IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პატრიარქი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> პატრიარქი, პატრიარქის გამონათქვამები... გაზიარება
animani
პოსტი Jan 10 2010, 13:49
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები."


"მკაცრი, იშვიათად ვარ, მაგრამ თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, ვხდები შეუვალი. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო, ამავე დროს , სულ ველოდები მისგან სინანულს და, თუკი მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო.


"ქართული გალობა არის სიყვარული უფლისადმი, ხოლო ქართული სიმღერა სიყვარული – მოყვასისადმი, მუსიკაში აჟღერებული და გადმოცემული"



"ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთასწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას.ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმინდანები....
გვახსოვდეს! ასომთავრული და ნუსხახუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით, ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისთვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები და აღარ ძალუძს ორიგინალში გაეცნოს ძველქართული მწერლობის შედევრებს, თუმცაღა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას...
დღეს წმიდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი... ასომთავრული და ხუცური დამწერლობა არის ხიდი– აკვედუკი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა,რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 10 2010, 14:33
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



" ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართლება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით."


" მართალია, უცოდველი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღმატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს."


" ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და იგი დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ ამავე დროს ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეული გამოცდის ჩაბარების ფასად ხდება. ამიტომაც არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს. იგი საშუალებაა სულიერი წრთობისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. იგია ნიშანი სულიერ კიბეზე ზესვლის დაწყებისა, ხოლო, ვინც არ შესდგომია ამგვარ ამაღლებას, იგი შორსაა სულიერი ბრძოლისა და განსაცდელისაგან."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 10 2010, 15:12
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმედისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა, არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა"


" რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა ( ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის) მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებზე არც კი დაფიქრებულან."


"ნუთუ ნებისმიერი თაობა ( თუნდაც ცალკეული ინდივიდი) არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახლი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა ცვლად მისი შთამომავლობა მოვა?!
ნუთუ პიროვნების , გვარის, ტომის, ერის არსებობა ნიშნავს უმიზნოდ მცხოვრები მუდმივად მკვდომი ადამიანების თუ თაობების ცვლას?
ვინც ამგვარად ფიქრობს და ცხოვრობს, მარადიული სიკვდილისთვის სწირავს თავს და ასეთი დამოკიდებულებით სიცოცხლეს საშინელ ტყუილად და დიდ უაზრობად აქცევს. ეს კი არის უდიდესი დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 10 2010, 15:54
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



" თანამედროვე ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ კულტურა და მეცნიერება ( განსაკუთრებით ფილოსოფია) დიდად დასცილდა ეკლესიას.
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ– ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა , და ჰგონიათ, რომ მას შეუძლია დროთა ვითარებაში ახსნას მთელი სამყაროს საიდუმლოებანი; ამიტომაც შემოქმედისადმი რწმენა ნაკლებად გაცნობიერებული საზოგადოების გამოვლინებად და დღეისათის სრულიად ზედმეტად მიაჩნიათ, ანდა– იმდენად მისაღებად, რამდენადაც შეიძლება იგი გამოადგეთ მოსახლეობის " დაბალი " ფენების მართვის საშუალებად.

ისინი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნებისმიერ სასწაულში არის ის, რასაც ლოგოკითა და მიწიერი კანონებით ვერ ახსნი.
მორწმუნეთათვის კი ცხოვრება ღვთისა და სამყაროში მისი სასწაულების აღიარების გარეშე, წარმოუდგენელია. მშვენივრად თქვა გოეთემ: როგორც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ბუნება და მასში მიმდინარე პროცესები გონებაზე უნაშთოდ არ იყოფა. ანუ ყველგან და ყველაფერში რჩება ადგილი, ირაციონალურისთვის, რწმენისთვის.

რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას, პირიქით მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის ( მე–19, მე–20 საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია, ან ჰიპოთეზა ხვალ შეიძლება საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები
შეზღუდულია და სრულყოფილებისგან დაშორებული.
მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება არის ისეთივე, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ დადგენილი და წმიდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია,– არამედ ჭეშმარიტი ღმერთიც და მისი სწავლება უცდომელია.

რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი და შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე მძიმე ტკივილი იხსნის თავდაჯერებულ ურწმუნოთ სულიერი სიბრმავისაგან.



" როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება–ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 10 2010, 16:26
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"ზოგჯერ, როცა ადამიანს მწუხარება ეწვევა, იგი იმდენად იბნევა, რომ ხსნას ვეღარ პოულობს. მის წარმოდგენაში ისე მძიმდება გარემო, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს. ურწმუნოების გამო ჰგონია, რომ ამით განსაცდელისაგან იხსნის თავს, სინამდვილეში კი სულს სწირავს მარადიული ტანჯვისათვის, რადგან თავისი ნებით აბარებს მას ეშმაკს. თვითმკვლელისათვის ( თუ იგი შეურაცხადი არ არის) ლოცვაც კი არ შეიძლება, არ შეიძლება პანაშვიდის გადახდა და წესის აგება. უნდა გვახსოვდეს, რომ გაჭირვების ჟამს სულით არ უნდა დავეცეთ, რადგან ნებისმიერ მდგომარეობაში გამოსავალი მაინც მოიძებნება, ოღონდ კეთლგონიერებას უნდა მოვუხმოთ და ღმერთს მივენდოთ".



"ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და - პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას.
ამიტომაც ამბობენ არაბები: " გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო", და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობა, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე გვქონდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა. მხოლოდ განსაცდელის ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 12 2010, 11:47
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"ადამიანები ხშირად გაურბიან სიკვდილზე ფიქრს, რაც არასწორია. სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა, იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისი და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია. ვაი მას, ვინც არ ემზადება ამისთვის, ვისაც არ ახსოვს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება და მხოლოდ მიწიერ გულისთქმათა დაკმაყოფილება გაუხდია ცხოვრების მიზნად."


"ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს."


"ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისათვის ნამდვილად არ ვართ დაბადებულნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სიცოცხლის მოპოვებაა, უფალთან მიახლებაა, რადგან სიცოცხლეა ღმერთში და საუკუნო ნეტარებაში. ამქვეყნიური ცხოვრება კი გამოცდაა ჩვენი სულისა."


" ძლიან ხშირად ჩვენ გვიჩნდება სურვილი დედამიწაზე სამოთხის შექმნისა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწა არ არის და ვერც იქნება სამოთხე; არამედ ეს არის ადგილი სამოთხიდან განდევნილთა".


"ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მარავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისაგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თვს - სამყაროში, და სამყაროს - შენში. აი, რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ."



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Jan 13 2010, 20:15
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



გაიხარე ანი, კარგი გვერდია smile.gif


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 14 2010, 16:24
პოსტი #8


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



"ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერეარქიის დაცვა,
მოთმინების უნარი. ასევე უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერლპშეწირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმიც მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს."


" დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვაწუხებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველივე წლებში ჩვენი ერი ცრუ მოძღვრებათა და სექტანტურ მწვალებლობათა შეუნელებელი და გამიზნული შემოტევის ობიექტი გახდა, რაც ხშირად ქველმოქმედებისა და ჰუმანიტური დახმარების ნიღბით იფარება.
სამწუხაროდ, მათ უკვე მრავალი ადამიანის სულის შესყიდვა შეძლეს, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, ჩვენს ტრადიციებსა და ზნეობას , ჩვენს კულტურას და რაღა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე ჩვენი ერის სვლას.
მართლმადიდებლობა და ქართველობა საუკუნეთა მანძილზე ერთ ცნებას წარმოადგენდა. ეს ასეა დღესაც. ამიტომაც ადამიანი, რომელიც სცილდება მართლმადიდებლობას, ეკარგება ერს.
საქართველოს ეკლესია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რათა სექტანტთა და ჩვენი ქვეყნისთვის უცხო ახალ სწავლებათა მოქმედება განისაზღვროს , როგორც რელიგიური ექსპანსია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, და მიღებული იქნეს გადამჭრელი ზომები მათი მოქმედების აკრძალვისათვის."


" სულიწმიდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებლური ეკლესია. მართლმადიდებლობა არის
ადამიანური გონებით შურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნეობრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგვეცა.
მართლმადიდებლობა ერთდადერთია და შეუცვლელი."


" ეკლესიაში ლოცვას ღრმა სულიერი და სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ამიტომაც აგებდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით და ათიათასობით ტაძარსა და მონასტერს. ეს არ იყო მათი მძაფრი რელიგიური განცდის გამოვლინება, არამედ გრძნობა და აღქმა აქ მიღებული დიდი მადლისა. თითოეული მათგანის სიწმიდე და ღვთსმოსაობა იყო შედეგი არა მხოლოდ მათი მორწმუნეობისა, არამედ – მათი ეკლესიურობისა. ისინი იყვნენ ნამდვილნი წევრნი ეკლესიისა– ქრისტეს სხეულისა. ამიტომაც არ იყვნენ ჩაკეტილნი ვიწრო ეგოისტურ ჩარჩოებში, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით სავსენი ცხოვრობდნენ მარტივად, სათნოდ და მშვიდად."

"ისინი კი, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან , შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის , უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზესვლა ცისაკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვეპტიდან აღთქმული მიწისაკენ"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 14 2010, 21:58
პოსტი #9


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(animani @ Jan 14 2010, 16:24) *

"მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირებულნი და ყურდღებიანნი; ნუ დაკარგავთ ჭშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
გახსოვდეთ: " ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არცა ღმერთია მამა." ( წმ. კვიპრიანე)."



" უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, რომ მხოლოდ მართმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომლებიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს."


"ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ– იღბალი, არამედ– თავისი ხალხის და, საერთოდ , მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი. როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება; გეჩვენება , თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისკენ მიექანება და არ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს; მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი.
ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორად ვიცხოვროთ"



" ისევე როგორც პიროვნების განსაცდელლი , ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი ვინც გაურბის, ღვთისაგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე."



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 17 2010, 21:43
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



" ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია.აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს...

ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის...

მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მან ყოველგვარ მიწიერზე მაღლა, უფლის შემდეგ, სამშობლო უნდა დააყენოს და უნდა ჰქონდეს მისი დაცვის მოთხოვნილება, საჭიროების შემთხვევაში კი- თავდადების უნარი. ასეთი ადამიანები წარსულშიც იყვნენ და ჩვენს დროშიც მრავლად არიან.

სამწუხაროდ , ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია. რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცალკეული ადამიანი თუ, საზოგადოდ ოჯახი, ბედნიერი ვერასოდეს იქნება.

მაღალი თანამდებობა, სიმდიდრე ერთგულებას ვერ გაგიწევს. ის მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს ადამიანს და, როგორც ორგული, იქვე ტოვებს; შემდეგ კი ადამიანი რჩება სულ მარტო და თან მიაქვს საქმენი კეთილნი ან ბოროტნი, რომელიც ამქვეყნად უკეთებია."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 26 2010, 21:43
პოსტი #11


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



" თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგია მუდმივი თვითკონტროლი და მისი საშუალებით ცოდვის მონობიდან თავის დაღწევა...
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის , შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე."

"ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას;
მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. "შეიცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ," – გვარიგებს მაცხოვარი. (იოანე 8,32)."


" განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი, იქ სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა "ყველაფერი ნებადართულიას" პრინციპს? ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადამიანის კატასტროფული სულიერი დაცემის პროცესს თავისუფლებისაკენ სწრაფვად სახელსდებენ და საშინელი ცოდვის მონობას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებენ?!"



" ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, რომელიც თუნდაც მორწმუნედ შეიძლება მიიჩნევდეს თავს , შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს:
პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ზედმეტი ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.

ორივე ეს მიმართულება სინამდვილეში ღვთისაგან გაუცხოების შედეგია"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 28 2010, 16:30
პოსტი #12


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(animani @ Jan 26 2010, 21:43) *

"დღეს ჭეშმარიტ რწმენას ურწმუნოება კია აღარ უპირისპირდება, არამედ-ცრუ სარწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების დიდი პრეტენზია აქვს. ნამდვილ თავისუფლებას თვითნებობა და თავაშვებულობა ცვლის, რომელიც ასევე ურცხვად იჩემებს თავისუფლების სახელს."

"იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.

სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი იმფორმაციის საშუალებანი ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და ათასგვარ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.



არ უარვყობთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ ; ადამინაები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა, და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.

"



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
anu1131
პოსტი Jan 29 2010, 13:01
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21.04.2009
წევრი № 242



გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 1 2010, 15:38
პოსტი #14


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან


* * *


იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა.

* * *

მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

* * *

მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!

* * *

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

* * *

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდან.

* * *

გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

* * *

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

* * *

სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას.

* * *

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.

* * *

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე.

* * *

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *

დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.

* * *

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Feb 1 2010, 23:12
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ციტატა
დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.

ა მ ი ნ!!!


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 26 2010, 14:16
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



http://7days.ge/index2.php?newsid=681
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია სხვადასხვა ფორმით გრძელდება. უკვე მასობრივი სახე მიიღო პატრიარქის სახელით მანიპულირებამ, მისი სახელით სხვადასხვა რიტუალური წესებისკენ მოწოდებამ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღირსებისა და პატივის შელახვას და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. ვფიქრობთ, რომ ასეთი კამპანია არ არის მხოლოდ ადამიანების ურწმუნოების გამოხატულება, მას ორგანიზებული სახე აქვს პატრიარქის ავტორიტეტის შელახვას ემსახურება.

თბილისში სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილსა და მართლმადიდებლურ ტაძრებში, თითქმის ერთი თვეა, გაურკვეველი პირები ქსეროტექნიკით გამრავლებულ ლექსს ავრცელებენ. ათკუპლეტიან ლექსს „ყველაფერი კარგად იქნება“ ჰქვია, და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელითა და წოდების მითითებით სრულდება.

ლექსი თავისი შინაარსით დადებითი და ოპტიმისტურია, მაგრამ მასში ნამდვილად არ იკითხება პატრიარქის ხელწერა. საკითხის გარკვევა „ახალმა 7 დღემ“ საპატრიარქოში სცადა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ „ეს ლექსი არ დაუწერია პატრიარქს, ამ ლექსთან საპატრიარქოს არანაირი კავშირი არ აქვს. არ არის გარკვეული, ვინ არის მისი ნამდვილი ავტორი“.

საპატრიარქოს სახელით და მასთან შეუთანხმებლად, უკვე დიდი ხანია, ვრცელდება მოსახლეობაში „პატრიარქის მოზელილი ცომიც“. ცომს რეცეპტი ახლავს, რომელშიც განმარტებულია, რომ ცომი პირველ დღეს ოჯახს ეჩვევა, მეორე დღეს მას უნდა დაემატოს რძე და შაქარი, მესამე დღეს კი კვერცხი და ფქვილი.

ცომი ე.წ. ქსელური მარკეტინგის მეშვეობით ვრცელდება: „მიმღები“ ანაწილებს მას სამ ადამიანზე და ურჩევს მათ, რეცეპტის თანახმად, ცომს დაუმატონ კვერცხი, ფქვილი, შაქარი და რძე, შემდეგ კი გამოაცხონ. „გამავრცელებლები“ ადამიანებს უხსნიან, რომ ამ ცომს მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევენ ოჯახის ბედნიერებისთვის და ბარაქისთვის.
საყურადღებოა, რომ ზემოთ აღნიშნულ ცომს დიდი მარხვის პერიოდში ავრცელებენ, მარხვაში კი მართლმადიდებელი მორწმუნისათვის ცხოველური ნაწარმის მიღება არ შეიძლება. დეკანოზმა დავით შარაშენიძემაც იგივე გვითხრა. მან „პატრიარქის მოზელილ ცომს“ აბსურდული იდეა უწოდა: „ცომის მითი არც პარტიარქთანაა კავშირში და არც ეკლესიასთან. არ მაქვს ინფორმაცია ვინ ავრცელებს ამ ცომს.“


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 31 2010, 21:32
პოსტი #17


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

… მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 8 2010, 19:43
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



”მე მაქვს ღვთის იმედი რომ ისე არ გავალ ამ ქვეყნიდან, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველო”- უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2010, 20:13
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



უწმინდესის და უნეტარესის მიერ სინას მთაზე დაწერილი ლოცვა



ეს ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა დაწერა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში,
ხოლო წარმოთქვა სინას მთის წვერზე, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება უბოძა




მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!

ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა მშობლისა მიმართ. ბაგითა ჩემითა მით ცოდვილითა, ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული.

უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთამარანგელოზნი და ანგელოზნი, ურიცხვნი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო; ოდეს ღვაწლითა თვისითა განბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი?

ვითარ სახელ გსდვა? არა უწყი. დამიდუმდა ენა ჩემი წინაშე დიდებისა შენისა. ვიცი ოდენ, რომ ჩვენთანა ხარ და არა განგვეშორები, რომ ხარ დაუსაბამო და უსასრულო სიყვარული, რომ თბილა შენთან და გარეშე შენსა არა არს ცხოვრება ჩვენი.

წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა შენითა! დიდებაი შენი, ვითარცა სიყვარული შენი, დაუტეველი შენში, ეფინება ყოველსა ქმნულსა შენსა. და ჩვენც მდაბალნი ზიარებულნი მადლსა შენსა დიდებისასა ვმაღლდებით უფალო, ვიწმიდებით, მამაო ჩვენო.

მსგავსად წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, მე, ცოდვილი მონა შენი, ილია II, ყოველთა ქართველთა სახელით ვხმობ: „დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის“, გადიდებ შენ, რომელი ყოველგან ხარ, რომელი ხარ ჩვენთან და რომლისა წიაღშიც ვართ ჩვენ, გადიდებ შენ, რომელმან სავანედ თვისსა აღირჩიე გული ჩვენი და მუნითგან გვსწავლი და გვწვრთნი, ვითარცა ასწავებდი მოსეს და ელიას ქორების წმიდასა მთასა ზედა.

გადიდებ შენ და გმადლობ შენ, მოწყალეო, რამეთუ გვქმენ მსგავსად შენდა, რამეთუ მოგვანიჭე ენა ქართული და რწმენა ჭეშმარიტი, სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა, მოგვფინენ ნათელი გონებისა და ჭეშმარიტებაი მეცნიერებისა!

გარნა რაი არს ჭეშმარიტი? ადამის მოდგმა დასაბამიდან ეძიებდა მას. ერნი მრავალნი, ჩვენზე ძლიერნი, მოსწყდნენ და აღიხოცნენ პირისაგან მიწისა მის ძიებაში. ჩვენზე მოიღე მოწყალება სახიერო და გამოგვიცხადე თავი შენი, და ოდეს კაცობრიობას მოუვლინე ძე შენი საყვარელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შენი კურთხევით, შენი წყალობით ერმა ჩემმა ისმინა მისი, შეისისხლხორცა მცნებანი მისნი შენგნით ბოძებულნი, სიყვარულით იტვირთა უღელი მისი ტკბლი და ტვირთი მისი სუბუქი. ამისთვის გმადლობთ შენ, რამეთუ მოძღვრავდი და მოძღვრავ ხალხსა ჩემსა, ატარებ რა მას გზითა მით შენითა იწროითა, ვითარცა ატარებდი ერსა ისრაელისასა უდაბნოთა შინა.

გმადლობ მამაო უფალო, რამეთუ გვრწამს და აღვიარებთ, სულსა წმიდასა შენგნით გამომავალსა, სულსა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა შენითა; რომელი არს უძლურთა მკურნალი, დაცემულთა საყრდენი, ნაკლულევანთა სრულმყოფელი. გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, აღმავსებელო ჩვენო ძალითა შენითაო.

და კვლავ გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, იმ მრავალთა წყალობისათვის, რომელი გარდმოავლინე, თავსა ზედა ჩემსა, რომე დამადგინე მოძღვრად ერისა შენისა ივერიისა. ხოლო დღეს მონა შენი ცოდვილი ღირს მყავ ხილვად წმიდისა მთისა ამისა და თაყვანისცემად დიდისა სიწმიდისა მისისა.

„ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“, - ბრძანეხს მაცხოვარი და იტყვის ესე: „რასაცა ითხოვდით მამისაგან სახელითა ჩემითა, გეყოს თქვენ“. მამაო სახიერო, გევედრები სახელითა ძისა შენისათა, ნუ განეშორები ერსა ჩვენსა, შეცოდებათა გამო ჩვენთა; მოგვიძიენ ვითარცა მამაი მოიძიებს ძესა თვისსა წარწყმედულსა; შეგვინდევ ურწმუნოებაი, გულფიცხობაი, ამპარტავნებაი, შური და ვერცხლისმოყვარებაი, გეაჯებით, აღხოცენ ცოდვანი ჩვენნი და განკურნენ სულნი ჩვენნი ვნებულნი. მოგვმადლე, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ძალი წყლისა და ძლიერებაი ცეცხლისა, აღგვავსე მადლითა ყოვლადწმიდისა სამებისა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა შინა შენსა, სულიერად განამტკიცე მთავრობა ჩვენი, გვაკურთხე მშვიდობითა, უფალო, მოგვფინე სული სიწმიდისაი, თავმდაბლობისაი და მოთმინებისაი.

განამრავლენ შვილნი და შვილთა შვილნი ჩვენნი, გული წმიდაი დაბადე მათ შორის, სული წრფელი განუახლე გვამსა მათ შინა.

აკურთხე გვირგვინი ქორწინებულთა და სიყვარულითა განამტკიცე კავშირი მათი, ცოდვანი სიჭაბუკისა და უმეცრებისანი შეუნდევ და ნათელ ჰყავ მომავალი მათი.

სრულასაკოვანთა მიჰმადლე გული ბრძენი და მოწყალე, გონება საღი, რათა გიცნან შენ და აღასრულონ ნებაი შენი.

მხცოვანთა წელნი აკურთხენ სიმშვიდითა. განამრავლენ მოდგმა მათი, ცხოვრება მათი სათნო ჰყავ, რათა უშფოთველად შეერთონ საუკუნეთა.

გევედრები უფალო, განუნათლე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყნისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა შენსა ივერიისასა.

დალოცე ჩვენი მშრომელი ხალხი, ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე. ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული და სიწმინდე მიანიჭე მათ.

ღმერთო, განამტკიცე და განაძლიერე ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესია და მღვდელმსახურნი მისნი, ყვენ იგინი ნათელ ერისა, აღადგინე ტაძარი და მონასტერნი ჩვენნი და შეგვკრიბე საფარველსა ქუეშე შენსა.

გარნა რა გთხოვო, უფალო, მათთვის, რომელნი უარგყოფენ შენ, რომელნი ვლენან გზასა ცთომილთასა? გეაჯები, შეიწყალენ იგინი, მოაქციე და მრევლსა შენსა შეუერთე: „რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

მერმეცა გევედრები ღმერთო, რათა მოიხსენო სასუფეველსა შენსა სულნი ქართველთა მოღვაწეთა სინას მთისათა, გევედრები, რათა მოიხსენო მეფენი და დედოფალნი ჩვენნი, მამამთავარნი, კათოლიკოს-პატრიარქნი, სამღვდელო და სამონაზვნო წესით აღსრულებულმი, პატიოსანი შრომით დაღლილნი, აღმშენებელნი ტაძართა და მონასტერთა, ბრძოლის ველზე მოწყევტილნი და ყოველნი შვილნი შენნი ქართველნი. დალოცე სავანენი ზეციურისა საქართველოისა, შეუნდე შეცოდებულთა და იხსენ ტანჯვისაგან, მოჰფინე მათ ნათელი შენი და სიყვარული შენი.

მუხლმოდრეკილი აღვავლენ ლოცვებს, უფალო, მშვიდობისათვის სოფლისა, რათა სუფევდეს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება: მამაო წმიდაო, გეაჯები, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი და დაგვიფარე ჩვენ!

დასაბამო და მიზეზო ყოვლისაო, არსთაგამრიგეო, სავსე დიდითა წყალობითა შენითა კვალად ვხმობ: „დიდება შენდა, უფალო, დიდება მენდა! დიდება შენდა შემოქმედო ჩვენო, მწყალობელო ჩვენო, დიდება შენდა! დიდება შენდა, ღმერთო ერისა ჩვენისაო, რომელმან დაწერე სახელნი ჩვენნი წიგნსა მას ცხოვრებისა კრავისასა!

„მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და, რომელი იყო და, რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხადება 1,8) მოვედ ჩვენთანა უფალო, და გვაცხოვნენ ჩვენ ღმერთო ჩვენო, ამინ!

წყარო: patriarchate.ge


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 24 2010, 21:15
პოსტი #20


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



”მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო“ და როცა ამდენი ადამიანი შეჰღაღადებს უფალს და დახმარებას სთხოვს, რა თქმა უნდა, იგი ჩვენთან იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიის ყველა სულიერ შვილს, - როგორც ქართველთ, ისე სხვა ერის წარმომადგენელთ, რომ შვიდგზის ლოცვა გააძლიერონ და ეს იქნება დასაწყისი საქართველოს გაბრწყინებისა.”


საშობაო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 22.10.2019 - 09:54