IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ლიტურგიის განმარტება - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ლიტურგიის განმარტება გაზიარება
ლეონი
პოსტი Aug 7 2008, 11:03
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან (ანგელოზთან, წმინდანთან). ლაპარაკია სავედრებელ ან სამადლობელ ლოცვებზე საკუთარი თავისათვის, სხვისთვის ან სხვათათვის, კერძო შემთხვევებისათვის (ნათლისღება, წესის აგება და ა.შ.), რაც შეიძლება ერთმაც აღასრულოს და ბევრმაც, მაგრამ ეს მაინც კერძო მსახურება იქნება. საზოგადო ღვთისმსახურება ეწოდება ლიტურგიას, რაც ბერძნული სიტყვაა და ,,ერის საქმეს“, ,,საზოგადო საქმეს“ ნიშნავს. ამ დროს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა სტილის ადამიანები ღმერთს ერთი სულით და ერთი გულით ადიდებენ. ღვთისმსახურების ორივე ტიპი სათავეს სახარებიდან იღებს. იესო ქრისტემ როგორც ინდივიდუალური ლოცვის, ისე საზოგადო ლოცვისა და მსახურების მაგალითი მოგვცა. ის მარტოც ლოცულობდა და სხვებთან ერთადაც; პირველის საჭიროებასაც ქადაგებდა და მეორისასაც.

საზოგადო ღვთისმსახურებანია
1) მწუხრი;
2) სერობა;
3) შუაღამის ლოცვა;
4) ცისკარი;
5) I ჟამნი;
6) III ჟამნი;
7) VI ჟამნი;
8) IX ჟამნი;
9) წირვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 19 2008, 16:04
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



განმარტება ლიტურგიისა



საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი.
პირველი სახელწოდება-”ლიტურგია”-ბერძნულია და ნიშნავს ” საერთო მსახურებას”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წმ. ზიარების საიდუმლოში ღვთისადმი შეიწირება მსხვერპლი მთელი მორწმუნე ერისათვის, ცოდვებისათვის როგორც ცოცხალთა, ისე მკვდართა.
ბერძნები წმიდა საიდუმლოს ზიარებას ”ევქარისტიას” უწოდებდნენ. ამიტომ ლიტურგია ხშირად იწოდება ევქარისტიად.
მოციქულთა დროს ლიტურგიას კიდევ უწოდებდნენ ” პურის განტეხვას.” (საქმე, მოც.3.46)

წირვაზე მორწმუნენი იხსენიებენ იესუ ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას, მაცხოვრის შობიდან, მის ამაღლებამდე.

ლიტურგიის შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად მზადდება მასალა და საკრალური ნივთები საიდუმლოს შესასრულებლად, შემდეგ მორწმუნენი ემზადებიან საიდუმლოსთვის, ბოლოს სრულდება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან. ამიტომ ლიტურგია იყოფა სამ ნაწილად:
1. კვეთა;
2. კათაკმეველთა ლიტურგია;
3.მართალთა ლიტურგია.


კვეთა




ლიიტურგიის პირველ ნაწილს, რომელზედაც მზადდება მასალა წმიდა საიდუმლოს შესასრულებლად, ეწოდება კვეთა.
ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო, წმ. ზიარებისთვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას ” პროსკომიდიას”- რაც ბერძნულად ნიშნავს მოტანას.

წმ. ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია პური და ღვინო. პური საჭიროა გაფუებული, რადგან სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ სააიდუმლო სერობაზე.

გარეგნულად პური, ანუ სეფისკვერი უნდა იყოს:
1. მრგვალი;
2. ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი, ღვთაებრივისა და ადამიანურისა;
3. თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ აღნიშნული პური ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი;
4. ჯვარზე უნდა იყოს გამოსახული შემდეგი წარწერა: ” იესუ ქრისტე ძლევა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ ყველას სძლია.


ღვინო უნდა იყოს ყურძნისა, წითლი ფერის. ყურძნის იმიტომ, რომ თვით მაცხოვარი საიდუმლო სერობაზე ეზიარა ყურძნის ღვინით, რაც შეეხება წითელს-იგი სისხლის ფერია.

წირვის დაწყების წინ მღვდელი იკეთებს ოლარს, დადგება დახურული აღსავლის კარის წინ ამბიონზე და კითხულობს ე. წ. " შემთხვევის ლოცვებს", შემდეგ შედის საკურთხეველში, იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით, იბანს ხელებს, რაც მის სულიერ სიწმიდესა და მზადყოფნას გამოხატავს წმ. საიდუმლოს შესასრულებლად ( ძველად ღვთისმსახურნი ხელებს იბანდნენ წმ. შესაწირავის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადასვენების წინ; ამიტომაცაა, რომ ახლაც მღვდელმთავარი ხელს იბანს "ქერუბიმთას" გალობის დროს, დიდი გამოსვლის წინ.)
ხელთბანვა განასახიერებს სიწმიდესა და უბიწოებას ღვთისმსახურებაში და სასულიერო პირს შეახსენებს, რომ იგი მსახურებას სულიერად და ხორციელად განწმენდილი უნდა შეუდგეს.


საკურთხევლის მარცხნივ განთავსებულია სამკვეთლო. . სამკვეთლო ტაძრის შუა ნაწილიდან გამოყოფილია კარით, რომელზეც გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი.

წირვის დაწყებამდე და მის პირველ ნაწილში მღვდელმთავარი ან მღვდელი კვეთას აღასრულებს. კვეთას უწოდებენ, სეფისკვერიდან საგანგებო ლახვრით ნაწილების ამოკვეთას.

სეფისკვერი სუფთა საფუარიანი ცომისაგან გამომცხვარი ფორმის ორნაწილიანი კვერია. სეფისკვერის ორნაწილიანობა სიმბოლურად შეესაბამება მაცხოვრის ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი წარწერით „იესო ქრისტე ძლევაი“. სიმრგვალე სიმბოლოა ქრისტეში კაცობრიობის მარადიულობისა, რაც ნიშნავს რომ კაცობრიობა შექმნილია მარადიული ცხოვრებისათვის.

წირვის ჩასატარებლად აუცილებლად მზადდება ხუთი დიდი ზომის სეფისკვერი, რომლებთაგანაც თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. 4 მათგანზე გამოსახულია ჯვარი, ერთზე კი - ყოვლადმიდა ღვთისმშობელი. ჯვრისგამოსახულებიან სეფისკვერებს შორის არჩევენ საუკეთესოს და იგი ტარიგად იწირება. ტარიგი განასახიერებს ჯვარცმულ მაცხოვარს. საგანგებო ლახვრით ტარიგიდან გული ამოიკვეთება და ფეშხუმზე იდება. ფეშხუმად იწოდება ლანგრის ფორმის საეკლესიო ჭურჭელი, რომელზეც სეფისკვერიდან ამოკვეთილი ნაწილები ლაგდება.

კვეთა საგანგებო ლახვრით სრულდება. სეფისკვერებიდან ამოკვეთილ ნაწილებს ფეშხუმზე აწყობენ. ბარძიმში კი ზედაშეს (საბარძიმე ღვინოს) და წყალს ასხამენ. კვეთის დასასრულს ბარძიმ-ფეშხუმს ცალ-ცალკე და შემდეგ ორივეს ერთად დაფარნებს აფარებენ. დაფარნები ორგვარია - მცირე და დიდი. მცირე დაფარნებს ბარძიმ-ფეშხუმზე აფარებენ, დიდ დაფარნას კი - ორივეზე ერთად, მცირე დაფარნებს ზემოთ.

ხელთბანის შემდეგ, მღვდელი მიუახლოვდება სამკვეთლოს და კვეთისთვის გამზადებული ხუთი სეფისკვერიდან ამოარჩევს საუკეთესოს, რომლიდანაც გარკვეულლი წესით ამზადებს ტარიგს,–შესაწირავ ძღვენს. ასამაღლებლის შემდეგ აღნიშნულ სეფისკვერზე ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს და წარმოთქვამს სიტყვებს: " მოსახსენებლად უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა." ამის შემდეგ იგი ლახვრით სეფისკვერს ჩააჭრის გვერდებს და ამბობს ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: " ვითარცა ცხოოვარი კლუად მიიგუარა...' და " ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა...." " სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო", " ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას", " რამეთუაღებულ არს ქვეყანით ცხოვრება მისი..." (ისაია 52.7–8). შემდეგ ტარიგს ქვევიდან ჯვრის სახედ ჩაჭრის ამ სიტყვებით: " დაიკვლის ტარიგი ღვთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისა ცხოვნებად", დაასვენებს ფეშხუმზე, მარჯვნიდან ლახვრით უგმირავს და ამბობს: " ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა ჰსწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი." (იოანე 19.34–35). ამ სიტყვებზე ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს და აკურთხებს შეერთებას.

მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს მოზრდილ ნაწილს, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის სახელზე და მოათავსებს ფეშხუმზე, ტარიგის მარჯვენა მხარეს.

მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს, ცხრა დასის სახელზე, რომელშიც შედიან: იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელ–მთავარნი, მოწამენი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლონი, ღვთისმშობლის მშობლები და ყოველნი წმინდანნი, ბასილი დიდი და იოოანე ოქროპირი, ვისი წირვაც უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ცხრა ნაწილი თავსდება ტარიგის მარცხენა მხარეს.

მეოთხე სეფისკვერიდან მღვდელი ამოიღებს ორ ნაწილს : ერთს პატრიარქისა და მისი დასის სახელზე,
ხოლო მეორეს ღვთივდაცული ერის, მთავრობისა დამხედრობის სახელზე და ათავსებს ტარიგის ქვემოთ.

მეხუთე სეფისკვერიდან ამოიღებს ერთ ნაწილს მიცვალებულთათვის. ამით მთავრდება კვეთა და მოიხსენება როგორც ცოცხალნი, ასევე მიცვალებულნი. ამოიღება ნაწილები შემოწირული სეფისკვერებიდანაც და მოთაავსდება ტარიგის ქვედა მხარეს.

მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, მოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეშხუმს; ასევე შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ–ფესხუმს, ხოლო დიდ დაფარნას–ორივეს.
ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვენისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთ, ასევე იმათ, ვისთისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა.

ვარსკვლავი - ორი ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტა, რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვთ შემდეგი სიმბოლური მნიშვნელობანი:

ფეშხუმი ნიშნავს ცას, ვარსკვლავი–იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდათ მოგვებს: მცირე დაფარნები ის სახვევებია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესუ იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა–ის ტილლოა, რომელშიც იყო შეხვეული იესუს გვამი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. სამკვეთლო მოასწავლებს ბეთლემის ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას, სადაც იგი იქნა ჯვარცმული. მთელი სეფისკვერი, რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა, გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესუ ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავლებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმიდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიერ დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სული წმიდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ მღვდლის მიერ ტარიგის მომზადება გამოხატავს იესუ ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.
უფალმა დიდი სიყვარულით, თავის მსგავსად და ხატად შექმნა პირველი ადამიანები: ადამი და ევა. მას შემდეგ რაც მათ შეცოდეს, უფალმა მოუხმო ადამს და დაუწყო საუბარი. განა უფალმა არ იცოდა რა შეემთხვათ მათ, არამედ კარგად უწყოდა და მათგან ელოდებოდა დანაშაულის გულწრფელ აღიარებას. ასეთი სინანული პირველ ადამიანებს არ აღმოაჩნდათ და ერთმანეთს დაუწყეს დანაშაულის გადაბრალება და უფრო მეტიც, ადამმა ყვედრება დაუწყო უფალს: " შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე."
უფრო გვიან კი განკაცებულმა მაცხოვარმა ცოდვათა მიტევების ასეთ ფორმულირება მოგვცა: ": „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას (მათე 12,31-32).
მაგრამ მიეტევება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გულლწრფელი სინანული გააჩნია. როდესაც იონამ ნინეველებს განადგურება უქადაგა,ეს რომ ესმათ მათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ და მოინანიეს რა ცოდვები, უფალმაც მიუტევა.
უდავოა, ცოდვათა მიტევების უპირველესი წინაპირობა სინანულია, მაგრამ საუფლო ლოცვაში პირდაპირ არის მითითბული რა დოზითა და რა ხარისხითაც მივუტევებთ სხვას ცოდვებს, იმავე საზომით მიგვეტევება ჩვენი ცოდვები.
ამიტომ მთელი ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედს წარმოადგენს მიტევების უნარი. რამდენად ვფლობთ ამ უნარს და რა შემთხვევაში ვპატიობთ სხვებს?



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Dec 12 2008, 23:38
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



წმიდისა, იოანე ოქროპირის ლიტურგია.

აღსავლის კარი იღება, გამოდის დიაკვანი და იტყვის:
დიაკვანი: გვაკურთხენ, მეუფეო!
მღვდელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ!

აღსავლის კარი იკეტება

დიდი კვერექსი
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ი ლ ი ა ს ა თ ვ ი ს, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩვენისა, და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისა, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ
გუნდი: შენ, უფალო
მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ!

პირველი ანტიფონის საიდუმლო ლოცვა:
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდება მიუწვთომელ, რომლისა წყალობა აურაცხელ და კაცმოყვარება მიუთხრობელ არს, შენ, მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩვენზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა, ჰყვენ ჩვენთანა და თანამლოცველთა ჩვენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი.


I ანტიფონი (102-ე ფსალმუნი)
მედავითნე-აკურთხევს სული ჩემი უფალსა. კურთხეულ ხარ, შენ უფალო. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა

რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი
რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოვრება შენი და გვირგვინოსან გყო შენ წყალობითა შეწყნარებითა.

რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი, განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
ჰყვნის წყალობანი უფალმან, და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

აუწყნა გზანი მისნი მოსეს, და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს.
არა ცოდვათა ჩვენთაებრ მიყო ჩვენ, არცა უშჯულოებათა ჩვენთაებრ მომაგო ჩვენ.

რამეთუ რაოდენ მაღალ არიან ცანი ქვეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობა მისი მოშიშთა მისთა ზედა.
რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩვენნი.

ვითარცა სწყალობს მამა შვილსა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩვენი, მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყვავილი ველისა ეგრე აყუავდეს.
რამეთო განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

ხოლო წყალობა უფლისა საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე.
რომელთა დაიმარხიან აღთქმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

უფალმან ზეცას განმზადა საყდარი მისი, სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთა.

აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი, ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა, აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნიამდე ამინ!
აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. კურთხეულ ხარ შენ უფალო.

მცირე კვერექსი
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ!
გუნდი: შენ უფალო

მღვდელი: (ასამაღლებელი) რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი.ამინ! დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეორე ანტიფონის საიდუმლო ლოცვა
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა-ჰყვენ მოყვარენი სალხისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგი ნაცვლად ადიდენ ღვთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩვენ მოსავთა შენდამი.


II ანტიფონი (145 ფსალმუნი)
მედავითნე- აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა, ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება.

გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა, მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღვთისა მისისა.

რომელმან ჰქმნა ცანი და ქვეყანაი, ზღვაი და ყოველი, რა არს მას შინა.
რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე, ჰყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა.

უფალმან განჰხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი.
უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი.

უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლნი და ქვრივნი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარსწყმიდოს.
სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.

(მე-2 ანტიფონის შემდეგ იგალობება)
მხოლოდშობილი ძე...
მხოლოდშობილოო ძეო და ღვთისა სიტყვაო უკვდავო არსებავ! რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხენ სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა უქცეველად განკაცნენ და ჯვარს ეცვ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნე, ერთო წმიდისა სამებისაო, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა თანა დიდებულო გვაცხოვნენ ჩვენ!(მოცემულია სწავლება წმ. სამების მეორე პირის შესახებ)
(დიდ საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულებზე იგალობება სადღესასწაულო ანტიფონები)

მცირე კვერექსი
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ!
გუნდი: შენ უფალო
მღვდელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ!
აღსავლის კარი იღება

III ანტიფონის საიდუმლო ლოცვა
მღვდელი: ზიართა ამათ ერთხმობითა ლოცვათა ჩვენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა, შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო: შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ-ჰყვენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩვენისა მომნიჭებელმან ჩვენდა.


III ანტიფონი (ნეტარებები)
გუნდი: სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

(მედავითნე ჩაურთავს თითოეულ მუხლს ე.წ. ”მომიხსენენის” მუხლებს პარაკლიტონიდან და სადღესასწაულოდან)

სადაგი დღის ანტიფონები
I ანტიფონი
კურთხეულ არს აღსარება უფლისა.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ (ჩაერთვის ყოველი მუხლის შემდეგ)
კურთხეულ არს აღსარება უფლისა, და გალობად სახელსა შენსა მაღალო.
მითხრობად ცისკარს წყალობა შენი, და ჭეშმარიტება შენი ღამედ-ღამედ.
რამეთუ მართალ არს უფალი ღმერთი ჩვენი, და არა არს სიცრუე მისთანა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

II ანტიფონი
უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.
მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ.
უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა.
რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნენ ფრიად: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ "მხოლოდშობილი ძე..."

III ანტიფონი
მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდთ ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩვენისა.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.
აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა, და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.
რამეთუ ღმერთი დიდ-არს, და მეუფე დიდ-არს ყოველსა ქვეყანასა-ზედა.
რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქვეყანისანი, და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან.
რამეთუ მისი არს ზღვა, და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაბადნეს.


მცირე გამოსვლა
მცირე გამოსვლა ნიშნავს იესო ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და ნათლისღების შემდეგ ხალხისადმი მიქცევას-სახარების ქადაგებას.
დიაკონი და მღვდელი ასრულებენ მცირე მეტანიას, ემთხვევიან წმიდა ტრაპეზს-მღვდელი-წმ. სახარებას და გადასცემს მას დიაკონს. დიაკონი ემთხვევა სახარებას და მღვდლის მარჯვენას. ორივენი გამოდიან მაღალდასაჯდომელის მხრიდან, ჩრდილოეთის კარით.
საიდუმლო ლოცვა აღსავლის კარის წინ: მღვდელი ევედრება უფალს აკურთხოს და წმიდა ჰყოს მათი შესვლა და წარმოუგზავნოს ანგელოზნი ღირსეული მსახურებისათვის.


შესვლა სახარებით
მღვდლის გამოსვლა ჩრდილოეთის კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესუ ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას-ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. აღსავლის კარებში წმ. სახარებით ჯვრის გამოსახვა , მოასწავებს მის ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილს.
მღვდელი აიღებს წმიდა სახარებას ტრაპეზიდან მისცემს დიაკვანს და ორივენი ჩრდილოეთის კარით გამოვლენ, დადგებიან აღსავლის კართან და დიაკონი იტყვის:

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

ლოცვა შესვლისა საიდუმლოდ
მღვდელი: მეუფეო უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მხედრობანი ანგელოსთანი და მთავარანგელოსთანი, მსახურებად დიდებისა შენისა, ჰყავ შესლვასა ჩვენსა თანა წმიდათაცა ანგელოსთა შესლვა, თანამწირველად ჩვენდა და თანადიდების მეტყველებად შენისა სახიერებისა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიაკონი: აკურთხე, მეუფეო, წმიდა შესავალი
მღვდელი: კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით! (გამოსახავს ჯვარს სახარებით, აღსავლის კარით შევა საკურთხეველში და დააბრძანებს სახარებას წმიდა ტრაპეზზე)

შესვლად
გუნდი: მოვედით, თაყვანი ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, აღდგომილო მკვდრეთით. მგალობელნი შენნი, ალილუია!
(სადაგ დღეებში: წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი, ალილუია!).

ტროპარ-კონდაკები
მედავითნე კითხულობს ტროპარ-კონდაკებს კვირისა ან დღისა და იმ წმიდანებისა, რომელთა ხსენებასაც აღნიშნავს წმიდა ეკლესია ლიტურგიის შესრულების დღეს.
ტროპარ-კონდაკის გალობისას საკურთხეველში მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას შეიწიროს უფალმა სამ-წმიდა გალობა, რომ შეუნდოს მორწმუნეებს ყოველგვარი ცოდვა.

მღვდელი: ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შორის განისვენებ, რომელი სამწმიდითა ხმითა სერაბიმთა მიერ იგალობები, და ქერუბიმთა მიერ იდიდებისმეტყველები, და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყვანის-იცემები; რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ; და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმისყოფასა და არა შეურაცხ-ჰყოფ ცოდვილთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხოვრებელად; რომელმან ღირს მყვენ ჩვენ, მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, და თანამდებისა თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველებისა შეწირვად შენდა. შენ, მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩვენ, ცოდვილთასა, სამწმიდაი გალობაი და მომხედენ ჩვენ სიტკბოებითა შენითა, მოგვიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წმიდა-ჰყვნენ ჩვენი სულნი და ხორცნი და მომეც ჩვენ ღირსებით მსახურებაი შენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა.
დიაკონი (დაბალი ხმით): აკურთხე, მეუფეო, ჟამი სამწმიდაოსი.


დიაკონი:-(მაცხოვრის ხატის წინ დგას და ამბობს: ) ”უფალო, აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩუენი.”
გუნდი:იმეორებს
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი:” უფალო შგვიწყალენ”
მღვდელი: (ასამაღლებელი)”რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმეთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის .....”
(დიაკონი ხალხისკენ მობრუნდება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, შემოწერს გინგილით ნახევარწრეს, დაასრულებს ასამაღლებელს: ” აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე” და შედის საკურთხეველში.
გუნდი: ამინ!

წმიდაო ღმერთო**
გუნდი: (გუნდი გალობს სამწმიდაობის გალობას) წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ!
წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

(მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომლის დამთავრებისას დიაკონი დაბალი ხმით ეუბნება )
დიაკონი: ბრძანე, მეუფეო
მღვდელი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონი: აკურთხე, მეუფეო მაღალი დასაჯდომელი
მღვდელი: კურთხეულ ხარ საყდართა ზედა დიდებისა მეუფებისა შენისათა, მჯდომარე ქერუბიმთა ზედა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

(ორივე ემთხვევა წმ. ტრაპეზს, მღვდელი- სახარებასაც და გალობის შემდეგ მიდიან მაღალ დასაჯდომელთან)

სამოციქულო და სახარება

წარდგომა
დიაკონი:”მოხედენ!”
მღვდელი: ”მშვიდობა ყოველთა!”(და გადასახავს ჯვარს)
მედავითნე:და სულისაცა შენისათანა
დიაკონი:” სიბრძნით”
მედავითნე: წარდგომა, ფსალმუნი დავითისი... ხმა...***(კითხულობს წარდგომას)

* ამ სახით ეს საგალობელი იგალობება კვირაობით, აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში. სიტყვები "აღდგომილო მკვდრეთით" სადაგ დღეებში იცვლება "წმიდათა შორის საკვირველო"-თი, ხოლო ათორმეტ დღესასწაულზე დღესასწაულის შინაარსის მიხედვით. ღვთისმშობლის დღესასწაულზე - "მეოხებითა ღვთისმშობელისათა".
** მაცხოვრის შობას, ნათლისღებას, ლაზარეს დიდ შაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში "წმიდაო ღმერთო"-ს ნაცვლად იგალობება: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია". ჯვართამაღლებას, და ჯვრის თაყვანისცემის კვირას იგალობება: "ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ"
*** ღვთისმშობლის დღესასწაულზე ითქმის: წარდგომა, გალობა ღვთისმშობლისა: "ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".
წარდგომას ამბობს მედავითნე და ასახელებს წარდგომის ხმას, გუნდი იმეორებს. მედავითნე კითხულობს წარდგომის მეორე მუხლს, გუნდი იმეორებს პირველს. მკითხველი კითხულობს პირველი მუხლის ნახევარს. გუნდი გალობს მეორე ნახევარს.


აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე 8 ხმათა

ხმა 1-ლი: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
მუხლი: იხარებდით, მართალნი, უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება.
ალილუია: ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქვეშე.
მუხლი: განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.

ხმა მე-2: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
მუხლი: სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე.
ალილუია: შეისმინენ შენნი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი.
მუხლი: უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

ხმა მე-3: უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ.
მუხლი: ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.
ალილუია: შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე.
მუხლი: მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისა.

ხმა მე-4: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.
მუხლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად.
ალილუია: გარდააცუ და წარემართე და სუფევდი, ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა.
მუხლი: შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება.

ხმა მე-5: შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მუხლი: მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა.
ალილუია: წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
მუხლი: რამეთუ ვსთქუ: წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი.

ხმა მე-6: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
მუხლი: შენდამი, უფალო, ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან.
ალილუია: რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღვთისა ზეცათასა განისუენოს.
მუხლი: რქვას უფალსა: ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

ხმა მე-7: უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
მუხლი: შესწირევდით უფლისა შვილნი ღვთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა.
ალილუია: კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა, მაღალო.
მუხლი: მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ.

ხმა მე-8: ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩვენსა.
მუხლი: განცხადებულ არს ურიასტანს ღმერთი, და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
ალილუია: მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა.
მუხლი: აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.


წარდგომანი და ალილუიანი შვიდეულის დღისანი:

ორშაბათი, ხმა მე-4: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა.
მუხლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად.
ალილუია, ხმა მე-5: აქებდით უფალსა, ყოველნი ანგელოსნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
მუხლი: რამეთუ მან სთქუა, და იქმნეს: თავადმა ბრძანა, და დაებადნეს.

სამშაბათი, ხმა მე-7: იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რა მე შენდამი.
ალილუია, ხმა მე-4: მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.
მუხლი: დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღვთისა ჩვენისათა ყვაოდიან.

ოთხშაბათი, ხმა მე-3 - გალობა ღვთისმშობლისა: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.
მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.
ალილუია: ხმა მე-8: ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი.
მუხლი: პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანნი.

ხუთშაბათი, ხმა მე-8: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
ალილუია, ხმა 1-ლი: აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მუხლი: ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა.

პარასკევი, ხმა მე-7: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
მუხლი: უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი.
ალილუია, ხმა 1-ლი: მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.
მუხლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა.

შაბათი, ხმა მე-8: იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნი.
მუხლი: ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანნი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანნი.

მიცვალებულთა, ხმა მე-6: სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს.
ალილუია, ხმა მე-4: ხმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
მუხლი: მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნას იგინი უფალმან.
მუხლი: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.


სამოციქულოს კითხვა
დიაკონი: სიბრძნით!
მედავითნე:საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი (ან რომაელთა, ან კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი). ასახელებს სამოციქულოს
დიაკონი: მოხედენ!
მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს
მღვდელი: მშვიდობა შენდა კეთილმომთხრობელო!
მედავითნე: და სულისაცა შენისათანა!
დიაკონი: სიბრძნით!
მედავითნე:”ალილუია, ალილუია,ალილუია”
გუნდი:ალილუია, ალილუია,ალილუია(3-გზის)

სახარების კითხვა
ლოცვა სახარების კითხვის წინ
მღვდელი: გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ.
რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


(მღვდელი ტრაპეზიდან აიღებს წმ. სახარებას და გადასცემს დიაკონს. დიაკონი აღსავლის კარით გადის შუა ეკლესიაში სახარებით და დგება ანალოგიის წინ. ასე ხდება სახარების მეორე ”მცირე გამოსვლა”.
დიაკონი სახარებით ხელში დგას ანალოგიის წინ, ამბიონზე და ამბობს: )


დიაკონი: აკურთხე მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (მახარებლის სახელი, ვისი სახარებაც იკითხება: მაგ: მათესი)
მღვდელი მაღალდასაჯდომელთან მდგომი გადასახავს ჯვარს და იტყვის:
ღმერთმა, ვედრებითა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (მახარებლის სახელი), გცეს შენ სიტყვაი, კეთილმითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებლად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.

დიაკონი: ამინ! სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისათანა!
მღვდელი: მოხედენ.
დიაკონი: სახარებაჲ( მათესი, ლუკასი...და კითხულობს სახარებას. დასრულების შემდეგ:
გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!
მღვდელი:”მოხედენ”

(მღვდელი სახარების დამთავრების შემდეგ ამბობს: )
მღვდელი:” მშვიდობა შენდა კეთილმომთხრობელო”
გუნდი:”დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!

მრევლი თავმოდრეკილი უსმენს.დიაკონი შეაბრძანებს სახარებას საკურთხეველში, სადაც მას გამოართმევს მღვდელი და დააბრძანებს ტრაპეზის მარჯვენა კუთხეში, რათა ხელი არ შეუშალოს ოდიკის გაშლას.
აღსავლის კარი იხურება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Dec 13 2008, 21:29
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ვაგრძელებ ოქროპირის ლიტურგიას
სახარების შემდეგ იკითხება მრჩობლი კვერექსი,რომელზეც იხსნება ტრაპეზზე დასვენებული ოდიკი, რაც სიმბოლურად ნიშნავს იოსებ არიმათიელის მიერ ქრისტეს საფლავის მომზადებას.
დიაკონი აღსავლის კართან მღვდელს გადასცემს სახარებას და მაცხოვრის ხხატის წინ იწყებს მრჩობლ "გაორმაგებულ" კვერექს:


მრჩობლი კვერექსი
დიაკონი: ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
დიაკონი:- მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
- მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
- მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის
- მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.
- მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან, წმიდისა ამის მონასტრისათა)
-- მერმეცა გევედრებით ნაყოფისშემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
გუნდი-პირველ ორ მუხლზე პასუხობს "უფალო, შეგვიწყალენ"-1-ჯერ, დანარჩენზე-3-ჯერ.
ლოცვა შევრდომით სავედრებელი
მღვდელი:უფალო, ღმერთო ჩვენო, აპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩვენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერ წყალობისასა.
მღვდელი-ასამაღლებელი:"რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე"

გუნდი:ამინ.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ (ათორმეტ და ტაძრის დღესასწაულთა გარდა) დიაკონი, საცეცხლურით ხელში, ამბობს მიცვალებულთა კვერექსს.
სადაც მორწმუნეენი ევედრებიან უფალს გარდაცვლილთა სულებისა და მათი ცოდვათა მიტევებისათვის
აღსავლის კარები ამ დროს ღიაა.


მიცვალებულთა კვერექსი
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, ყოველ მუხლზე)
დიაკონი:-მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
- რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
- წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
მღვდელი (კითხულობს დაბალი ხმით): ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.
მღვდელი:ასამაღლებელი"რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა (სახელები),ქრისტე ღმერთო ჩვენო , და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ
(აღსავლის კარი იხურება)

ამას მოჰყვება კათაკმეველთა (მოსანათლავთა)კვერექსი, რომელშიც ღმერთს ევედრებიან მათ შეწყალებას, ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას და იმას, რომ გახდნენ ღისნი ნათლისღებისა

კათაკმეველთა კვერექსი
დიაკონი: ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: და ასწავლოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა, კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: კათაკმეველნო, თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით.
გუნდი: შენ, უფალო.
ლოცვა კათაკმეველთათვის
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხოვრებისათვის კაცთასა მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი და ღმერთი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა ზედა, მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა, და ღირს-ჰყუენ იგინი ჟამსა შინა კეთილსა, საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, და სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა და თანა-აღრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.

მღვდელი:ასამაღლებელი: რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდენ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.


დიაკონი ამბობს მორწმუნეთა პირველ კვერექს:
დიაკონი:" რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით, კათაკმეველნო, განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით. ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ..."
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით
(ვინაიდან მოუნათლავ ადამიანს არა აქვს უფლება წმ. ევქარისტიაზე-ზიარებაზე-დასწრებისა.)
ძველ დროში ეკლესიის კარები ამის დროს იხურებოდა, რათა ტაძარში არ შემოსულიიყვნენ მოუნათლავები.
კვერექსი სრულდება ასამაღლებლით:

ლოცვა მორწმუნეთათვის I
მღვდელი: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღირსმყოფელსა ჩვენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. მიითვალე, ღმერთო, ვედრებაი ჩვენი, მყვენ ჩვენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა, და მსხვერპლთა უსისხლოთა ყოვლისათვის ერისა შენისა; და კმა მყვენ ჩვენ, რომელნი დასხმენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩვენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა; რათა მსმენელი ჩვენი, მწყალობელ ჩვენდა იყო სიმართლითა შენისა სახიერებისათა.

მღვდელი:ასამაღლებელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.


მართალთა ლიტურგია
საღმრთო ლიტურგიის მესამე ნაწილს ეწოდება ლიტურგია მართალთა. მასზე დასწრების უფლება მხოლოდ მონათლულ მორწმუნეებს აქვთ.
დიაკონი ამბობს შემოკლებულ კვერექს:


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისათა ეკლესიათ ადა ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებით და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით

თუ მღვდელი უდიაკვნოდ მსახურობს მაშინ ამ კვერექს გამოტოვებს, რომელიც მთავრდება ასამაღლებლით:
ლოცვა მორწმუნეთათვის II
მღვდელი: კვალადცა და მრავლაგზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთმოყვარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩვენსა, განსწმიდნე სულნი ჩვენი და ხორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მომეც ჩვენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მომმადლენ, ღმერთო, ჩვენთანა მლოცველთაცა წარმართებაი ცხოვრებისა სარწმუნოებისა და გულისხმის ყოფისა სულიერისა. მოეც მათ, ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად.

მღვდელი:ასამაღლებელი: რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.
(იღება აღსავლის კარი)

გუნდი გალობს საგალობელს"რომელნი ქერუბინთას", რომელიც წმიდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის წირვაზე იგალობება:
1 ნაწილი:გუნდი: რომელნი ქერუბინთას საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველს-მყოფელსა სამებასა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა.-იგალობება "დიდ გამოსვლამდე". ამ დროს მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას. დიაკონი ასრულებს კმევას.

მღვდელი (დაბალი ხმით): არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთუ მსახურება შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთმოყვარებითა უქცეველად და უცვალებელად კაც - იქმენ და მღვდელმთავრად ჩვენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოისა მსხვერპლისა მღვდელმოქმედებაი მოგვანიჭე ჩვენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფებ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო და წმიდათა შორის განსვენებულო.
შენ უკუე გევედრები, მხოლოსა სახიერსა და კეთილმსმენელსა: მოიხილე ჩემ, ცოდვილსა და უხმარსა, მონასა შენსა ზედა, და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღვდლობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღვდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ხორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა. რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან. არამედ ჯერ-იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდეილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხვერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღვდელი და დიაკონი ტრაპეზის წინ დაბალი ხმით წარმოსთქვამენ 3-გზის "რომელი ქერუბიმთა"-ს და მიდიან სამკვეთლოსთან. მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და ლოცულობს: ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე (3-გზის).
დიაკონი: აღიღე, მეუფეო.
მღვდელი აიღებს დაფარნას, დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე და იტყვის: აღიღეთ ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.
მღვდელი აიღებს წმიდა ფეშხუმს და დაადებს დიაკონს თავზე, თვითონ კი წმიდა ბარძიმით ხელში გამოდის დიაკონთან ერთად ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე.


დიდი გამოსვლა
დიაკონი: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მღვდელი: თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი შესვლის დროს ქერუბინთას მეორე ნაწილს გალობს:
გუნდი: ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია,ალილუია, ალილუია. -იგალობება "შესვლის შემდეგ"

მღვდელი წმ. ბარძიმს და წმ. ფეშხუმს მოათავსებს ტრაპეზზე და კითხულობს ტროპარებს:
.

შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
საფლავსა შინა ხორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა, ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსეძელ გარე შემოუწერელო.
ვითარცა ცხოვრებაშემოსილ, ვითარცა ნამდვილ სამოთხისა უშვენიერეს და ყოვლისა სამეფოისა სასძლოისა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩვენისა აღდგომისა.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.


მღვდელი დიაკონს: მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო.
დიაკონი: მოიხსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თვისსა. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.
დიაკონი: ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩვენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. მომიხსენე მე, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.

თხოვნითი კვერექსი
დიაკონი: აღუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე).
- წინადაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- წმიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
- დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო (ყოველ მუხლზე).
- ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.
- ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.

ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღვენთასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა.
მღვდელი: უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა. მიითვალე ჩვენცა ცოდვილთა ვედრებაი, და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და კმა-მყვენ ჩვენ შეწირვად შენდა ძღვენთა და მსხვერპლთა სულიერთა, ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის: და ღირს-მყვენ ჩვენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილმითვალულ ყოფად შენდა მსხვერპლი ჩვენი, და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩვენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა, და ყოველსა ერსა შენსა.
მღვდელი:მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: ”მშვიდობა ყოველთა.”
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: ვიყუარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.
გუნდი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.
მღვდელი (დაბალი ხმით): - შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო (3-გზის).
დიაკონი გინგილით მიუთითებს აღსავლის კარზე და ამბობს:
დიაკონი: ”კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.”
(იღება აღსავლის კარი და იხსნება კრეტსაბმელი, რაც ნიშნავს მიწისძვრასა და ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობას, ჯვარზე იესო ქრისტეს ხორციელი სიკვდილის დროს.)

მრწამსი
გუნდი: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

მრწამსის წაკითხვის დროს სამღვდელონი წმ. ძღვენის თავზე არხევენ დიდ დაფარნას, რაც ნიშნავს სული წმიდის მადლის გარდამოსვლას ძღვენზე. ამის შემდეგ იწყება ლიტირგიის უმთავრესი ნაწილი-კურთხევა წმიდისა შესაწირავისა.

დიაკონი:” ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ, წმიდასა ამას შესაწირავსა მშვიდობით შეწირვადსა.”
გუნდი: წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა.
მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელი:ხელაპყრობილი ამბობს: ”ზე გვაქუნდინ გულნი.”
გუნდი: ”გვაქვს უფლისა მიმართ.”
მღვდელი: ”ვმადლობდეთ უფალსა.”
გუნდი: ღირს არს და მართალ თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.

ამ დროს ზარების რეკვა მოასწავებს, რომ დაიწყო წმიდა ძღვენის კურთხევა. მღვდელი ამბობს საიდუმლო ლოცვას:
მღვდელი: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყვანის-ცემად ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწთომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ, და დაცემულნი კვალად აღმადგინენ და არა განეყენე, ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩვენ და მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისა:
ამათ ყოველთა-თვის გმადლობთ შენ, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთა-თვის, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამის-თვის, რომლისა ხელთაგან ჩვენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს
სდგანან ათასეულნი მთავარანგელოზთანი და ბეერეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ვქუს ფრთენი, მრავალ-თვალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა:

მღვდელი: ”ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი”
გუნდი: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!

მღვდელი: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩვენცა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლადწმიდა, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. და დიდადშეუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოერებაი საუკუნო, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და
მოციქულთა, მეტყველმან:


მღვდელი: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი: ამინ!
მღვდელი: მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა:
სჳთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი:ამინ!
მღვდელი: მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა და ყოველთა ჩვენ-თვის ქმნილთა: ჯვრისა, დაფლვისა სამ დღე და აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით დაჯდომისა, მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისა:
მღვდელი:”შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოველის-თვის.
გუნდი: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო.

* ბასილი დიდის ლიტურღიაზე ეს ასამაღლებელი იწყება სიტყვებით: "მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:"

ამ დროს მღვდელი და დიაკონი წმიდა ტრაპეზის წინ კითხულობენ საიდუმლო ლოცვებს, რის შემდეგაც ხდება სულთმოფენობა წმიდა ძღვენზე.

მღვდელი: მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ძღვენთა ზედა.
უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.


მღვდელი:უფალო, რომლემან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.(3-გზის)
დიაკონი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

მღვდელი: უფალო, რომლემან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკონი: ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მღვდელი: უფალო, რომლემან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

დიაკონი ოლარით მიუთითებს წმიდა პურზე: - ”აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე”.
მღვდელი აკურთხებს წმიდა პურს: -” და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.”
დიაკონი: - ამინ. აკურთხე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი ესე.
მღვდელი აკურთხებს წმიდა ბარძიმს: - ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა.
დიაკონი: - ამინ. (მიუთითებს წმიდა ძღვენზე) - აკურთხე, მეუფეო ორივე.
მღვდელი აკურთხებს ერთად ორთავე სიწმიდეს: - შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.
დიაკონი: - ამინ, ამინ, ამინ.

მღვდელმსახურნი აღასრულებენ მეტანიას

დიაკონი: მომიხსენე, მე წმიდაო მეუფეო.
მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.
მღვდელი: რათა ექმნეს მიმღებეთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, კადნიერებად წინაშე შენსა, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:

მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სარწმუნოებით შესვენებულთათვის პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Dec 13 2008, 22:22
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



მღვდელი მადლიერებით მოიხსენებს წმიდანებს,განსაკუთრებულად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს. შემდეგ აკმევს და ამბობს ასამაღლებელს:

მღვდელი: უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
გუნდი: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღვდელი: პირველად მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია და მაღალყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის მმართველის სახელი), რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით, სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა.
გუნდი: ყოველთა და ყოვლისათვის!
მღვდელი: და მომეც ჩვენ, უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
ამის შემდეგ მღვდელი აკურთხევს მორწმუნე ერს:
მღვდელი: და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისათანა!

წმიდა ძღვენის კურთხევის ლოცვები მთავრდება თხოვნითი კვერექსით. ამ კვერექსში ითხოვს მღვდელი, რათა ღირს-ყოს მორწმუნენი წმ. საიდუმლოს მიღებისა.

თხოვნითი კვერექსი
დიაკონი: ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე)
დიაკონი: შეწირულთა ამათთვის და განმწმედილთა პატიოსანთა ძღვენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
- რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურად საკურთხეველსა მისსა საყნოსელად სუნად სუნელად შეიწირნეს და ნაცვლად გარადმოგვივლინოს ჩვენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
- ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
- დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმათ ვითხოვოთ
გუნდი: მოგვამდლენ უფალო (ყოველ მუხლზე)
დიაკონი: ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ
გუნდი: მოგვამდლენ უფალო
- შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ
გუნდი: მოგვამდლენ უფალო
- კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ
გუნდი: მოგვამდლენ უფალო
- შემდგომნი ჟამნნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო
- ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის გებანი, წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ
გუნდი: მოგვამდლენ უფალო
- ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთასა ჩვენსა შევვედროთ
გუნდი: შენ უფალო!
მღვდელი: (ხელაპყრობით) ასამაღლებელი: ”და ღირს მყვენ ჩვენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად”

წართქვი კეთილ-კრძლულებით და გულმოდგინებით ლოცვა უფლისა:

გუნდი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!და გადასახავს ჯვარს
გუნდი: და სულისაცა შენისათანა
მღდელი: ”თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკნეთ”
გუნდი:” შენ უფალო”
მღვდელი საიდუმლო ლოცვას ამთავრებს ასამაღლებლით:
მღვდელი: მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!

დიაკონი კეტავს აღსავლის კარებს და კრეტსაბმელს, გინგილას იკეთებს ჯვრის სახედ, რათა არ ჩამოუვარდეს და დაუბრკოლებლად ეზიაროს, რათა გამოხატოს თავისი მოკრძალება წმ. ძღვენისადმი მსგავსად სერაბიმებისა, რომლებიც სახეს ფრთებით იფარავენ.
მღვდელი ორივე ხელით შეეხება წმიდა ტარიგს, ამ დროს.


დიაკონი: მოხედენ!
მღვდელი: წმიდაა წმიდათა!
გუნდი: ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა, მამისა, ამინ! (განიცადენი)
დიაკონი: აღებს აღსავლის კარს, გამოაბრძნებს წმიდა ბარძიმს აღამაღლებს და იტყვის:” შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით.”
გუნდი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.

ზიარების წინა ლოცვა:
მედავითნე: მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.
კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!
სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა.
რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნეს მე ზიარება წმიდათტა სენთა საიდუმლოთა, უფალო არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა. ამინ!

ზიარება
მღვდელი აღასრულებს წმიდა ზიარებას.
გუნდი: (ზიარებისას): ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ.


.მღვდელი აკურთხებს ერს:
მღვდელი: ”აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.”
გუნდი: ”ნათელი ჭეშამარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანისვცემთ, რათა გვაცხოვნეს ჩვენ.”

მღვდელი მიიღებს ბარძიმს, მით ოდიკზე გამოხატავს ჯვარს და საიდუმლოდ იტყვის:
მღვდელი:კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი
ხმამაღლა დაამატებს:
მღვდელი:ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

გადასახავს ჯვარს ბარძიმით მრევლს და ისიც წავა წმიდა სამკვეთლოსკენ, დააბრძანებენ რა მღვდელი და დიაკონი სამკვეთლოზე ბარძიმ-ფეშხუმს, მღვდელი აკმევს ძღვენს.

გუნდი: ”აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო, რათა ვუგალობდე დიდებასა შენსა, რამეთუ ღირს მყვენ ჩვენ ზიარებად წმიდათა სენთა საღმრთოთა, უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, დაგვმარხენ ჩვენ სიწმიდეთა შინა შენთა, ყოველსა დღესა გვასწავენ სიმართლენი შენნი: ალილუია, ალილუია, ალილუია! ”

სამადლობელი კვერექსი.(ბოლო)
დიაკონი: აღემართენით, მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკვდავთა ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე)
დიაკონი: შეგვეწიენ, გავცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
- დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ უფალო.
მღვდელი: რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!

მღვდელი ამ დროს აიღებს სახარებას ტრაპეზის მარჯვენა კუთხიდან, სახარებით გადასახავს ჯვარს წმიდა ტრაპეზს და დააბრძანებს ტრაპეზის შუა ნაწილში, წმიდა ოდიკზე.
წმ. შესაწირავის ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადასვენებითა და კვერექსით მთავრდება საღმრთო ლიტურგია



მღვდელი: ”მშვიდობით წარვიდეთ!”
გუნდი: ”სახელითა უფლისათა”.
დიაკონი: ”უფლისა მიმართ ვილოცოთ!”
გუნდი: ”უფალო შეგვიწყალენ”

მღვდელი გამოდის აღსავლის კარიდან და დგება ამბიონის წინ.
მღვდელი: რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყვენ მოყვარენი სახლისა შენისა მშვენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ საღმრთოითა ძალითა შენითა, ნუ დამაგდებ ჩვენ მოსავთა შენთა, მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღვდელთა, მხედართა და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს.
შთამომავალი შენ მიერ, მამისაგან ნათლისა, და შენდა დიდებასა და მადლობასა და თაყვანისცემასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ! იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე (3-გზის).

მედავითნე: (ფსალმუნი 33-ე) ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა; მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა; პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.

მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ!
მღვდელი: ”დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა!”
გუნდი: ”დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! ”
”უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ,”(3-გზის)
”სახელითა უფლისათა მაღალღირსო მამაო გვაკურთხენ! ”

შემდეგ მღვდელი ჩამოილოცავს და იქადაგებს.

ჩამოლოცვა
მღვდელი:მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან ჭეშამარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესითა, და ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა და წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი) და (იმის სახელი ვისი ხსენებაც არის), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ ჩვენ დღეს და მართალთა მსობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე!
გუნდი: ამინ! უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.

მრავალჟამიერი.
მღვდელი მრევლს ამთხვევინებს ტრაპეზის ჯვარზე, რის შემდეგაც შედის საკურთხეველში. იხურება აღსავლის კარი.


საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ტარდება სამი სახის წირვა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და პირველშეწირული.
ბასილი დიდის წირვა აღესრულება წელიწადში 10-ჯერ. ესენია:
24-6 იანვარი, ქრისტეს შობის წინა დღე.
1-14 იანვარი, წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
5-18 იანვარი , ნათლისღების წინა დღე
დიდი მარხვის I,II,III, IV,V შვიდეულის კვირა დღეები.
დიდი ხუთშაბათი.
დიდი შაბათი.
პირველშეწირული აღესრულება მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს.
დანარჩენ სადაგ თუ სადღესასწაულო დღეებში აღესრულება ლიტურგია იოანე ოქროპირისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
keso
პოსტი Mar 13 2009, 15:11
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 12.02.2009
წევრი № 185




დიდი მარხვის სადაგ დღეებში სრული წირვა არ სრულდება. წმ. მამები ისეთ დიდ პატივს სცემდნენ დიდ მარხვას (რომელიც დაფუძნებული იყო უმკაცრეს წესებზე, ვიდრე სხვა მარხვები), რომ არ დაუშვეს მისი ხანგრძლივობის დროს წმ. ლიტურგიის შესრულება. რადგან მარხვის გლოვა და ჟამისწირვის საზეიმო ხასიათი შეუთავსებელია. მარხვის დღეები დადგენილია არა ზეიმისთვის,არამედ ჭმუნვისა და ჩვენი ცოდვების განწმენდისათვის. ის რომ მარხვის სინანულის განწყობილებით არ დაირღვეს ამ მღვდელმოქმედების მხიარულება, ან გლოვა რომელიც აუცილებელია ორმეოცში არ დაირღვეს ლიტურღიაზე აღსრულებული ზეიმით ლაოდიკიის კრების მამებმა აკრძალეს ლიტურღიის აღსრულება დიდმარხვაში, გარდა შაბათისა და კვირისა.
მაგრამ სადაგ დღეებში სასურველია საღმრთო ზიარების მიღება. თუ ჩვენ არ შევასრულებთ საღმრთო ლიტურღიას ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვრჩებით ზიარების გარეშე. ამიტომაც იმავე კრების მამებმა(თუ არ ვცდები) დაადგინეს შვიდეულის ზოგიერთ დღეებშI ჩატარებულიყო პირველშეწირულის ლიტურღია.
ანუ ლიტურღია სადაც ძრვენი უკვე შეწირული იქნებოდა და მხოლოდ მისი განახლება (!) მოხდებოდა.
როდესაც ვაპირებთ პირველშეწირულის წირვის შესრულებას წინა კვირას შეიწირება არა ერთი, არამედ იმდენი ტარიგი, რამდენი პირველშეწირულის წირვის შესრულებასაც იგეგმება მომავალ შვიდეულში. მაგ. თუ მომდევნო შვიდეულში ორჯერ ვაპირებთ ჩატარებას კვირას შეიწირება სამი ტარიგი. (ერთი ამ კვირისთვის და ორიც მომდევნო შვიდეულის პირველშეწირულისთვის (ეს ინახება სპეციალურ ჭურჭელში, რომელიც ტრაპეზზე დაბრძანდება). სიწმინდე რომელიც იკურთხა წინა კვირიაკეს, პირველშეწირულის წირვის საშუალებით განახლდება.
ამჟამად, აღმოსავლეთის ეკლესიაში გრიგოლ დიოლოღოსის პირველშეწირულის წირვა ტარდება. ამ წმ. მამის შესახებ მერე დავწერ, უფრო კონკრეტულადაც წირვის შესახებ wink.gif ახლა გავდივარ


--------------------
უფალს ებარებოდეთ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
keso
პოსტი Mar 13 2009, 21:14
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 12.02.2009
წევრი № 185



ხოო ფარდას რაც შეეხება მგონი იმის აღსანიშნავად იხურება ნახევრად იხურება ნახევრად რომ ეს არ არის სრული წირვა, რომ საიდუმლო უკვე შესრულებულია... ამის სიმბოლურად რაა...
ძღვენი რატო არ იწირება კიდე ზემო პოსტში წერია wink.gif ასე რომ უჩას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე მგონი laugh.gif



--------------------
უფალს ებარებოდეთ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აბესალომ
პოსტი Jun 16 2010, 16:34
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 280
რეგისტრ.: 7.11.2009
წევრი № 395



"მთელი მსოფლიოს სიმდიდრე რომ შევკრიბოთ
და სასწორის ერთ მხარეს დავდოთ,
ხოლო მეორე მხარეს - ლიტურგია,
საღმრთო ლიტურგია გადასწონის".
წმ. იოანე კრონშტადტელი.



წმიდა მამები გვაფრთხილებენ, ტაძარში წირვა-ლოცვის დროს თუ მხოლოდ იმას დავინახავთ, რასაც ხორციელი თვალით ვუმზერთ, ვერავითარ სარგებელს მივიღებთ. სულ სხვაა, როდესაც მსახურების მონაწილემ იცის, რა ხდება ამ დროს ტაძარში. მაგალითად, წმიდა ნიფონტი კვიპრელმა, რომელსაც ღმერთმა სულიერი მჭვრეტელობის სული მიჰმადლა, მღვდლის მიერ წარმოთქქმული ასამაღლებლის ("კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!") დროს იხილა საყდარზე მჯდომი უფალი, რომელიც ორი ხელით აკურთხებდა ტაძარში მყოფ ყოველ ადამიანს. წმ. სერაფიმე საროველმა "მცირე გამოსვლის" დროს იხილა მაცხოვარი ანგელოზებთან ერთად. აი როგორ გადმოგვცემს ამას წმიდა მამა: "ერთხელ წირვის დროს, დიდ ხუთშაბათს, აღსავლის კარით რომ შევედი საკურთხეველში და წარმოვთქვი "უკნითი უკუნისამდე", უეცრად აღმობრწყინდა ნათელი, რომელშიც ვიხილე ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე, გაბრწყინებული, მზეზე უფრო ელვარე, გარემოცული გამოუთქმელი ნათლითა და გარშემორტყმული ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, , ქერუბიმებით და სერაბიმებით. ის ჰაერში მიდიოდა ტაძრის შესასვლელიდან ვიდრე საკურთხევლამდე. ამბიონთან გაჩერდა, ხელები აღაპყრო და მსახურება და მლოცველები დალოცა. შემდეგ კი აღსავლის კართან დაკიდებულ ხატში ჩაესვენა. მაშინ ჩემმა გულმა განიხარა ამ ნათლით და უფლის სიყვარულის სიტკბოებით". წმიდა ნიფონტი კვიპრელმა სულიერი თვალით იხილა წირვის დროს პავლე მოციქული, რომელიც მედავითნის უკან იდგა და თვალ-ყურს ადევნებდა, როცა ის სამოციქულოს კითხულობდა.

წირვა 3 ნაწილისგან შედგება:
1) პროსკომიდია, კვეთა
2) კათაკმეველთა ლიტურგია
3) მართალთა ლიტურგია

წირვის პირველ ნაწილში, რომელსაც ეწოდება "პროსკომიდია", "კვეთა", ამზადებენ პურსა და ღვინოს წირვის აღსასრულებლად. სეფისკვერებიდან ამოიკვეთება ნაწილები და ლაგდება ფეშხუმზე. ფეშხუმი არის გაშლილი მრგვალი წმიდა ჭურჭელი, რომელიც ბარძიმთან ერთად გამოიყენება. ფეშხუმზე სპეციალურრი წესით ლაგდება სეფისკვერებიდან ამოკვეთილი ნაწილები. წმიდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად საჭიროა ხუთი დიდი სეფისკვერი, სახარებისეული ამბის შესაბამისად, რომელიც გვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას. პირველი სეფისკვერიდან ამოკვეთილი ნაწილი წარმოადგენს ტარიგს ღმრთისას, იესუ ქრისტეს სხეულს. მეორე სეფისკვერიდან ამოკვეთილი ნაწილი არის ღმრთის-მშობლის მოსაგონებლად და ფეშხუმზე ტარიგის მარჯვენა მხარეს დაიდება. მესამე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილები წმინდანთა 9 დასის სახელზე და დაიდება ტარიგის მარჯვნივ. მეოთხე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილები ეკლესიის ცოცხალ წევრთა (პატრიარქის, მღვდელმთავართა, ეკლესიაში მომსახურეთა და მორწმუნე ერის) სახელზე და დაიდება ტარიგის ქვემოთ. მეხუთე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილები ქრისტიანულად აღსრულებულთათვის და დაიდება ცოცხალთა სახელზე ამოკვეთილი ნაწილების ქვემოთ. ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელზე კვეთისას იკვეთება მორწმუნეების მიერ შეწირული პატარა სეფისკვერებიც. აქედან ამოღებული ნაწილები, როგორც ცოცხალთა ასევე მიცვალებულთათვის, მოთავსდება ტარიგის ქვედა ბოლოში.

პროსკომიდია მთავრდება კმევით. კმევის დროს დიაკონი (თუ დიაკონი არ არის, მაშინ მღვდელი) ევედრება ქრისტეს შეიწიროს საკმეველი და აღგვავსოს ჩვენ სულიწმიდის მადლით. კმევის დროს თავი უნდა დავხაროთ, როგორც მიმღებელმა მაცხოვნებელი სულისა (სულიწმიდისა) - არ შეიძლება საკურთხეველთან ზურგით დგომა, საკმარისია მხოლოდ ოდნავ შემობრუნება და გულში ლოცვა უფლისადმი.


იხსნება აღსავლის (შუა) კარები. მღვდელი აკეთებს 3 მეტანიას, ამბობს სულიწმიდის მოხმობის ლოცვას და ხელაპყრობილი სამჯერ წარმოთქვამს გალობას, უფლის შობის ჟამს რომ იგალობეს ანგელოზებმა ზეციდან და შესთხოვს უფალს მისცეს ძალა მადლიან და ღირსეულ ლოცვაზე.

მღვდელი: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
დიაკონი: გვაკურთხენ, მეუფეო!
მღვდელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამენ!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი...

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 20.01.2018 - 22:49