IPB WARNING [2] fsockopen(): unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 51 of /retail/alocate.php)
კითხვები მოძღვარს - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> კითხვები მოძღვარს გაზიარება
მამა დავითი
პოსტი May 27 2012, 15:13
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ამ თემაში შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tekla
პოსტი May 30 2012, 20:40
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29.05.2012
წევრი № 773



დამლოცეთ მამაო,მაინტერესებს აღთქმის შეუსრულებლობა რამდენად ვნებს ადამიანს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jun 1 2012, 13:59
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(tekla @ May 30 2012, 20:40) *

დამლოცეთ მამაო,მაინტერესებს აღთქმის შეუსრულებლობა რამდენად ვნებს ადამიანს.


ღმერთმა დაგლოცოთ!

საერთოდ ვიდრე აღთქმას დადებთ, უმჯობესია ეს საკითხი მოძღვართან შეათანხმოთ.
და თუ უკვე დადებული გაქვთ, სასურველია აღასრულოთ. რადგან აღთქმა ნიშნავს უფლის წინაშე დადებულ პირობას და მისმა შეუსრულებლობამ შეიძლება, პრობლემები გამოიწვიოს.
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო აღთქმას ვერ ასრულებთ, ასევე სჯობს მოძღვარს მიაკითხოთ.

.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ბუკა
პოსტი Jun 4 2012, 12:09
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 4.06.2012
წევრი № 778



დამლოცეთ მამაო! მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მეჯვარეების გარეშე ჯვრისწერა? რა დანიშნულება აქვთ მეჯვარეებს ამ საიდუმლოს შესრულებისას? გმადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jun 4 2012, 19:11
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(ბუკა @ Jun 4 2012, 12:09) *

დამლოცეთ მამაო! მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მეჯვარეების გარეშე ჯვრისწერა? რა დანიშნულება აქვთ მეჯვარეებს ამ საიდუმლოს შესრულებისას? გმადლობთ


მეჯვარე არის მოწმე ღვთის წინაშე, რომ შეუღლებული წყვილი, ერთმანეთის მოყვარული და ერთგული იქნება. რომ ამ საპასუხისმგებლო მომენტში, როცა მამაკაცი და დედაკაცი ჯვრისწერის საიდუმლოებით ცოლ-ქმრად უნდა შეერთდნენ და ოჯახი შექმნან, ყველაზე ახლობელი ადამიანები მხარში შეუდგებიან მათ და ამ საღმრთო საიდუმლოში წყვილთან ერთად ტვირთულობენ პასუხისმგებლობის ჯვარს. (აქედანაა წარმოშობილი სიტყვა- მეჯვარე). გარდა ამისა, მათ ჯვრისწერის რიტუალში გარკვეული ქმედებების შესრულებაც ეკისრებათ.
ასე, რომ მეჯვარეების გარეშე ჯვრისწერა არ ტარდება.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lasha kakauridze
პოსტი Jun 24 2012, 22:14
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 17.10.2009
წევრი № 382



დამლოცეთ მამაო...მაინტერესებს ზიარების დროს რატომ უნდა იყოს ადამიანი უზმოზე?...აი მაგალითად დილით კბილების გამოხესხვისას რატომ ხდება საბაბი იმისა რომ ადამიანი მოაკლდეს უდიდეს მადლს?

თუ ადამიანი გულით და სულით ემზადება ამ დიდ საიდუმლოს ზიარებისთვის და ნებსით ან უნებლიეთ დილით წყალი მოწყურდა და დალია, რატომ არ უნდა ეზიაროს?

გმადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jul 10 2012, 13:22
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(lasha kakauridze @ Jun 24 2012, 23:14) *

დამლოცეთ მამაო...მაინტერესებს ზიარების დროს რატომ უნდა იყოს ადამიანი უზმოზე?...აი მაგალითად დილით კბილების გამოხესხვისას რატომ ხდება საბაბი იმისა რომ ადამიანი მოაკლდეს უდიდეს მადლს?

თუ ადამიანი გულით და სულით ემზადება ამ დიდ საიდუმლოს ზიარებისთვის და ნებსით ან უნებლიეთ დილით წყალი მოწყურდა და დალია, რატომ არ უნდა ეზიაროს?

გმადლობთ


კბილის გახეხვაც შეიძლება და წყლის გამოვლებაც, ოღონდ ფრთხილად, რომ არ გადაგვეყლაპოს. შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ ეზიაროთ.

რაც შეეხება წყლის დალევას. ზიარება არის უდიდესი მადლი და საიდუმლოება, რასაც თქვენც აღნიშნავთ, ამიტომ ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება ამ მოვლენსათვის. იგი ამზადებს თავის ფიზიკურ სხეულს, ზიარებისწინა სრული მარხვით, რომ მოემზადოს ქრისტეს მაცხოვნებელი სისხლისა და ხორცის მისაღებად. ამიტომ ღამის 12 საათიდან ვიცავთ სრულ მარხვას, უზმოზე მივდივართ ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად და საზიარებლად.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Tatoo
პოსტი Jul 15 2012, 17:14
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 7.07.2012
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 783



დამლოცეთ მამაო

რამოდენიმე კითხვა მაქვს:
1) როდესაც ოჯახში შვილი არის მორწმუნე და მშობლები ურწმუნოები (მცირედმორწმუნენი, თუმცა მართმადიდებლები) რა უნდა გააკეთოს ბავშვმა იმისთვის რომ მშობლებმაც დაიწყონ ეკლესიაში სიარული?
2) თუ ადამიანი უნებლიედ დაეცემა ძილში და მეორე დღეს ასევე უნებლიედ შეეხება ხატს ან წმინდა ნივთს, დატოვებს თუ არა ამ სიწმინდეს ღვთის მადლი?
3) არსებობს თუ არა ლოცვა დედ მამის შვილისთვის (ძმისთვის)?

გმადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jul 17 2012, 03:00
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ციტატა(Tatoo @ Jul 15 2012, 18:14) *

დამლოცეთ მამაო

რამოდენიმე კითხვა მაქვს:
1) როდესაც ოჯახში შვილი არის მორწმუნე და მშობლები ურწმუნოები (მცირედმორწმუნენი, თუმცა მართმადიდებლები) რა უნდა გააკეთოს ბავშვმა იმისთვის რომ მშობლებმაც დაიწყონ ეკლესიაში სიარული?
2) თუ ადამიანი უნებლიედ დაეცემა ძილში და მეორე დღეს ასევე უნებლიედ შეეხება ხატს ან წმინდა ნივთს, დატოვებს თუ არა ამ სიწმინდეს ღვთის მადლი?
3) არსებობს თუ არა ლოცვა დედ მამის შვილისთვის (ძმისთვის)?

გმადლობთ



ღმერთმა დაგლოცოთ.


1. ჯერ ერთი არსებობს ლოცვა შვილისა მშობლის მიმართ და ეს უნდა იკითხოთ ყოველდღიურად. შემდეგ მოძღვარს უნდა სთხოვოთ ჩაგიტაროთ საოჯახო პარაკლისი. და ბოლოს თქვენი ეკლესიური ცხოვრება თუ მაღალ დონეზე იქნება, თქვენი მაგალითი მათზეც დადებითად იმოქმედებს.

2. სიწმინდე არ იბღალება, იმიტომაა სიწმინდე. ჩვენი მოქმედება კი იქნება სიწმიდისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ცოდვა, ან უწმინდურ მდგომარეობაში სიწმინდეზე შეხების ცოდვა.

3. არსებობს მშობლის ლოცვა შვილთათვის.


შვილის ლოცვა მშობლებისთვის


უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.



ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა



უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.



მშობელთა ლოცვითი სულთქმანი შვილთა თვისთათვის
(დედის ლოცვა)



უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.
* * *

ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, შენ ღირს-მყავ მე დედობასა ოჯახისასა, სახიერებამან შენმან მომმადლა მე შვილნი, და კადნიერ ვიქნები თქმად: შენნი არიან იგინი, რამეთუ შენგან აქვთ მყოფობა, და შენ განაცხოველე იგინი სულითა უკვდავითა, აღმოშობე ნათლისღებითა ცხოვრებად ნებითა შენითა, იშვილე იგინი და დაადგინე წიაღსა შინა შენისა ეკლესიისა. გარდმომივლინე მე მადლმოსილი შეწევნა შენი აღზრდად მათდა სადიდებელად სახელისა შენისა. მომმადლე მე ამისთვისცა მოთმინებაი და ძალი. მასწავე მე ვითარ დავნერგო გულსა შინა მათსა ძირი სიბრძნისა - შიში უფლისა, რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა ძრწოდნენ სიტყვათაგან შენთა. განუხვენ მათ გონებისა მათისა საცნობელნი გულისხმისყოფად სჯულისა შენისა. და მიმწუხრამდე ცხოვრებისა მათისა ჰმოქმედებდნენ შენისა ყველგანმყოფობისა შეგრძნებითა. დაასხ გულთა შინა მათთა გარემიქცევაი ყოვლისა უსჯულოებისაგან, რათა უბიწოებითა ვიდოდნენ გზათა თვისთა ზედა. მსაჯულო სიმართლისაო, რომელი მშობელთა ცოდვათათვის დასჯი შვილთა, ნუ დასჯი მათ ცოდვთა ჩემთა გამო, არამედ აწვიმე მათ ცვარი მადლისაგან შენისა. მამაო ზეცათაო, წარმართე ბედი შვილთა ჩემთა კურთხევითა შენითა, და ნუ მოაკლებ მათ პურსა არსობისასა ყოველთა დღეთა და გარდმოუვლინე ყოველივე მიუცილებელი თვისსა ჟამსა, რათა ჰპოვონ ნეტარება საუკუნო. მოწყალე ექმენ, ცოდვათა შინა მათსა, ნუ შეურაცხავ ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა მათისათა, დასჯიდე მათ და სწყალობდე, გარნა ნუ განიშორებ მათ პირისა შენისაგან. ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა მათგან ოდეს იურვოდნენ, რათა არა ეწეოდნენ მათ განსაცდელნი დაუტევნელნი. მოჰფინე წყალობა შენი, რათა ვიდოდეს ანგელოსი შენი მათთანა და სცვიდეს მათ. ნუ დაუტევებ შვილთა ჩემთა, უფალო, არამედ მიანიჭე სარგებელი საცხოვნებლად, ამინ.


ლოცვა ღმრთისა დედისადმი



ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.



ლოცვაჲ მამათაჲ შვილთა თვისთათვის


უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებელად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებლად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უხმარი მონაჲ შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქუმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონებაჲ მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა; შეუნდვენ და მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განუმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძალნი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაჲთა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Tatoo
პოსტი Jul 18 2012, 20:13
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 7.07.2012
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 783



დამლოცეთ მამაო, რამოდენიმე კითხვა მაქვს

1) შეიძლება კომპიუტერში ისეთი თამაშის თამაში რომელიც საგანმანათებლოა?

3) IPB-ს სურათი ეს შეიძლება რომ კანონიკურ ხატად ჩაითვალოს?


წინასწარ გმადლობთ და დიდ ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ... პირველ რიგში უფლის და შემდეგ თქვენი დიდი მადლიერი ვარ, ბევრ რამეში დამეხმარეთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lasha kakauridze
პოსტი Jul 22 2012, 16:34
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 17.10.2009
წევრი № 382



მამა დავითი
ციტატა
ამიტომ ღამის 12 საათიდან ვიცავთ სრულ მარხვას


მადლობთ მამაო smile.gif ეხლა სრულიად ნათელია ჩემთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
dodij
პოსტი Nov 15 2012, 17:01
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 15.11.2012
წევრი № 800



მოგესალმებით. მაქვს ასეთი კითხვა :
მინდა მოვანათლინო ბავშვი ჩემს მეგობარს, რომელიც აღმოშნდა, რომ ასეთ ნათესავად მეკუთვნის - ესე იგი მე ვარ ბავშვის ნათლია, რომლის პაპა და პოტენციური ნათლიის (ამ ჩემი მეგობრის) ქმარი არიან დეიდაშვილები. შეიძლება თუ არა?

მომიტევეთ თუ ძალიან სასაცილო ან დილეტანტურ კითხვას ვსვამ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
didgoris veli
პოსტი Jan 4 2013, 18:08
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 4.01.2013
წევრი № 805



მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
MaFi
პოსტი Jan 25 2013, 01:28
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25.01.2013
წევრი № 807



დამლოცეთ მამაო.
ბოდიშით რომ გაწუხებთ. მაინტერესებს რამდენად მიღებულია მუსლიმანის და მართლმადიდებელი ქრისტიანის ქორწილი, თუ არცერთს არ უნდა სარწმუნოების შეცვლა.. მადლობთ წინასწარ .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tokokipiani
პოსტი Feb 22 2013, 16:50
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 22.02.2013
წევრი № 809



გამარჯობათ,მამაო დამლოცთ, ერთი კითხვა მაქ და თუ შეიძლლება მიპასუხოთ. 2 წლისმანძილზე ვაკეთებდი ფოკუზებს (კარტებით,მონეტებით,ჯოხებით.....) და მაინტერესებს არის თუ არა ფოკუსების კეთება ცოდვა? წინასწარ დიდი მადლობა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zurabi84
პოსტი Feb 26 2013, 12:17
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26.02.2013
წევრი № 810



დამლოცეთ მამაო!
შეკითხვა მაქვს თქვენთან_ ნათლულის დეიდა ითვლება თუ არა მირონად და კრძალავს თუ არა მირონობა ამ შემთხვევაში ქორწინებას.

და სად ან როგორ შეიძლება პასუხი ამ თემაზე (გარდა მოძღვრის კურთხევისა) რაგაც ოფიციალური ფორმით (ან წერილობითი ფორმით) მივიღო.
დიდ მადლობა წინასწარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamuna-tamari
პოსტი Mar 6 2013, 01:10
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6.03.2013
წევრი № 813



დამლოცეთ მამაო.მაინტერესებს ვითვლები თუ არა შურიან ადამიანად,როცა მოყვასის წარმატებას შევიტყობ და მეც მინდა რომ მასავით წარმატებული ვიყოო,ანუ მიხარია მისი კარგად ყოფნა,არ ვუსურვებ არაფერს ცუდს...უბრალოდ მინდა რომ მეც მასავით წარმატებული ვიყო.და როგორ უნდა განვიკურნო ამ სენისაგან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iverieli
პოსტი Mar 13 2013, 00:02
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 12.03.2013
წევრი № 815



დამლოცეთ მამაო..მამაო ერთი შეკითხვა მაქვს და ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე ისეთი პასუხი რომ დაეკმაყოფილებინა ჩემი კითხვა და თქვენ თუ გამცემთ პასუხს მადლობელი დაგრჩებით..ადამიანი რომელიც უბოროტოდ ცხოვრობს სიკეთის მთესველია ,მოკლედ ცხოვრობს როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი მართლმადიდებელი მაგრამ მართლამდიდებლობასთან არავითარი შეხება არ აქვს,და აღესრულა მასე ესეთი ადამიანი სად შეიძლება რომ მოხვდეს?
რამოდენიმე მოძღვრისგან რადიკალურად სხვადასხვა პასუხი მივიღე და თქვენი აზრიც მაინტერესებს..მე ერთ ერთი ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ,მოძღვარიც მყავს ..არ ვარ რამის მაძიებელი უბრალოდ ძალიან მაინტერესებს..დიდი მადლობა წინასწარ ,უფალმა მშვიდობით დაგვაწროს აღდგომას..გაიხარეეთ.
ციტატა
შვილის ლოცვა მშობლებისთვის


უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

ციტატა
შვილის ლოცვა მშობლებისთვის


უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

ციტატა
შვილის ლოცვა მშობლებისთვის


უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
pepela
პოსტი Apr 8 2014, 19:35
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 8.04.2014
წევრი № 842



მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი?
2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას
რა არის ჭეშმარიტებება?
3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ"
4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის?
5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ?

(ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
elmira
პოსტი May 27 2014, 10:57
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 27.05.2014
წევრი № 843



მამაო დამლოცეთ. მამაო ჩემი ოჯახი მართმადიდებელია. მაგრამ მკითხაობის სჯერა. და ამას დასდევენ და უაზროდ კრიან ფულს' მე რამეს ვიტყვი პასუხი მათია ურწმუნო ხარ ღმერთმა გაგაბოროტა. მოძღვარი მკავს მარა ვერ ვესაუბრები ამაზე. მირჩიეთ რა ვქნა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 3.12.2022 - 17:22

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience