IPB WARNING [2] fsockopen(): unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 51 of /retail/alocate.php)
სიყვარულზე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> სიყვარულზე, ... გაზიარება
meri-mariami
პოსტი Nov 13 2013, 20:53
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 13.11.2013
წევრი № 836



დამლოცეთ მამაო.ამ თემაზე უკვე იმდენ ადამიანს ვესაუბრე და იმდენ ადამიანს ვკითხე რჩევა,რო მგონია მთელმა საქართველომ იცის ჩემი ამბავი.5 თვეა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი,რომელიც მეფიცება სიყვარულს და ყველანაირად ცდოლობს დამიმტკიცოს თავისი გრძნობები,ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია,მაგრამ უბედურება ის არის,რომ ჩემები კატეგორიული წინააღმდეგები არიან,თითქმის მთელი სანათესაო,დები ,მშობლები და ყველაა.მიზეზი არის ის,რომ ეროვნებით ოსია,თუმცა თბილიში დაბადებული და გაზრდილია.რაც მთავარიაა არის მართლმადიდებელი,მაგრაამ ჩემები მაინც წინააღმდეგები არიან.ჩემს მოძღვარსაც ვესაუბრე ამ თემაზე, ჩემს მამიდაშვილებსაც,რომლებიც ბერები არიან,ზოგი ერთს მეუბნება ზოგი მეორეს და სულ ავირიე. თუმცა არის რაღაც რაც არავისთვის არ მითქვამს.ის რომ არის ნასმართლევი და კიდე ის,რომ პირადად არ ვიცნობ. მე ბოლომდე არ ვენდობი და ყველანაირად ვცდილობ რადაც არ უნდა დამიჯდეს გავწყვიტო ურთიერთობა,იმიტომ კი არა ,რომ მე არ მინდა ურთიერთობა,ვიცი ამას ჩემები ვერ შეეგუებიან და მაგიტო.თორე,მე მინდა შანსი მივცეე,ის რომ ნასამართლევია ერთი წამითაც არ მაფიქრებს,იმიტომ,რომ ვიცი რაც შეემთხვა და როგორ მოხვდა იქ და ისიც ვიცი,რომ მორწმუნე და ეკლესიურია და რატომღაც მგონია,რო კარგი ადამიანია და იმის გამო რო ოსია,არ მინდა ხელი ვკრა,მეუბნება ჩემსავით არავინ შეგიყვარებსოო და მეც მგონია რო მართალია.ასეთი ყურადღება,სითბო და სიყვარული არასოდეს არავის არ გამოუჩენია ჩემს მიმართა,არადა უკვე 28 წლის ვარ,თუმცა ისიც არ მინდა,რომ მოტყუებული დავრჩე და საბოლოოდ იმედი გამიცრუვდეს.თვითოონ იფიცებს ყველაფერს რო არ გატყუებო,რო ჩამოვალ ღვთისმშობლის ხატთან დავიფიცებ რო არასოდეს გულს არ გატკენო.ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც მწერს,ბევრჯერ ცხარე ცრემლებითაც მიტირია ისე გამოხატავს ამ ყველაფერს და ზოგჯერ მგონია რო ამით ცდილობს ჩემს შენარჩუნებას,იმიტომ,რომ იცის როგორი გულუბრყვილო და მიამიტიც ვარ.მაპატიეთ ძალიან ვრცელი წერილი გამომივიდა,მაგრამ ასე გულწრფელად ჯერ არავისთან მისაუბრია ამ თემაზე და იმედი მაქვს,როგორც საკუთარ შვილს ისე მირჩევთ როგორ მოვიქცე.

კიდე მაინტერესებს თქვენი აზრი ჯადოსთან დაკავშირებით...აქეთ 2 ჯერ გამომიგზავნა საჩუქრები,დედამისის ხელით და ჩემებმა რო გაიგეს,მითხრეს გადაყარე ყველაფერი,ჯადო არ ქონდესო გაკეთებული თორე ასე მალე როგორ შეგიყვარდაოო,ან რა აქვსო შესაყვარებელი და მოკლედ ლანძღავეენ ისეთ ადამიანს,რომლის შესახებაც არაფერი იციაან.....მე არ მჯერა ამის და არ მგონია ამის გამკეთებელი იყოს ეს ადამიანი,მაგრაამ იმდენი მაგალითები მომიყვანეს ჯადო გაკეთებულებზე რო ცოტა არ იყოს შევშინდი.თან ახლა მთხოვს რამე შენი ნაქონი გამომიგზავნეოოა,შარფი ან კაშნი,მინდა მქონდესოო შენგან და რაც ჯადოზე გავიგე მაგის მერე ცოტა ვერიდები ასეთ რაღაცეებს.არადა მთხოვს,მეხვეწება გამომიგზავნეოო რამე და არ ვიცი რა ვქნა,მიზეზსაც ვერ ვეუბნები რატო არ ვუგზავნი.ეს რო ვუთხრა ხო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს რაც არ აკლია ამათგაან უკვე კაი ხანია და ითმენს ამ ყველაფერს და მაგისთვის რომც უნდოდეს მაგას მე ხო არ მეტყვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
meri-mariami
პოსტი Dec 11 2013, 23:52
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 13.11.2013
წევრი № 836




აქ არავინ არ შემოდისს? ტყუილა დავწერე ამდენი? მაინტერესებდა მამაოს რჩევა,სხვა ფორუმზეც დავდე და იქ კი მიპადუხა მოძღვარმა,მაგრაამ მაინც დავდე,რა ვქნა ყველას აზრი მაინტერესებს და თუ გამომეხმაურებით კარგს იზამთ.sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 12 2014, 17:08
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(meri-mariami @ Dec 11 2013, 23:52) *

აქ არავინ არ შემოდისს? ტყუილა დავწერე ამდენი? მაინტერესებდა მამაოს რჩევა,სხვა ფორუმზეც დავდე და იქ კი მიპადუხა მოძღვარმა,მაგრაამ მაინც დავდე,რა ვქნა ყველას აზრი მაინტერესებს და თუ გამომეხმაურებით კარგს იზამთ.sad.gif


მერი, ჩვენი ფორუმი დავირუსდა და ბევრი რამ წაიშალა, ახლაც ძალიან ცუდად მუშაობს, ამიტომ არაა აქტიურობა. ერთ რამეს მოგიყვები. მე ცვლაში ვმუშაობ. ჩემი მეწყვილე ლამაზი გოგოა და ერთ ბიჭს ისე შეუყვარდა, თავდავიწყებით. არც ეს გოგო იყო გულგრილი, იმიტომ, რომ ყველა ქალს სიამოვნებს, როდესაც უყვართ. ფიზიკურად, ეს ბიჭი ვერ დაიკვეხნიდა, არც მუშაობდა. გოგოს მთელი სანათესაო წინააღმდეგი იყო ამ კავშირის. მაგრამ ვფიქრობდით, ძალიან ძნელია ამ ცხოვრებაში იპოვო ასეთი სიყვარული. ეს ბიჭი თავს ევლებოდა და ხელის გულზე ატარებდა ამ გოგოს და თავისი გაიტანა კიდეც. რაღა გავაგრძელო, დღეს შვილი ყავთ. მაგრამ, სად გაქრა ეს სიყვარული? ძაღლი და კატასავით არიან და ცოფავენ ერთმანეთს.
ამას იიმიტომ გიყვები, რომ სიყვარული არაა უპირატესი. მთავარია, ერთნაირი მორალური ღირებულებები გქონდეთ და პატივს სცემდე როგორც ადამიანს, თავისი კეთშობილებბისა და ადამიანურობის გამო. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
meri-mariami
პოსტი Jan 18 2014, 19:16
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 13.11.2013
წევრი № 836




მადლობა გამოხმაურებისთის.ვიცი მეც ბევრი მსმენია მსგავსი ისტორიები,თუმცა ისიც მსმენიან რო ზოგ შემთხვევაში ამართლებს ასეთი ურთიერთობები და უყვართ ერთმანეთი ცხოვრების ბოლომდე,შეიძლება ისე არა,როგორც შეყვარებულობის პერიოდში,მაგრამ მაინც უყვართsmile.gif ასე რო ვიფიქროთ ,წინასწარ არავინ იცის რა იქნება მომავალშიი,ერთად ცხოვრების მერე ჩნდება პრობლემები,ზოგი იტანს ამ პრობლემებს სიყვარულის ხათრით ან შვილების ხათრით......იმაში კი გეთანხმები რო მართლა სასიამოვნოა,როცა ვიღაცას უყვარხარ და მიუხედავად ყველაფრისა არ თმობს ამ სიყვარულს და არ ნებდება.ბევრჯერ მიფიქრია დაშორებაზე(ჩემი მშობლების გამო.თან მეც ვერ გავერკვიე ბოლომდე მინდა თუ არა)მაგრაამ ისე გამოხატავს ამ სიყვრულს და ისე იქცევა რო ზოგჯერ მეცოდება კიდეც,მაგრამ ნათქვამია "სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობაოო" და სიბრალურის გამო ნამდვილად არ ვაპირებ გაყოლას ,უბრალოდ მეც არ მინდა დაკარგვა და მინდა მივცე შანსი,იქნებ აიწყოს ცხოვრება და მიაღწიოს მიზანს...დანარჩენს დრო გვიჩვენებს.უკვე იცის რო მე მანამ არ გავყვები,სანამ საკუთარ სახლი არ ექნება და თვითონაც ასე ფიქრობს...იმის იმედი კი არ მაქვს რო ჩემები აზრს შეიცვლიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.08.2022 - 12:28

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience