვენი საკუთარი სამოსელით(ხსნის სამოსელი, ან სამართლიანობის მანტია) შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს(ქრისტიანი), აგვხადე სირცხვილი. (ზიზღი, დაყვედრება, სირცხვილეულება)


- წინასწარმეტყველება ეხება დროს, როცა ყველა ეკლესია მოიხსენიებს საკუთარ თავს ქრისტიანად იმიტომ, რომ ასწავლიან თავიანთ მოძღვრებებს, თავიანთ სწავლებებს, ხსნის და გადარჩენის თავიანთ სწავლებებს და აიგნორებენ სიმართლეს და ღვთის სიტყვასა და მცნებას. მათ სჯერათ, რომ რახან ქრისტიანად იწოდებიან, ამით იგინი დაფარავენ და გაეცლებიან საკუთარ უკეთურებასა და სირცხვილეულებას.

გავიხსენოთ, იოანეს 4:24-25:

არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.
სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.


ასევე იოანეს 8:47:

რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.


წერილის სიმბოლიზმი

იმ დღეს
- ბოლო ჟამი, მომავალი დღეები, ესაია წინასწარმეტყველებს ქრისტეს შობამდე 740 წელს. ეს არის წინასწარმეტყველება თუ რა მოხდება ახალი აღთქმის პერიოდში...

შვიდი
- წმინდა ციფრი ებრაელთა შორის, ასევე აღნიშნავს სრულყოფილებას. ძირითადად სიმბოლური დანიშნულებით გამოიყენება.

ციფრი ძალიან გავრცელებულია ებრაელებში და მათ რელიგიურ ცხოვრებაში, გამოიყენება მათ კანონებსა თუ რიტუალებში.

შვიდი სული (გამოცხადება .1: 4) შვიდჯერ განბანვა იორდანეში (მეორე მეფეთა 5:10,14)

შვიდი ვარსკვლავი (გამოცხადება. 1:16; 2:1; 3:1) შვიდი წელი (დაბადება 29:18)

შიმშილობის შვიდი წელი (მეორე მეფეთა 24:13)

შვიდი ქალი აღნიშნავს ეკლესიებს


ქალი - ეკლესია

- კრავის სძალი(ქალი) ნიშნავს იესო ქრისტეს ეკლესიას
- სძალი კრავისა (გამოცხადება 21:9) იერუსალიმი როგორც სძალი კრავისა (გამოცხადება 21:2)
- თაყვანისცემა იერუსალიმს (იოანე 4:21) უფლის სიტყვა იერუსალიმიდან (ისუ. 2:3; მიქა. 4:2).

დედაკაცები ამ თავში აღნიშნავს ყველა ქრისტიანულ ეკლესიას. შვიდ ეკლესიას იოანეც აღნიშნავს გამოცხადების 1 და 2 თავში, რომელიც გვიცხადებს მაცხოვრის წერილებს ამ ეკლესიათა მიმართ:

(I ეკლესია - ეფესო) მოქმედი ეკლესია, მისდევს დოქტრინებს მაგრამ აკლია სიყვარული;

(II ეკლესია - ზმირნა) გაჭირვებული და გლახაკი, მაგრამ მდიდარი ეკლესია;

(III ეკლესია - პერღამი) ერეტიკული ეკლესია;

(IV ეკლესია - თჳატირი) ცრუ-წინასწარმეტყველთა ეკლესია;

(V) ეკლესია - სარდისი) მკვდარი ეკლესია;

(VI ეკლესია - ფილადელფია) ერთგული ეკლესია რომელსაც აქვს მცირე ძალა (გამოცხადება 3: 8);

(VII ეკლესია - ლავდიკია) არც თბილი - არც გრილი, თვით-კმაყოფილი ეკლესია;


კაცი, იესო, ძე კაცისა


კაცის ძეს არა აქვს თავის მისადრეკი ამ სოფლად (მათე 8:20; ლუკა 9:58)

კაცის ძეს აქვს ძალაუფლება დედამიწაზე (მათე 9:6; მარკ 2:10; ლუკა 5:24)

კაძის ძე არის უფალი შაბათისა (მათე 12:8; მარკ 2:28)

იესო მოიხსენიება როგორც: კაცის ძე


ღვთის სიტყვა


სამოსელი - თეთრი სამოსი, ზეციური სამოსელი

ხსნის სამოსელი (ისო. 61:10; ფს. 131:16)

სამართლიანობის მანტია, სამოსელი (იობი 29:14)

სპეტაკი სამოსელი (გამოცხადება 3:5)

ოცდაოთხი უხუცესი (გამოცხადება 4:4) რომელთაც აცვიათ თეთრი სამოსელი (გამოცხადება 4:4)

აცვიათ თეთრი მანტია (გამოცხადება 7: 9) ნაცვლად სიმართლის ქადაგებისა, მათ არ აცვიათ ხსნის სამოსელი.

მე მაინტერესებს რომელია მართლმადიდებელი ეკლესია ამ 7 ეკლესიიდან.... და საინტერესოა თუ გავარჩევთ რომელი რომელია


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 27 2010, 19:16
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(აკაკი @ Jul 27 2010, 15:43) *



დედაკაცები ამ თავში აღნიშნავს ყველა ქრისტიანულ ეკლესიას. შვიდ ეკლესიას იოანეც აღნიშნავს გამოცხადების 1 და 2 თავში, რომელიც გვიცხადებს მაცხოვრის წერილებს ამ ეკლესიათა მიმართ:

(I ეკლესია - ეფესო) მოქმედი ეკლესია, მისდევს დოქტრინებს მაგრამ აკლია სიყვარული;

(II ეკლესია - ზმირნა) გაჭირვებული და გლახაკი, მაგრამ მდიდარი ეკლესია;

(III ეკლესია - პერღამი) ერეტიკული ეკლესია;

(IV ეკლესია - თჳატირი) ცრუ-წინასწარმეტყველთა ეკლესია;

(V) ეკლესია - სარდისი) მკვდარი ეკლესია;

(VI ეკლესია - ფილადელფია) ერთგული ეკლესია რომელსაც აქვს მცირე ძალა (გამოცხადება 3: 8);

(VII ეკლესია - ლავდიკია) არც თბილი - არც გრილი, თვით-კმაყოფილი ეკლესია;

[
მე მაინტერესებს რომელია მართლმადიდებელი ეკლესია ამ 7 ეკლესიიდან.... და საინტერესოა თუ გავარჩევთ რომელი რომელია

მართლაც საინტერესოა, რომელი რომელია?
მოდი ერთად ვიმსჯელოთ.
მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტობა და დანარჩენი ოთხი, ვიფიქრებ.
შემდეგი მონოფიზიტები, რომლებმაც შეინარჩუნეს მოციქულეობირივი წარმომავლობა...


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 19:23
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



როგორც ვიცით იოანე გამოცხადებაში უდიდესი სიღრმეა, მრავალი სიმბოლო, მრავალია დაფარული.. დღესაც ბოლომდე არ არის ამოხსნილი სიღრმე ამ წიგნისა... დღესაც კი ცდილობენ ღვთისმეტყველნი ჩაწვდნენ ამ სიბრძნეს, რაც ძალიან რთულია... ღმერთმა ინებოს ნეტარი იოანეს ლოცვით, შევძლოთ ადამიანებმა და ჩავწვდეთ ამ სიბრძნეს და ამოვიკითხოთ ის რაც ღმერთმა გადმოგვცა იოანეს მიერ...


ერთად ვიმსჯელოთ და დავაკვირდეთ რომელი წერილი რომელ ეკლესიას ეკუთვნის, მაგალითად რომელი ეკუთვნის ლათინურ (ე.წ კათოლიკური) ეკლესიას, რომელი პროტესტანტულს, რომელი მართლმადიდებლურ ეკლესიას და ა.შ

გამოთქვით თქვენი აზრი


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 27 2010, 21:19
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(აკაკი @ Jul 27 2010, 20:23) *

როგორც ვიცით იოანე გამოცხადებაში უდიდესი სიღრმეა, მრავალი სიმბოლო, მრავალია დაფარული.. დღესაც ბოლომდე არ არის ამოხსნილი სიღრმე ამ წიგნისა... დღესაც კი ცდილობენ ღვთისმეტყველნი ჩაწვდნენ ამ სიბრძნეს, რაც ძალიან რთულია... ღმერთმა ინებოს ნეტარი იოანეს ლოცვით, შევძლოთ ადამიანებმა და ჩავწვდეთ ამ სიბრძნეს და ამოვიკითხოთ ის რაც ღმერთმა გადმოგვცა იოანეს მიერ...
ერთად ვიმსჯელოთ და დავაკვირდეთ რომელი წერილი რომელ ეკლესიას ეკუთვნის, მაგალითად რომელი ეკუთვნის ლათინურ (ე.წ კათოლიკური) ეკლესიას, რომელი პროტესტანტულს, რომელი მართლმადიდებლურ ეკლესიას და ა.შ

გამოთქვით თქვენი აზრი

ნამდვილი ეკლესია ის არის , რომელშიც შენარჩუნებულია სამოციქულო მემკვიდრეობითობა-საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიათბელი ქრისტეს ეკლესიისა, მოციქულებრივი იერარქიის მემკვიდრეობითობა, მღვდელმოქმედების მემკვიდრეობითობა, რომელიც უწყვეტად მომდინარეობს მოციქულთაგან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოციქულებრივი მემკვიდრეობა შემონახულია სხვა ისტორიულ ეკლესიებშიც., რომლებიც განუდგნენ მართლმადიდებლობას, ასეთებია მონოფიზიტები და კათოლიკობა.

პირველი, რაც თვალში მოსახვედრია რომის კათოლიკობამ მოახდინა ქალაქ რომის დოგმატიზაცია, როგორც დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქალაქისა, რომლის ეპისკოპოსსაც თურმე გააჩნიაუცდომელობა სარწმუნეობრივ და ზნეობის საკითხებში. ეს მაშინ, როდესაც ”არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს.”
და ვერც რომელიმე ქალაქი მიანიჭებს ადამიანს, თუნდაც პაპს, უცდომელობის თვისებას.


ახლა რაც შეეხება ლუთერანობასა და მისგან გამოსულ , სოკოებივით მომრავლებულ სექტებს, მათ არ გააჩნიათ მოციქულთა მემკვიდრეობითი იერარქია, რადგან ისინი არც ცნობენ სამოციქულო იერარქიას.
აქვე უნდა გავიხსენოთ უფლის სახაებისეული შეგონება:” არა ყოველი რომელმა მრქუას მე: უფალო, უფალო, , არამედ მყოფელმან ნებისა მამისა ჩემისა ზეცათასა.”

ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთგულება უფალ იესო ქრისტეს და მისი სახარებისადმი ერთგულებაა, ხოლო ეკლესიის ღალატი, ქრისტესა და მისი სახარების ღალატის ტოლფასია.
აქედან გამომდინარე მართლმადიდებელი ეკლესიის შეცნობა ძალიან ადვილია.
(VI ეკლესია - ფილადელფია) ერთგული ეკლესია რომელსაც აქვს მცირე ძალა (გამოცხადება 3: 8);

მაგრამ შეიძლება ეს იყოს ეფესოს ეკლესია .
ეფესოს საეკლესიო კრება იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება - მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება. გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად.
(I ეკლესია - ეფესო) მოქმედი ეკლესია, მისდევს დოქტრინებს მაგრამ აკლია სიყვარული;


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 27 2010, 21:46
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ვისთვისაც უცხოა მოციქულთა მემკვიდრეობითობა და არ სცნობენ მას, მინდა შევახსენო როგორ წარგზავნა უფალმა ლუდიას პეტრე, თავი მოციქულთა: ”და გვეტყოდა ჩვენ უფალი, ვითარმედ:- ლუდიას შინა წარვედით და ახარეთ აღდგომა ჩემი.-და წარვიდა უფალი ჩვენგან. და აღვდეგით და მივედით ლუდიას და ვიქადაგეთ სიტყვა ჭეშმარიტებისა.
და მოიქცნენ და ნათელსიღეს. და აღაშენეს ეკლესია და აწვიეს იერუსალიმით პეტრე, თავი მოციქულთა. და მოვიდა ლუდიას და შესწირა მსხვერპლი საიდუმლოსა. და აკურთხეს ეკლესია და ხელი დაასხა ენეას ეპისკოპოზად. ხოლო ჰურიათა სცნეს რა ესე, შეიპყრნეს იგინი და გვემნეს და ეკლესია მოუღეს. არამედ მაშინ მუნ ჰრომნი მთავრობდენ და მოუღეს მათ ეკლესია ჰურიათა და დაბეჭდეს, და იტყოდენ:
-ორმეოც დღეთა არა განეღოს კარი საყდრისა ამის, და ვისიცა სასწაული იპოვოს მუნ, ჰურიათი ანუ ქრისტიანეთა, მათ მიეცეს.
ხოლო ენეა შეწუხებული იყო ამისთვის და მივიდა იერუსალიმად ვედრებად დედისა უფლისა ამათთვის, ხოო დედა უფლისა ეტყოდა:
-ნუ გეშინინ, რამეთუ ძემან და ღმერთმან ჩვენმან სასწაულად სახე ჩემი გამოსახოს მუნ.
ხოლო შემდგომად ორმეოცთა დღეთა აღახვნეს კლიტენი კარისა მისგან. და ჰურიანი შინა არა შევიდეს, ხოლო მთავარი რომთა შევიდა შინა და იხილა დედა იესოსი გამოსახული. და ეწერა ზედა, ვითარმედ: ”დედა უფლისა”.
ამისთვის მისცეს კლიტე ეკლესიისა მის ქრისტიანეთა.”


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 22:10
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



animani
ფილადელფის ეკლესიაზე მართლა დიდი ალბათობაა, რომ იგია მართლმადიდებელი ეკლესია დღეს.

ეფესოს ეკლესიამ მიატოვა პირველი სიყვარული, ანუ აკლია სიყვარული... მართლმადიდებელ ეკლესიას აკლია სიყვარული?! მემგონი არა ..

ციტატა
ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა: 9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ. 10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. 11. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.


შესაძლებელია ზმირნის ეკლესიაც ნიშნავდეს მართლმადიდებელ ეკლესიას


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 28 2010, 21:23
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(აკაკი @ Jul 27 2010, 23:10) *

animani
ფილადელფის ეკლესიაზე მართლა დიდი ალბათობაა, რომ იგია მართლმადიდებელი ეკლესია დღეს.

ეფესოს ეკლესიამ მიატოვა პირველი სიყვარული, ანუ აკლია სიყვარული... მართლმადიდებელ ეკლესიას აკლია სიყვარული?! მემგონი არა ..
შესაძლებელია ზმირნის ეკლესიაც ნიშნავდეს მართლმადიდებელ ეკლესიას

არა მგონია სმირნას ეკლესია, რომ ვიყოთ, ნუთუ ასეთი გაჭირვებული და ღატაკი ეკლესია ვართ? ეს რაღაც სიმართლეს არ შეეფერება.



რაც შეეხება ეფესოს ეკლესიას, აქ ლაპარაკია სავარაუდოდ მართლმადიდებლებისა და კათოლიკების შესახებ, მაგრამ რომელს შეეხევბა უფრო მეტად?
"მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული."

ეფესელთა ეკლესია მაინც აქედან ერთ-ერთი მგონია.
პირველი სიყვარული კი ჩემი აზრით ერთი წმიდა და კათოლიკე ეკლესიის გახლეჩაზე მიუთითებს 1054 წელს.


მეც ამ აზრს ვიზიარებ:
"ფილადელფის ეკლესიაზე მართლა დიდი ალბათობაა, რომ იგია მართლმადიდებელი ეკლესია დღეს. "


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 28 2010, 21:35
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



animani
შესაძლოა, მართალი იყო... რომ ეკლესიის გახლეჩაზეა "სიყვარულის მიტოვება"

სმირნის ეკლესიაზე იმიტომ მაქვს კიდევ ეჭვი, რომ მანდ წერია "ჭირი და სიგლახაკე" რაც დევნის და გაჭირვებას ნიშნავს?! მერე კი ამბობს "არამედ მდიდარ ხარ"

არ ვიცი ვერ ვიტყვი დაზუსტებით


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 28 2010, 21:57
პოსტი #9


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
დედაკაცები ამ თავში აღნიშნავს ყველა ქრისტიანულ ეკლესიას. შვიდ ეკლესიას იოანეც აღნიშნავს გამოცხადების 1 და 2 თავში, რომელიც გვიცხადებს მაცხოვრის წერილებს ამ ეკლესიათა მიმართ:

(I ეკლესია - ეფესო) მოქმედი ეკლესია, მისდევს დოქტრინებს მაგრამ აკლია სიყვარული;

(II ეკლესია - ზმირნა) გაჭირვებული და გლახაკი, მაგრამ მდიდარი ეკლესია;

(III ეკლესია - პერღამი) ერეტიკული ეკლესია;

(IV ეკლესია - თჳატირი) ცრუ-წინასწარმეტყველთა ეკლესია;

(V) ეკლესია - სარდისი) მკვდარი ეკლესია;

(VI ეკლესია - ფილადელფია) ერთგული ეკლესია რომელსაც აქვს მცირე ძალა (გამოცხადება 3: 8);

(VII ეკლესია - ლავდიკია) არც თბილი - არც გრილი, თვით-კმაყოფილი ეკლესია;

იოანეს გამოცხადების რომელ განმარტებაში წერია, რომ სესაძლოა განვაზოგადოთ ამ ეკლესიებზე თქმული? წმიდა წერილზე მსჯელობისას აუცილებელია განმარტებებს დავეყრდნოთ.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 28 2010, 22:39
პოსტი #10


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



წმიდა ანდრია კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსის იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების განმარტება:



1. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:

2. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.

3. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.

4. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.

5. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ;

(გამოცხადება 2, 1-5)



განმარტება:


აქნა საქმენი იგი მის ეკლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათვის საქმისა ოდენ აბრალა, რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხოყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა. ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს, ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი განაგრილა, რომლისათვისცა ეტყჳს.



8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:

განმარტება:

პირველი არს, ვითარცა ღმერთი, და უკუანაჲსკნელი - ვოთარცა უკუანაჲსკნელთა ჟამთა კაც-ქმნული, რომელმან სამისა მის დღისა სიკუდილითა მოგუცა ცხორებაჲ დაუკუნოჲ.

9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ.

განმარტება:

ჭირი და სიგლახაკჱ ჴორციელიო, რომელსა თავს-იდებ ურწმუნოთაგან და ამითჳს მდიდარ ხარ სულითა.


9. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან.

განმარტება:

იტყჳს, ვითარმედ: ვიცი გმობაჲცა იგი ეშმაკთა შესაკრებელისაჲ, რამეთუ არა არიან ჰურია, ესე იგი არს, ვითარმედ არა დაუცუეთია მათ მეტობაჲ იგი ცოდვისაჲ და ურწმუნოებისაჲ, დარაცათუ იტყვჳან, ვითარმედ ქრისტესნი ვართ, რომელნი-იგი წვალებასა შინა არიან.




--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 28 2010, 22:47
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



ეფესოს ეკლესია

1. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:


"ანგელოზის პირით ისე ელაპარაკება ეკლესიას, როგორც მოძღვარი თავის მოწაფეს. "შვიდ ვარსკვლავში", ანუ ანგელოზებში, - რომელთაც ნეტარი ირინეოსი და ეპიფანე "შვიდი ცის" სახელწოდებითაც მოიხსენიებენ - ზეციურ ძალთა განმგებლობა უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც, როგორც ყოველი მხარე დედამიწისა, ქრისტეს "უპყრიან მარჯუენესა მისსა", რამეთუ აღთქმისაებრ იარება იგი შორის ეკლესიათა და ანგელოზთა მიერ მართავს სამყაროს" (ანდრია კესარიელი).

2-6. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.

"თუმც კი შეაქო ეს ეკლესია მისი საქმეებისთვის, ქებით დაიწყო და ქებითვე დაასრულა - სიტყვის შუაში ამხილა ერთი საქმის გამო და გაკიცხა იგი. მტკიცე სარწმუნოებისთვის, შრომისმოყვარებისა და უკეთურთაგან გაუცხოებისთვის აქო, რამეთუ "ყოველ სულს არ ენდობოდნენ", გამოსცდიდნენ ცრუ მოციქულთ და ტყუილს გამოაშკარავებისთანავე უარყოფდნენ. აქებს იმისთვისაც, რომ ნიკოლაელთა ბილწი საქმეები მოიძულეს, ხოლო კიცხავს იმიტომ, რომ ძმათა მიმართ სიყვარული და ქველმოქმედებანი შეამცირეს, რის გამოც მოუწოდებს: "შეინანე და პირველივე საქმენი ქმენ" (ანდრია კესარიელი).

"სასანთლის (ანუ ეკლესიის) აღძვრა" ბოროტების სულთა, ბოროტ კაცთა და მათ შემწეთა მანქანებით საღმრთო მადლის მფარველობისგან ეკლესიის განშიშვლებას მოასწავებს, ხოლო ზოგიერთნი ამაში სამღვდელმთავრო საყდრის ეფესოდან კონსტანტინეპოლში გადატანას გულისხმობენ. რაც შეეხება ნიკოლაელთ, თუ რის გამო სძაგს ღმერთს მათი საქმეები, ცნობილია ყველა იმისთვის, ვინც კი გაეცნო ამ მწვალებლობას" (ანდრია კესარიელი).

"გაიხსენე საიდან დაეცი და შეინანე". მაგრამ ინანიებს ის, ვისაც ახსოვს საღმრთო მცნება, თავმდაბალი, მომთმენი და მორჩილია ღმრთისმსახურთა მიმართ. ამდაგვარი მორჩილებითა და კეთილი საქმეებით სათნოექმნება უფალს" (წმ. კვიპრიანე).

"მიკვირს მათი სიჯიუტე, ვინც ეწინააღმდეგება დაცემულთა სინანულით შეწყნარებას, დაუშვებლად მიიჩნევს ამას და მონანიეთ არ აძლევს განტევებას მაშინ, როდესაც ნათქვამია: "მოიხსენებდ, უკუეთ სადაით დაეცი და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმენ" (გამოცხ. 2:5). ამ სიტყვებით იმას მიმართავს, ვისი დაცემაც ცნობილი და ვისაც უფალი კეთილ საქმეთა ქმნადობით აღდგომას შეაგონებს, რამეთუ ნათქვამია: "მოწყალება სიკვდილისგან იხსნის კაცს" (ტიმ. 4:10). თუმც არა იმ სიკვდილისგან, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ჩააცხრო ქრისტეს სისხლმა და რომლისგანაც ჩვენი მაცხოვრის მადლით ვთავისუფლდებით ნათლისღებით, არამედ იმ სიკვდილისგან, რომელიც ამის შემდეგ ცოდვის მიერ განივრცობა" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

"მოციქულებმა დაამტკიცეს შვიდი დიაკვანი (საქმე 6:5); ექვსი მათგანი მართალ სარწმუნოებაში იმყოფებოდა, ხოლო მეშვიდე საცთურის გამომგონებელი აღმოჩნდა" (გამოცხ. 2:6) (წმ. გრიგოლ დეოლოღოსი).

"ნიკოლაიტები" მოციქულთა მიერ დამტკიცებული შვიდი დიაკვნიდან ერთ-ერთის - ნიკოლოზის მოწაფეები იყვნენ. ისინი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდნენ, ხოლო ბიწიერებასა და კერპშენაწირის ჭამას არარჯულსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევდნენ. ამიტომაც ითქვა მათზე: "შენში კარგია ის, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს" (წმ. ირინეოს ლიონელი).

7. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.

"რომელთა ჰქონან ყურნი, ისმინენ" - ხორციელი ყურნი ყოველ კაცსა აქვს, ხოლო სულიერ სმენას, როგორიც ჰქონდა, მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას (8:5), მხოლოდ სულიერი კაცი მოიპოვებს; ეშმაკთა საცთურის მძლეველ ადამიანს ღმერთი სიცოცხლის ხის ნაყოფის ბოძებას, ანუ სამარადისო ცხოვრებას აღუთქვამს. "სიცოცხლის ხეში" სიმბოლურად იგულისხმება მარადიული ცხოვრება, რომელიც არის ქრისტე, როგორც ბრძანებენ ბრძენი სოლომონი და თვით იოანე ღვთისმეტყველი სხვა ადგილას. სიბრძნის შესახებ სოლომონი ამბობს, რომ ის არის "ხე ცხოვრებისა" (იგავთა 3:18), ხოლო ქრისტეს მოციქული ბრძანებს, რომ "ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრებაი საუკუნოი" (1 იოანე 5:20) და, თუ გვსურს მისი დამკვიდრება, გემუდარებით, განვჰმართოთ ჩვენი ცხოვრება და ვძლიოთ ნებებს, რამეთუ ღვაწლს მადლისმიერი ჯილდო მოსდევს უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, რომლისაცა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და, მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ანდრია კესარიელი).


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 28 2010, 22:59
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



სმირნის ეკლესია

8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:

"ის "პირველია", როგორც ღმერთი და "უკანასკნელი", როგორც ბოლო ჟამს განკაცებული, რომელმაც სამი დღის სიკვდილით მოგვანიჭა "ცხოვრება საუკუნო" (ანდრია კესარიელი).

9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ

"ვიცნი შენი ხორციელი ჭირნი და სიგლახაკე, რომელთაც ურწმუნოთაგან მოწყლული ჩემს გამო ითმენ, მაგრამ სულით ხარ მდიდარი, რამეთუ გაქვს გულში დაუნჯებული საგანძური. სატანურ საკრებულოთა მგმობელობაც ცნობილია და მათ შესახებაც ვუწყი, ვინც ამ სახელით სამართლიანად იწოდებიან. "რამეთუ იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულად იუდეველობს, არამედ ის, ვინც შინაგანადაა იუდეველი" (რომ. 2:28, 29), ხოლო "ჰურია" ("იუდველი") აღსარებასა და სინანულს ნიშნავს" (ანდრია კესარიელი).

10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.

"აპოკალიპსისში აღქმულია საღმრთო მფარველობა ჩვენს შეჭირვებებში: "ნუ გეშინიაო, ნათქვამია, საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა". და ამ მფარველობასა და უსაფრთხოებას გვპირდება ის, ვინც წინასწარმეტყველ ესაიას პირით ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიხსენ შენ და გიწოდე სახელი შენი: ჩემი ხარ შენ. და უკეთუ განხვიდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ და უკეთუ განხვიდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არა შეგწუას შენ, რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაი ისრაელისა, მაცხოვნებელი შენი" (ესაია 43:1-3) (წმ. კვიპირიანე კართაგენელი).

"ნუ გეშინია ჭირთა, რომელნიც უსჯულოთაგან მოიწევიან, გაყენებენ ჭრილობებს და გდევნიან, რამეთუ ხანმოკლენი იქნებიან ჭირნი, ამიტომაც ითქვა "ათ დღე". ასე რომ, მომთმენნი იქმენით და თავს იდევით სიკვდილი, რათა მიიღოთ საუკუნო სიცოცხლე" (ანდრია კესარიელი).

წერილში ნათქვამია: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 10:32) და ისინი (წმინდანნი) აღიარებდნენ. უფალი ბრძანებს: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მათე 10:22). და მათაც ბოლომდე დაითმინეს, და დაიმსახურეს სრულყოფილი და წაურთმეველი ჯილდო თავიანთ სათნოებათათვის. და სხვაგანაც ნათქვამია: "იქმენ მორწმუნე სიკუდილამდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი" (გამოცხ. 2:10). და კვლავაც, სიკვდილამდე ერთგულნი მტკიცენი და ურყევნი იყვნენ სარწმუნოებაში. როდესაც საპყრობილეებში დამწყვდევასა და შებორკვას ემატება სიკვდილიც, მაშინ აღსრულდება მოწამის დიდებაც" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი)

11. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.

"ვინც სულიერად ისმენს და სძლევს ეშმაკის მანქანებას, ხორციელად რომც მოკვდეს, როგორც კაცი, მეორე, სულიერი სიკვდილით არ მოკვდება და გეჰენიისგან არ ევნება" (ანდრია კესარიელი).


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 28 2010, 23:12
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



პერღამოსის ეკლესია

12-13 და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული: ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.

"ქალაქი, რომლის მორწმუნეებსაც განსაცდელთა მოთმინებისთვის აქებს, იყო კერპოვანი. "ორპირ აღლესულ მახვილად", ანუ სახარებისეულ სწავლებად იხსენიებს იმ სწავლებას, რომელიც ადამიანთა გულებს შეაგონებს, ან კიდევ იმ რისხვისათვის იტყვის, რომელიც მწვალებლებზე მოიწევა და ეკლესიიდან განკვეთს. ანტიპა პერღამელი მოწამე იყო, ფრიად გაბედული და მამაცი, მისი გმირობის შესახებ მეც წამიკითხავს; ხოლო აქ მოწამეთა მოთმინებისა და მდევნელთა სისასტიკეს წარმოაჩენს" (ანდრია კესარიელი).

"საყვარელნო ძმანო, გახსოვდეთ განვლილი დრო, განმტკიცდით და დაითმინეთ ბოროტნი და, თუკი ძენი ვართ რჩეულთანი, მაშინ ვალდებულნი ვართ, მივბაძოთ მათ მაგალითს რამეთუ, ვინც ბოროტს არ ითმენს, ის კეთილი არ არის. ამიტომაც ამბობდა იობი საკუთარ თავზე: "ურჩხულებს ძმად ვექმენ და ჩიტებს მეგობრად" (იობი 30:29). სოლომონიც ამიტომ ბრძანებს სიძის პირით წმიდა ეკლესიის შესახებ: "როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის" (ქება ქებათა 2:2). ეზეკიელის მეშვეობითაც იტყვის უფალი: "ძეო კაცისაო, ნუ გეშინია მათი (მწვალებლების) და ნუ განჰკრთები პირისაგან მათისა, რამეთუ განმძვინვარდებიან და გარეშემოგერტყმიან შენ, მორიელთა შორის იქნები" (ეზეკ. 2:6). განა ამის გამო არ აქებდა პეტრე ლოტის ცხოვრებას, როცა ამბობდა: "ხოლო მართალი ლოტი, უსჯულოთაგან გაწამებული, სიბილწით მცხოვრებთაგან იხსნა", ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს მართალი კაცი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი (მართალი) სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ბილწ საქმეებს" (2 პეტრე. 2:7, 8). ამიტომაც აქებს პავლეც და განამტკიცებს მოწეფეებს: "იყავით უბრალო და უმანკონი, ღმერთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი" (ფილიპ. 2:15, 16). ამის გამოა, რომ იოანეც მოწმობს პერღამოსის ეკლესიის შესახებ და ამბობს: "ვიცი საქმენი შენნი, და რომ იქ მკვიდრობ სადაც არის სატანის ტახტი, და იმარხავ ჩემს ახალ სახელს" (გამოცხ. 2:13). აი, საყვარელნო ძმანო, ყოველივე ამის ჩამოთვლით ვცნობთ, არასდროს ისე არ უცხოვრია მართალს, რომ ბოროტეულთა მიერ არ ყოფილიყო გამოცდილი. რამეთუ, ასე ვიტყვი, ორპირ აღლესულ მახვილად ვერ შეიქნება ჩვენი სული, თუ არ აილესა უცხოთა უკეთურების ბირდაბირით" (წმ. გრიგოლ დეოლოღოსი).

14-15 არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ.

"ბალაამმა, რომელსაც ღვთის ერის შეცდენა სურდა, ურჩია (ბალაკს), მახე დაეგო ისრაელის ძეთათვის სწორედ იმ მხრიდან, რა მხრივაც ავლენდა ის სისუსტეს. იგი დარწმუნებული იყო, რომ, თუკი მეძავ ქალებს შესთავაზებდა, დაუყოვნებლივ იმრუშებდნენ მათთან" (იხ. რიცხვ. 25:1-3; 31:16) (ღირ. იოანე კასიანე რომაელი).

"ისმინეთ, ჩემო ქრისტესმოყვარენო ძმანო, ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელს რა შეამთხვია წყეულმა და ყოვლადბილწმა და როგორი მზაკვარებით მოახერხა თითოეული მათგანის შეტყუება ყველაზე მძიმე ცოდვაში. ისრაელიტელთა შესაცდენად შთააგონა ბალაამს, უბოროტესი რჩევა მიეცა მიდიამელთა მეფის ბალაკისთვის, გამოეყენებინა ქალაქელი დიაცები და ისრაელიტელნი სიძვისა და კერპთაყვანისცემის ცოვაში შთაეგდო, რათა პირუტყვული ჟინით აღტყინებულნი დიაცებთან სიძვით დაცემისთანავე უკეთურებით მოეწყვიტა უფალს. და აჰა, მეფემაც დააყენა დიაცნი ერის წინაშე; მათ კარებთან მოაწყო ტრაპეზები შესაწირავებითა და სამსხვერპლოებითურთ, რათა სიძვის მსურველს ჯერ მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, ხოლო შემდგომ ამ უწმინდურ დიაცებთან სიძვა-მრუშობით ეჯერა გული. არც დიაცნი ითხოვდნენ ისრაელიანთაგან რასმე, გარდა იმისა, რომ მათთან აღრევის მსურველს ჯერ კერპთათვის შეეწირა მსხვერპლი. მეფემ გამოიყვანა თავადთათვის ასულნი მდიდართ, უბრალო ხალხს კი მდაბიო დედაკაცები აკუთვნა, რათა ყველა შემცოდ ერთდროულად სიკვდილის შესაპყარი გაეხადა... ხედავ უსამართლობასა და ბოროტის მზაკვარებას, მან ყველას სასიკვდილო ორმო გაუთხარა! თუ სმენია რომელიმე თქვენგანს ამგვარი უმსგავსება - ორპირმახვილაღლესული სიძვა? რამეთუ საშინელი, ორმაგი სიკვდილით ჰკლავდნენ დედაკაცნი მათთან დაცემულთ, როდესაც კერპთაყვანისცემისა და მათთან სამარცხვინო კავშირისკენ აღძრავდნენ მათ. სწორედ ამ ხერხს გამოიყენებს ანტიქრისტეც, როდესაც დრო-ჟამის აღსასრულს ცრუ ნიშებითა და სასწაულებით გამოჩნდება..." (ღირ. ეფრემ ასურელი)

"... ამიტომაც ახსენებს ბალაამს, "რომელი ასწავებდა" ბალაკს, რითაც ეშმაკზე მიანიშნებს, რომელმაც ოდესღაც (გრძნობისმიერი) სიძვითა და კერპთაყვანისცემით ისრაელის ცთუნება ასწავლა ბალაკს (იესუ ნავე 24:9), რამეთუ ისინი, სიძვასა და კერპთმსახურებაში შთავრდომილნი, იმდენად დაეცნენ, რომ მსხვერპლი შესწირეს ბელფეგორს" (ანდრია კესარიელი).

16. შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა.


"ეფესოს ეკლესიის ანგელოზისადმი მიმართულ სიტყვაში სიყვარულის მიტოვება ემხილება, პერღამოსის ეკლესიის ანგელოზისადმი- კერპშენაწირის ჭამა და ნიკოლაელთა მოძღვრება, ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზისადმი მიმართულ სიტყვაში ცრუ წინასწარმეტყველი იეზაბელი, კერპშენაწირის ჭამა და სიძვა. მაგრამ ყველა მათგანს, უფალი, სასჯელის მუქარით, მოუწოდებს სინანულად. იგი არ აღძრავდა მათ სინანულისკენ, მიმტევებელი რომ არ ყოფილიყო მონანულთადმი... არამედ ამბობს: "შეინანე, უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა ვყო მათ თანა მახვილითა პირისა ჩემისაითა" (ნეტ. იერონიმე).

"მუქარას კაცთმოყვარებით ამსუბუქებს, რამეთუ შენ კი არ შეგებრძოლებიო, - ეუბნება, - არამედ იმათ, ვინც უკურნებლად დასნეულებულა" (ანდრია კესარიელი).


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 29 2010, 10:58
პოსტი #14


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



აკაკი
განმმარტებელი არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვიფიქროთ თითქოს ამ კონკრეტულ ეკლესიებზე დაწერილი შეიძლება განზოგადდეს.

ანუ ვიფიქროთ, რომ ვთქვათ ფილადელფიის ეკლესიაზე დაწერილში შესაძლოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იგულისხმებოდეს.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 29 2010, 13:40
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



lingvo

გასაგებია, მაგრამ მსოფლიოში გაცილებით მეტი მართლმადიდებელი ეკლესიაა ვიდრე შვიდი.

და ქრისტიანული დენომინაციები კი მემგონი მართლა შვიდია. სექტებს არ ვგულისხმობ არამედ ეკლესი"ებს"


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 29 2010, 14:23
პოსტი #16


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
გასაგებია, მაგრამ მსოფლიოში გაცილებით მეტი მართლმადიდებელი ეკლესიაა ვიდრე შვიდი.

წმიდა მამებს რა უწერით ამის შესახებ? შეიძლება განვაზოგადოთო? ვერ მოვიძიე სადმე რომ ეწეროს...

სახიფათოა საკუთარ გონებას რომ მივენდოთ...


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 29 2010, 14:45
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



lingvo
არ უნდა მივენდოთ... რამე მოვიძიოთ...

ჯერ არ მინახია, რომ წმ. მამები იძახოდნენ, რომ უნდა განვაზოგადოთ.. ისინი ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მხოლოდ განმარტავენ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა და წინადადება... მაგრამ ვის მიმართავს და ა.შ ამაზე არ მინახავს განმარტება sad.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 29 2010, 15:01
პოსტი #18


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
მაგრამ ვის მიმართავს და ა.შ ამაზე არ მინახავს განმარტება

მეც ამას ვამბობ, რომ თუ წმიდა მამები არ აზოგადებენ, ჩვენ არ უნდა გავკადნიერდეთ.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
oldbeliever
პოსტი Aug 1 2010, 00:43
პოსტი #19


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 18.07.2010
წევრი № 654



აკაკი
ციტატა
არ უნდა მივენდოთ... რამე მოვიძიოთ...

ჯერ არ მინახია, რომ წმ. მამები იძახოდნენ, რომ უნდა განვაზოგადოთ.. ისინი ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მხოლოდ განმარტავენ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა და წინადადება... მაგრამ ვის მიმართავს და ა.შ ამაზე არ მინახავს განმარტება


გამარჯობა აკაკი. ადრე შეგპირდი ამ თემაზე გამოგეხმაურები-თქო, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ მოვიცალე. არადა ძალზედ საინტერესო თემაა. შემიძლია გითხრა, რომ ამ მხრივ გარკვეული რამ შემიძლია მოგაწოდო. აპოკალიფსური თემატიკა ძალზედ მაინტერესებს.

მართალია, წმიდა მამებს ბევრი არა აქვთ ნათქვამი აპოკალიფსისზე, მაგრამ ეს ერთი მხრივ გასაგებიცაა. აპოკალიფსისს, გავბედავ და ვიტყვი, აქვს ერთი თავისებურება, კერძოდ ის, რომ მას თავად დრო განმარტავს.

ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, საუკნე აპოკალიფსურ წრეში შედის, კაცობრიობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატაკლიზმის პირას დგას... დღე და საათი კაცთაგან არავინ უწყის, მაგრამ წმინდა წერილი როგორც ისტორიული, ასევე მისტიკური თვალსაზრისით მიგვანიშნებს თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ დრო, რომელშიც ვცხოვრობთ:

"ზომავ რა დროს, გაზომე იგი შენს თავში, და, როცა ნახავ, რომ ჩავლილია ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი" (3 ეზრა 9:1).

ეზრასადმი ღმერთის ზემოთ მოტანილ განცხადებაში ვხედავთ, რომ აქ საუბარია ბოლო დროზე, მაგრამ ასევე ნათელია, დროის თვალსაზრისით ჩვენი ადგილსამყოფელი შეიძლება დავადგინოთ იმის მიხედვით თუ რა წინასწარმეტყველება ახდა და რა დარჩა.

ამდენად, ერთის მხრივ, მაქსიმალურად უნდა დავეყრდნოთ წმიდა მამებს, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობიდან არ გავუშვათ ჩვენს თანამედროვეობაში მიმდინარე მოვლენები, რადგან მათი გულისხმისყოფა, სწორედ ჩვენ გვაკისრია.

აქაც სიფრთხილე გვმართებს. წამიკითხავს და გამიგია ფანტასტიკური ვერსიები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტეზე და ა. შ. ერთმა ისიც კი დაწერა, რომ ანტიქრისტე ლენინი არისო... და სხვათა შორის, უამრავ არგუმენტსაც ასახელებს...

რა თქმა უნდა, ასეთი განმარტებების ბრმად ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა ყველაზე ფანტასტიური და წარმოუდგენელი რამ განხორციელდეს, რომელსაც ვერასდროს ვიფიქრებდით... ანუ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ახლა დრო არ მაქვს უფრო ღრმად განვიხილო ესაიას შენს მიერ შემოთავაზებული ადგილები, მაგრამ, შენი თხოვნის მიხედვით, რაღაც რაღაცეები მოვკრიბე და ამ დღეებში შემოგთავაზებ. მარტო ერთი ჩემი მოსაზრება მინდა გვაცხადო. ესაიაში მოხსენიებული შვიდი დედაკაცი შესაძლოა შვიდ ეკლესიას გულისხმობდეს, არ ვიცი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ წმიდა მამათა განმარტებებში ეს ადგილი პირდაპირი მნიშვნელობით არის გაგებული. ამ განმარტებებს მოგვიანებით გაგაცნობ. უფრო სხვაგვარადაა საქმე აპოკალიფსისის შვიდ ეკლესიასთან. აქ, როგორც მე წამიკითხავს, იგულისხმება ეკლესიის ისტორიის შვიდი პერიოდი. ანუ ის შვიდი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელშიც ეკლესიას მოუწია ყოფნა.

ძველმართლმადიდებლებისგანაც მსმენია გარკვეული განმარტებები. სხვათა შორის არც თუ უინტერესო. ამიტომ, მინდა ჩავერთო თქვენს დიალოგში და საკუთარი შეხედულებები და ჩემს მიერ მოგროვილი მასალები გაგაცნოთ. იმედია მომისმენთ.


--------------------
"დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8).

"უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალატ. 1:10).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Aug 1 2010, 10:02
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



oldbeliever
საინტერესოა, საინტერესო.

დაველოდოთ smile.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 22.02.2020 - 23:35