IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
საპატრიარქოს უნივესიტეტი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )

Reply to this topicStart new topic
> საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი გაზიარება
unknown lady
პოსტი Mar 25 2013, 22:25
პოსტი #1

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 11.09.2010
წევრი № 693

მოგესალმებით,
ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება.
2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს.

ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში.

მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის)

აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ.

საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს.
სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს.
რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია.

პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 26 2013, 00:52
პოსტი #2

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

ციტატა(unknown lady @ Mar 25 2013, 22:25) *

ქალები და ისიც საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტები ეწეოდნენ? ისიც ქუჩაში, ყველას თვალწინ, ავარა ქალებივით?
ასეთ ქალებს რა უნდათ საპატრიარქოს უნივერსიტეტში, სხვას რა უნდა ასწავლონ, ან მიუთითონ?
თქვენ უნივერსიტეტის რექტორს განიკითხავთ, მაგრამ არაფერს ამბობთ მოგწონთ იმ გოგოების საქციელი?

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
unknown lady
პოსტი Mar 26 2013, 16:56
პოსტი #3

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 11.09.2010
წევრი № 693

animani

სტუდენტებს არ ეკრძალებათ უნივერსიტეტის ტერიტორიის გარეთ მოწევა. რექტორი კი სახეა უნივერსიტეტის და ყვირილი, აგრესია, გაგდებით დამუქრება ეწინააღმდეგება სიყვარულით მითითებას.
კარგი იქნება, რომ მიუთითოს და სთხოვოს. სიყვარულით. და არა აგრესიით. და თან რა? ისე მოწიეთ არავინდაგინახოთო. ორმაგი სტანდარტებია?

მე ვამხელ რექტორს. გნებავთ ჩათვალეთ განკითხვად. მე არ ვარ რექტორი და პასუხისმგებლობაც ნაკლები მაქვს, ის რექტორია, სახე საპატრიარქოს უნივერსიტეტის და მგონი აგრესიული და ნევროტული ქცევები მიუღებელია. ასევე უხარისხო სწავლაც მაწუხებს. ახალტურებენ ლექციებს და აცდენენ. ეს ტყულია და ცუდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 2 2013, 17:22
პოსტი #4

Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219

unknown lady
მხილება სიყვარულით ხდება, თქვენ კი რაღაც ვერ გატყობთ ძალიან გიყვარდეთ თქვენი რექტორი. თქვენ მისი შეცდომის (თუ ეს შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს) გამო წუხილს კი არ გამოთქვამთ, არამედ აღშფოთებული ხართ მისი "დანაშაულებრივი ქმედებით". რატომ მიიჩნევთ საკუთარ თავს მასზე რამით აღმატებულად და რატომ თვლით თავს შეურაცხყოფილად? იქნებ ყველას საკუთარი შეცდომებისთვის მიგვეხედა და მათი გამოსწორებისთვის გვეზრუნა?

--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
unknown lady
პოსტი Apr 28 2013, 21:21
პოსტი #5

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 11.09.2010
წევრი № 693

ძვირფასო ლამარა,

მართალი ბრძანდებით განკითხვის ამბავში. თუმცა უნივერსიტეტი ფინანსდება საპატრიარქოს ბიუჯეტიდან, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამდენად უხარისხო პროდუქტის შექმნა მთლიანად საზოგადოებას და მეც, როგორც საზოგადოების წევრს მაზარალებს. აქ ყველა თავის თავს ვერ მიხედავს, რადგან მისი მოტივაცია, როგორც სამწუხაროდ ვატყობა, არ არის სწავლის ხარისხზე ზრუნვა
თუ სწავლის ხარისხზე იზრუნებს, მზად ვარ პირადად დავეხმარო და ათასგზის ბოდიში მოვუხადო. თუმცა, როდესაც საპატრიაქოს უნივერსიტეტში ცდება ლექციები და ლექციებზე სწავლის მაგივრად არის ჭორაობა, პასიურობა ბოროტების ხელშეწყობაა. უპირობო მორჩილება მონასტერში, საერო ცხოვრებაში კი წმიდა ილია მართლის პრინციპები.
ჩემი სურვილია მაღალი ხარისხის განათლება, ლექციების გაცდენის აღკვეთა. არც ერთი სახელმძღვანელო არ შეესაბამება სტანდარტს
ბაკალავრიატში, მაგისტრატირასა და დოქტურანტურაში ერთი და იგივე სახელმძღვანელოა - ანალიზის გარეშო. თორემ ანალიზი და ინტერპრეტაცია რომ იყოს, მაშინ გასაგებია. დოქტურანტურაში ისწავლება ბიოგრაფია, რაც სირცხვილია, რადგან ბიოგრაფია უნდა იცოდეს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტმა. სირცხცვილია დოქტორანტები ბიოგრაფიებს შპარგალკებიდან რომ იწერენ
გამოცდებზე არის გადაწერა. ამ ყველაფერზე მე ვწუხვარ და ჩემი გაჩუმება ამ შემთხვევაში ტყუილში თანამონაწილეობა იქნება.

ვუსურვებ საპატრიარქოს უნივერსიტეტს ღირსეულ სასწავლებლად ჩამოყალიბებას, სადაც აღარ გაცდება ლექციები, აღარც გადაწერა იქნება და პროგრამაც სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისი იქნება

კეთილი სურვილებით,
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 7 2013, 17:16
პოსტი #6

Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219

unknown lady
იქნებ მაგ წინადადებებით საპატრიარქოსთვის მიგემართათ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება აუცილებლად იქნება საპატრიარქოს ინტერესებში. გადაწერას ეგრე ადვილად ვერ მოსპობ, აქ სხვაგვარი მუშაობა უნდა წავიდეს, აღმზრდელობითი, გადაწერა სირცხვილად უნდა ითვლებოდეს და მაშინ აღარ მიმართავენ მაგ ხერხს. ან ნუ იქნება საერთოდ წერითი გამოცდები, ჩაატარონ ზეპირი გამოცდები და პრობლემაც მოგვარდება. რაც შეეხება მოწევას, რატომ მაინცდამაინც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწევა? თუ თქვენ იმ ადამიანის მეგობარი ხართ, იქნებ თქვენი რჩევით მოწევას სულ დაანებოს თავი, ეს მისთვისაც უკეთესი იქნება და თქვენთვისაც.

--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

Untitled Document

free counters

ახლა არის: 19.01.2018 - 17:48