IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
რელიგია და კლონირება - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> რელიგია და კლონირება გაზიარება
konstitucia
პოსტი Jul 7 2010, 17:08
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი აღინიშნა სენსაციური ცნობით პირველი კლონირებული ბავშვის დაბადების შესახებ

კლონი - ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონის წევრები, მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით, იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების ანუ მათი გენების მიხედვით, მაგ. ერთი კვერცხუჯრედის გაყოფით გაჩენილი ტყუპები კლონის წევრებს წარმოადგენენ. კლონირების გზით მრავლდება ერთუჯრედიანი ორგანიზმების უმრავლესობა, ბევრი წყალმცენარე, ზოგიერთი საფუარა სოკო, ასევე ცხოველური ორგანიზმები (ბრტყელი ჭიები) და მცენარეები (ბაბუაწვერა). კლონირების გზით შეიძლება მიღებული იქნას იდენტური ტყუპი ცხოველები. ამისათვის ხდება საშვილოსნოდან მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე ჩანასახის ამოღება, გახლეჩა და თითოეული ნაწილის ჩანერგვა (იმპლანტაცია) სუროგატი დედის შიგნით. ამ გზით განხორციელებული იქნა თაგვებისა და ცხვრის კლონირება.

IPB-ს სურათი

კლონირების შესახებ ხმაური წარმოიშვა 1997 წელს, როცა მეცნიერებს საშუალება მიეცათ მოეხდინათ არამარტო ჩანასახის, არამედ ზრდასრული ძუძუმწოვარა ცხოველების კლონირება. შოტლანდიაში, როსლინის ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა იან ვილმატის (lan Wilmut) ხელმძღვანელობით დაამუშავა მეთოდიკა, რომელიც იძლევა საშუალებას დედა ცხვრის ცურიდან ამოღებულიყო მთელი მემკვიდრული ინფორმაციის მატარებელი ქრომოსომების შემცველი ბირთვი, რომლითაც ჩანაცვლებული იქნა სხვა ცხვრის უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვი. შემდგომ მოხდა ამ კვერცხუჯრედის იმპლანტაცია დედობილის ორგანიზმში. ამის შედეგად ქვეყანას მოევლინა დონორი ცხვრის ზუსტი ასლი. ვილმატისა და თანაავტორების მიერ 1997 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიის ბოლოს დაიბეჭდა კლონირებული ცხვრის დოლისა და მისი სუროგატი "დედის" ეფექტური ფოტოსურათი. კლონირების ტექნიკა ჯერ კიდევ არაა სრულყოფილი. დოლის კლონირების წარმატებულ ექსპერიმენტს წინ უძღოდა მსგავსი ექსპერიმენტების განხორციელების უამრავი წარუმატებელი მცდელობა, თუმცა მან უჩვენა მსოფლიოს, რომ მსხვილი ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანების გენეტიკური კოპირებისათვის პრინციპული წინააღმდეგობანი პრაქტიკულად არ არსებობს. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ე. სვერდლოვი ИТАР-ТАСС-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ასეთ კომენტარს აკეთებს: ''ცხოველთა კლონირების ცდების შედეგები გვიჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში გამოვლინდა განვითარების ანომალიები, ხოლო კლონირებული ადამიანის სიცოცხლე კოშმარული გახდება, ვინაიდან 30 წლის ასაკისათვის იგი შეიძლება მხცოვან მოხუცად გადაიქცეს. 99,9 %_ში შესაძლებელია განვითარდეს სიმახინჯეები, რაზედაც მეტყველებს დოლის გაჩენამდე 300 წარუმატებელი მსგავსი ოპერაცია - მკვდრადშობადობა ან თანდაყოლილი სიმახიჯეების განვითარება."

თუმცა მეცნიერები შეცდომებზე სწავლობენ და სავარაუდოდ მომავალში ამ პრობლემებსაც აღმოფხვრიან.


კლონირებას ერთ-ერთი დიდი [თუ არა ყველაზე დიდი] მოწინააღმდეგე რელიგიის მხრიდან ყავს.

პაპმა ბენედიქტე XVI-მ გაკიცხა ადამიანის კლონირების ექსპერიმენტები
http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...8121200774.html

კლონირებას კრძალავს ისლამიც
http://www.islamonline.net/servlet/Satelli...d=1119503544346
http://www.islamonline.net/servlet/Satelli...aEAskTheScholar
http://www.islam-qa.com/en/ref/21582/clone


ეს კი ზოგადი სტატისტიკა კლონირების მოწინააღმდეგეებზე რელიგიური მიმდინარეობებიდან


IPB-ს სურათი

ეწინააღმდეგებით თუ არა თავად კლონირებას?


პ/ს ნეტავ შეიზლებოდეს, ჩემს კლონს გავაკეთებინებდი biggrin.gif


--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jul 7 2010, 19:34
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



konstitucia
ციტატა
ეწინააღმდეგებით თუ არა თავად კლონირებას?

ვეწინააღმდეგები და ამის არაერთი მიზეზი მაქვს. ჯერ ერთი ამით ღმერთს ეჯიბრები ადამიანის შექმნაში და მის ფუნქციებში ერევი. ვინ მოგცა იმის უფლება გადაწყვიტო ვინ და რა გზით მოევლნოს ქვეყანას? მეორე ის, რომ ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მას უკვდავი სული შთაბერა. შენ რას მისცემ ადამიანს? ადამიანის შექმნილ ადამიანს როგორი სული ექნება? რამდენად განვითარებული იქნება ის გონებრივად? როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება? ან იქნება კი პიროვნება საერთოდ? გარდა ამისა პირველი კლონირებული ადამიანები განწირულნი არიან სხვადასხვა სენისა თუ სიმახინჯისთვის. რა დააშავეს მათ?

ციტატა
პ/ს ნეტავ შეიზლებოდეს, ჩემს კლონს გავაკეთებინებდი


რაში გჭირდებათ?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jul 7 2010, 21:58
პოსტი #3


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



mad.gif კლონირება არის ადამიანთა განადგურების დასაწყისი!

ღვთის საქმეში ვინ ერევა? ვის უნდა თავისი ამპარტავნებით თავი შემოქმედს გაუტოლოს? ვისი მიზანია ადამიანი დაიმონოს და თავისი ბინძური საქმიანობის მონაწილე გახადოს?

გაეცი ამ კითხვებზე პასუხი და ნათელი გახდება, ვინაა ადამიანის კლონირების სულის ჩამდგმელი და კონსტრუქტორი.

კლონირებული ვერასოდეს ვერ გახდება ღვთის ქმნილების თანატოლი, მარტივი მიზეზის გამო, ადამიანის გონება ვერასოდეს ვერ მიაღწევს იმ დონეს, რომ სამყაროს შემოქმედს გაუტოლდეს.

ეს საკითხი ასეთ ამბავს მახსენებს. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელმა ფაშისტებმა ასეთი მზაკვრული ხერხი მოიგონეს ადამიანთა მოსასპობად. ისინი სხვადასხვა სათამაშოებში ამონტაჟებდნენ შენელებული მოქმებების ნაღმებს და ამ ,,სათამაშოებს" შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში ყრიდნენ. უამრავი ბავშვი შეიწირა და დაამახინჯა ამ ეშმაკის სათამაშომ. პირადად ჩემმა პაპამ ერთი თვალი დაკარგა ამ მიზეზით.

წარმოიდგინეთ ასეთი კლონები რა ბოროტებას აღარ ჩაიდენენ და მოიმოქმედებენ, რომ ჩვენი ადგილი დაიმკვიდრონ, მათ ხომ ყოველთვის ექნებათ არასრულფასიოვნების კომპლექსი. მათ ეცოდინებათ რომ ისინი სუროგატები არიან და ამავე დროს გარეგნულად ჩვენი ასლები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა ადვილად შესძლებენ ისინი ჩვენი ადგილის დაკავებას. და რა სულიერება უნდა მოვკითხოთ მათ ხელოვნურად შექმნილებს? ისინი ხომ სატანის ,,სათამაშოებად"
იქცევიან და ისეთივე ბოროტებას გაავრცელებენ, როგორც გერმანელი ფაშისტების ,,სათამაშოები"....

ამიტომ სრულიად ამორალურად მიმაჩნია ადამიანის კლონირება და აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებისა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 7 2010, 22:39
პოსტი #4


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ადამიანის კლონირება უკვე კანონით არის აკრძალული და ამ მიმართულებით კვლევებიც არაა ნებადართული. ასე, რომ ეს არა მარტო რელიგიურად არის მიუღებელი, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზეც.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 21.08.2019 - 06:38