IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
რამდენად ხშირად უნდა ვიყოთ ერთად? - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> რამდენად ხშირად უნდა ვიყოთ ერთად?, განმარტოებით? გაზიარება
აბესალომ
პოსტი Jun 19 2010, 12:02
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ყველა დამეთანხმებით, რომ როდესაც ეკლესიის წევრები ვიკრიბებით ხოლმე ან ექსკურსიაზე, ან ტაძრების მოსალოცად, ან მეგობრის ოჯახში დაბრძანებული "მოგზაური" ხატის მოსალოცად და ა.შ., ჩვენ განსაკუთრებული სიხარული გვეუფლება, ვგრძნობთ უფლის მადლს. rolleyes.gif

აი მაგალითად გუშინ მამა დავითი შეგვხვდა მოდერატორებს, რათა გვემსჯელა ფორუმის განვითარების გზებზე. ისე გავიდა 3 საათზე მეტი, ვერც გავიგეთ და ბოლოსღა ვიგრძენით დაღლილობა rolleyes.gif ერთად ყოფნა გვიხაროდა და ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვთქვი "ერთმანეთს ვეღარ ველევით მეთქი" IPB-ს სურათი

აბა, დავიწყოთ მსჯელობა. მსჯელობისას დავეყრდნოთ წმიდა წერილს და შევეცადოთ პასუხები გავცეთ ასეთ კითხვებს: რამდენად ხშირად უნდა ვიყოთ ერთად?რამდენად ხშირად უნდა ვიყოთ განმარტოვებით? რა ხდება ჩვენს სულიერებაში ერთად ყოფნისას და მარტოობისას?

მოგვიანებით მეც დავდებ სახარებიდან ერთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ მონაკვეთს, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკავშირდება.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jun 24 2010, 12:38
პოსტი #2


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



მსჯელობის დროს შევეცადოთ წმ. წერილიდან მოვიყვანოთ ციტატები: არ არის აუცილებელი იყოს სწავლება, რაიმე წინადადება... არამედ შეიძლება რაიმე ამბავიც იყოს...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 24 2010, 21:22
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(აბესალომ @ Jun 24 2010, 13:38) *

მსჯელობის დროს შევეცადოთ წმ. წერილიდან მოვიყვანოთ ციტატები: არ არის აუცილებელი იყოს სწავლება, რაიმე წინადადება... არამედ შეიძლება რაიმე ამბავიც იყოს...


„სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო,” ამბობს მაცხოვარი. ეს კი სულით- ხორცამდე უნდა შეიგრძნო. ჩვენ ხომ უფლის სახელით ვიკრიბებით და უფალი სუფევს ჩვენს შორის, მე მგონი ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jun 25 2010, 20:51
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



ერთმანეთს ისე ხშირად ვჭირდებით,რამდენადაც ეს ვერ წარმოგვიდგენია.


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jun 26 2010, 02:02
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



ციტატა(კიკი @ Jun 25 2010, 20:51) *

ერთმანეთს ისე ხშირად ვჭირდებით,რამდენადაც ეს ვერ წარმოგვიდგენია.


კი, ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს, გეთანხმები...
მაგრამ იქნებ ხანდახან გვგონია, რომ სასარგებლლოა ერთად ყოფნა, მაგრამ სინამდვილეში არ იყოს სასარგებლო?

რადგანაც ეს წმ. წერილის განყოფილებაა, ამიტომ დავიწოთ ნელ-ნელა წმიდა წერილზე დაყრდნობა ამ თემაში. სანამ ჩემს დაპირებულ მონაკვეთს მოვიყვანდე აქ წმ. წერილიდან, ძალზე საინტერესოა ეს ადგილი:
ციტატა
გოდება იერემიასი 3, 27-28


27. კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში;
28. ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;

თქვენი აზრით, ეს მხოლოდ ბერ-მონაძვნებისთვის არის კარგი?
რა უღელზეა საუბარი?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 26 2010, 11:10
პოსტი #6


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
თქვენი აზრით, ეს მხოლოდ ბერ-მონაძვნებისთვის არის კარგი?
რა უღელზეა საუბარი?

საინტერესოა ამის განმარტების ნახვა...
სიმარტოვით საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტო. უბრალოდ უნდა ჩაუღრმავდე თავს.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jun 26 2010, 15:44
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



მე აქ ვარ და ბედნიერი ვარ რომ გიპოვეთ smile.gifsmile.gif
მარტო ვარ ყოველთვის,მყავს ძალიან ბევრი ნათესავი და ცოტა მეგობარი.რატომ?არ ვიცი,ხომ გითხარით უცნაური ვარ თქო,თან ძალიანsmile.gifsmile.gif


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 26 2010, 17:58
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(კიკი @ Jun 26 2010, 15:44) *

მე აქ ვარ და ბედნიერი ვარ რომ გიპოვეთ smile.gifsmile.gif
მარტო ვარ ყოველთვის,მყავს ძალიან ბევრი ნათესავი და ცოტა მეგობარი.რატომ?არ ვიცი,ხომ გითხარით უცნაური ვარ თქო,თან ძალიანsmile.gifsmile.gif

გაიხარე კიკი, აქ ჩვენ შენი გულითადი მეგობრები ვართ smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jun 26 2010, 18:01
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



მიხარია რომ მეგობრად მთვლითsmile.gifუბრალოდ არ მყავს გვერზე ისეთი ადამიანები ვინც ჩემს გაგებას შეძლებს, და კიდევ არ მომატყუებსsad.gif
აქ ვიპოვეყველა და ყველაფერი რასაც ვეძებდი და ბედნიერი ვარsmile.gif


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 26 2010, 18:05
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(კიკი @ Jun 26 2010, 18:01) *

მიხარია რომ მეგობრად მთვლითsmile.gifუბრალოდ არ მყავს გვერზე ისეთი ადამიანები ვინც ჩემს გაგებას შეძლებს, და კიდევ არ მომატყუებსsad.gif
აქ ვიპოვეყველა და ყველაფერი რასაც ვეძებდი და ბედნიერი ვარsmile.gif


ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jun 26 2010, 18:06
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



მადლობთsmile.gifკარგით ნუ ამატირეთsmile.gif sad.gif


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jul 21 2010, 15:46
პოსტი #12


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი.

ციტატა
12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.

მარკოზის სახარება, თავი 1, მ.12-13



ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილის განმარტებისას ამბობს:

"მთაში კი იმიტომ ადის, რომ ადგილის უდაბურებისა გამო, ეშმაკმა ჰპოვოს კადნიერება და მიუდგეს მას, რამდენადაც იგი, ჩვეულებრივ მაშინ გვესმის თავს, როდესაც მარტონი ვართ."

სიმართლე გითხრათ, ეს განმარტება რომ წავიკითხე, გავოცდი იმდენად ახლოს იყო ჩემთან, თითქოს ჩემი გამოცდილებიდან არის ნათქვამი... ასე იქნება ალბათ ყველა ადამიანი...

ამ განმარტების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რატომ არ მაწუხებს ბილწი და ბოროტი ფიქრები და გულისთქმები ადამიანებთან ყოფნისას იმდენად, რამდენადაც მარტოობისას. უფრო მეტიც. მე დავუკვირდი, რომ მარტოობისას არათუ ფიქრით, არამედ საქმით შეცოდებისკენაც მიკიჟინებს ბოროტი... ბუნებრივია ვერ დავაკონკრეტებ ყველა ყველაფერს, მაგრამ ერთ ყველაზე საშინელსა და მძიმეს გაგიმხელთ. მარტოობისას ტვინი მიტრიალდება ისე, რომ ფანჯრიდან გადახტომის სურვილი მეღძვრება... მარხვის დროს ეს ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერდება... არ გეგონოთ რომ დეპრესიაში ვარ, ან რაიმე სერიოზული ან თუნდაც თითქმის უმიშვნელო ყოფითი პრობლემები მაქვს.... არაფერი არ მაწუხებს და საიდან მოდის ეს საშინელი ფიქრი, "გაურკვეველია"... თუმცა რატომაა გაურკვეველი, აი ნეტარი თეოფილაქტე როგორ წერს: "(ეშმაკი) ჩვეულებრივ მაშინ გვესმის თავს, როდესაც მარტონი ვართ".

მაგრამ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. არ გადავწყვიტოთ ერთი ხელის მოსმით, რომ მარტოობა ყოვლად არასასურველი და მიუღებელია. აი ისევ ჩემი ცხოვრებისეული მაგალითიდან გეტყვით. როდესაც ის უბედური ფიქრი მომდის ხოლმე და არ მეშვება, მე ჩემი მოძღვრის რჩევით ლოცვას ვიწყებ, ვცდილობ მაქსიმალურად ჩავიკეტო ლოცვის სიტყვებში და ფიქრიც გარბის ჩემგან...

ვიფიქროთ...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jul 22 2010, 00:29
პოსტი #13


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ხოდა შევიკრიბოთ ხოლმე რა Xშირად smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი May 14 2012, 17:05
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



რა ჯობია: ხშირად ვიყოთ ერთად, თუ ხშირად ვიყოთ განმარტოებით?

ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი: ჩვენ ხომ მაგალითს მაცხოვრისგან უნდა ვიღებდეთ? როდის განმარტოვდებოდა ხოლმე მაცხოვარი? ლოცვისას, კიდევ, როცა მოწაფეებს ასწავლიდა ან იგავებს განუმარტავდა მათთან ერთად განმარტოვდებოდა, ანუ სხვებისგან განცალკევებით საუბრობდა მოციქულებთან, სხვა დროს კი ხალხთან იყო.

ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ. ლოცვისას განვმარტოვდეთ. ვინმეს რაიმე პირადი საქმე აქვს ჩვენთან, ან რაიმე პრობლემა აქვს? - ცალკე დაველაპარაკოთ, თუ შეგვიძლია ვურჩიოთ კიდეც რამე, რამის გარკვევაში დავეხმაროთ. დანარჩენ დროს კი ერთად ვიყოთ.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 14 2012, 17:23
პოსტი #15


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ May 14 2012, 17:05) *

რა ჯობია: ხშირად ვიყოთ ერთად, თუ ხშირად ვიყოთ განმარტოებით?

ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი: ჩვენ ხომ მაგალითს მაცხოვრისგან უნდა ვიღებდეთ? როდის განმარტოვდებოდა ხოლმე მაცხოვარი? ლოცვისას, კიდევ, როცა მოწაფეებს ასწავლიდა ან იგავებს განუმარტავდა მათთან ერთად განმარტოვდებოდა, ანუ სხვებისგან განცალკევებით საუბრობდა მოციქულებთან, სხვა დროს კი ხალხთან იყო.

ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ. ლოცვისას განვმარტოვდეთ. ვინმეს რაიმე პირადი საქმე აქვს ჩვენთან, ან რაიმე პრობლემა აქვს? - ცალკე დაველაპარაკოთ, თუ შეგვიძლია ვურჩიოთ კიდეც რამე, რამის გარკვევაში დავეხმაროთ. დანარჩენ დროს კი ერთად ვიყოთ.

ლამარა მეც გეთანხმები. რადგან ჩვენი დიდი მოძღვარი და მასწავლებელი თვით უფალია, კიდეც უნდა ვუსმინოთ და მივსდიოთ მას.
უფალი გვაუწყებს: “სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის” (მათ.18:20).
„იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ; ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთე იყვარებოდეთ ურთიერთარს“ ...


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 7.12.2019 - 12:31