IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
როგორ ამოვიცნოთ სექტანტები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> როგორ ამოვიცნოთ სექტანტები გაზიარება
Mesiis_maxvili
პოსტი Mar 10 2010, 23:43
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ასე მომრავლებული სექტანტური მოძრაობები, ამ ბოლო პერიოდში ახალ სტრატეგიას ირჩევენ:

,,მოსაქცევებთან" საუბარში, ცდილობენ სიტყვით აღიარონ ქრისტე, წინდა წერილი, ამით მოიპოვონ მათი ნდობა და ამის შემდეგ, მთელი მათი მოძღვრება მიმართულია როგორც იესოს ქრისტეს ღვთაებრივი სახის დამახინჯებისაკენ, ისე წმინდა წერილის შინარსობრივი და მასში ჩადებული სიბრძნის შეურაცყოფა-შეცვლისაკენ.

თქვენ რას იტყვით, კიდევ რითი შეიძლება მათი ამოცნობა?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Mar 11 2010, 14:54
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მე ვთხოვდი პირჯვარი გამოისახე-მეთქი, არა მგონია სექტანტი ამაზე დათანხმდეს რას იტყვით? smile.gif ან იესოს ლოცვას წარმოთქვამს რომელიმე? თუ არსად გვეჩქარება, მაშინ ვთხოვოთ მრწამსი ჩამოაყალიბოს და ამით კი ნამდვილად მივხვდებით მართლმადიდებელია თუ არა


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 11 2010, 16:24
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Mar 11 2010, 14:54) *

მე ვთხოვდი პირჯვარი გამოისახე-მეთქი, არა მგონია სექტანტი ამაზე დათანხმდეს რას იტყვით? smile.gif ან იესოს ლოცვას წარმოთქვამს რომელიმე? თუ არსად გვეჩქარება, მაშინ ვთხოვოთ მრწამსი ჩამოაყალიბოს და ამით კი ნამდვილად მივხვდებით მართლმადიდებელია თუ არა


ძალიან ადვილია ამოცნობა. smile.gif
ჯერ არცერთი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები კარდაკარ და ქუჩა–ქუჩა "საგანმანათლებლო" პრაქტიკას არ ეწევიან. ეს სექტანტების პირველი ამოსაცნობი ნიშანია.

მეორეც თუ მაინც ყური დაუგდეთ პირველივე ფრაზებიდან მიხვდებით. ლაპარაკის მანერა, რბილი და მშვიდი ტონი და თავდაჯერებულობა.

სხვა .... არც ეკლესია სწამთ, არც ხატები, არც პირჯვარს იწერენ და არ ანთებენ სანთლებს, და რაც მთავარია არ სწამთ წმიდა სამების დოგმატი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Mar 11 2010, 18:29
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



როდესაც საქმე რელიგიას ეხება, მე არ ვუსმენ არავის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა. კაცს კითხვა არ ეზარებოდეს და, იმდენი რამ არის დაწერილი წმიდა მამათა მიერ... ასე, რომ, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის საჭირო ვინმეს ქუჩაში თუ სადარბაზოში მოსმენა, სწორსაც რომ გასწავლიდნენ. აიღე წიგნი და წაიკითხე... წადი შენს მოძღვართან... და ა.შ.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Mar 12 2010, 12:24
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



აბესალომ


ციტატა
როდესაც საქმე რელიგიას ეხება, მე არ ვუსმენ არავის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა.


ეგ ეგრეც უნდა იყოს. არც ხარ ვალდებული ვინმეს მოუსმინო, მაგრამ თუ ადამიანი შეცდა და სექტაში მოხვდა, იქნებ დაუდგეს მას ისეთი მომენტი, რომ რაღაცა წინააღმდეგობას წააწყდეს, რაღაც კითხვა გაუჩნდეს, ჭეშმარიტების ძებნა დაიწყოს, თუ ჩვენ რამით დახმარება შეგვიძლია ასეთ ადამიანს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. ჯერ გავიგოთ რისთვის გვიწყებს ის საუბარს და თუ ვნახეთ, რომ მხოლოდ კამათი სურს და სხვა არაფერი, მაშინ დავემშვიდობოთ (ოღონდ უხეშად არ მოვექცეთ) და განვაგრძოთ გზა.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Mar 13 2010, 00:19
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



პირველი შეკითხვა: როგორ გგონიათ, ვინ გადაარჩენს მსოფლიოს? ასე იწყება მათთან ურთიერთობა...


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Mar 14 2010, 11:58
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(mati @ Mar 13 2010, 00:19) *

პირველი შეკითხვა: როგორ გგონიათ, ვინ გადაარჩენს მსოფლიოს? ასე იწყება მათთან ურთიერთობა...


მე მგონია, რომ წინასწარ იმის განსაზღვრა შეუძლებელია, თუ რითი დაიწყებენ საუბარს, მით უფრო, რომ ყველა სექტას სხვადასხვა მსოფლმხეედველობა აქვს.

la-ma-ra
ჩემი აზრით, ადამიანმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლური მოძღვრება ელემენტარულ, როგორც იტყვიან საბაზისო დონეზე მაინც, რათა ჰქონდეს უნარი გაარჩიოს ჭეშმარიტება და სიცრუე. ეს არის ერთად-ერთი გამოსავალი და არა ფორუმზე თემების გახსნა. ფორუმზე ვერასოდეს ისწავლის ადამიანი იმას, თუ რა არის თავისი რელიგიის სიდიადე, ბრწყინვალება, მით უფრო რომ ეს წიგნების კითხვითაც შეუძლებელია ბოლომდე... ბოლომდე ვერც წიგნების კითხვით და ვერც ვერანაირი გზით ვერ შეიცნობ მართლმადიდებლობის სიდიადეს და ფორუმზე ეს საერთოდ წარმოუდგენელია. ფორუმი შეიძლება იყოს დამხმარე. პირველ რიგში ჩემს თავს მოვუწოდებ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში განათლების მიღებისთვის!!!

ასეეთი კარგი ანდაზა გვაქვს ქართველებს: თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდაო! ხოდა, ჩვენი რელიგია უნიკალურია და გადარჩენის 0 %-იანი შანსის მქონემ მაინც გაიმარჯვა და დღეს 21-ე საუკუნეში მტკიცედ დგას. ამის პატრონები ვიღაცა სექტების მოძღვრებაში გარკვევას ვცდილობთ. მოდი რა, ჯერ ჩვენი თურაშაული ვნახოთ რა არის და მერე ისე კარგად გავარჩევთ პანტას, თუ შეგვხვდება სადმე, როგორც დაგვიბარებია...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Mar 14 2010, 15:59
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



აბესალომ
ციტატა
ჩემი აზრით, ადამიანმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლური მოძღვრება ელემენტარულ, როგორც იტყვიან საბაზისო დონეზე მაინც, რათა ჰქონდეს უნარი გაარჩიოს ჭეშმარიტება და სიცრუე. ეს არის ერთად-ერთი გამოსავალი და არა ფორუმზე თემების გახსნა.

1) მე ეს თემა არ გამიხსნია
2) ვთვლი რომ ფორუმის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება უფრო სწრაფად ხდება და თუ რამე კონკრეტული აინტერესებს ადამიანს შეუძლია კითხვა დასვას ფორუმზე და მიიღოს პასუხი, აგრეთვე მითითება, თუ რომელ წიგნში ამოიკითხოს მისთვის საინტერესო საკითხზე, სად უფრო კარგად წერია. თუ ამაზე მეტყვი სახარებაშიო, მე გიპასუხებ, რომ სახარება მრავალნაირად აღიქმება, ასევე მას რამდენიმე განმმარტებელი ჰყავს და მკითხველისათვის ყველა მათგანი არაა ერთნაირად გასაგები, ასევე სხვადასხვა საკითხზე ხდება მათ მიერ ყურადღების გამახვილება, იმის მიხედვით, თუ რომელი პრობლემა იყო განსაკუთრებით მწვავე მაშინ, როცა ესა თუ ის განმარტება იწერებოდა და ზუსტად სად წერია ამ საკითხზე, აქედან უფრო სწრაფად გაიგებს ადამიანი, ვიდრე ვთქვათ რომელიმე მოძღვართან პირად ურთიერთობაში, რადგან მოძღვრებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ საათობით ესაუბრონ მრევლს, აქ კი გასცემენ პასუხს.
3) საბაზისო დონეზე ჭეშმარიტების გაგებაც შეიძლება აქედან, თუნდაც განყოფილებაში: შეკითხვა მოძღვარს. რას ხედავ იმაში ცუდს, რომ ადამიანმა დასვას შეკითხვა ფორუმზე და მიიღოს პასუხი, შემდეგ მოძღვართან დააზუსტოს და ასე უფრო სწრაფად მივიდეს ჭეშმარიტების შეცნობამდე?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Mar 14 2010, 19:13
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(la-ma-ra @ Mar 14 2010, 15:59) *

აბესალომ

1) მე ეს თემა არ გამიხსნია.

2) ვთვლი რომ ფორუმის აშუალებით ინფორმაციის გავრცელება უფრო სწრაფად ხდება და თუ რამე კონკრეტული აინტერესებს ადამიანს შეუძლია კითხვა დასვას ფორუმზე და მიიღოს პასუხი, აგრეთვე მითითება, თუ რომელ წიგნში ამოიკითხოს მისთვის საინტერესო საკითხზე, სად უფრო კატგად წერია. თუ ამაზე მეტყვი სახარებაშიო, მე გიპასხებ, რომ სახარება მრავალნაირად აღიქმება, ასევე მას რამდენიმე განმმარტებელი ჰყავს დამკითხველისთვის ყველა მათგანი არაა ერთნაირად გასაგები, ასევე სხვადასხვა საკითხზე ხდება მათ მიერ ყურადღების გამახვილება, იმის მიხედვით, თუ რომელი პრობლემა იყო განსაკუთრებით მწვავე მაშინ, როცა ესა თუ ის განმარტება იწერებოდა და ზუსტად სად წერია ამ საკითხზე, აქედან უფრო სწრაფად გაიგებს ადამიანი, ვიდრე ვთქვათ რომელიმე მოძღვართან პირად ურთიერთობაში, რადგან მოძღვრებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ საათობით ესაუბრონ მრევლს, აქ კი გასცემენ პასუხს.

3) საბაზისო დონეზე ჭეშმარიტების გაგებაც შეიძლება აქედან, თუნდაც განყოფილებაში: შეკითხვა მოძღვარს. რას ხედავ იმაში ცუდს, რომ ადამიანმა დასვას შეკითხვა ფორუმზე და მიიღოს პასუხი, შემდეგ მოძღვართან დააზუსტოს და ასე უფრო სწრაფად მივიდეს ჭეშმარიტების შეცნობამდე?


1.თუ ასეთი თემის არსებობას მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ თვლი, მაშინ რატომ იმართლებ თავს, მე არ გამიხსნიაო?

2. მართალს ამბობ, რომ ინტერნეტი კარგი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ როგორც შენ აღნიშნე იგი დამხმარეა და არა ძირითადი. მისი გამოყენებით შეიძლება სწორი/საჭირო ლიტერატურა მიგითითონ ან მოძებნო ინტერნეტში, მაგრამ მერე იმას წაკითხვა უნდა. ხალხი ფორუმებზეა მიჯაჭვული და კითხვა არ უნდათ, ჩემი თამადობით. სწორედ ესაა პრობლემა, შენც დამეთანხმები.

3. საბაზისო დონეზე ჭეშმარიტების შეცნობა არ გულისხმობს მხოლოდ იმ შეკითხვებზე პასუხის მოძიებას, რომელიც გაგიჩნდება. არამედ გულისხმობს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში გარკვევას, რასაც ფორუმებით ვერ მოახერხებს ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც ფილოსოფოსობენ ფორუმებზე და ყოვლადწმიდა სამების დოგმატი არ იციან (ჩემი თამადობით).

ასეთი თემები მრავლად არის სხვადასხვა ფორუმებზე, მაგრამ საქმე ის არ არის ინტერნეტი გავამდიდროთ კონკერტული რეცეპტებით, თუ როგორ ამოვიცნოთ მწვალებლობა, არამედ საქმე ისაა, რომ გავიგოთ რა "თურაშაულის" პატრონი ვართ, რაც ვერანაირად ვერ მიიღწევა მანამ, სანამ "პანტის" ამოსაცნობ რეცეპტებს ვუკირკიტებთ. Mesiis_maxvili-ს (ამ თემის ავტორს) დიდ პატივს ვცემ და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე მონდომებულია და იღწვის, რომ ინტერნეტში იყოს ჭეშმარიტი სიტყვა, მაგრამ მე ჩემი აზრი გამოვხატე, თუ როგორ მგონია უმჯობესი.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Mar 15 2010, 19:22
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



აბესალომ გეთანხმები იმაში, რომ ვერც ფორუმში და ვერც ინტერნეტში აკადემიურ ცოდნას ვერ მიიღებ, მაგრამ ალბათ შენც დამეთანხმები, კომპიუტერზე და ინტერნეტზე დამოკიდებულება ყველას გაგვაჩნია (სამწუხაროდ და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას) აქ ალბათ სწორი იქნება თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლებმა პოპულარულ ენაზე და მინიმალურ დონეზე მაინც შევძლოთ ამ სივრცის შევსება, აქტუალურ კითხვებზე თუნდაც მინიმალური პასუხის გაცემა, რადგან სავსებით შესაძლებელია, თუნდაც ერთი ადამიანის სული გადავარჩინოთ, სურვილი აღვუძრათ ეკლესიური ცხოვრებისა, ამიტომ თუნდაც ამისთვის აზრი აქვს ამ ფორუმის არსებობას და ჩვენ დილეტანტურ მსჯელობებსაც.

იმაშიც გეთანხმები, რომ საჭიროა უფრო მეტი ვისაუბროთ მართლმადიდებლობის შესახებ, რადგან ვინც მისი ღირსნი გავხდით, კარგად გვესმის მისი ჭეშმარიტება და სულის ცხოვნების უტყუარი გზა.
ამიტომ ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხების გარშემო.
ვხსნი ახალ თემას თქვენი აზრით, რა არის თქვენთვის მართლმადიდებლობა?

იმედი მაქვს, ყველა გმოთქვავთ თქვენ აზრს!



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Mar 16 2010, 14:44
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(Mesiis_maxvili @ Mar 15 2010, 19:22) *

აბესალომ გეთანხმები იმაში, რომ ვერც ფორუმში და ვერც ინტერნეტში აკადემიურ ცოდნას ვერ მიიღებ, მაგრამ ალბათ შენც დამეთანხმები, კომპიუტერზე და ინტერნეტზე დამოკიდებულება ყველას გაგვაჩნია (სამწუხაროდ და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას) აქ ალბათ სწორი იქნება თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლებმა პოპულარულ ენაზე და მინიმალურ დონეზე მაინც შევძლოთ ამ სივრცის შევსება, აქტუალურ კითხვებზე თუნდაც მინიმალური პასუხის გაცემა, რადგან სავსებით შესაძლებელია, თუნდაც ერთი ადამიანის სული გადავარჩინოთ, სურვილი აღვუძრათ ეკლესიური ცხოვრებისა, ამიტომ თუნდაც ამისთვის აზრი აქვს ამ ფორუმის არსებობას და ჩვენ დილეტანტურ მსჯელობებსაც.

იმაშიც გეთანხმები, რომ საჭიროა უფრო მეტი ვისაუბროთ მართლმადიდებლობის შესახებ, რადგან ვინც მისი ღირსნი გავხდით, კარგად გვესმის მისი ჭეშმარიტება და სულის ცხოვნების უტყუარი გზა.
ამიტომ ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხების გარშემო.
ვხსნი ახალ თემას თქვენი აზრით, რა არის თქვენთვის მართლმადიდებლობა?

იმედი მაქვს, ყველა გმოთქვავთ თქვენ აზრს!

მესმის, გეთანხმები, მაგრამ ამასაც დავამატებდი:

თუ თვითონ არა ვართ კარგი მართლმადიდებლები, ვერც ერთ ადამიანს ვერ მოაქცევს ჩვენი პპოსტები თუ რეალურ ცხოვრებაში ქადაგებები... მღვდლებიც რომ ვიყოთ, უნდა ვიცნობდეთ ჩვენსს რელიგიას კარგად და აღვასრულოთ ის, რასაც სხვას ვასწავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია ბუზები ვითვალოთ, თვლაში მაინც გავივარჯიშებთ და მხედველობის ვარჯიში გამოვა... ამიტომ, თუ გვინდა ბუზების თვლაზე უსარგებლო არ გამოგვივიდეს ჩვენი მოღვაწეობა, პარალელურად ჩვენს თავზე უნდა ვიმუშავოთ, არა სხვების დასანახად, ჩუმად...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Mar 19 2010, 23:26
პოსტი #12


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



გეთანხმები უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სიფრთხილით, რომ მერე მწიგნობრობის სენი არ შემოგვეპაროს.
სამწუხაროდ ამის რამოდენიმე მაგალითი მაქვს.... dry.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 26 2010, 16:18
პოსტი #13


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

2010-04-22


ამ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება მოსაწვევები სახელწოდებით _ "ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო". მასში ადამიანის ღმერთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეა საუბარი და წარმოდგენილია იესო ქრისტეს "პირად მხსნელად" აღიარების ლოცვა. ამ ანონიმური ფურცლის ბოლოს ნათქვამია: "თუ თქვენ სურვილი გაქვთ, მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ..." და მითითებულია ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. მოსაწვევის შინაარსიდან მოქალაქე ვერანაირად ვერ მიხვდება, თუ რომელ რელიგიურ მიმდინარეობასთან აქვს საქმე.

აღნიშნულ მოსაწვევებს ერთ-ერთი პროტესტანტულ-ევანგელისტური სექტა _ "ადგილობრივი ეკლესია" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ეს სექტა XX საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთში ჩამოყალიბდა და მისი დამაარსებლები არიან უოჩმან ნი და უიტნეს ლი.

საპატრიარქოს პრესცენტრი შეგახსენებთ, რომ ქუჩაში გავრცელებული, ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე სექტა დგას.

21.04.10

http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...news&id=552


როგორ ფიქრობთ არაეკლესიურად მცხოვრებთათვის მსგავსი მოსაწვევები საფრთხეს არ შეიცავს? ხომ შეიძლება ვინმემ მართლაც დარეკოს მითითებულ ნომერზე, მერე შეკრება დანიშნოს ამ სექტამ, მივიდეს ეს ადამიანი იქ და ისეთი ქადაგება მოისმინოს, რომ გონებაარეული ამ სექტაში გაწევრიანდეს? როგორ დავიცვათ ჩვენი ახლობლები?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Atman
პოსტი May 20 2010, 18:53
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 20.05.2010
წევრი № 585



უი ეს რა კაი ფორუმი ყოფილა! ამას მიმალავდით? biggrin.gif

კეთილი იყოს ჩემი ფეხი!

აბა მიცანით? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი May 21 2010, 20:49
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



Atman
გაგიმარჯოს... უჰ, შენ ვინ არ გიცნობს... biggrin.gif
აბა შენ იცი ეხლა, შემოგვთავაზე კაი თემები ვედური ასტროლოგიის შესახებ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი May 21 2010, 22:03
პოსტი #16


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



Atman
ოღონდ ბგჰავატ გიტა არ გამაგონო და ვედები და აუდიო წიგნები წარმართულ თემებზე. smile.gif


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Atman
პოსტი May 22 2010, 11:22
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 20.05.2010
წევრი № 585



ლეონი
ციტატა
აბა შენ იცი ეხლა, შემოგვთავაზე კაი თემები ვედური ასტროლოგიის შესახებ



არააა, მცირე აუდიტორია არ მაკმაყოფილებს biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი May 22 2010, 20:57
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



Atman
კიდე კაი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Jun 3 2010, 16:52
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ


თავი მეორე

1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით. 8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. 12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი. 13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: 21. ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები 22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით? 23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 3 2010, 21:17
პოსტი #20


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



კაია რო მომვრალდნენ.
ქვეყანაში მხოლოდ ერთი აზრი არ უნდა სუფევდეს.
თუ სხვა რელიგიას ან სექტას არ გაეცნობი, მაშინ ნამდვილ მორწმუნე არ ყოფილხარ smile.gif


--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 23.09.2019 - 15:53