IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
მეცნიერება - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
beso
პოსტი Jul 9 2008, 22:52
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



გამარჯობათ. დამისვით კითხვები ქიმიაზე. ნებისმიერი. და მე გიპასუხებთ biggrin.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jul 10 2008, 22:43
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ბრძმედი რას ნიშნავს? biggrin.gif
ძაან დამაინტერესა ამ სიტყვამ, ჩემი ქიმიის მასწავლებელიც ბევრი ვალაპარაკე მარა ვერაფერი ვერ გავიგე. laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
makiki
პოსტი Jul 11 2008, 12:02
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 339
რეგისტრ.: 10.07.2008
წევრი № 20



ციტატა(ლეონი @ Jul 10 2008, 23:43) *

ბრძმედი რას ნიშნავს? biggrin.gif


ეგ იგივე გამოწრთობაა,და ქიმია მემგონი არაფერ შუაშია,ჩვეულებრივი სიტყვაა,ხომ გაგიგია რკინა გამოიწრთოოო,აი მაგას ნისნავს მემგონი ეგეც

პ.ს. იმედია ბესო მაპატიებს მაგის კომპეტენციაში ასე ურცხვად რომ ჩავერიე biggrin.gif


--------------------
სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო.
(მათე 12,37)

იმისთვის რომ სხვებს უყვარდე ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი


შენ ნუ განიკითხავ , მოსამართლე ღმერთია!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Jul 11 2008, 12:43
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



მეც მასე ვიცი, რომ ბრძმედი არის ღუმელი, სადაც ხდება რკინის დამუშავება

უფრო სრული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ შეხვიდეთ:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%...%83%9C%E1%83%90


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jul 11 2008, 13:59
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ციტატა(ლეონი @ Jul 10 2008, 23:43) *

ბრძმედი რას ნიშნავს? biggrin.gif
ძაან დამაინტერესა ამ სიტყვამ, ჩემი ქიმიის მასწავლებელიც ბევრი ვალაპარაკე მარა ვერაფერი ვერ გავიგე. laugh.gif


ბრძმედი არის თუჯის გამოსადნობი შახტურუ ღუმელი. ალბათ შენი ქიმიის მასწავლებელი ღუმელის სინონიმად ხმარობს. სიტყვა გამობრძმედილი ხომ გაგიგონია. რკინა რომ გამოიბრძმედება, ანუ გამოწევება , იქცევა ტუჯად, მაგას მერე თავისი ტექნოლოგია აქ, მაგას შეისწავლის მეცნიერება მეტალების შესახებ, ანუ მეტალურგია. ხოდა გამობრძმედვის მერე მიიღბა თუჯი, რომელიც არის მაგარი. და სიტყვა გამობრძმედილიც მაქედან მოდის.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
3130
პოსტი Sep 11 2008, 17:13
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 19.08.2008
წევრი № 37



ციტატა(beso @ Jul 9 2008, 22:52) *

გამარჯობათ. დამისვით კითხვები ქიმიაზე. ნებისმიერი. და მე გიპასუხებთ biggrin.gif



მეც ქიმიკოსი ვარ! biggrin.gif ელექტროქიმიის კათედრა დავამთავრე და შენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Oct 23 2008, 13:59
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



მე ჯავახიშვილი დავამთავრე.ეხლა გპი ში ვარ მაგისტრატურაზე.ქიმიურ ნივთიერებათა ტექნოლოგიაზე.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mariko
პოსტი Nov 19 2008, 20:10
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 26.10.2008
წევრი № 100



ბესო ისე რაიმე კითხვები, რომ დაგვისვა, ურიგო არ იქნებოდა...


--------------------
ტაძარი ჩემი სახლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jan 14 2010, 18:37
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



რა განსხვავებაა იონურ ბმას და პოლარულ-კოვალენტურ ბმას შორის? smile.gifsmile.gif აბა ბესო მიპასუხე


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
giorgi goqadze
პოსტი May 17 2010, 18:15
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 27.04.2010
წევრი № 558



რკინისგან ფოლადის მიგებისათვის საჭიროა იგიშევიდეს ნახშირბადთან რეაქციაში, მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მაღალ ტემპერათურაზე გახურებული რკინის მანქანის ზეთში(როგორც გავიგე იგი ნახშIრბადს შეიცავს და ეგეც მაინტერესებს) გამოწრთობით მივიღოთ მისგან ფოლადი

რკინისგან ფოლადის მიგებისათვის საჭიროა იგიშევიდეს ნახშირბადთან რეაქციაში, მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მაღალ ტემპერათურაზე გახურებული რკინის მანქანის ზეთში(როგორც გავიგე იგი ნახშIრბადს შეიცავს და ეგეც მაინტერესებს) გამოწრთობით მივიღოთ მისგან ფოლადი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 17 2010, 18:40
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მარტო ნახშირბადი არ ყოფნის მაგ საქმეს, ფოლადში მცირე რაოდენობით აზოტი და გოგირდიც შედის.

ფოლადი ისევე, როგორც თუჯი რკინის შენადნობია. ფოლადის შემადგენლობა შეიძლება შემდეგნაირად გამოვსახოთ - Fe (C 0,3%-დან 1,7%-მდე, Mn,S,P მინარევებს

თუჯის შედგენილობა შეიძლება შემდეგნაირად გამოვსახოთ: Fe (C-1,7%-დან 4%-მდე, Mn, S, P მინარევები).

C- ნახშირბადი
Mn- მანგანუმი
S- გოგირდი
P- ფოსფორი


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
giorgi goqadze
პოსტი May 17 2010, 21:26
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 27.04.2010
წევრი № 558



დზველ დროში ქართველები ფოლადის მისაღებად რკინისგან გამოჩედილ იარაღს დებდნენ ხის ნახშირში და დიდი ხნის განმავლობაში ახურებდნენ და ხის ნახშირში არის ეს ნივთიერებები? ან მხოლოდ ნახშირბადთან ურთიერთობით რა გამოვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
giorgi goqadze
პოსტი May 22 2010, 00:16
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 27.04.2010
წევრი № 558



დამეხმარეთ ვინც ქიმია იცით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 20 2010, 16:05
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ციტატა
რა განსხვავებაა იონურ ბმას და პოლარულ-კოვალენტურ ბმას შორის? აბა ბესო მიპასუხ

იონური ბმის დროს ერთი ატომიდან მეორე ატომზე გადადის ელექტრონი, წარმოიქმნება დამუხტილი ნაწილაკი რომლესაც იონი ჰქვია, შემდეგ ეს იონები მიიზიდავენ ერთმანეთს და წარმოიქმნება ბმა, რომელსაც იონურს ვეძახით.
პოლარულ-კოვალენტური ბმის შემთხვევაში, ატომები ელექტრონული ღღუბლებით გადაფარავენ ერთმანეთს და წარმოქმნიან საზიარო ელექტრონულ ღრუბელს, რომელზედაც მოძრაობენ სავალენტო ელექტრონები. საზიარო ელექტრონული ღრუბლის ცენტრი შეიძლება გადახრილი იყოს ერთი ან მეორე ატომისკენ, ამას უკვე ბმის პოლარიზაცია ქვია, და რაც მეტია პოლარიზაციის ხარისხი მით უფრო უახლოვდება კოვალენტური ბმა იონურს smile.gif თვისებებით.
ბოდიში თუ გაუგებრად დავწერე smile.gif

giorgi goqadze
გიორგი მეტალურგია კი არის ქიმია მარა სპეციფიკურია და ფაქტიურად ცალკე დარგია. იგი შეისწავლის მადნიდან ლითონის გამოტანას. ასევე ლითონის დამუშავებასაც. შევეცდები კომპეტენტური პასუხი გავცე შენს კითხვას.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jul 5 2010, 14:57
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ფოლადი, რკინის დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2%–ისა) და სხვა ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. ფოლადის წარმოების უძველესი ხერხია ცივსაბერი პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო ქურაში (მოგვიანებით შახტურ ღუმელში) რკინის აღდგენა მადნიდან ხის ნახშირით. ძველი ქართველი მელითონეები სიტყვა ფოლადს უწოდებდნენ მაგარ რკინას, რომელიც რუსულ ენაში „ბულატის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ადრეული მეტალურგიის უდიდეს მიღწევად ამ სახის ფოლადი ითვლება. ასეთი ფოლადის ნამზადის ზედაპირი ტალღოვანია ან ქსოვილისებრი ბოჭკოვნებით გამოირჩევა, ახასიათებს მაღალი ფხამახვილობა, დიდი დრეკადობა და სიმტკიცე. გამოყენების სფეროს მიხედვით ფოლადი არის საკონსტრუქციო, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე.




მოცემული სტატიის დაწერისას გამოყენებულია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი {{{1}}}, გვერდი {{{2}}}, თბილისი, [[{{{3}}}]] წელი. მასში მოყვანილი ინფორმაცია შესაძლოა მოძველდა და განახლებას საჭიროებს.
ვიკიპედიადან გადმოვაკოპირე smile.gif

ციტატა
მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მაღალ ტემპერათურაზე გახურებული რკინის მანქანის ზეთში(როგორც გავიგე იგი ნახშIრბადს შეიცავს და ეგეც მაინტერესებს) გამოწრთობით მივიღოთ მისგან ფოლადი

მანქანის ზეთში შემავალი ნახშირბადი სხვა მდგომარეობაშია. და ხეში შემავალი ნახშირი სხვაში. ამიტომ არაა შესაძლო.

ზოგადათ, ყველა ორგანული ნივთიერება შეიცავს ნახშირს, მაგრამ ქიმიური თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
უფრო კონკრეტულად, ცეცულოზას და სახამებლის მოლეკულები თითქმის მსგავსია. განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა რომ თუ არ იცი შეიძლება ვერც შეამჩნიო. მაგრამ ეს მცირე განსხვავება მათ ქიმიუღ თვისებებში უზარმაზარ განსხვავებას იძლება.
ცელულოზას სიგარეტის ფილტრისთვის იყენებენ და საკვებად უვარგისია. ხოლო სახამებელი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 12 2011, 21:17
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ადამიანის არსებობისთვის მრავალი ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის ზოგი გადამწყვეტია, ზოგიც გასათვალისწინებელი. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი რომ გარკვეულ ფარგლებში გარემო პირობებიე ცვლილებას ეგუება. დროთა განმავლობაში ისე ეჩვევა რომ სხვა გარემოში არსებობა უჭირს კიდევაც.
უხსოვარი დროიდან ადამიანი ცდილობდა გარემო სამყაროზე რაც შეიძლება მეტი სცოდნოდა. ამ მიზნით ის აკვირდებოდა ყველაფერს. იმახსოვრებდა, იწერდა, ადარებდა..
და უკვე დღეს, ამის შედეგად სახეზე გვაქ უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა "ქვის ხანის" ადამიანი.
მაგალითად, ის ვერ წამოიდგენდა რომ მისი შთამომავალი მობილურზე 1 ლარს ჩარიცხავდა. ის კი არადა სტუდენტობის დროს მაგას ვერც მე წარმოვიდგენდი smile.gif)
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანმა რაიმე ახალი აღმოაჩინა სამყაროში. არა, ის უბრალოდ უკვე არსებულს იკვლევს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რომ ავიღოთ სიბრტყეზე გამოსახული წრეწირი. ის იქნება ერთი, მთლიანი და მარტივი. შემდეგ, გამოკვლევის მიზნით, რომ გავყო შუაზე, შემდეგ კიდევ შუაზე , კიდევ და კიდევ, და ასე შემდეგ. ეს მეთემატიკაში გამოისახება უსასრულობის ნიშნით, რაც ფილოსოფიურად ნიშნავს რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.
ნიშნავს ტუ არა ეს რომ წრეს რამე შეემატა, რა თქმა უნდა არა. ის ისევე წრე დარჩა. უბრალოდ ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის, უფრო გართულდა და მიუწვდომელი გახდა, და რაც უფრო მეტს დავანაწევრებ, მით უფრო გართულდება..
ესეა დაახლოებით ეს სამყარო. როგორც უფალი არის უსასრულო და ამოუხსნელი, ისევეა მისი შექმნილი სამყაროც. რამდენიც არ უნდა ვიკვლიოთ უფრო დავრწმუნდობით რომ სამყარო უკიდეგანოა.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კვლევას, დაკვირვებას, და შედეგების ჩაწერას თავი უნდა დავანებოთ.
უნდა ვიკვლიოთ. და თუ რომელიმე სწავლული მტკიცებას დაგვიწყებს რომ "ეს სამყარო ქაოსისგან შეიქმნა" და "ყველაფერს აქვს მეცნიერული დასაბუთება" უნდა უპასუხოთ არგუმენტირებულად.
მაგალითისთვის, წყალი, რომელიც თითქოს თავიდან ბოლომდე შესწავლილი უნდა იყოს, და მისი ყველა თვისება გამოვლენილი და აღმოჩენილი, ირკვევა რომ იდუმალებით სავსეა.. მისი უამრავი თვისება ჯერ კიდევ აღმოუჩენელია და არავინ არ იცის აღმოაჩენს თუ არა ვინმე.. ღმერთი იმდენს გაგვიმხელს, რამდენიც გვჭირდება smile.gif)

http://www.myvideo.ge/?video_id=899379
მთელი სერიალია ამ თემაზე smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 29 2011, 00:52
პოსტი #17


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(beso @ Jun 12 2011, 21:17) *


ბესო, რეაქციებში როგორ ვიგებთ რომელია აღმდგენი და რომელი მჟანგავი?
4k+O2=2k2O რისი ტოლია აქ აღმდგენის წინ კოეფიციენტი?

რეაქციის სიჩქარის გაზრდა რაზეა დამოკიდებული, ე.ი რამდენჯერ გაიზრდება თუ შემავალი ნივთიერებების კონცეტრაციას 2–ჯერ გავზრდით? 2NO+CL2= 2NOCL


ალუმინისა და ერთ–ერთი ჰალოგენის ურთიერთქმედებით გამოიყოფა იისფერი ბოლი. რომელია ეს ჰალოგენი?


ნახშირბადის 4 ოქსიდი რასთან ურთიერთქმედებს?

მოცემულ ფორმულაში კოეფიციენტების ჯამი როგორ გამოვთვალოთ?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 29 2011, 21:33
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



animani
მოიცა ნელ-ნელა გიპასუხებ smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Jun 29 2011, 22:01
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ციტატა
ბესო, რეაქციებში როგორ ვიგებთ რომელია აღმდგენი და რომელი მჟანგავი?

უნდა დავწეროტ რეაქცია. შემდეგ რომელი ელემენტიც დაიჟანგა, ანუ გასცა ელექტრონი, ის აღმდგენია. და რომელიც აღდგება, ანუ მიიერთა ელექტრონი, ის მჟანგავია.
უნდა დავწეროთ ელექტრონული ბალანსის ფორმულა. ეს რომ დავწეროთ უნდა ვნახოთ ჯერ რეაქიის მარცხენა მხარეს ელემენტების ჯანგვის რიცხვები, შემდეგ იგივეების მარჯვენა მხარეს. და ცვლილების მიხედვით დავადგინოთ აღდგა თუ დაიჟანგა.
უნდა გვახსოვდეს, მარტივ ნივთიერებაში, რომელიც მხოლოდ ერთნაირი ატომებისაგან შედგება, ელემენტის ჟანგვის რიცხვი ნოლის ტოლია. წყალბადის +1 და ჟანგბადის -2. იშვიათი გამონაკლისის გარდა.
და მოლეკულა ყოველთვის ელექტრონეიტრალურია. ანუ - = + smile.gif

ციტატა
4k+O2=2k2O რისი ტოლია აქ აღმდგენის წინ კოეფიციენტი?

მანდ ჟანგბადს აღებულში ქონდა ნოლი ჟანგვის რიცხვი გადავიდა -2;
Kსაც ნოლი ქონდა და გადავიდა +1. ანუ ჯანგბადი აღდგა, რადგან ელექტრონი მიიერთა და მჟანგავია. და კალიუმი დაიჟანგა რადგან გასცა ელექტრონი, და აღმდგენია. აქედან გამომდინარე კოეფიციენტი =4 რადგან ეგრე წერია რეაქციაში smile.gif

ციტატა
რეაქციის სიჩქარის გაზრდა რაზეა დამოკიდებული, ე.ი რამდენჯერ გაიზრდება თუ შემავალი ნივთიერებების კონცეტრაციას 2–ჯერ გავზრდით? 2NO+CL2= 2NOCL

სიჩქარე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა კონცენტრაცია, ტემპერატურა და წნევა. ამ შემთხვევაში შემავალი ნივთიერებების კონცენტრაციას თუ ორჯერ გავზრდით სიჩქარე არ შეიცვლება, რადგან შემავალი ნივთიერებების ფარდობა უცვლელი დარჩება smile.gif აი ერთ -ერთის კონცენტრაცია რომ შეგვეცვალა მაშინ სიჩქარე აუცილებლად გაიზრდებოდა. მე ესე ვფიქრობ და რავიი smile.gif

ციტატა
ნახშირბადის 4 ოქსიდი რასთან ურთიერთქმედებს?

ეს იგივე ნახშირორჟანგია ანუ CO2. რავი რასთან აღარ smile.gif წყალში იხსნება და მიიღება H2CO3. ისე საკმაოდ ინერტული ნივთიერებაა.

ციტატა
მოცემულ ფორმულაში კოეფიციენტების ჯამი როგორ გამოვთვალოთ?

მარტივი არითმეტიკაა. შევკრიბოთ smile.gif

ციტატა
ალუმინისა და ერთ–ერთი ჰალოგენის ურთიერთქმედებით გამოიყოფა იისფერი ბოლი. რომელია ეს ჰალოგენი?

არ ვიცი, აზზე ვერ მოვდივარ. კი მარა ალუმინი თუ ჰალოგენს შეუერთდა რაღა აბოლდა.. ვერ გავიგე კითხვა. კვამლი რისგან შედგება. იქნება ალუმინის ოქსიდზეა ლაპარაკი. არ ვიცი.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 29 2011, 22:15
პოსტი #20


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(beso @ Jun 29 2011, 23:01) *

უნდა დავწეროტ რეაქცია. შემდეგ რომელი ელემენტიც დაიჟანგა, ანუ გასცა ელექტრონი, ის აღმდგენია. და რომელიც აღდგება, ანუ მიიერთა ელექტრონი, ის მჟანგავია.
უნდა დავწეროთ ელექტრონული ბალანსის ფორმულა. ეს რომ დავწეროთ უნდა ვნახოთ ჯერ რეაქიის მარცხენა მხარეს ელემენტების ჯანგვის რიცხვები, შემდეგ იგივეების მარჯვენა მხარეს. და ცვლილების მიხედვით დავადგინოთ აღდგა თუ დაიჟანგა.
უნდა გვახსოვდეს, მარტივ ნივთიერებაში, რომელიც მხოლოდ ერთნაირი ატომებისაგან შედგება, ელემენტის ჟანგვის რიცხვი ნოლის ტოლია. წყალბადის +1 და ჟანგბადის -2. იშვიათი გამონაკლისის გარდა.
და მოლეკულა ყოველთვის ელექტრონეიტრალურია. ანუ - = + smile.gif
მანდ ჟანგბადს აღებულში ქონდა ნოლი ჟანგვის რიცხვი გადავიდა -2;
Kსაც ნოლი ქონდა და გადავიდა +1. ანუ ჯანგბადი აღდგა, რადგან ელექტრონი მიიერთა და მჟანგავია. და კალიუმი დაიჟანგა რადგან გასცა ელექტრონი, და აღმდგენია. აქედან გამომდინარე კოეფიციენტი =4 რადგან ეგრე წერია რეაქციაში smile.gif
სიჩქარე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა კონცენტრაცია, ტემპერატურა და წნევა. ამ შემთხვევაში შემავალი ნივთიერებების კონცენტრაციას თუ ორჯერ გავზრდით სიჩქარე არ შეიცვლება, რადგან შემავალი ნივთიერებების ფარდობა უცვლელი დარჩება smile.gif აი ერთ -ერთის კონცენტრაცია რომ შეგვეცვალა მაშინ სიჩქარე აუცილებლად გაიზრდებოდა. მე ესე ვფიქრობ და რავიი smile.gif
ეს იგივე ნახშირორჟანგია ანუ CO2. რავი რასთან აღარ smile.gif წყალში იხსნება და მიიღება H2CO3. ისე საკმაოდ ინერტული ნივთიერებაა.
მარტივი არითმეტიკაა. შევკრიბოთ smile.gif
არ ვიცი, აზზე ვერ მოვდივარ. კი მარა ალუმინი თუ ჰალოგენს შეუერთდა რაღა აბოლდა.. ვერ გავიგე კითხვა. კვამლი რისგან შედგება. იქნება ალუმინის ოქსიდზეა ლაპარაკი. არ ვიცი.



დიდი მადლობა, გაიხარე,მართლა ძალიან დამეხმარე, განსაკუთრებით პირველი საკითხი მაინტერესებდა, ნე მგონი კარგად გავიგე. smile.gif
http://www.glcschool.ge/index.php?menu_id=102&lang=1


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.01.2018 - 11:49