IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ედიშერ ჭელიძე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ედიშერ ჭელიძე გაზიარება
animani
პოსტი Feb 13 2013, 17:42
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".

საუბრის თემა: აპოკრიფები - I.

ლექციის მოკლე კონპექტი:

აპოკრიფი (ბერძ.) - ფარული, აპოკრიფები - დაფარულნი.
დიონისე არიოპაგელი - მისტიკოსი თეოლოგი ანუ საიდუმლოდ ღვთისმეტყველი. იგი მოციქულ ტიმოთესადმი მიძღვნილი შრომების დასაწყისში მკაცრად მოითხოვს, რომ ეს შრომები დაფაროს მრავალთაგან რათა „საროკველად" (სათამაშოდ) არ აქციონ ეს სიწმინდეებიო. ამის გამო მე-6-ს-მდე მისი შრომები არ იყო ცნობილი მასობრივი მკითხველისთვის.
ტერმინები ეზოტერიზმი და თეოსოფია მართმადიდებლური წიაღიდანაა მიტაცებული და დამახინჯებული.
ტერმინი თეოსოფია წმ. დიონისე არიოპაგელმა დაამკვიდრა და არსით მართლმადიდებლურია.
ეზოტერიზმი, მართლმადიდებლური გაგებით, გულისხმობს ღრმა, შინაგან სწავლებას.
ერთ-ერთი პირველი ვინც ტერმინი „მართლმადიდებლობა" იხმარა იყო ცნობილი ერეტიკოსი არიოზი, რომელმაც დევნულმა ალექსანდრიიდან თავის თანამოაზრესა და მწვალებელს, არიანელ ევსები ნიკომიდიელს გაუგზავნა ეპისტოლე, რომელიც ასე იწყება: „მართლმადიდებელო ევსები..."
ეზოტერიზმი ერეტიკული ანუ სექტობრივი გაგებით გულისხმობს მოძღვრებას, რომელიც მხოლოდ ელიტისთვისაა განკუთვნილი, სხვები მას ვერც მიწვდებიან და მათვის იგი არცაა შექმნილი. II-IIIსს. ეზოტერულ-გნოსტიკურ სექტებში ეს აზრი უკიდურესობამდე იყო მიყვანილი. გნოსტიკოსები ადამიანებს ბუნებითად (ანუ დაბადებიდან) სამ ნაწილად ყოფდნენ: 1) პნევმატიკოი ანუ პნევმურები, უფრო სულიერები, 2) ფსიხიკოი ანუ მშვინვიერნი, 3) სარკიკოი ანუ ხორციელნი (ყველაზე მდარე ადამიანები, რომლებიც მოსპობისთვის დაიბადნენ). მათი აზრით მხოლოდ პნევმატიკოსები ცხონდებიან, ოღონდ აქვე (ხორციელ აღდგომას ისინი უარყოფდნენ) გამოფხიზლდებოდნენ რა და აღმოაჩენენ საკუთარ თავში რჩეულობის მარცვალს; მშვინვიერთა ბედი ზუსტად არ ქონდათ გარკვეული.



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 13 2013, 18:31
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".

საუბრის თემა: აპოკრიფები - II.

ლექციის მოკლე კონპექტი:

მართლმადიდებლური სწავლება საყოველთაოა: „...წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი..." (მთ.28,19) უბარებს იესო თავის მოწაფეებს, იმ დროისთვის ყველა ხალხი წარმართი იყო.

უნდა გამოვყოთ უდიდესი ღვთისმეტყველნი, დიდ ღვთისმეტყველნი, ღვთისმეტყველნი და მრევლი (რომელიც ღვთისმეტყველებას ეტრფის მაგრამ მათ ღვთისმეტყველს ვერ ვუწოდებთ). ყველა მათგანი ერთი ჭეშმარიტების წიაღშია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხითაა ამ წიაღში. მოძღვრებაში უფრო და უფრო ჩაღრმავებას არა თუ არ უარყოფს მართლმადიდებლობა, არამედ განღმრთობის აუცილებელ პირობად მიიჩნევს მას. და ამ მარადიულ ჭეშმარიტებაში ჩაღრმავება არასოდეს არ დასრულდება, რადგანაც თვით ჭეშმარიტებაა უსასრულო. მხოლოდ ამ კუთხით გამოიყენება ეკლესიის მამათა მიერ ტერმინი „ეზოტერული".

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „საღვთო წერილის სიღრმე ამოუწურავია და რაც უფრო ღრმად შევდივართ მასში მით უფრო და უფრო მეტი სიღრმეები წარმოგვიჩნდება და ისევე როგორც საკმეველს რაც უფრო მეტად ვფხვნით თითებში უფრო და უფრო მეტ კეთილსურნელებას გამოსცემს ის, ასევე რაც უფო მეტად ვწვდებით საღვთო წერილს ახალ-ახალი სიღრმეები წარმოგვიჩნდება მის წიაღში".

წმ. გრიგოლ ნოსელი მთის მწვერვალიდან დაგორებულ ლოდსა და წმ. წერილის ჩაღრმავებას შორის პარალელს ავლებს.

ანუ ეკლესიის მამებისთვის ეზოტერულობა გულისხმობს მოძღვრების უფრო და უფრო ღრმად გააზრებას.

დიონისე არიოპაგელის მიხედვით ანეგელოზთა 9 მწკრივი არსებობს, ზემოდან ქვემოთ: სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. დასობრივი იერარქია გულისხმობს, რომ სერაფიმები უფრო დიდი ღვთისმეტყველნი (უფრო ეზოტერიკოსები, მართლ. გაგებით) არიან და ა. შ.

წმ. გრიგოლ ნოსელი - ეპეკტასის - დაუსრულებლად მზარდი ძლიერებით ჩაღრმავება ჭეშმარიტებაში და იქ ახალ-ახალი მშვენიერებების აღმოჩენა.




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 13 2013, 19:52
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".

საუბრის თემა: აპოკრიფები - III.

ლექციის მოკლე კონპექტი:

წმ. მაქსიმე აღმსარებლის ნაშრომი - „მისტაგოგია". ქართულად ითარგმნება როგორც „საიდუმლოთ მყვანებლობა / მესაიდუმლეთ წინამძღვრობა", ანუ ვინც მოძღვრების სიღრმეეში ჩასვლას ცდილობს იმათი წინ წაყვანა. უზენაესი მისტაგოგია არის წმ. ლიტურგია.

ეკლესიაში საიდუმლო არის 7. ანუ საეკლესიო წიაღში საიდუმლო ეწოდება მხოლოდ იმ უწმინდეს წეს-განგებებს, რომლებიც ჭეშმარიტად ცხოველმყოფელობას გვანიჭებენ და მათ საიდუმლონი ამ ჩვენთვის გონება მიუწვდომელი სულიერი მოქმედების გამო აქვთ. საფუძველი ყველა ამ საიდუმლოს ღვთის განკაცებაა.

მართლმადიდებლური გაგებით: თეოსოფია - ღვთივგანბრძნობილობა, თეოსოფოსი - ღვთივგანბრძნობილი.

ეზოტერიზმი აპოკრიფებს აბსოლუტურად არ უკავშირდება.

„განწესებანი მოციქულთანი / მოციქულთა კანონები", ავტორი წმ კლიმენტი რომაელი (მოციქულთა უშუალო მოწაფე, უფრო მეტად პეტრე მოციქულის მოწაფე). ადრე ეს შრომა ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებში შედიოდა, როგორც გამორჩეული წიგნი.

„დიდი სჯულისკანონი"- მისი დანიშნულებაა საეკლესიო მოღვაწეობის მკაცრი რეგლამენტირება. მისი საფუძველი არის „მოციქულტა კანონები" (შესულია ყველა 85-ვე მუხლია მოციქულთა კანონებიდან). შედგენილია მე-9ს-ში წმ. ფოტი პატრიარქის მიერ (შემდეგში მხოლოდ მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილებები განიცადა). მანამდა სჯულისკანონად ითვლებოდა „მოციქულთა კანონები", პირობითად მათ ვუწოდებთ „მცირე სჯულისკანონს". 85-ე კანონში ჩამოთვლილია ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები, ბოლო წიგნად დასახელებულია საქმე მოციქულთა და გამორჩეულ წიგნად დასახელებულია „მოციქულთა კანონები", მაგრამ მე-6-ს-დან ტრონის საეკლესიო კრების დადგენილებით იგი ამოღებულ იქნა ახალი აღთქმის წიგნთა ნუსხიდან, იმ მოტივით რომ გადამწერთა მიერ მრავალი მინარევი დაემატა.

პირველად მე-14 ს-ში წმ სვიმეონ თესალონიკელმა სრულად აღწერა (წერილობითად) 7 საეკლესიო საიდუმლო



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 13 2013, 20:23
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".

საუბრის თემა: აპოკრიფები - IV.

ლექციის მოკლე კონპექტი:

საეკლესიო ტრადიციაში არსებობს 2 სახის დაფარულობა; პირველი: სიწმინდის დაცვის მიზანდასახულობით, მეორე: მსმენელთა გაფრთხილების მიზნით არაჭეშმარიტების დაფარვა რათა ვინმე არ ცდუნდეს. ტერმინი აპოკრიფი უფრო ხშირად მეორე სახის დაფარულობას გულისხმებს.

ზოგიერთი აპოკრიფული ძეგლი დაფარულია არა იმიტომ რომ არაჭეშმარიტია, არამედი იმიტომ რომ არაა ღვთივსულიერი და შესაბამისად არაა აუცილებელი მათი შესწავლა.




ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".

საუბრის თემა: აპოკრიფები - V.

ლექციის მოკლე კონპექტი:

აპოკრიფები არის ორგვარი: ეკლესიისგან მიღებული და და ეკლესიისგან ანათემირებული (მიუღებელი).

ეკლესიისგან მიღებული და საკითხავად დაშვებულია ის აპოკრიფული ძეგლები, რომლებიც დოგმატის თვალსაზრისით არავითარ ცდომილებას არ შეიცავენ, მაგრამ არ არიან ისე ღვთივსულიერნი, როგორც კანონიკური ძეგლები.

ეკლესიის მამათა ერთი ნაწილი ქრისტიანულ ლიტერატურას ყოფს 2 ნაწილად: კანონიკური და აპოკრიფული; ხოლო მეორენი ყოფენ 3 ნაწილად: კანონიკური, არაკანონიკურ და აპოკრიფულ ძეგლებად.
ისინი ვინც 2 ნაწილად ყოფს, აპოკრიფებში გულისხმობენ როგორც ეკლესიისგან მიღებულ აპოკრიფულ ძეგლებს, ისე ანათემირებულ ძეგლებსაც.
ისინი ვინც 3 ნაწილად ყოფენ არაკანონიკურში გულისხმობენ ეკლესიის მიერ შეწყნარებულ აპოკრიფებს.

ძვ. ქართ:
„დაბეჭდული / განკანონებული წიგნი" - კანონიკური წიგნი („განკანონებულის" მეორე მნიშვნელობაა ეპიტიმია დადებული).
„დაუბეჭდველი / განუკანონებელი წიგნი" - არაკანონიკური წიგნი.
„დაფარული" - აპოკრიფი.

უარყოფილი აპოკრიფების ნიმუშია თომას სახარება - წმ. კირილე იერუსალიმელი განაქიქებდა მას.

სტიქომეტრია - მუხლობრივი დაყოფა და აღრიცხვა.




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 22.01.2018 - 22:23