IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ისტორიის ფურცლებიდან - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ისტორიის ფურცლებიდან გაზიარება
lingvo
პოსტი Jan 21 2009, 18:50
პოსტი #1


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



პირველი ქრისტიანები


იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა.

პირველ ეკლესიას, რომელშიც მოციქულები და მათი მოწაფენი მოღვაწეობდნენ, უკვე ჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომელთა შესახებაც „საქმე მოციქულთა“ და ეპისტოლენი მოგვითხრობენ. მოციქულთა სწავლებას ეკლესია უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა და მოწიწებით იცავდა.

პირველი სამი საუკუნის მანძილზე შეკრებილი „წესები და დადგენილებანი მოციქულებისა“ უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა ძველი ეკლესიის იერარქიისა და ღვთისმსახურების შესასწავლად. ამ წყაროს თანახმად, ახალმოქცეულს ნათლისღების წინ ქრისტეს მოძღვრებას განუმარტავდნენ. ამ რიტუალს „განმზადება“ ეწოდებოდა. ამას მოჰყვებოდა რწმენის აღიარება. თავდაპირველად მრწამსის გადმოსაცემად საყოველთაო, დადგენილი ტექსტი არ არსებობდა, მორწმუნე წრმენას გულიდან ამოსული სიტყვებით გამოხატავდა. მაგალითად, ასე: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა“. ნათლობა წმინდა სამების სახელით, ჩვეულებრივ, წყალში სამგზის შთაფვლით აღესრულებოდა, რაც სიმბოლურად ძველი კაცის დასაფლავებას, მისი ცოდვების მოკვდინებასა და ახალი ცხოვრებისთვის დაბადებას განასახიერებდა. „საქმე მოციქულთაში“ ხშირად იხსენიება მთელი ოჯახების მონათვლა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვილებს ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში ნათლავდნენ. ახალმონათლულნი ცოდვებისგან განბანისა და სულიერი განწმენდის ნიშნად თეთრი, სპეტაკი სამოსლით იმოსებოდნენ. ზოგიერთ ეკლესიაში არსებობდა ადათი, რომლის მიხედვითაც მათ, როგორც ახალი ცხოვრებისათვის დაბადებულ ჩვილებს, თაფლსა და რძეს ასმევდნენ. ნათლობის შემდეგ მოციქულები მონათლულებს ხელდასხმით სულიწმიდის მადლს ანიჭებდნენ. „საქმე მოციქულთადან“ ვიცით, რომ მონათლულმა სამარიელებმა მადლი სულისა წმიდისა მანამდე ვერ მიიღეს, სანამ მათთვის პეტრემ და იოანემ არ ილოცეს და ხელი არ დაასხეს. იგივე მოხდა ეფესოშიც - აპოლოსის მომხრეებს სულიწმინდის მადლი და ენების ცოდნა მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც მათ პავლე მოციქულმა დაასხა ხელი. ასე რომ, ხელდასხმის საიდუმლო იმთავითვე იყო გამოყოფილი ნათლისღების საიდუმლოსგან. შემდეგში - მოციქულთა დროშივე - ამ მიზნით მირონცხებაც გამოიყენეს (მორწმუნეები ისე გამრავლდნენ, რომ მოციქულებს, უბრალოდ, აღარ შეეძლოთ, თითოეული მათგანისთვის დაესხათ ხელი, ამიტომაც მოხარშეს და აკურთხეს მირონი).

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულები მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს.

ღმრთისმსახურების ნაწილი იყო წმინდა წიგნების კითხვა, ფსალმუნებისა და სხვა საგალობლების გალობა და ლოცვები, რომლებშიც მორწმუნენი კურთხევას გამოითხოვდნენ ღვთის საიდუმლოს აღსასრულებლად შემოწირულ პურსა და ღვინოზე (უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ძღვენი თავად მორწმუნეებს მოჰქონდათ). პური და ღვინო, მას შემდეგ, რაც სულიწმიდის გარდამოსვლით იკურთხებოდა, რომელნიც ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მათთან კი, ვისაც ავადმყოფობის გამო არ შეეძლო ლიტურგიაზე დასწრება, ის დიაკვნებს მიჰქონდათ.

საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორისყოფით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა (როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხოვრივი ზრდის გამო), მაგრამ მისი ხსოვნა აქამდე შემორჩა სიტყვებში: „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. საკურთხეველში მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურად აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან.

პირველი ქრისტიანები ყოველდღე ეზიარებოდნენ, მაგრამ როცა ქრისტიანთა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე აღსრულება შეუძლებელი გახდა, ზიარება უფლის დღეს - კვირას - დაადგინეს.

თავიდან, ვიდრე ყველა მოციქული იერუსაილმში იმყოფებოდა, ისინი სალოცავად ძველი აღთქმის ტაძარში დადიოდნენ, მაგრამ იქ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. ლოცვისთვის განსაკუთრებით მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამი იყო დადგენილი: მესამე ჟამს სულიწმიდა გარდამოხდა ზეცით, მეექვსე ჟამს უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეცხრე ჟამს მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა.

მგზნებარე სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე გული პირველ ქრისტიანებს განუწყვეტელი ლოცვის ძალას აძლევდა, მაგრამ როგორ ევედრებოდნენ, როგორ ადიდებდნენ ისინი უფალს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ერთი რამ ცხადია: მსახურების წესი და რიგი იმთავითვე ყოფილა დადგენილი. როგორც გარდამოცემა გვამცნობს, იაკობისა და მარკოზის ლიტურგიის წესები მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. არსებითად, ეს ერთი ლიტურგია იყო და ერთმანეთისგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდებოდა. ღვთისმსახურებას ქრისტიანები თავიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელშიც ის კორინთელებს ლიტურგიის წესის მიხედვით აღსრულებისკენ მოუწოდებს.

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „მამაო ჩვენოსთან“ ერთად „უფალო, შემიწყალეც“ მოციქულების დროიდანვე იგალობებოდა. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ლიტურგიაში შეტანილი აგრეთვე ანგელოზთა გალობანი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - და ქერუბიმთა გალობა: „ალილუია“ და „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. მეორე საუკუნის დასაწყისიდან წერილობითი ძეგლები უკვე ამ სიტყვებით სრულდება.

ადრევე უნდა შეეტანათ ღვთისმსახურებაში გალობანი ღმრთისმშობლისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა“ და სვიმეონ მიმრქმელისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით“.

როგორც „საქმე მოციქულთადან“ ვიგებთ, გარდა დადგენილი საათებისა, ქრისტიანები ღამის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ევქარისტიის საიდუმლო დევნის პერიოდში ან ღამით, ან ცისკრისას აღესრულებოდა. შეკრების ადგილი ხშირად მიწისქვეშა აკლდამა და მღვიმე (კატაკომბა) იყო.

ღვთისმსახურებისას იყენებდნენ სანთლებსა და ჩირაღდნებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიბნელის გასაფანტად; მათი ანთება სულიერ ზეიმსა და სიხარულს გამოხატავდა და სიმბოლურად იმ ნათელზე მიანიშნებდა, რომელიც განკაცებულმა უფალმა სამყაროში მოიტანა.

პირველ ქრისტიანთა ეპისკოპოსს არაჩვეულებრივად რთული და მნიშვნელოვანი მოვალეობა ჰქონდა: გარდა მღვდელმსახურებისა და საიდუმლოთა აღსრულებისა, მას უნდა განესაჯა ყველა ის საქმე, რომელიც ქრისტიანთა შორის აღიძვრებოდა, რადგან ქრისტიანები გასაგები მიზეზების გამო სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართავდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმართული სულით გაჟღენთილი კანონები სრულიად არ შეესაბამებოდა ქრისტეს მცნებებს; მეორეც, სამოქალაქო სასამართლოზე წარმართულ ფიცს ან წარმართული რიტუალის აღსრულებას მოითხოვდნენ, რასაც ქრისტიანები, ცხადია, ვერ შეასრულებდნენ. ეპისკოპოსი კი სახარების სულითა და სინდისით სჯიდა. პავლე მოციქული კორინთელებს საყვედურობს, წარმართების სამსჯავროს რატომ მიმართეთო და არწმუნებს, რომ საერთოდ არიდონ თავი ჩხუბსა და კამათს, რამეთუ ისინი ქრისტიანული სიყვარულის სულს არ შეესაბამება.

ქრისტიანებს ქორწინებისთვის უთუოდ ეპისკოპოსისგან უნდა მიეღოთ კურთხევა. მოციქულთა სწავლება ცოლისა და ქმრის მოვალეობათა შესახებ ადასტურებს, რამოდენა პატივს სცემდნენ ისინი ამ საიდუმლოს. წარმართებისაგან განსხვავებით, სადაც ქორწინება ნაკლებად პატივსაცემი იყო, ქრისტიანებს ეკლესიის მიერ კურთხეული საქორწინო კავშირი ქრისტეს ეკლესიასთან მარადიული კავშირის სახედ მიაჩნდათ. ცოლ-ქმარს ერთობით უნდა ემსახურა ღვთისა და ერთმანეთისთვის და ურთიერთს უფლის წმინდა მცნებათა აღსრულებაში დახმარებოდა. საზოგადოდ, იმ რწმენის საფუძველზე, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია მარადიულისა და მისთვის მზადებას წარმოადგენს, ნებისმიერი სახის ოჯახურმა ურთიერთობამ და მოვალეობამ ქრისტიანულ ზნეობაში ახალი, უფრო მაღალი მნიშვნელობა შეიძინა.

პირველი ქრისტიანები გულწრფელად აღასრულებდნენ უფლის მცნებას: „შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“. ერთმანეთი მათ მართლაც ძმებივით უყვარდათ. მდიდრები ქონებას ღარიბებს უნაწილებდნენ. თუ რომელიმე მხარეში შიმშილობა ჩამოვარდებოდა, ქრისტიანები ფულს აგროვებდნენ და იქაურ ძმებს უგზავნიდნენ. ასეთი საქციელი, ბუნებრივია, უცხო იყო წარმართებისთვის, რომელნიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ, ბრწყინვალე სასახლეებსა და ცირკებს აშენებდნენ და ნადიმებისა და ზეიმებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ. მათ საპირისპიროდ, ქრისტიანული ეკლესიები შეძლებულ წევრთა შემწეობით თავშესაფრებისა და საავადმყოფოების აშენებისთვის ზრუნავდნენ და თუმცა მათ ლხინსა და ზეიმებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა, უბედურების ჟამს წარმართებსაც უანგაროდ ეხმარებოდნენ.

პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ ადათი, რომლის მიხედვით კვირის პირველ დღეს (ე.ი. კვირას) ეკლესიის ხარჯებისთვის და ღატაკთა დასახმარებლად, ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს გაიღებდა ხოლმე. ამ ჩვეულებას პავლე მოციქულიც მოიხსენიებს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი მოძღვრების მქადაგებელნი და ეკლესიის მსახურნი ქრისტიანთა საზოგადოებას უნდა შეენახა. თუმცა თვითონ თავის შენახვა საკუთარი შრომით ერჩივნა. შემოწირულობანი ეპისკოპოსებს ან ხუცესებს ბარდებოდა; მორწმუნეებს მოჰქონდათ ასევე ღვთისმსახურებისთვის საჭირო პური, ღვინო, ზეთი, თაფლი და რძე (ეს ორი, როგორც აღვნიშნეთ, ნათლობის დროს იხმარებოდა).

ღვთისმსახურების შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები - სიყვარულის საღამოები - ეწოდებოდა. აღაპები ხშირად უწესრიგობის მიზეზად იქცეოდა ხოლმე, ამიტომ შემდეგში ეს ტრადიცია დათმეს, მაგრამ „სიყვარულის საღამოები“ გაგრძელდა მიცვალებულთა მოხსენიებისას, როცა წლისთავზზე მათ საფლავზე შეიკრიბებოდნენ ხოლმე.

ქრისტიანთა წეს-ჩვეულებებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წარმართი რომაელი მოხელე. მისი თქმით, ქრისტიანები დანიშნულ დღეს, განთიადის დადგომამდე, იკრიბებოდნენ და ქრისტეს, ვითარცა ღმერთს, გალობით ადიდებდნენ. მათ ფარულ შეკრებებში არავითარი დანაშაულებრივი განზრახვა არ შეიმჩნეოდა. პირიქით, ისინი პირობას დებდნენ, რომ არ იქურდებდნენ, ტყუილს არ იტყოდნენ, სხვის ქონებას არ მიითვისებდნენ და აღთქმას წმინდად იცავდნენ.

მოამზადა დიაკონმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 15, 2005 წ.

წყარო:
http://www.orthodoxy.ge/istoria/pirveli_qristianebi.htm


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jan 21 2009, 19:17
პოსტი #2


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



საქართველოს ისტორიული ოლქები

IPB-ს სურათი


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jan 23 2009, 02:16
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



საინგილო (ჰერეთი)


ეს მხარე ფეოდალურ ხანის საქართველოში ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლანდელ აზერბაიჯნის ფარგლებს მოიცავს ბელაქნის ზაქათლისა და კახის ტერიტორიას.
ტერმინი ”საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა, ინგილოების დასახლების მხარის აღსანიშნავად . საინგილო შედგებოდა 2 პოლიტიკურ ერთეულებისგან ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ენილესილი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეში ძველ ქართველების პროვინციის ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნი დასაწყისში ადიმინისტრაცულად მაჭის საერისთავო ფარგელბში მოექცა XVI-XVII საუკუნეში საინგილოს პოლიტიკურ ცვილილებებმა კახეთის სამეფოში ოსმალებისა და სპარსების გამალებულმა აგრესიამ და ფეოდალების თავდახხმებმა ამ მხარის ეკონომიური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია.


საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად სააქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯნულ ენაზეც არსებულ მრვალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქრთველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა.
XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში
” რომლიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქთლის ოლქის ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით…..
ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათლის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს XIII –XIII საუკუნეებში.
შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად.ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი.
საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს.
რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქრთველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქრთველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქრთველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათლისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი”


ქ.ნუსხალ (შექის) ჩრდილოეთით, 6 კმ. მოშორებით, მდებარეობს გიშის ტაძარი, გიშის-ქურმუხის ყოფილი რეზიდენცია; გიშის საეპისკოპოსო საქრთველოს მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნეში გაუხსნია. “აღნიშნული გროგოლიძეთა სამფლობელო ქვეყანა ციხე გიშისთ ქართული ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით ნაწილი იყო…მეფე არჩილმა რომელიც VIII საუკუნეში ააგო ციხეები კახეთ-ჰერეთი ადმინისტრაციულად მოაწყო. ნუსხაში (ახლანდელ შექის) დასახდნენ ქართველები რომლებიც შემდგომში შექლებად წოდებულნი. ამ დრომდე ნუსხის მიდამოებში მცხოვრებელბი წარმართულ რელიგიას მისდედნენ, არჩილ მეფემ გააქრისტიანა.

საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიური და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორის, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მონღოლების ბატონობისა, XII ს. დასაარულს ქართველებმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა.

http://saingilo.iatp.ge/zogadi_daxasiateba.htm


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jan 23 2009, 13:39
პოსტი #4


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



არმაზის ბილინგვა

IPB-ს სურათი

II საუკუნე, 1940 წ ნაპოვნი, გაშიფრა გიორგი წერეთელმა.



ბერძნული ვარიანტი
“სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.


არამეული ვარიანტი
“მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.




ლეონტი მროველი. ქართლის ცხოვრება. ქართველების წინაპრები


ამ ნაწყვეტებში ლეონტი მროველი აღწერს ქართველთა და სხვა კავკასიელთა ეთნარქებს.

ვიწყო მითხრობად ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა

ამბავი რვათა ძმათა
პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თჳისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკჳიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილისშვილნი ძეთა და ასულთა მისთანანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა ....
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.
ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შჳიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა.

ამბავი ქართლისა
... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისისა თჳისია ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპო არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღუამდე სპერისა.
შემდგომად ამისსა ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.

წყარო: http://www.istoria.ge/Documents/leonti%20mroveli%201.htm
http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_ts...ba/sarchevi.htm


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 23 2009, 13:48
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ვახო ძალიან საინტერესო თემაა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jan 23 2009, 14:01
პოსტი #6


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



საქართველოს მეფენი




ქართლის და იბერიის მეფეები

სამარა ("მცხეთის მამასახლისი") 322 ძვ.წ..
აზონი (ერისთავი) 322-302 ძვ.წ..
ფარნავაზი 302-237 ძვ.წ.
საურმაგი (ძე ფარნავაზისა) 237-162 ძვ.წ.
მირვან I 162-112 ძვ.წ.
ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ.
არშაკი I (არსოკ, არშაკუნიანთა დინასტიის დასაწყისი) 93-81 ძვ.წ.
არტაგი (ძე არშაკისა) 81-66 ძვ.წ.
ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ.
მირვანი (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ.
არშაკ II (არსოკ, ძე მირვანისა) 23-2 ძვ.წ.
ადრეკი 2-1 ძვ.წ.
ბარტომი II & ქართამი (ორ-მეფეობის დასაწყისი) 55-72 ახ.წ
ქაოს & ფარსმან I 72-87 ახ.წ
არმაზელი & აზორკი 87-103 ახ.წ
დეროკი & ამაზსაპი I 103-113 ახ.წ
მირდატ I & ფარსმანი II 113-129
ადამი (ძე ფარსმანისა) 129-132
ფარსმან III (ძე ადამისა) 131-182
ამაზსაპი II 182-186
რევი (სასანიანთა დინასტიის დასაწყისი) 186-213
ვაჩე (ძე რევისა) 213-231
ბაკურ I (ძე ვაჩესი) 231-246
მირდატ II (ძე ბაკურისა) 246-262
ასფაგური (ძე მირდატისა) 262-265
მირიანი (ხოსროიანთა დინასტიის დასაწყისი) 265-342
ბაქარ I (ძე მირიანისა) 342-364
მირდატ III (ძე ბაქარისა) 364-379
ვარაზ-ბაქარ II (ძე მირდატისა) 378-393
მითრიდატე (მირიანის შვილიშვილი) 393-405
ფარსმან IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 405-408
მირდატ IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 408-410
არჩილ I (ძე მირდატისა) 410-434
მირდატ V (ძე არჩილისა) 434-446
ვახტანგ I (გორგასალი) 446-502
დაჩი (ძე ვახტანგისა) 502-514
ბაკურ II (ძე დაჩისა) 514-528
ფარსმან V (ძე ბაკურისა) 528-542
ფარსმან VI 542-557
ბაკურ III (ძე ფარსმანისა) 557-560
გვარამ I (კუროპალატი, პირველი ბაგრატიონების დინასტიიდან) 575-600
სტეფანოზ I (ძე გვარამისა) 600-619
ადარნასე (ერისთავი, ძე ბაკურისა) 619-639
სტეფანოზ II (ერისთავი, ძე ადარნასესი) 639-663
მირ (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 663-668
არჩილ II (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 668-718
იოანე (ძე არჩილისა) 718-786



ქართლის და ტაო-კლარჯეთის მეფეები (ბაგრატიონთა დინასტია)

აშოტ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 786-836
ბაგრატ II (კუროპალატი, ძე აშოტისა) 836-876
დავით I (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 876-881
გურგენ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 881-891
ადარნასე II (მეფე, ძე დავითისა) 888-923
დავით II (მეფე, ძე ადარნასესი) 923-937
აშოტ II (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 937-954
სამბატ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 954-958
ადარნასე III (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 958-961
ბაგრატ II (მეფე, ძე სუმბატისა) 961-994
დავით III (მეფე და კუროპალატი, ძე ადარნასესი) + 1001
გურგენ II (მეფე, ძე ბაგრატისა) + 1008



საქართველოს მეფეები

ბაგრატ III (ძე გურგენისა) 975-1014
გიორგი I (ძე ბაგრატისა) 1014-1027
ბაგრატ IV (ძე გიორგისა) 1027-1072
გიორგი II (ძე ბაგრატისა) 1072-1089
დავით IV (წმ. დიდი მეფე დავით აღმაშენებელი) 1089-1125
დემეტრე I (ძე დავითისა) 1125-1156
დავით V (ძე დემეტრესი) + 1155
გიორგი III (ძე დემეტრესი) 1156-1184
თამარ მეფე (წმ. თამარ მეფე) 1184-1215
გიორგი IV (ლაშა, ძე თამარისა და დავითისა) 1215-1222
რუსუდან დედოფალი (თამარისა და დავითის ქალიშვილი) 1222-1245
დავით VI ნარინი (ძე რუსუდანისა, 1259 წელს გახდა იმერეთის მეფე) 1245-1293
დავით VII ული (ძე ლაშა-გიორგისაi) 1257-1270
დიმიტრი II ("თავდადებული", ძე დავით-ულუსი) 1271-1289
ვახტანგ II (ძე დავით ნარინისა) 1289-1292
დავით VIII (ძე დიმიტრისა) 1293-1311
ვახტანგ III (ძე დიმიტრისა) 1302-1308
გიორგი VI (ძე დავითისა) 1311-1313
გიორგი V ("ბრწყინვალე" ძე დიმიტრისა) 1314-1346
დავით IX (ძე გიორგი V-ისა) 1346-1360
ბაგრატ V (ძე დავითისა) 1360-1393
გიორგი VII (ძე ბაგრატისა) 1393-1407
კონსტანტინე I (ძე ბაგრატისა) 1407-1411
ალექსანდრე I (ძე კონსტანტინესი) 1412-1443
ვახტანგ IV (ძე ალექსანდრესი) 1443-1446
გიორგი VIII (ძე ალექსანდრესი, 1476 წლიდან გახდა კახეთის მეფე) 1446-1466



ქართლის მეფეები

ბაგრატ VI (II, ძე გიორგისა, ასევე იმერეთის მეფე) 1466-1478
კონსტანტინე II (ძე დიმიტრისა) 1479-1505
დავით X (ძე კონსტანტინესი) 1505-1525
გიორგი IX (ძე კონსტანტინესი) 1525-1534
ლუარსაბ I (ძე დავითისა) 1534-1558
სიმონ I (ძე ლუარსაბისა) 1558-1600
დავით XI (დაუთხანი, ძე ლუარსაბისა, მიიღო მუსლიმანობა) 1564-1579
გიორგი X (ძე სიმონისა) 1601-1606
ლუარსაბ II (ძე გიორგისა, შაჰაბას I-ის მიერ იქნა წამებული 1622 წელს) 1606-1615
ბაგრატ VII (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1615-1619
სიმონ II (ძე ბაგრატისა, მუსულმანი) 1619-1631
როსტომი (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1632-1658
ვახტანგ V (მუხრან-ბატონი, შაჰნავაზი, ძე თეიმურაზისა) 1658-1675
გიორგი XI (ძე ვახტანგისა) 1676-1688 /1703-1709
ერეკლე I (ნაზარალიხანი, ძე დავითისა, მიიღო მუსლიმანობა) 1688-1703
ვახტანგ VI (ძე ლევანისა) 1703-1724
ქაიხოსრო (ძე ლევანისა, მუსულმანი) 1701-1711
იესე (ალი-ყული-ხანი) 1714-1716 /17241727
ბაგრატ (ძე ვახტანგისა) 1717-1719
არჩილი (აბდულაბეგი, ძე იესესი) 1736
ალექსანდრე (ალი მირზა, დავით, ძე იმამუკელისა) 1736



*** საქართველო თურქეთის ქვეშ, მეფეების გარეშე *** 1727-1744

თეიმურაზ II (ძე ერეკლესი, 1709-1715 წლებში განაგებს კახეთს და 1733-1744 წლებში ხდება კახეთის მეფე) 1744-1761
ერეკლე II (ძე თეიმურაზისა, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში) 1762-1798
გიორგი XII (ძე ერეკლესი, ქართლ-კახეთის მეფე) 1798-1800
დავით XII (ძე გიორგისა) 1800-1801


წყარო: http://www.georgianweb.com/history/geo/geokings.html


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Mar 11 2009, 13:14
პოსტი #7


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
დავით აღმაშენებელი
(კითხულობს გოგი ხარაბაძე)
http://allshares.ge/download.php?id=3D2BA0EC25


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Mar 11 2009, 13:26
პოსტი #8


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი
(კითხულობს გოგი ხარაბაძე)
http://allshares.ge/download.php?id=FE9FF54628


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Feb 17 2011, 16:06
პოსტი #9


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



კოლხეთის (ეგრისის) სამეფო



კოლხეთის პირველი სამეფო (კოლხა) წარმოიქმნა რიონისა და ჭოროხის აუზში დაახლ. ძვ.წ.XV-XIV საუკუნეებში. მისი დედაქალაქი იყო აია ანუ დღევანდელი ქუთაისი. კოლხეთის ამ სამეფოს მეფეებიდან ცნობილია მხოლოდ ლეგენდარული აიეტი რომელიც ძვ.წ.XIII საუკუნის შუა წლებში მეფობდა. ძვ.წ.VIII საუკუნის 50-იან წლებში კოლხამ დაიპყრო თავისი მეზობელი დიაოხი, მაგრამ მალევე განადგურდა მომთაბარე ტომების კიმერიელების და სკვითების შემოსევების შედეგად (დაახ. ძვ.წ.730-720წწ).

ძვ.წ.ძვ.წ.VI საუკუნეში ხელახლა ჩნდება კოლხეთის სამფო (დედაქალაქი ციხე-გოჯი), რომლის მეფეებიდან (თუ მმართველებიდან) ცნობილნი არიან:

სავლაკი – ძვ.წ.V-საუკუნე

ქუჯი – ''ერისთავი'' ძვ.წ.დაახლ. 320-280წწ.

აკე – ძვ.წ.დაახლ. 180-150წწ.


იბერიის მეფე ფარნავაზმა ძვ.წ.302 წლისთვის კოლხეთი (ამ პერიოდისთვის ეგრისს უფრო უწოდებდნენ) თავის სამეფოს შეუერთა, მაგრამ მალე კოლხეთი კვლავ დამოუკიდებელი სამეფო ხდება. ძვ.წ.II საუკუნისთვის ეგრისის სამეფო დაიშალა რამდენიმე წვრილ სამთავროდ, რომელთა დაპყრობა არ გსაჭირვებია ძვ.წ.65 წელს რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს. ძვ.წ.65-47 წლებში დასავლეთ საქართველოს პომპეუსის მიერ დანიშნული ვინმე არისტარხე მართავდა.

ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს კოლხეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს ''მესამე კოლხური სამეფო'' ლაზიკეს სახელს ატარებდა. II საუკუნეში ცნობილია მისი ორი მეფე:

მალახა – რომის იმპერატორ ადრიანეს(117-138) თანამედროვე

ბაკური – რომის იმპერატორ ანტონინუს-პიუსის(138-161) თანამედროვე

ა.წ.III-IV საუკუნეები მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემებით გვახსენებს თავს, ხოლო V საუკუნიდან ხელახლა ჩნდება ლაზიკე, დედაქალაქით კვლავ ციხე-გოჯი. მისი მეფეებიდან ცნობილია:

გუბაზ I – დაახლ.440-465

სამნაღირ I – დაახლ.465-490

სამნაღირ II – დაახლ.490-520

წათე I – დაახლ.520-529

გუბაზ II – დაახლ.529-554

წათე II – დაახლ.554-562


ეგრის-ლაზიკე განუწყვეტლივ ბრძოლებს აწარმოებდა ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ. 562 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა დასავლეთ საქართველოში მეფობა გააუქმა. ამიერიდან ეგრისს ერისთავები განაგებდნენ, მათგან ცნობილია სერგი ბარნუკისძე, რომლის დროს 697 წელს ბიზანტიელთა ბატონობა არაბების ბატონობამ შეცვალა. 778 წლიდან ეგრისი ე.წ. ''აფხაზთა სამეფოში'' შევიდა.


http://istoria.ge/qrono/kolxeti.htm


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Mar 4 2011, 11:33
პოსტი #10


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



დიაოხის (დიაენის, ტაოს) სამეფო


ეს სამეფო არსებობდა ძვ.წ.XII-VIII საუკუნეებში, მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. მის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია:


სიენი - დაახლ.ძვ.წ.1120-1100წწ.

ასია - დაახლ.ძვ.წ.850-825წწ.

უტუფურსი - დაახლ.ძვ.წ.810-770წწ.



სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერI-სა და სალმანასარIII-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთიI-ს. ძვ.წ.755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი დაიპყრო კოლხას სამეფომ. ძვ.წ.VII საუკუნის 1-ნახევრიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა დიაოხის ტრადიციათა მემკვიდრე სპერის სამეფო.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 20.01.2018 - 20:45