IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
დავსვათ შეკითხვები წმიდა წერილის შესახებ - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> დავსვათ შეკითხვები წმიდა წერილის შესახებ გაზიარება
la-maria
პოსტი Dec 4 2009, 18:04
პოსტი #21


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 4 2009, 18:03) *

la-maria

მასე, როგორც თქვენ ამბობთ, ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან რომ ჩვენი რელიგიაა ჭეშმარიტიო. ვინმე თუ ეტყვის ამიზსენი და დამისაბუთე რომ მასეაო, ეტყვის: ჭეშმარიტებას ახსნა, კამათი და დასაბუთება არ უნდაო. smile.gif ასე რომ, თუ ფიქრობ რომ როცა ადამიანი შეკითხვას დასხვავს, ის კი არ უნდა მიწერო, "ეს ასეა და მორჩა, ესაა ჭეშმარიტება და მიიღე თუ გინდა, თუ არა და ახსნას არ ვაპირებ". მიხვდით ალბათ რასაც ვამბობ.


gulaxdilad Tqvi agape, rac SekiTxvebi dasvi pasuxi ar gaeca am forumze? რაც იკითხე იმის შესაბამისი მასალები დავდეთ და ტქვენ ამბობთ ტქვენ ტვითონ ტქვით უფრო მეტი ჭეშმარიტებაო


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 4 2009, 18:18
პოსტი #22


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



la-maria

თქვენ მასე იფიქრეთ რომ გაეცა პასუხები, არ მაქვს პრობლემა. დაკვირვებული ადამიანები დაინახავენ, რომ სამწუხაროდ, არც ერთ ჩემს შეკითხვას ჯერჯერობით არ გაცემია პასუხი. საკამათოდ არ დამისვია შეკითხვები. შეკითხვები იმისთვის დავსვი, რომ პასუხები მიმეღო.


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 4 2009, 18:20
პოსტი #23


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 4 2009, 18:18) *

la-maria

თქვენ მასე იფიქრეთ რომ გაეცა პასუხები, არ მაქვს პრობლემა. დაკვირვებული ადამიანები დაინახავენ, რომ სამწუხაროდ, არც ერთ ჩემს შეკითხვას ჯერჯერობით არ გაცემია პასუხი. საკამათოდ არ დამისვია შეკითხვები. შეკითხვები იმისთვის დავსვი, რომ პასუხები მიმეღო.


აგაპე საწყენად არ მიიღო. ის შეკითხვები რომელიც დასვი ტუ ის პასუხები არ არის თქვენტვის მისაღები, აქ დევს სხვადსხვა ლინკი და შეგიძლიათ მოისმინოთ.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 4 2009, 18:28
პოსტი #24


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ციტატა(la-maria @ Dec 4 2009, 18:20) *

აგაპე საწყენად არ მიიღო. ის შეკითხვები რომელიც დასვი ტუ ის პასუხები არ არის თქვენტვის მისაღები, აქ დევს სხვადსხვა ლინკი და შეგიძლიათ მოისმინოთ.


არ მგონია გაუგებრად ვწერდე. არცერთ მითითებულ ლინკებზე არ არის ჩემი შეკითხვის პასუხი. დავამთავროთ აქ ხომ შეილება. რა საჭიროა ასე გართულება საკითხის. თუ ფიქრობთ რომ დევს პასუხები, დაწერეთ ფორუმზე, ნუ მამისამართებთ იქეთ, სადაც პასუხები არ არის.


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 4 2009, 18:53
პოსტი #25


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 4 2009, 18:28) *

არ მგონია გაუგებრად ვწერდე. არცერთ მითითებულ ლინკებზე არ არის ჩემი შეკითხვის პასუხი. დავამთავროთ აქ ხომ შეილება. რა საჭიროა ასე გართულება საკითხის. თუ ფიქრობთ რომ დევს პასუხები, დაწერეთ ფორუმზე, ნუ მამისამართებთ იქეთ, სადაც პასუხები არ არის.


agape ar ginda mama daviTs an sxva moZRvars esaubro im Temebze rac tqventvis gaugebaria? darwmunebuli var arc erTi moZgvari ar getyvis uars. me ase viqcevi xolme.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 5 2009, 14:36
პოსტი #26


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ციტატა(la-maria @ Dec 4 2009, 18:53) *

agape ar ginda mama daviTs an sxva moZRvars esaubro im Temebze rac tqventvis gaugebaria? darwmunebuli var arc erTi moZgvari ar getyvis uars. me ase viqcevi xolme.


ეგ რჩევაა თუ რა არის? მარიგებთ თუ?


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 5 2009, 16:06
პოსტი #27


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 5 2009, 14:36) *

ეგ რჩევაა თუ რა არის? მარიგებთ თუ?

ეს მართლმადიდებლური ფორუმია!!!


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 5 2009, 17:21
პოსტი #28


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



animani

გეთაყვა, არაა საჭირო აგრესია. აგრესია მხოლოდ აგრესიას ბადებს. თუ თქვენ არ გსურთ ან არ გაქვთ ჩემი შეკითხვის პასუხები, გთხოვთ საშუალება მისცეთ კომპეტენტურ პირებს რომ უპასუხონ.


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 5 2009, 19:48
პოსტი #29


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 5 2009, 14:36) *

ეგ რჩევაა თუ რა არის? მარიგებთ თუ?


აგაპე ხომ ეძებ სიმართლეს და ჭეშმარიტებას, რაც გეტყობა ვერსად იპოვე. მამაოს ესაუბრე ამ თემებზე. უფალი გფარავდეს და გაგინათოს ჭეშმარიტებისკენ მისასვლელი გზა.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 5 2009, 21:21
პოსტი #30


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ციტატა(la-maria @ Dec 5 2009, 19:48) *

აგაპე ხომ ეძებ სიმართლეს და ჭეშმარიტებას, რაც გეტყობა ვერსად იპოვე. მამაოს ესაუბრე ამ თემებზე. უფალი გფარავდეს და გაგინათოს ჭეშმარიტებისკენ მისასვლელი გზა.


la-maria

მალდობა დაიკო კეთილი სურვილებისათვის და რჩევისთვის.


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 5 2009, 21:48
პოსტი #31


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 5 2009, 21:21) *

la-maria

მალდობა დაიკო კეთილი სურვილებისათვის და რჩევისთვის.

smile.gif


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 5 2009, 21:56
პოსტი #32


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ნეტარი აგუსტინეს თქმით: " ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი".
იესო ქრისტემ არათუ შეახსენა ადამიანებს სახელი ღვთისა, არამედ გამოუცხადა, აუწყა ახალი სახელი, რომელიც ღვთის ჭეშმარიტი პიროვნული სახელია და მანამდე არავინ უწყოდა.
„გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყნისაგან“ (იოან. 17, 6); „მე ვაუწყე მათ შენი სახელი“ (იოან. 17, 26).

სიტყვებში გამოვუცხადე, ვაუწყე იგულისხმება არა ძველი სახელის შეხსენება, არამედ მანამდე დაფარულის გამომჟღავნება. და აი, ეს სახელიც:
„წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათ. 28, 19). ძველ ქართულ ტექსტში ასეა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნეთლ სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ (მათ. 28, 19).
თუ ჩავხედავთ სახარების დედანს, ბერძნულ ტექსტს, იქაც ვნახავთ, რომ სიტყვა სახელითა მხოლობით რიცხვშია - Εις τò öνομα, რაც აუცილებლად ნიშნავს მამის, ძისა და სული წმიდის ერთიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა მრავლობით რიცხვში - Εις öνοματα, ანუ სახელითა მამისა, სახელითა ძისა და სახელითა სულიწმიდისა.

ამგვარად, ღმერთის პიროვნული სახელი ახალ აღთქმაში არის მამა, ძე და სულიწმიდა აღებული ერთად,
„რადგან სამნი მოწმობენ ზეცად მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (1 იოან. 5, 7).

საღმრთო წერილში, ძველშიც და ახალშიც, არაერთგზისაა მინიშნებული ღვთის სამობით არსებობა. ბიბლიის კომენტატორები თვლიან, რომ აბრაამის სამი სტუმარი (დაბ. 18) სამების ალეგორიული სახეა.






--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mesiis maxvili
პოსტი Dec 6 2009, 03:29
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 4.12.2009
წევრი № 417



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 3 2009, 14:35) *

LeVaNcHiK

მართლა საინტერესო მონაკვეთი მოგიყვანია წმინდა წერილიდან. მაინტერესებს, მართლმადიდებლების მოსაზრება პურსა და ღვინოზე, რომელიც იესომ მოწაფეებს გადააწოდა რომ ეჭამათ. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????

დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ.



'A-G-A-P-E', უამრავ თქვენს პოსტებში აფიქსირებთ, რომ პასუხს არ სცემენ თქვენს შეკითხვებს, ამიტომ ახლა მინდა პასუხი გაგცეთ:

ჯერ ვიდრე უშუალოდ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს პირველი დავიწყოთ იმით, რომ თქვენ კითხვაში აფიქსირებთ ასეთ გამონათქვამს ,,მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია", რაც პირდაპირ მეტყველებს თქვენს ტენდენციურობაზე, რითაც ამ ფორუმზე არა ერთხელ დაგიდანაშაულებიათ სხვები და სამწუხაროდ ამას თვითონვე აკეთებთ.

კერძოდ, თქვენ ამ გამონათქვამით ნათლად აფიქსირებთ თქვენს დამოკიდებულებას წმიდა წერილისადმი, ანუ თქვენი ნააზრევის ლოგიკურ ჯაჭვს რომ მივყვეთ, გამოდის, რომ წმიდა წერილი შეიძლება მრავალგვარი არსებობდეს ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ბაპტისტურის, პროტესტანტულის, ორმოცდაათიანელების, რასელიტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ანუ გამოდის რომ თქვენვე გეპარებათ ეჭვი, რომ ბიბლია ერთადერთი და ჭეშმარიტია.
და სწორედ ამიტომ თქვენს მიერ მოყვანილი ციტატები, უმეტეს შემთხვევაში პერიფრაზირებულია, ან უზუსტოა, ან რაც უფრო ხშირია კონტექსტიდან ამოგლეჯილი.
აი კლასიკური მაგალითი ამისა:

თქვენ გიწერიათ - მაინტერესებს, მართლმადიდებლების მოსაზრება პურსა და ღვინოზე, რომელიც იესომ მოწაფეებს გადააწოდა რომ ეჭამათ. როგორც [b]მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????

რას ვხედავთ ამ კითხვაში და როგორაა ციტატები მოყვანილი.
კითხვაში ვგებულობთ, რომ თურმე ,,მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიის" მიხედვით, იესომ თავისი ხორცი და სისხლი ასვა და აჭამა თავის მოსწავლეებს და ამით მტკიცდება რომ მართლმადიდებლები დიდ შეცდომაში არიან, რომ ,,მათი ბიბლია" სიცრუეს ქადაგებს! (მე მგონი ყველა დამეთანხმება, აქ მოყვანილი კითხვის არსის, ზუსტ გაგებაში).

მოდით ვნახოთ ეს ადგილი ( ,,მართლმადიდებელი ეკლესიის" smile.gif ) ახალი აღთქმის წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით:

26. და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. 27. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა: 28. ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა. მათე 26; 26-27


22. და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი. 23. და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა. 24. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული. მარკოზი 14; 22-24


17. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა. 18. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს. 19. და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. 20. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული. ლუკა 22; 17-20



რა ვიცი, გულდასმით ვკითხულობ, (სათვალეც კი მოვიშველიე) აქ მოყვანილ ციტატებს, მაგრამ ვერანაირად ვერ აღმოვაჩინე, რომ ,,მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში" მოწაფეებმა იესოს ფიზიკური ხორცი შეჭამეს და ფიზიკური სისხლი დალიეს.

ბოლოში წერთ, რომ:

--დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ. (ციტატის დასასრული)


ესე იგი თქვენი ლოგიკით რა გამოდის, რომ ,,მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია" იტყუება? ესე იგი მართლმადიდებლები ცრუ და მატყუარები იყვნენ (ჩვენი წინაპრები და წმიდა მამები) და დღესაც არიან (ანუ ჩვენ)

ანუ აქედან მხოლოდ ერთად-ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ თქვენ ნამდვილად კი არ გაინტერესებთ ჭეშმარიტების დადგენა არამედ თქვენი მიზანი მხოლოდ განქიქება, ანუ გაწვალებაა, ამიტომ თქვენს მიერ წარმოებულ დებატებს არა სინამდვილის დადგენა აქვს მიზნად, არამედ:

1. წმინდა წერილის და იესო ქრისტეს სახის დამახინჯება.
2. მართლმადიდებლობის და მართლმადიდებლური სწავლების შეურაცხყოფა.

რაც აქ მყოფი ფორუმელებისათვის ყოვლად მიუღებელია და ამის გამო თქვენთან ყოველგვარი დებატები მხოლოდ წყლის ნაყვაა, და არავითარი აზრი არა აქვს. ამიტომ ნუ გიკვირთ, რომ ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს არ გცემენ.

და თუ მაინც ვინმემ მაინც გიპასუხათ, იცოდეთ არა იმიტომ, რომ თავის მართლება გვინდა, არამედ ხედავენ რა თქვენ ცთომილებებს, ეცოდებით ამის გამო და იმიტომ.
მაგრამ მიუხედავად ამისა (სამწუხაროდ) თქვენ ჯიუტად არ გინდათ სიმართლე შეიმეცნოთ და გაიგოთ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 6 2009, 13:49
პოსტი #34


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ციტატა(mesiis maxvili @ Dec 6 2009, 03:29) *

და თუ მაინც ვინმემ მაინც გიპასუხათ, იცოდეთ არა იმიტომ, რომ თავის მართლება გვინდა... ეცოდებით ამის გამო და იმიტომ.


mesiis maxvili

მეგობარო, იმდენი, იმდენი წერეთ, რომ ჩემ კითხვაზე პასუხის გაცემა ან გადაგავიწყდათ, ან გამოგრჩათ, ან უბრალოდ არ გქონიათ პასუხი რომ გაგეცათ. იმის ნაცვლად, უსაფუძვლო ბრალი წაგეყენებინათ, ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე გაგეცათ პასუხი, ნამდვილად კარგი იქნებოდა. რადგან არ ცემთ პასუხს, თქვენს მიერ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს არ ავყვები, რათა თემა არ გავაოფო.

იმედია, კომპეტენტური პირები გასცემენ ჩემ შეკითხვას პასუხს. შეკითხვა კი იყო ასეთი:

ციტატა
მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????
დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ.




--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 6 2009, 13:56
პოსტი #35


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 6 2009, 13:49) *

mesiis maxvili

მეგობარო, იმდენი, იმდენი წერეთ, რომ ჩემ კითხვაზე პასუხის გაცემა ან გადაგავიწყდათ, ან გამოგრჩათ, ან უბრალოდ არ გქონიათ პასუხი რომ გაგეცათ. იმის ნაცვლად, უსაფუძვლო ბრალი წაგეყენებინათ, ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე გაგეცათ პასუხი, ნამდვილად კარგი იქნებოდა. რადგან არ ცემთ პასუხს, თქვენს მიერ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს არ ავყვები, რათა თემა არ გავაოფო.

იმედია, კომპეტენტური პირები გასცემენ ჩემ შეკითხვას პასუხს. შეკითხვა კი იყო ასეთი:


zustad mag temaze mama teodore saubrobs da tu kompetenturi piris pasuxi ginda mogcem links. smile.gif mtavaria tqven gindodes torem pasuxebi uxvadaa.

martlamdidebeli eklesia sxva biblias ar ganixilavs da arc cnobs. ufali velastvis ertia da bibliac ertia, tumca gaachnia religiuri konfesiebi mas rogor gebuloben. da tqven tu gnebavt rom yvelze kompetenturi pasuxi miigot mibrzandit mama davittan an sxva nebismier mozgvartan, an linki devs am forumze da moisminet mama teodore gignazis qadageba mag temastan dakavshirebit. archevani da neba tqvenzea. pativiscemit da qristesmieri siyvarulit lamaria


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 6 2009, 14:02
პოსტი #36


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



A-G-A-P-E
არასწორად დასმულ კითხვას პასუხი არ აქვს. სწორად დასვი კითხვა თუ რამ გულრწფელად გაინტერესებს და გიპასუხებთ შეძლებისდაგვარად.

თავადაც მშვენივრად იცი, რომ არ არსებობს "მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია", არამედ ერთი წმიდა წერილია. როდესაც კითხვას ასეთი ცდომილი აზრით იწყებ, რა გასაკვირია, რომ პასუხს არ გცემენ?! ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 6 2009, 14:18
პოსტი #37


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ციტატა(lingvo @ Dec 6 2009, 14:02) *

A-G-A-P-E
არასწორად დასმულ კითხვას პასუხი არ აქვს. სწორად დასვი კითხვა თუ რამ გულრწფელად გაინტერესებს და გიპასუხებთ შეძლებისდაგვარად.

თავადაც მშვენივრად იცი, რომ არ არსებობს "მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია", არამედ ერთი წმიდა წერილია. როდესაც კითხვას ასეთი ცდომილი აზრით იწყებ, რა გასაკვირია, რომ პასუხს არ გცემენ?! ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია.


lingvo

მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიიდან მოვიყვანე და სრულიად მართებულად დავწერე სიტყვები "მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია". სხვა რელიგიის მიერ გამოცემული ბიბლიიდან რომ მომეყვანა ციტატა, დავწერდი რომელი ეკლესიის ბიბლიიდან იქნებოდა ციტირებული სახარების სიტყვები. კათოლიკური ეკლესიის ბიბლიიდან ან რომელიმე პროტესტანტული მიმდინარეობის ბიბლიიდან რომ მომეყვანე ციტატა, ცხადია იტყვოდით, ეგ ციტატა, მაგათი ბიბლიიდანაა მოყვანილიო. ამიტომ, გთხოვთ, სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს. მგონი რთული შეკითხვა არ დამისვია და დააცადეთ კომპეტენტურ პირებს რომ უპასუხონ ჩემ შეკითხვას. რა საჭიროა აგრესია, ბრაზი ან უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება... მოკლედ, ერთხელ კიდევ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას და იმედია, ერთად დაველოდებით პასუხს:



ციტატა
"მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????
დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ.


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 6 2009, 14:45
პოსტი #38


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



A-G-A-P-E

ევქარისტიის საიდუმლო

ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία - ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამრიგად, ეს საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება:

ა. პურისა და ღვინის გადაქცევა ანუ გარდაარსება უფლის ხორცად და სისხლად;

ბ. ამ წმიდა ძღვენის ზიარება.

მას ეწოდება ევქარისტია, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა.

პავლე მოციქული კი გადმოგვცემს: „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთვს განტეხილი: ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“ (I კორ. 11,23-24).

მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე: „ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული“ (ლკ. 22,19) და „... ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26) - სავსებით ცხადია და გარკვეული და რაიმე განსხვავებულსა თუ არაპირდაპირ განმარტებებს არ საჭიროებს. მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი; ეს აღსრულდა მაცხოვრის აღთქმის თანახმად თავის სისხლისა და ხორცის შესახებ (ინ. 6).

უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: „ამას ჰყოფდით... ჩემდა მოსახსენებლად“. და ეს მსხვერპლშეწირვა უნდა სრულდებოდეს „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი (I კორ. 11,26), ანუ პავლე მოციქულის დარიგების მიხედვით, უფლის მეორე მოსვლამდე. ეს მაცხოვრის სიტყვებიდანაც ჩანს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). და მართლაც, ეკლესიამ პირველივე დღეებიდანვე მიიღო ევქარისტია, როგორც უდიდესი საიდუმლო და მისი დადგინება უდიდესი ზედმიწევნობითა და კეთილკრძალულებით არის დაცული. იგი სრულდება და აღესრულება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.

როტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/18.htm

დაგაკმაყოფილა პასუხმა?


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 6 2009, 15:21
პოსტი #39


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 6 2009, 14:18) *

lingvo

მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიიდან მოვიყვანე და სრულიად მართებულად დავწერე სიტყვები "მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია". სხვა რელიგიის მიერ გამოცემული ბიბლიიდან რომ მომეყვანა ციტატა, დავწერდი რომელი ეკლესიის ბიბლიიდან იქნებოდა ციტირებული სახარების სიტყვები. კათოლიკური ეკლესიის ბიბლიიდან ან რომელიმე პროტესტანტული მიმდინარეობის ბიბლიიდან რომ მომეყვანე ციტატა, ცხადია იტყვოდით, ეგ ციტატა, მაგათი ბიბლიიდანაა მოყვანილიო. ამიტომ, გთხოვთ, სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს. მგონი რთული შეკითხვა არ დამისვია და დააცადეთ კომპეტენტურ პირებს რომ უპასუხონ ჩემ შეკითხვას. რა საჭიროა აგრესია, ბრაზი ან უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება... მოკლედ, ერთხელ კიდევ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას და იმედია, ერთად დაველოდებით პასუხს:


აგაპე ბიბლია არის ერთი, ხოლო გამოცემა სხვადასხვა, ანუ წითელქუდა ზღაპარი შეიძლება გამოვცე სულაკაურის გამომცემლობაში ან აანიაშვილის გამომცემლობაში ან კიდევ სხვა ვინმეს გამომცემლობაში, მაგრამ ამით ზღაპრის შინაარსი არ იცვლება. ძალიან გთხოვ ასე ნუ დაყობთ ბიბლიას.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 6 2009, 15:41
პოსტი #40


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403



ციტატა(lingvo @ Dec 6 2009, 14:45) *

A-G-A-P-E
მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე: „ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული“ (ლკ. 22,19) და „... ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26) - სავსებით ცხადია და გარკვეული და რაიმე განსხვავებულსა თუ არაპირდაპირ განმარტებებს არ საჭიროებს. მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი; ეს აღსრულდა მაცხოვრის აღთქმის თანახმად თავის სისხლისა და ხორცის შესახებ (ინ. 6). უფალმა აზიარა მოწაფენი


დაგაკმაყოფილა პასუხმა?


lingvo

პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მაქსიმალურად შეეცადე ჩემ შეკითხვაზე პასუხის გაცემას.

როგორც შეკითხვის პასუხში წერ: "მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი".

უბრალოდ მინდა დავაზუსტო ზოგი რამ შენ რაც დამიწერე იმაზე, სხვა არაფერი, კამათს ცხადია არ ვაპირებ, რადგან კამათის არანაირი სურვილი არც მქონია და არც მაქვს. მე მხოლოდ შეკითხვის პასუხები მინდა ხოლმე მოვისმინო და არა კამათი და შეურაცხყოფა.

ესე იგი, შენ ამბობ, რომ მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ხორცი და სისხლი? ანუ, თავისი ხორცი, რომელშიც დადიოდა და თავისი სისხლი, როელიც მის ხორციელ სხეულში იყო ის შესთავაზე და აჭამა მოწაფეებს?

ამაზე მიპასუხე და ამ საკითხზე სრულიად გასაგები იქნება თქვენი პასუხი და შესაბამისად შეკითხვებიც აღარ მექნება ამზე.

კიდევ ერთხელ წონასწარ დიდი მადლობა .


--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 14.12.2019 - 23:45