IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
მუჰამედის მიმდევართა შსახებ - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> მუჰამედის მიმდევართა შსახებ, წმ. იოანე დამასკელი ( VIII ს ) გაზიარება
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 02:14
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



პირველ რიგში მოგესალმებით.
გამარჯობათ!

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!

დავიწყოთ...

არაბთა რელიგია VI საუკუნეში

არაბთა უმეტესობა კერპთაყვანისმვემლები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდა: თითოეულ ტომს თავის ღვთაებათა გამოსახულებები - კერპები ჰქონდა.
რამდენი ტომიც იყო, იმდენი კერპი იყო. თუმცა ყველა ამ კერპს ერთი შესაკრებელი ადგილი ჰქონდა. ეს იყო ქალაქი მექა და, საკუთრვი, იქ არსებული წმინდა ადგილი ქააბა, სადაც 360 კერპი იყო განლაგებული.

ყოველ კერპს წელიწადში ერთხელ მისი თაყვანისმცემელი ტომი ეწვეოდა ხოლმე. ასე რომ, მთელი წლის მანძილზე თაყვანისმცემელთა ნაკადი შეუწყვეტლივ მოედინებოდა მექისკენ. ამ გარემოებამ მექა რელიგიური და სავაჭრო ცენტრი გახადა და დიდი ავტორიტეტი შესძინა არაბულ სამყაროში, რაც დღემდე გრძელდება.


ვინ იყო მუჰამედი?
მუჰამედის მიმდევართა შესახებ (წმ. იოანე დამასკელი. VIII ს)

მუჰამედი (მაჰმადი) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების ახალი წესი და მიზანი.
მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშელების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება დაიწყო, მოუწოდებდა არაბებს, რომ დაევიწყებინათ ძველი ღმერთები, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთი.საგან აშორებდნენ, და ერთი ღმერთი - ალაჰი ერწმუნათ. ამ ახალ რელიგისა ისლამი ეწოდებოდა.
მექელებმა არ მიიღების მისი ქადაგება და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მას ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა და , ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუგამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი.

ისლამის მამამთავარმა და მოქადაგებმ, მუჰამედმა ბევრი რამ აიღო იუდაიზმიდან და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი, და ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა..) ირწმუნეს.

ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს, აბრაამს, იაკობს, ისააკს, მოსეს, დავით მეფეს და სოლომონ მეფეს, წმიდა მარიამსა და იესო ქრისტეს (თუმცა მას არ თვლიან ღვთისძედ და არც წმინდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს. ოღონდ ისლამის მიხედვით, "იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება", ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამიუს ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი "ყურანი", რომლეიც მთლიანად შედგება მუიჰამედის ქადაგებებისგან, და "ჰადისები" ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.


წმ. იოანე დამასკელი (VIII ს )


არის კიდევ დღესამომდე გაბატონებული ხალხი, ეს გზააბნეული ნათესავი და აჩრდილი ისმაილიტებისა, რომელიც წინამორბედია ანტიქრისტესი. ეს ხალხი ისმაილისაგან მომდინარეობს, რომელიც აბრაჰამს აგარმა უშვა, რის გამო ისინი იწოდებიან კიდევ აგარიანებად ანუ ისმაილიტებად. სარაკინებად კი (ანუ სარკინოზებად) ისინი იწოდებიან ბერძნულ გამოთქმისაგან - "სარას კენუს", იმიტომ, რომ აგარმა ასე შესჩივლა ანგელოზს: "სარა კენინ მი არელისენ" (ანუ მე სარამ ცარიელი გამიშვა, განმიტევაო). უწინ ეს ხალხი კერპებს ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა ცისკრის ვარსკვლავს და აფროდიტეს, რომელსაც თავიანთ ენაზე (ანუ არაბულად) ხაბარს უწოდებენ, რაც დიდს ნიშნავს .

ამრიგად, ირაკლიოსის ზეობამდე საკრინოზები დაუფარავად ემსახურებოდნენ კერპებს, ხოლო ამ დროიდან მოყოლებული დღესამომდე კი მათ (ცრუწინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო შინაარს ძველი და ახალი აღთქმების წიგნებსა და, ასე შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვვე ძველი და ახალი აღთქმების თვითნებური გამოყენებით შეუდგენია კიდევ თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღვთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმსახურების წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილო თუა, მან თავის ხალხს გადასხვა იგი როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყოველივეში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა.

ეს მუგამედი თავის ამ წიგნში, რომელსაც არაბულად ყ უ რ ა ნ ი ეწოდება, ამბობს, რომ ერთი ღმერთია შემოქმედი ყოველივესი, რაც კი არსებობს, და რომ იგი არ არის შობილი არც თვითონ და არც სხვა ვინმე უშვია. კიდევ ეს ცრუწინასწარმეტყველი ამბობს, რომ ქრისტე არის სიტყვა ღმერთისა და მისი სულიც , ქმნილება და მონა ღმრთისა; რომ იგი, ქრისტე, უთესლოდ იშვა ქალწულ მარიამისაგან, რომელიც მოსესა და აარონის და იყო, რადგანაც, ამბობს მუჰამედი, სიტყვა ღმრთისა და სული მისი შევიდა მარიამში და მისი საშუალებით შვა იესუ, წინასწარმეტყველი და მონა ღმრთისაო; უსჯულო იუდეველებმა მისი ჯვარცმა მოისურვეს და როცა შეიპყრეს, მხოლოდ მისი აჩრდილი აცვეს ჯვარსაო; თვით ქრისტე კი იმ დროს, ამტკიცებს მუჰამედი, არ ყოფილა ჯვარცმული და არც მომკვდარაო - ღმერთმან თავისთან, ზცად წაიყვანა იგი, იმიტომ, რომ უყვარდა ქრისტე - თავისი წინასწარმეტყველი და მონაო.

და კიდევ იმასაც ამბობს მუგამედი: როცა ქრისტე ზეცად აღმაღლდა, ღმერთმა ჰკითხაო მას: "იესუ, იძახდი შენ - მე ძე ღვრთისა და თვით ღმერთი ვარო?" რაზედა იესუმ უპასუხარო: "მოწყალე იყავ ჩემდამიო, უფალო! შენ თვით უწყი რომ მე არ ვიძახდი ამას, და არც მრცხვენის ვიყო შენი მორჩილი მონა! მაგრამ ცოდვილმა ადამიანებმა დაწერეს, რომ თითქოს მე ვიძახდი ამ სიტყვებს და ამით იცრუეს ჩემს გამო და წარწყმდნენო". და ამის შემდეგ უთხრა მას ღმერთმაო: "ვუწყი მეც, რომ შენ არ იძახდი ამ სიტყვებს!" - აი, ამგვარად ფუჭსიტყვაობს მუჰამედი ქრისტესთვის, და კიდევ მრავალს სხვასაც ცრუდ ამტკიცებს იგი ამ თავის სასაცილო წიგნში და დიდად იქადის კიდეც, რომ იგი (ანუ ეს წიგნი - ყურანი) ღვთის მიერ ზეგარდმო შთაგონებით მოეცა მას, წინასწარმეტყველს ღმრთისა.

ჩვენ კი ასე ვეტვით მუგამდის მიმდევართ: "მაგრამ ვინ არის მოწმე იმისა, რომ ღმერთმა ზეგარდმო შთაგონებით მისცა მას წერილი, ან წინასწარმეტყველთაგან რომელმა იწინასწარმეტყველა მისთვის, რომ აღდგება ასეთი წინასწარმეტყველი (ანუ მუჰამედი)?" და როცა მათ გაუძნელდებად პასუხის მოცემა ამ კითხვაზე, ჩვენ კვლავაც ვეტყვით, რომ მოსემ იმ დროს მიიღო სკული ღმრთისაგან, როცა სინაის მთაზე მთელი ერის წინაშე, ღრუბლებსა და ცეცხლი, წყვდიადსა და კვამლში, ყველას დასანახად და ღვთაებრივი დიდებით გამოეცხადა ღმერთი; და იმასაც დავძენთ, რომ ყველა წინასწარმეტყველი, დაწყებული თვით მოსეთი და შემდგომნიც, თითქმის ყველანი წინასწარმეტყველებდნენ ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლისათვის, ანუ იმისთვის, რომ ქრისტე ღმერთი - ძე ღვრთისა ხორციელად მოვა და ჯვარს ეცმება, მოკვდება და მკვდრეთით აღდგება, და რომ სწორედ იგი იქნება მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა. გარდა ამისა, ასეც ვეტყვით მუჰამედის მიმდევრებს: "მაშ, რატომ არ მოვიდა თქვენი წინასწარმეტყველი ისე, რომ მისი ღვთიუროვა სხვებსაც დაედასტურებინათ? რატომ არ უწინასწარმეტყველებია მისთვისაც? ანდა რატომ თქვენი თანდასწრებითაც არ მისცა ღმერთმა ზეგარდმო წერილი მუჰამედს, ის წერილი, რომლისთვისაც თქვენ გაიძახით, ღმერთმა მისცაო, რათა თქვენვე ყოფილიყავით ამაში დარწმუნებული? რატომ იმი მსგავსად არ მისცა ღმერთმა წერილი მუჰამედს, როგორც მოსეს მისცა სჯული კვამლოვან მთაზე, მთელი ხალხის თვალწინ?" ისინი გვპასუხობენ, რომ ღმერთი ყოველივეს ისე იქმს, როგორც თვით ნებავს ეს. დავუშვათ, ჩვენ ვუწყით, მაგრამ კვლავაც ვიკითხავთ: "როგორ, რა სახით გადმოეცა თქვენს წინასწარმეტველს წერილი ზეგარდმო?" ისინი გვპასუხობენ, რომ მუჰამედმა წერილი ღვღთისაგან იმ დროს მიიღო, როცა ეძინა. ამის გამო ჩვენ გავიხუმრეთ: "რადგან წერილი მუგამედმა მძინარემ მიიღო და არ შეუგვრძნია ღვთაებრივი ზემოქმედება, მაშინ სწორედ მასზე აღსრულებულა ხალხური ანდაზა, რომელიც გვასწავლის - "სიზმარში ნაცად-ნახული ცხადად რა მოსახმარიაო." laugh.gif smile.gif

მაგრამ ხუმრობა იქით იყოს, და ჩვენ კვლავ შევეკითხებით მათ: "თუკი მუჰამედი თქვენს წერილში გიბრძანებთ არაფერი შეიწყნაროთ და არც გააკეთოთ მოწმეთა დასტურის გარეე, რატომ თქვენც არც ეტყვით თქვენს წინასწარმეტყველს - პირველ ყოვლისა, შენ დაგტვიდასტურე მოწმეთა საშუალებით, რომ ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი ხარ, ღვცთის მიერ ხარ გამოგზავნილი ჩვენთან და ისიც გვაუწყე, თუ რომელი წინასწარმეტყველი საღმრთო წერილისა მოწმობს და წინასწარმეტყველებს შენი მოსვლისათვის?" ამ შეკითხვაზე სირცხვილეულნი სდუმან ამ ცრუ-წინასწარმეტყველის - მუჰამედის მიმდევრები.

"მაშ. რადგანაც თქვენთვის ნება არ მოუციათ მოწმეთა დასტურის გარეშე არც დაქორწინებისა, არც ყიდვა-გაყიდვისა, ადა არც სხვა რამის მოქმედებისა, იქამდეც კი, რომ მოწმეთა გარეშე თქვენ არ მიიღებთ არც ვირს და არც პირუტყვს, არამედ ცოლესაც, ყოველგვარ ქონეასაც და ვირებსაც ყოველივეთი მოწმეთა თანდასწრებით მიიღებთ, და მოწმეთა გარეშე მხოლოდ თქვენს რწმუენას და წიგნს (მუჰამედისა) შეიწყნარებთ, რამეთუ აკი თქვენდა გადმომცემი ამ წერილისა არაფრით არ ადასტურებს, არომ ნამდვილად ღმერთისაგან ზეგარდმო მიიღო იგი, და არც თქვენ უწყით ვინმე (საღმრთო წერილის წინასწარმეტყველთაგან), ვინც დაადასტურებდა მის ჭეშმარიტებას, და გაიზახით მუჰამედმა წერილი ძილში მიიღო, - რადგანაც ყოველივე მარლაც ასეა, ამიტომ თქვენი წინასწარმეტყველი მუჰამედი - ცრუ-წინასწარმეტყველია, ხოლო მისი წერილი უკეთური სიცრუე, გაკიცხვისა და დაცინვის ღირსი.

მუჰამედის მიმდევრები ჩვენ, მართმადიდებელ ქრისტიანებს ეთერიასტებს გვიწოდებენ, რადგანაც ჰგონიად, რომ ჩვენ ღმერთს ვუერთებთ სხვა ღმერთს, როცა ვამბობთ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა და თავა ღმერთია. ამაზე ჩვენ ვეტყვით მათ, რომ ამის შესახებ ჩვენ გვაუწყეს საღმრთო წერილის წინასწარმეტყველებმა, თქვენ კი, როგორც თვით ამტკიცებთ, აღიარებთ წინასწარმეტყველებს და გწამთ მათი. თუკი ცრუდ ვამბობთ - ქრისტე ღმერთის ძეაო, მაშ გამოდის, რომ წმინდა წინასწარმეტყველებსაც საღმრთო წერილისა არ უთქვამთ მართალი, რადგან სწორედ მათ გვიწინასწარმეტყველეს ღმერთის ძის ამქვეყნად მოსვლა, - ამას კი, რომ წმინდა წინასწარმეტყველთა სიტყვები ჭეშმარიტი არ იყოს, თქვენც არ დაუშვებთ; მაგრამ ზოგიერთი თქვენგანი ბრალს გვდებს, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ცრუდ მივაწერთ ამას წინასწარმეტყველებს, და ამასთან ცდილობს იგავურად, სხვა გაგებით განმარტოს საღმრთო წერილის შესაბამისი ადგილები. სხვები კი თქვენიანთაგან ამბობენ, რომ ებრაელებმა (იუდეველებმა) ჩვენდამი დიდი სიძულვილის გამო შეცდომაშ შეგვიყვანეს და ყოველივე ეს ქრისტესთვის თითქოსდა თვით ჩაწერეს საღვთო წერილში წინასწარმეტყველთა სახელით. და ეს მათ ნაყალბევი, ვითომ, ჩვენს ქრისტიანთა დაღუპვას ემსახურება.

კვლავაც ჩვენ ასე ვეტყვით მუჰამედის მწვალებლობის მიმდევართ: აკი თქვენვე აცხადებთ, რომ ქრისტე არის ს ი ტ ყ ვ ა ღმრთისა და მ ი ს ი ს უ ლ ი ო, - მაშ, რად გვაგინებთ ჩვენ და რატომ გვეძახით ეთერიასტებს - ს ი ტ ყ ვა და ს უ ლ ი ხომ განუყოფელნი არიან ი მ ი ს ა გ ა ნ, ვ ი ს შ ი ც ჰგიებენ.[/b]

ამრიგად, თუკი ღმერთში არსებობს მ ი ს ი ს ი ტ ყ ვ ა ცხადია, რომ თვით ი გ ი ც, ანუ ეს ს ი ტ ყ ვ ა, არის ღ მ ე რ თ ი ; ხოლო თუკი იგი ღმერთის გარეთ იმყოფება, მაშინ ღმერთი, თქვენი შეხედულებით, უსიტყველი და უსულო ყოფილა! ამრიგად, იმის შიშით, ღმერთს სხვა ღმერთ არ ჰყავდესო გვერდით, თქვენ მოჰკალით იგი! და რამდენად უკეთესი იქნებოდა თქვენთვის გეთქვათ, რომ მას ჰყავს გვერდით სხვა ღმერთი! ანდა ვიდრე ქვად გექციათ იგი, ანდა სხვა რაიმე უგრძნობელ საგნად. ასე, რომ თქვენ ცრუდ გვიწოდებთ ეთერიასტებს, ჩვენ კი სრულიად სამართლიანად გეძახით ღმერთის მკვლელებს!

გარდა ამისა, მუგამედის მიმდევრები ჩვენ კერპთაყვანისმცემლობაში გვდებენ ბრალს, რადგანაც ჩვენ ჯვარს ვეთაყვანებით, რომ იმ წმინდა სალოცავს, რომელსაც ისინი უგულებელყოფენ და რომელიც სძაგთ, ჩვენ კი ასე ვეტყვით ამ ბრალდებაზე: თქვენ რატომღა შეეხებით ხოლმე მოწიწებით თქვენს გავათში მდებარე ქვას, რომელსაც ემთხვევით და ეამბორებით? ზოგნი თქვენგან იძახიან, რომ სწორედ მასზე შეეყო აბრაამი აგარს, სხვები კი ამტკიცებენ, აქ მიაბაო აბრაჰამმა აქლემი, როცა ისააკი ღმერთისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირაო. ამაზე მივუგებთ: საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ის მთა ტყით იყო მოსილი და იმ ადგილსაც ხეები იდგამ როიმელთა ფიჩხის კონაც აბრაჰამმა ისააკს აჰკიდაო და კიდევ იმასაც გვეუბნება წერილი, რომ აბრაჰამმა სახედრები მსახურებთან დასტოვაო. მაშ, საიდანღა გაიძახით ასეთ უაზრობას?! იმ ადგილას ხომ ხშირი ეკლნარია, და სახედრები ბერც კი გაივლიან! სარკინოზები სირცხვილეულნი არიან, მაგრამ მაინც ამბობენ, ეს ქვა აბრაჰამისააო. მაგრამ ჩვენ კვლავაც მივმართავთ მათ: იყოს ეგ ქვა! მაშ გამოდის, რომ მხოლოდ იმიტომ ემთხვევ-ეამბორებით და ეთაყვანებით მას, რომ ამ ქვაზე შეეყო აბრაჰამი თავის ხარჭას, ანდა იმის გამო, რომ მასზე მიაბა მან თავისი აქლები, და ამის გაკეთებას სულაც არ თაკილობთ, ჩვენ კი უტიფრად ბრალს გვდებთ იმაში, რომ ქრისტეს მინდა ჯვარს ვცემთ თაყვანს, რომლითაც ძალა დემონებისა და შეცთომილება ეშმაკისა შემუსრვილ იქნა! ჰოდა, იმასაც გეტყვით, რომ ეგ, რასაც თქვენ აბრაჰამის ქვას უწოდებთ, სინამდვილეში აფროდიტეს (კერპის) თავია, რომელსაც თქვენ თაყვანს სცემთ და ჰავეთს უწოდებთ! ვინც მას გულმოდგინედ დააკვირდება, დღესაც შეამჩნევს მასზე გამოკვეთილი თავის კვალს, ნაშთს ამ წარმართული ქალღმერთის უკეთური ქანდაკისა.

ამ მუჰამედმა, ცრუ წინასწარმეტყველმა, შეადგინა მრავალი სულელური ზღაპარი და ყოველივე მათგანს თავ-თავისი სახელწოდება მისცა, როგორიცაა, მაგალითად, თქმულება ცოლზე. ამ თქმულებაში წესად უდგენს, თავის მიმდევრებს, რომ ნებადართულია მოყვანა ორმოცი ცოლისა, ხარჭა კი თუგინდ ათასიც გყავდეთო (იმ ორმოცი კანონიერი ცოლის გარდა) ანუ იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ და რამდენის რჩენა-შენახვასაც შეძლებთო! მაგრამ მუჰამედი იმასაც ამბობს თავის წინგში(ყურანში), რომ ნებადართულია, თუკი მოგესურვება, ერთი ცოლი განუტევო, სხვა კი სურვილისამებრ, მოიყვანოო. ეს თავისი განწესება მუჰამედმა შემდეგი შემთხვევისა გამო დაადგინა:
მას ერთი ერთგული თანამუშაკი ჰყავდა, სახელით ზაიდი, რომლისც მეტად ლამაზი ცოლი თვითონ მას შეჰყვარებოდა; ერთხელაც, როცა ისინი ერთად ისხდნენნ:
მუჰამედმა უთხრა ზაიდს: "ღმერთმა მიბრძანა შენი ცოლი მოვიყვანო ჩემადაო!"
ზაიდმაც მიუგო: "მოციქული შენა ხარ, ისე ჰქენი, როგორადაც მღმერთს უბრძანებიაო, აიღე და წაიყვანე ჩემი ცოლიო!"

უფრო სწორად, ყოველივე იმის ნაცვლად, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, მუჰამედმა ასე უთხრა ზაიდს: "ღმერთმა მიბრძანა, რომ შენ განუტევო შენი ცოლი!" იმანაც ადგა და განუტევა. რამდენიმე დღის შემდეგ მუჰამედმა კვლავ უთხრა თავის ამხანაგს: "მაშ კი განუტევე, მაგრამ ღმერთა მე მიბრძანა შენი ცოლის შემად მოყვანა". მერმე რაკი მოიყვანა და შეირთო ზაიდის პირმშვენიერი ცოლი, მუჰამედმა იმრუშა მასთან და ასეთ კანონი დაუწესა შთამომავალთ: ვისაც მოესურვება, დე განუტევოს თავისი კანონიერი ცოლი, მაგრამ თუკი განტევების შემდეგ კვლავაც მოისურვებს მის შერთვას, მაშნ მანამდე ჯერ სხვა დაქორწინდეს მასზე, რადგან არ შეიძლება განტევებული ცოლის კვლავ შერთვა, თუკი მასზე ჯერ სხვა არ იქროწინებს.

თუკი, ვთქვათ ძმა განუტევებს ცოლს, მასზე დაქორწინება მის ძმასაც შეუძლიაო. ამასთანავე იმავე წიგნში მუჰამედი იმასაც განუწესებს თავის მიმდევართ: "დაამუშავე მიწა, რომელიც ღმერთმა მოგცა", რომ სულ სამარცხვნინო საქმეებზე არ ელაპარაკნა და ცოტაოდენი ჯეროვანიც ეთქვა. smile.gif

კვალად, მის წიგნში არის თქმულებამ საღმრთ დედა აქლემის შესახებ, რომელზეც წერია, რომ იყო საღმრთო დედა აქლემი, სვამდა მთელს მდინარეს და იმხელა იყო, რომ ვერ ეტეოდა ორ მთას შორის. ამრიგად, იმ ადგილასო, ამბობს მუგამედი, ხალხიც იყო: ერთ დღეს წყალს ეს ხალხი სვამდა; მეორე დღეს კი - დედა აქლემიო. როცა აქლემი შესვამდა მდინარეს, მერე იგი ასმევდა ხალხს წყლის ნაცვლად თავის რძესო. ამ ხალხისაგან კი აღდგნენო ბოროტნი კაცნი და მოკლეს საღმრთო დედა აქლემი, მაგრამ იმას კოზაკი დარჩა, რომელმაც, როცა დედა მოუკლეს, ღმერთს შეჰღაღადაო, და ღმერთა იგი თავისთან წაიყვანარო - აი, ასე იტყვით მუჰამედი საღმრთო აქკლემისათვის.

ჩვენ ასე ვეტყვით მუჰამედის მიმდევრებშ: საიდანაა ეს დედა აქლემი? ისინი გვპასუხობენ, რომ იგი ღმერთსგანაა. ჩვენ შევეკითხებით: თუ შეეყო მას სხვა აქლემი? გვეუბნებიან - აოაო. მაშ საიდანცა იშვა კოზაკი, ვკთხავთ ჩვენ, რადგნა ვხედავთ, რომ თქვენი საღმრთ კოზაკი წარმომავლობის გარეშეა. მისი მშობელი ბოროტებმა ევნო, მაგრამ არ ჩანს არც ის, ვინც შეეყოფოდა დედა აქლებს, და კოზაკიც (პატარა დედა აქლემი)
ზეცად იქნა აღტაცებულიო. მაშ, რატომ არ გიაგო თქვენმა წინასწარმეტყველმა, რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ, ღმერთი ესიტყვებოდა, ამ აქლემის ამბავიც, - თუ სად ძოვს იგი, ანუ ვის მიერ იქნა გამოზრდილი რძით (მოკლილი დედა აქმების მსგავსად). თუ, იგიც მისი დედა აქლემივით, მოკლულ იქნა, ანდა სამოთხედ შევიდა თქვენ უწინარეს და წინამორბედ გექმნათ თქვენი "ნეტარი" ცხოვრებისა? და ალბატ მისგან გამოედინება სამოთხეში ის რძის მდინარეს, რომლის შესახებაც თქვენ ლაპრაკობთ. აკი თქვენი სიტყვით, სამი მდინარე მოედინება თქვენთვის სამოთხეში: მშინარე წყლისა, მდინარე ღვინისა და მდინარე რძინა. თუკი თქვენი წინამორბედი აქლემი სამოთხის გარეთაა, მაშნ ცხადიამ იგი ჩამომდნარი უნდა იყოს შიმშილისა და წყურვილისაგან ანუ სხვენი ისრაგბებლებენ მისი რძით. ტყუილად გაიძახის თქვენი წინასწარმეტყველი, ღმერთს ვესიტყვებოდიო, რადგან თვით ეს საიდუმლოც დედააქლემისა არ გაემხილა მას. და თუ ეს აქლემი სამოთხეშ იმყოფება, მაშინ იგი კვლავაც მთელს წყალს სვამს, დათქვენ კვლავ ევნებით უწყლობისაგან სამოთხისა სხვა სიამტკბილობათა შორის. ხოლო თუკი ღვინოს მოისურვებს, იძულებული იქნებით შეუძავებლად დალიოთ ღვინის მდინარისაგან, რადგანაც წლის მდინარე უკვე აქლემს შეუსვამს მთლიანად; მაშასადამე, თქვენ სვამთ ღვინოს, აღენთებით, თრობა გერევათ და იძინებთ.

ასე, რომ დამძიმებულნი თრობამორეული ძილისაგან, მძიმე გუნებაზე იღვიძებთ და ევნებით ნაბახუსევზე, რის გამოც გავიწყდებათ სამოთხის შვება-სიამენი. მაშ, როგორღა იზრუნა თქვენმა წინასწარმეტყველმა, რომ ასეთი ვნება არ გწეოდათ და უკვე სამოთხეში მოხვედრილებს, სადაც მხოლოდ ნეტარება უნდა განგეცადათ?! რატომ არ იფიქა მან ამ დედა აქლემისათვის, - თუ სად იმყოფება იგი ამჟამად? მაგრამ თქვენ არც გიკითხავთ მუჰამედისათვის ყოველივე ამის შესახებ მაშინ, როცა იგი, თითქოსდა სიზმარშიაო, გითხრობდათ სამოთხის ამ სამი მდინარისათვის. ხოლო ჩვენ სრულიად აშკარად გიზხადებთ თქვენ, რომ ეს თქვენი საოცარი დედა აქლემი თქვენს უწინარეს და თქვენ წინამორბედად შესულა სახედართა სამშვინელშ, სადაც თქვენც მოგიწევთ შესვლა და ცხოვრება პირუტყვთა მსგავსად; სწორედ იქაა უკიდურესი წყვდიადი და დაუსრულებელი ტანჯვა, ცეცხლი მოტყინარე და მატლი დაუძინებელი ჯოჯოხეთის დემონებითურთ.

და კიდევ, ერთ ასეთ თქმულებაში ტრაპეზის შესახებ მუჰამედი ამბობს, რომ ქრისტემ ღმერთს ტრაპეზი სთხოვა, და ეს ტრაპეზი მიეცაო მას. ღმერთმაო, ნათქვამია თქმულებაში, უთხრა ქრისტეს: მე გაძლევ შენ და იმათაც, ვინც შენთანაა, უკვდავ ტრაპეზს!

გარდა ამისა, მუგამედს შეუთხზავს თქმულებაც მოზვრის შესახებ და კიდევ მრავალი სხვა მონაჩმახიც, სწორედ რომ სიცილის ღირსი, რომელიც მათ სიმრავლის გამო, უპრიანია გამოვტოვოთ. მან ისიც დაუწესა სარკინოზებს, რომ წინადაიცვეთდნენ; ერთი რამ სჯულით ნებადართულისაგან - მიეროთ საზრდოდ, ხოლო სხვა რამისგან, რაც ასევე ნებადართულია სჯულით, თავი შეეკავებინათ, ღვინის მიღება კი, როგორც ვიცით, ამქვეყნად საერთოდ აუკრძალა თავის მიმდევრებს.


სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა IV ტომი.
წიგნიდან გადმოტანაზე იზრუნა: მე-მ smile.gif


წაიკითხეთ და შმედეგ იმსჯელეთ.

მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი


ციტატა

წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა. (მეორე სჯულისა 18:18)

ღმრთის მიერ თქმული წინასწარმეტყველება მოსეს მიმართ



- ისლამი

იმისათვის რომ მუსლიმანთა რწმენა ჭეშმარიტი და საფუძვლიანი იყოს, მუჰამედის შესახებ უნდა იყოს დადასტურებული წმ. წერილით, რომ ის ნამდვილად წინასწარმეტყველია ღვთისა. როგორც ყურანი ამბობს Sura 33:40, მუჰამედი იყო უკანასკნელი "წინასწარმეტყველი" ღმრთისა.
მეორე სჯულის 18:18-ს ეყრდნობიან მუჰამედის მიმდევარნი, როგორც ყურანი ამბობს, და ამით ცდილობენ დაამტკიცონ მუჰამედის ჭეშმარიტება, რომ იგი(მუჰამედი) ამ წინასწარმეტყველების საგანი.

- ქრისტიანობა

სინამდვილეში მეგობრებო ეს ყველაფერი როდი ასეა, ქრისტეანები ჭეშმარიტად ვამბობთ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმერთი და ეს წინასწარმეტყველება მას ეკუთვნის, რადგანაც ნათლად ჩანს წმ. მოციქულის პეტრეს მიერ თქმული ისრაიტელთა მიმართ საქმე მოციქულთაში (საქმ. მოციქულთა 3:20-22):

ციტატა
20. რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ,

21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა.

22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.


გაითვალისწინეთ, რომ მოციქულთა საქმენის 3:22 -ში თქმული სიტყვები პირდაპირ ციტირდება ძველი აღთქმის მეორე რჯულის წიგნის 18:18 მუხლიდან სადაც წერია: "წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა." (მეორე სჯულისა 18:18)

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე სჯულის 18:18-ე მუხლში ღმერთი მოსეს ეუბნება:

ციტატა
წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ


რატომ ვითარცა-ეგე შენ? ეს ნათლად მიუთითებს მომავალი წინასწარმეტყველის (უფლის იესო ქრისტეს) და მოსეს მისიათა თანამაგვარობას, ვინაიდან მოსემ იხსნა ხალხი ეგვიპტის ტყვეობისა და მონობისაგან და განათავისუფლა იგინი, ხოლო ქრისტემ გვიხსნა, ცოდვის, სატანის და ბოროტების ტყვეობისა და მონობისაგან და გაგვათავისუფლა ჩვენ.

როგორც ვხედავთ საქმე მოციქულთას 3:22 მუხლი მხარს უჭერს და ამართლებს ჩვენს პოზიციას, რომ მეორე სჯულის 18:18 წინასწარმეტყველება უფლის იესო ქრისტეზეა თქმული.


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 02:32
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



- ბიბლიური წინასწარმეტყველება მოსეს მსგავსს წინასწარმეტყველის შესახებ

მეორე სჯულის 18:18-ე თავის მიმართ ვხედავთ, რომ ისლამს და ქრისტეანებს აბსოლიტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე!

მოდი გადავხედოთ თუ რას გვეუბნება და როგორ აღგვიწერს წმ. წერილი ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა თვისებებს, ავიღოთ მოსეს ცხოვრების მაგალითი და დავაკვირდეთ, თუ რა განასხვავებს მის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველობას უბრალო ადამიანისაგან. მოვიყვანოთ 6 განსხვავება უბრალო ადამიანისა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს შორის. მაგ: მოსე.

1) მოსეს დაბადებისას, წმ. წერილი მიუთითებს, რომ ეგვიპტის ფარაონმა გასცა განკარგულება, ამოეხოცათ ყველა მამრობითი სქესი ახალდაბადებული ისრაელიანთა შორის. წიგნი გამოსვლათა 1:22 ამბობს: "უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით. "

2) ბავშვი, რომ გადაერჩინათ ფარაონის განკარგულებისაგან, გამოსვლათა 2:2-6,10 გვიჩვენებს, რომ დედამ შვილი(მოსე) როდესაც 3 თვის იყო ეგვიპტეში გაგზავნა, სადაც შეინახავდნენ.

ციტატა
1. ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.

2. მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.

3. და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას.

4. და ხედვიდა დაჲ მისი შორით, რათა უწყოდის, რაჲძი შეემთხჳოს მას.

5. შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.

6. აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე.

7. ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?

8. ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.

9. და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.

10. და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე. (გამოსვლათა 2:2-10)


3) მოსე იყო ლევიანთა ტომის შთამომავალი, ერთი ძმა თორმეტ ძმათაგან იაკობის ძეთა, მისი გენეალოგია მოცემული გვაქვს გამოსვლათა 2:1-2-მუხლში

ციტატა
1. ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.
2. მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.(გამოსვლათა 2:1-2)


აქედან ნამდვილად ჩანს, რომ მოსე იყო ნამდვილი ისრაელიანი, ებრაელი!

ისრაელის სხვა ბევრ წინასწარმეტყველთაგან განსხვავებით, მოსე გამორჩელია ღვთის თვალში, რიცხუათა 12:6-8-ის თქმით, როცა უფალმა უსაყვედურე მოსეს გამო აჰრონს და მირიამს, ამით უფალა აჩვენა, რომ მოსე გამორჩეულია.

ციტატა
6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას.

7. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს,

8. პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა მოსესთჳს? (რიცხუათა 12:6-7-8)


4) როგორც ვნახეთ, უფალმა აჰრონს და მირიამ უთხრა, რომ მოსე გამორჩეული და სათნო იყო მისთვის. დადასტურება იმისა, რომ მოსემ იხილა ღმერთი(არა პირდაპირ არამედ ზურგი ნანახისა) გვეუბნება გამოსვლათა 34:29-30, 35, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მას შემდეგ, როცა მოსემ იხილა ღმერთი სინას მთაზე, და დაბრუნდა ისრაიტელებს ათი მცნება მისცა, და მისი სახე ბრწყინავდა და ასხივებდა ღმერთთან ყოფნის გამო:

ციტატა
29. და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ.

30. და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა.

...

34. და იხილეს ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო. და დაიბურის მოსე საფარველი პირსა მისსა ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა თანა ზრახვად მისსა.



5) უფალმა, მრავალი სასწაული ქმნა მოსეზე, მათ შორის როგორიცაა 10 წყლული რომელიც მიაყენა ეგვიპტეს ფარაონის სიჯიუტის გამო, როცა უარი უთხრა მოსეს რათა ხალხი გაეყვანა. გამოსვლათა 7:14 გვეუბნება:

ციტატა
14. ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოსი არა გამოვლინებად ერისა.


როგორც ჩანს სასჯელი არ იყო საკმარისი ფარაონისა და ეგვიპტის მიმართ. ცოტახნის შემდეგ დაუშვა ფარაონმა რომ გასულიყო ხალხი, მაგრამ ეუცხოვა მისი ასეთი გულის ცვლილება, და დაადევნა არმია რათა მოეკლათ ხალხი. ამ დროს მოსე და მისი ხალხი შუაზე გაყოფილ წითელ ზღვაზე გადიოდნენ, იმ მომენტში უფალმა კვლავ იმოქმედა, რათა დაეცვა თავისი ხალხი რადგან ეშინოდათ მათ.

ციტატა
13. და თქუა მოსე ერისა მიმართ: მინდობილ იყუენით, დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ უფლისამიერი, რომელი გიყოს თქუენ დღეს, რამეთუ ვითარ სახედ იხილენით მეგჳპტელნი დღეს, არღა შესძინოთ მერმე ხილვად მათდა საუკუნესა ამსა.

14. უფალი ებრძოლოს თქუენ წილ, და თქუენ დუმენით. (გამოსვლათა 14:13-14)


შემდეგი მუხლები (გამოსვლათა 14:15-16) ამჟღავნებს ღვთის გეგმას, იგი მოსეს ეუბნება, რომ უნდა გაიარონ ზღვა. ამ დროს უფალი კიდევ ერთ უდიდეს სასწაულს იქმს, მოსეზე, როცა უთხრა, რომ გაყოფდა ზღვას, და გაივლიდა ზღვაში არსებულ ხმელეთზე.

ციტატა
15. ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ? არქუ ძეთა ისრაჱლისათა, და აღეგნენ.

16. და შენ აღიღე კუერთხი შენი და განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა და განაღე იგი, და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი საშუალ ზღუასა ვითარცა ჴმელსა. (გამოსვლათა 14:15-16)


გამოსვლათა 14:17-18- მუხლში უფალი უცხადებს მოსეს თავის გეგმას, ფარაონისა და მისი არმიის შესახებ.

ციტატა
17. და აჰა, მე განვაფიცხო გული ფარაოსი და მეგჳპტელთა ყოველთა და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა მჴედრობასა მისსა ზედა და ეტლთა მისთა ზედა და ცხენთა მისთა ზედა.

18. რათა გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიდიდო ფარაოს ზედა და ეტლებსა მისსა და ჰუნებსა ზედა მისსა. (გამოსვლათა 14:17-18)


მოსემ აღიღო კუერთხი მისი როგორც უფალმა უბრძანა, და განიყო ზღვა ორად, და მთელმა ისრაელიანმა ხალხმა გაიარა სღვაში არსებულ ხმელეთზე, ხოლო მათ უკან ფარაონი და მისი არმია მოსდევდა, როდესაც ზღვის შუაგულში მოექცნენ, ისრაელიანი ხალხი ხდება მოწმე, საბოლოოდ განადგურებისა ფარაონის და მისი ჯარისა. გამოსვლათა 14:26-28 საბოლოო გადაწყვეტილებას გვიჩვენებს, რომ განადგურდება ფარაონი და მისი ჯარი, როცა ზღვა პირვანდელ სახეს დაუბრუნდება.

ციტატა
26. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგენ წყალი, და დაფარნეს მეგჳპტელნი ეტლებსა ზედა და მჴედრებსა ზედა.

27. და განირთხა მოსე ჴელი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგო წყალი იგი დღეულად ადგილსა მასვე ზედა, ხოლო მეგჳპტელნი ივლტოდეს წყალსა ზედა, და შთაყარნა უფალმან მეგჳპტელნი შუა ზღუასა. (გამოსვლათა 14:26-28)


წმ. წერილი ამბობს, რომ ღმერთმა გამოიყენა მოსე რათა მისით აღესრულებინა სასწაულები, სწორედაც, მეორე სჯულის 18:18 - ე მუხლში მოცემულ წინასწარმეტყველსაც აქვს მსგავსი მისია როგორც მოსეს.

6) იმის საფუძველზე, რომ ისრაელიტელმა ხალხმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, რადგან ოქროს კერპები ააშენეს, გამოსვლათა 32:31-32 ამბობს, რომ:

ციტატა
31. მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ამან ცოდვა დიდი და იქმნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ.

32. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე. (გამოსვლათა 32:31-32)


ამ მუხლში მოსე უფალს, ევედრება, რომ მიუტევოს ხალხს დიდი ცოდვა, რადგან ოქროს კერპები აიშენეს, ხოლო თუკი არ მიუტევებს იგი მის სთავს სთავაზობს უფალს. მაგრამ უფალი არ მიიღებს მოსეს წინადადებას. გამოსვლათა 33 ამბობს, რომ უფალმა აღოცა ეს ცოდვა, მოსე ევედრებოდა ხალხისათვის და მეოხი იყო ღვთის წინაშე, უფალმაც ისმინა მისი!


აქ არის 6 აღსანიშნავი ნიშანი და სასწაული, რომლისთვისაც ღმერთმა მოსე გამოირჩია რათა აღესრულებინა ყოველივე, მეორე სჯულის 18:18 რომ გვაუწყებს წინასწარმეტყველის მოსვლას, რომელიც ჰგავს მას(მოსეს) - (მისიით) ვის გახსენებთ იესო ქრისტეს თუ მუჰამედს? smile.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 12:27
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



იესო ქრისტე: წინასწარმეტყველი(მეორე სჯული 18:18) როგორც მოსე


ზევით ჩვენ ვნახეთ 6 უნიკალური სასწაული და ნიშანი მოსეს ცხოვრებიდან, რომელიც განასხვავებს წინასწარმეტყველს უბრალო ადამიანისაგას. მეორე სჯული 18:18-ის თქმით, მოდის წინასწარმეტყველი რომელიც გავს მას(მოსეს), რომელსაც მსგავსი მისია აქვს. როგორც ძველი აღთქმის, ებრაული ნაწერები გვამცნობს "არა სადა კაცი" მიმგვანებია მოსეს - სანამ არ იშვა ჩვილი ბეთლემში. იესო ნაზარეველი იშვა ქალწულისაგან (მათე 1:18-23, ლუკა 1:30-35) მის დედას ერქვა მარიამი, და იყო დავითის საუფლო გენეალოგიიდან (ლუკა 3:23,31), აღმზრდელ მამად კი იოსები მიიღო, ამავე საუფლო გენეალოგიიდან (მათე 1:6-16). როგორც მამა ღმერთი, იესოც ღმერთია ხორცშესხმული, იგი შთამომავალია წინასწარმეტყველისა მეფე დავითისა, ფსალმუნი 89:34-37-მუხლში გვიცხადებს, რომ ღმერთი შეუსრულებს აღნათქვამს დავითს რომელიც აღუთქვა მას.

ციტატა
34. ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა,

35. არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.

36. ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას.

37. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა, (ფსალმუნნი 89:34-37)


იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავადასტუროთ სიმართლე გამოსვლათა 18:18 - ის შესახებ, რომ იგი იესო ქრისტეზეა ნაწინასწარმეტყველები, მოდით მოვიყვანოთ 6 მაგალითი რომელიც სავსებით აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ 6 ნიშანს, რომლებიც ადასტურებენ მოსესა და უფლის იესო ქრისტეს მისიათა თანამსგავსებას.

1) როდესაც მოსე დაიბადა, ფარაონმა განაცხადა, რომ ისრაელიან ახალშობილ ბავშვებს ამოხოცავდა. მსგავსად, როცა იესო დაიბადა, მათე 2:16-18 გვიცხადებს, რომ მეგე ჰეროდემ მისცა მსგავსი განკარგულება, რომ ყველა ებრაელი ბავშვი 2 წლის და კიდევ უფრო უმცროსი ამოეხოცათ;

ციტატა
16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.

17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

18. ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.



2) იმისათვის რომ მოსე გადარჩენილიყო, მისმა დედამ გაგზავნა იგი ეგვიპტისაკენ, ფარაონის სახლთან. როდესაც მოსე გახდა სრულწლოვანი, იგი გამოვიდა ეგვიპტიდან, რადგან გამოარჩია უფალმა რათა მისით ეხსნა ხალხი.

ანალოგიურად, ქრისტეს დაბადებისას მათეს სახარების 2:13-15 -ე მუხლები გვეუბნება, რომ:

ციტატა
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.

14. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს.

15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს. (მათე 2:13-15)


ვხედავთ, რომ უფალი იესო ქრისტე იყო ეგვიპტეში ნამოგზაურები, იგივე მიზნით როგორც მოსე, რათა გადარჩენილიყო იგი(მოსე). როგორც მოსემ იხსნა ხალხი ფიზიკური მონობისაგან, ისევე იესომ იხსნა ხალხი სულიერად, ცოდვისა და ბნელეთის მონობა, ტანჯვისაგან.


3) მოსე იყო შთამომავალი ლევისა, შთამომავალი იაკობისა, ებრაელი. ასევე იესოც იყო ებრაელი, დედა მისი მარიამი კი ქალწული იყო და მარადისქალწულია, შთამომავალი დავით მეფისა (ლუკა 3:23,31). შეგვიძლია გადავამოწმოთ, ახალი აღთქმის წმ. წიგნებით, რომ იესო ქრისტე შთამომავალია დავითის საუფლო ხაზისა:

* იოანეს გამოცხადება 5:5 (უფლის იესოს შესახებ)
ციტატა
5. მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.


* იოანეს გამოცხადება 22:16
ციტატა
16. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.


ასე, რომ იყო ებრაელი, როგორც მოსე. მაგალითი იესოს წინასწარმეტყველებისა გვხვდება მათეს 24:1-2-ში, როცა უფალმა იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა ტაძრის დანგრევა:

ციტატა
1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.

2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. (მათე 24:1-2)


მაცხოვრის წინასწარმეტყველება კი ასრულდა 40 წლის შემდეგ, მისი ჯვარცმიდან ახ. წ.ა-ით 70 წელს!

კიდევ ერთ წინასწარმეტყველებას ვხვდებით ლუკას 21:24-ე მუხლში.

ციტატა
24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.


თუმცა მათე 24:1-2-ში უშვალოდ ტაზრის განადგურების შესახებაა წინასწარმეტყველება, ლუკა 21:24-ე მუხლში გვიჩვენებს, რომ მან ასევე იწინასწარმეტყველა, ებრაელთა "ტყვეობაში" ჩავარდნა, და ასევე იერუსალიმი, რომ უნდა დაეცეს ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი. ასევე 70 წელს აღსრულდა ეს წინასწარმეტყველებაც!

4) გამოსხვლათა მიხედვით, მოსეს სახე ასხივებდა და ბრწყინავდა (გამოსვლათა 34:29-30,35), ღვთის დიდებისაგან. ანალოგიურად, უფლის იესოს სახე ბრწყინავდა და ასხივებდა, რადგან გამოჩნდა ღმრთის დიდება. ეს მოხდა თაბორის მთაზე ფერიცვალებისას. მათეს 17:1-5-მუხლების თანახმად, იესომ, წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე, და იქ იცვალა ფერი მათ წინაშე. მისი სახე ბრწყინავდა როგორც მზე, როგორც, მოსეს სახე.

ციტატა
1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.

2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.

3. და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.

4. და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.

5. სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ. (მათე 17:1-5)


იოანე მოციქული და ღმრთისმეტყველი, რომელიც იყო უფლის იესოს ფერიცვალებისას მთაზე, იგი ამოწმებს ამ ყოველივეს, თავის ნაწერებში (იოანე 1:14) გვარწმუნებს იესოს შესახებ რომ:
ციტატა

14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.


5) ნიშნები და სასწაულები

მოსეს ცხოვრებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი იყენებს მას რათა მისით აღასრულოს სასწაულები და ნიშნები, რომელნიც სამყაროში არავის უხილავს. ამის გამო იგი გახდა ერთგვარი სტანდარტი, რომლითაც იზომება სხვა წინასწარმეტყველნი. როგორც მოსე, ყველა სხვა წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წინგებში წინასწარმეტყველებენ, რომ ვიხილავდით ღვთის დიდებას - ანუ განკაცებას ღმრთისას, როცა იესო იშვა ბეთლემში.

საოცარი სასწაულები აღასრულა, რომელისთვისაც ღმერთმა მოსე გამოიყენა, როგორც თავად განკაცებული ღმერთი უფალი იესო ახდენდ როცა ხალხი იკურნებოდა მის სამოსელზე შეხებისას, როგორც ამას აღგვიწერს მათე მახარებელი 9:20-22-მუხლებში, როცა ამბობს:

ციტატა
20. და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
21. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
22. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს. (მათე 9:20-22)


უფალი იესო ქრისტე, გამოირჩეოდა მისი ხალხისადმი თანაგრძნობით. ამას ჩვენ ვხედავთ ლუკას 5:12-13-ე მუხლებში, როცა ერთხელ უფალმა იესო განკურნა საშინელი დაავადებით კეთრით დასნეულებული ადამიანი:

ციტატა
12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი. (ლუკა 5:12-13)


მარკოზის 10:49-52 და იოანეს 9:1-6-7-ე მუხლებში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ კურნავს უფალი იესო ქრისტე ბრმებს, თანაც უბრალოდ სიტყვით.

ციტატა
49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.
50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.
51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!
52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს. (მარკოზი 10:49-52)

ციტატა
1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.

..........

6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას
7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.(იოანე 9:1-6-7)


ასევე მარკოზის 7:31-37-მუხლებში ვხვდებით, რომ იესო კურნავდა ყრუებს და მუნჯებს,

ციტატა
31. მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.
32. მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33. ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;
34. ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!
35. მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.
36. და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.


ასევე უფალმა იესო ქრისტემ განკურნა მრადომილი და მათ შეეძლოთ მის შემდეგ სიარული.

მათეს 15:30-31 -ე მუხლებში გვაქვს მოცემული მომენტი როცა, ერთდროულად მრავალი იკურნებოდა

ციტატა
30. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი;
31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.


ასევე ვხედავთ, რომ უფალი იესო კურნავს დემონებით შეპყრობილთ (მათე 8:16, ლუკა 8:26-34)

ციტატა
ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული. (მათე 8:16)


ციტატა
26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.
28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.
30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.
31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.
32. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.
33. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.
34. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. (ლუკა 8:26-34)


ასევე უფალმა იესომ გვიჩვენა მისი ღვთაებრივობა და ზებუნებრივობა, როდესაც მან დააცხრო მძვინვარე ქარიშხალი და ტალღები (ლუკა 8:22-25)

ციტატა
22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.
23. ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.
24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.
25. და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას? (ლუკა 8:22-25)


ასევე უფალი იესო ქრისტე წყალზე დადიოდა ვითარცა ხმელეთზე (მათე 14:25-27)

ციტატა
25. და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.
26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.
27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.(მათე 14:25-27)


იყო შემთხვევები როცა უფლის იესო ქრისტეს საქმენი ფრიად აოცებდა მოციქულებს და მათ მოლოდინს გადააჭარბებდა ხოლმე. ლუკას 7:12-15-ე მუხლკებში ჩანს მისი სიდიადე და ძალაუფლება სიკვდილზე, როცა მან მკვდარი აღადგინა და დააყენა ფეხზე, ანუ გააცოცხლა იგი.

ციტატა
12. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
13. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
14. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
15. მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს. (ლუკა 7:12-15)


იოანე 11:39, მას შემდეგ რაც მოკვდა უფლის იესოს მეგობარი ლაზარე გასული იყო ოთხი დღე, ხოლო იესომ ლაზარეს დას უთხრა, რომ მოეშორებინათ საფლავიდან ლოდი, რომ გამოსულიყო მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე. იოანეს 11:41-44 მოვლენებს შემდეგნაირად ვხედავთ:

ციტატა
41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.
43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!
44. და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. (იოანე 11:41-44)


მათეს, მარკოოზის, ლუკას და იოანეს სახარებებში მრავალი სასწაულებია აღნიშნული, რომელიც ქმნა ღმერთმა უფალ იესოთი ვინაიდან სიტყვაა ღმრთისა და ძეა ღმრთისა მარადიული და თავადია უფალი და ღმერთი. ასევე უფრო მეტიც გააკეთა ვიდრე მოგვითხრეს მახარებლებმა, როგორც იოანეს 20:30-ე მუხლებში წერია:

ციტატა
30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.


ყოველივე ამის შემდეგ უფალმ იესო ქრისტემ ივნო ჩვენი ცოდვებისათვის და ჯვარცმულ იქნა, მრავალგზის გვიჩვენა ღმერთმა მისი ძალაუფლება, ახლა კი ვნახოთ კულმინაცია მის ძალაუფლებისა სასწაულით, რომელიც სულ ყველაზე ბოლოს მოხდა, მისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე(ვინაიდან იგი მარადიულია და მოაქამომდე იქმს). 19:40-42-ე მუხლებით იოანე გვეუბნება, რომ მისი(უფლის იესოს) სხეული იყო სამარხში დასვენებული:

ციტატა
40. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი.
41. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.
42. იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც ახლოს იყო სამარხი. (იოანე იოანე 19:40-42)


მათე 27:60, 66-ე მუხლებში იტყობინება, რომ საფლავი დალუქული იყო დიდი და მძიმე ლოდით, და გარდა ამისა დაუყენეს დარაჯები რათა არ მოეპარათ სხეული უფლის იესო ქრისტესი, მიუხედავად ამისა ღმერთმა იგი(სხეული ქრისტესი) მკვდრეთით აღადგინა!,

ციტატა
60. და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.
....
66. ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს. (მათე 27:60, 66)


ქვა კი სასწაულებრივად გადაგორდა (იოანე 20:1)

ციტატა
1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი (იოანე 20:1)


ამის შემდეგ უფალი იესო ქრისტე კვლავ ეჩვენა მის მოწაფეებს, ცოცხალი და ჭამდა კიდევაც მათთან ერთად რათა ეხილნათ ჭეშმარიტება ქრისტესი: (ლუკა 24:36-43, ჯონ 20:19-20)

ციტატა
36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. (ლუკა 24:36-43)


ციტატა
19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. (იოანე 20:19-20)


აქედან ნათელია, და ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა ვინაიდან ღმერთმა ქმნა მრავალი სასწაული ქრისტე იესოთი, რომელ არს სიტყვა მამისა, და თანაარსი მამისა ვინაიდან ერთნი არიან როგორც თავად ბრძანებს, ნათელია უფლის იესო ქრისტეს აღმატებულება მოსესთან შედარებით. როგორც გამოსვლათა 18:18- მუხლი გვეუბნება, იესო ქრისტე არის არა როგორც უბრალო წინასწარმეტყველი როგორც მოსე არამედ უმეტესად აღმატებული ვიდრე მოსე.

6) როგორც ზევით ვნახეთ, მოსემ შესთავაზა ღმერთს თავისი თავის შეწირვა რათა ეპატიებინა ხალხისათვის დოდვა, ოქროს კერპის შექმნისა. ასევე უფალმა იესო ქრისტემაც ჩვენი ცოდვებისათვის შესწირათი თავისი თავი რათა დავხსნილიყავით კაცთა მოდგმის ცოდვისაგან.

იოანეს 10:11, 15-ე მუხლებში, უფალი იესო ამბობს, "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. . . . როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. ... ცოტაც თუ გავაგრძელებთ იოანეს სახარების კითხვას კეროდ 15:13-ე მუხლებისა ამოვიკითხავთ: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. "

ამ მხრივ, იესოს მისია და მოქმედებანი იყო ზუსტად მსგავსი მოსესი. მან შესწირა თავისი თავი რათა ხალხი სამუდამოდ არ ტანჯულიყო, როგორც მოსე, ისე უფალი იესო ქრისტეც მეოხი და შუამავალია ღვთის სახელით მისის ხალხისათვის, როგორც ნაწინასწარმეტყველებია ესაიას 53:12-ე მუხლში, და ბოლოს ყველაფერი დაასრულა გოლგოთაზე და ჯვარზე.

* ესაია 53:12 (იესოს, მაცხოვრის მიმართ)

ციტატა
12. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.


* ლუკა 23:33-34

ციტატა
33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.


რადგანაც იესო აღსდგა მკვდრეთით, იგია უფალი და ღმერთი და მამისა მიმართ მეოხი და შუამდგომელი ჩვენთვის, ასე, რომ მეორე სჯულის 18:18-ე მუხლების მიხედვით იესო არის გაცილებით აღმატებული ვიდრე მოსე, რომელიც ჩანს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, 7:22-25-ე მუხლებში, სადაც ნათქვამია:

ციტატა
22. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.
23. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,
24. ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.
25. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად. (ებრაელთა მიმართ 7:22-25)


ასე, რომ მეორე სჯულის 18:18 -სთან თანხმობით იესო უდავოდ ამ წინასწარმეტყველების საგანია, რადგანაც თანამსგავსია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მოსეს მისიისა და სასწაულების, ქრისტეს მისია და უფრო აღმატებული სასწაულები, ვინაიდან უფრო აღმატებულია მოსეზე.

შემდეგ ეტაპში კი განვიხილავთ "წინასწარმეტყველ" მუჰამედს - როგორ ფიქრობთ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს? როგორც ქრისტე უფალი ? smile.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 13:30
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



მუჰამედი: ცრუ-წინასწარმეტყველი და მოძღვარი

როცა ისლამის დამცველები ქრისტიანებს და სხვა სარწმუნოების ხალხს ესაუბრებიან, ძირითადად მათი დიალოგის საფუძველი არის ის, რომ მუჰამედი იყო "უკანასკნელი წინასწარმეტყველი და მოციქული". მათი აზრით, ეს მათ აძლევს უფლებას, შეცვალონ ან შეეწინააღმდეგონ წმ. წერილის ბიბლიის სწავლებებს და წინასწარმეტყველებს, და ჩაანაცვლონ ყურანით.
მუჰამედი, რომ წინასწარმეტყველების საგანი იყოს მეორე სჯულის 18:18-ე მუხლში, აუცილებელია მოხდეს დაკმაყოფილება იმ ნიშნებისა, მისიისა თუ თვისებების, რომელიც ჰქონდა მოსეს, როგორც ვახსენეთ პირველ თავში ("წინასწარმეტყველი როგორც მოსე"). შემდეგ ჩვენ მოვიყვანეთ 6 ნიშანი და თვისება, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს მომავალმა წინასწარმეტყველმა, რომ დამტკიცდეს მისი ჭეშმარიტება, მისი საქმენი, ნიშნები, მისია თუ თვისებები უნდა იყოს თანამსგავსი, როგორც წინასწარმეტყველი მოსესი; მაგრამ გამოცხადდა, რომ ცრუ-მოძღვარი-მოციქული ყოფილა:

- 1) მოსეს დაბადებისას (გამოსვლათა 1:22), ვხედავთ, რომ ფარაონი იძლევა განკარგულებას, ამოხოცონ ყველა მამრობით სქესის ისრაელიანი ახალშობილი. ხოლო როცა მუჰამედი დაიბადა (570 წ.) მსგავსი განკარგულება კაციშვილს არ გაუკეთებია!

- 2) ფარაონის განკარგულებისაგან, რომ ეხსნათ მოსე, გამოსვლათა 2:2-6, 10-ე მუხლებში წმ. წერილი გვიჩვენებს, რომ მისმა დედამ გაგზავნა იგი ეგვიპტეში, როდესაც იგი(მოსე) 3 თვის იყო, რათა იქ შეეენახათ . მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა მუჰამედის თავს!

- 3) მოსე იყო შთამომავალი ლევის ტომისა, ერთი თორმეტ ძეთაგან იაკობისა, რომელთაც დაერქვათ ისრაელი.
მოსესაგან განსხვავებით, მუჰამედის გენეალოგია არ არის ყურანში მითითებული, ის ამბობს, რომ იგი (მუჰამედი) შთამომავალია ისმაილის და არა ისრაელის.

ეს ფაქტი შეიძლება მნიშვნელოვნად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა! გამოსვლათა 18:15-ე მუხლის მიხედვით, მოსემ განუცხადა ისრაელის ერს, რომ ღმერთი აღუდგენდა მათ წინასწარმეტყველს, როგორც თვითონ, დააკვირდით სიტყვებს "ძმათაგანივე შენთაჲ". ამიტომ ის(მომავალი წინასწარმეტყველი) უნდა იყოს შთამომავალი აბრაამზედ შეპირებული შვილის იაკობისი და არა იმსაელის

ციტატა
რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი. (გამოსვლათა 18:15)


შესაბამისად ყურანისა, მუჰამედი არ არის წინასწარმეტყველი, რადგანაც არ არის დადასტურებული წინასწარმეტყველება მის შესახებ, რომელიც ჩაიწერა. ბევრი მუსულმანი იძახის, რომ ყურანში, Sura 30:2-4-ე მუხლში არის "დიდი წინასწარმეტყველება მუჰამედისა", სადაც ის ამბობს:

ციტატა
"რომაელები იმძლავრებენ, მახლობელ მიწაზე, და მძლავრობენ რამდენიმე წლის განმავლობაში; ალახი წაგვიძღვება წინ შემდეგ, ხოლო შემდეგ ვიზეიმებთ მორწმუნენი( ყურანი. სურა 30:2-4)"


მუჰამედის სიცოცხლეშ რომაელებმა მოუწოდეს ბიზაინტიელებს, რომ ჩართულიყვნენ სპარსელებთან ბრძოლაში, საბოლოოდ რომაელებმა გაიმარჯვეს სპარსელებზე, რომლებმაც თავდაპირველად იმარჯვეს რომაელებზე.
ნიშნავს ეს წყარო, ყურანის მტკიცებით, რომ მუჰამედი იყო წინასწარმეტყველი, როგორც მოსე? რა ადგილზე და მიწაზეა საუბარი? სად არის იგი? არის ის ახლოს მექას, მედინას ან იერუსალიმთან? რამდენი წელია ეს რამდენიმე წელი? როგორც ხედავთ, ეს ციტატა ნაკლებობას განიცდის დეტალურობაში, გაურკვეველი და გაუგებარია!

უმნიშვნელოვანესია, გავხსოვდეს, რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა და აბსოლიტური სიზუსტით უზრუნველყოფს, წლებს ამა-თუ-იმ მოვლენებისა. ამასთან ასეთი არასპეციფიური და არადეტალური "წინასწარმეტყველება", "მძლავრობენ რამდენიმე წლის განმავლობაში" შეუსაფერისი და შეუთავსებელია ყოვლისმცოდნესთან, როგორც ღმერთთან, ვინაიდან იგი არ ვარაუდობს, არამედ ყოველივე უწყის, ვინაიდან არცა ერთი რამ ხდება გარეშე მისი ნებისა.

მუჰამედისაგან განსხვავებით, წმ. წერილი-ბიბლია წინასწარმეტყველებს ჭეშმარიტად, და ზუსტად უთითებს დროს, როდესაც წლების ზუსტი რაოდენობა არის გამოცხადებული გარკვეული მოვლენისა, როგორც მაგალითად დაბადების 15:13-ე მუხლებში ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ "მის მოდგმას ოთხას წელიწადს დაიმონებდნენ და დაჩაგრავდნენ"

ციტატა
და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ. (დაბადება 15:13)


ასევე იერემიას 25:11, სადაც წინასწარმეტყველს უცხადებს ღმერთი ზუსტ რაოდენობას წლებისას, და იგიც ზუსტად გვიცხადებს, რომ ისრაელის მოდგმა, ბაბილონის ტყვეობაში იქნებოდა 70 წლის განმავლობაში. და ეს ნამდვილად ზუსტად ასე მოხდა!

ციტატა
და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ. (იერემია 25:11)


რადგანაც Sura 30:2-4, საკმაოდ გაუკვეველი და ბუნდოვანია მისი მიღება როგორ "წინასწარმეტყველება მუჰამედისა" იქნება დიდი შეცდომა. ამის შესაბამისათ მის მიერ თქმული ყოველივე "წინასწარმეტყველება" არის მცდარი და არაჭეშმარიტი. ასე, რადგანაც მუჰამედი არ არის შთამომავალი იაკობისი, ხოლო მოსე არის, ყურანი ვერ გაგვიცხადებს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებებს, იგი(მუჰამედი) არ შეიძლება იყოს "წინასწარმეტყველი როგორც მოსე", და არც არის, რომელიც გამოცხადებულია გამოსვლათა 18:18-ე მუხლში.

- 4) როგორც ვხედავთ, უფალმა აჰრონს და მირიამს უთხრა, რომ მოსე მისთვის სათნოა და, რომ გამორჩეულია იგი მის მიერ. დადასტურება იმისა, რომ მოსემ იხილა ღმერთი მოცემული გვაქვს გამოსვლათა 34:29-30, 35-ე მუხლებში. ეს მუხლები გვიჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც მოსემ იხილა ღმერთი სინას მთაზე, იგი დაბრუნდა ხალხთან და ისრაელიტებს ჩამოუტანა ათი მცნება(ანუ რჯული) რომელიც ღმერთმა მისცა!, და მისი სახე ასხივებდა ღმერთთან ყოფნის გამო.

როგორც ვიცით მუჰამედმა ხალხს მისცა "რჯული", მაგრამ მოსესაგან განსხვავებით მას ეს (რჯული და გამოცხადებები) არ მიუღია პირდაპირ ღვთისაგან, მას მთავარანგელოზი გაბრიელი "გამოეცხადა".

ასე რომ, მოსესაგან განსხვავებით, მუჰამედი არასოდეს ყოფილა ღმერთთან თანდასწრებით. არასოდეს ყოფილა მომენტი როცა ღმრთის დიდებისაგან მისი სახე გაბრწყინებულიყო - ან თნდაც მსგავსი მოვლენა. ამგვარად, ამ მოთხოვნის მიმართ, მუჰამედი დისკვალიფიცირებულია! smile.gif

- 5) ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთმა გამოარჩია მოსე და გამოიყენა იგი რათა აღესრულებინა სასწაულები, ხოლო ყურანი, არანაირი ნიშნების და სასწაულების შესახებ არ იძლევა სიტყვას, რომ ღმერთს გამოევლინა სასწაულები და ნიშნები მუჰამედის მიერ.

- 6) აქაც, როგორც ვხედავთ, მოსემ შესთავაზა თავისი თავი ღმერთს მსხვერპლად, რათა მისმა ხალხმა კერპები ააგო და ცოდვა ჩაიდინა, რომ მიეტევებინა მათთვის. კიდევ აქ ვხედავთ მის მეოხობას და შუამდგომელობას ხალხისათვის ღვთის მიმართ. როგორც უფალი ჩვენი იესო! რადგან მან შესწირა თავისი თავი ხალხისა და კაცთა მოდგმის ცოდვის გამო, და ამით მოგვცა საუკუნო ცხოვრება... რატომ კარგავთ, მიიღეთ იგი. უფალი იესო ქრისტე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ, 6 პუნქტს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ თანამსგავსია მოსესი მისი მისია, ნიშნები საქმეები და სასწაულები, რომელიც უნდა ჰქონდეს წინასწარმეტყველს მეორე სჯულის 18:15, 18- ე მუხლების მიხედვით. smile.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 14:27
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



ჰადისები (თხრობები)

მუჰამედ ის აკვანი იყო მექა, საუდის არაბეთი. ყველაზე წყაროების მხარდაჭერა იმისა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელი და გარდაიცვალა AD 632. როგორც ადრე აღვნიშნეთ, თუმცა არის ცნობილი წინასწარმეტყველი ისლამური რელიგიის, ყურანის არ შეიცავს prophecy რომელიც შესრულებული იყო დაწერილი. თუმცა, რომელსაც შეიცავს ისლამი არის კიდევ ერთი წმინდა წყარო, რომელსაც ეწოდება sunnah (რა წინასწარმეტყველ მუჰამედის თქმით, მას საერთოდ ან მოიწონა). Sunnah შედგება Hadiths, რომლებიც ითვლება საიმედოდ გადამდები ანგარიშების მიხედვით მუჰამედი's თანმხლები რაც მისი თქმით, მას, ან მოიწონა მისი ცხოვრების პერიოდში. რწმენა sunnah არის foundational ფარგლებში ისლამური სარწმუნოების. Hadiths დაფიქსირდა დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ მუჰამედ გარდაიცვალა. მას შემდეგ, ისინი გამოიყენება როგორც შთაგონების წყარო და მითითებების მუსულმანები მთელ მსოფლიოში.

მუჰამედის აკვანი და დაბადების ადგილი იყო მექა, საუდის არაბეთში. ყველა წყარო რაც კი მოიპოვება ადასტურებს, რომ იგი დაიბადა დაახლოებით ახ. წ.ა 570 (571) წელს და გარდაიცვალა ახ. წ.ა. 632 წელს. როგორც ავღვნიშნეთ, მუჰამედი არის "წინასწარმეტყველი" ისლამის რელიგიისა, თუმცა რათქმაუნდა ეს არ არის სიმართლე. ყურანი არ იძლევა არანაირ სიტყვას, რომ "წინასწარმეტყველებები" მართლაც ასრულებულიყო როგორც დაწერა მან(მუჰამედმა). გარდა ამისა ისლამი შეიცავს კიდევ ერთ "წმინდა" წერილს რომელსაც "სუნა"(ანუ რაც "წინასწარმეტყველ" მუჰამედს, მოსწონებია) ეწოდება.

სუნა შედგება ჰადისებისაგან. რომელიც აირს "საიმედო" გადმოცემები მუჰამედის კომპანიონების მიერ, და აღწერილია თუ რა მოსწონდა მას(მუჰამედს) ცხოვრების განმავლობაში. ისლამური სარწმუნოება ენდობა სუნას. ჰადისები ჩაწერილი იქნა დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ რაც მუჰამედი გარდაიცვალა. მას შემდეგ ისინი იყენებენ, როგორც შთაგონების წყაროდ, და ხელძღვანელობენ მთელი მუსლიმანური სამყარო.

სხვა რელიგიები როგორიცაა, ებრაული იუდაიზმი, ბუდიზმი და ინდუიზმი შეიცავს რამოდენიმე მშვენიერ სწავლებას, რომელიც საერთო კაცობრიობისათვის მიღებულია. smile.gif დიახ, მაგალითად როგორიცაა მოცემული გამოსვლათა 20:13-ე მუხლში:

ციტატა
13. არა კაც-ჰკლა (გამოსვლათა 20:13)


ეს არის საერთო და ერთერთი მთავარი პრინციპი და საფუძველი ყველა რელიგიისა. ორთავეს მუსულმანთა და ქრისტიანთა რწმენით, ადამიანი სიცოცხლის ურთიერთდათმობას ღვთის სიტყვისაგან იღებს.

ორთავენი, ებრაელებიც და ქრისტიანებიც ავღნიშნავთ, რომ ყოველი სწავლება, წინასწარმეტყველება და ა.შ ბიბლიაში დაწერილია მოსესა და სახვა წინასწარმეტყველთა მიერ. მუსულმანები კი ამოწმებენ ყურანს. თუმცა ბიბლია შეიცავს მრავალრიცხოვან დამამტკიცებელ და აღსრულებულ წინასწარმეტყველებებს. ყურანი კი არა.
როგორც სხვა რელიგია, მრავალი სწავლება არის მუჰამედის მიერ ჩაწერილი ყურანში ზოგი აღსანიშნავი, ზოგი კი არა. მოდით ვნახოთ რას წერენ ჰადისებში მუჰამედის მეგობრები მის შესახებ, რას ლაპარაკობდა, რას ასწავლიდა, რა მოსწონდა და ა.შ.

1) ერთერთ ჰადისში მუჰამედი ბრძანებს, წამლის შესახებ, რომელიც გარკვეულ ხალხთა ტომებს მისცა, რომელნიც ქალაქ მედინაში მივიდნენ და იქაური კლიმატს ვერ შეეწყვნენ:

საჰიჰ ალ-ბუხარი: ტომი 1, წიგნი 4, ნომერი 234
აბუ ქილაბას თქმული: ანასმა თქვა:"ჩვენთან მედინაში, სხვადასხვა ტომის ხალხი მოვიდა, აქაური კლიმადი მათ არ მოერგოთ. წინასწარმეტყველმა იგინი გაგზავნა, რომ მიეღოთ აქლემის რძე და შარდი.[როგორც წამალი]. ამის შემდეგ იგინი წავიდნენ და დაიწყეს მიღება აქლემის შარდისა და რძისა, რითაც ისინი გამოკეთდნენ, შემდგომად ამისა მათ მოკლე წინასწარმეტყველის მწყემსი და წაიყვანეს აქლემები.

- მუჰამედის რეცეპტისაგან განსხვავებით, დღეს მედიცინაში მიუღებელია და არ არსებობს მსგავსი მკურნალობა, აქლემის რძითა და შარდით... იგი არ იძლევა არანაირ განკურნების შედეგს.

2) კიდევ ერთ ჰადისში აბდულა სალამის ძე მუჰამედს უსვამს რამდენიმე კითხავს. მესამე შეკითხვა არის ძალიან საინტერესო. იგი ეკითხება მუჰამედს, თუ რატომ ჰგავს შვილი მამას და ბიძას დედისმხრიდან, მუჰამედი პასუხობს:

საჰიჰ ალ-ბუხარი: ტომი 4, წიგნი 55, ნომერი 546:
ანასის თხრობა: აბდულა, სალამის ძე როდესაც გაიგებს, რომ მედინაში წინასწამრეტყველი ჩამოვიდა, იგი მივა მასთან და ჰკითხავს: "მინდა სულ სამიოდე კითხვა დაგისვათ" რა არის პირველი ნიშანი საათისა? რა იქნება პირველი საკვები სამოთხეში ხალხიათვის? რატომ არის, რომ ბავშვი ჰგავს მამას და მის ბიძას, დედისმხრიდან? "ალაჰის "მოციქულმა" თქვა: ახლა გაბრიელი მეტყვის პასუხებს "აბდულამ თქვა:" ის [ე.ი. გაბრიელი] პირველია ყველა ანგელოზთა შორის, იუდეველთა(ებრაელთა) მტერია. "ალაჰის "მოციქულმა" თქვა: პირველი ნიშანი ჟამისა იქნება ცეცხლი, რომელსაც ხალხი ერთად მოიტანს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ადამიანის პირველი საკვები სამოთხეში იქნება, თევზის ღვიძლის დიდი ნაწილი. რაც შეეხება ბავშვის მშობელთა მსგავსებას: თუ კაცს აქვს სექსუალური კავშირი მის ცოლთან და პირველი იგი დაასრულებს და განიტვირთება ურთიერთობისაგან, ბავშვი დაემსგავსება მამას; და თუ ქალი დაასრულებს და განიტვირთება პირველად, ბავშვი დაემსგავსება მას. მაშინ 'აბდულამ ტქვა: მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად ალაჰის წინასწარმეტყველი ხარ.

- საწინააღმდეგოდ მუჰამედის სწავლებისა, თუ როგორ ემსგავსება ბავშვი მშობლებს, ბიოლოგები და მეცნიერები არ ეთანხმებიან! ისინი ამბობენ, რომ მშობელთა პირველ განტვირთვასა და დასრულებას სექსუალური კავშირის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იგი სრულიად შეუსაბამოა.
- დასასრულს, ეს ორი ჰადისი გამოიყენეთ როგორც მაგალითი, რომ მუჰამედი არის ცრუ მასწავლებელი.


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 30 2010, 12:01
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ჯერ ერთი მინდა გითხრა აკაკი, რომ ძალიან კარგი თემაა. ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო "ყურანი" და გარკვეული წარმოდგენა შემექმნა.

მეორეც კარგი იქნება თუ მუსულმანებიც გაეცნობიან ჩვენს რელიგიას. თუმცა მათ ისეთი ერთგულება ახასიათებთ საკუთარი აღმსარებლობის მიმართ,რომ არა მგონია სხვა რელიგიებით დაინტერესდნენ.



აკაკი
ციტატა
და კიდევ იმასაც ამბობს მუგამედი: როცა ქრისტე ზეცად აღმაღლდა, ღმერთმა ჰკითხაო მას: "იესუ, იძახდი შენ - მე ძე ღვრთისა და თვით ღმერთი ვარო?" რაზედა იესუმ უპასუხარო: "მოწყალე იყავ ჩემდამიო, უფალო! შენ თვით უწყი რომ მე არ ვიძახდი ამას, და არც მრცხვენის ვიყო შენი მორჩილი მონა! მაგრამ ცოდვილმა ადამიანებმა დაწერეს, რომ თითქოს მე ვიძახდი ამ სიტყვებს და ამით იცრუეს ჩემს გამო და წარწყმდნენო". და ამის შემდეგ უთხრა მას ღმერთმაო: "ვუწყი მეც, რომ შენ არ იძახდი ამ სიტყვებს!" - აი, ამგვარად ფუჭსიტყვაობს მუჰამედი ქრისტესთვის, და კიდევ მრავალს სხვასაც ცრუდ ამტკიცებს იგი ამ თავის სასაცილო წიგნში და დიდად იქადის კიდეც, რომ იგი (ანუ ეს წიგნი - ყურანი) ღვთის მიერ ზეგარდმო შთაგონებით მოეცა მას, წინასწარმეტყველს ღმრთისა.


არსად არც ერთ სახარებაში ასეთი რამ არ წერია.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 30 2010, 14:25
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



animani

ძირითადათ მეორე რჯული 18:18 მუხლს იყენენ და ამას ეყდრნობიან... მაგრამ ჩვენ უკვე გავაკრვიეთ, რომ ეს იესო ქრისტეზეა smile.gif ამას პავლეც აციტირებს საქმე მოციქულთაში.. თან ზუსტად smile.gif

smile.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
M____R
პოსტი Oct 27 2011, 23:35
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 8.10.2012
წევრი № 794




ერთი ღმერთი ჰყავთ თუ არა სხვადასხვა რელიგიებს? - მამა დანიელ სისოევი

"რატომ ხართ ასეთი ფანატიკოსი? რატომ ამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ არ არის ცხოვნება? განა ერთი ღმერთი არ სწამს ყველას? - მუსლიმებს, ქრისტეანებს, იუდეველებს და ბუდისტებს? განსხვავება ხომ მხოლოდ წეს-ჩვეულებებშია. მაშ, რატომ უნდა ვამტკიცოთ საკუთარი განსაკუთრებულობა? ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ უზენაესი არ მიიღებს მუსლიმებს? მისთვის ხომ სულ ერთია, ვის როგორ სწამს. მთავარია, ადამიანი იყოს კეთილი!" - ასეთი სიტყვები ალბათ ათასჯერ მოუსმენია მართლმადიდებელ ქრისტეანს.



და მართლაც, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ ღმერთი ერთია? განა ჯერ კიდევ მოციქულმა პავლემ არა სთქვა: "არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა" (1 კორინთ. 8:4). უფალი სამყაროს ერთადერთი განმგებელია და ის არის არა მარტო იუდეველთა, არამედ წარმართთა ღმერთიც (რომ. 3:29). ჩვეულებრივი საღი აზროვნება გვაჩვენებს, რომ შეუძლებელია იყოს ორი ყველგანმყოფი, - უბრალოდ, მათი ადგილი აღარ იქნებოდა, და ისინი შეზღუდავდნენ ერთმანეთს.

მაგრამ, თუკი ღმრთის არსების ერთადერთობის ფაქტი ასე ცხადია, აქედან არანაირად არ გამოდის, რომ ყველამ იცის ღმრთის შესახებ, მითუმეტეს შემეცნებული აქვთ ღმერთი და სწორად თაყვანსსცემენ მას. ფრაზა "ყველას ერთი ღმერთი სწამს" არასწორია თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში მრავალი ათეისტია - კომუნისტები, ბუდისტები, შამანისტები... და მათ სულაც არ სწამთ არანაირი ღმერთი.

ხოლო თუ სხვებზე ვილაპარაკებთ, შემოქმედი ღმერთის არსებობის ფაქტიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ადამიანები მას თაყვანსსცემენ. შეიძლება მოვიტანოთ ასეთი მაგალითი: მრავალი იცნობს ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ აქედან ხომ არ გამომდინარეობს ის, რომ ყველანი ლოიალურად არიან მისდამი განწყობილნი, მითუმეტეს ესმით მისი ქმედება? ზუსტად ასევე, მრავალმა მილიარდმა ადამიანმა იცის ღმერთის არსებობა, მაგრამ დიდი უმრავლესობა მას აღიქვამს როგორც შორეულ და გაუგებარ ძალას. მაგალითად, ისლამში არ არის მიღებული შეხედულება, რომ ალაჰი - პიროვნებაა. ის უფრო არაფერია, რომელიც მხოლოდ თავისი ნებით დამსჯელ ან დამაჯილდოვებელ სჯულს იძლევა. ასეა კაბალაშიც, ეინ - სოფი შეუცნობელია და თვითონაც არაფერს შეიმეცნებს. ეს უფრო რომაელთა თემიდაა, ვიდრე ღმერთი, რომელიც საკუთარ თავს ბიბლიაში გვიცხადებს. ეს არის შორეული კოცონის მბჟუტავი ნათება, რომელსაც არავისი სულის გათბობა არ შეუძლია.

და ეს წარმოდგენა სინამდვილეში ზოგადსაკაცობრიოა. არ არის შემთხვევითი, რომ ობივატელის "სარწმუნოების სიმბოლო" ასე ჟღერს:

- კი ბატონო, რაღაც არსებობს, მაგრამ რა, არ ვიცი.

თანაც ამ "რაღაცას" ჩვეულებისამებრ უკავშირებენ სამართლიანობის ცნებასაც. ასევე შემთხვევითი როდია, რომ ყოველგვარი წყენის დროს ამბობენ:

- ღმერთი რომ ყოფილიყო, განა დაუშვებდა ამგვარ რამეს?

მაგრამ ამგვარი ცოდნა განა შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გთავაზობენ დაქორწინდეთ პატარძალზე, რომლის შესახებ არაფერი იცით. და როდესაც თქვენ კითხულობთ "ვინ არის ჩემი საცოლე?", გპასუხობენ: "ის სამართლიანია და მას არავინ იცნობს". განა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება ასეთი პასუხი?

არადა, ადამიანების უმეტესობას ღმერთზე იმაზე უფრო ნაკლები წარმოდგენა აქვს, ვიდრე ბრიგადირს ახალ მუშახელზე, რომელსაც ეს ესაა ღებულობს. თანაც მიაჩნიათ, რომ ამგვარი უცოდინრობა საკმარისია, რათა ვცხონდეთ. თანაც ეს უმეცრება იმასთან როდია დაკავშირებული, რომ ადამიანებს არა აქვთ შესაძლებლობა იცოდნენ ღმრთის შესახებ, არამედ იმასთან, რომ მათ ამისი სურვილი არა აქვთ. როგორც სახარებაშია - იმის ნაცვლად, რომ ღმრთისგან დაპატიჟებულნი მის მიერვე გაწყობილ ქორწილში წასულიყვნენ, ადამიანებმა საკუთარი ბოსტნების ჩიჩქნა და ოჯახურ-ნაციონალური ურთიერთობების გარკვევა ამჯობინეს.

განსაკუთრებული დაჟინებით დამპატიჟებელს უარეს შემთხვევაში კლავენ, უკეთეს შემთხვევაში იდიოტად აცხადებენ. ნუთუ ასე გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ღმერთი ძალდატანებით შეათრევს საკუთარ სასუფეველში მათ, ვისაც არასოდეს ჰყვარებია და არაფრად ჩაუგდია ღმერთი? მინუციუს ფელიქსი ამბობდა: "მამის არცნობა ისეთივე დანაშაულია, როგორც ბრძოლა მის წინააღმდეგ". მხოლოდ მართლმადიდებლურ ქრისტეანობაში შედის ადამიანი ღვთაებრივი ცხოვრებაში იმდენად ღრმად, რომ ჭვრეტს სამგვამოვანი სიყვარულის იდუმალ ცეცხლს.

თუმცა ხშირად ამბობენ:

- სხვა რელიგიებშიც ხომ არიან გულწრფელი ადამიანები? ნუთუ ისინი უნდა დაიღუპონ?

ამ დროს კი ივიწყებენ, რომ ღმრთის არასწორად შემეცნება კიდევ უფრო საშინელია, ვიდრე უმეცრება. რადგან უმეცარს ჯერ კიდევ შეუძლია შეიგნოს თავისი ნაკლი და აქვს შესაძლებლობა ეზიაროს ღმრთის საიდუმლოს, ხოლო მას, ვისაც სიცრუის სჯერა, - ძიება არც აინტერესებს. ის მიიჩნევს, რომ მას უკვე ყველაფერი აქვს.

ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კი, იმ ადამიანს, რომელსაც რუქა არა აქვს, მიზნის მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე იმას, ვინც ყალბი რუქით სარგებლობს. უკეთესია ზარმაცი ექიმი, რომელიც უბრალოდ არ ექიმობს, ვიდრე დარწმუნებული შარლატანი, რომლის ხელში ავადმყოფს გადარჩენის შანსიც კი არა აქვს. ასეა ღმრთისშემეცნების საქმეშიც, დარწმუნებულ ერეტიკოსს არ ძალუძს ღმრთის პირდაპირი ჩარევის გარეშე ნათელი იხილოს. ასე ამბობს ღმერთი: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგანთხევ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3: 15-18).

მსგავსი ვითარებააა ცრუ რელიგიებშიც. რაც უფრო ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანი თავის ცრუ ტრადიციაში, მით უფრო ძნელია მისგან თავის დაღწევა. მისიონერობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ღმერთს უფრო ხშირად მიმართავენ ისინი, ვისაც ერთის მხრივ ჭეშმარიტების შეგრძნება არ დაუკარგავს, მეორეს მხრივ კი განუდგა თავის ცრუ რწმენას. რატომ არ შეიწყნარეს სახარება მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, არამედ უბრალო მეთევზეებმა? ასე, რომ არ არის საჭირო, შევაქოთ მუსლიმთა ან იუდეველთა რელიგიური მოშურნეობა, არამედ უმჯობესია ვაჩვენოთ მათი ცთომილების მთელი ტრაგიკულობა, როგორც ამას ეკლესიის წმიდა მამები იქმოდნენ. ბოროტ საქმიანობას ეწევიან ისინი, ვინც დღესასწაულებს ულოცავს არამართლმადიდებელთ, ცრუმორწმუნეთ და მწვალებელთ, ამით, ისინი ერეტიკოსთა სიჯიუტეს უჭერენ მხარს და თავიანთ სიცრუეში კიდევ უფრო ამყარებენ.

ერთმა თათარმა მღვდელს ჰკითხა: "რა უნდა ექნა თუკი ძმები ხელს უშლიან მას მეჩეთში სიარულში?" რა უნდა ეთქვა ნორმალურ მსახურს? რა თქმა უნდა: "დატოვე ისლამი, მოინათლე ქრისტეანობაში და წადი მონასტერში, თუ გინდა რომ სწრაფად ესათნოვო უფალს". მან კი უპასუხა: "მეჩეთში კვირაში ორჯერ იარე და მოლას უსმინე". ეს ამბავი ერთ წიგნში წავიკითხე, რომლის ავტორი ამ რჩევას ლამის გმირობად მიიჩნევს (მოლამაც ამაოდ როდი დაუფასა რჩევა ამ ფსევდომღვდელმსახურს), სინამდვილეში კი ეს არის უნამუსობა და სისაძაგლე. ყალბი ჰუმანიზმის გამო მღვდელმა უმეცრების კიდევ უფრო დიდ ღრმულში გადააგდო უბედური მორწმუნე და საუკუნო წარწყმედად გასწირა. განა არ უწყოდა ამ მღვდელმა, რომ "ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას" (იოანე 3:36)?

აქ ჯეროვანია განვიხილოთ საკითხი, შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ იმაზე რა შეიძლება იყოს კარგი, მიუხედავად სარწმუნოებისა. და, რას ნიშნავს "იყო კარგი"? რა არის ან სად არის "სიკარგის" კრიტერიუმი? ალკოჰოლიკისთვის კარგია დათრობა, მაგრამ მის ცოლს ამ თემაზე საპირისპირო აზრი გააჩნია. ამბობენ, რომ "კარგია ის, ვინც სხვას ბოროტს არ გაუკეთებს", მაგრამ ეს არ არის სიკარგის განსაზღვრება. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვირკვევია რა არის "ცუდი" და რა "კარგი". ლოთის თვალსაზრისით ცუდად იქცევა ის, ვინც მას სასმელს არ დაუსხამს, მისი ახლობლები კი პირიქით, აქებენ ასეთ ადამიანს. სად არის სიმართლე?

ხშირად სინდისიც გვატყუებს. და ამაში მას განსაკუთრებულად "ეხმარებე" ცრუ რელიგია. უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს: "აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე" (იოანე 16:2-3). და ამ ჭეშმარიტების დასტურია ქრისტეანობის მთელი ისტორია. ჩვენ ვიცით, რომ ისინი, ვისაც არ სწამთ მამა და ძე - იუდეველები და მუსლიმები, რელიგიური მოვალეობის გრძნობით ხოცავდნენ ქრისტეს ერთგულთ. დაიწყო ეს წმიდა სტეფანეს დროიდან და ჩვენს დრომდე გრძელდება. დეკანოზ ანატოლის და მეომარ ევგენის მკვლელობა უკვე ჩვენი დროის ჩეჩნეთში, აჩვენებს, რომ ერთსა და იმავე მიზეზს (წმიდა სამების უარყოფას) ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგამდე მივყავართ. მუსლიმები ისეთივე მონდომებით კლავენ ქრისტეანებს, როგორც ამას აკეთებდნენ იუდეველები. ასე, რომ სინდისი და რელიგია თავისთავად არ შეიძლება იყონ სიკეთისა და ბოროტების კრიტერიუმები.

მაშ, სადღაა ეს კრიტერიუმი? პასუხი ცხადია. კარგია მხოლოდ ის, რასაც ასეთად მიიჩნევს ღმერთი-შემოქმედი. რადგან მოწყობილობის ყველაზე სანდო ინსტრუქცია ის არის, რომელიც ამ მოწყობილობის კონსტრუქტორის მიერ არის დაწერილი. ქრისტეანთათვის ეს კიდევ უფრო ცხადია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სათნოებები - ეს არის ღმრთის დაუსაბამო თვისებები. ამიტომაც, ის, რაც ღმრთის ნების თანხმიერია - არის სიკეთე, ხოლო რაც მისი ნების საწინააღმდეგოა - ბოროტება.

ახლა კი დავუბრუნდეთ საკითხს: "შეიძლება თუ არა ცხოვნდნენ სხვაგვარად მორწმუნე პატიოსანი ადამიანები?" ცხადია, რომ გულწრფელი მანიაკი მკვლელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნიერების მთელი ბოროტება მოქცეულია დედაკაცებში, საეჭვოა ამგვარი "გულწრფელობისთვის" გაამართლოს უზენაესმა მსაჯულმა. მაგრამ, თუკი ეს საკმარისად თვალსაჩინოა, მაშინ, სად უნდა ვიპოვოთ გულწრფელობის ის ზომა, რომელიც ღმრთის თვალში გადაწონიდა ბოროტების ფაქტს? როგორ განვსაზღვროთ - ეს გულწრფელობა კარგია და ის არა? ჩვენ ისევ ვუბრუნდებით იმას, არსებობენ თუ არა სიკეთისა და ბოროტების კრიტერიუმები, რადგან იყო ან არ იყო გულწრფელი - საკმაოდ სუბიექტური საგანია.

თუ მოვილაპარაკებთ და ვიტყვით, რომ სიკეთე ეს არის ნება ღმრთისა, ხოლო მისი დარღვევა არის ბოროტება, მაშინ პასუხი ნათელი გახდება. თვით ადამიანის ყოფნა იმ რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც არ არის დაფუძნებული ღმრთის მიერ - არის ცოდვა. მოსესთვის ბოძებული ათი მცნებიდან ყველაზე უპირველესი კრძალავს სხვა სარწმუნოებას: "მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები" (გამოსვლა 20:1-2).

ასე, რომ ის ადამიანები, ვინც ამტკიცებს, რომ სიკეთისა და ბოროტების საზომი დეკალოგია, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვერც ერთი ათეისტი და სხვაგვარად მორწმუნე ვერ აიცილებს ღვთის რისხვას. ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ კითხვაზე: "რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?", უპასუხა: "ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული" (იოანე 6:28-29).

სინანულისა და სახარების რწმენისკენ თვით ქრისტემ მოგვიწოდა (მარკოზი 1:15), ხოლო ვინც არ შეინანებს თვითონ იქნება მიზეზი იმისა, რომ ღმრთის ცული მოჭრის მას და ცეცხლს მიეცემა (ლუკა 3:9). უფალმა მოუწოდა ყველა ერს მიეღოთ ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19), რადგან "ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ვერ შევა ცათა სასუფეველში" (იოანე 3:5). თვით მაცხოვარი, და არა ფანატიკოსი მართლმადიდებლები, მოწმობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკოზი 16:16)

სამყაროს უფალმა ბრძანა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იოანე 6:53), ჩვენთან კი ცხოვნებას კეთილი მოსურვებებით აპირებენ, ზიარების გარეშე.

გვიპასუხონ ოპონენტებმა, ვის დავუჯეროთ, - ღმერთს თუ ადამიანს? ქრისტე ამბობს ერთს, ჰუმანისტები კი მეორეს. ღმრთის ძე ამბობს, რომ მუსლიმები და იუდეველები, ევოლუციონისტები და ბუდისტები, რომლებმაც უარყვეს ძე ღმერთი, ღმრთის რისხვის ქვეშ არიან, ჩვენი ლიბერალები კი ირწმუნებიან, რომ ყველანი გადარჩებიან. რატომ უნდა დავუჯეროთ მათ? განა ისინი ესწრებოდნენ ღმრთის საუკუნო ბჭობას, რომ შეუსწორონ უფალს? ეს არის მოკვდავ ცოდვილთა კადნიერი ამხედრება უკვდავი სიბრძნისადმი! ესენი არიან თანამედროვე ცრუწინასწარმეტყველნი, რომელთათვისაც მზადდება რისხვა ღმრთისა.

ვიცით, მრავალს სწამს ღმრთის არსებობა, ოღონდ მხოლოდ ისინი ცხონდებიან, ვინც იცის ღმერთი, ენდობა მას, უსმენს მას, უყვარს იგი და მისდევს. მოკლედ რომ ვთქვათ, - ცხოვნებისთვის საჭიროა, რათა ადამიანმაც იცოდეს ღმერთი და ღმერთმა ცნოს ადამიანი, როგორც წერილ არს: "იცის უფალმა, ვინაა მისი და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს" (2 ტიმ. 2:19).

ხოლო ღმერთი თავისიანებად მხოლოდ მათ სცნობს, ვისშიაც ხედავს ძეს თვისას (რომელიც მორწმუნეში შედის ნათლისღებითა და ზიარებით) და ვინც საკუთარ თავში ატარებს ნათელს სულიწმიდისა.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Dec 25 2011, 01:16
პოსტი #9





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



სწორედ ისეა ყველაფერი ჩამოყალიბებული როგორც მე მჭირდება. უღრმესი მადლობა ყველა პოსტისთვის
User is offlinePM
Go to the top of the page
პოსტი Dec 25 2011, 01:38
პოსტი #10





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



მეც დამაინტერესა ყურანმა, რადგან ერთი მუსლიმანი მიმტკიცებს რომ არ ვარ მართალი, და ყველა ქრისტიანებს უვიცებად გვიხსენიებს.და სიმართლე გითხრათ არც ყურანის წაკითხვას ვაპირებ, შესაბამისად ვერ ვაყალიბებდი თუ რა პასუხი უნდა გამეცა. დიდი მადლობა smile.gif
User is offlinePM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Dec 27 2011, 19:08
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



უფალმა განუსვენოს მამა დანიელს (სისოევს) იგი მოკლეს....

"უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნეს"
"უკეთუ სოფელი გძულობთ... უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა"
"ამისთვის სძულხართ სოფელსა, რამეთუ არა ამასოფლისაგანნი ხართ...."



--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 27 2011, 23:30
პოსტი #12


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



მართლა? იქნებ მოგვაწოდო აკაკი ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Dec 28 2011, 21:59
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



http://www.youtube.com/watch?v=dgVI68DFFj8

http://www.youtube.com/watch?v=F4OulxXgqpg

2009 წელში


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ნინია
პოსტი Jan 14 2016, 00:36
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 14.01.2016
წევრი № 860



მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. უფალს ვებარებოდეთ. მე მაქვს მუსულმან მეგობრებთან ამ თემის ხშირი განხილვა. ეს უკვე სამი წელია გრძელდება. დამაინტერესა ყურანმა და მამაოსგან ავიღე კურთხევა მისი წაკითხვის მაგრამ ისეთ რამეს მოვკარი თვალი მას მერე არ გამიგრძელებია კითხვა. ქრსისტიანების ჟლეტაზე იყო საუბარი. რამოდენიმე თვის შემდეგ დავაპირე კიდევ ერთხელ წაკითხვა. ამჯერად ინტერნეტის საშუალებით და წავიკითხე ეგრეთ წოდებული მერიემის სურა. ამჯერად ერთმა ფაქტმა დამაინტერესა და რადგან ჩემი მუსლიმი მეგობარი არ იყო კარგად გარკვეული ამ საკითხში დამალაპარაკა მათ მოლას. მერიემის სურაში დაწერილია რომ მას სული ეგზავნება ალაჰისგან და ორსულდება და შობს ვაჟს. გაჩნდა შეკითხვა შეიძლებოდა თუ არა ლაპარაკი ყოფილიყო სულიწმინდაზე ამ "სულის" სახით და გასაოცარი პასუხი მივიღე: კი ეს შესაძლებელია. მეორე მოლამ მითხრა ჯებრაილიაო ეგ სული და ალაჰმა გამოუგზავნაო მარიამსო და სასწაული იყო მისი ჩასახვა მაგრამ მამა არ ჰყავს იესოსო smile.gif კი მაგრამ თქვე დალოცვილებო რომელი უფრო დიდია ის რომელიც სასწაულით ევლინება ქვეყანას თუ მუჰამედი რომელიც ჩვეულებრივი სქესობრივი კავშირითაა მოვლენილი? პასუხი ასეთია მათი: ჩვენ ვაღიარებთ ყველა წინასწარმეტყველს თუმცა ყურანში წერია რომ მხოლოდ ალაჰის უნდა გწამდეს და მისი ელჩის მუჰამედისო. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა ყოველივე ამის შემდეგ. ზოგი ასე ხსნის ზოგი ისე. თუმცა ცხადად უწერიათ და ვერ ხვდებიან. ვერ აკავშირებენ ფაქტებს ერთმანეთს. ერთხელ ჩვენი წმინდა მამა გაბრიელისთვის უკითხავთ ნეტა სად არის მუჰამედი სამოთხეში თუ ჯოჯოხეთშიო? მამა გაბრიელს კი უპასიხია ის იუდასთან ერთდ ზის საკანშიო. უფალმა დაგლოცოთ. ბევრი ვიკითხოთ ახალი აღთქმა და არ დავუტოვოთ არცერთი კოთხვა პასუხგაუცემელი ჩემო საყვარლებო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 25.09.2017 - 22:41