IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ვნება/სინდრომი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ვნება/სინდრომი, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემა გაზიარება
lingvo
პოსტი Nov 17 2009, 16:28
პოსტი #1


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ინტერნეტ-დამოკიდებულება წარმოადგენს ტიპიურ კომპულსიურ-იმპულსიურ დარღვევას, რომელიც შეყვანილ უნდა იქნას ფსიქიატრიის ოფიციალურ ცნობარში - ამ აზრს ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მეცნიერი ჯერალდ ბლოკი (Jerald Block) აფიქსირებს ჟურნალში ”American Journal of Psychiatry”.
დოქტორმა ბლოკმა ინტერნეტ-დამოკიდებულება განსაზღვრა, როგორც ”კომპიუტერული თამაშებით, სოციალური საიტებით, ”ჩატით” და ელექტრონული ფოსტით ზედმეტი გატაცება”. როგორც სხვა დამოკიდებულებების შემთხვევაში, კომპიუტერის მომხმარებელი განიცდის ინტერნეტში შესვლის გადაულახავ და აკვიატებულ სურვილს, მოხსნის სინდრომს, ტოლერანტობას, რომელიც ვლინდება სულ უფრო ახალი და უკეთესი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისათვის სწრაფვასა და ასევე, on-line რეჟიმში უფრო მეტი დროის გატარებაში.
დოქტორი ბლოკის სიტყვებით, ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანები კარგავენ დროის შეგრძნების უნარს, ასევე შეუძლიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნების იგნორირება (უარი ჭამასა და ძილზე). ”დაავადებას” არაიშვიათად ახლავს რეციდივები, და რიგ შემთხვევებში საჭიროებს ფსიქოაქტიური პრეპარატების დანიშვნას ან ჰოსპიტალიზაციას.
ამავე დროს, სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ ზღვარი კომპიუტერის მოხმარების ნორმასა და პათოლოგიას შორის ძალიან მცირეა და ამდენად, აშლილობის დიაგნოსტირება შეიძლება საკმაოდ გართულდეს.
სავარაუდოდ, ინტერნეტ-დამოკიდებულება აღენიშნება კომპიუტერის მომხმარებელთა 5-დან 10%-ს, რომელთა შორის სჭარბობენ საკმაოდ განათლებული მამაკაცები - ინტროვერტები და ასევე, საშუალო ასაკის დიასახლისები.

წყარო: http://ajp.psychiatryonline.org/cgi/conten...ourcetype=HWCIT

ტესტი ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ხარისხის განსაზღვრის მიზნით: http://www.netaddiction.com/index.php?opti...&Itemid=106

ეს პრობლემატიკა უპირატესად ეხება მოზარდ თაობას, თუმცა არამარტო მათ. ვფიქრობ მოზრდილ ადამიანსაც შეექმნება დამოკიდებულიების პრობლემა ვირტუალური სივრცის მიმართ, თუ ყურადრება არ მიაქცია ინტერნეტში გატარებულ დროს...



--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 17 2009, 17:15
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საბედნიეროდ, ტესტირება გავიარე და დამოკიდებულება არ აღმომაჩნდა. თუმცა ამას არ ვიტყოდი ერთი 5- 7 წლის წინ smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Nov 17 2009, 18:12
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა(animani @ Nov 17 2009, 17:15) *

საბედნიეროდ, ტესტირება გავიარე და დამოკიდებულება არ აღმომაჩნდა. თუმცა ამას არ ვიტყოდი ერთი 5-7 წლის წინ smile.gif

ეს ტესტირებაც მეტ-ნაკლებად ასახავს რეალობას ალბათ. ექიმები გვირჩევენ, რომ ყოველ ერთ საათში ავდგეთ კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ და 5 წუთით გავიარ-გამოვიაროთ. მარტივი ვარჯიშები შევასრულოთ. ჩვენს რეალობაში ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს (სამსმახურში). მაგრამ, დამტკიცებულია რომ საათობით, შესვენებების გარეშე ჯდომა კომპიუტერთან ნელ-ნელა აზიანებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. არაფერს ვამბობ ადამიანის ფსიქიკაზე.

პრეზენტაცია ინტერნეტ დამოკიდებულების შესახებ


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
anibani-15
პოსტი Apr 20 2010, 18:57
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 56
რეგისტრ.: 20.04.2010
წევრი № 545



xo..mavne chvevaaa..gansakutrebit chemi taobisatvis..inetidan bevri kargi ram sheizleba aitviso..ganxilo tu iswavlo.magram..cudic bevria..amitom unda shegvezlos amis garcheva da martalia rom didi xani arc sheizleba komptan..mere ukve motxovnilebashi gadadis..echvevi raa...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
saba
პოსტი May 15 2010, 17:01
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 235
რეგისტრ.: 18.07.2008
წევრი № 30



ხო ეჩვევი, განსაკუთრებით თამაშებზე ხდებიან დამოკიდებულები, ამიტომ მე ყველა თამაშს ბოიკოტს ვუცხადებ biggrin.gif კომპიუტერით ძალიან ბევრი კაი პროგრამის სწავლა შეგიძლია, რასაც მომავალში გამოიყენებ და ჯობია თუ კომპიუტერთან ხარ ისწავლო რამე, ვიდრე უაზრო თამაშებში ხარჯო დრო...
რავი მე ასე ვფიქრობ... smile.gif wink.gif smile.gif wink.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი May 15 2010, 18:30
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ძალიან სწორი და კარგი დამოკიდებულებაა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
giorgi goqadze
პოსტი May 18 2010, 21:30
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 27.04.2010
წევრი № 558



მე ნელნელა ვხდები ამ ფორუმზე დამოკიდებული და ძალიან მიხარია smile.gif კარგი ფორუმია

მე მყავს მეგობარი რომელიც მთელი დღის განმავლობაში (ღამეც) თამაშობს ვიდეოთამაშებს და იმის იქით არაფერი და არავინ აინტერესებს, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება რომ გავაკეთო ამ დროს, რომ ვეუბნები მოეშვითქო არ ესმის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი May 18 2010, 21:39
პოსტი #8


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
მე მყავს მეგობარი რომელიც მთელი დღის განმავლობაში (ღამეც) თამაშობს ვიდეოთამაშებს და იმის იქით არაფერი და არავინ აინტერესებს, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება რომ გავაკეთო ამ დროს, რომ ვეუბნები მოეშვითქო არ ესმის

თუ გაქვს გამოცდილება კომპიუტერული თამაშების გეცოდინება, რომ ძნელია ასე ერთი სიტყვით თავის დანებება. შეიძლება ადამიანი მოწყვიტო კომპიუტერულ თამაშებს თუ რეალურ ცხოვრებაში დაკავდება საქმით რაც დააინტერესებს.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 3 2011, 12:49
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



თავისთავად ნებისმიერი დამოკიდებულება ცუდია. ჩვენ თავისუფლები ვართ და არ შეიძლება რამეს მიეჯაჭვო. მიზანი არის ერთი, ცხონება. სხვა ყველაფერი საშვალებაა მიზნამდე მისასვლელად. იობმა ყველაფერი დაკარგა და მიზნამდე სვლა მაინც არ შეუჩერებია. ის რომ რამეზე დამოკიდებული ყოფილიყო რა თქმა უნდა გაუჭირდებოდა. სახარებაში წერია, ვისაც ჩემზე მეტად უყვარს გინდა დედა, და , ძმა ცოლ-შვილი, იგი ჩემი ღირსი არააო.
ასე რომ ნებისმიერი ამქვეყნიური დამოკიდებულება ცუდია, ჩემი აზრით. და არც ინტერნეტია გამონაკლისი smile.gif
მე ესე ვფიქრობ. smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Jun 3 2011, 21:45
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



ხო ეს აქტუალური თემაა,მით უფრო ახალგაზრდებსა და ბავშვებში. მე ცოტა დავძლიე ეს ინტერნეტის სინდრომი და აი ჩემი დეიდაშვილის ბავშვი 2 წლისაა და გიჟდება ის უყვარს კომპიუტერი,მულტფილმებს უყურებს ხოლმე გაშტერებული.


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 4 2011, 21:59
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ლანა
მულტფილმებს ჩვენც უყურებდით ბავშვობაში. ჩვენ დიაფილმები გვქონდა და იმას უყურებდით. ეგ საშიში არაა smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Jun 4 2011, 22:06
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



lingvo
კარგია, რომ საათში ერთხელ შეგეძლოს ადგომა, მაგრამ როცა სამუშაო გაქვს ისეთი 7-8 საათი ვერ დგები და მისჩერებიხარ მონიტორს, რთულია ნამდვილად smile.gif


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 4 2011, 22:10
პოსტი #13


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა(iako.a @ Jun 4 2011, 23:06) *

lingvo
კარგია, რომ საათში ერთხელ შეგეძლოს ადგომა, მაგრამ როცა სამუშაო გაქვს ისეთი 7-8 საათი ვერ დგები და მისჩერებიხარ მონიტორს, რთულია ნამდვილად smile.gif

მაგას ქვია შრომის ჰიგიენის დარღვევა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 4 2011, 22:16
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



lingvo
ჰიგიენასთან რა კავშირშია smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 4 2011, 22:19
პოსტი #15


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა(beso @ Jun 4 2011, 23:16) *

lingvo
ჰიგიენასთან რა კავშირშია smile.gif

ჰიგიენა სხვადასხვაგვარი არსებობს. მათ შორისაა შრომის ჰიგიენა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Jun 4 2011, 22:34
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



lingvo
მე ვიტყოდი, გარკვეულწილად ,,ტრეფიკინგია" smile.gif))


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 5 2011, 17:36
პოსტი #17


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



iako.a
საქმე იმაშია, რომ ადამიანი, როგორც ყველაზე დიდი ფასეულობა ამ ქვეყანაზე ნიველირებულია.

დღეს გავრცელებულია მომხვეჭელობა, რომელიც მოითხოვს არაზომიერ და გადამეტებულ შრომას. დღეს ბევრ სამსახურში ადამიანის ექსპლუატაცია ხდება. გიხდება კომპიუტერთან ჯდომა საათობით რაც აზიანებს ჯანმრთელობას. თუ მიუთითებ, რომ ამით ჯანმრტელობა გერყევა, გეტყვიან რომ შეგიძლია წახვიდე და სხვა სამსახური ეძებო. დღეს იცით რა ძნელია სამსახურის შოვნა. ამიტომ უწევს ადამიანს ამის მოთმენა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Jun 5 2011, 23:53
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



ციტატა
თუ მიუთითებ, რომ ამით ჯანმრტელობა გერყევა, გეტყვიან რომ შეგიძლია წახვიდე და სხვა სამსახური ეძებო.

მითითების გარეშეც გეუბნებიან მაგას biggrin.gif


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 22.10.2019 - 10:13