![]() |
![]() |
![]() |
მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
აბესალომ |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 280 რეგისტრ.: 7.11.2009 წევრი № 395 ![]() |
ბოლო დროინდელი ამბები, ევანგელისტ დევიდ ჰეთევეისთან დაკავშირებით, საგანგაშოა ჩვენთვის რადგანაც იგი აბრკოლებს მრავალ მართლმადიდებელს და იბირებს თავისი რელიგიისკენ.
მართალია საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს მსგავსი შეხვედრების ჩატარების უფლება. საპატრიარქოს განცხადებაში არ იყო აღნიშნული, რომ დევიდ ჰეთევეის არა აქვს ამგვარი შეხვედრის ჩატარების უფლება, არამედ განცხადებაში საპატრიარქომ განუმარტა თავის მრევლს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ევანგელისტური რელიგიისა და კონკრეტულად ამ შეხვედრების (სპორტის სასახლეში) მიმართ. არჩევანი თავად მრევლს უნდა გაეკეთებინა. როგორი არჩევანი გააკეთა მრევლმა? დარბაზი გადატენილი ყოფილა, როგორც გავიგე და ზოგს შესვლაც ვერ მოუხერხებია ადგილების შევსების გამო. ჩვენ გავიგეთ, რომ ჰეთევეის სპორტის სასახლეში ცრუ სასწაულები მოუხდენია (განუკურნია ადამიანები), რის გამოც ვფიქრობ მრავალი ადამიანი შეიძლება დაბრკოლებულიყო. ცრუში იგულისხმება არა ის, რომ არ მოუხდენია არაფერი და მხოლოდ ილუზია იყო, არამედ იგულისხმება ის, რომ ღვთისგან არ იყო, ეშმაკის ძალით მოახდინა. იგი ეშმაკის მსახურია. მისნაირებზე სახარებაში წერია მაცხოვრის სიტყვები: ციტატა 22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? 23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო. თუმცა ხალხმა კარგად არ იცის წმიდა წერილი, ბევრს არც კი გაუგია ეს სიტყვები, რომლებიც მე დავაციტირე ზემოთ, ვერ ხვდებიან რატომ შეიძლება იყოს ეშმაკისგან ისეთი დადებითი მოვლენა, როგორიცაა ადამიანების განკურნება და ბრკოლდებიან მართლმადიდებლობაში.მათეს სახარება, თავი 7, მ. 22-23. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და სერიოზულს ხდის ის, რომ ჰეთევეის მისიონერობა ამით არ დასრულებულა. forum.ge-ზე უკვე დევს "qristiani.ge-ს" ბანერი: ![]() ამ საიტზე დევს მათი აუდიო ქადაგებები. დღემდე არ ჰქონია ასეთი რეკლამა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგებებს და ჩვენი სხვა მეუფეებისა და მღვდლების ქადაგებებს. ვითარება ნამდვილად საგანგაშოა! რა თქმა უნდა არჩევანი ადამიანებმა თავად უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენი სიტყვა ვუთხრათ მათ დემოკრატიიდან გამომდინარე და ვალდებულება გვაქვს - მართლმადიდებლობიდან გამომდინარე. საბოლოო არჩევანი მათზეა. ჩვენ ქრისტიანობა გვავალდებულებს ჩვენს მოყვათ, ჩვენს ქრისტეს მიერ ძმებსა და დებს ავუხსნათ რაიმე ფორმით, თუ რატომ არის ჰეთევეის სასწაულები ეშმაკისგან, რატომ არის ევანგელიზმი მცდარი რელიგია და ა.შ. ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ერთად ამ თემაში, გამოვნახოთ ფორმები და საშუალებები. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი ქრისტეს მიერი ძმებისა და ერთმანეთის დასახმარებლად! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი... (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბესალომ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 280 რეგისტრ.: 7.11.2009 წევრი № 395 ![]() |
ევანგელისტები აძლიერებენ თავიანთი ეკლესიის პროპაგანდას...
allshares.ge ![]() bin.ge ![]() link.ge ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი... (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბესალომ |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 280 რეგისტრ.: 7.11.2009 წევრი № 395 ![]() |
top.ge ![]() ამ მომენტისათვის ჯერ-ჯერობით ამ საიტებზე აღმოვაჩინე რეკლამები: 1. forum.ge 2. top.ge (ეს და forum.ge ერთი და იგივე კაცისაა) 3. link.ge 4. bin.ge 5. allshares.ge -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი... (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
lingvo |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,203 რეგისტრ.: 9.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 69 ![]() |
ძალიან სამწუხაროა, იმედია საპატრიარქოს მხრიდან იქნება ოფიციალური განცხადება, რომ ეს საიტი ევენგელისტებისაა.
-------------------- რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
|
აბესალომ |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 280 რეგისტრ.: 7.11.2009 წევრი № 395 ![]() |
ძალიან სამწუხაროა, იმედია საპატრიარქოს მხრიდან იქნება ოფიციალური განცხადება, რომ ეს საიტი ევენგელისტებისაა. ჩემი აზრით კარგი იქნება ამ საიტებზე qristiani.ge-ს ბანერების სიახლოვეს დაიდოს ევანგელისტების შესახებ მართლმადიდებლობის პოზიციის გამომხატველი ბანერები, რომელზე დაწკაპუნებისას იხსნებოდეს საპატრიარქოს საიტის ის გვერდი, სადაც აღნიშნული განცხადებაა გამოქვეყნებული. ამას ფული დასჭირდება. მართლმადიდებელ მრევლში ალბათ აგროვდება ფული, როცა გაიგებენ რისთვისაა საჭირო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი... (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
rammstein |
![]()
პოსტი
#6
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 0 რეგისტრ.: 25.05.2012 წევრი № 772 ![]() |
ხალხო რას იტყვით რომ ფეისბუქზე შევქმნათ ჯგუფი/გვერდი რომელიც ხალხს მიაწვდის სიმართლეს ?
|
ANA |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Profi ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 492 რეგისტრ.: 26.09.2008 მდებარ.: tbilisi წევრი № 64 ![]() |
უკვე შექმნილია
![]() -------------------- ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
|
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ახლა არის: 3.03.2021 - 14:58 |
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience